საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-1435/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

შენიშვნები 126-XIმს-Xმპ, 08/02/2023 ცნობად იქნა მიღბული

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-1435/23 06-02-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 44 ფ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში 1 სარჩევი 1. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ................................................................... 3 2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ.................................................................. 3 3. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ................................................................................. 5 3.1 საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც კომიტეტი წამყვანი იყო ................................. 5 3.2 კომიტეტის მიერ განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები......................................... 9 3.3 კომიტეტის წევრების მიერ ინიციირებული კანონის პროექტები ......................................... 11 3.4 საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც კომიტეტი სავალდებულო დასკვნის მიმცემი იყო............................................................................................................................................ 13 3.5 კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები ........................................................ 21 4. კომიტეტის მიერ განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობა ................................... 23 4.1 კლიმატის ცვლილების შესახებ საქართველოს კანონი ........................................................... 23 4.2 შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტი ............................... 25 4.3 წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი .............................. 26 5. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა ..................................................................................... 27 5.1 ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი ................................................. 27 5.2 კომიტეტის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებაზე ზედამხედველობა................................................................................................................................. 29 5.3 თემატური მოკვლევა...................................................................................................................... 29 6. საზოგადოებასთან და საჯარო უწყებებთან ურთიერთობა, კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფები და შეხვედრები, ვიზიტები ............................................................................................... 31 6.1 საზოგადოებასთან ურთიერთობა................................................................................................ 31 6.2 კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფები და შეხვედრები .................................................. 31 6.3 სხვა შეხვედრები, ვიზიტები და ურთიერთობა საჯარო უწყებებთან................................... 34 7. საერთაშორისო თანამშრომლობა ...................................................................................................... 38 7.1 ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ........................................................................................ 39 7.2 კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ........................................................................................... 39 2 1. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. კომიტეტის თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:  საკანონმდებლო საკითხების მომზადებას;   პარლამენტის გადაწყვეტილებების შესრულების ხელშეწყობას; პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობის კონტროლს;  საზოგადოებასთან ურთიერთობას. კომიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა გარემოს დაცვის სფეროში და მისი აღსრულების კონტროლი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის მდგრადი განვითარება მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ხელშეწყობის გზით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებითა თუ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სხვა საპარლამენტო კომიტეტებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტიანი და მჭიდრო თანამშრომლობით. კომიტეტის პრიორიტეტული (სტრატეგიული) მიმართულებებია:  ქვეყანაში არსებული ძირითადი გარემოსდაცვითი და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა, რაც უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის, ტყისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ჯანსაღი ურბანული გარემოს შექმნას, ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას;  ეფექტიანი გარემოსდაცვითი ზედამხედველობა;  სექტორული რეფორმების მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა წიაღით სარგებლობა, წყლის რესურსების მართვა, გარემოს დაცვა და სოფლად ინტეგრირება, ქიმიური  ნივთიერებებისა და ნარჩენების მართვა; ეფექტიანი მონიტორინგი ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებასა და ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში განსაზღვრულ აქტივობათა განხორციელებაზე. 2. ძირითად, ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ კომიტეტს ჰყავს 12 წევრი, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, პირველი მოადგილე ხატია წილოსანი. კომიტეტის 8 წევრი საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს, 4 საპარლამენტო ოპოზიციის წევრს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში ჩაატარა:  26 კომიტეტის სხდომა; 3  კომიტეტი წამყვანი იყო 33 კანონის პროექტზე და 2 საერთაშორისო ხელშეკრულებაზე;  კომიტეტმა სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად განიხილა 60 კანონის პროექტი და 4 საერთაშორისო ხელშეკრულება;   კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებულ იქნა 4 კანონის პროექტი; კომიტეტმა განიხილა 6 საკანონმდებლო წინადადება;  კომიტეტის 7 სხდომა და 1 სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას;  ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით კომიტეტმა ჩაატარა 1 სხდომა;  კომიტეტმა დაიწყო საკომიტეტო მოკვლევა თემებზე: „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“; ,,მდგრადი მობილობის გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში’’; ხოლო განათლებისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტებთან ერთად თემაზე - ,,უმაღლეს სასწავლებლებში ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით’’  საანგარიშო პერიოდში კომიტეტი თანაშრომლობდა შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტი NDI;  კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა და ორგანიზაციების 256 წერილი. აქედან: - არასამთავრობო ორგანიზაციები - 42 წერილი. აღნიშნული წერილები შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივებს, აგრეთვე კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით მათ პოზიციებს, მათ შორის კომიტეტის მიერ განსახილველი კანონის პროექტების შესახებ; - მოქალაქეები - 87 წერილი. მოქალაქეთა წერილობითი მომართვები უმეტესწილად ეხებოდა გარემოსდაცვით, ასევე სოციალურ საკითხებს. მოქალაქეთა წერილების პასუხად, კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირების მიზნით, განხორციელდა მათთან კომუნიკაცია (ზეპირი/წერილობითი), ასევე საჭიროების მიხედვით, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებისგან ინფორმაციის გამოთხოვა და მათთან შუამდგომლობა შემდგომი რეაგირებისთვის. - სახელმწიფო უწყებები - 127 წერილი. კომიტეტსა და სახელმწიფო უწყებებს შორის აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში კომიტეტი ხშირად მიმართავს სახელმწიფო უწყებებს წერილებით. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებისგან მიღებული წერილების უმეტესობა წარმოადგენს პასუხებს: კომიტეტის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე; გაგზავნილ წერილში დასმული საკითხების შესწავლასა და შესაბამის რეაგირებაზე და სხვ. 4 3. 3.1  კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც კომიტეტი წამყვანი იყო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: “ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (07-/160; 08.06.2022) - მიღებულია. საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის ხეობებში, 32 850 ჰექტარ ფართობზე შეიქმნა ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტი (საერთო ფართობი 21 864 ჰექტარი) და ტანას აღკვეთილი (საერთო ფართობი 10 986 ჰექტარი), ვინაიდან ეს ორი ხეობა წარმოადგენს საქართველოს ორი ეროვნული პარკის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ალგეთის ეროვნული პარკის დამაკავშირებელ დერეფანს და მათ თავიანთი მდებარეობის გამო, მნიშვნელოვანი კონსერვაციული ფუნქცია გააჩნიათ.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ’’ (№07-2/169; 21.07.2022) - მიღებულია. კანონპროექტით ბიომრავალფეროვნების დაცვის, ეკოტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ონის მუნიციპალიტეტში, შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორიები: რაჭის ეროვნულს პარკი, რომლის საერთო ფართობია – 50835 ჰექტარი და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა), რომლის საერთო ფართობია − 550 ჰექტარი.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/127; 02.03.2022) მიღებულია. ცვლილებით ზუთხისებრთა სახეობების თევზების გასამრავლებლად, მდინარე რიონის შავ ზღვასთან შესართავში ტერიტორიას მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი. შესაბამისად, კოლხეთის ეროვნული პარკის ფართობი გაიზარდა 692,5 ჰექტარით, ხოლო ზღვის აკვატორია - 497 ჰექტარით.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ (072/145; 11.05.2022) - მიღებულია. კანონის პროექტით საჩხერის მუნიციპალიტეტში, 14 797 ჰექტარ ტერიტორიაზე შეიქმნა კვერეთის აღკვეთილი. აღკვეთილის სტატუსიდან გამომდინარე, მის გარშემო მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის ბუნებრივი რესურსების მოხმარება. დაშვებული იქნება ამ ტერიტორიაზე არსებული 5  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/80; 06.10.2021) - მიღებულია. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მომზადებულია თუშეთის დაცული ტერიტორიების (თუშეთის ეროვნული პარკი, თუშეთის ნაკრძალი და თუშეთის დაცული ლანდშაფტი) საფუძველზე. საზღვრის დემარკაციის შემდგომ საზღვრის ცვლილების თუშეთის ეროვნული პარკის საზღვრის პერიმეტრის დაზუსტების დროს საზღვრის პერიმეტრიდან რეგისტრირებული ნაკვეთების გამიჯვნამ და საზღვრის მყარ გეოგრაფიულ ობიექტებზე კორექტირებამ გამოიწვია თუშეთის დაცული ტერიტორიების ჯამური ფართობის მცირედი კლება 9.2 ჰა.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ ,,ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ’’ (07-2/159; საქართველოს კანონის პროექტი 08.06.2022) - მიღებულია. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კანონის პროექტის საფუძველზე ქვეყანაში პირველად შეიქმნება ფუნქციონირებადი VI კატეგორიის დაცული ტერიტორია, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს პირველ სახელობით დაცული ტერიტორიას საქართველოში. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას ცნობილი ქართველი მეცნიერის, ბიოლოგის და ეკოლოგის ნუგზარ ზაზანაშვილის სახელი მიენიჭება. ბატონ ნუგზარ ზაზანაშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებასა და შექმნაში. მისი მონაწილეობით არაერთი დაცული ტერიტორია დაარსდა. სამუხის ველი წარმოადგენს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სივრცეს და მნიშვნელოვანი სამიგრაციო, სანადირო, საკვები და საბუდარი ჰაბიტატია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გავრცელებული ფაუნისთვის, ასევე სამუხის ველი ქურციკების ერთადერთი საბინადრო ადგილია საქართველოში. სამუხის ველი თავისი რელიეფითა და ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი ბარიერებით წარმოადგენს იზოლირებულ ფართობს, სადაც მარტივადაა შესაძლებელი სახეობების გამრავლება, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ველზე არსებული ზურმუხტის კანდიდატი ტერიტორიების მართვა სწორედ ამიტომ, სამუხის ველზე დაცული ტერიტორიის შექმნას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/114; 10.01.2022)-2 წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, მაჭახელას ხეობაში შეიქმნა მაჭახელას დაცული ლანდშაფტი, რომლის მიზანია ბიოლოგიური მრავალფეროვნების, კულტურული 6 და ისტორიული თავისებურებებით გამორჩეული ტერიტორიების დაცვა, აღდგენა. ასევე, კოლხური ტყეების დაცვისა და რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა. კანონპროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახელას ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.  საქართველოს პარლამენტის წევრების მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, ალექსანდრე დალაქიშვილის და საქართველოს პარლამენტის სხვა წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით ინიცირებული ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ კანონის პროექტი (07-3/86/10; 23.06.2021) - მიღებულია კანონის პროექტი მიზნად ისახავდა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დახვეწასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2020 წელს განხორციელებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურის შედეგად შემუშავებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიშით’’ გაცემულ რეკომენდაციებს. კანონის მიღების შედეგად, წიაღისეულის მოპოვების შედეგად გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შემცირდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წიაღის მოპოვების ადგილის ზედაპირის ზღვრები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ასევე სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარების საკითხი.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/111/10; 22.12.21) - მიღებულია საქართველოს კანონპროექტით ცვლილება შევიდა „აკვაკულტურის შესახებ’’ საქართველოს კანონის გარდამავალ და დასკვნით დებულებებში. კერძოდ, საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის/ზონების და აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების ვადად, ნაცვლად 2021 წლის 1 მარტისა, განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბერი.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (072/211; 16.11.2022) - მიღებულია. კანონპროექტის მიღებით სამართალდარღვევათა ტყის მართვის ორგანოს მიერ ადგილზე განხილვის უფლებამოსილების ადმინისტრაციულ სრულყოფილად განხორციელების მიზნით, საქართველოს ტყის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ნორმები დაზუსტდა, რომელთა საფუძველზე ტყის მართვის ორგანო შეძლებს ეფექტიანად განახორციელოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება. ამასთან, კოვიდ პანდემიის გამო არსებული შეფერხებების 7 გათვალისწინებით, 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდა ტყის კოდექსის იმ დებულების ამოქმედება, რომლის მიხედვით, მოქალაქეებისთვის სათბობი მერქნული რესურსის შეძენა მხოლოდ საქმიანი ეზოებიდან იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, შეიცვალა საშეშე მერქნის მოპოვებისათვის, ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის და ტყის მართვის ორგანოების მიერ დამზადებული ხე-ტყის ტრანსპორტირების ვადები. აღნიშნულ პერიოდი საჭიროა იმისათვის, რომ ტყის მართვის ორგანოებმა სრულად უზრუნველყონ მოსახლეობისთვის, არსებული სოციალური ჭრის პრაქტიკის ჩანაცვლების მიზნით, ალტერნატიული მომსახურების შეთავაზება.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი ,,მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/202; 01.11.2022) - მიღებულია I მოსმენით. 2022 წელს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდა მტირალას ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოები და დაზუსტდა ეროვნული პარკის საზღვრი. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნა დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბაღები, ასევე, სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და ეროვნული პარკის საზღვრებში არსებული გზის ნაწილი. ჩატარებული სადემარკაციო სამუშაოების შედეგად მტირალას ეროვნული პარკის ფართობი შემცირდა 118, 8 ჰ-ით და ნაცვლად 15698,8 ჰ-ისა იქნება 15580 ჰა.  საქართველოს პარლამენტის წევრების, მაია ბითაძისა და ხატია წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (07-3/170/10; 16.02.2022) - მიღებულია. ცვლილებით საქართველოს მთავრობას დაევალა 2022 წლის პირველ აპრილამდე მიიღოს დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე’’, რომლის მიღების ვადად განისაზღვრა 2022 წლის პირველი მაისი.  საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/205; 09.11.2022) - მიღებულია II მოსმენით. კანონპროექტის მიღებით დაინერგება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უფრო ეფექტიანი მექანიზმები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ორჰუსის კონვენციის პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების 8 შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/212/10; 16-11-2022) - I მოსმენა გაიმართება 2023 წლის საგაზაფზულო სესიაზე. კანონის პროექტის თანახმად, ზუსტდება ის გეოგრაფიული არეალები, სადაც აღმოჩენილი ან/და მოპოვებული მერქნული რესურსი შეიძლება განკარგოს ტყის მართვის ორგანომ. ამასთან, პრაქტიკაში წარმოქმნილი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, ზუსტდება შესაბამისი მუხლების ნორმატიული შინაარსი. 3.2  კომიტეტის მიერ განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროქტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება’’ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმება’’ (№07-2/153; 19.05.2022) - განხილულია. საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე გაუმჯობესდება შერჩეულ მთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალური განვითარების პლატფორმისა და სწავლის პირობები, რაც გულისხმობს სკოლების სრულ რეაბილიტაციას ან/და რეკონსტრუქციას. ასევე გამწვანებას და ენერგოეფექტურობას. პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 6,5 მლნ. ევროს, აქედან: 3.9 მლნ ევრო სესხი NEFCO-სგან, 2.6 მლნ ევრო გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) გრანტი. პროექტის განმახორციელებელია სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმებაზე (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ (№07-2/152; 19.05.2022) სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე გაუმჯობესდება შერჩეულ მთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალური განვითარების პლატფორმისა და სწავლის პირობები, რაც მოიცავს სკოლების სრულ რეაბილიტაციას ან/და რეკონსტრუქციას, ენერგოეფექტურობას და ტერიტორიების გამწვანებას. პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 6,5 მლნ. ევროს, აქედან: 3.9 მლნ ევრო სესხი NEFCO-სგან, 2.6 მლნ ევრო გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) გრანტი. პროექტის განმახორციელებელია სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.  ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის“ თარგმანის კორექტირების შესახებ (07საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი წინადადება 2/179;01.09.2022) (წამყვანი კომიტეტი) - განიხილება 2023 წლის საგაზაფზულო სესიაზე. აღსანიშნავია, რომ ორჰუსის კონვენციის ქართულენოვან ტექსტს, მის დანართებსა და კონვენციის ინგლისურენოვან (დედანი) ვერსიასთან შორის არსებული განსხვავებები (რედაქციული უზუსტობები) ზოგ შემთხვევაში წარმოქმნის შინაარსობრივ ბუნდოვანებას, 9 რაც იწვევს კონკრეტული ზემოაღნიშნულიდან დებულების გამომდინარე, დედანში მომზადდა გადამოწმების ორჰუსის საჭიროებას. კონვენციის ახალი ქართულენოვანი ავთენტური ტექსტი შემდგომი სავალდებულო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის განხორციელების მიზნით. კომიტეტის სხდომაზე განხილვისას დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციის თხოვნისა და შენიშვნების საფუძველზე, კომიტეტის გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა გადაიდო შენიშვნის ავტორების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომიტეტის მიერ შესაბამის ფორმატში შემოთავაზებული ცვლილებების დეტალური განხილვის მიზნით. ამდენად, კენჭისყრის პროცედურა, 2022 წლის თებერვალში გაიმართება.  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს საკრედიტო შეთანხმება“ (N07-2/210; 14.11.2022) - განხილულია. საკრედიტო შეთანხმების საფუძველზე საფრანგეთის (მსესხებელი) განვითარების შორის სააგენტო საქართველოს ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის სახით 60 მლნ. ევროს გამოუყოფს. სესხის ხანგრძლივობაა 20 წელი, მათ შორის, 5 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი იქნება ფიქსირებული ან ცვლადი, რომელიც თანხის ჩამორიცხვის დროს გადაწყდება. თანხის ჩამორიცხვა უკავშირდება ენერგეტიკის სექტორის იმ რეფორმებს, რომელიც მეორადი აქტების მიღებას და მათ პრაქტიკაში იმპლემენტაციას ეხება, რაზეც პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დაამტკიცა.  საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ,,2017 წლის 14 ივნისის ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)“ N1 ცვლილების წერილი-შეთანხმება (№07-2/209; 14.11.2022) ფინანსური ხელშეკრულების ოდენობა არის 250 მლნ ევრო, ხანგრძლივობა 30 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი არაუმეტეს 7 წლისა. პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების დაფინანსებას.  საქართველოს მთავრობის მიერ შეთანხმებისთვის წარმოდგენილი „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილებაზე“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 2/203; 01.11.2022) - განიხილება 2023 წლის საგაზაფზულო სესიაზე. მონრეალის ოქმის განხორციელებისა და კიგალის ცვლილებასთან შეერთების პროცესის კონტექსტში, ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, 10 რომელიც ითვალისწინებს მაცივარაგენტების მოხმარების რეგულირების სისტემის გაუმჯობესებას, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში მომსახურების ხარისხის გაზრდასა და გარემოსათვის სახიფათო ნივთიერებების გაფრქვევათა შემცირების საკითხებს. კერძოდ, დგინდება მოთხოვნები მაცივარაგენტების შეგროვების, აღდგენის, რეციკლირებისა და განადგურების კუთხით. წარმოდგენილი პაკეტი მოიცავს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის“ ცვლილებების პროექტებს. 3.3  გარემოს დაცვის ადმინისტრაციულ კომიტეტის წევრების მიერ ინიციირებული კანონის პროექტები საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021) - მიღებულია II მოსმენით. კანონის პროექტი, მიზნად ისახავს დასახლებათა მდგრადი განვითარების ხელშეწყობას მშენებლობის დაგეგმარებისა და ნებართვის გაცემის პროცესში, საწყისი ეტაპიდან, სავალდებულო წესით გამწვანების კომპონენტის გათვალისწინებით. ამდენად, კანონის პროექტით, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების სავალდებულო გახდება. აღნიშნული ხელს შეუწყობს: - დოკუმენტის არსებობა ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას; გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებისა - მქონე და საქმიანობისთვის ღირსეული გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით; მოახდენს ქაოტური განაშენიანების პრევენციას. აღსანიშნავია, რომ გამწვანების პროექტთან დაკავშირებული არსებული სამართლებრივი სისტემა ფრაგმენტირებულია (გაბნეულია სხვადასხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში.) შედეგად, საქართველოში, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა, მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში გამწვანების პროექტის შემუშავება და დამტკიცება არსად ხორციელდება. წარმოდგენილი ცვლილებებით, ნებართვის მიღების მიზნით, გამწვანების პროექტის წარდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო ხდება 2024 წლის 1 იანვრიდან. გამონაკლისს მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რამდენადაც კანოპროექტის აღსრულებისთვის უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტების მხარდაჭერა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებაში, ასევე მათი შესაძლებლობების გაძლიერება, კომიტეტი აქტიურად მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), რათა 11 უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა ჰქონდეს კანონის მოთხოვნათა ეფექტიანად აღსრულებისთვის.  საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი ზარქუას, ირაკლი ხახუბიას, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, შოთა ხაბარელის, მიხეილ ყაველაშვილის, ირაკლი მეძმარიაშვილის, სამველ მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, რამინა ბერაის, ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ (07-3/240/10; 21.09.2022) წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია I მოსმენით. კანონპროექტი მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას, გზებზე ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანით. საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევა სწორედ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტრანსპორტიდან მომდინარე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებია. ტრანსპორტის სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. შემუშავდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ასევე, ავტოპარკის გაახალგაზრდავების კუთხით. 2018 წლიდან ამოქმედდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. მიუხედავად, მნიშვნელოვანი ატმოსფერული ჰაერის საკანონმდებლო გაუმჯობესებისათვის ცვლილებებისა, განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მიმართულებით კვლავ რჩება გამოწვევები. დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჯარიმდება 50 ლარის ოდენობით. თუმცა, კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას, აღნიშნული სამართალდარღვევის, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. ეს კი საშუალებას აძლევს პოტენციურ სამართალდამრღვევს, ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ნაცვლად მხოლოდ ჯარიმის თანხის, 50 ლარის გადახდით შემოიფარგლოს. ამდენად, ტექნიკური ინსპექტირების უმნიშვნელოვანესი რეფორმის სრულყოფის, ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობისა და საბოლოოდ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებაში, რათა დაწესდეს ადმ. პასუხისმგებლობა ქმედების განმეორებით ჩადენაზე ისეთი პირის მიერ, რომელიც ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ უკვე დაჯარიმებულია. 12 კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი“ სამუშაო ჯგუფი, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები.  საქართველოს პარლამენტის წევრების, მაია ბითაძისა და ხატია წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (07-3/170/10; 16.02.2022) - მიღებულია. ცვლილებით საქართველოს მთავრობას დაევალა 2022 წლის პირველ აპრილამდე მიიღოს დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“, რომლის მიღების ვადად განისაზღვრა 2022 წლის პირველი მაისი.  საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, რამინა (რიმა) ბერაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია ბითაძის, ნოდარ ტურძელაძის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას და გივი ჭიჭინაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (07-3/214; 25.05.2022) - მიღებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებით გამკაცრდა სანქციები (გაიზარდა არსებული ჯარიმების ოდენობა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების, თვითნებური გაჩეხვის ან/და გადატანის, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევის, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემისთვის, რამდენადაც პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვხვდებოდით მწვანე ნარგავების უნებართვოდ განადგურების შემთხვევებს. აგრეთვე, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით მოწესრიგდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როდესაც ვერ ხერხდება უკანონოდ მოჭრილი მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, ან დაზიანების შედეგად ვერ დგინდება ხეების წლიური რგოლების რაოდენობა (ზიანი სწორედ წლიური რგოლების რაოდენობის მიხედვით ითვლება) და დადგინდა შესაბამისი სანქციები. 3.4 საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც კომიტეტი სავალდებულო დასკვნის მიმცემი იყო  საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, რამინა (რიმა) ბერაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია ბითაძის, ნოდარ ტურძელაძის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას და გივი ჭიჭინაძის მიერ 13 საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/214; 25.05.2022) - განხილულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებით გამკაცრდა სანქციები (გაიზარდა არსებული ჯარიმების ოდენობა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების, თვითნებური გაჩეხვის ან/და გადატანის, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევის, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემისთვის, რამდენადაც პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვხვდებოდით მწვანე ნარგავების უნებართვოდ განადგურების შემთხვევებს. აგრეთვე, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით მოწესრიგდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როდესაც ვერ ხერხდება უკანონოდ მოჭრილი მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, ან დაზიანების შედეგად ვერ დგინდება ხეების წლიური რგოლების რაოდენობა (ზიანი სწორედ წლიური რგოლების რაოდენობის მიხედვით ითვლება) და დადგინდა შესაბამისი სანქციები.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო შესყიდვების შესახებ’’ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (07-2/158/10; 08.06.2022) - განხილულია. საკანონმდებლო პაკეტი ემსახურება კანონმდებლობის ეტაპობრივ საჯარო დაახლოებას შესყიდვების ევროკავშირის შესახებ საჯარო ეროვნული შესყიდვების კანონმდებლობასთან. აღნიშნული გამომდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებიდან და მნიშვნელოვანია ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. „საჯარო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტით შემოდის საჯარო შესყიდვების ინოვაციური მოწესრიგება, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მდგრადი განვითარების პრინციპებისა და მიზნების გათვალისწინებას, რაც მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, მწვანე შესყიდვების განვითარების მიმართულებით. საჯარო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, სხვა პრინციპებთან ერთად, საჯარო შესყიდვები დაეფუძნება, შესყიდვის განხორციელებისას მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევას. ასევე აჩენს შესაძლებლობას შესყიდვის ობიექტის აღწერისას გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი მახასიათებლები და შემსყიდველ ორგანიზაციას უჩნდება შესაძლებლობა სპეციფიკაციებში მიუთითოს კონკრეტული ეტიკეტი.  დავით სონღულაშვილის, ბეჟან წაქაძის, ეკა სეფაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გოჩა ენუქიძის, გელა სამხარაულის, რამინა ბერაძისა და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში 14 ცვლილების შეტანის შესახებ’’ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (№07-3/245; 21.09.2022) - განხილულია. კანონპროექტის თანახმად, სერტიფიცირებული ექსპერტები აღარ იქნებიან უფლებამოსილი განახორციელონ ტექნიკური ზედამხედველობა. რამდენადაც, ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება წარმოადგენს კომპლექსურ და რთულ პროცესს, სერტიფიცირებული ექსპერტების ბაზარზე დაშვება ვერ უზრუნველყოფს მომსახურების იმ სტანდარტის დაცვას, რომელსაც ორგანოები (იურიდიული შესთავაზებენ პირები). აკრედიტირებული შესაბამისად, ინსპექტირების განხორციელდა ტექნიკური ზედამხედველობის შესაბამისი მუხლებიდან სერტიფიცირებული ექსპერტების ამოღება.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ (№07-2/183; 14.09.2022) - განხილულია. კანონპროექტით ქალაქთმშენებლობით გეგმებში, რომლებიც დამტკიცებულია კონცეფციის გარეშე, ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდება შესაბამისი გეგმის ცვლილების პროექტის განხილვითა და დამტკიცებით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე გეგმარებითი პირობების შეცვლით დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს ქალაქთმშენებლობით გეგმის პროექტში ცვლილების შეტანა უშუალოდ გეგმის პროექტის ცვლილებით, მთელი დასახლებისთვის გეგმის კონცეფციის მომზადების ვალდებულების გარეშე.  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ კანონის პროექტი - მიღებულია კანონის პროექტის თანახმად, 2019 წლიდან მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ამტვერებადი მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელდა 2023 წლიდან. შედეგად ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურება შემცირდება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/134; 06.04.2022) - განხილულია. 15 კანონის პროექტმა ახლებურად დაარეგულირა სამოქალაქო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის (არაკომერციული) იურიდიული საკითხი სამეწარმეო პირებისათვის. საგანგებო და არასამეწარმეო სიტუაციების მართვის სამსახურს მიენიჭა უფლებამოსილება, სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მეშვეობით, შექმნას მეხანძრე-მაშველთათვის საბაზისო სპეციალური პროფესიული განათლების კურსები. შეიცვალა სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სახელწოდება, რომელიც ჩანაცვლდა სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს სახელწოდებით.  საქართველოს პარლამენტის წევრების: გელა სამხარაულის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გიორგი ცაგარეიშვილის, ხატია წილოსანისა და ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N073/212; 25.05.2022) - განხილულია. კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაზღვრავს კომპეტენტურ სუბიექტს, რომელსაც მიანიჭებს უფლებამოსილებას აწარმოოს მცენარის გამოცდა განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე, დასკვნა თავის მხრივ იქნება ვალიდური საქპატენტის მიერ სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვაზე განაცხადის მიღებისათვის.  საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021) - მიღებულია II მოსმენით. კანონის პროექტი, მიზნად ისახავს დასახლებათა მდგრადი განვითარების ხელშეწყობას მშენებლობის დაგეგმარებისა და ნებართვის გაცემის პროცესში, საწყისი ეტაპიდან, სავალდებულო წესით გამწვანების კომპონენტის გათვალისწინებით. ამდენად, კანონის პროექტით, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო გახდება. აღნიშნული ხელს შეუწყობს: - ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას; გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებისა - და საქმიანობისთვის ღირსეული გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით; მოახდენს ქაოტური განაშენიანების პრევენციას. აღსანიშნავია, რომ გამწვანების პროექტთან დაკავშირებული არსებული სამართლებრივი სისტემა ფრაგმენტირებულია (გაბნეულია სხვადასხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში.) შედეგად, საქართველოში, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა, მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში გამწვანების პროექტის შემუშავება და დამტკიცება არსად ხორციელდება. წარმოდგენილი ცვლილებებით, ნებართვის მიღების მიზნით, გამწვანების 16 პროექტის წარდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო ხდება 2024 წლის 1 იანვრიდან. გამონაკლისს მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რამდენადაც კანოპროექტის აღსრულებისთვის უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტების მხარდაჭერა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებაში, ასევე მათი შესაძლებლობების გაძლიერება, კომიტეტი აქტიურად მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), რათა უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა ჰქონდეს კანონის მოთხოვნათა ეფექტიანად აღსრულებისთვის.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/125/10; 23.02.22) - განხილულია. კანონპროექტით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები აკვაკულტურის უწყებათაშორის საბჭოში ჩაანაცვლეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ვინაიდან სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, რომლის უფლებამოსილებანი განაპირობებდა რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობას საბჭოში გადატანილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (07-2/184; 16.09.2022) კანონის პროექტით დადგინდა ჯარიმა ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრის, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვებითვის. კანონპროექტის თანახმად, კოდექსში მოქმედი ნორმის რეგულირების სფერო გაფართოვდა და ეზოების, ქუჩებისა და მოედნების გარდა ზემოაღნიშნული ქმედებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა ასევე სკვერებშიც, რაც ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ხელს შეუწყობს სკვერებში სისუფთავის სათანადო დაცვას. ამასთან დაჯარიმებას დაექვემდებარა არამხოლოდ თვითნებური გადათხრა ან დაზიანება, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვა, გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების გარეშე მიტოვება, არამედ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისათვის დადგენილი პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობაც, რაც ერთი მხრივ, მიმდინარე სამუშაოების შესრულების პროცესს გახდის უფრო ეფექტიანს და, მეორე მხრივ, უფლებამოსილ ორგანის მისცემს სამართლებრივ საფუძველს შესაბამისი სანქცია დააკისროს დამრღვევს.  საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი ზარქუას, ირაკლი ხახუბიას, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, და სხვა დეპუტატების მიერ 17 საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ (07-3/240/10; 21.09.2022) - მიღებულია I მოსმენით. კანონპროექტი მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას, გზებზე ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანით. საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევა სწორედ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე. დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ატმოსფერული ტრანსპორტიდან მომდინარე ჰაერის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებია. ტრანსპორტის სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. შემუშავდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ასევე, ავტოპარკის გაახალგაზრდავების კუთხით. 2018 წლიდან ამოქმედდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. მიუხედავად, ატმოსფერული მნიშვნელოვანი ჰაერის საკანონმდებლო გაუმჯობესებისათვის ცვლილებებისა, განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მიმართულებით კვლავ რჩება გამოწვევები. დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჯარიმდება 50 ლარის ოდენობით. თუმცა, კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას, აღნიშნული სამართალდარღვევის, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. ეს კი საშუალებას აძლევს პოტენციურ სამართალდამრღვევს, ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ნაცვლად მხოლოდ ჯარიმის თანხის, 50 ლარის გადახდით შემოიფარგლოს. ამდენად, ტექნიკური ავტოტრანსპორტის ინსპექტირების უმნიშვნელოვანესი რეფორმის სრულყოფის, ტექნიკური გამართულობისა და საბოლოოდ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებაში, რათა დაწესდეს ადმ. პასუხისმგებლობა ქმედების განმეორებით ჩადენაზე ისეთი პირის მიერ, რომელიც ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ უკვე დაჯარიმებულია. კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი“ სამუშაო ჯგუფი, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები. 18  არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ (№07-3/225; 21.06.2022) - განხილულია. აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტი წარმოადგენს არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას. კანონის პროექტის მიზანია ავტოსატრანსპორტო საშუალებებისგან მომდინარე ხილული გამონაბოლქვის გზებზე კონტროლი. ამ მიზნით, კანონის პროექტი ითვალისწინებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრულ-ინსპექტორებისთვის შეფერილი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილთა გადაადგილებისთვის პირის დაჯარიმების უფლებამოსილების მინიჭებას, ყოველგვარი დამატებითი აღჭურვილობის გარეშე, ვიზუალური დათვალიერების შედეგად. ვიზუალურ გამონაბოლქვთან დაკავშირებით არსებული პრობლემაზე, კომიტეტთან არსებულ ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის’’ ფარგლებში არა ერთი მსჯელობა გაიმართა, მათ შორის იმ ორგანიზაციის მონაწილეობით, რომელიც სათავეში ედგა საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის მიზნით ხელმოწერათა შეგროვებას. სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გზებზე ვიზუალური გამონაბოლქვის ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არ არსებობის გარეშე ვერ აგვარებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის პრობლემას, რადგან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებიდან შემდგომ ტექნიკურ ინსპექტირებამდე გარკვეული გაუმართაობის გამო სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში შესაძლებელია დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობამ გადააჭარბოს დადგენილ ნორმებს. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ზემოხსენებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები და 2021 წელს გაეგზავნა სახელმწიფო უწებების წარმომადგენლებს სწორედ ვიზუალური გამონაბოლქვის გზებზე კონტროლის მექანიზმების დანერგვისა და შესაბამისის სანქციების გამკაცრებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის უმოკლეს ვადებში წარდგენის თაობაზე. კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ინიციატივა და მხარი დაუჭირა მას, იმ დათქმით, რომ პრაქტიკაში მოსალოდნელი სამართლებრივი რისკების თავიდან აცილების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობასთან, რომელიც ამ მიმართულებით ასევე ამზადებდა კანონის პროექტს გაეგრძელებინათ მუშაობა (კომიტეტის პოზიციით, კანონის პროექტით გათვალისწინებული მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების ტესტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პირს დაეკისროს ჯარიმა. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა დასაშვებ ზომაზე მეტი შემცველობა უნდა დასტურდებოდეს სპეციალური საზომი აპარატით. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტის დადგენა დაეყრდნობა არა მტკიცებულების სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, არამედ სუბიექტურ აღქმას, რომელსაც შემფასებლის მოსაზრება განსაზღვრავს. ამდენად, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა ავტორობით შემუშავდა კანონის პროექტი, რომელიც დაინიციირდა საქართველოს პარლამენტში, და რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სათანადო გამზომი 19 აპარატურით გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს. პირველი ეტაპისთვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი აპარატურით და მოწყობილობებით, გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის განსახორციელებლად. საწყის ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით შერჩეული იქნება რამდენიმე დასახლება (მაგალითად: თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ა.შ.), რომლებშიც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის მეტი საჭიროება არსებობს და 10 ეკიპაჟი განაწილდება ამ დასახლებებში. აღსანიშნავია, რომ ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა (07-3/214; 25.05.2022), რომელიც ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირების განმეორებით გაუვლელობის გამო სანქციას აწესებს და მეორე მხრივ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და 25 000 ამომრჩევლის საინიციატივო ჯგუფის (ჩემი შემუშავებული ცვლილებები ერთობლივად ეფექტიანად ქალაქი მკლავს) ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნის სრულყოფილი კონტროლის სისტემას და უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მომდინარე გამონაბოლქვის შემცირებას, რამდენადაც ერთი მხრივ, გამკაცრდება ჯარიმა ტექ. დათვალიერების გაუვლელობისთვის და მეორე მხრივ, გზებზე კონტროლი მნიშვნელოვნად აღმოფხვრის იმ გამოწვევებს რაც ტექ. ინსპექტირების გავლის პროცესთან დაკავშირებით არსებობს.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/233; 14.12.2022) - განხილვა დაიწყება 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს განახორციელებენ. მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა მოძრაობასთან - „ჩემი ქალაქი მკლავს“ ერთად, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პირველ ეტაპზე კანონი ამოქმედდება 4 უმსხვილეს ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში; სანქციები შემდეგნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით; კანონპროექტის ამოქმედება 2023 წლის ივნისიდან იგეგმება. აღნიშნულ პერიოდამდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიძენს სპეციალურ, თანამედროვე გამზომ აპარატურასა და შესაბამის მოწყობილობებს, ასევე მოხდება სათანადო 20 პროგრამული უზრუნველყოფა და თანამშრომელთა გადამზადება, რათა გზებზე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი ეფექტიანად განხორციელდეს. 3.5 კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები  საქართველოს მოქალაქეების: გრიგოლ გაგნიძის, რატი გაგნიძის, ლელა ჯოხაძისა და სოფო სულთანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „შქმერისა და მრავალძალის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა რაჭაში, კერძოდ, ონის მუნიციპალიტეტში შქმერისა და მრავალძალის ეროვნული პარკის 5 ბუნების ძეგლისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის დაარსებას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პოზიციით, საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერა, წარმოდგენილი სახით მიზანშეწონილი არ იყო, რადგანაც მნიშვნელოვანია ჩატარდეს კვლევები, რათა შეფასდეს წარმოდგენილ ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობა, განისაზღვროს დაცული ტერიტორიის საზღვრები, კატეგორია და შემდგომი განვითარების პერსპექტივა. ამდენად, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას, თუმცა, გამოთქვა მზაობა საკითხზე ერთობლივი მუშაობის შესახებ, როგორც წინადადების ავტორების, ასევე დაინტერესებული პირების ჩართულობით. ამ მიზნით, შედგა სამუშაო შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარესთან მინერალური რესურსების სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საკანონმდებლო წინადადების ავტორების მონაწილეობით.  ადამიანის უფლებათა ცენტრის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ტყის კოდექსის მე- 13 მუხლში შესატანი ცვლილებების თაობაზე’’. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა ცვლილებას „საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-13 მუხლში, რომელიც განსაზღვრავს ტყის სტატუსის შეწყვეტის და ტყის სტატუსის დაბრუნების პროცედურას. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ მუხლში ცვლილებები განხორციელდა 2021 წელს ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, ინკლუზიურად, არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით განიხილა და მათი პოზიციების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები შეიტანა საკანონმდებლო პაკეტში, მათ შორის, მე-13 მუხლში. 2022 წელს, ზემოთ ხსენებულ საკითხთან და მთავრობის დადგენილება #496-თან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცებას“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გაიმართა საჯარო განხილვა, სადაც მონაწილეობდნენ 21 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის, საკანონმდებლო წინადადების ავტორებიც და მიღწეულ იქნა შეთანხმება დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, საკურორტო და რეკრეაციული მიზნებისთვის ტყის ამორიცხვის პრაქტიკის რევიზიის თაობაზე. აღნიშნულის შედეგად, გაანალიზდება არსებული სიტუაცია და საჭიროების შემთხვევაში, მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე შემდგომი მუშაობის აუცილებლობა მოიხსნა და წინადადება ცნობილ იქნა უარყოფილად.  საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უმეთვალყურეო და მიკედლებული ცხოველების ცხოველთა თავშესაფარში სავალდებულო გადაყვანის შესახებ’’ (№1-16648/21; 09.12.2021) საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა უმეთვალყურეო და მიკედლებულ ცხოველთა თავშესაფარში სავალდებულო გადაყვანის დარეგულირებას საკანონმდებლო დონეზე. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი შინაურ ბინადარ ცხოველთა მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების მიზნით, აქტიურად მუშაობს და უახლოეს პერიოდში გეგმავს ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც სისტემურად მოაწესრიგებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ცხოველთა დაცვის ხარისხს და უზრუნველყოფს მათ თანაცხოვრებას ადამიანებთან ერთად უსაფრთხო გარემოში. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, მათ შორის უპატრონო და მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანის, ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხებსაც. კომიტეტის პოზიციით, საკანონმდებლო წინადადების მიღება, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც განსაზღვრავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და კეთილდღეობის სამართლებრივ საფუძვლებს და ძირითად პრინციპებს, პრობლემას რომელსაც სისტემური გადაწყვეტა სჭირდება ფრაგმენტულად, მხოლოდ ნაწილობრივ მოაწესრიგებს. ამდენად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად იქნა ცნობილი.  საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,უსახლკარო ძაღლებისთვის სკვერებში პატარა სახლების აშენებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონის პროექტის შემუშავების შესახებ’’ (№1-15072/21; 22.11.2021) საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა კანონპროექტის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც მოხდება უსახლკარო ძაღლებისთვის სკვერებში პატარა სახლების აშენება, რაც კარგად აპრობირებული პრაქტიკაა თურქეთში. კომიტეტის პოზიციით, საკანონმდებლო წინადადების მიღება, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც განსაზღვრავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და კეთილდღეობის სამართლებრივ საფუძვლებს და ძირითად პრინციპებს, პრობლემას რომელსაც სისტემური გადაწყვეტა სჭირდება ფრაგმენტულად, მხოლოდ ნაწილობრივ მოაწესრიგებს. ამდენად, კომიტეტის 22 გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად იქნა ცნობილი.  საქართველოს მოქალაქის ზურაბ მუშკუდიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქვეყანაში ბრაკონიერული ფაქტების აღკვეთისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან დაკავშირებით’’ (№1-7226/22; 10.04.2022) ბრაკონიერული ფაქტების შემცირება-აღკვეთის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში შემოთავაზებულ იქნა სამი მიმართულება: - ბაზარზე თევზის წარმომავლობის დოკუმენტის შემოღება; კუსტარული ელექტროშოკური აპარატების დამზადება/ფლობა/რეალიზაციის აკრძალვა; - სახლართი ბადეების, ანკესზე მისაბმელი სახლართი ბადეების ქვეყანაში უკონტროლო შემოტანა/რეალიზაციის აკრძალვა; კომიტეტის გადაწყვეტილებით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით უარყოფილად იქნა ცნობილი, იმ დათქმით, რომ საკანონმდებლო წინადადებით წამოჭრილ საკითხებზე საკანონმდებლო წინადადების ავტორთან მუშაობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში გაგრძელდება, მათი შემდგომი დახვეწის მიზნით. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში სამინისტროსა და წინადადების ავტორებთან, აგრეთვე კომიტეტს შორის შედგა შესაბამისი კომუნიკაცია და კომიტეტი ჩართულია პროცესში.  საქართველოს მოქალაქეების ია სირანაშვილის და თამილა ლომიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცხოველთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით 2022 წლის 26 სექტემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. შინაურ ბინადარ ცხოველთა დაცვა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, კომიტეტი მიესალმება წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, თუმცა, ცხოველთა ომბუდსმენის შექმნა შესაბამისი საკანონმდებლო აქტის არსებობის გარეშე, რომელიც შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებს სისტემურად მოაწესრიგებს არ წარმოადგენს პრობლემის გადაწყვეტის ეფექტურ გზას. ამდენად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად იქნა მიჩნეული. 4. კომიტეტის მიერ განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობა 4.1 კლიმატის ცვლილების შესახებ საქართველოს კანონი კომიტეტმა 2022 წელს დაიწყო საქართველოს კლიმატის კანონის შემუშავება. ამ პროცესის ოფიციალური დასაწყისი 2022 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის გარემოს 23 დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა. კლიმატის ცვლილება დღესდღეობით თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოში წამყვანი ეკონომიკის მქონე განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებს და მათ გამოსავლის ძიებისა და პრობლემის მოგვარების გზებზე აფიქრებს. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, რომელიც 2017 წელს შეუერთდა პარიზის შეთანხმების მონაწილე 191 ქვეყანას. შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება შეამციროს სათბურის აირების ემისიები თითოეული სექტორისათვის. აღსანიშნავი და მისასალმებელია, საქართველოს მთავრობის მიერ კლიმატის ცვლილების კუთხით განხორციელებული ნაბიჯები. ამასთან, საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერება კლიმატის ცვლილების მიმართულებით გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივების დანერგვა, რომლებიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ ცვლილებებს და სწორედ მათ შორისაა კლიმატის ცვლილების ჩარჩო კანონის მიღება. ამ კანონის შემუშავება საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდება. საქართველოში უშუალოდ კლიმატის ცვლილების შესახებ კანონი არ არის მიღებული და ამ მიმართულებით რელევანტური ინფორმაცია ფრაგმენტირებულია სხვადასხვა სექტორულ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებში. კლიმატის კანონის მიღებით შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კლიმატის ცვლილების მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პარლამენტის როლს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ფორმირებასა და მის განხორციელებაზე ზედამხედველობაში. აღსანიშნავია, რომ პროცესი წარიმართება ღიად და საჯაროდ ყველა დაინტერესებული სუბიექტის მაქსიმალური მონაწილეობით. უშუალოდ კანონის პროექტის შემუშავებამდე კომიტეტი ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს მწვანე და თეთრ წიგნებს, რაც ერთგვარი გზამკვლევი იქნება, შემდგომში უკვე უშუალოდ კანონის პროექტზე მუშაობისას. მწვანე წიგნი გამოქვეყნდება 2023 წლის თებერვალში და ასევე პროაქტიულად გაიგზავნება კომიტეტისა და გარემოდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ბაზებში არსებულ სუბიექტებთან. ამავე წლის გაზაფხულზე ჩატარდება 3 საჯარო შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან - თბილისში, თელავსა და ქუთაისში. მიღებული კომენტარების და მოსაზრებების გაანალიზების შემდეგ შემუშავდება თეთრი წიგნი, რომელიც ასევე ფართოდ იქნება განხილული დაინტერესებულ პირებთან. საქართველოს კლიმატის კანონის შემუშავების პროცესი ხორციელდება საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო კოორდინაციით და წარიმართება ,,გარემოსდაცვითი დემოკრატიის, კლიმატის ცვლილების და დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD), გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) ფინანსური მხარდაჭერით. სამწლიანი 24 პროგრამა მიზნად ისახავს გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას საქართველოში. 4.2 შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტი კომიტეტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე, რომელმაც სისტემურად უნდა მოაწესრიგოს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ცხოველთა დაცვის ხარისხი და უზრუნველყოს მათი თანაცხოვრება ადამიანებთან ერთად უსაფრთხო გარემოში. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, მათ შორის უპატრონო და მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანის, ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხებსაც. კომიტეტის მიზანია, კანონი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით იყოს მიღებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კანონპროექტი შემუშავდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით. ამდენად, კანონის პროექტის სამუშაო ვერსია მიყვანილ იქნა ისეთ ეტაპამდე, რომ საჯაროდ გაზიარებისას ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცემოდა კანონპროექტის სამუშაო ვერსიით განსაზღვრულ მიდგომებზე მსჯელობის და დასაბუთებული მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამის შემდგომ კომიტეტმა: - 2022 წლის 25 ოქტომბერს გამართა შეხვედრა ცხოველთა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებთან. შეხვედრის მიზანი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის ფარგლებში კანონპროექტის მიზნების, ძირითადი პრინციპებისა და განსახორციელებელი სისტემური ცვლილებების შესახებ ინფორმაციის წარდგენა იყო; - 2022 წლის 26 ოქტომბერს საჯაროდ გამოაქვეყნა კანონის პროექტის სამუშაო ვერსია, საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსა და კომიტეტის ფეისბუქ გვერდზე, ამავდროულად კანონის პროექტის სამუშაო ვერსია გაიგზავნა დაინტერესებულ პირებთან და განისაზღვრა შესაბამისი ვადა მოსაზრებებისა და შენიშვნების წარმოსადგენად; - მოსაზრებები და შენიშვნები მიღებულ იქნა 30 დაინტერესებული სუბიექტისგან, მათ შორის, ცხოველთა მოყვარულების, მიმკედლებლების, ვეტერინარების, კინოლოგების, ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისგან; - 2022 წლის 16 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შენიშვნების ავტორებთან უკუკავშირის მიზნით, გაიმართა 7 შეხვედრა, რომელთა ფარგლებშიც პასუხები გაეცა შენიშვნების ავტორთა შეკითხვებს, ასევე გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებსაც კომიტეტი მხედველობაში მიიღებს და გააგრძელებს მათზე მუშაობას; - კომიტეტის გადაწყვეტილებით ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ’’ საქართველოს კანონპროექტის შემუშავების მიზნით კომიტეტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები 25 (ვეტერინარული კლინიკებისთვის, კინოლოგებისთვის/ფელინოლოგებისთვის, საშენებისთვის, ბაზრობებისთვის, რეალიზატორებისთვის, მიმკედლებლებისთვის და ცხოველთა უფლებებით დაინტერესბული პირებისთვის ცალ-ცალკე); - 2023 წლის თებერვალში დაიწყება ზემოაღნიშნული სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტების პროცესი, რომლის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება საჯაროდ და 2023 წლის მარტიდან; - კომიტეტი სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტებამდე აქტიურად განაგრძობს მუშაობას სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან კანონის პროექტით განსაზღვრულ საკითხებზე; აღსანიშნავია, რომ შინაური ბინადარი ცხოველების კანონის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ გაერთიანებულნი შექმნილია არიან არაფორმალური დაინტერესებული სამუშაო დეპუტატები, ჯგუფი, როგორც რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციიდან. კანონის მიღება მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI). 4.3 წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (07-2/86; 15.11.2021 წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს და კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სრულიად ცვლის წყლის რესურსების მართვის პრინციპებს. ევროკავშირთან არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე საქართველო უნდა გადავიდეს წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე, რომლის ძირითადი პრინციპები, სისტემა და სტანდარტები ჩამოყალიბებულია ახალ საკანონმდებლო პაკეტში. კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება წყლის რესურსების მართვის ერთიანი, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული, „წყლის ჩარჩო დირექტივის“ და წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი სხვა ევროდირექტივების შესაბამისი, თანამედროვე სისტემა. შედეგად: მოხდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი/ინსტიტუციური საფუძვლები და დაინერგება წყლის რესურსების მართვის ახალი სისტემა - მდინარეთა სააუზო მართვა; წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის დაგეგმვა/განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების მონაწილეობა; ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე დაინერგება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე მიდგომები; შეიქმნება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების სისტემა. 26 კანონპროექტის ქვაკუთხედია მდინარეთა აუზების მართვის გეგმები და შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სააუზო მართვის საკონსულტაციო–საკოორდინაციო საბჭოებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს „ბუნებათსარგებლობა ფასიანია“ პრინციპის დანერგვას და აწესებს მოსაკრებელს წყლის რესურსებით სარგებლობაზე. კანონპროექტით დაცულია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უფლება წყლის რესურსების მართვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ზემოთქმულიდან გამომდინარე კომიტეტს ჰქონდა მთელი რიგი შენიშვნებისა და კითხვებისა, როგორც კანონპროექტის სამართლებრივი ასპექტების, ასევე მისი განხორციელების შესაძლებლობების მიმართ. 2022 წლის მანძილზე კომიტეტმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ჩაატარა მთელი რიგი სამუშაო შეხვედრებისა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის: ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებთან. შეხვედრებზე განხილულ და გაანალიზებულ იქნა ყველა ის საკითხი, რომლებიც წარმოადგენდნენ როგორც კომიტეტის, ასევე შეხვედრებში მონაწილე სხვა მხარეების ინტერესის სფეროს. კომიტეტი ასევე აქტიურად მონაწილეობს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში, ვინაიდან სწორედ ეს ნორმატიული აქტები განაპირობებენ კანონის ეფექტიან აღსრულებას. ამჟამად შემუშავებულია 3 სააუზო მართვის გეგმა და პრაქტიკულად დასრულებულია მუშაობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების პროექტზე „სააუზო მართვის საკონსულტაციო–საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“. კომიტეტს მიღებული აქვს ყველა სავალდებულო დასკვნა შესაბამისი კომიტეტებიდან და 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე აქტიურად დაიწყება კომიტეტში საკანონმედბლო პაკეტის განხილვა. 5. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა 5.1 ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი კომიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას კანონშემოქმედებით საქმიანობასთან ერთად საზედამხედველო საქმიანობა წარმოადგენს. კომიტეტი ზედამხედველობას უწევს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ამ პროცესში კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს სექტორთან და საზოგადოებასთან. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა: 27  28 თებერვლის სხდომაზე მოისმინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ საქმიანობის ანგარიში;  19 აპრილის სხდომაზე მოისმინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ქ. რუსთავის საწარმოების მიერ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის 2021 წლის 1 ივნისს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების მონიტორინგის შედეგები;  2 მაისის სხდომაზე მოისმინა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი - დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში;  19 სექტემბრის სხდომაზე მოისმინა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ანგარიში მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ბორჯომის ხეობაში არსებულ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით;  26 სექტემბრის სხდომაზე მოისმინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხსენება ქიმიური ნივთიერების მართვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ;  31 ოქტომბრის სხდომაზე მოისმინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „მინერალური რესურსების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში’’  31 ოქტომბრის სხდომაზე მოისმინა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში’’;  11 ნოემბრის სხდომაზე თემაზე „სამედიცინო ნარჩენების მართვა და არსებული გამოწვევები“ მოისმინა როგორც ამ სფეროში მოღვაწე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა, ასევე ამ სფეროში მოქმედი ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებები;  12 დეკემბრის სხდომაზე მოიმინა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2023 წელს დაგეგმილი აქტივობების შესახებ;  23 დეკემბერის სხდომაზე მოისმინა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში;  23 დეკემბერის სხდომაზე მოისმინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივების შესახებ;  ჩაატარა 5 სხდომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის მიზნით. 28 5.2 კომიტეტის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებაზე ზედამხედველობა კომიტეტი, საზედამხედველო გამგებლობისათვის უფლებამოსილებათა მიკუთვნებულ სფეროში ფარგლებში, პარლამენტის ამოწმებს ნორმატიული მისი აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას. ამდენად, კომიტეტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, მუდმივად გამოითხოვს ინფორმაციას გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების კანონით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ყოველ 3 თვეში ერთხელ, ინფორმაციას დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ აწვდის საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. 5.3 თემატური მოკვლევა  2022 წლის 20 ივნისის სხდომაზე, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ თემაზე: „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დეკარბონიზაციასთან დაკავშირებით საკითხის წამოწევა პირველად განხორციელდა სწორედ აღნიშნული თემატური მოკვლევის ფარგლებში და გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელთა გადაჭრისთვის აუცილებელია, როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, ასევე ეფექტიანი აღსრულების მექანიზმების შემუშავება. მოკვლევას ერთობლივად ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით. აღნიშნული მოკვლევა მიზნად ისახავს საქართველოში დეკარბონიზაციის პოლიტიკის მიზნების მიღწევისთვის არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე. მოკვლევის ჯგუფი შედგება, როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლებისგან. თემატური მოკვლევის ფარგლებში კონკრეტულ ფაქტებზე, კვლევებსა და მიგნებებზე დაფუძნებული მოსაზრებები წარმოადგინეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, კერძო სექტორმა, დარგის ექსპერტებმა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა. წარმოდგენილ იქნა 5 დასაბუთებული მოსაზრება. აგრეთვე, მოკვლევის პროცესში ჩართულები იყვნენ სახელმწიფო უწყებები, რომელთა პოზიციები ასევე წარმოდგენილ იქნა კომიტეტის წინაშე. თემატური მოკვლევის ფარგლებში 2022 წლის 11 ნოემბერს კომიტეტებმა მოიწვიეს დაინტერესებული მხარეები და შედგა მათი მოსაზრებების ზეპირი 29 მოსმენა. 2022 წლის 20 დეკემბერს კი გაიმართა სახელმწიფო უწყებების, კერძოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა ზეპირი მოსმენა. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თემატური მოკვლევის ანგარიშისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად, რომელიც შემდგომში გაეგზავნება შესაბამის უწყებებს.  2021 წელს კომიტეტმა ჩაატარა თემატური მოკვლევა „საქართველოში ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა“, რომლის შედეგად შემუშავდა და 2022 წლის 19 აპრილის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა რეკომენდაციები და დაეგზავნა შესაბამის სტრუქტურებს. პირველი რეკომენდაციის მიხედვით, კომიტეტს დაევალა ცვლილებების მომზადება ნარჩენების მართვის კოდექსში, რომელიც დააზუსტებდა ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხებს, მათ შორის ცენტრალური და ადგილობრივი სახელწიფო უწყებების უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2022 წელს კომიტეტმა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა ცვლილებებზე ნარჩენების მართვის კოდექსში. 2022 წლის 21 ნოემბერს გაიმართა საერთაშორისო და ქართველი ექსპერტებისა და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის პირველი შეხვედრა, რომელზეც განისაზღვრა სამუშაო ჩარჩო; 2022 წლის 9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა თემატური მოკვლევის ,,ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია და საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესის გახსნითი ღონისძიება; 2022 წლის 21 დეკემბერს შედგა შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის აპარატის წევრებისა და ქართველი ექსპერტებისა მონაწილეობით, რომელზეც განხილულ იქნა ჩასატარებული სამუშაოს ცალკეული დეტალები. ამჟამად მიმდინარეობს საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება, რომელიც შესაბამის ცვლილებებს მოიცავს არა მხოლოდ ნარჩენების მართვის კოდექსში, არამედ სხვა საკანონმდებლო აქტებში. ასევე, თემატური მოკვლევის რეკომენდაციების შედეგად: - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების გეგმაში ცალკე მიზნად გამოყო ინერტული ნარჩენების მართვის თემა. 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილია ნარჩენების მართვის განახლებული სტრატეგიისა და გეგმის შესახებ საკომიტეტო მოსმენის ჩატარება. - მუნიციპალიტეტებმა აიღეს ვალდებულება ნარჩენების მართვის გეგმებში შეიტანონ ინერტული ნარჩენების მართვის საკითხები. 30 კომიტეტი გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლს მუდმივ რეჟიმში განახორციელებს.  2022 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე კომიტეტმა WFD-ის მხარდაჭერით დაიწყო თემატური მოკვლევა - „დაბალემისიიანი მობილობის გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“. თემატური მოკვლევის ჯგუფში შედიან, როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები. თემატური მოკვლევა მიზნად ისახავს საქართველოში დაბალემისიიანი, მდგრადი მობილობის პოლიტიკის მიზნების მიღწევისთვის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე არსებული გამოწვევების გამოვლენითა და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირებით კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ამჟამად მიმდინარეობს დასაბუთებული მოსაზრებების მიღება დაინტერესებული მხარეებისგან. აგრეთვე, შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საჯარო უწყებებისგან.  2022 წლის 26 სექტემბრის ერთობლივ სხდომაზე გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და განათლების და მეცნიერების კომიტეტებმა დაიწყეს თემატური მოკვლევა ,,ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით”. მოკვლევის მიზანია აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება და აღნიშნული დეფიციტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. მოკვლევის ფარგლებში „დეფიციტურად“ განისაზღვრება პროფესია/სამუშაო პოზიცია, რომელზეც მოთხოვნა დამსაქმებლის (კერძო თუ საჯარო უწყებების) მხრიდან აჭარბებს მიწოდებას, რის შედეგადაც ისინი ვერ ახერხებენ შესაბამის ვაკანსიებზე მოიძიონ საჭირო კვალიფიკაციის მქონე კადრები. მოკვლევის ფარგლებში შემოსული დასაბუთებული მოსაზრებების ანალიზის შემდეგ 2023 წლის 18 იანვარს გაიმართა საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსმენა. 6. საზოგადოებასთან და საჯარო უწყებებთან ურთიერთობა, კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფები და შეხვედრები, ვიზიტები 6.1 საზოგადოებასთან ურთიერთობა საზოგადოებასთან ურთიერთობა კომიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ასევე განმტკიცებულია კომიტეტის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმით. კომიტეტი, საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ახორციელებს მედიასთან თანამშრომლობით, ასევე შესაბამისი ინფორმაციის პროაქტიულად განთავსებით, როგორც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, ასევე თავმჯდომარის ოფიციალურ Facebook გვერდებზე. კომიტეტისა და კომიტეტის 6.2 კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფები და შეხვედრები 31 კომიტეტში ფუნქციონირებს 4 სამუშაო ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაში წარმოდგენილი არიან შესაბამისი სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები. ეს ჯგუფებია:  „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი’’, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების გამკაცრების, ვიზუალური გამონაბოლქვის რეგულირებისა და საზოგადოებრივი ეკო-ტრანსპორტის საკითხებზე მუშაობს. სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზნებია - გარემოსდაცვითი პოლიტიკის მაქსიმალურად გაძლიერება, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ქალაქებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან, ჯანსაღი გარემოს შექმნასა და გადაადგილების გაუმჯობესებასთან. აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა 2021 წელს სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართული რამდენიმე შეხვედრის საფუძველზე შემუშავებული საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’, რომელიც ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების განმეორებითი დარღვევისთვის ჯარიმას ადგენს და რომელზეც საუბარი წინამდებარე ანგარიშის ზედა თავებში იყო, 2022 წლის 9 ივნისს გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა სამუშაო ჯგუფს შესაბამისი შენიშვნებისა და კომენტარების მისაღებად. ზემოაღნიშნულის საფუძველზე კი 2022 წლის 21 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში დაინიციირდა შესაბამისი კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო პირველი მოსმენით. ამასთან, საგულისხმოა, რომ სწორედ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იქნა მოთხოვნილი ვიზუალური გამონაბოლქვის გზებზე კონტროლის მექანიზმების შემოღება და სანქციების გამკაცრება, რის თაობაზეც შესაბამისი რეკომენდაცია გაიგზავნა პასუხისმგებელ უწყებებში და მისასალმებელია, რომ 25 000 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივისა და საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ინტეგრირების შედეგად, პარლამენტში წარმოდგენილია და 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე განხილული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის შესახებ (ინიციატივა დეტალურად განხილულია წინამდებარე ანგარიშში. გვ. 20).  „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფი“ - მუშაობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში მიმდინარე რეფორმების გატარებისა და ახალი რეგულაციების დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებზე და აგრეთვე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ბიზნეს სექტორის მიერ გამოკვეთილ სხვა მნიშვნელოვან თემებზე. უკანასკნელ წლებში გარემოსდაცვით სფეროში მიღებული საკანონმდებლო აქტები, მათ შორის „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დამატებით ვალდებულებებს აწესებს ბიზნეს სექტორის მიმართ. აღნიშნულ ჭრილში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით ახალი ვალდებულებების შემუშავების ადრეულ ეტაპზე. კომიტეტისთვის პრიორიტეტულია ამ პროცესის ხელშეწყობა, რაზეც მეტყველებს ზემოაღნიშნული სამუშაო ჯგუფის შექმნა, ბიზნეს ასოციაციის წევრების დასწრება კომიტეტის სხდომებზე და მათი ჩართვა კომიტეტის აქტივობებში. 32 2022 წელს, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, 5 აპრილს ჩატარდა შეხვედრა წყლის რესურსების მართვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომელზეც იმსჯელეს წყლის რესურსების მართვის სფეროში ბიზნეს სექტორისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.  „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ ახორციელებს გარემოსდაცვით მონიტორინგს სს „RMG Copper“-ის და შპს „RMG Gold“-ის საქმიანობაზე, მათ შორის, საწარმოო ტერიტორიების დათვალიერების გზით, და საჭიროების შემთხვევაში გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. აღნიშნული ჯგუფის საქმიანობის შედეგად, რომელიც IX მოწვევის პარლამენტში შეიქმნა, დღეს ქვემო ქართლში საწარმოო ციკლი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. 2022 წელს კომიტეტმა სამუშაო ჯგუფთან ერთად გამართა 3 შეხვედრა, რომელთაგან ერთი მოიცავდა გასვლით ვიზიტს კომპანია RMG-ის საწარმოო ტერიტორიაზე. კერძოდ: - 4 მარტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მოისმინეს ინფორმაცია კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, RMG აქამდე იყენებს ძველი ტექნოლოგიით აშენებულ კუდსაცავს, რომელიც თავისი მაქსიმალური ტევადობის ზღვარზეა. ახალი კუდსაცავის მოწყობის პროექტზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო და 6 წელია მიმდინარეობს. შედეგად, მომზადდა ახალი კუდსაცავის დეტალური პროექტი, რომელიც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების სტანდარტების უმკაცრეს მოთხოვნებს, რომლის მთლიანი სასიცოცხლო ციკლი 34-40 წელზეა გათვლილი. ახალი კუდსაცავის მოწყობის პარალელურად, განხორციელდება არსებული კუდსაცავის კონსერვაციისა და რეკულტივაციის სამუშაოები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს წარმომადგენლები; - 22 ინვისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან და კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი“ სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში კომპანია RMG–ის საწარმოო ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. გარემოსდაცვითი მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა კომპანია RMG-ის მიერ დამონტაჟებული სამი ახალი გამწმენდი ნაგებობა, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება მძიმე მეტალებით დაბინძურებული წყლის გაწმენდა. კერძოდ, დაათვალიერეს RMG Gold-ის საწარმოო ტერიტორიის მიმდებარე ტეროტორიაზე, მეორე და მეოთხე სანაყაროებთან განთავსებული გამწმენდი დანადგარები, რომლის ფუნქციონირების შედეგადაც გაწმენდილი წყალი მდინარე ფოლადაურში და კაზრეთულაში ჩაედინება; - 17 ნოემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია „მუშევანის პროექტის“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრაზე კომპანია „RMG Copper”-ის მიერ მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს ფართობზე ღია კარიერული წესით ბურღვა-აფეთქების მეთოდით სამუშაოების წარმოების პროცესში არსებულ 33 გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე, პროექტში ჩართული მხარეების, მათ შორის ადგილობრივი მაცხოვრებლების და არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებები და პოზიციები მოისმინეს.  „სატყეო რეფორმის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ - მუშაობს სატყეო რეფორმის, ტყის ეკოსერვისების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ტყის კოდექსის კანონქვემდებარე აქტების აღსრულების საკითხებზე 2022 წელს კომიტეტის სამუშაო ჯგუფი მონაწილობდა 4 შეხვედრაში, კერძოდ 18 ივლისს, 26-27 სექტემბერს, 26 ოქტომბერს და 9 დეკემბერს გაიმართა შეხვედრები „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის #496 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. შედეგად, ცვლილებები შევიდა საქართველოს ტყის კოდექსში და საქართველოს მთავრობის #496 დადგენილებაში, რომლებიც კიდევ უფრო ართულებს ტყის სტატუსის შეწყვეტის პროცედურას და ხელს უწყობენ ტყის დაცვას. 6.3 სხვა შეხვედრები, ვიზიტები და ურთიერთობა საჯარო უწყებებთან  27 იანვარი - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულებათა მონიტორინგის ფარგლებში, ვიზიტი რუსთავში კომპანია „რუსელოისის“ ფეროშენადნობთა საწარმოში. ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე;  3 თებერვალი - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულებათა მონიტორინგის ფარგლებში, ვიზიტი ქალაქ რუსთავში საწარმო „ჯეოსტილში’’. ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები;  9 მარტი - სამუშაო შეხვედრა „შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ“ ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ანდრია სამსახურის წარმომადგენლებთან;  ბასილაიასთან, ცხოველთა მონიტორინგის 10-12 მარტი - კომიტეტმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, გასვლითი შეხვედრა გამართა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის განხილვის მიზნით;  16 მარტი - შეხვედრა მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალ ხელმძღვანელ - ანდრო ასლანიშვილთან და მის მოადგილე - ნანა ზამთარაძესთან.შეხვედრაზე განიხილეს 34 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით წამოწყებული წიაღის მიმდინარე რეფორმა;  21 მარტი - კომიტეტმა მოისმინა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისაქართველოს“ პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში მომზადებული 2019-2020 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის ანგარიში;  23 მარტი - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულებათა მონიტორინგის ფარგლებში, ვიზიტი რუსთავში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ ქიმიურ საწარმოში, რუსთავის აზოტში. ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო წარმომადგენლებთან ერთად;  თანდილაშვილი ბიზნეს ასოციაციის 19 აპრილი - გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა პარლამენტის წევრებთან, რომლეზეც განიხილეს წყლის რესურსების მართვის რეფორმის პოლიტიკური დოკუმენტი;  3 მაისი - შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან. შეხვედრაზე ისაუბრეს სამინისტროსა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ კანონპროექტებზე, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს. კერძოდ ისაუბრეს ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების და სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონის, ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ კანონპროექტის განხილვის ვადებისა და მდგომარეობის შესახებ.  13 მაისი - სამუშაო შეხვედრა „შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ“ ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ანდრია სამსახურის წარმომადგენლებთან;  ბასილაიასთან, ცხოველთა მონიტორინგის 12 ივლისი - შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ სარჯველაძესთან ერთად საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან;  3 ოქტომბერი - საქართველოს კლიმატის კანონის შემუშავების პროცესის დაწყების ოფიციალური ღონისძიება. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ; 35  7 ოქტომბერი - ონლაინ შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელ, რემი პელონთან და სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროს, ანდრო ასლანიშვილთან, რომელზეც იმსჯელეს წიაღის სექტორში არსებული გამოწვევების და სამომავლო რეფორმების შესახებ;  11 ოქტომბერი - კომიტეტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენის შემდეგ, გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, რომელზეც საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით დარგისთვის გათვალისწინებულ ასიგნებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მოისმინეს უწყებების წარმომადგენელთა მოსაზრებები სხვადასხვა პრიორიტეტული პროექტებისა და აქტივობების დაფინანსების თაობაზე, რაც აისახა კომიტეტის დასკვნაში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში შესაბამისი ასიგენებების გამოყოფის მიზნით.  25 ოქტომბერი - საქართველოში ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ დიალოგი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის სესიაზე საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და რეგულირების რეფორმაზე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტში საჯარო შესყიდვების სამართლებრივ დებულებებზე, ეკოეტიკეტირების თაობაზე იმსჯელეს;  25 ოქტომბერი - თემატური მოკვლევის ,,საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობებისა და გამოწვევები’’ სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიციები და დაგეგმეს მოკვლევის შემდგომი ნაბიჯები;  25 ოქტომბერი - სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც კომიტეტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის მიზნების, ძირითადი პრინციპებისა და განსახორციელებელი სისტემური ცვლილებების თაობაზე პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სახელმწიფო უწყებათა, ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები;  8 ნოემბერი - შეხვედრაზე შედგა დისკუსია წყლის რესურსების მართვის კანონპროექტის განხორციელების მხარდამჭერი ღონისძიებების თაობაზე;  11 ნოემბერი - შესაძლებლობების თემატური და მოკვლევის გამოწვევები’’ ,,საქართველოში ფარგლებში შემოსული დეკარბონიზაციის დასაბუთებული მოსაზრებების ავტორების მოსმენა;  15 ნოემბერი - საჯარო კერძო დიალოგის ფარგლებში, პოლიტიკის დოკუმენტის ,,მყარი ნარჩენების მართვის სექტორი საქართველოში: გამოწვევები და რეკომენდაციები’’ პრეზენტაცია. შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის ჩართულობით შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, სადაც წინასწარი კვლევის შედეგად გაანალიზებული 36 მყარი ნარჩენების მართვის სექტორის წინაშე მდგარი პრიორიტეტული გამოწვევებია ასახული;  21 ნოემბერი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ხატია წილოსანის შეხვედრა სამედიცინო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამედიცინო ნარჩენების შემგროვებელ და ტრანსპორტიორ კომპანიებთან;  22 ნოემბერი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებული შეხვედრა, რომელზეც ქიმიური ნივთიერებების კოდექსის პროექტის წარადგინეს;  9 დეკემბერი - თემატური მოკვლევის ,,ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა“ ანგარიშისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის რეკომენდაციების პრეზენტაცია;  16 დეკემბერი - საქართველოში გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და ადგილობრივ დონეზე კლიმატის მმართველობის ხელშეწყობის ეროვნული კონფერენცია, რომელზეც შეიქმნა პრაქტიკოსთა პლატფორმა და წარდგენილი იყო შესაბამისი კონცეფცია. კონფერენციაზე გაიმართა დისკუსია და შედგა შეთანხმება, რაც ადგილობრივი ხელისუფლების გარემოსდაცვითი დემოკრატიისა გაერთიანებას უზრუნველყოფს;  და კლიმატის მართვის საკითხების გარშემო 19 დეკემბერი - შეხვედრა მოსწავლეებთან, რომლებიც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის’’ ფარგლებში არსებული კლუბების წევრები არიან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო და საზედამხედველო ორგანოს როლს გარემოს დაცვის პროცესში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები;  20 დეკემბერი - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში, კომიტეტის შეხვედრა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაწილეობით. შეხვედრაზე წარმოდენილი იყო კონცეფცია წყლის რესურსების სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის შესახებ;  20 დეკემბერი - გაიმართა თემატური მოკვლევის „საქართველოში დეკარბონიზაციის გამოწვევები და შესაძლებლობები’’ ფარგლებში საჯარო უწყებების მოსმენა;  21 დეკემბერი - შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან. შეხვედრაზე გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მართვის სისტემაზე. საუბარი ასევე შეეხო შეფუთვის ნარჩენების საკითხს;  22 დეკემბერი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებული შეხვედრა საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის პროექტის განხილვის მიზნით; 37  26 დეკემბერი - ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეებისთვის განკუთვნილი ტრენინგი: გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ისაუბრა ორჰუსის კონვენციის, როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მნიშვნელობაზე, ორჰუსის კონვენციის სამი ძირითადი საყრდენის განხილვის ჭრილში, რომლებიცაა: ინფორმაციის თავისუფლება, საზოგადოების მონაწილეობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა;  18 იანვარი 2023 - თემატური მოკვლევის „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსმენა. 7. საერთაშორისო თანამშრომლობა კომიტეტისთვის საერთაშორისო პრიორიტეტულია, რამდენადაც რეფორმების მხარდაჭერის პარტნიორებთან მათი როლი მიმართულებით. მჭიდრო უმნიშვნელოვანესია კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობა გარემოსაცვითი თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან (ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI. კომიტეტსა და დონორ ორგანიზაციებს შორის საანგარიშო პერიოდში შემდგარი შეთანხმების შედეგად კომიტეტმა: - დაიწყო საქართველოს კლიმატის კანონზე მუშაობა (გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით. განმახორციელებელი - WFD); - დაიწყო თემატური მოკვლევები: „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ და ,,მდგრადი მობილობის გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში’’ (გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით. განმახორციელებელი - WFD); - 2021 წელს ჩატარებული თემატური მოკვლევის ,,ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა’’ ფარგლებში გაცემული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, დაიწყო საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება, რომელიც შესაბამის ცვლილებებს მოიცავს ნარჩენების მართვის კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში (შვედეთის მთავრობისა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით); - საჯარო კერძო დიალოგის (PPD) ფარგლებში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით არაერთი შეხვედრა გამართა დაინტერესებულ პირებთან წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის მიზნით. ამასთან, შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი, კონცეფცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიცაა სააუზო მართვის სისტემა. აღსანიშნავია, რომ USAID-თან თანამშრომლობა ამ მიმართულებით 2023 წელსაც გაგრძელდება და უკვე დაგეგმილია მთელი რიგი 38 აქტივობები, რომლებიც მნიშვნელოვანია კანონის მიღებისა და ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის; - შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე შემუშვების პარალელურად, აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) კანონის დროულად მიღებისა და ეფექტიანი იმპლემენტაციის უზრუნველყოფისთვის. 7.1 ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ევროპარლამენტარ ბრონის როპესთან ერთად წარმოადგენს ევრონესტის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის ანგარიშის თანაავტორს. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის სახელწოდება და შინაარსი 2022 წელს განვითარებული მოვლენების გამო შეიცვალა და შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ,,მწვანე ენერგიაზე გადასვლა, როგორც პასუხი აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფარგლებში არსებული ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევებზე რუსეთის აგრესიული ომისა და ოკუპაციის კონტექსტში’’. განახლებულ ანგარიშში კიდევ უფრო მეტად არის გამახვილებული ყურადღება ევროპაში არსებულ გამოწვევებზე, ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და ამ კონტექსტში მწვანე ენერგიაზე გადასვლისა და სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოს მნიშვნელობაზე. ანგარიშს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტი 2023 წლის თებერვალში დაგეგმილი კომიტეტის სხდომაზე განიხილავს. 7.2 კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  20 იანვარი - შეხვედრა ლორდთა პალატის P4P (Peers for the Planet) ჯგუფის თანათავმჯდომარე ბრაიონი უორტინგტონთან, რომელიც გაერთიანებული სამეფოს კლიმატის ცვლილების კანონის თანაავტორი იყო და მას 20-წლიანი გამოცდილება აქვს კლიმატის, ენერგიისა და ველური ბუნების დაცვის მიმართულებით. შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოსთვის კლიმატის კანონის მნიშვნელობა, ასევე ისაუბრეს კანონის შემუშავების პროცესზე, სამომავლო პერსპექტივებსა და საქართველოს პარლამენტის როლზე კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით;  18 იანვარი - დისტანციური შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ტყის ხანძრებთან და მათ მართვასთან დაკავშირებული საკითხები, ამ პროცესში პარლამენტის, როგორც საზედამხედველო ორგანოს როლი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები;  16 იანვარი - კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძისა და კომიტეტის პირველი მოადგილის, ხატია წილოსანის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის" ფარგლებში მიმდინარე განახლებადი ენერგიის 39 საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეის მე-13 სხდომის საპარლამენტო ფორუმზე დასწრების მიზნით. კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მწვანე ენერგიის მნიშვნელობაზე, კლიმატის ცვლილებაზე და მასთან დაკავშირებულ გლობალურ პრობლემებზე, ასევე, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები გააცნო, მათ შორის, ისაუბრა ახალი კლიმატის კანონის შემუშავებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს გახდეს ერთ-ერთი ლიდერი იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც ეს კანონი არის მიღებული.  14 დეკემბერი - შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორ ალან გილამსთან, რომელზეც ისაუბრეს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე, რომელზეც კომიტეტი ინკლუზიურად, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით მუშაობს;  14 დეკემბერი - შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელ ნატა ბერუაშვილთან და მის მოადგილეს ნინო ჩოხელთან. შეხვედრაზე იმსჯელეს წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონპროექტზე და მისი აღსრულების გზებზე. ასევე, განიხილეს მიმდინარე გარემოსდაცვითი საკითხები;  13 დეკემბერი - კომტიეტის ევროპარლამენტარ, ენერგეტიკული ბრონის თავმჯდომარის როპესთან უსაფრთხოების მაია ბითაძის ევრონესტის კომიტეტისთვის ონლაინ შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის წარსადგენი ანგარიშის შესახებ. ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის ანგარიშის თანაავტორები საქართველოს მხრიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე, ხოლო ევროპარლამენტის მხრიდან - ბრონის როპე არიან. შეხვედრაზე მხარეები, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ანგარიშის სახელწოდებისა და შინაარსის განახლებისა და დაზუსტების შესახებ შეთანხმდნენ. ანგარიშის სახელწოდება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „მწვანე ენერგიაზე გადასვლა, როგორც პასუხი აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფარგლებში არსებული ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევებზე რუსეთის აგრესიული ომისა და ოკუპაციის კონტექსტში,’’.  12 დეკემბერი - შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერთან. შეხვედრაზე ისაუბრეს კომიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც ეხება ნარჩენების მართვას, სატყეო მეურნეობას, დაცული ტერიტორიების განვითარებას და ქალაქებში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას;  8 დეკემბერი - კომიტეტის თავმჯდომარე მწვანე საპარლამენტო ჯგუფების სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დამოუკიდებლობისა და მონაწილეობდა ვენაში ენერგოუსაფრთხოების გამართულ პლენუმ ენერგეტიკული შეხვედრაში. მხარეებმა, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს. სესიაზე განიხილეს უფრო ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და მდგრადი ენერგიის უზრუნველსაყოფად ერთობლივი ქმედებები; 40  11 ნოემბერი - კომიტეტის თავმჯდომარე მონაწილეობდა GRF-ის პროექტის საბჭოს ყოველწლიურ ონლაინ შეხვედრაში. 2022 წელს შვედეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წელი შესრულდა. შეხვედრაზე აღინიშნა ის პროექტები, რომლებიც მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის საშუალებით განხორციელდა პარლამენტის და უშუალოდ კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების თვალსაზრისით;  9 ნოემბერი - სამუშაო ვიზიტი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, რომელიც პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაიგეგმა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ავსტრიის სოფლის მეურნეობის ტყის, რეგიონებისა და წყლის მართვის ფედერალური მინისტრის მოადგილე მარია პატეკთან. მხარეებმა ავსტრიის ფედერალური ტყეების ბიზნესმოდელზე, კატასტროფების რისკების ინტეგრირებულ მართვასა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრები ავსტრიის ბუნებრივი რესურსებისა და ცოცხალი სამყაროს მეცნიერებათა უნივერსიტეტის (BOKU), ტყის კვლევების ფედერალური ცენტრის (BFW), ბუნებრივი საფრთხეების ინსტიტუტის და კარავანკენის გეოლოგიური პარკის წარმომადგენლებს შეხვდნენ;  11 ოქტომბერი - შეხვედრა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, ედიტე მედნესთან. შეხვედრაზე ისაუბრეს კომიტეტის სამოქმედო გეგმასა და ძირითად პრიორიტეტებზე, ასევე, განხილულ იქნა ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ, ეფექტიანი გარემოსდაცვითი მმართველობის და შემუშავებული კანონმდებლობის თვალსაზრისით მივაღწია. ასევე განხილულ იქნა პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები, განსაკუთრებით ტყის რესურსების მდგრადი მართვის და სეპარაციის საკითხებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს როგორც გამოცდილების გაზიარებას, ასევე ორივე მხარის ჩართულობას საკანონმდებლო ცვლილებების მეტად ეფექტური აღსრულების მიზნით. ედიტე მედნე საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ პროგრესს მიესალმა და ამ პროცესებში ლატვიის მხრიდან მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოხატა;  3 ოქტომბერი - შეხვედრა ვესტმინსტერის ფონდის (WFD) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, რიჩარდ გრეჰემთან, რომელზეც მხარეებმა, კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავების პროცესზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს;  22 სექტემბერი - შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან - რემი პელონთან, ნარინე თადევოსიანთან და აბდულაზიზ ფაღისთან. შეხვედრაზე განიხილეს წიაღის სექტორში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები და ის რეფორმები, რომლებიც მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფრო ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ბუნებრივ და სოციალურ – ეკონომიკურ გარემოზე სამთო–მოპოვებითი მრეწველობის ზეგავლენას და მისი პასუხისმგებლიანი ფუნქციონირების პერსპექტივებს;  22 სექტემბერი - კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო საქართველოევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომაში. სხდომაზე 41 განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა;  17 ივნისი - შეხვედრა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრის სახელმწიფო მდივან, ჯენი ოლსონთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ. მადლიერებით აღინიშნა შვედეთის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული, ინსტიტუციური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ასევე, აღინიშნა შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დიდი წვლილი გარემოსდაცვითი საკითხების აქტუალიზაციაში საქართველოში და და მხარდაჭერა ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ნარჩენების მართვის სფეროში;  17 ივნისი - შეხვედრა შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე, ანდრეას ნორლენთან. შეხვედრაზე მიმოიხილიეს საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე;  15 ივნისი - შეხვედრა ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სანნა მარინთან, რომელიზეც განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის თემა;  15 ივნისი - შეხვედრა ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის დიდი კომიტეტის თავმჯდომარეს, სატუ ჰასის და კომიტეტის წევრებთან. შეხვედრაზე განიხილეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები და ხაზგასმით აღნიშნეს კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობა;  13 ივნისი - შეხვედრა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჰენრიკ თუნთან; შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებულ ნაყოფიერ ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე საქართველოს პროგრესზე ნატოში ინტეგრაციის გზაზე;  31 მაისი - შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრთან, ლორდ რობინთან. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო კომიტეტის მიმდინარე საქმიანობას, საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებას, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებს. განიხილეს კომიტეტის სამუშაო გეგმა, მათ შორის, აქცენტები გაკეთდა კლიმატის ცვლილებაზე, ენერგოეფექტურობაზე, ბიომრავალფეროვნების დაცვაზე და „მწვანე ეკონომიკაზე“. საუბარი შეეხო აგრეთვე იმ კანონპროექტებს, რომლებიც ამ ეტაპზე განიხილება კომიტეტში;  23 მაისი - შეხვედრა COP26-ის (ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენცია) ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, თურქეთსა და ირანში რეგიონულ ელჩთან, დევიდ მორანთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხი პრიორიტეტულია ჩვენი კომიტეტისთვის და წარმოადგენს კომიტეტის სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს, ამასთან დაკავშირებით კომიტეტი ავითარებს ისეთ თემებს, როგორიცაა მწვანე ზრდა და ცირკულარული ეკონომიკა, მდგრადი ურბანული განვითარება და სხვ. ასევე ისაუბრეს პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის 42 მნიშვნელობაზე და იმ წვლილზე, რაც მათ შეაქვთ ჩვენს ქვეყანაში გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერების სფეროში;  18 მაისი - ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრა ონალინ ფორმატში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწია საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში ნაკისრი მიმართებაში, რომელიც გარემოსდაცვითი ვალდებულებების შეფასების ახალი შესრულებასთან კოდექსის მიღებით განხორციელდა. ყურადღება ასევე გამახვილდა ევროპის მწვანე შეთანხმების მიზნების მიღწევებზე და მის მნიშვნელობაზე;  11 მაისი - შეხვედრა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციასთან, რომელსაც ტაჯიკეთის პარლამენტის ეკოლოგიის კომისიის თავმჯდომარე იუსუფ მუხამადრაჰიმი ხელმძღვანელობდა. შეხევდრაზე ხაზი გაესვა საქართველოში გარემოსდაცვითი საკითხების და მათ შორის ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების აქტუალიზაციის საკითხს;  4 მაისი - კომიტეტის თავმჯდომარე ონლაინ ფორმატში დაესწრო ბერლინში გამართულ კლიმატისა და უსაფრთხოების კონფერენციას, რომლის თემაც იყო „მშვიდობის შენარჩუნება კლიმატის კრიზისის ფონზე: მონაცემთა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლი";  8 აპრილი - კომიტეტის თავმჯდომარე მონაწილობდა იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის წარდგენის ღონისძიებაში. იაპონიის მთავრობა, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად 920,000 აშშ დოლარის ღირებულების ახალ პროექტს იწყებენ, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ემსახურება;  29 მარტი - კომიტეტის თავმჯდომარე მონაწილობდა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ ორგანიზებულ დემოკრატიას ეძღვნებოდა;  კონფერენციაში, რომელიც გარემოსდაცვით 23 მარტი - სამუშაო შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან, პეტრ მიკისკასთან. შეხვედრაზე განიხილეს ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხები და ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერა და ჩართულობა ამ პროცესში;  10 მარტი - კომიტეტის თავმჯდომარე მონაწილეობდა ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომაში, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციებმა მიიღეს მონაწილეობა;  8 თებერვალი - კომიტეტის თავმჯდომარემ ონლაინ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სამრეწველო კვირეულის ფარგლებში გაიმართულ ეროვნულ 43 კონფერენციაში „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება, როგორც ეკონომიკის „მწვანე გარდაქმნის“ საშუალება საქართველოს სამრეწველო საწარმოებისთვის";  8 თებერვალი - კომიტეტის თავმჯდომარემ ონლაინ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების საკოორდინაციო ონლაინ შეხვედრაში, რომელიც ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას ეხებოდა. 44