საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით („აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ოპტიმიზაციის საკითხი)
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412213514831
29.12.2022
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს,
ამ ახალი კორუფციული სისტემის
შესასწავლად
ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერია
პარტია ქართული ოცნების
გ/მდივან კახი კალაძეს,
დედაქალაქის მერს
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
სუს-ის ანტიკორუფციულ
სააგენტოს
სათაური: საკნონმდებლო წინადადება "აღსრულების ეროვნული ბიუროს " ოპტიმიზაციის
შესახებ
შინაარსი: დღევანდელი დღის მდგომარეობით, საქართველოში უძრავი ქონებიდან მასში
შეჭრილ პირთა გამოსახლება, ანუ სასამართლოთა გადაწყვეტილებების აღსრულება
ვინდიკაციურ სარჩელებზე - გაჩერებულია. იუსტიციის სამინისტროს თუ პირადად
მინისტრის ან მისი მოადგილის/მოადგილეების ხელდასმით შექმნილი აშკარად
კორუფციული და დანაშაულებრივი სქემა ასეთია: მიმდინარე საქმეებზე ბიურო ჩვეულ
რეჟიმში, უპრობლემოდ იღებს საერთო სასამართლოების მიერ გაცემულ სააღსრულებო
ფურცლებს, ბიურო უსაფუძვლოდ მდიდრდება, ხოლო კრედიტორებისთვის გამოყოფილია
აღსრულების (ვითომ-)პოლიცია, რომელიც, გადატვირთულობის გამო, ვერ აუდის
აღსრულებას და კრედიტორებს 1,5 წლით მოცდას სთავაზობს. ამგვარი კოლაფსის
დაუყოვნებლივი გადაწყვეტა იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტის ვალდებულებაა.
გთხოვთ, მიიღოთ გადამჭრელი ზომები. გთხოვთ, აღნიშნული უკანონობის აღმოფხვრის
მიზნით, განიხილოთ შემდეგი საკანონმდებლო წინადადება, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის თანახმად: საქართველოს კანონს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ",
გამოქვეყნების წყარო: სსმ, თარიღი: 01/05/1999, სარეგისტრაციო კოდი
070.000.000.05.001.000.518, მუხლი 141. აღსრულების პოლიციის სამმართველო, ნაწილი 4
ჩამნოყალიბდეს შემდეგი სახით: "4. აღსრულების პოლიციელის უფლება-მოვალეობანი,
სამმართველოს ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების პოლიციის
სამმართველოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა". ასეთ
შემთხვევაში ეს კონკრეტული კვაზი-პოლიციული და ფაქტიურად - უსაქმური და
მოსახლეობის თანხების მითვისებაზე მომუშავე უსარგებლო უწყება დაექვემდებარება
სამთავრობო კონტროლს და ჩადგება ხალხის და არა კორუმპირებულ ბიუროკრატთა
სამსახურში, რომლებიც კრედიტორებს უცხადებენ, დაიცადეთ 1,5 წელი და შემდეგ
მოგიწევთ რიგიო. ამგვარი საბჭოთა სტრუქტურის იუსტიციის სამინისტროს იმედად
დატოვება, რომელსაც უკვე დიპლომატებმაც კი მოუწყვეს 28.12.2022 წელს დემარში,
ყოველგვარ აზრს მოკლებულია. გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული კანონპროექტი, ვინაიდან
ამ საკითხის ასე უყურადღებოდ დატოვება, "შაგრენის ტყავი"-ვით ამცირებს საქართველოს
პოლიტიკურ სხეულზე ჯანმრთელი და არაკორუმპირებული საჯარო მოსამსახურეთა
ოდენობას, ადამიანის უფლებებს, კრედიტორთა უფლებებს, კანონიერებას, სამართლიანობას,
საჯარო წესრიგს და თვით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას, და პირიქით საქართველოს აქცევს ბოროტების იმპერიის მსგავს სახელმწიფოდ, რაც ნამდვილად არ არის
ქართველი ხალხის/საქართველოს მოსახლეობის არჩევანი.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: