„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.12.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/238/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 38-ე მუხლის მე-2 - 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 4 თვეს, გარდა ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 - მე-5 ნაწილებით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 21. ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 - მე-5 ნაწილებით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 79 1–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან.’’ 2. 573 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 573 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა 1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ: სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმის განსაზღვრულ ვადაში, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში, ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი რესურსის შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის და სათანადო დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში, ლიცენზიის ან/და მისი ნაწილის იჯარით გადაცემისას შესაბამისი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ლუქის ახსნა-დადების შესახებ 2. 3. 4. 5. დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში, ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ჯამური მოცულობის ათვისების შემთხვევაში, ლიცენზიის გაუქმების შესახებ განცხადების, მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის, ასევე გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირებისა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საპროექტო დოკუმენტაციის, გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სამთო საქმისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. შავი, ფერადი და კეთილშობილი ლითონების მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საპროექტო დოკუმენტაციის, გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სამთო საქმისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლითი სამუშაოების განხორციელება სალიცენზიო პირობების დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა, გარდა ამ მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. 3. 574 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,574 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობა სათანადო პირობების დარღვევით 1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სამთო საქმისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირობების დარღვევით, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევებისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.’’ 4. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 2. ამ კოდექსის 45-ე, 451 , 48-ე, 49-ე, 501 , 51-ე−56-ე და 57-ე–572 მუხლებით, 573 მუხლის მე-2 მე-5 ნაწილებით, 574 −59-ე, 592 −მე-60, 603 −611 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694 , 695 , 71-ე, 721 −78-ე, 79 1 −მე-80, 822 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−893 , 912 , 921 , 94-ე, 95-ე, 961 , 962 , 964 , 99-ე, 1001 , 1002 , 103-ე–104-ე, 1051 , 116-ე, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461 , 148-ე−152ე, 1522 , 1523 , 153-ე, 1531 , 1533 –1536 , 154-ე−1542 , 156-ე, 1571 –158-ე, 164-ე, 1644 , 165-ე, 1651 , 166ე−167-ე, 170-ე და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1724 , 1728 , 1729 , 173-ე–1732 , 1736 , 1737 , 1739 , 174-ე−1742 , 175-ე−1752 , 1771 , 1778 , 1779 , 1792 , 180-ე–1831 , 185-ე–1852 , 187-ე, 1871 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963 , 1971 და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქცია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებთან მიმართებით არ აკონკრეტებს სამართალდარღვევების კონკრეტულ შინაარსს და დიფერენცირებულია მხოლოდ ორ ნაწილად, ცალკეა სახდელია გათვალისწინებული წლიური წერილობითი ანგარიშგების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით წარუდგენლობისა და ათვისების გეგმის წარუდგენლობისთვის, ხოლო ყველა დანარჩენი დარღვევა თავმოყრილია მუხლის მეორე ნაწილში კონკრეტული ფიქსირებული სანქციით. არსებული რედაქციით განსაზღვრული ჯარიმები ხშირ შემთხვევაში არაადექვატურია და ხდება დამრღვევი სუბიექტების არასათანადო სანქცირება. ერთი სამართალდარღვევის ფარგლებში თავმოყრილია ისეთი ტიპის დარღვევები, რომლებიც შედეგობრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად განსხვავებული მასშტაბის შედეგს იწვევს. ამასთან, ნორმაში არ არის იდენტიფიცირებული დარღვევების შინაარსი, რაც დამატებით სირთულეებს აჩენს სანქციის მასშტაბის ადეკვატურობის შეფასების თვალსაზრისით. შესაბამისად, არსებული რეგულაციის პირობებში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინოს განზოგადებულ ნორმაზე დაყრდნობით, რომელიც არ ახდენს დარღვევათა კლასიფიცირებასა და დარღვევის პროპორციული სანქციის განსაზღვრას. შედეგად, ვერ ხერხდება ლიცენზიის მფლობელისათვის დარღვევის ადექვატური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა. ხშირ შემთხვევაში სანქციას არ აქვს შემაკავებელი ეფექტი, რაც ნორმას პრაქტიკულად ართმევს პრევენციულ დანიშნულებას. არსებული რეგულაცია არ არის შესაბამისობაში ამ სფეროში არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რაც ხშირ შემთხვევაში, იწვევს შეუსაბამო ოდენობის სანქციის დაკისრებას სხვადასხვა დარღვევისთვის. სფეროში არსებული პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ დარღვევათა კონკრეტიზაციის გარეშე ნორმის არსებობა შეუსაბამო ოდენობის სანქციას აწესებს ამათუიმ სამართალდარღვევისათვის. სამართალდარღვევათა სტატისტიკის თანახმად, 2018 წლიდან (სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს დაარსებიდან) 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარმოუდგენლობის გამო შედგენილ იქნა 2700 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ათვისების გეგმის წარმოუდგენლობისათვის - 696 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ორივე ზემოაღნიშნული დარღვევა ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფარგლებში. დასახელებულ დარღვევასთან მიმართებით არ იცვლება სახდელის ზომა და ამ მიმართულებით ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ლიცენზიის ვადის გასვლამდე მოცულობის ამოწურვისას ლიცენზიის გაუქმების განაცხადის წარუდგენლობისთვის შედგენილ იქნა 25 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. გეგმა-გრაფიკისა და შესრულებული სამუშაოსა და ბიუჯეტის ანგარიშის წარუდგენლობისთვის - 24. კომპანიის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის შედგენილ იქნა 14 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ლიცენზიის იჯარით გადაცემისას, ამ ინფორმაციის ლიცენზიის გამცემთან წარუდგენლობისთვის - 7 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციის პირობებში, ზემოაღნიშნულ დარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მოხდა 573 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებული ნორმის პირველი ნაწილი მხოლოდ ათვისების გეგმისა და სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარმოუდგენლობას ითვალისწინებს, ყველა სხვა დარღვევა ექცევა მეორე ნაწილის რეგულირების ფარგლებში. აღნიშნული არასამართლიანია იმ თვალსაზრისით, რომ პირი, რომელიც დაგვიანებით წარმოადგენს გარკვეულ ინფორმაციას და პირი, რომელიც სამთო წესების დარღვევით ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, ერთსადაიმავე ნორმის ფარგლებში ექცევა და ნორმის თანახმად, სანქციის სახით განსაზღვრულია 2000 ლარი. წარმოდგენილი პროექტით, ზემოაღნიშნული დარღვევები, დეტალური სახით გაიწერება ნორმის პირველ ნაწილში და სანქციის სახით, მისი მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე, განისაზღვრება 500 ლარი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ სახის დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა, ან ვადის დარღვევით წარმოდგენა არ იწვევს განსაკუთრებულ ზიანს, რაც ხშირ შემთხვევაში მოტივატორია სასამართლოსათვის და არ ახორციელებს პირისათვის სახდელის დაკისრებას. სტატისტიკის თანახმად, მომპოვებელი სუბიექტების მიერ სასარგებლო წიაღისეულის საპროექტო დოკუმენტაციის, გეოსაინფორმაციო პაკეტისა და სამთო საქმისთვის დადგენილი ნორმების დარღვევით მოპოვების გამო შედგენილ იქნა 97 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ამათგან სამი ოქმი შედგენილია მადნეული წიაღიასეულის მომპოვებელ სუბიექტთა მიმართ). კოდექსის მოქმედი რედაქციის პირობებში, აღნიშნული სამართალდარღვევა სანქცირდება 2000 ლარით, რაც თავისი მასშტაბური უარყოფითი შედეგის გათვალისწინებით, მცირეა და საჭიროებს გაზრდას. მითუმეტეს არასამართლიანია მისი გაიგივება სანქციის თვალსაზრისით ისეთ დარღვევებთან, რომელიც დოკუმენტაციის წარმოუდგენლობას გულისხმობს და მცირე მნიშვნელობით ხასიათდება. სააგენტოში დაცული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებითი საქმიანობის განხორციელებისთვის შედგენილია 199 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მარაგების ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის 62, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის - 40, სანიტარიული ზონის დაუცველობისა და მრიცხველის გარეშე წყლის მოპოვებისთვის - 22, მოპოვებითი საქმიაონობის დაწყებამდე საპროექტო დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის - 6. დასახელებული დარღვევები, ისევე როგორც მოქმედი რედაქციით, გათვალისწინებულია ერთი ნაწილის ფარგლებში (მოქმედი რედაქციით, 573 მეორე ნაწილი, ხოლო პროექტით 573 მეოთხე ნაწილი) და სანქციის სახით განისაზღვრება 2000 ლარი. პრაქტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია გაიმიჯნოს როგორც დარღვევები, ასევე მოხდეს დამრღვევი სუბიექტების კლასიფიცირება იმ ნიშნით, თუ რა რესურსის მოპოვების ლიცენზიას ფლობს ის. მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგი შესაძლოა გაცილებით მასშტაბური იყოს, ვიდრე მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, განცალკევებულად რეგლამენტირდება მყარი სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელების მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საპროექტო დოკუმენტაციის, გეოსაინფორმაციო პაკეტის და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევა და სანქციის მიხედვით, ამგვარი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. პროექტის თანახმად, დასახელებული რეგულაციიდან იმიჯნება შავი, ფერადი და კეთილშობილი ლითონების ლიცენზიების მფლობელების მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საპროექტო დოკუმენტაციის, გეოსაინფორმაციო პაკეტის და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით და აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გამონაკლისის განსაზღვრა განპირობებულია დასახელებული წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული მაღალი რისკებით, შესაბამისად, ამ ტიპის წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები განსაზღვრულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მომპოვებელ სუბიექტებს უქმნიდეს მოპოვებითი საქმიანობის უფრო დიდი პასუხისმგებლობით განხორციელების საფუძველს. ამ სახის ლიცენზიების შემთხვევაში, გარემოზე ზემოქმედების მასშტაბები გაცილებით დიდია, როგორც სალიცენზიო ფართობის ზედაპირის სიდიდის, ასევე ჩარევის სიღრმის გათვალისწინებით. იმისათვის, რომ სანქციას ჰქონდეს მეტი შემაკავაბელი ეფექტი, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისი გაზრდა 10 000 ლარამდე. წარმოდგენილი პროექტი შეეხება შესწავლის მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელთა მიერ შესწავლის ეტაპზე ჩადენილ სამართალდარღვევებსაც. 2018 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთი ოქმი არის შედგენილი შესწავლის ეტაპზე ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევით ძებნა-ძიებითი სამუშაოების განხორციელებისთვის, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შესწავლის მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაცემა აქტუალურია, საჭიროდ იქნა მიჩნეული შესწავლითი სამუშაოების განხორციელების შემთხვევის დაკონკრეტებაც და წარმოდგენილი პროექტი სამართალდარღვევის სახით ითვალისწინებს შესწავლის სამუშაოების წარმოებას სალიცენზიო პიროებების დარღვევით, რომლისთვისაც გათვალისწინებული სანქციის ოდენობა განისაზღვრება 5 000 ლარით. კანონპროექტის თანახმად, ნორმის ერთი ნაწილი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა კონკრეტული ჩამოთვლა არ ხდება სხვა ნაწილებში. ამგვარი მიდგომა განპირობებულია სფეროში არსებული სხვადასხვა სახის დარღვევების არსებობით, რომლებიც შესაძლოა არ იყოს წინასწარ კონკრეტულად განსაზღვრადი და დამოკიდებული იყოს თავად ლიცენზიით განსაზღვრულ სარგებლობის პირობებზე. ამ ნაწილის ფარგლებში მოიაზრება, ისეთი დარღვევები, როგორიცაა მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის წარმოუდგენლობა დადგენილ ვადაში, მოპოვებითი საქმიანობის განხორციელება საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე, საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში, აუდიტორული კომპანიის დასკვნის წარმოუდგენლობა, ინვესტიციის განუხორციელებლობა, დალუქული მრიცხველის გარეშე მიწისქვეშა წყლის მოპოვება, სანიტარიული ზონის, თავმორთულობის წესების დაუცველობა, მოპოვებული რესურსის დღეღამური, ანდა წლიური ნორმის გადაჭარბება (მიწისქვეშა წყალზე) და ასევე, განსხვავებული სალიცენზიო პირობის არსებობისას (მაგ. პროექტის შეთანხმება სხვადასხვა ორგანოსთან, თანხის გადახდა და ა. შ.) ამ პირობის დარღვევა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დასარეგულირებელ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს აგრეთვე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობა სათანადო პირობების დარღვევით, რომელიც მოქმედ რედაქციაში განზოგადებული ფორმით არის ჩამოყალიბებული. ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია მოხდეს დარღვევათა კლასიფიცირება და მათთვის სანქციის ადექვატური ზომის განსაზღვრა. კანონპროექტის თანახმად, დამოუკიდებელ სამართალდარღვევად განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობა გეოსაინფორმაციო პაკეტის და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით და აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ამ დარღვევისთვის 2018-2022 წლებში შედგენილია მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სტატისტიკის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირის მიერ, მოპოვებული რესურსის შესახებ ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობისთვის შედგენილ იქნა 20 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო გათავისუფლებისთვის გადასახდელი თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისთვის - 15. ამგვარი დარღვევები, პროექტის თანახმად, მოექცევა მეორე ნაწილით განსაზვრული სამართალდარღვევის ფარგლებში. სანქცია არ შეიცვლება, შესაბამისად ამ მიმართულებით ფინანსური გავლენები მოსალოდნელი არ არის. პროექტის თანახმად, ამავე მუხლის მეორე ნაწილით განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირობების დარღვევით, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევებისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამგვარი კლასიფიცირება განპირობებულია თავად დარღვევათა შინაარსით. გეოსაინფორმაციო პაკეტი არის დოკუმენტი, რომელიც მთავარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებული სუბიექტისთვის და რომლის დაუცველობამ შესაძლოა დიდი მასშტაბის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. გეოსაინფორმაციო პაკეტის დაცვის ვალდებულება განსაზღვრულია თავად გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოპოვებითი საქმიანობის წარმართვისას. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მოიაზრება დარღვევები, რომლებიც თავისი შინაარსით არ გულისხმობს გეოსაინფორმაციო პაკეტითა და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის არსებული წესების დარღვევას და არ ხასიათდება ამგვარი მასშტაბურობით. მაგალითად, მეორე ნაწილის საფუძველზე შესაძლოა სამართალდამრღვევად ჩაითვალოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი, რომელიც დაგვიანებით გადაიხდის გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანხას. ამასთან, ამ ნაწილის ფარგლებში მოხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, თუ ის დაარღვევს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოს/იურიდიული პირის მიერ დადგენილ პირობას, რომელიც აისახება თავად გათავისუფლების შესახებ სამართლებრივ აქტში. განსხვავებით კანონპროექტის ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისაგან, აღნიშნული არ ხასიათდება უარყოფითი შედეგების ფართომასშტაბურობით, შესაბამისად, მიზანშეწონილია სანქციის უფრო დაბალი ოდენობის განსაზღვრა, რაც კანონპროექტის თანახმად, შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქიდან, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში ჩადენილი სამართალდარღვევები განსაზღვრული და რეგულირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მასში ცვლილების შეტანის გარეშე შეუძლებელია განსხვავებული რეგულაციების შემოღება ამათუიმ დარღვევაზე. სამართალდარღვევების დიფერენცირება და შესაბამისი, განსხვავებული სანქციების დაწესება წარმოადგენს კოდექსის რეგულირების სფეროს, შესაბამისად სხვა ლეგიტიმაციის მქონე სამართლებრივი აქტით მათი რეგლამენტირება, სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუძლებელია. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს წიაღითსარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებს, ჩამოყალიბდება განახლებული სახით. დარღვევათა დიფერენცირება მოხდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც ხელს შეუწყობს მომპოვებელი სუბიექტების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ადექვატური სანქციის განსაზღვრას მათ მიმართ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და განახლებული რედაქციით ყალიბდება კოდექსის 573 ნორმა, არსებული რედაქციის მსგავსად, სამართალდარღვევად მუხლი. კერძოდ, გაითვალისწინებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევას და მოხდება მისი დეტალური გაწერა. კანონპროექტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ: სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი რესურსის შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის და სათანადო დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის და მისი ნაწილის იჯარით გადაცემისას შესაბამისი საბუთების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, ლუქის ახსნა-დადების დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ჯამური მოცულობის მოპოვების შემთხვევაში, ლიცენზიის გაუქმების შესახებ განცხადების წარუდგენლობა, მომავალი წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკის და ბიუჯეტის და წინა წლის შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. პროექტის თანახმად, 573 მუხლის მეორე ნაწილით, სამართალდარღვევის სახით გათვალისწინებულია მყარი სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელების მიერ, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირებისა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საპროექტო დოკუმენტაციის, გეოსაინფორმაციო პაკეტის და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, შავი, ფერადი და კეთილშობილი ლითონების ლიცენზიების მფლობელების მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საპროექტო დოკუმენტაციის, გეოსაინფორმაციო პაკეტის და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. პროექტის თანახმად, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულია შემსწავლელი სუბიექტების მიერ შესწავლის ეტაპზე ჩადენილი სამართალდარღვევა, რაც გულისხმობს სალიცენზიო პირობების დარღვევას და სანქციის სახით განისაზღვრება 5000 ლარი. დასახელებული მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულია სამართალდარღვევა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა, გარდა ამ მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა, რომლისთვისაც, გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი კანონპროექტით განახლებული რედაქციით ყალიბდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 574 მუხლი. პროექტის თანახად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობა გეოსაინფორმაციო პაკეტის და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობა შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირობების დარღვევით, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევებისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი ითვალისწინებს ჯარიმების ცვლილებას და ხშირ შემთხვევაში, მათ გაზრდას, ოპტიმალურად იქნა მიჩნეული ძალაში შესვლა მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ამ დროის შუალედში შესაძლებელი იქნება მოწყვლადი ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდება, სამართალდარღვევათა პრევენციის მიზნით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სანქციათა დიფერენცირებასა და ხშირ შემთხვევაში, მის გაზრდას. გამომდინარე იქიდან, რომ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიერ სანქციის სახით დაკისრებული თანხის გადახდა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში, ბუნებრივია, რომ პროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. პრაქტიკის გათვალისწინებით, რასაც ადასტურებს არსებული სტატისტიკა, ყველაზე ხშირი არის სამართალდარღვევის ოქმები, რომელიც შეეხება ლიცენზიის მფლობელი სუბიექტის მიერ გარკვეული ინფორმაციის (ათვისების გეგმისა და სალიცენზიო პირობების დაცვის ანგარიში) წარმოუდგენლობას ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის კოდექსის მოქმედი რედაქციით, სანქციის სახით გათვალისწინებულია 500 ლარი. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს არსებული სანქციის ოდენობის უცვლელი სახით დატოვებას, შესაბამისად ამ ნაწილში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება, სხვა სანქციებს, მათი ოდენობა, პროექტის თანახმად გაზრდილია, შესაბამისად, მოსალოდნელია სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა, კერძოდ: იმ სამართალდარღვევებისთვის, რომელიც ექცევა პროექტით წარმოდგენილი 573 მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დარღვევებში, დღეს მოქმედი რედაქციით, სანქციის სახით განსაზღვრულია 2000 ლარი. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს 5000 და 10 000 ლარიან ჯარიმებს, რაც განპირობებულია თავად დარღვევათა მნიშვნელობითა და უარყოფითი გავლენის მასშტაბურობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ნაწილში მოსალოდნელია სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა, თუმცა გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. 2018 წლიდან 2022 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, მოიზრება 573 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ რეგულაციაში, შედგენილია 97 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. რაც შეეხება კანონპროექტის მიხედვით 573 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ სამართალდარღვევას, ამ დარღვევისთვის შედგენილია ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ჯარიმების გაზრდამ შესაძლოა იქონიოს პრევენციული ეფექტი დარღვევების მიმართ და შეამციროს ამ შინაარსის ქმედებებზე შედგენილი ოქმების ოდენობა. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა მოყვება შედეგად აგრეთვე 574 მუხლის ცვლილებას. კოდექსის მოქმედი რედაქციით, სამართალდარღვევის ამ სახისთვის სანქციის სახით გათვალისწინებულია 500 ლარი. პროექტის თანახმად, ხდება მათი დიფერენცირება, კერძოდ ნაწილი დარღვევებისათვის სანქციის სახით განისაზღვრება 2000 ლარი, ხოლო მეორე ნაწილით გათვალისწინებულია ისევ 500 ლარი. რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, იმ სამართალდარღვევისათვის, რომელიც მოიაზრება წიანმდებარე პროექტის პირველი ნაწილით განსაზღვრულ რეგულაციაში, 2018-2022 წლებში შედგენილია 35 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო მეორე ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევისთვის ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ჯარიმების გაზრდამ ამ შემთხვევაშიც შესაძლოა იქონიოს პრევენციული ეფექტი დარღვევების მიმართ და შეამციროს მათი რაოდენობა, შესაბამისად გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა მხრიდანაც ჩადენილ იქნება კოდექსის 573 და 574 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელთა მიერ მოპოვებითი/ შესწავლითი სამუშაოების განხორციელებისას ადმინისტრაციული სამართალდარევის ჩადენისას, შეიცვლება მათ მიერ ჯარიმის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა. სანქცია დამოკიდებულია თავად სამართალდარღვევის შინაარსზე. კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ: სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმის განსაზღვრულ ვადაში, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში, ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი რესურსის შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის და სათანადო დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში, ლიცენზიის ან/და მისი ნაწილის იჯარით გადაცემისას შესაბამისი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ლუქის ახსნა-დადების შესახებ დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში, ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ჯამური მოცულობის ათვისების შემთხვევაში, ლიცენზიის გაუქმების შესახებ განცხადების, მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმაგრაფიკისა და ბიუჯეტის, ასევე გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი, თუ მან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საპროექტო დოკუმენტაციის, გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სამთო საქმისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით აწარმოა მოპოვების პროცესი, დაჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით. შავი, ფერადი და კეთილშობილი ლითონების ლიცენზიის მფლობელი, თუ მისმიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება მოხდა საპროექტო დოკუმენტაციის, გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სამთო საქმისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით, დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი, თუ მან სასარგებლო წიაღისეულის შესწავლითი სამუშაოები განახორციელა სალიცენზიო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით. იმ დარღვევებისთვის, რომლებიც ზემოაღნიშნული ნაწილებით განსაზღვრული არ არის, პირი დაჯარიმდება 2000 ლარით. ამასთან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი, სამართალდარღვევის ჩადენისას, დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით დაჯარიმდება 500 ან 2000 ლარით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. კანონპროექტის თანახმად, ხდება არსებული ჯარიმების დიფერენცირება. წარმოდგენილი პროექტით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ ჩადენილი დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია გარკვვეული დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენასთან, დეტალური სახით გაიწერება ნორმის პირველ ნაწილში და სანქციის სახით, მისი მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე, განისაზღვრება 500 ლარი. პრაქტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია გაიმიჯნოს როგორც დარღვევები, ასევე მოხდეს დამრღვევი სუბიექტების კლასიფიცირება იმ ნიშნით, თუ რა რესურსის მოპოვების ლიცენზიას ფლობს ის. მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგი შესაძლოა გაცილებით მასშტაბური იყოს, ვიდრე მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, განცალკევებულად რეგლამენტირდება მყარი სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელების მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საპროექტო დოკუმენტაციის, გეოსაინფორმაციო პაკეტის და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევა და სანქციის მიხედვით, ამგვარი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. პროექტის თანახმად, დასახელებული რეგულაციიდან იმიჯნება შავი, ფერადი და კეთილშობილი ლითონების ლიცენზიების მფლობელების მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საპროექტო დოკუმენტაციის, გეოსაინფორმაციო პაკეტის და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით და აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გამონაკლისის განსაზღვრა განპირობებულია დასახელებული წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული მაღალი რისკებით. წარმოდგენილი პროექტი შეეხება შესწავლის მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელთა მიერ შესწავლის ეტაპზე ჩადენილ სამართალდარღვევებსაც და წარმოდგენილი პროექტი სამართალდარღვევის სახით ითვალისწინებს შესწავლის სამუშაოების წარმოებას სალიცენზიო პიროებების დარღვევით, რომლისთვისაც გათვალისწინებული სანქციის ოდენობა განისაზღვრება 5 000 ლარით. კანონპროექტის თანახმად, ნორმის ერთი ნაწილი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა კონკრეტული ჩამოთვლა არ ხდება სხვა ნაწილებში. ამგვარი მიდგომა განპირობებულია სფეროში არსებული სხვადასხვა სახის დარღვევების არსებობით, რომლებიც შესაძლოა არ იყოს წინასწარ კონკრეტულად განსაზღვრადი და დამოკიდებული იყოს თავად ლიცენზიით განსაზღვრულ სარგებლობის პირობებზე. ამ ნაწილის ფარგლებში მოიაზრება, ისეთი დარღვევები, როგორიცაა მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის წარმოუდგენლობა დადგენილ ვადაში, მოპოვებითი საქმიანობის განხორციელება საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე, საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში, აუდიტორული კომპანიის დასკვნის წარმოუდგენლობა, ინვესტიციის განუხორციელებლობა, დალუქული მრიცხველის გარეშე მიწისქვეშა წყლის მოპოვება, სანიტარიული ზონის, თავმორთულობის წესების დაუცველობა, მოპოვებული რესურსის დღეღამური, ანდა წლიური ნორმის გადაჭარბება (მიწისქვეშა წყალზე) და ასევე, განსხვავებული სალიცენზიო პირობის არსებობისას (მაგ. პროექტის შეთანხმება სხვადასხვა ორგანოსთან, თანხის გადახდა და ა. შ.) ამ პირობის დარღვევა და სანქციის ოდენობად გათვალისწინებულია 2000 ლარი. კანონპროექტის თანახმად, დამოუკიდებელ სამართალდარღვევად განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობა გეოსაინფორმაციო პაკეტის და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით და აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. პროექტის თანახმად, ამავე მუხლის მეორე ნაწილით განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირობების დარღვევით, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევებისა და გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამგვარი კლასიფიცირება განპირობებულია თავად დარღვევათა შინაარსით. გეოსაინფორმაციო პაკეტი არის დოკუმენტი, რომელიც მთავარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებული სუბიექტისთვის და რომლის დაუცველობამ შესაძლოა დიდი მასშტაბის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. გეოსაინფორმაციო პაკეტის დაცვის ვალდებულება განსაზღვრულია თავად გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოპოვებითი საქმიანობის წარმართვისას. მეორე ნაწილის საფუძველზე კი, შესაძლოა სამართალდამრღვევად ჩაითვალოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი, რომელიც დაგვიანებით გადაიხდის გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანხას. ამასთან, ამ ნაწილის ფარგლებში მოხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, თუ ის დაარღვევს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოს/იურიდიული პირის მიერ დადგენილ პირობას, რომელიც აისახება თავად გათავისუფლების შესახებ სამართლებრივ აქტში. განსხვავებით კანონპროექტის ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისაგან, აღნიშნული არ ხასიათდება უარყოფითი შედეგების ფართომასშტაბურობით. შესაბამისად, მიზანშეწონილია სანქციის უფრო დაბალი ოდენობის განსაზღვრა, რაც კანონპროექტის თანახმად, შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას/დაწესებულებას, ექსპერტს, სამუშაო ჯგუფს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.