საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/215; 21.11.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-1330/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-1330/23 03-02-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტს მომართა წერილით (N2-1015/23, 27.01.2023), რომლითაც ითხოვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-2/215, 21.11.2022) სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადის გაგრძელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვით. დანართი: სავალდებულო კომიტეტის წერილი 1 ფურცელზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
კულტურის კომიტეტი 2-1015/23 27-01-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კოვზანაძეს ბატონო ირაკლი, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის ბიუროს (N 202/5; 28.11.2022) გადაწყვეტილებით, კულტურის კომიტეტს სავალდებულო წესით განსახილველად გადმოეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/215; 21.11.2022). ზემოხსენებულ კანონპროექტზე სავალდებულო კომიტეტებისთვის განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის 7 თებერვალი. ობიექტური მიზეზების გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს ამ საკითხის მითითებულ ვადაში განხილვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, უზრუნველყოთ კანონპროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge