საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-1335/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

წერილი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-1335/23 03-02-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის 3-ე პუნქტის შესაბამისად, გიგზავნით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 43 ფურცელი; პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიში 2022 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ სარჩევი თბილისი 20 იანვარი 2023 წ. 1.შესავალი................................................................................................................ 3 2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე.......................................................................3 3. მთავარი მიღწევები და გამოწვევები...................................................................4 4. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები....................................................7 5. საერთაშორისო ვალდებულებები.....................................................................17 6. კანონშემოქმედებითი მიმართულება...............................................................17 7. საზედამხედველო მიმართულება.....................................................................23 8. წარმომადგენლობითი მიმართულება...............................................................32 8.1. საზოგადოებასთან ურთიერთობა...........................................................32 8.2.საერთაშორისო თანამშრომლობა.......................................................37 9. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება..................................................39 10. სხვა საქმიანობა………………………………………………………………………………………………..40 10.1.სამეცნიერო‐საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა.........................40 10.2. სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ..............................41 1.შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას 2022 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო, ასევე სამთავრობო, სამოქალაქო და საერთაშორისო სუბიექტებთან თანამშრომლობის, ინსტიტუციური გაძლიერების და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. 2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კომიტეტის საქმიანობა ემსახურება:    სპორტის როლისა და პოტენციალის გამოყენებას სახელმწიფოს სოციალურ‐ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის; ისეთი გარემოს შექმნის ხელშეწყობას, სადაც უზრუნველყოფილია ახალგაზრდების პოტენციალის განვითარება, აქტიური სამოქალაქო მონაწილეობა დემოკრატიასა და საზოგადოებაში, ღირსეული დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და კეთილდღეობა; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ევროკავშირის მიერ აღიარებული მიდგომების დანერგვისა და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გზით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობას. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობა ეფუძნებოდა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმას (იხ. https://bit.ly/3vQEkM9 ), რომლის შესაბამისად, 2022 წლის განმავლობაში დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კომიტეტის თემატური პრიორიტეტები იყო: სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებით:      მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტივობის დონის ამაღლების ხელშეწყობა; სპორტში კარგი მმართველობის ხელშეწყობა; სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარებაში სპორტის როლის გაზრდა; საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა; სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით:   სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება და განხორციელების ხელშეწყობა; ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის შემცირება და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა;   ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; საქართველო‐ევროკავშირის ასოცირების შეთახმების და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა; კომიტეტის შემადგენლობა განსაზღვრულია 12 წევრით, საიდანაც 6 ‐ წარმოადგენს ფრაქციას ,,ქართული ოცნება“, 3 ‐ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ უფრაქციო დეპუტატს და 3 ‐ საპარლამენტო ოპოზიციის წევრს. კომიტეტის წევრები არიან კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები (თემატური მომხსენებლები). 3. მთავარი მიღწევები და გამოწვევები (წლის განმავლობაში კომიტეტის მნიშვნელოვანი მიღწევები, ასევე გამოწვევები და მათ საპასუხოდ მიღებული ზომები) 2022 წელს კომიტეტმა განახორციელა შემდეგი მნიშვნელოვანი ინიციატივები: I. II. III. საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის პოლიტიკის გაუჯობესების მიზნით, კომიტეტის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მომზადდა კვლევის დოკუმენტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო ხელისუფლების მიერ ინფორმირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას, არსებული პოლიტიკის ნაკლოვანებების აღმოფხვრას, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მიერ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი სახსრების ეფექტიანობის ზრდაზე; საჯარო და კერძო თანამშრომლობის ინიციატივების განვითარებასა და სფეროში კერძო ინვესტიციების ზრდაზე; სპორტული ობიექტების მართვისა და საქმიანობის გაუმჯობესებაზე, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, მათ შორის სსმ პირებისა და ქალებისთვის, სპორტული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. კვლევის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების გათვალისწინებით კომიტეტის მიერ მომზადდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. მათ შორისაა: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ადამიანისთვის, გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. გასული წლის განმავლობაში, კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივაში, რომლის მხარდამჭერია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო). ინიციატივის ფარგლებში, მომზადდა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ხელშემწყობი ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს მთავრობას უახლოესი პერიოდისთვის წარედგინება დასამტკიცებლად. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სპორტთან დაკავშირებულ საქმიანობათა გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე. საქართველოს ეკონომიკაში სპორტის როლისა და მისი წვლილის სრულყოფილად შესაფასებლად, საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივითა და თხოვნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დაიწყო შესაბამისი საქმიანობის განხორციელება. კომიტეტის მიმართვის (2021 წელის) საფუძველზე, საქსტატმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ტვინინგის“ პროექტის ფარგლებში, შეისწავლა სპორტთან დაკავშირებული საქმიანობების სატელიტური ანგარიშების სისტემის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობები და განსაზღვრა სისტემის შექმნისთვის განსახორციელებელი აქტივობები, რესურსი. საქსტატმა, საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობით, ჩამოაყალიბა სამუშაო გეგმის პროექტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სპორტის სატელიტური ანგარიშების სისტემის შემუშავება. გეგმის მიხედვით საპილოტოდ (საბაზისოდ, აგრეგირებულად, დამოკიდებულია შესაბამისი პროექტული/დონორული რესურსის მობილიზებაზე), განხორციელდება შესაბამისი მონაცემების შეგროვება, ანალიზი, დამუშავება, სისტემიზაცია, გამოქვეყნება და ა.შ.. შესაძლებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა აღნიშნული განხორციელდეს 2024 წლისთვის. აღსანიშნავია რომ, სპორტის სატელიტური სისტემის ამოქმედებით შესაძლებელი გახდება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სპორტის წილის გაანგარიშება და გამოქვეყნება. IV. ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვა და კეთილდღეობა, ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა, აგრეთვე ახალგაზრდების პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა წარმოადგენს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიულ პრიორიტეტებს. სახელმწიფო ახალგაზრდულ პოლიტიკაში მყისიერი შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვრული, მიზანმიმართული ქმედებების განხორციელება და სფეროში მოქმედი სუბიექტების ძალისხმევის გაერთიანება. აღნიშნული გულისხმობს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ახალგაზრდებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო, შეთანხმებულ თანამშრომლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა, 2022 წლის განმავლობაში, განახორციელა შემდეგი მნიშვნელოვანი საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი ინიციატივები:  საქართველოს პარლამენტის დადგენილების “2020‐2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ გათვალისწინებით, საკომიტეტო სხდომაზე, პირველად მოისმინა კონცეფციის დოკუმენტით განსაზღვრულ ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ანგარიში. კომიტეტმა ცნობად მიიღო და დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა;  2022 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „2023‐2026 წლების სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის“ და „2023 წლის სამოქმედო გეგმა“. აღნიშნული აქტით მთავრობამ შეასრულა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით N7054‐რს (17 ივნისი 2020 წ.) გათვალისწინებული ვალდებულება ‐ 2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის შესრულების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. ნიშანდობლივია, რომ კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავებაში;  ახალგაზრდობის სფეროში საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო საკანონმდებლო ვალდებულებებთან ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასების მიზნით, კომიტეტის ინიციატივით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს შესაბამისი კვლევა. მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, 2023 წლის განმავლობაში მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა;  ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის, თანმიმდევრული ღონისძიებების განხორციელების, აგრეთვე პოლიტიკის მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ხელშეწყობის მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელის აერთიანებს 33 ორგანიზაციის წარმომადგენლებს. სამუშაო ჯგუფის შექმნა ეფუძნება ღია მმართველობის პრინციპებს და ემსახურება საჯარო პოლიტიკაში ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების მეინსტრიმინგს. ნიშანდობლივია, რომ სამუშაო ჯგუფის წევრთა ჩართულობით მომზადდა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის (ახალგაზრდული მიმართულება) პროექტი. ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში მიღწეულ პროგრესთან ერთად, ასევე უნდა აღინიშნოს არსებული გამოწვევებიც: დარგობრივი სამინისტროების საქმიანობაში ახალგაზრდული პრობლემატიკისადმი მეტი ყურადღების მიქცევის აუცილებლობა, მუნიციპალურ დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ამოცანების უფრო ეფექტური განხორციელების საჭიროება და სისტემური მიდგომების დანერგვის ნაკლოვანებები, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული მუშაკების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესების საჭიროება. ზემოხსენებული გამოწვევების საპასუხოდ, 2023 წლის განმავლობაში დარგობრივი კომიტეტი გეგმავს:  ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებზე დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენელთა საკომიტეტო მოსმენების ჩატარებას, რომლის ფარგლებში გავეცნობით აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის საქმიანობას, ხელს შევუწყობთ პრობლემატური საკითხების გადაჭრასა და გავაუმჯობესებთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლობას;  კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფას;  საქართველოს რეგიონებში, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი დეპუტატის, კომიტეტის წევრის საქმიანი ვიზიტების განხორციელებას. 2023 წლის განმავლობაში დაგეგმილია ყველა რეგიონში (რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა) ვიზიტი და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებსა და სახელმწიფო რწმუნებულებთან;  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კომიტეტი გეგმავს ახალგაზრდული პოლიტიკის სამართლებრივი სივრცის განვითარებას. აღნიშნული ითვალისწინებს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობის დაწყებას, მათ შორის: ახალგაზრდობის შესახებ კანონის პროექტის მომზადებას და საჯარო განხილვების ორგანიზებას.  საერთაშორისო პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, კომიტეტი გეგმავს ეროვნული ახალგაზრდული ფორუმის ჩატარებას. ფორუმი გაერთიანებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ღონისძიება შესაძლებლობას მოგვცემს, პოლიტიკურ დღის წესრიგში წამოვწიოთ ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხები და ხელს შეუწყობს სფეროში დონორი ორგანიზაციების რესურსის მობილიზებას. 2022 წელი გამორჩეული იყო ქართველ სპორტსმენთა წარმატებებით. ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში (მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მოპოვებული შედეგები ასე გამოიყურება: დიდები ‐ 342 მედალი, ახალგაზრდები ‐ 281 და ჭაბუკები ‐ 341. 4. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები (ინფორმაცია სამოქმედო გეგმის ამოცანებისა და აქტივობების შესრულების მაჩვენებლების შესახებ, მიღწეული პროგრესის და შედეგების შესახებ)    შესრულებული აქტივობების რაოდენობა: 22 ნაწილობრივ შესრულებული აქტივობების რაოდენობა: 2 შეუსრულებელი აქტივობების რაოდენობა: 5 1. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ამოცანა 1.1. საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა N ქმედება კომიტეტის კანონშემოქმედებითი გეგმის შემუშავება (სამინისტროებისგან მოპოვებული ინფორმაციის და 1. მთავრობის კანონშემოქმედებითი გეგმის საფუძველზე) ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა სამოქმედო გეგმა შემუშავებულია, სამოქმედო გეგმა განახლებულია შესრულებულია 2. ცალკეულ საკანონმდებლო საკითხებზე საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება, საჭიროებისას სამუშაო ჯგუფების შექმნა ქართულ სპორტში კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვის მიზნით, სპორტზე 3. პასუხისმგებელ სამინისტროსთან თანამშრომლობა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება შეხვედრების და სხდომების გადაწყვეტილებები და ოქმები შესრულებულია შეხვედრის გადაწყვეტილებები და ოქმები შესრულებულია ამოცანა 1.2. კანონმდებლობის დასახვეწად საკითხების წინასწარი შესწავლა და ანალიზი, ასევე შესაბამისი რეაგირება N 4. ქმედება სპორტული ობიექტების მშენებლობის დაგეგმვასა და ობიექტის მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და ინიცირება ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა შესრულებულია ნაწილობრივ ** ცვლილებების პროექტი მომზადებულია და საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია გრძელდება სამუშაო კომიტეტის მიერ და რეგისტრირებულია პარლამეტის შეხვედრები/კონსულტაციები დაინტერესებულ რეგლამენტის შესაბამისად სუბიექტებთან შესრულებულია 5. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამეცნიერო‐ საკონსულტაციო საბჭოს შექმნა კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება, შემადგენლობის განსაზღვრა ** კომიტეტის 2022 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით შექმნილია სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო და დამტკიცებულია მისი შემადგენლობა ამოცანა 1.3. საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებთან, ასევე ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან დაკავშირებული რეფორმების ინიცირება, განხორციელების ხელშეწყობა და მხარდაჭერა N ქმედება სპორტის გრძელვადიანი მულტისექტორული სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესში კომიტეტის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა შეხვედრის გადაწყვეტილებები, მო ნაწილეთა სია შეუსრულებელია ** პრიორიტეტების ცვლილება დარგობრივი სამინისტროს მიერ 6. 7 8 9 სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში კომიტეტის აქტიური მონაწილეობა „საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა ფიზიკურ აქტივობებში ჩართული მოსწავლე‐ ახალგაზრდებისთვის, ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამის განხორციელებისთვის ხელშეწყობა/კოორდინაცია/სამუშაო შეხვედრის ორგანიზება შეხვედრის გადაწყვეტილებები, შესრულებულია მონაწილეთა სია ** პოლიტიკის დოკუმენტი დამტკიცებული საქართველოს მთავრობის N 606‐ე დადგენილებით შესრულებულია შეხვედრის გადაწყვეტილებები ** დოკუმენტი შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად შეხვედრის გადაწყვეტილებები შესრულებულია მონაწილეთა სია ** საკითხზე მუშაობა დაიწყო დეკემბერში და გაგრძელდება 2023 წლის სამოქმედო გეგმით 2. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა ამოცანა 2.1. ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა, მათ შორის, პრობლემურ საკითხთა გადაჭრის კოორდინაცია N ქმედება ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა კომიტეტის მიერ ანგარიშვალდებული უწყება დაბარებულია, სხდომა ჩატარებულია (სხდომის ოქმი) შეუსრულებელია 10 ანგარიშვალდებული უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა საქართველოს პარლამენტის მე‐40 მუხლის შესაბამისად ** კომიტეტს აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებაზე არ უმსჯელია შეუსრულებელია ანგარიშვალდებული უწყების მიერ დაგეგმილი ქმედებების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა საჭიროების შესაბამისად ** აქტივობა არ განხორციელდა საჭიროების არარსებობის გამო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 41‐ე მუხლის შესაბამისად, ანგარიშვალდებული უწყებების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა საჭიროების შესაბამისად შეუსრულებელია კომიტეტის სხდომის ოქმი 13 საქართველოს პარლამენტის დადგენილების „2020‐2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ შესრულების თაობაზე საკომიტეტო მოსმენა 14 პროექტის: „ახალგაზრდობის საკითხებზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასება ამ სფეროში საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო საკანონმდებლო ვალდებულებებთან" მიმდინარეობის შესახებ შემაჯამებელი ანგარიშის მოსმენა 11 12 ** კომიტეტს აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებაზე არ უმსჯელია შესრულებულია ** 21 დეკემბერს ჩატარდა კომიტეტის სხდომა აღნიშნულ საკითხზე შესრულებულია ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი კომიტეტის სხდომის ოქმი ** სამუშაო ჯგუფის ფორმატში საკითხი განხილულია 15 სპორტული ორგანიზაციების/ფედერაციების საქმიანობის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა/განხილვა/სამუშაო შეხვედრა შესრულებულია კომიტეტის სხდომის/შეხვედრის ოქმი ** კომიტეტის სხდომები/შეხვედრები ჩატარებულია და ოქმები ატვირთულია პარლამენტის ვებ‐გვერდზე ამოცანა 2.2. საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა N ქმედება საკომიტეტო მოსმენა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს ,,დოპინგსაწინააღმდეგო 16 კონვენციის“ და ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა შესრულებულია საკომიტეტო სხდომის ოქმი ** 19 აპრილს კომიტეტმა გამართა სხდომა აღნიშნულ საკითხზე, ოქმი განთავსებულია პარლამენტის ვებ‐გვერდზე ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა ამოცანა 2.3. ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობა N ქმედება შესრულებულია 17 18 19 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულიმ რეკომენდაციების (დარგობრივი პოლიტიკის სფეროში) შესრულების მონიტორინგი, საკომიტეტო მოსმენები საჭიროების შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მოსმენა რეგლამენტის 141‐ე და 142‐ე მუხლების შესაბამისად სხდომის ოქმები 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა სხდომის ოქმები **სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა ცალკე საჭიროების მიხედვით არ განხორციელებულა. თუმცა, პროფილური საკომიტეტო მიმართულებით აუდიტების მოსმენა კოორდინაციაში მიმდინარეობდა საფინანსო‐საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ფარგლებში. კერძოდ, კომიტეტის წევრები/წარმომადგენლები როგორც წესი ესწრებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მოსმენაში/განხილვაში აუდიტის მუდმივმოქმედი ჯგუფის ფარგლებში გამართულ სხდომაზე. შესრულებულია ** სხდომის ოქმები განთავსებულია პარლამენტის ვებ‐გვერდზე შესრულებულია ** სხდომის ოქმები განთავსებულია პარლამენტის ვებ‐გვერდზე 20 21 სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა კომიტეტის სხდომის ოქმი დარგობრივი სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე კონსულტაციები კომიტეტის წევრებთან კონსულტაციები განხორცილებელია შესრულებულია **სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა ცალკე საჭიროების მიხედვით არ განხორციელებულა. თუმცა, პროფილური საკომიტეტო მიმართულებით აუდიტების მოსმენა კოორდინაციაში მიმდინარეობდა საფინანსო‐საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ფარგლებში. კერძოდ, კომიტეტის წევრები/წარმომადგენლები როგორც წესი ესწრებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მოსმენაში/განხილვაში აუდიტის მუდმივმოქმედი ჯგუფის ფარგლებში გამართულ სხდომაზე. 3. საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისა და თანამონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებული საქმიანობის წარმართვა ამოცანა 3.1. სფეროში ჩართულ სუბიექტებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და ჩართულობის ხელშეწყობა შესრულებულია N ქმედება ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა 22 კომიტეტის ვებგვერდის სრულყოფა, ინფორმაციის რეგულარული განახლება ინფორმაცია განთავსებულია და მუდმივად ხდება მისი განახლება შესრულებულია 23 კომიტეტის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა ფართო აუდიტორიისთვის ღონისძიების პრესრელიზი, ფოტო‐ ვიდეო მასალა ხელმისაწვდომია კომიტეტის სოციალურ ქსელში და პარლამენტის ვებგვერდზე ნაწილობრივ შესრულებულია თემატური შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრის გადაწყვეეტილებები 24 ** ანგარიში განთავსებულია პარლამენტის ვებ‐ გვერდზე შესრულებულია 4. კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება ამოცანა 4.1. შიდა კოორდინაციის გაუმჯობესება N ქმედება ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა კომიტეტის თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომელთა 25 საკოორდინაციო/საინფორმაციო შეხვედრების რეგულარული ჩატარება მიმდინარე საკითხებსა და სფეროში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით 26 სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შეფასება და შესაძლო ცვლილებების განხილვა ჩატარებულია არანაკლებ 3 შეხვედრა შეფასების დოკუმენტის მომზადება, ცვლილების განხორციელება შესრულებულია შესრულებულია ამოცანა 4.2. კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების ზრდა N ქმედება ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა 27 კომიტეტის აპარატის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სემინარებსა და ტრენინგებზე წელიწადში არანაკლებ შესრულებულია 5 შეხვედრა ამოცანა 4.3. გარე ექსპერტული დახმარების ეფექტიანი გამოყენება N ქმედება ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა 28 სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ექსპერტული დახმარების მიღება დონორი ორგანიზაციების რესურსების გამოყენებით ექსპერტი აყვანილია შეუსრულებელია 29 კონკრეტულ ამოცანათა შესასრულებლად მოწვეული სპეციალისტის ინსტიტუტის გამოყენება და შესაბამისი წინადადების მომზადება კომიტეტში ექპერტთა მოწვევის თაობაზე მოწვეულია შესაბამისი ექსპერტი/კონსულტანტი შესრულებელია 16 5. საერთაშორისო ვალდებულებები (განხორციელებული ძირითადი ღონისძიებების მნიშვნელობა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით) საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზდრულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და UNFPA საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წლის სექტემბრიდან, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა წარმომადგენლობამ მუშაობა დაიწყო კვლევაზე „ახალგაზრდობის სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასება ამ სფეროში საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო საკანონმდებლო ვალდებულებებთან“. კვლევის ფარგლებში მომზადდა:  ახალგაზრდობის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების ერთიანი ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი დაკუმენტები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელევანტური კანონები, ევროკავშირის სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტები; ასევე, გაერო‐ს და ევროპის საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები  საქართველოს მიერ, ახალგაზრდობის სფეროში, საქართველო‐ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით აღებული საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების შეფასება  ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების კანონმდებლობასა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებები. კვლევის ფარგლებში მომზადებული მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება 2023 წლის განმავლობაში კომიტეტის კანონშემოქმედებით საქმიანობაში. კერძოდ, დაგეგმილია კვლევის საკანონმდებლო წინადადებების გათვალისწინება ახალგაზრდობასთან დაკავშირებული კანონპროექტში, რომელიც მომზადდა საქართველოს კუტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. 6. კანონშემოქმედებითი მიმართულება (კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით სამოქმედო გეგმით განსაზღვრული თითოეული ამოცანის მიღწევის პროგრესისა და ძირითადი აქტივობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მნიშვნელოვანი კანონპროექტები, მათი მიზნები და საჭიროება, დამდგარი შედეგები) 17 კომიტეტის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად, კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით, კომიტეტის ამოცანებია ა) კანონმდებლობის დასახვეწად საკითხების წინასწარი შესწავლა და ანალიზი, ასევე შესაბამისი რეაგირება; ბ) დაინტერესებულ სუბიექტებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა; გ) საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებთან, ასევე ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან დაკავშირებული რეფორმების ინიცირება და განხორციელების ხელშეწყობა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული პროექტები ( 8 კანონის პროექტი, 1 საერთაშორისო ხელშეკრულებისა და 1 დადგენილების პროექტი) კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივები: 1. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენი საქართველოს კანონის პროექტის ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა; განხილვის თარიღი: 28.06.2022 კანონპროექტების არსი: კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილებებით ყალიბდება სპორტის სფეროში კარგი მმართველობასთან დაკავშირებული მარეგულირებელი სისტემა, განისაზღვრება ძირითადი დაინტერესებული სუბიექტების ფუნქციები და პასუხისმგებლობა, ასევე იქმნება სპორტში კარგი მმართველობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები, სპორტში კარგ მმართველობასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია და სპორტული ორგანიზაციების პასუხისმგებლობა პოლიტიკის განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტის ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენას. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3ZsgYKv კანონპროექტები, რომლებიც კომიტეტმა განიხილა სავალდებულო წესით: 1. საქართველოს კანონის პროექტი „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07‐2/126; 23.02.2022) ‐ განხილვა განხილვის თარიღი: 10.03.2022 კანონპროექტების არსი: 2012 წელს მიღებული კანონით, რომელიც მიზნად ისახავდა 2015 წელს გასამართი ახალგაზრდული ფესტივალის ხელშეწყობას, გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები, რომელიც ოლიმპიური სოფლისა და ოლიმპიადის ორგანიზებისათვის აუცილებელი 18 სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობის განმახორციელებელ პირს ენიჭებოდა 10 წლის განმავლობაში. პრაქტიკაში წარმოშობილი შესაძლო ბუნდოვანებისა და არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის აღმოფხვრის მიზნით, კანონში ზუსტდება, რომ მშენებლობის დაწყების თარიღად ითვლება მშენებლობის ნებართვის პირველად გაცემის თარიღი. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუწირა წარმოდგენილ ინიციატივას და ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, კანონპროეტები მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3k6eZuR 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, მარიამ ლაშხის, რატი იონათამიშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, თამარ ტალიაშვილის, გიორგი ხელაშვილის, ანა ნაცვლიშვილის, თინათინ ბოკუჩავას, ხატია დეკანოიძის, ნატო ჩხეიძის, ანა ბუჩუკურის, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ხატია წილოსანის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა კვიციანის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, მაია ბითაძის, ნიკოლოზ სამხარაძის, ლევან მგალობლიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გოგი მეშველიანის, გოდერძი ჩანქსელიანის, დავით კაჭარავას, არჩილ თალაკვაძის, ზაზა ლომინაძისა და ქეთევან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ (07‐3/181; 22.03.2022) განხილვა; განხილვის თარიღი: 06.04. 2022 ინიციატივის არსი: კონცეფციის ქვაკუთხედია 2017 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციის მე‐11 მუხლი, რომელმაც შეცვალა კანონმდებლობით განმტკიცებული ფორმალური თანასწორობის მიდგომა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კონსტიტუციის დონეზე დაამკვიდრა არსებითი თანასწორობის კონცეფცია ‐ „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.’’ კონცეფცია აღიარებს, რომ უთანასწორობა ეხება როგორც ქალებს, ისე კაცებს, მაგრამ იგი უფრო მეტად ქალებს აზიანებს; რომ უთანასწორობა შედეგია ისტორიულად ჩამოყალიბებული ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილების; რომ გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს; და რომ დისკრიმინაციის ჯვარედინი ფორმები ქალებს და გოგოებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის და ხელს უშლის გენდერული თანასწორობის მიღწევას. კომიტეტის გადაწყვეტილება: ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ,,საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ მომზადებულად მიიჩნიეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3CBe5NF ; 19 3. საქართველოს კანონის პროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‐ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07‐3/206; 04.05.2022) ‐ განხილვა განხილვის თარიღი: 20.05.2022 კანონპროექტის არსი: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობას ევალება ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესის და კრიტერიუმების განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება. აღნიშნული დადგენილების პროექტის თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნეული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და რეგისტრაციის შედეგად გაიცემა სარეგისტრაციო ნიშნები (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი). ამის გამო, საჭიროა ცვლილება განხორციელდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში და რეგისტრაციას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალს დაემატოს სპორტული დანიშნულების ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტი განსახილველად. მომზადებულად მიიჩნია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხდომის ოქმი: https://bit.ly/3isrsc0 ; 4. „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ N6 ცვლილების წერილ შეთანხმება (07‐2/142; 04.05.2022) განხილვის თარიღი: 20.05.2022 შეთანხმების არსი: წარმოდგენილი ცვლილება „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ N6 ცვლილების წერილ შეთანხმების ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ფინანსური დოკუმენტი მესტიის მუნიციპალიტეტში სათხილამურო საბაგიროების მოსაწყობად ფრანგული მხარის მიერ კრედიტის და გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს და მისი მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის 31 დეკემბერი. 20 კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, წარმოდგენილი ინიციატივა მომზადებულად მიიჩნია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად; სხდომის ოქმი: https://bit.ly/3isrsc0 ; 5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (07‐2/182; 14.09.2022) განხილვა; განხილვის თარიღი: 26. 09. 2022 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 489,7 მლნ ლარით და შეადგენს 19 852,3 მლნ ლარს. ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) ჯამურად შეადგენს 19 651,2 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილია 480,1 მლნ ლარით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 43.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 400,8 მლნ ლარით. ასიგნებების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია სპორტული ფედერაციების მხარდაჭერასთან (11,9 მლნ ლარი), მიღწეული შედეგების გათვალისწინებით სპორტსმენებისთვის დაწესებული ჯილდოების ანაზღაურებასთან (25,0 მლნ ლარი) და 2023 წელს სათხილამურო სპორტში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასთან. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი ცვლილება მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3XlRXyw ; 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი ‐ „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023‐2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება ‐ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07‐2/189; 30.09.2021); განხილვის თარიღი: 11.10.2022 კანონპროექტის არსი: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2023 წლის ცენტრალური ბიუჯეტით დაფინანსება განისაზღვრა 432,2 მლნ. ლარით. წინა წლის, ანალოგიური მაჩვენებელთან შედარებით 46,9 მლნ. ლარით მეტი; კომიტეტმა წარმოდგენილი ,,საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით გამოთქვა შემდეგი შენიშვნები და წინადადებები: 21 1. ,,სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 33 03 02) გათვალისწინებული იყოს დამატებითი დაფინასების მიზანშეწონილობის საკითხი; 2. ა(ა)იპ ‐ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის (პროგრამული კოდის 33 07 17) დაფინანსების გაზრდის საკითხი. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა, ზემოაღნიშნული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს მის თანდართულ მასალებთან ერთად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3jZvMjn ; 7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07‐2/191; 10.10.2022) განხილვა განხილვის თარიღი: 07.11.2022 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იცვლება სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღებთან დაკავშირებული რეგულაციები. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ტერმინი განიმარტება ახლებურად: სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული, სპეციალური ნუსხით/სიით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღი სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია მტკიცდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. პროექტით იცვლება სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასთან დაკავშირებული ნებართვის სახეები. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე შეძენის ნებართვა გაიცემა შენახვის უფლებით, ხოლო სპორტულ მოკლე გლუვლულიან ან გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე კი შენახვისა და ტარების უფლებით. ცვლილების თანახმად კი, მოკლელულიან იარაღებზე შეძენის ნებართვა გაიცემა მხოლოდ შენახვის უფლებით. კომიტეტმა წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით გამოთქვა შემდეგი შენიშვნები და წინადადებები: - ვინაიდან საქართველოში არსებული სპორტული ფედერაციების წევრები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები და სპორტული ფედერაციების მართვის სპეციფიკიდან გამომდინარე სპორტული ფედერაციების წევრი ფიზიკური პირები ინდ. მეწარმის სახით არ არიან წარმოდგენილები, მიგვაჩნია რომ კანონპროექტში ინდ. მეწარმე უნდა შეიცვალოს ფიზიკური პირით; - სასურველია საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია პნევმატური იარაღის (4,5 მმ) საქართველოში გადატანა გადაადგილებისას არ საჭიროებდეს ნებართვას; - სასურველია, რომ საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისთვის, იარაღის განახლებული რეგისტრაცია იყოს უფასო; 22 - ვინაიდან საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სპორტსმენთა რაოდენობის შესაბამისად გუნდისთვის ხშირად 3000‐ დან 12000‐მდე ვაზნა სჭირდება, ამიტომ სასურველია მოეხსნას ცეცხლსასროლი იარაღების გატანა შემოტანის უფლება საბრძოლო მასალის რაოდენობის შეზღუდვა; ვინაიდან პრევენციის მიზნით იარაღის შემძენ პირებს ეკისრებათ გამოცდის ჩაბარება, აგრეთვე აუცილებლად მიგვაჩნია, რომ წარმოადგინონ პრაქტიკულ სროლებში ‐20‐30 სთ ვარჯიშის სერთიფიკატი. კომიტეტის გადაწყვეტილება: ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ზემოაღნიშნული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინებით, მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. - სხდომის ოქმი: https://bit.ly/3QuZ59v ; 8. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვის თარიღი: 6.12.2022 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი ცვლილებებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 70,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 470,8 მლნ ლარით. ასიგნებების ზრდა დაკავშირებულია ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტების ხარჯების დაფინანსებით. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი ცვლილება მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3VXHkkr ; 7. საზედამხედველო მიმართულება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ამოცანები იყო: ა) ეროვნული კანონმდებლობის აღსრულების, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელების ზედამხედველობა, მათ შორის პრობლემური საკითხების გადაჭრის კოორდინაცია; ბ) საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა გ) საბიუჯეტო ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელება; საზედამხედველო საქმიანობის ნაწილში, კომიტეტმა უზრუნველყო შემდეგი ძირითადი ღონისძიებების ჩატარება: 23  „2020‐2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ შესრულების თაობაზე ანგარიშის მოსმენა;  საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განვითარების მიზნით კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დამტკიცება;  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47‐ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტთან სამეცნიერო‐საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხის განხილვა;  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნა;  საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს პროგრამების განვითარების მიზნით, მსოფლიო ანტი‐დოპინგური სააგენტოს (WADA) აუდიტორთა ჯგუფის მიერ შესრულებული მაკორექტირებელი მოქმედების ანგარიშის (CAR) და სამოქმედო გეგმის (CAP) გაცნობა;  საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“‐ს მოსმენა;  სპორტული და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენა;  სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენა; ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა 1. „2020‐2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ შესრულების თაობაზე ანგარიშის მოსმენა სხდომის ჩატარების თარიღი: 21.12.2022 საკითხის არსი: 2020 წელს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცდა 2020‐2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა სტრატეგიული პრიორიტეტები და მოსალოდნელი შედეგები. კონცეფციის გათვალისწინებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალა დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც დამტკიცდა 2022 წლის 19 დეკემბერს. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი მიზნები და ისაუბრა ახალგაზრდობის სფეროში 2022 წელს განხორციელებული და 2023 წელს დაგეგმილი აქტივობების თაობაზე. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო „2020‐2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ შესრულების თაობაზე ანგარიში. მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3XwEX9j 24 სხდომის ოქმი: https://bit.ly/3iCTSAl 2. ,,კვლევის შედეგების პრეზენტაცია ‐ „საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანალიზი“ და რეკომენდაციების დამტკიცება მოსმენის თარიღი: 28.02.2022 საკითხის არსი: კანონმდებლობით სავალდებულო უნდა გახდეს თითოეული სპორტული ობიექტის აშენებამდე მისი ტექნიკურ‐ეკონომიკური დასაბუთების მომზადება და საჭიროებების კვლევა. მნიშვნელოვანია ასევე, რომ კანონმდებლობამ დაავალდებულოს სპორტზე პასუხისმგებელი უწყებები აწარმოონ შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები, უკვე არსებულ სპორტულ ობიექტებთან მიმართებაში. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ კანონმდებლობით გარკვეული პრინციპები უნდა იქნეს განსაზღვრული და მოხდეს სპორტული ობიექტების დაგეგმვისა და პროექტირების პროცესში სხვადასხვა სუბიექტების ჩართვა, როგორც ექსპერტების, ასევე სპორტული ფედერაციებისა და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების. ეს ხელს შეუწყობს, რომ ობიექტი მაქსიმალურად ითვალისწინებდეს ყველა არსებულ სტანდარტს, მოთხოვნას თუ საჭიროებას. როგორც კვლევის ავტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს სპორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3inWphF ; 3. სსიპ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა განხილვის თარიღი: 24.03.2022 საკითხის არსი: სსიპ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი არის სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს კონკურენტუნარიან კადრებს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მიმართულებით. გასულ წლებში კოლეჯი 6 საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებდა. 2019 წლიდან კი ‐ ყველა არსებული საგნობრივი პროგრამა ჩაანაცვლა მოდულური სწავლების პროგრამებმა. კოლეჯს აეკრძალა მწვრთნელების მომზადების პროგრამის განხორციელება, რადგანაც ჩაითვალა, რომ, ის არის უმაღლესი განათლების პრეროგატივა (ბაკალავრიატი). ამიტომ, კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით, საგანმანათლებლო სივრცისა და სპორტის ინდუსტრიის საჭიროებების თანხვედრის გაღრმავების მიზნით, სპორტის კოლეჯის გუნდმა, დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით, ორგანიზება გაუწია და შეიმუშავა სპორტის ინსტრუქტორის პროფესიული სტანდარტი, DACUM მეთოდოლოგიით. წარმოდგენილი ინფორმაციით, მოცემული სტანდარტის საფუძველზე მისანიჭებელი კვალიფიკაცია იქნება საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სპორტში, ხოლო ჩარჩო‐დოკუმენტი გააერთიანებს 7 პროფესიულ კონცენტრაციას, საიდანაც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეიმუშავებს ერთ ან რამდენიმე დამოუკიდებელ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სპორტის მიმართულებების მიხედვით. 25 კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო სსიპ. საქართელოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო კოლეჯის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3CBLOpU ; 4. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს პროგრამების განვითარების მიზნით, მსოფლიო ანტი‐დოპინგური სააგენტოს (WADA) აუდიტორთა ჯგუფის მიერ შესრულებული მაკორექტირებელი მოქმედების ანგარიშის (CAR) და სამოქმედო გეგმის (CAP) გაცნობა განხილვის თარიღი: 19.04.2022 საკითხის არსი: მსოფლიო ანტი‐დოპინგური სააგენტოს (WADA) აუდიტორთა ჯგუფის მიერ 2021 წლის 12 დეკემბერს წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ფუნქციონირებისათვის მყარი სამართლებრივი ბაზის შექმნას ჯერ არ არის მიღებული და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას GADA‐სთან თანამშრომლობით, უზრუნველყონ კოდექსის შესაბამისი კანონმდებლობის დროულად მიღება. კანონმდებლობაში GADA‐ს მმართველობის სტრუქტურა მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და გამიჯნული GADA‐ს ოპერატიულ ფუნქციებსა და ზედამხედველობის ორგანოს საქმიანობას შორის. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილ ანგარიშში ასევე საუბარია GADA‐სთვის საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფაზე, რომელიც სააგენტომ უნდა გამოიყენოს ანტიდოპინგური პროგრამების განსახორციელებლად. წარმოდგენილი ინფორმაციით, მაკორექტირებელი ქმედებების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს შეუსაბამობის გამოცხადება დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციასთან. ასეთ შემთხვევაში მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ უნდა გაატაროს შესწორების პროცედურები, რომელიც დადგენილია კოდექსთან შესაბამისობის საერთაშორისო სტანდარტით. თუ ხელმომწერი მხარე ან მის მიერ დელეგირებული პირი ვერ გამოასწორებს შეუსაბამობას დაწესებული ვადის განმავლობაში, მაშინ WADA ხელმომწერ მხარეს გაუგზავნის შეტყობინებას, სადაც ჩამოთვლილი იქნება ის შედეგები რასაც WADA დაუწესებს მას. კონვენციის ხელმომწერი მხარე ვალდებულია შეასრულოს დადგენილი მოთხოვნები, იმისთვის რომ აღიდგინოს შესაბამისობაში მყოფის სტატუსი. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3CDBjCN ; 5. კახეთის რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების სპორტის პოლიტიკა და ინფრასტრუქტურის განვითარების ასპექტები განხილვის თარიღი: 02.06.2022 ინფორმაციის არსი: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და განვითარება კახეთის რეგიონისთვის ერთ‐ერთი პრიორიტეტია და ადგილობრივი ხელისუფლება ამ მიზნით ქმედით ნაბიჯებს დგამს. წარმოდგენილი ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 19 სპორტის სახეობის 25 სპორტული სექცია 26 ფუნქციონირებს, სადაც 6400 ბენეფიციარია ჩართული. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სპორტის განვითარების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და ახალ ინიციატივებზეც ისაუბრეს, რაც მათი განცხადებით, რეგიონში სპორტის მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს. კერძოდ საუბარია, ყოველწლიურად გასამართ სპორტულ აქტივობებზე, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის აშენებაზე, ბავშვებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით რეგიონში ცნობადი სპორტსმენების ვიზიტებზე, კრივის დარბაზის მშენებლობასა და სასკოლო ოლიმპიადების ჩატარებაზე. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების ინფორმაცია სპორტის პოლიტიკის და სპორტული ინფრასტრუქტურის თაობაზე. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3W0GPG8 ; 6. ა(ა)იპ. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მოსმენა სხდომის ჩატარების თარიღი: 27.09.2022 საკითხის არსი: მოისმინეს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის კონსტანტინე ლაშხის მოხსენება, რომელმაც კომიტეტის წევრებს სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები გააცნო. გამოწვევებზე საუბრისას მომხსენებელმა რამდენიმე მიმართულება გამოყო: ინფრასტრუქტურა, არასაკმარისი ფინანსური რესურსი, მწვრთნელთა ანაზღაურება, სპორტსმენთა სტიპენდიები, შეღავათები სპორტსმენებისთვის, სპორტული რეაბილიტაცია. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მიზანშეწონილად მიიჩნიეს იშუამდგომლონ კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინაშე, რათა ქ. თბილისში, ჭიჭინაძის ქ. N2‐ში ტანვარჯიშის სახეობისათვის დაიწყოს სპორტული ობიექტის პროექტირება. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3QtqKb2 ; 7. ა(ა)იპ. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის მოსმენა სხდომის ჩატარების თარიღი: 27.09.2022 საკითხის არსი: მომხსენებელმა ისაუბრა ადამიანის ფიზიკური აქტივობის პროცესში სპორტული მედიცინის როლზე და აღნიშნა, რომ არასწორად ჩატარებულმა ფიზიკურმა ვარჯიშმა, დადებითის ნაცვლად, შეიძლება ორგანიზმზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს. ამიტომ სამედიცინო მეთვალყურეობა იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან ყველა სახის ფიზიკურ ვარჯიშს ორგანიზებული ან არაორგანიზებული წესით სისტემატურად უნდა ხოციელდებოდეს. აუცილებელია, თავიდანვე და განვითარების ყველა შემდგომ საფეხურზე, სისტემატურად მოხდეს სამედიცინო შეფასება/შემოწმება 27 და გაიცეს სწორი რეკომენდაციები, რათა მომავალში თავიდან იქნება აცილებული გართულებები. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ბავშვთა სამედიცინო შემოწმებისათვის მიზნობრივი პროგრამის შექმნასა და დანერგვაში ხელშეწყობა სთხოვა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ჩაერთონ ბავშვთა სამედიცინო შემოწმების მიზნობრივი პროგრამის შემუშავების და დანერგვის პროცესში. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3QtqKb2 ; 8. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ (07‐2/174; 18.08.2022); სხდომის ჩატარების თარიღი: 11.10.2022 საკითხის არსი: საქართველოს პრემიერ‐მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა კომიტეტის წევრებს საქართველოს სამინისტროების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების და თავისუფლებების შესახებ 2021 წლის შიდაუწყებრივი სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიში წარუდგინა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ ცნობად მიიღო; სხდომის ოქმი: https://bit.ly/3jZvMjn ; 9. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნა სხდომის ჩატარების თარიღი: 07.11.2022 საკითხის არსი: კომიტეტის წევრმა გივი მიქანაძემ სხდომას ,,სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფი“‐ს შექმნის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში განსახილველ თემებსა და მიმართულებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი 2020‐2030 წლების ახალგაზრდობის კონცეფციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება და მისი საქმიანობა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად განხორციელდება. მომხსენებელის ინფორმაციით, ,,სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფ“‐ის შიგნით 5 ქვეჯგუფი შეიქმნება, სადაც დეპუტატებთან ერთად სახელმწიფო უწყებების და 28 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე იმუშავებენ, რომელიც 2023 წლის საგაზაფხულო სესიისთვის, საქართველოს პარლამენტს წარედგინება. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი; სხდომის ოქმი: https://bit.ly/3QuZ59v ; 10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47‐ე მუხლის შესაბამისად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან სამეცნიერო‐საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხის განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 08.12.2022 საკითხის არსი: კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა ისაუბრა კომიტეტთან სამეცნიერო‐საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საჭიროების თაობაზე. მან კომიტეტის წევრებს სამეცნიერო‐საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზნები და ამოცანები გააცნო და დასამტკიცებლად წარუდგინა საბჭოს შემადგენლობა. კომიტეტის გადაწყვეტილება: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47‐ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შეიქმნა სამეცნიერო ‐ საკონსულტაციო საბჭო და დამტკიცდა მისი შემადგენლობა; სხდომის ოქმი: https://bit.ly/3GU9p87 ; 11. ა(ა)იპ. ,,საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა სხდომის ჩატარების თარიღი: 06.12.2022 საკითხის არსი: მოისმინეს ინფორმაცია ა(ა)იპ ,,საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რომელიც კომიტეტის წევრებს ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირეჯიბმა გააცნო. მანვე ისაუბრა სასკოლოს სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ კომიტეტმა განათლების და მეცნიერების და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად, შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ფედერაციის ჩართულობით გამართოს სხდომა, რომელზეც შემუშავდება რეკომენდაციები სასკოლო სპორტის განვითარების მხარდაჭერის მიზნით. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3VXHkkr ; 29 12. ა(ა)იპ. ,,საქართველოს სათხილამურო ფედერაციის“ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა სხდომის ჩატარების თარიღი: 08.12.2022 საკითხის არსი: ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 2023 წელს საქართველოში გასამართი სათხილამურო, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე. ჩემპიონატი ჩატარდება ბაკურიანში, რომელიც გადანაწილებული იქნება ორ მთაზე კოხტასა და დიდველზე. შეჯიბრები ჩატარდება 16 თებერვალიდან ‐ 5 მარტის ჩათვლით. ბაკურიანი 2023 მსოფლიო ჩემპიონატს პირდაპირი გაშუქება ექნება მსოფლიოს 49 ქვეყანაში. ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები დაახლოებით 50 ქვეყნიდან 2000‐ მდე სპორტსმენი, მწვრთნელი, ექიმი, მსაჯი და ა.შ. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო ა(ა)იპ. ,,საქართველოს სათხილამურო ფედერაციის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3GU9p87 ; სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (1‐5242/22/10; 29.04.2022) სხდომის ჩატარების თარიღი: 31.05.2022 ანგარიშის არსი: გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო 2022 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შემოსავლები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდის მაჩვენებლები და ბიუჯეტის ვალდებულებების კლების მონაცემები. მომხსენებელმა კომიტეტების საზედამხედველო სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლებზე და შესაბამისი პროგრამების შესრულების მიმდინარეობაზეც ისაუბრა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ცნობად მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულება. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3k5Tomz ; 30 2. ,,საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ და ,,საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 13.06.2022 ანგარიშის არსი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტის წევრებს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გააცნო. მომხსენებელმა ისაუბრა საანგარიშო პერიოდის ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე, ინფლაციის მაჩვენებლებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებზე და მის ხარჯვით ნაწილზე. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (2023‐2026 წწ) და აღნიშნა, რომ მიმდინარე პერიოდში ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისკენ, რათა საშუალო ვადიან პერიოდში ქვეყნის განვითარების დონე დაუბრუნდეს პოტენციურ მაჩვენებელს და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ჩატარებული კენჭისყრების შედეგად მხარი დაუჭირეს ,,საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშს“ და ,,საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას ,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3iqEuXs ; 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (1‐9630/22; 29.07.2022) სხდომის ჩატარების თარიღი: 26.09.2022 განხილული საკითხი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მაჩვენებლები გააცნო. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3XlRXyw ; 4. საქართველოს მთავრობის მოხსენება ‐ „საქართველოს მიმდინარეობის შესახებ“ (07‐2/189; 30.09.2021); 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 31 სხდომის ჩატარების თარიღი: 11.10.2022 განხილული საკითხი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გააცნო. მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში ეკონომიკურმა ზრდის, ინფლაციის და საგარეო ვაჭრობის მიმართულებით არსებულ მონაცემებზე ისაუბრა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3QuZ59v ; 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (1‐11084/22; 01.11.2022). სხდომის ჩატარების თარიღი: 14.11.2022 განხილული საკითხი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მაჩვენებლები გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წლის ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 10,2% შეადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11.5% შეადგინა და ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 12.6%‐ის დონეზეა. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობას, ის წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.2%‐ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი კი 30.4%‐ით. მისივე თქმით, ფულადი გზავნილები აგრეთვე გაზრდილია 72.9%‐ით. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მხარჯავი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტის ათვისებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი უმეტეს შემთხვევაში 90%‐ს შეადგენს. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3GuYyQC ; 8. წარმომადგენლობითი მიმართულება 8.1 საზოგადოებასთან ურთიერთობა 32 საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 180‐მდე განცხადება. ყველა მათგანი იქნა შესწავლილი კომიტეტის მიერ და რეაგირების მიზნით, გადაეცა შესაბამის უწყებებს. განცხადებების ძირითადი თემატიკა უკავშირდებოდა სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში არსებულ გამოწვევებს. კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები: 21 აპრილი ‐ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) წარმომადგენლებს ‐ სამართლებრივი შესაბამისობის სამსახურის ხელმძღვანელს, ემილიანო სიმონელის და მთავრობებსა და ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოებთან ურთიერთობების სამსახური ხელმძღვანელს, ოლიმპია კარავასილის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ანტიდოპინგური პოლიტიკის დღის წესრიგზე და იმ საერთაშორისო შეთანხმებების იმპლემენტაციაზე ისაუბრეს, რომლებიც დოპინგის საკითხებს არეგულირებს. მიხეილ ყაველაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში კომიტეტის ჩართულობაზე მზაობა გამოთქვა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 31 მაისი ‐ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა და კომიტეტის წევრმა, გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის მიმართულებებზე მომუშავე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. სტუმრებმა დეპუტატებს ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და ის მიმართულებები გააცნეს, რომლებზეც ახალგაზრდობის საკითხებზეა ორიენტირებული. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ცალკეულ ორგანიზაციებთან ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართება, სადაც თითოეული ორგანიზაციის საქმიანობის მიმოხილვა გაიმართება და კომიტეტთან სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელებენ. შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ გაფართოებული შეხვედრის გამართვაზე, სადაც ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა და ორგანიზაციული საკითხები განიხილება. 7 ნოემბერი ‐ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი და კომიტეტის წევრი ზაზა ლომინაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს, ღასან ხალილს და ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ფიზიკურ აქტივობაში ჩართული მოსწავლე‐ახალგაზრდობის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და პრევენციული ზომების გატარების მიზნით, საპილოტე პროგრამის დაწყების საკითხი განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომიტეტსა და ფონდის წარმომადგენლობას შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ სპორტულ სკოლებსა და ფიზიკურ აქტივობებში ჩართული მოსწავლე‐ახალგაზრდებისთვის, ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამა განხორციელდება. 21 ნოემბერი ‐ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა, გასვლითი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაათვალიერეს და მათი მშენებლობა‐რეაბილიტაციის პროცესებს გაეცნენ. დეპუტატებმა საფეხბურთო გუნდის „ლანჩხუთის“ სავარჯიშო ბაზა, საცურაო 33 კომპლექსი, ჭიდაობის დარბაზი და ჩოხატაურის სტადიონი და სპორტული ცენტრი მოინახულეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში სპორტის განვითარების კუთხით, დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გურიის რეგიონში კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრები გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. 22 ნოემბერი ‐ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი რონდელის ფონდის და ეუთოს ერთობლივი პროექტის "მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები" ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი მეძმარიაშვილმა ახალგაზრდებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მუშაობის სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარემ ყველა იმ ინიციატივის მხარდაჭერაზე, რომელიც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების საკითხებს და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ჩართულობას შეეხებოდა, მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა. 29 ნოემბერი ‐ კომიტეტის ინიციატივით პარლამენტში სპორტის უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებთან და სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა. სპორტის უნივერსიტეტიდან პარლამენტს ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, 2022 წლის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, კახი ასანიძე, ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი საბა ასანიძე, ჭადრაკის ქართველი დიდოსტატი მერი არაბიძე, ბერძნულ‐რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონი ლერი აბულაძე, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი ირაკლი მწითური, მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი დავით მესხი, შოტოკან კარატეში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ლუკა ხვედელიანი და აკრობატიკაში საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი გიორგი ოქროპირიძე ეწვივნენ. შეხვედრის დასასრულს წარმატებულ სტუდენტებს და სპორტსმენებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ და მათთვის პარლამენტის გაცნობითი ტური მოეწყო. საანგარიშო პერიოდში, ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა, კომიტეტის წევრმა გივი მიქანაძემ მრავალი საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრა ჩაატარა ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ასევე, სხვადასხვა რეგიონში კომიტეტის წევრი პირისპირ შეხვდა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტების და ახალგაზრდების სხვა ჯგუფებს. კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (ინდივიდუალურად და მცირე ჯგუფებში) საინფორმაციო და სამუშაო ტიპის შეხვედრები გაიმართა ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე შემდეგ სამოქალაქო ორგანიზაციებთან: საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭო, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, მზიანი სახლი, შიდსის ჯანდაცვის ფონდი საქართველოში, სოციალურ საწარმოთა ალიანსი, სმენისა და მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია, ასოციაცია „დრონი“, ასოციაცია „ჰერა XXI“. 34 17 დეკემბერი ‐ გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს კომიტეტის საქმიანობის შედეგები და 2023 წლის პრიორიტეტები გააცნო. გაეროს ახალგაზრდების საკითხზე მომუშავე თემატური ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრაზე გივი მიქანაძე გამოვიდა ინიციატივით ‐ საფუძველი ჩაეყაროს ყოველწლიურ ეროვნულ ახალგაზრდულ ფორუმს, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს. გაეროს მოსახლეობის ფონდმა გამოხატა ამ ღონისძიების გამართვის მხარდაჭერის მზაობა. შეხვედრას გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, სამოქალაქო სექტორის და ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვრცლად: https://tinyurl.com/3cdr78ph 6 დეკემბერი ‐ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარებმ, გივი მიქანაძემ ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ერთ‐ერთ თემას, სამუშაო ჯგუფის 2023 წლის სამოქმედო გეგმის მომზადება და იმ აქტივობების და ღონისძიებების გაწერა წარმოადგენდა, რომელიც ახალგაზრდობის პოლიტიკის კონცეფციით არის განსაზღვრული. ვრცლად: https://tinyurl.com/bdhjm5mz 26 ნოემბერი ‐ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი, გივი მიქანაძე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში დაგეგმილი „ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის“ (BET) გახსნას დაესწრო და ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. პროექტი "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარეობს. RDYE პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps ახორციელებს, ხოლო პროექტის მხარდამჭერები ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდია. ვრცლად: https://tinyurl.com/mt35hh8v 25 ოქტომბერი ‐ გივი მიქანაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე, საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებსა და საჯარო სექტორში სტაჟირების გავლის ახალ წესზე ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს. ვრცლად: https://tinyurl.com/mwm6creu 25 ოქტომბერი ‐ გივი მიქანაძემ ახალგაზრდული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს და „ქეა კავკასიის“ მხარდაჭერით ჩატარდა, პარლამენტის წევრმა ხელისუფლების მიერ ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერასა და ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 35 გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს პარლამენტის და უშუალოდ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ, ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც 1 ნოემბრიდან ამოქმედდება და საჯარო სამსახურებში ახალგაზრდების სტაჟირების გავლის ახალ მიდგომებს ისახავს მიზნად. კონფერენციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული თემებიდან და სომხეთიდან 60‐ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. ვრცლად: https://tinyurl.com/3cjtjtx2 17 ოქტომბერი ‐ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საერთაშორისო პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა. 12 ქვეყნის 30‐მდე ახალგაზრდას, გივი მიქანაძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის მნიშვნელობასა და საქმიანობაზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რასაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები საჭიროებენ. ვრცლად: https://tinyurl.com/2z22hewk 27 სექტემბერი ‐ გივი მიქანაძე პროექტ „მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობების“ მონაწილეებს შეხვდა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი გივი მიქანაძე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებთან ერთად რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ის კონკრეტული პროექტები განიხილა, რომლებიც მათი დაძლევის მიზნით ხორციელდება. საუბარი შეეხო ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებულ ბარიერებს და ახალგაზრდული სივრცეების მოწყობას რეგიონებში, სადაც ახალგაზრდებს შეკრებების, ინფორმაციების მოძიების და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადამზადების საშუალება მიეცემათ. ვრცლად: https://tinyurl.com/yc8yf92t 17 აგვისტო ‐ გივი მიქანაძემ ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. გივი მიქანაძემ საზაფხულო ბანაკში მონაწილე 100 ახალგაზრდას (აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 6 ქვეყნის 14‐დან 18 წლამდე მოქალაქეები) მიმართა და ხაზი გაუსვა სახელმწიფოს პოლიტიკას, რომლის პრიორიტეტი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაა. მან ასევე ისაუბრა კულტურათაშორისი დიალოგის, კავშირების და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ვრცლად: https://tinyurl.com/4dw93hsw 4‐5 აგვისტო ‐ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა. გუდაურში, სამუშაო ჯგუფის წევრ ადგილობრივ და დონორ ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით განისაზღვრა ის საჭიროებები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ახალგაზრდული პოლიტიკა და რომლის გადაწყვეტაშიც პარლამენტს აქტიური როლის შესრულება შეუძლია. ასევე, შეხვედრის ფორმატში მომზადდა წინადადებები სამუშაო ჯგუფის დებულებაში შესატან ცვლილებებზე, 2022 წლის ნოემბერში დამტკიცდა კომიტეტის სხდომაზე. ვრცლად: https://tinyurl.com/2vszuybm 20 ივლისი ‐ გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს ახალგაზრდული კამპანიის ‐ „დემოკრატია აქ, დემოკრატია ახლა“ კოორდინატორს, ქრისტინე კაპანაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდობის მიმართულებით ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ კამპანიაში საქართველოს 36 ჩართულობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ცენტის საქართველოში დაფუძნების შესაძლებლობას და იმ ღონისძიებების გატარებას, რაც ცენტრის გახსნის საკითხს უკავშირდება. ვრცლად: https://tinyurl.com/35x4wjxm 16 ივნისი ‐ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელი პარლამენტში, გივი მიქანაძე თბილისში, სასწავლო ვიზიტად მყოფ, პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის გაცნობითი ტურის შემდეგ, ახალგაზრდები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობას და ახალგაზრდობის მხარდამჭერ ინიციატივებს გაეცნენ. ვრცლად: https://tinyurl.com/2bywyn6x 14 ივნისი 2022. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა გივი მიქანაძემ, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. გივი მიქანაძემ სტუმრებს კომიტეტის მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის მომზადებული გეგმები გააცნო. ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლების მხრიდან კომიტეტის ინიციატივები პოზიტიურად იქნა აღქმული. დელეგაციამ შესაბამისი პროცესების მიმართ მათი სრული მხარდაჭერა გამოითქვა. შეხვედრაზე მხარეები უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ. ვრცლად: https://tinyurl.com/3ud9ufmm 8.2 საერთაშორისო თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციები/პროგრამები, რომელთა წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრები: საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, ევროპის საბჭოს ოფისი, UNESCO‐ს ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური, საქართველოში გაეროს პროგრამები (UNFPA, UNICEF, UNDP), ეროვნულ‐დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), აშშ‐ის დახმარების პროგრამა (USAiD), MercyCorp, ავსტრიის განვითარების სააგენტო, გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children), წითელი ჯვარის საზოგადოება (Red Cross), World Vision, ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES), ევროკავშირის პროგრამა „ERASMUS+”, ევროკავშირის პროგრამა „EU4YOUTH”. 21 აპრილი ‐ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) წარმომადგენლებს ‐ სამართლებრივი შესაბამისობის სამსახურის ხელმძღვანელს, ემილიანო სიმონელის და მთავრობებსა და ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოებთან ურთიერთობების სამსახური ხელმძღვანელს, ოლიმპია კარავასილის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ანტიდოპინგური პოლიტიკის დღის წესრიგზე და იმ საერთაშორისო შეთანხმებების იმპლემენტაციაზე ისაუბრეს, რომლებიც დოპინგის საკითხებს არეგულირებს. მიხეილ ყაველაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში კომიტეტის ჩართულობაზე მზაობა გამოთქვა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 37 13 ივნისი ‐ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა გივი მიქანაძემ დონორი და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოს, მერსი კორპის და საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა არაერთი მიმართულება, რომელიც კომიტეტსა და კონკრეტულ ორგანიზაციებს შორის შემდგომ თანამშრომლობას ეფუძნება. ვრცლად: https://tinyurl.com/4bcuc5vv 6 ივნისი ‐ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი გივი მიქანაძე ევროკავშირის პროექტის „ერასმუს პლიუსის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს ‐ სებასტიან შვეიცერს და ისრაელ პერალტას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში განხორციელებული “ერასმუს პლიუსის“ პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები მიმოიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო იმ პერსპექტივებს, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს პროგრამის სრულად ათვისების შემთხვევაში მიეცემათ. ვრცლად: https://tinyurl.com/3avdwhnj 6 ივნისი ‐ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა გივი მიქანაძემ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. UNFPA‐ს, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის, წითელი ჯვრის საზოგადოების და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის მიმართულებებით კომიტეტის ხედვებზე, პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ახალგაზრდობის საკითხებთან მიმართებაში არაერთი გამოწვევა არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა, ერთობლივად, კომიტეტთან კოორდინაციით განხორციელდეს. ვრცლად: https://tinyurl.com/vwvtya7 24 მაისი‐ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე, რომელიც ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, იუნესკოში ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელს, სურია საად‐ზოის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ახალგაზრდობის პოლიტიკის კუთხით გაწეული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. იუნესკოს ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა დისტანციური სტაჟირების პროგრამა, რომელიც საქართველოს პარლამენტში გლობალური პანდემიის დაწყებამდე დაინერგა. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა „ქართული ოცნების” მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირების მნიშვნელობა, რომელიც, მისივე შეფასებით, ბევრ ახალგაზრდას კარიერულ წინსვლაში შეუწყობს ხელს. მხარეები აქტიურ კოორდინაციაზე, ერთობლივი ტრენინგებისა და პროექტების დაგეგმვა‐განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ვრცლად: https://tinyurl.com/228jeftc 19 მაისი ‐ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი გივი მიქანაძე ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თანადაფინანსებით მომზადებული პროგრამის ‐ „ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის“ მესამე ფაზის ‐ „ახალგაზრდების დასაქმება და მეწარმეობა“ წარმომადგენლებს, თომას ჰაინლენს, ლორენცო ნავას და მანანა სართანიას შეხვდა. 38 სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ის მიმართულებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ახალგაზრდების დასაქმების და მეწარმეობის მიმართულებით, იმსჯელეს პარლამენტის ჩართულობაზე ამ პროექტის განხორციელებაში და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც პროექტს პარლამენტისგან ესაჭიროება. საუბარი შეეხო კონკრეტულ აქტივობებს, რომელიც არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის, ახალგაზრდებში პროფესიული უნარების განვითარების, დასაქმებისთვის სხვადასხვა აქტივობების ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება. ვრცლად: https://tinyurl.com/28ryba24 21 ნოემბერი ‐ გივი მიქანაძე ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს საქართველოში ალექსანდერ კარნერს შეხვდა. გივი მიქანაძემ სააგენტოს წარმომადგენელს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ, ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე აღინიშნა მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული პროექტების განხორციელების მნიშვნელობა და აუცილებლობა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ვრცლად: https://tinyurl.com/yhnws6z5 . 9. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება დარგობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, კონფერენციებში, შეხვედრებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და თემატურ სამუშაო ჯგუფებში. 2022 წლის დეკემბერში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომიტეტის აპარატში დაინიშნა ორი მოწვეული სპეციალისტი. ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი სპეციალისტის ფუნქციაში შედის შემდეგი მიმართულებები: ა) კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდულ პოლიტიკასა და საქმიანობასთან, განხორციელების მხარდაჭერა; ბ) 2020‐2030 წლებისთვის საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან დაკავშირებით კომიტეტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; გ) ახალგაზრდულ სფეროსთან დაკავშირებული კვლევებისა და ანალიზის განხორციელების ხელშეწყობა, კომიტეტისთვის რჩევებისა და რეკომენდაციების მომზადება; 39 დ) კომიტეტისთვის ახალგაზრდული პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება; ე) ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ჩართულ სუბიექტებთან თანამშრომლობის/კოორდინაციის ხელშეწყობა; ვ) ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა; ზ) ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა, მათი ჩატარების ხელშეწყობა. სპორტის სფეროს მიმართულებით სპეციალისტის კომპეტენციებია: ა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად რეკომენდაციების მომზადება; ბ) საქართველოში მოქმედ სპორტულ ორგანიზაციებში მმართველობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა და რეკომენდაციების მომზადება; გ) სპორტში არსებული გამოწვევების სამართლებრივი რეგულირების და რეკომენდაციების მომზადების ხელშეწყობა; დ) სპორტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა. 10. სხვა საქმიანობა 10.1 სამეცნიერო‐ საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა კომიტეტის 2022 წლის 8 დეკემბერს სხდომის გადაწყვეტილებით, კომიტეტთან შეიქმნა სამეცნიერო‐ საკონსულტაციო საბჭო და დამტკიცდა მისი შემადგენლობა. საბჭოს საქმიანობის მიზანია სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული მდგომარეობის შესწავლა ‐ ანალიზი და ამის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისათვის რეკომენდაციების და ინიციატივებისა მომზადება. ამ მიზნების მისაღწევად კი საბჭოს გააჩნია კონკრეტული ამოცანები: სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრა, არსებული 40 გამოწვევების ანალიზი, საკანონმდებლო წინადადებების, რეგულაციების, რეკომენდაციების შემუშავება და აუცილებლობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფების შექმნა. საბჭოს უფლებამოსილების თაობაზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3uR4xtp ; სამეცნიერო‐საკონსულტაციო საბჭოს გარდა, კომიტეტთან ასევე შექმნილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია „2020‐2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციით“ განსაზღვრული ამოცანების შესრულების ხელშეწყობა და ზედამხედველობა. ჯგუფის ხელმძღვანელია კომიტეტის წევრი გივი მიქანაძე და მასში გაწევრებულია ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე 33 ორგანიზაცია. სამუშაო ჯგუფის მიზნებისა და შემადგენლობის თაობაზე ინფორმაცია იხილეთ https://bit.ly/3QuZ59v . 10.2 სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობა საანგარიშო პერიოდში, კომიტეტი განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობდა სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან:         საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო; საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; სსიპ. დაავადებათა კონტროლისა სა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; სსიპ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და კოლეჯი; აღიარებული სპორტული ორგანიზაციები; საანგარიშო პერიოდში, ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან. აღსანიშნავია კომიტეტის წევრის, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი დეპუტატის ‐ გივი მიქანაძის ინტენსიური კომუნიკაცია და კოორდინაცია ახალგაზრდობის კურატორ მინისტრის მოადგილესთან, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმღვანელობასა და მუნიციპალიტეტებში რეგიონული ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 7 ნოემბერს გადაწყვეტილებით, კომიტეტთან შეიქმნა ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის მიზანი „2020‐2030 წლების ახალგაზრდობის კონცეფციის“ დოკუმენტით 41 განსაზღვრული ამოცანების გადაჭრის ხელშეწყობაა. ჯგუფი აერთიანებს 33 ორგანიზაციას, რომელიც წარმოადგენს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. სამუშაო ჯგუფის შიგნით შეიქმნა 5 ქვეჯგუფი (კონცეფციით განსაზღვრული 5 სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად). საანგარიშო პერიოდში სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრების შედეგად, განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის 2023 წლის საქმიანობის ასპექტები და პრიორიტეტული მიმართულებები. 15‐16 დეკემბერში შეხვედრები ჩატარდა ქვე‐ჯგუფების ფორმატში, რომლის შედეგად მონაწილეებმა წარმოადგინეს მოსაზრებები კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფის ბაზაზე ჩატარდა შეხვედრები პროექტის „ახალგაზრდობის საკითხებზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასება ამ სფეროში საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო საკანონმდებლო ვალდებულებებთან“ ფარგლებში მომზადებული დოკუმენტების განხილვის მიზნით. 20 დეკემბერი 2022. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი დეპუტატი, გივი მიქანაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ახალგაზრდობის მიმართულებებს დაეთმო. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და პარლამენტის წევრმა გივი მიქანაძემ მიმართეს. გივი მიქანაძემ „2023‐2026 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის“ დოკუმენტის შემუშავებისთვის, საქართველოს მთავრობას, ასევე სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. მოხსენებაში გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა ამ მხრივ კომიტეტის საქმიანობასა და ძალისხმევაზე. ვრცლად: https://tinyurl.com/yxvrzsey 1 აგვისტო 2022. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა პარლამენტში, გივი მიქანაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილესთან, ირაკლი გივიაშვილთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდობის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმდინარეობა განიხილეს. 42 მხარეები შეთანხმდნენ 2023 წლის განმავლობაში რეგიონებში ერთობლივ გასვლით შეხვედრებზე, სადაც სახელმწიფო რწმუნებულებთან, მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრები გაიმართება. ვრცლად: https://tinyurl.com/3fnhbz8u 31 ივლისი 2022. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის მიმართულებაზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბათუმში, ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო ახალგაზრდობის სფეროში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე პროგრამებს. ვრცლად: https://tinyurl.com/ms4u2uyw 43