სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში 2022 წელს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218
📜 ტექსტი
წერილი
*000297/10*
№ 000297/10
24/01/2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ზოგადად, მისი პოლიტიკა მიზნად ისახავს
აუდიტის ობიექტისათვის სარეკომენდაციო ხასიათის ანგარიშების მომზადებას, რათა მისი
საქმიანობა გახდეს გაცილებით პროდუქტიული, ეფექტიანი და საბიუჯეტო ორგანიზაციების
მხრიდან სახელმწიფო სახსრების ხარჯვა − რაციონალური. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სხვადასხვა სახეობის აუდიტის ჩატარების დროს დგება იმ
აუცილებლობის წინაშე, როდესაც საჭირო ხდება კონკრეტული ორგანიზაციის (გადასახადის
გადამხდელის) საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაციის გამოთხოვა
სასამართლოს მეშვეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის ანგარიშს 2022 წელს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს
მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე
განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ (თან ერთვის).
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
ცოტნე ყავლაშვილი
გენერალური აუდიტორი
ანგარიში
დანართი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ანგარიში
სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების
ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების
შესახებ
2022 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხუთჯერ მიმართა
შუამდგომლობით, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების (გადასახადის
გადამხდელების) საგადასახადო საიდუმლოების გამოთხოვასთან დაკავშირებით, კერძოდ:
1. 2022 წლის 07 ივნისის №3730/16 შუამდგომლობა − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 31
დეკემბრით
დასრულებული
ანგარიშგების
ფინანსურ
საანგარიშგებო
აუდიტთან
პერიოდის
დაკავშირებით,
კონსოლიდირებული
საქართველოს
ფინანსთა
ფინანსური
სამინისტროს
შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31
დეკემბრამდე პერიოდში, კონკრეტული პირების შესახებ დამსაქმებელი ორგანიზაციების მითითებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ივნისის
ბრძანების საფუძველზე დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი
ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან ერთად.
2. 2022 წლის 05 ივლისის №4499/16 შუამდგომლობა − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 31
დეკემბრით
დასრულებული
ანგარიშგების
ფინანსურ
საანგარიშგებო
აუდიტთან
პერიოდის
დაკავშირებით,
კონსოლიდირებული
საქართველოს
ფინანსთა
ფინანსური
სამინისტროს
შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31
დეკემბრამდე პერიოდში „სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში“ პროგრამის ფარგლებში
− კონკრეტული პირების შესახებ დამსაქმებელი ორგანიზაციების მითითებით და ასევე ახალი
კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის
შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს დანართი 2-ის მიხედვით
ინფორმაცია დამსაქმებლის მიერ ვებგვერდზე: https://eservices.rs.ge რეგისტრირებული პირების
შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08
ივლისის ბრძანების
საფუძველზე,
დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
შუამდგომლობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ
იქნა შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან
ერთად.
3. 2022 წლის 18 ივლისის №4816/16 შუამდგომლობა − სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ 2018-2021 წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის პროცესის შესაბამისობის აუდიტთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2018 წლის იანვრიდან 2021
წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დანართში მითითებული პირების მიერ ხელფასის სახით
მიღებული შემოსავლების შესახებ, დამსაქმებელი ორგანიზაციის და დასაქმების პერიოდის (თვეების)
მითითებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20
ივლისის ბრძანების
საფუძველზე,
დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
შუამდგომლობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ
იქნა შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან
ერთად.
4. 2022
წლის 09 აგვისტოს №5537/16 შუამდგომლობა − სამედიცინო პერსონალის პროფესიული
განვითარების ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2018 − 2022 წლებში დამოუკიდებელი
საექიმო საქმიანობის უფლების მქონე (სერტიფიცირებული) პირების
შრომის ანაზღაურების
შესახებ დანართი 1-ის მიხედვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
კოლეგიის 2022 წლის 14 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის შუამდგომლობა.
5. 2022 წლის 05 სექტემბრის №6020/16 შუამდგომლობა − სამედიცინო პერსონალის პროფესიული
განვითარების ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2018 − 2022 წლებში დამოუკიდებელი
საექიმო საქმიანობის უფლების მქონე (სერტიფიცირებული) პირების შრომის ანაზღაურების
შესახებ დანართი 1-ის მიხედვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
კოლეგიის 2022 წლის 7 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის შუამდგომლობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან
გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ
დოკუმენტაციასთან ერთად.
2