„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 8
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი და სხვა
წევრები.“.
2. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას
ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების
განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ავალებს ერთ-ერთ ვიცეპრეზიდენტს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი“. ამასთანავე, ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით,
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰყავს 3 ვიცე-პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ბუნდოვანია თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი
ასრულებს მის მოვალეობას, ასევე ბუნდოვანია თუ რა პროცედურით ხდება მოვალეობის
შესრულების რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის დაკისრება. იმისათვის, რომ
აღმოფხვრილი იყოს ნებისმიერი თეორიული ბუნდოვანება, ასევე, უზრუნველყოფილი
იყოს ეროვნული ბანკის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს გამართული საქმიანობა,
მიზანშეწონილია დაზუსტდეს ორგანული კანონის შესაბამისი დანაწესები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ამ განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული საკითხების
მოსაწესრიგებლად
და
ნებისმიერი
თეორიული
საკანონმდებლო
ვაკუუმის
აღმოსაფხვრელად
აუცილებელია
შესაბამისი
ცვლილებები
განხორციელდეს
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის
შემსრულებელთან დაკავშირებული შესაძლო საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა და
პროცედურული საკითხის დახვეწა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით ხორციელდება შესაბამისი ცვლილები
ორგანული კანონის მე-7 და მე-15 მუხლებში, კერძოდ:
საქართველოს ეროვნული ბანკში ემატება პირველი ვიცე-პრეზიდენტი,
რომელსაც მსგავსად დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტებისა, ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის
წარდგინებით
თანამდებობაზე
დანიშნავს
და
გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო;
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას
შეასრულებს
პირველი
ვიცე-პრეზიდენტი,
ხოლო
მის
მიერ
უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული
ბანკის საბჭო დაავალებს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის
მიხედვით,
გათვალისწინებულია
კანონპროექტის
გამოქვეყნებისთანავე შესვლა ძალაში, რადგან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს
საკითხის დარეგულირება. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის
უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის
დაჩქარებული წესით
განხილვა, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ცვლილებების ორგანულ კანონში ასახვა,
რითაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი უფლებამოსილების
შესრულებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხი დარეგულირება იმგვარად,
რომ გამოირიცხება თუნდაც თეორიული ბუნდოვანება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს
ეროვნული ბანკის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს გამართულ და შეუფერხებელ
საქმიანობას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
გამოყოფა
სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
გადაიხდის თანამდებობრივი სარგოს შესაბამის საშემოსავლო გადასახადს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახემწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს ექნება დადებითი ფინანსური გავლენა იმ პირისათვის, რომელიც
მომავალში გახდა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამასთანავე,
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდა ეროვნული ბანკის ბიუჯეტზე, გამომდინარე
იქიდან, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს 3 ვიცეპრეზიდენტთან ერთად ეყოლება პირველი ვიცე-პრეზიდენტიც.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი
მეშველიანი, რამინა (რიმა) ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი
მეშველიანი, რამინა (რიმა) ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი