სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის მუშაობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.01.2023
ავტორი
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
ნომერი
#1-1629/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

წერილი
REG 8 23 00099164 30/01/2023 საქართველოს პარლამენტს „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის მუშაობის ანგარიშს. დანართი 9 ფურცელი პატივისცემით, სააგენტოს დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე
ანგარიში
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის მუშაობის ანგარიში (01.01.22წ. - 31.12.22წ.) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, შემოსული მომართვების/განცხადებების საფუძველზე, მეწარმის საქმიანობის შემოწმების მოთხოვნით, სასამართლოებს შუამდგომლობით მიმართა 283 შემთხვევაში (დაკმაყოფილდა 281 შუამდგომლობა, არ დაკმაყოფილდა -2). საანგარიშო პერიოდში, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტის (ყოფილი მონიტორინგის დეპარტამენტი) სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოში შემოსულია 2319 საკითხთან დაკავშირებული 1358 კორესპონდენცია. აქედან: მოქალაქის (მათ შორის, მათი კანონიერი წარმომადგენლის) - 542 განცხადება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურებიდან - 435 წერილი (მათ შორის: სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან - 245, პოლიტიკის დეპარტამენიტიდან - 40, რეფერალური დახმარების კომისიიდან - 51, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან - 7, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან - 8, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან - 30, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეების - 14, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურიდან - 3, სამინისტროს შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტიდან - 37); იუსტიციის სამინისტროდან - 3; აფხაზეთის ა/რ სამინისტროდან - 1; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან - 57; სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან - 2; საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან - 3; პროკურატურიდან - 1; სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან - 21; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან - 20; სახალხო დამცველის აპარატიდან - 15; რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან 68; რეგულირების სააგენტოს მომსახურების დეპარტამენტიდან (ამჟამად, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტი) - 24; წამლის ინსპექტირების სამმართველოდან (ამჟამად, ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველო) - 2; სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან - 3; საქართველოს მთავრობიდან - 3; საქართველოს პარლამენტიდან - 3; გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების (COVID-19) დაწყების თაობაზე შემოსული შეტყობინება - 37 დაწესებულებიდან, სსიპ საპენსიო სააგენტოდან - 1, სხვადასხვა დაწესებულებიდან/ ორგანიზაციიდან - 117 კორესპონდენცია. ასევე, „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ” 2013 წლის 23 ივლისის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შემოვიდა 25 შეტყობინება. ზემოაღნიშნული 1358 კორესპოდენციიდან, 267 წარმოადგენს პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებულ კორესპონდენციას; 254 კორესპოდენცია (410 შემთხვევა) - სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებლის მომართვებს, რომლებიც ეხება პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების დაფინანსების საკითხებს (ე. წ. ,,სადავო“ შემთხვევები) (აქედან: 201 - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან, 51 - რეფერალური დახმარების კომისიიდან, 2 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის), 179 - მკურნალობაში გადახდილი თანხების (თანაგადახდა) მართლზომიერების საკითხებს; 55 - შშმ პირთა საკითხებს; 12 - საავადმყოფო ფურცლის გაცემის მართლზომიერების საკითხებს; 19 - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა“-ის გაცემის მართლზომიერების საკითხებს; 52 - დაწესებულებებში სახელმწიფო პროგრამების შემოწმების თაობაზე საკითხებს; 18 - ინდივიდუალური შემთხვევების პროგრამულ კონტროლს; 70 - დაწესებულებების ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებულ 1 საკითხს; 6 - დაწესებულებაში (SARS-CoV-2) ინფექციის დიაგნოსტირებასთან (ტესტირება) დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის/სანებართვო პირობების შემოწმების თაობაზე საკითხებს; 28 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 01-508/ო ბრძანების (20.10.20წ.) მოთხოვნების დარღვევის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას (სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისათვის სატელეფონო შეტყობინების გადმოცემის დაგვიანება); 2 - COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრის მომსახურების მისაწოდებლად აუცილებელი, შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, პირობების დაცვის მდგომარეობის მონიტორინგს; 37 COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით გეგმიური სტომატოლოგიის განხორციელების უფლების განსაზღვრას; 40 - დაწესებულებების სანებართვო/სალიცენზიო/ტექნიკური რეგლამენტის დაცვის პირობების შესწავლას; 99 - სამედიცინო დაწესებულებების მიერ, მოქალაქეების განცხადებების რეაგირებასთან დაკავშირებულ საკითხებს; 220 - სხვადასხვა საკითხებს. საანგარიშო პერიოდში, 111 შემთხვევაში დასრულდა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა, 32 შემთხვევაში - სამედიცინო დაწესებულებების მიერ, მოქალაქეების განცხადებების რეაგირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, 140 შემთხვევაში - ე.წ. „სადავო“ შემთხვევების შესწავლა, 120 შემთხვევაში - სამედიცინო მომსახურებაში გადახდილი თანხების (მ. შ. თანაგადახდა) მართლზომიერების საკითხების შესწავლა, 22 შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის - „ფორმა N100“ გაცემის მართლზომიერების საკითხის შესწავლა, 2 შემთხვევაში დასრულდა ინდივიდუალური პროგრამული შემთხვევის კონტროლი. 37 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა სახელმწიფო პროგრამების შემოწმება (რევიზია/კონტროლი); 43 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული საერთო მოთხოვნების შესრულების, ასევე, ბიოლოგიური მასალის ნიმუშების სხვა დაწესებულებაში გაგზავნის მიზნით აღება/ჩაბარების და ადგილზე „იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკის“ სერვისის მიწოდების შემთხვევაში, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმება; 55 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.10.20წ. 01-508/ო ბრძანების (,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“) მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება (საქართველოს მთავრობის №385 დადგენილების (17.12.10წ.) სანებართვო პირობების დანართი 21-ის 22-ე პუნქტის მოთხოვნების დარღვევა); გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების თაობაზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 31 სტომატოლოგიურ დაწესებულებაში განხორციელდა ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი; 2 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმება; 100 სამედიცინო დაწესებულებაში - ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, საერთო და დამატებითი სანებართვო პირობების შემოწმება, აქედან, 24 სამედიცინო დაწესებულებაში - გადამოწმება (მ. შ. ერთ დაწესებულებაში გადამოწმება განხორციელდა ორჯერ); 5 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა სანებართვო პირობების შემოწმება, 1 სამედიცინო დაწესებულებაში - სანებართვო დამატებითი პირობის (ტრანსპლანტოლოგია) - შემოწმება, 1 სამედიცინო დაწესებულებაში - გადამოწმება; 8 სამედიცინო დაწესებულებაში - სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმება; 57 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა ფუნქციონირების ჰიბრიდულ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით აუცილებელი პირობების დაცვის მდგომარეობის შემოწმება; 3 შემთხვევაში განხორციელდა ახალი კორონავირუსული დაავადების - COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრის მომსახურების 2 მისაწოდებლად აუცილებელი, შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, პირობების დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი; 96 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაცვის მდგომარეობის შემოწმება (აქედან, 3 - ამბულატორიული დაწესებულება, 3 - ლაბორატორია, 33 - სტომატოლოგიური დაწესებულება, 33 - ნარკოლოგიური ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრი, 20 - რეპროდუქტოლოგიის მედიცინის ცენტრი, 2 - დიალიზის ცენტრი, 2 - დღის სტაციონარი); ასევე, 3 დაწესებულებაში (2 ამბულატორიული და 1 სტომატოლოგიური დაწესებულება) განხორციელდა მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაცვის მდგომარეობის გადამოწმება. 114 სამედიცინო დაწესებულებაში (24 ამბულატორიული და 90 სტაციონარული დაწესებულება) შემოწმდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით I და II ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნისას ფორმა №2 და ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო გამოწერის საკითხი. 2 სამედიცინო დაწესებულებაში შემოწმდა პასპორტიზაციის მოდულში დაფიქსირებული ინფორმაციის სისწორე (მისი დადარებით სანებართვო რეესტრში არსებულ ინფორმაციასთან), ასევე, სერვისების მიწოდებისთვის აუცილებელი სამედიცინო პერსონალის არსებობის საკითხი. 17 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, ექიმების თანამდებობრივი შესაბამისობის შესწავლა. 48 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის საკითხების შესწავლა. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული რევიზიის/კონტროლის (გეგმიური, არაგეგმიური, ცალკეული შემთხვევები) შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებს განესაზღვრათ ფინანსური სანქცია - 17,142,131.40 (ჩვიდმეტი მილიონ ას ორმოცდაორი ათას ას ოცდათერთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით. შემოწმებების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, შედგენილ იქნა და სასამართლოებს გაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2048 ოქმი. აქედან: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევაზე - 1611 ოქმი, სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევაზე (მ. შ. განმეორებით დარღვევაზე) – 212, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობა (ტექნიკური რეგლამენტი) – 147, უკანონო საექიმო საქმიანობა - 27, სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა - 2, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის, გამოწერისა და გაფორმების წესების დარღვევა - 49. ამ ეტაპზე, სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციით: დაჯარიმდა - 1105 სამართალდამრღვევი, შენიშვნა მიეცა - 463 სამართალდამრღვევს, საქმე შეწყდა - 46 შემთხვევაში, განუხილველი - 2 შემთხვევა; 432 შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს. ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლოების მიერ, ჯარიმის სახით დაკისრებულმა თანხამ, ამ ეტაპზე, შეადგინა 2,390,450.00 (ორი მილიონ სამას ოთხმოცდაათი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი. საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა სსე ექსპერტიზაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი 31 493 სსე შემოწმების აქტის ამონაწერების (ფორმა №IV-50/4) შევსების მონიტორინგი; ხარვეზები გამოვლინდა 2306 შემთხვევაში, რის შესახებ ეცნობა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტს (ყოფილი მონიტორინგის დეპარტამენტი); სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ან/და უფლებამოსილი ფიზიკური/იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოში არსებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ამსახველი დოკუმენტაციის გაცემა, კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელდა 106 შემთხვევაში; საქართველოს მთავრობის 10.01.22წ. N2 დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის და კონტროლის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხები შესწავლილ იქნა 51 სამედიცინო დაწესებულებაში. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, 35 სამედიცინო დაწესებულებიდან, 432 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 3 გაიგზავნა განმეორებით სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე; შშ სტატუსი დაუდასტურდა 392 შშმ პირს, შშ სტატუსი შეეცვალა 5 შშმ პირს, შშ სტატუსი არ დაუდგინდა 3 შშმ პირს. სსე ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებებში არგამოცხადებული 32 შშმ პირთა შესახებ ეცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. საანგარიშო პერიოდში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს რეაგირებისთვის წარედგინა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული, რევიზიის/კონტროლის აქტების საფუძველზე (2022 წელს შედგენილი რევიზიის/კონტროლის აქტები), აღსრულებას დაქვემდებარებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული 51 კორესპონდენცია. საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების მონიტორინგი, რის შედეგადაც გამოვლინდა 697 სახის სხვადასხვა დარღვევა, რაც ეცნობა შესაბამის სამსახურს (მონიტორინგის დეპარტამენტს). საანგარიშო პერიოდში, გაიმართა პროფესიული განვითარების საბჭოს 38 სხდომა. პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 140 საკითხი (426 ექიმი, მათ შორის, ერთ ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა ორ საექიმო სპეციალობაში; აღნიშნულიდან გამომდინარე, 426 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა 427 შემთხვევაში). საბჭოს მიერ გადაიდო 39 ექიმის საკითხი. პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა 121 ექიმს. 267 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა; მათ შორის, 191 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 70 ექიმს (1 თვით - 25 ექიმს; 2 თვით - 11 ექიმს; 3 თვით - 13 ექიმს; 6 თვით - 21 ექიმს); სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა 6 ექიმს. 2022 წლის 14 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა 2022 წლის საგაზაფხულო ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაცია. ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირდა (on-line) 1208 მაძიებელი, სასერტიფიკაციო გამოცდაზე - 841 მაძიებელი. 2022 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესიები მიმდინარეობდა 4-8 აპრილს. გამოცდაზე დაშვებულ 1208 მაძიებლიდან, გამოცხადდა 1109 მაძიებელი (91%), არ გამოცხადდა 99 მაძიებელი (9%); დადებითი შეფასება მიიღო 650 მაძიებელმა (59%), უარყოფითი - 459 (41%). 2022 წლის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესიები მიმდინარეობდა 1316 აპრილს. გამოცდაზე დაშვებულ 833 მაძიებლიდან, გამოცხადდა 817 (98%), არ გამოცხადდა 16 (2%); დადებითი შეფასება მიიღო 681 (83%) მაძიებელმა, უარყოფითი - 136 (17%) მაძიებელმა. პროფესიული განვითარების საბჭოს N9 სხდომაზე დამტკიცდა გამოცდების შედეგები; შესაბამისად, დამზადდა დადებითი შედეგის მქონე მაძიებელთა მოწმობები და სახელმწიფო სერტიფიკატები. 2022 წლის ერთიან დიპლომისშემდგომ საშემოდგომო საკვალიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირდა (on-line) 1264 მაძიებელი. გამოცდების საშემოდგომო სესიები მიმდინარეობდა 18-23 სექტემბერს. გამოცდაზე დაშვებულ 1264 მაძიებლიდან, გამოცხადდა 1144 (91%) მაძიებელი, არ გამოცხადდა 120 (9%) მაძიებელი. დადებითი შეფასება მიიღო 717 (63%) მაძიებელმა, უარყოფითი 427 (37%) მაძიებელმა. 2022 წლის სახელმწიფო საშემოდგომო სასერტიფიკაციო გამოცდები მიმდინარეობდა 26-27 სექტემბერს. გამოცდაზე დაშვებულ იქნა 362 მაძიებელი, გამოცხადდა 345 (95%), არ გამოცხადდა 17 (5%) მაძიებელი; დადებითი შეფასება მიიღო 283 (82%) მაძიებელმა, უარყოფითი - 62 (18%) მაძიებელმა. 2022 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა დამატებითი სასერტიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი. დაშვებულ 82 მაძიებლიდან, გამოცხადდა 73 (89%), არ გამოცხადდა 9 (11%) მაძიებელი. დადებითი შეფასება მიიღო 48 (66%) მაძიებელმა, უარყოფითი - 25 (34%) მაძიებელმა. უგამოცდოდ, სახელმწიფო სერტიფიკატი მიენიჭა 102 ექიმს, სუბსპეციალობაში - დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება - 270 სპეციალისტს. 4 დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება მიენიჭა სამედიცინო დაწესებულებების მიერ უცხო ქვეყნებიდან მოწვეულ 130 სპეციალისტს. პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, აკრედიტაცია მიენიჭა 62 უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამას, 1 სუბსპეციალობის პროგრამას, 11 მოკლევადიან პროგრამას, 1 ახალ სარეზიდენტო პროგრამას - სპეციალობაში ,,ყბა-სახის ქირურგია“ და 13 კონფერენციას. სააგენტოს მიერ, ორგანიზებულ იქნა მაძიებელთა კონკურსი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის მიზნით. შერჩეულ იქნა და პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამტკიცებულ იქნა 4 მაძიებლის კანდიდატურა 3 საექიმო სპეციალობაში: „გადაუდებელი მედიცინა“, „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ და „პედიატრია“. გაიცა: სტაციონარული დაწესებულების ნებართვა და ნებართვის დანართები - 7 დაწესებულებაზე (30 ნებართვის დანართი), სტაციონარული დაწესებულების ნებართვის დანართები - 72 დაწესებულებაზე (82 ნებართვის დანართი), სტაციონარული დაწესებულების დროებითი საქმიანობის ნებართვა - 4 დაწესებულებაზე, სანებართვო მოწმობის და სანებართვო მოწმობის დანართის დუბლიკატი - 2 დაწესებულებაზე; მიეცა ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის უფლება (ფილიალი) - 4 დაწესებულებას; გაიცა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია - 6 დაწესებულებაზე, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის 3 დანართი, მიეცა ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის უფლება (ფილიალი) - 1 დაწესებულებას; სალიცენზიო რეესტრში განხორციელდა 4 დაწესებულების რეესტრული ცვლილება; სანებართვო რეესტრში განხორციელდა 17 დაწესებულების რეესტრული ცვლილება. პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის შეფასების საკოორდინაციო ჯგუფის სხდომებზე განხილულ იქნა 44 დაწესებულება. უარი ეთქვა: სტაციონარული დაწესებულების ნებართვისა და ნებართვის დანართების გაცემაზე - 6 დაწესებულებას, ნებართვის დანართების გაცემაზე - 21 დაწესებულებას (23 დანართზე), სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის ნებართვის გაცემაზე - 1 დაწესებულებას, დროებითი საქმიანობის განხორციელების უფლებაზე - 2 სტაციონარულ დაწესებულებას, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე - 3 დაწესებულებას, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის დანართის გაცემაზე - 2 დაწესებულებას, ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის (ფილიალი) განხორცილებაზე - 1 დაწესებულებას. დოკუმენტური უარი ეთქვა პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მინიჭებაზე 9 დაწესებულებას. ძალადაკარგულად გამოცხადდა: სტაციონარული დაწესებულების ნებართვა და ნებართვის დანართები - 1 (13 ნებართვის დანართი) დაწესებულების, ნებართვის დანართები - 12, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია - 3 დაწესებულების, ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის (ფილიალი) განხორციელების უფლება - 4 დაწესებულების. ამბულატორიული ტიპის დაწესებულებების მიერ, სულ შემოტანილ იქნა 1968 შეტყობინება (მათ შორის, დარეგისტრირდა 1600 შეტყობინება) მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების განხორციელების თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, განხილულ იქნა 209 სააკრედიტაციო განაცხადი, მათ შორის, 59 განაცხადი ინტელექტუალური რესურსის ცვლილების შესახებ; განხორციელდა 58 სააკრედიტაციო ვიზიტი; ადგილზე შესწავლილ იქნა 352 დაწესებულება, მათ შორის, 247 აფილირებული დაწესებულება; პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომებზე განხილულ იქნა 103 საკითხი; 117 დაწესებულებას/სასწავლებელს გაეგზავნა პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება; 15 დაწესებულებას/სასწავლებელს გაეგზავნა წერილი განაცხადში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად; 37 დაწესებულებას/სასწავლებელს გაეგზავნა წერილი ინტელექტუალური რესურსის ცვლილების შესახებ. 56 სასწავლებელს/დაწესებულებას მიენიჭა აკრედიტაცია დიპლომისშემდგომი მზადების განსახორციელებლად 72 სარეზიდენტო პროგრამაზე; 10 სასწავლებელს/დაწესებულებას მიენიჭა აკრედიტაცია 11 სუბსპეციალობის პროგრამაზე; 3 5 სასწავლებელს/დაწესებულებას მიენიჭა აკრედიტაცია 3 გადამზადების პროგრამაზე; 19 აკრედიტებულ სასწავლებელში/დაწესებულებაში განხორციელდა კვოტის ცვლილება 24 სარეზიდენტო პროგრამაში; 2 აკრედიტებულ დაწესებულებას უარი ეთქვა აფილირებული დაწესებულების დამატებაზე 2 სუბსპეციალობის პროგრამაში; 1 აკრედიტებულ დაწესებულებას უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე 1 სარეზიდენტო პროგრამაში; 1 დაწესებულებას დოკუმენტური უარი ეთქვა 1 სარეზიდენტო პროგრამაზე. ავტორიზებულ აფთიაქზე და ფარმაცევტულ წარმოებაზე გაიცა 17 სანებართვო მოწმობა (აქედან: ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა - 11, ავტორიზებული აფთიაქის მისამართის ცვლილება - 4, ავტორიზებული აფთიაქის სახელწოდების ცვლილება - 1, ავტორიზებული აფთიაქის სახელწოდების და მისამართის ცვლილება - 1); ავტორიზებული აფთიაქის და ფარმაცევტული წარმოების დანართის ცვლილება განხორციელდა 108 შემთხვევაში (აქედან: ფარმაცევტულმა წარმოებამ შეიმცირა საქმიანობა - 1, ავტორიზებულმა აფთიაქმა დაიმატა საქმიანობა - 4, ავტორიზებულმა აფთიაქმა დააზუსტა საქმიანობა - 1, ავტორიზებულმა აფთიაქმა შეიმცირა საქმიანობა - 102); შეტყობინების საფუძველზე, რეალიზაციის უფლება მიეცა 590 აფთიაქს (აქედან: აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი) – 417, საბითუმო რეალიზაცია - 35, საბითუმო რეალიზაცია (მხოლოდ სტომატოლოგიური მასალა ან/და სადიაგნოსტიკო საშუალება) – 44, საბროკერო საქმიანობა - 73, საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი - 20, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტი/ფიზიკური პირი - 1); ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა 5 მაძიებელს, აქედან: ავტორიზებული აფთიაქი - 4, ფარმაცევტული წარმოება - 1; გაუქმდა 109 ფარმაცევტული დაწესებულება (აქედან: I ჯგუფის აფთიაქი - 1, II ჯგუფის აფთიაქი - 1, ავტორიზებული აფთიაქი 102, ფარმაცევტული წარმოება - 5); 109 გაუქმებული დაწესებულებიდან, რეგულირების სააგენტომ გააუქმა: I ჯგუფის აფთიაქი - 1, ავტორიზებული აფთიაქი - 9, ფარმაცევტული წარმოება - 1. ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო საქმიანობის ცვლილება განხორციელდა 9 შემთხვევაში. შეტყობინების საფუძველზე, რეალიზაცია შეწყვიტა 601 ფარმაცევტულმა დაწესებულებამ (აქედან: აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი) - 414, საბითუმო რეალიზაცია - 174, საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი - 12, ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი - 1); 601 გაუქმებული დაწესებულებიდან რეგულირების სააგენტომ გააუქმა 31 აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი) და 5 საბითუმო რეალიზატორი. განხორციელდა 351 რეესტრული ცვლილება (პასუხისმგებელი პირის ცვლილება - 196, დირექტორის ცვლილება - 28, პასუხისმგებელი პირის გათავისუფლება - 35, პასუხიმგებელი პირის დანიშვნა/დამატება - 36, იურიდიული მისამართის ცვლილება - 4, საკონტაქტო მონაცემების ცვლილება - 10, მისამართის ცვლილება - 23, დასახელების ცვლილება - 3, საკადასტრო კოდის დამატება - 4, საკადასტრო კოდის ცვლილება - 8, საბროკერო საქმიანობაში GDP სერტიფიკატის მფლობელი იურიდიული პირის ცვლილება - 2, საბროკერო საქმიანობამ დაიმატა GDP სერტიფიკატის მფლობელი იურიდიული პირი - 2). სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტზე გაიცა 203 ნებართვა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტზე - 6 ნებართვა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვის გაუქმება და გაცემა - 7, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვის გაუქმება - 19, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვის გაცემაზე უარი - 1. გაიცა ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის 52 ნებართვა (საერთაშორისო კვლევებზე); განხორციელდა კლინიკური კვლევის ნებართვის დანართის 67 ცვლილება (საერთაშორისო კვლევებზე); განხორციელდა კლინიკური კვლევის ნებართვის ვადის გაგრძელება 73 შემთხვევაში (საერთაშორისო კვლევებზე), მწარმოებლის ცვლილება (საერთაშორისო კვლევებზე) - 14, სპონსორის ცვლილება (საერთაშორისო კვლევებზე) - 1, უარი ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გაცემაზე - 9 შემთხვევაში. 6 უწყებრივ რეესტრში ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით პროაქტიულად შეტანა განხორციელდა 476 შემთხვევაში. აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაცია გაიარა: 328 ფარმაცევტულმა პროდუქტმა, 228 სტომატოლოგიურმა მასალამ, 413 სადიაგნოსტიკო საშუალებამ; ეროვნული რეჟიმით (შერჩევითი წინასწარი კონტროლი) რეგისტრაცია გაიარა 8 ფარმაცევტულმა პროდუქტმა; ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია/რეგისტრაცია-აღნუსხვა გაიარა: 440 ფარმაცევტულმა პროდუქტმა, 45 ინოვაციურმა პროდუქტმა, 3 სისხლის პრეპარატმა 2 პარასამკურნალო საშუალებამ, 10 ბად-მა, 32 სტომატოლოგიურმა მასალამ, 40 სადიაგნოსტიკო საშუალებამ, 2 ინვაზიურმა კონტრაცეპტულმა მექანიკურმა საშუალებამ, 1 ჰომეოპათიურმა (კომპლემენტარული) საშუალებამ; ეროვნული რეჟიმით ხელახალი რეგისტრაცია/რეგისტრაცია-აღნუსხვა გაიარა: 1079 ფარმაცევტულმა პროდუქტმა, 104 ინოვაციურმა პროდუქტმა, 3 სისხლის პრეპარატმა, 9 იმუნობიოლოგიურმა პრეპარატმა, 5 რადიოფარმაცევტულმა საშუალებამ, 15 პარასამკურნალო საშუალებამ, 3 ბად-მა, 6 სტომატოლოგიურმა მასალამ, 6 სადიაგნოსტიკო საშუალებამ; ეროვნული რეჟიმით II და I რიგის ნომრიანი ცვლილების რეგისტრაცია/რეგისტრაცია-აღნუსხვა გაიარა: 17 ინოვაციურმა პროდუქტმა, 236 ფარმაცევტულმა პროდუქტმა, 7 იმუნობიოლოგიურმა პრეპარატმა, 1 პარასამკურნალო საშუალებამ, 2 ბად-მა; ეროვნული რეჟიმით II და I რიგის უნომრო ცვლილების რეგისტრაცია/რეგისტრაცია-აღნუსხვა გაიარა 1469 ფარმაცევტულმა პროდუქტმა, 265 ინოვაციურმა პროდუქტმა, 41 იმუნობიოლოგიურმა პრეპარატმა, 4 პარასამკურნალო საშუალებამ, 4 ბად-მა, 8 ჰომეოპათიურმა (კომპლემენტარული) საშუალებამ, 27 სტომატოლოგიურმა მასალამ, 1 სადიაგნოსტიკო საშუალებამ; უკვე რეგისტრირებულ და აღნუსხულ სადიაგნოსტიკო in vitro ტესტსისტემებზე (ნოზოლოგიების მიხედვით) დამატება განხორციელდა 3 შემთხვევაში; განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანის შეტყობინება გაკეთდა: 654 ფარმაცევტული პროდუქტის, 903 სტომატოლოგიური მასალის, 5 სადიაგნოსტიკო საშუალების; უარი ეთქვა აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციაზე: 16 ფარმაცევტულ პროდუქტს, 7 სტომატოლოგიურ მასალას, 6 სადიაგნოსტიკო საშუალებას; უარი ეთქვა ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციაზე/რეგისტრაციააღნუსხვაზე: 14 ინოვაციურ პროდუქტს, 117 ფარმაცევტულ პროდუქტს, 5 პარასამკურნალო საშუალებას, 3 ჰომეოპათიურ (კომპლემენტარული) საშუალებას, 1 სტომატოლოგიურ მასალას, 2 სადიაგნოსტიკო საშუალებას, 1 იმუნობიოლოგიურ პრეპარატს, 3 ბად-ს; უარი ეთქვა ეროვნული რეჟიმით ხელახალ რეგისტრაციაზე/ხელახალ რეგისტრაცია-აღნუსხვაზე 34 ფარმაცევტულ პროდუქტს, 4 ინოვაციურ პროდუქტს; უარი ეთქვა ეროვნული რეჟიმით II და I რიგის ცვლილების რეგისტრაცია/რეგისტრაცია-აღნუსხვაზე 126 ფარმაცევტულ პროდუქტს, 6 ინოვაციურ პროდუქტს, 8 იმუნობიოლოგიურ პრეპარატს, 1 ბად-ს, 12 სტომატოლოგიურ მასალას; უკვე რეგისტრირებულ და აღნუსხულ სადიაგნოსტიკო in vitro ტესტ-სისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით) დამატებაზე უარი ეთქვა 1 შემთხვევაში; განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანის შეტყობინებაზე უარი ეთქვა: 68 ფარმაცევტულ პროდუქტს, 15 სტომატოლოგიურ მასალას, 1 სადიაგნოსტიკო საშუალებას; შეჩერდა 16 ფარმაცევტული პროდუქტის და 71 პარასამკურნალო საშუალების რეგისტრაცია/რეგისტრაცია-აღნუსხვა, შეჩერების მიზეზის აღმოფხვრამდე. ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია/რეგისტრაცია-აღნუსხვა გაუუქმდა: 10 ინოვაციურ პროდუქტს, 77 ფარმაცევტულ პროდუქტს, 6 სისხლის პრეპარატს, 1 იმუნობიოლოგიურ პრეპარატს, 3 ბად-ს, 55 პარასამკურნალო საშუალებას, 6 ჰომეოპათიურ (კომპლემენტარული) საშუალებას; აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაცია განუხილველი დარჩა 1 სტომატოლოგიური მასალის; ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია განუხილველი დარჩა: 1 ფარმაცევტული პროდუქტის, 1 სადიაგნოსტიკო საშუალების. ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის ტექსტის შეთანხმებაზე შემოვიდა 148 განცხადება (დადებითი - 122, უარყოფითი - 26). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №327/ნ ბრძანების (,,ჰუმანიტარული მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნებართვით, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე 7 ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით, დაუბრკოლებლად შემოტანის უფლების გასაცემად განსაკუთრებული პირობების (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) დადგენის შესახებ”) შესაბამისად, შემოვიდა 59 განცხადება. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების (,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“) შესაბამისად, გაიცა: 2 გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (Emergency Use Authorization), 2 იმპორტის ნებართვა (Import Permit). იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების (იშგამ-ების) შესახებ გაკეთდა 331 შეტყობინება; სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენების შესახებ გაკეთდა 30 შეტყობინება. 2022 წელს საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტების დაშვების უზრუნველსაყოფად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნილ იქნა 70 (სამოცდაათი) დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი: აქედან, უარყოფითი დასკვნა გადმოიგზავნა 2 ფარმაცევტულ პროდუქტზე, 66 ფარმაცევტულმა პროდუქტმა დააკმაყოფილა სპეციფიკაციით განსაზღვრული ქიმიური და მიკრობიოლოგიური მოთხოვნები. ექსპერტიზა ვერ ჩატარდა 2 ფარმაცევტულ პროდუქტზე. 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტის ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს მიერ, განხორციელდა ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის 1735 ღონისძიება, მათ შორის, 1611 შემთხვევაში გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტი, რაზეც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 125 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა. საანგარიშო პერიოდში, „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2022 წლის პროგრამის“ ფარგლებში, საცალო რეალიზაციის რგოლის 978 დაწესებულებაში შესყიდულ იქნა 1009 პოზიციის ფარმაცევტული პროდუქტი. შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტებიდან, 2 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირება არ შეესაბამებოდა საქართველოს ბაზარზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირებას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საანალიზოდ გადაეგზავნა სარეალიზაციო ქსელში შეძენილი 24 დასახელების სამკურნალო საშუალება, ყველა მათგანზე წარმოდგენილ იქნა დადებითი დასკვნა. ,,საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GMP სერტიფიკატის გაცემის წესის და საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GDP სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის, N01-23/ნ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად, განხორციელდა 39 საბითუმო რეალიზატორის (საბითუმო დისტრიბუტორის) და 2 ფარმაცევტული წარმოების GMP/GDP ინსპექტირება და ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, გაიცა 2 ნაციონალურ GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი, 28 საბითუმო დისტრიბუტორის GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი და 6 ნაციონალურ GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შეუსაბამობის გადაწყვეტილების ფორმა. საანგარიშო პერიოდში, მომზადდა და გაიცა 471 წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების იმპორტზე - 66, ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტზე - 153, ფსიქოტროპული ნივთიერებების ექსპორტზე - 7, პრეკურსორების იმპორტზე - 245. 13 ქვეყნის (გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, შვეიცარია, თურქეთი, თურქმენეთი, ლატვია, ინდოეთი, უნგრეთი, სომხეთი, ბელგია) კომპეტენტურ ორგანოს გადაეგზავნა 114 დადასტურების დოკუმენტი, ფაქტობრივად იმპორტირებული და ექსპორტირებული ნარკოტიკული 8 საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სახეობისა და რაოდენობის შესახებ. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვის სფეროში სავალდებულო ინფორმაციის მოუწოდებლობასთან დაკავშირებით, გაფორმდა 123 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი; ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის, პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოდან გატანის მიზნით, გაიცა 428 დოკუმენტი; ,,პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განამახორციელებელ პირთა რეესტრში’’ დარეგისტრირდა 3 იურიდიული პირი. მომზადდა 73 ავტორიზებული აფთიაქის საგნობრივრაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი. საანგარიშო პერიოდში, სასამართლო პროცესი ჩატარდა 1335 საქმეზე (1148 საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, 187 - სასარჩელო განცხადება); აქედან, გადაიდო/მიმდინარეა - 143 სასარჩელო განცხადება, დასრულდა 1192 საქმე, მათ შორის: სასარჩელო განცხადება - 44; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე - 1148 (აქედან, 914 საქმე ეხება წამლისა და ფარმაცევტულ საქმიანობას, 120 - სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევას, 95 მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევას, 19 - უკანონო საექიმო საქმიანობას). საანგარიშო პერიოდში, შემოვიდა 60 ადმინისტრაციული საჩივარი (აქედან, დასრულდა - 48, მიმდინარე - 12). საანგარიშო პერიოდში, რეგულირების სააგენტოს მიერ გაიცა 176 საჯარო ინფორმაცია. 9