საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 2 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-1358/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-02-02
კომიტეტის სხდომის ნომერი 119

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
2/7/23, 12:35 AM საქართველოს პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 02 თებერვალი 2023 16:00 2023 წლის 2 თებერვალი, 16:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. https://parliament.ge/print/announcement/1973?local=true 1/2 2/7/23, 12:35 AM https://parliament.ge/print/announcement/1973?local=true საქართველოს პარლამენტი 2/2
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა N119 2023 წლის 2 თებერვალი, 16:00 სთ ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ანა ბუჩუკური, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ზაურ დარგალი, ეკატერინე ხერხეულიძე, ნატო ჩხეიძე, ანა ნაცვლიშვილი. კომიტეტმა მოისმინა: კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. წარმოადგინა ინფორმაცია კომიტეტის 2023 კომიტეტის სხომაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის დასაგეგმად, კომიტეტის ფარგლებში, მათ შორის გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა კომიტეტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა ფუნქციების შესასრულებლად, წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების, აგრეთვე, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათ დასაძლევად განსახორციელებელი ღონისძიებების დასახვის მიზნით. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კონკრეტულ ამოცანებზე მუშაობის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული კომიტეტის საქმიანობით დაინტერესებული სხვადასხვა აქტორების, მათ შორის მოქალაქეების განცხადებებში გამოთქმული მოსაზრებები კომიტეტის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, აქცენტი გამახვილდა იმ აქტივობებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სამთავრობო გეგმებში და იმავდროულად, შესაბამისობაში და ჰარმონიაშია პარლამენტის სხვა კომიტეტებისა და საპარლამენტო საბჭოების გეგმებში უკვე ასახულ ამოცანებთან. შედეგად შემუშავდა სამოქმედო გეგმის პროექტი, რაც წარმოდგენილია განსახილველად და დასამტკიცებლად. ასევე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა სრულად შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს. მასში ასახულია იმგვარი ღონისძიებები, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს კომიტეტის ეფექტიან საქმიანობას ყველა მიმართულებით. განსაზღვრულია თითოეული ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი/წევრები, რაც ამ ამოცანის აუცილებლად შესრულების გარანტიას წარმოადგენს. ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ გეგმაში არსებულ თითოეულ ღონისძიებასთან მიმართებით განსაზღვრულია მისი შესრულების ინდიკატორები, რაც უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის შესრულების ობიექტურად შეფასებას. აგრეთვე, მითითებულია საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლები, რაც შესაძლებელს გახდის მაქსიმალურად ზუსტად გაიზომოს ამა თუ იმ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით, მომხრე - 7, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა და დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა. (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ სხდომის სრული აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია