საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
შენიშვნები 126-XIმს-Xმპ, 08/02/2023 ცნობად იქნა მიღბული
📜 ტექსტი
წერილი
დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტი
2-1466/23
07-02-2023
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, წარმოგიდგენთ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2022
წლის საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 31 (ოცდათერთმეტი) ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ბექა ოდიშარია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
2022 წლის საქმიანობის
ანგარიში
სარჩევი
კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვა საზოგადოებას--------------------- 3
1. შესავალი-------------------------------------------------------------------------- 4
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე--------------------------------------------- 4
3. მიღწევები და გამოწვევები----------------------------------------------------- 6
4. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები------------------------------- 8
5. კანონშემოქმედებითი მიმართულება---------------------------------------- 9
6. საზედამხედველო მიმართულება-------------------------------------------- 10
7. წარმომადგენლობითი მიმართულება --------------------------------------- 12
7.1 საზოგადოებასთან ურთიერთობა ---------------------------------------- 12
7.1.2 მიგრაციის საკითხები ---------------------------------------------------- 13
7.1.3 დიასპორასთან ურთიერთობა------------------------------------------- 13
7.2 საერთაშორისო ურთიერთობა -------------------------------------------- 16
7.2.1 საერთაშორისო ვიზიტები------------------------------------------------ 19
8. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება------------------------------- 24
9. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო------------------------------------------ 25
10. სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა---------------------------- 26
11. კომიტეტის სპეციფიკური საქმიანობა---------------------------------------- 30
2
კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვა საზოგადოებას
„სახელმწიფო
სამშობლოსთან
ზრუნავს
კავშირის
უცხოეთში
შენარჩუნებასა
მცხოვრები
და
თანამემამულეების
განვითარებაზე”
(საქართველოს
კონსტიტუცია, მუხლი 5, პუნქტი 8).
დიასპორაზე
დიასპორული
ზრუნვა
საქართველოს
პოლიტიკის
მთავარი
განხორციელებისას
სტრატეგიული
სახელმწიფო
2
მიზანია.
მილიონამდე
უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულესთან მოდის შემხებლობაში. საქართველოს
პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ფუნქციონირება არის
გარანტი, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ
მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობისა და ორმხრივად სარგებლიანი
თანამშრომლობის
განვითარებას,
ხელს
შეუწყობს
დიასპორის
ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში, შექმნის
უფრო
მეტ
მოქნილ სამართლებრივ
ბაზას საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების უკეთ დასაცავად.
იმის
გათვალისწინებით,
რომ
თანამედროვე
მსოფლიოში
იზრდება
დიასპორების როლი საკუთარი ქვეყნების განვითარების საქმეში, კომიტეტის
საქმიანობის ძირითად ინტერესს წარმოადგენს დიასპორაში არსებული სამეცნიერო,
საინვესტიციო,
კულტურულ-შემოქმედებითი
და
სხვა
სახის
კვალიფიციური
რესურსის საქართველოს სასიკეთოდ გამოყენება. უცხოეთში მოღვაწეობს ბევრი
საქვეყნოდ აღიარებული ქართველი ინტელექტუალი, მეცნიერების, კულტურისა და
ბიზნესის თითქმის ყველა დარგსა და სფეროში. საჭიროა მათი
ცოდნისა და
გამოცდილების გამოყენება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
საქართველო და კავკასიის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს
ევროპული
უსაფრთხოების
ფორმირებაში.
ჩვენი
სურვილია,
ვიხილოთ
განვითარებული ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მეტი ჩართულობა
შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში და
მომავალშიც კომიტეტი გააგრძელებს აქტიურ ურთიერთობას დასავლეთის ქვეყნების
ქართულ დიასპორებთან, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა
აქვს ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე.
სამხრეთ
მიმართებაში
დიპლომატიის,
კავკასიის
ქვეყნებთან
და
ჩრდილო
კავკასიელ
ხალხებთან
მნიშნელოვანია მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის, სახალხო
კულტურულ-საგანმანათლებლო
და
სამეცნიერო
კუთხით
თანამშრომლობის გაღრმავება, კავკასიელი ხალხების სათვისტომოების, დარგის
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიასპორების, მათ შორის თურქეთის და
აზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორების მონაწილეობით.
3
1. შესავალი
წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში,
რომელიც
აერთიანებს
ინფორმაციას
კომიტეტის
მიერ
სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებული ძირითადი ღონისძიებების შესრულების თაობაზე.
კომიტეტის
საქმიანობა,
საანგარიშო
პერიოდში,
დარგობრივი
მიმართულებებისა და კომპეტენციის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით
განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარეობდა.
დოკუმენტი მოიცავს შემდეგ სფეროებს:
•
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და ქართულ დიასპორულ
ორგანიზაციებთან,
კავკასიელ
ხალხებთან
და
მათ
დიასპორებთან
ურთიერთობები;
•
დიასპორული და მიგრაციული პოლიტიკის შემუშავების საკითხები;
•
დიასპორული და მიგრაციული კანონმდებლობა;
•
კავკასია და რეგიონული უსაფრთხოება, რეგიონალური პოლიტიკა;
•
უცხოეთში
მცხოვრები
თანამემამულეების
უფლებები
და
თავისუფლებები, მათი კანონიერი ინტერესების დაცვა.
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე
საანგარიშო
პერიოდში,
კომიტეტი
მუშაობდა
საკითხებზე,
რომლებიც
უზრუნველყოფენ:
•
უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის
დემოკრატიული განვითრების პროცესში;
•
დიასპორის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის
სრულყოფას;
•
უცხოეთში
მცხოვრები
ჩვენი
თანამემამულეების,
სათვისტომოების,
დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერას;
•
ქართულ
დიასპორებთან
მაქსიმალურად
მჭიდრო
კულტურულ–
საგანმანათლებლო კავშირების დამყარებას;
•
დიასპორაში ეროვნული იდენტობისა და თვითშეგნების შენარჩუნებას;
•
საკვირაო სკოლებისა და დისტანციური სწავლების ხელშეწყობას;
4
•
საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას და ამ კუთხით დიასპორული
პოტენციალის გამოყენებას;
•
ქართული დიასპორის მონაწილეობით, აქტიური სახალხო დიპლომატიის
წარმოებას;
•
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
და
ფონდებთან
თანამშრომლობით
ერთობლივი პროგრამების განხორციელებას;
•
კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას;
•
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირების
პროცესში შესაბამისი ქვეყნების ქართული დიასპორული ორგანიზაციების
პოტენციალის გამოყენებას;
•
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას;
•
მიგრანტთა
ლეგალური
დასაქმების
ხელშეწყობას
და
ამ
მიზნით
საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას;
•
დიასპორული საინფორმაციო პორტალების მხარდაჭერას და ონლაინ რეჟიმში
სისტემატური კომუნიკაციის უზრუნველყოფას;
•
უცხოური
ინვესტიციების
ურთიერთობებში
მოზიდვას,
საქართველოს
ურთიერთმომგებიანი
საერთაშორისო
მონაწილეობის
ეკონომიკური
ეკონომიკურ
გაძლიერებასა
თანამშრომლობის
და
განვითარების
პროცესში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მონაწილეობის გაზრდას;
•
საქართველოში
მიმდინარე
აღმშენებლობაში, უცხოეთში
პროცესებში,
ქვეყნის
მცხოვრები ჩვენი
განვითარებასა
და
თანამემამულეების
ჩართულობის გაზრდას;
•
საქართველოში
დაბრუნებულ
ემიგრანტთა
რეინტეგრაციისთვის
ხელის
შეწყობას;
•
ქართული დიასპორის დახმარებით, უცხოეთში არსებული სხვა კავკასიელი
ხალხების დიასპორულ ორგანიზაციებთან კონტაქტების გაღრმავებას.
2022 წელს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა
კომიტეტი საქმიანობას ახორციელებდა შემდეგი შემადგენლობით:
ბექა ოდიშარია - თავმჯდომარე; გივი ჭიჭინაძე - პირველი მოადგილე; ნოდარ
ტურძელაძე - მოადგილე; ირაკლი მეძმარიაშვილი; რესან კონცელიძე; ქეთევან დუმბაძე;
აბდულა ისმაილოვი; კობა ნაყოფია; ნიკა მაჭუტაძე; ფრიდონ ინჯია; თამარ ჩარკვიანი.
5
3. მიღწევები და გამოწვევები
წლის განმავლობაში კომიტეტის მნიშვნელოვანი მიღწევები, ასევე გამოწვევები
და მათ საპასუხოდ მიღებული ზომები
საკანონმდებლო მიმართულებით მიმდინარეობდა და გაგრძელდება მუშაობა,
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად,
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებათა პაკეტის მომზადებაზე, საუკეთესო
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
კომიტეტი, 2022 წლის პერიოდში მუშაობდა დარგობრივი საკანონმდებლო
აქტების დახვეწაზე, ჩვენი დიასპორელებისათვის დამატებითი პრივილეგიების
მინიჭების,
მათი
ქართული
სახელმწიფოს
აღმშენებლობაში
ჩართვის
და
სახელმწიფოსთან პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირების გამყარების მიზნით.
ამასთან, არსებობს საერთო ნება, რომ ყველა ქართველი ფლობდეს საქართველოში
მიწას, ქონებას და ისეთ საქმეს, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას
და მოქალაქეთა დასაქმებას. აღნიშნულის განხორციელების მიზნით, კომიტეტი
აქტიურად
გააგრძელებს
მუშაობას
საქართველოს
მთავრობასთან
მჭიდრო
კონსულტაციების ფორმატში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასული წლის 27 მაისს, დიასპორის
დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული
მომავლისათვის“, გაჟღერებული პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად,
იუსტიციის
სამინისტროსთან
თანამშრომლობის
ფორმატში,
განხორციელდა
ცვლილებები. კერძოდ, შემცირდა საზღვარგარეთ გასაცემი პასპორტის საფასური, რაც
გაუთანაბრდა საქართველოში მოქალაქის პასპორტის აღებისთვის დაწესებულ
საფასურს. ასევე, მაქსიმალურად გამარტივდა საზღვარგარეთ პასპორტის აღების
პროცედურები.
დიასპორის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა არის „დიასპორული საგრანტო პროექტები“, რომლებიც წარმატებით ხორციელდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საპარლამენტო კომიტეტის
აქტიური მონაწილეობით.
კომიტეტი
გამოვიდა
საგრანტო
და
სხვა
ინოვაციური
დიასპორული
პროექტების სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაფართოების ინიციატივით.
მათ
შორის,
მნიშვნელოვანია
ადგილსამყოფელი
ქვეყნების
„ახალგაზრდა
მნიშვნელობისა
ელჩების“
და
რაოდენობის
დიასპორების
ზრდა
რაოდენობის
მიხედვით.
ასევე, უნდა მოხდეს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროექტის
მასშტაბის ზრდა, მათი ეკონომიკური შინაარსით დატვირთვისა და თანამედროვე
6
სოციალური პროექტების მნიშვნელობის მიხედვით. მაგალითად, „დიასპორული
ტურიზმის ორგანიზება“, უცხოეთში ქართული დიასპორული საინფორმაციო
ვებგვერდებისა და სატელევიზიო არხების ხელშეწყობა და სხვა.
აქტიურად ვიმუშავვეთ „ეკონომიკური დიპლომატიის“ კუთხით. პრაქტიკაში
დაინერგა და კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს დიასპორის წარმომადგენლებთან
ონლაინ ბიზნეს დიალოგის ფორმატი.
2022 წელს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრული იყო - ქვეყნის
ეკონომიკურ
აღმშენებლობაში
პოტენციური
დიასპორელი
ინვესტორების
ჩართულობის გაზრდა. მოგეხსენებათ, ქართულ დიასპორაში არსებობს დიდი
ფინანსური, საინვესტიციო და ადამიანური რესურსი. მნიშვნელოვანია, უცხოეთში
მცხოვრები ჩვენი წარმატებული თანამემამულეების იდენტიფიცირება და მათი
ჩართვა როგორც ქართულ ეკონომიკაში, ისე ზოგადად, გლობალურ ეკონომიკურ
პროექტებში. შესაბამისად, კომიტეტი გამოვიდა მსხვილი პოტენციური ინვესტორი
კომპანიებისა
და
სტრატეგიულ
ბაზარზე
დასაქმებული
წარმატებული
თანამემამულეების ერთიანი ბაზის შექმნის ინიციატივით, რათა მოხდეს მათთვის
საინვესტიციო შესაძლებლობების და კონკრეტული შეთავაზებების გაცნობა. ამ
კუთხით კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (IOM, ICMPD, GIZ).
ყოველწლიურად იზრდება დიასპორული ფულადი გზავნილების მოცულობა
და უკვე რამდენიმე მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. საანგარიშო პერიოდში,
კომიტეტი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც გულისხმობს დიასპორისათვის
სპეციალური საინტერესო ბიზნეს პროექტების შეთავაზებას და ამ თანხების ეფექტიან
ინვესტირებას ქართულ ეკონომიკაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა სხვადასხვა
სახელმწიფო უწყებასთან, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან,
სსიპ-თან „აწარმოე საქართველოში“ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.
„კულტურული დიპლომატიის“ კუთხით, წლის განმავლობაში, დიასპორული
ორგანიზაციებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მონაწილეობით,
განხორციელდა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე მიმართული
არაერთი
ღონისძიება.
მომავალშიც
გაგრძელდება
კულტურის
კომპონენტის
გამოყენებით აქტიური თანამშრომლობა, ახალი ქმედითი ფორმატების შექმნა.
ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, საკომიტეტო მოსმენებზე, მნიშვნელოვან
კონფერენციებსა და ფორუმებზე, კომიტეტი ახდენდა დიასპორის წარმომადგენელთა
ონლაინ რეჟიმში ჩართვას.
კომიტეტი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა დიასპორის მონაწილეობას
„სახალხო დიპლომატიაში“ . ცნობილია, რომ მრავალ ქვეყანაში ქართულ, აფხაზურ,
7
ოსურ, ჩერქეზულ და სხვა კავკასიურ დიასპორებს აქვთ განსაკუთრებულად
მეგობრული ურთიერთობა.
კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების
საკითხებში
მნიშვნელოვანია
სახალხო დიპლომატიის როლი. არსებობს რიგი გამოწვევები, თუმცა მომავალშიც
იგეგმება კავკასიელი ხალხების დიასპორების მონაწილეობით ქართულ-აფხაზური და
ქართულ-ოსური დიალოგის წარმოება.
რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დიდი გამოწვევების
წინაშე დააყენა გლობალური უსაფრთხოების საკითხი. სამხედრო აგრესიის შედეგად
განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რამაც დამატებით
გამოწვევები შექმნა საქართველოსთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო უკრაინის
ქართული დიასპორისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის მიმართულებით
კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.
კომიტეტის საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ისეთი
პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული
ინტერესების დაცვისა და საქართველოს ევროპული და
ევროატლანტიკური
ინტეგრაციისკენ.
4. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, 2022 წლის 8 თებერვალს,
დაამტკიცა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა. დოკუმენტში, კომიტეტის
სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ასახულია საქმიანობის
მიმართულებები,
საორგანიზაციო
კონკრეტული
კანონშემოქმედებითი,
და
საზოგადოებასთან
ღონისძიებები,
მათი
საზედამხედველო,
კომუნიკაციის
შესრულების
საერთაშორისო,
კუთხით
ვადები,
დაგეგმილი
ინდიკატორები,
ღონისძიებაზე პასუხისმგებელი და მასში ჩართული პირები.
სამოქმედო
მიღებული
გეგმის
შესაბამისად,
გადაწყვეტილებებისა
და
საკანონმდებლო
საკანონმდებლო
ბაზის
სრულყოფის,
აქტების
აღსრულებაზე
საპარლამენტო კონტროლის განხორციელების, დარგობრივი მიმართულებებით
საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე, გეგმით გათვალისწინებული
ღონისძიებების
განხორიცელების
მიზნით,
კომიტეტმა
ჩაატარა
22
სხდომა,
ათეულობით მნიშვნელოვანი შეხვედრა და სხვა ფორმატის აქტივობები, მოისმინა
შესაბამისი
ინფორმაციები,
რა
დროსაც
შეიმუშავა
სათანადო
დასკვნები,
რეკომენდაციები და წინადადებები.
5. კანონშემოქმედებითი მიმართულება
8
საანგარიშო პერიოდში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა,
სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, იმუშავა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტზე.
კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით განხილული დოკუმენტებიდან
საყურადღებოა შემდეგი:
მიხეილ სარჯველაძის, გივი ჭიჭინაძის, ალუდა ღუდუშაურის და ბექა
ოდიშარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
ორგანული კანონის პროექტი: „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/277; 07.12.2022).
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მოქმედი
რედაქცია ითვალისწინებს საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის
მოქალაქეობის აღდგენის, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა
მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება
საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის
თაობაზე, - საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის დროებით
უფლებას.
აღნიშნული
უფლებებით
სარგებლობის
შესაძლებლობა
საქართველოს
მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებს, ორგანული კანონით განსაზღვრული ჰქონდათ
2022 წლის 31 დეკემბრამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და
აღდგენის დროებითი უფლება მაღალი მოთხოვნით სარგებლობს საქართველოს
მოქალაქეებსა
და
ყოფილ
მოქალაქეებში,
თუმცა,
2020
წელს
COVID-19-ის
გავრცელების გამო, მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ, საქართველოს ფარგლებს
გარეთ მცხოვრები პირები შეაფერხა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და
შენარჩუნების დროებითი უფლების რეალიზაციაში.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
მიზანშეწონილი
გახდა
ცვლილების
განხორციელება. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018
წლის
15
აგვისტომდე
არ
იყო
მიღებული
გადაწყვეტილება
საქართველოს
მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე ან
რომელთაც დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის
მიღების გამო, კიდევ 2 წლით - 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელდათ
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ან აღდგენის მოთხოვნის უფლება.
საქართველოს
წარმოდგენილი
მთავრობის
საქართველოს
მიერ
კანონის
საკანომდებლო
პროექტი
ინიციატივის
„საქართველოს
2022
წესით
წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-2/182/10).
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის
ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს
9
მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07-2/189/10; 30.09.2022).
„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/225;
05.12.2022).
6. საზედამხედველო მიმართულება
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში, კომპეტენციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტისა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული
უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა საზედამხედველო საქმიანობას.
კომიტეტმა არსებული პრიორიტეტებისა და დარგობრივი მიმართულებების
გათვალისწინებით, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, საკომიტეტო
მოსმენები
გამართა
აღმასრულებელი
ხელისუფლების
შესაბამისი
უწყებების
მონაწილეობით.
კომიტეტის
რეგლამენტის
2022
წლის
მოთხოვნების
სამოქმედო
შესაბამისად
გეგმა,
და
შემუშავდა
პარლამენტის
საკანონმდებლო
საქმიანობის
განხორციელებასთან ერთად, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის კიდევ უფრო
გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
კომიტეტის
ფუნქციებიდან
სამოქმედო
გეგმა,
გამომდინარე,
მიზნებიდან
მოიცავდა
და
საქმიანობის
მასზე
დაკისრებული
შემდეგ
ძირითად
მიმართულებებს: დიასპორის, კავკასიისა და მიგრაციის საკითხებს.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში, გაიმართა არაერთი სხდომა
და შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და დიასპორასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტის
დირექტორთან.
საკომიტეტო
მოსმენებზე
განხილულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის გაწეული საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო
თანამშრომლობის მიმართულებები.
აღმასრულებელი
აწვდიდნენ
კომიტეტს
ხელისუფლების
ინფორმაციას
წარმომადგენლები
დიასპორული
სისტემატურად
პოლიტიკის
კუთხით
განხორციელებულ პროექტებზე. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად
დაიგეგმა საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესების
გზები.
კომიტეტის წევრებსა და კომიტეტის აპარატს ჰქონდათ ყოველდღიური
კონტაქტი და ღია თანამშრომლობა დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან.
ადგილსამყოფელი
ქვეყნების
მიხედვით,
ერთობლივად
შემუშავდა
ქართულ
10
დიასპორაში არსებულ გამოწვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების ახალი
მექანიზმები.
კომიტეტმა, საანგარშო პერიოდში,
წარმოდგენილი
იქნა
ინფორმაცია
გამართა არაერთი სხდომა, სადაც
საქართველოს
კულტურის,
სპორტისა
და
ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის
მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.
ჩრდილო კავკასიის ხალხებთან ურთიერთობაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება
რეგიონის პრობლემატიკაში გარკვევას.
გასულ წელს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, სისტემატურად
ისმენდა
შრომითი
მიგრაციის
საკითხებზე
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ინფორმაციას.
საკომიტეტო მოსმენებზე
განხილულ იქნა საკითხები შრომითი მიგრაციის რეგულირებასა და მართვაზე,
საზღვარგარეთ
დროებით
ლეგალური
დასაქმების
ხელშეწყობაზე,
არსებულ
გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მექანიზმებზე, ასევე მიგრაციის საკითხთა
სამმართველოს საქმიანობაზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე.
კომიტეტმა, საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტო ზედამხედველობის სრული
ციკლი ეფექტიანად განახორციელა: მოისმინა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური და კვარტალური ანგარიშები - გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.
კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობის მიზნით,
კომიტეტმა გამართა 4 სხდომა:
31 მაისს, მოსმენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
წარმოდგენილი ანგარიში „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების 3 თვის მიმოხილვა“;
13 ივნისს - 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“
და
„ძირითადი
მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა
და
საქართველოს
სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
ინფორმაცია;
15 სექტემბერს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი
ანგარიში „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის
მიმოხილვა“;
14 ნოემბერს - ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში
საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“.
7. წარმომადგენლობითი მიმართულება
11
საანგარიშო პერიოდში მნიშვნეოვანი ყურადღება ეთმობოდა საზოგადოებასთან
ურთიერთობისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს.
7.1 საზოგადოებასთან ურთიერთობა
საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით კომიტეტი აწარმოებდა
მრავალმხრივ საქმიანობას: გაიმართა მოქალაქეებთან შეხვედრები, იხილავდა მათ
განცხადებებს, ახორციელებდა საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტებს,
თანამშრომლობდა
უმაღლეს
საქართველოში
საგანმანათლებლო
მოქმედ
საერთაშორისო
დაწესებულებებსა
ორგანიზაციებთან,
და
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან.
ვებგვერდისა და სხვა საინფორმაციო საშუალებათა გამოყენებით, კომიტეტი
უზრუნველყოფდა საქმიანობის საჯაროობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას
საზოგადოებისათვის, შესაბამისად,
იცავდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“
(Open Government Partnership, OGP) პრინციპებს.
კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებდა საქმისწარმოებას.
იხილავდა მოქალაქეთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, უწევდა მათ
შესაბამის დახმარებას, ახდენდა სათანადო სამართლებრივ რეაგირებას. აღნიშნული
საქმიანობისას, კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტები იყო მოქალაქეთა უფლებებისა
და
კანონიერი
ინტერესების
გამჭვირვალობა.
დაცვა,
საზოგადოებრივი
მათთან
მჭიდრო
ორგანიზაციების,
თანამშრომლობა
და
დაწესებულებებისა
და
სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნით, საანგარიშო პერიოდში მომზადდა და გაიცა,
კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული, არაერთი საჯარო ინფორმაცია.
კომიტეტი
სწავლობდა
სხვადასხვა
სახელმწიფო
უწყებიდან
შემოსულ
დოკუმენტაციას. აგზავნიდა მიმართვებს სათანადო ინფორმაციების მისაღებად,
ამზადებდა შუამდგომლობებს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა პრობლემური
საკითხების გადასაჭრელად.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 268 განცხადება, სხვადასხვა სახის
შუამდგომლობა და წერილი. ყველა მათგანი იქნა განხილული და მოხდა შესაბამისი
რეაგირება.
აპარატის
მცხოვრებ
თანამშრომლები,
ჩვენს
ორგანიზაციებთან,
აწარმოებდნენ
კომპეტენციის
თანამემამულეებთან,
უცხოეთში
ელექტრონულ
კავკასიელ
მოქმედ
მიმოწერას,
ფარგლებში,
საზღვარგარეთ
ხალხებთან,
დიასპორულ
ქართველოლოგიურ
ცენტრებთან
ახდენდნენ
მათ
მიერ
დასმული
და
შუამდგომლობა
პრობლემების შესწავლას და შესაბამის რეაგირებას.
მომზადდა
არაერთი
სარეკომენდაციო
წერილი
დიასპორული ორგანიზაციებისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების
მიერ წარმოდგენილი პროექტების მხარდასაჭერად.
12
გაიმართა ათეულობით შეხვედრა მოქალაქეებთან და უცხოეთში მცხოვრებ
ჩვენს თანამემამულეებთან, მოხდა შეხვედრებზე დასმული ყველა საკითხის შესწავლა
და რეაგირება.
7.1.2 მიგრაციის საკითხები
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ლეგალური დასაქმების მიზნით
საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება კომიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი
საკითხია.
სამწუხაროდ,
საქართველოდან
წასულ
მიგრანტთა
დიდი
ნაწილი
ადგილსამყოფელ ქვეყნებში არალეგალად ყოფნის გამო, მოკლებულია იმ სარგებელს,
რასაც ლეგალური და ინფორმირებული დასაქმება იძლევა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად მუშაობდა ევროპის რამდენიმე
ქვეყანასთან ცირკულარული შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმების
ხელშეწყობაზე. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად
ცხოვრებისა და დასაქმების პრობლემის გადაჭრის მიზნით.
ამ და სხვა საკითხებზე მუშაობისთვის კომიტეტი მუდმივ კავშირზე იყო და
გამართა სამუშაო შეხვედრები დიასპორისა და მიგრაციის თემებზე მომუშავე
საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს
წარმომადგენლობებთან (თემატიკა: მიგრაცია/დიასპორა და თანამედროვე მსოფლიო;
მიგრაცია/დიასპორა
და
საქართველო;
მიგრაციული
პროცესების
მართვა;
მიგრაციული კანონმდებლობა; მიგრაციის სტატისტიკა და ა.შ.).
2022 წლის 13 იანვარს, კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მიგრაციის
საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე, იმსჯელეს
ინიციატივაზე,
რომელიც
მსოფლიო
მასშტაბით
წარმატებული
ქართველი
ბიზნესმენებისა და მენეჯერების იდენტიფიცირებას, ერთიანი ელექტრონული ბაზის
შექმნას და მათი მონაწილეობით მასშტაბური ფორუმის გამართვას გულისხმობს.
2022 წლის 13 იანვარს, ასევე გაიმართა შეხვედრა მიგრაციის პოლიტიკის
განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე
დიასპორის მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის საკითხზე იმსჯელეს.
დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები კომიტეტის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და
დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.
7.1.3 დიასპორასთან ურთიერთობა
უცხოეთში
მცხოვრებ
ჩვენს
თანამემამულეებთან,
დიასპორულ
ორგანიზაციებთან და სათვისტომოებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და მათ
წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლის მიზნით, კომიტეტში რეგულარულად
იმართებოდა შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების,
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, უმაღლესი სამეცნიერო და
საგანმანათლებლო დაწესებულებების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების,
13
ექსპერტებისა
და
საკითხით
დაინტერესებული
ფართო
საზოგადოების
მონაწილეობით.
კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობებიდან
აღსანიშნავია შემდეგი:
2022 წლის 11 იანვარს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა
კომიტეტის
მოვლენების
გამო,
თავმჯდომარე ბექა
ყაზახეთის
ოდიშარია,
ქართული
ყაზახეთში
დიასპორული
მიმდინარე
ორგანიზაციების
წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ მიიღო ინფორმაცია იმ ქალაქებში არსებული
ვითარების შესახებ, სადაც ისინი ცხოვრობენ და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა
გამოუცხადა. კომიტეტის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რათა საჭიროების
შემთხვევაში დროულად მომხდარიყო შესაბამისი უწყებებისათვის
ინფორმაციის
მიწოდება არსებული ვითარების თაობაზე და დახმარების აღმოჩენა.
2022 წლის 1 ივნისს, კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მაღალი რანგის
ამერიკელ
ექსპერტთან
შეხვედრაზე
განიხილეს
ეკონომიკური
განვითარების
შესაძლებლობები,
ამერიკის
დარგში, სიდ ვაითთან.
შეერთებულ
შტატებში
მცხოვრები ქართველი დიასპორელების ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობისთვის.
კერძოდ, ისაუბრეს, ლოს-ანჯელესში და კალიფორნიაში მცხოვრები დიასპორელების
შესახებ,
რომელთაც აქვთ განზრახული აწარმოონ ბიზნეს-აქტივობები, როგორც
სასოფლო-სამეურნეო, ისე ურბანული მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ
სამომავლო
თანამშრომლობაზე,
რომლის
ფარგლებში
დაიგეგმება
შეხვედრა
დიასპორის იმ წარმომადგენლებთან, ვისაც საქართველოში სხვადასხვა სფეროში
ინვესტირება აქვთ გადაწყვეტილი.
2022
წლის
30
კომიტეტის ორგანიზებით,
აგვისტოს,
დიასპორისა
საქართველოს
და
კავკასიის
საკითხთა
საპატრიარქოში
გაიმართა,
შეხვედრა
წარმატებულ ემიგრანტებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს გლობალური პანდემიის დროს ქართული დიასპორის
წარმომადგენელთა მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ასევე, უცხოეთში მცხოვრებ
თანამემამულეებთან
სახელმწიფოსა
და
ეკლესიის
მჭიდრო
ურთიერთობაზე.
ყურადღება გამახვილდა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ქართველმა ემიგრანტებმა
პანდემიის დროს თანამემამულეებს გაუწიეს.
2022
წლის
31
აგვისტოს,
კომიტეტის ორგანიზებით,
პარლამენტში
წარმატებული ემიგრანტების მიღება გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება ეძღვნებოდა
გლობალური პანდემიის პერიოდში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების
მიერ გაწეული საქმიანობის დაფასებას, რადგან განუზომელი იყო ის დახმარება,
რომელიც ქართველმა ემიგრანტებმა პანდემიის დროს თანამემამულეებს გაუწიეს.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ არცერთი უდიდესი ეკონომიკის
ქვეყანა
პანდემიის
პერიოდში
ისე
არ მოქცევია თავის
გაჭირვებაში
მყოფ დიასპორელებს, როგორც მოექცა საქართველო. ქართველ დიპლომატებთან
14
ერთად,
ჩვენმა
დიასპორამ
მთელს
მსოფლიოში
გამოიჩინა
უპრეცედენტო
დამოკიდებულება საკუთარი თანამემამულეების მიმართ, რომელთაც სჭირდებოდათ
დახმარება ამ ურთულეს პერიოდში.
პანდემიის პერიოდში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მედიკოსებს და
იმ ადამიანებს, რომელთაც შემოწირულობა გაიღეს, გაწეული საქმიანობისთვის,
პარლამენტის სახელით, მადლობის სიგელები გადაეცათ.
2022 წლის 1 სექტემბერს,
მხარდაჭერით,
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
რუსთაველის თეატრში, გაიმართა წარმატებული ემიგრანტების
დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიება
პანდემიის
პერიოდში
საზღვარგარეთ „კრიზის
მართვის
ცენტრებში“ გაერთიანებულ ადამიანებს მიეძღვნა, რომლებმაც პანდემიის პერიოდში
უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს დახმარება გაუწიეს.
წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონიალს საკანონმდებლო
და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საპატრიარქოს და ბიზნეს სექტორის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2022 წლის 8 სექტემებრს, კომიტეტში გაიმართა შეხვედრა საბერძნეთში მოქმედ
საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივი TV”-ის დამფუძნებელთან. შეხვედრის მიზანი
იყო სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კომუნიკაციის კიდევ უფრო გაღრმავება.
მნიშვნელოვანია, უცხოეთში არსებულ ქართულ საინფორმაციო სააგენტოებთან
თანამშრომლობა, რათა დიასპორულ ორგანიზაციებსა და ჩვენს თანამემამულეებს
ჰქონდეთ ყველა იმ ბენეფიტებზე წვდომა, რასაც კომიტეტი და საქართველოს
ხელისუფლება მათ სთავაზობს.
2022 წლის 20 სექტემბერს, გაიმართა შეხვედრა საქველმოქმედო ორგანიზაცია
„მამუკა ბაგრატიონის ფონდი“-ს დამფუძნებელთან. აღინიშნული ფონდის საქმიანობის
ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქველმოქმედებისა და დახმარების გაწევა
ქართველი ემიგრანტებისათვის. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის
შეერთებულ
შტატებში
არსებულ
საქველმოქმედო
ორგანიზაციასთან
„დიანა
ბაგრატიონის ფონდთან“, რომელთანაც გაფორმებული აქვს თანამშრომლობის
მემორანდუმი.
მხარეები
შეთანხმდნენ
სამომავლო
თანამშრომლობაზე,
რათა
ერთობლივად განახორციელონ საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, კულტურულშემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები ევროპასა და დასავლეთის ქვეყნების
დიასპორების მონაწილეობით, რაც ხელს შეუწყობს დასავლეთთან ინტეგრაციის
პროცესს.
2022
წლის
26
სექტემბერს,
კომიტეტის
მხარდაჭერით
გაიმართა
საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი", პირველი სასწავლო წლის
გახსნის
ღონისძიება.
დიასპორელი
პროექტი
მოზარდების
ითვალისწინებს
საქართველოს
საჯარო
საზღვარგარეთ
სკოლებში
მცხოვრები
გაკვეთილებზე
დასწრებას სამშობლოში მათი ვიზიტის პერიოდში.
15
მსგავსი აქტივობები კომიტეტის მიერ ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი,
რადგან აღნიშნული პროექტი დიასპორელ მოზარდებს საშუალებას აძლევს შეიქმნან
საკუთარი სოციუმი საქართველოში, გაიჩინონ ახალი მეგობრები. ასევე, უკეთ
შეისწავლონ
ქართული
დაუახლოვდნენ
ენა,
საქართველოს
ისტორია,
მენტალურად
უფრო
სამშობლოს,
შეინარჩუნონ
კავშირი
საქართველოსთან
და
ადგილსამყოფელ ქვეყნებში ხელი შეუწყონ საქართველოს ცნობადობის ამაღლებას.
2022 წლის 30 დეკემბერს, კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა სახელმწიფოსა
და დიასპორის ურთიერთობები, სადაც მოხსენებით გამოვიდა მაღალი რანგის,
ირლანდიელი
კომიტეტის
ექსპერტი დიასპორის საკითხებში, კინგსლი თომას აიკინსი. მან
წევრებს,
გამოცდილება
დიასპორასთან
გაუზიარა.
ურთიერთობის
მნიშვნელოვანია,
რომ
საკითხში,
ირლანდიის
ირლანდიის
გამოცდილება
წარმატებული პრაქტიკით არის გამყარებული, რადგან ირლანდიელები წლებია
მუშაობენ მნიშვნელოვან პროექტებზე, სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან და
კარგად იციან, როგორ უნდა ჩაერთოს დიასპორა ქვეყნის განვითარებაში.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს დიასპორასთან ურთიერთობების თანამედროვე
მიდგომებსა და ტენდენციებზე, ქვეყანაში დიასპორის მაქსიმალური ჩართულობის
უზრუნველსაყოფად საპარლამენტო და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობაზე.
7. 2 საერთაშორისeო ურთიერთობა
კომიტეტისთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო
თანამშრომლობა და საპარლამენტო დიპლომატიის გზით ქვეყნის ევროპული
ინტეგრაციის მხარდაჭერა. ამ კუთხით, კომიტეტი თანამშრომლობს საერთაშორისო
პარტნიორებთან, მონაწილეობს საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში.
კომიტეტში გაიმართა არაერთი შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხო
ქვეყნების
აღმასრულებელი
და
საკანონმდებლო
ხელისუფლების
წარმომადგენლებთან, რომელთაგან აღსანიშნავია:
2022 წლის 17 მაისს, გაიმართა ონლაინ შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის
პარლამენტის
საქართველოს
პარლამენტთან
მეგობრობის
ჯგუფის
ხელმძღვანელთან, ჰალილ ეთიემეზთან და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს
ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან. შეხვედრისას აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად,
ორ მეგობარ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები არ შეფერხებულა და თურქეთი
საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია.
მხარეებმა
თანამშრომლობის
თურქეთი
ფორმატზეც
-
აზერბაიჯანი
ისაუბრეს.
ასევე,
-
საქართველოს
განიხილეს
უმნიშვნელოვანესი საკითხები: თურქეთის მთავრობის
სამმხრივი
კომიტეტისთვის
მიერ თურქულ საჯარო
სკოლებში ქართული ენის სწავლების დანერგვა და ქართული კულტურული
ძეგლების მოვლა -პატრონობა.
2022 წლის 27 მაისს, კომიტეტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის
პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქ კოლეგებს,
16
საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ჰალილ ეთიემეზის
და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
მხარებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის
მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორში. შეხვედრისას, ასევე,
განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი, მათ
შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე
პროცესები.
2022 წლის 7 ივნისს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თურქეთის „საგარეო
ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ (DEIK) შემავალ თურქეთ-საქართველოს ბიზნეს
საბჭოს წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული და
პარტნიორული
ურთიერთობები
თანამშრომლობის
მიმოიხილეს
გაძლიერების
და
სავაჭრო-ეკონომიკური
მნიშვნელობაზე
იმსჯელეს.
აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალის
სამომავლოდ მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობა, რაც, მხარეების თქმით, ორ
ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ თურქული
კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული
თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ
აღნიშნულ
პროექტებში
მაღალი
უნდა
იყოს
თურქეთელი
ქართველების
-
|“ჩვენებურების|“ ჩართულობა.
თურქ კოლეგებთან სამუშაო შეხედრებზე, ტრადიციულად განიხილება
თურქეთის ქართული ისტორიული დიასპორის საკითხები.
2022 წლის 2 ივნისს, კომიტეტში გაიმართა შეხვედრა კომპანია „გლობალაიზის”
(GLOBALIZE) დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან.
GLOBALIZE.EU
წარმოადგენს
ბიზნეს-საკონსულტაციო
ორგანიზაციას,
რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების
საერთაშორისო
ბაზარზე
გაფართოებას
ინოვაციური,
სანდო
და
შედეგზე
ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. Globalize-მა უკვე შექმნა სამუშაო
ჯგუფები 12 ქვეყანაში და ჩამოაყალიბა უნიკალური პროფესიული ქსელი, რომელიც 5
ათასამდე წარმატებულ ქართველს აერთიანებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.
GLOBALIZE.EU მიზნად ისახავს ერთის მხრივ, ქართულ ბიზნესსა და ევროპაში
მცხოვრებ ქართველებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ხოლო მეორეს მხრივ,
ქართული ბიზნესის ევროპელ ინვესტორებთან დაკავშირებას ევროპის ბაზრის
ათვისების
მიზნით.
კომპანიებს
შესაძლებლობა
ექნებათ
თავიანთი
იდეები
აუდიტორიას და ინვესტორებს გაუზიარონ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების
და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას სტარტაპული იდეების
განვითარების კუთხით, განსკუთრებით კი დიასპორის ჩართულობას ქართული
ინოვაციური პროექტების საერთაშორისო ბაზარზე გასატანად.
17
2022 წლის 20 სექტემბერს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე, ბექა
ოდიშარია საფრანგეთის
ეროვნული
ასამბლეის
საგარეო
არსებული
მჭიდრო
ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, ფრედერიკ პეტის შეხვდა.
შეხვედრისას
ურთიერთობები
მხარეებმა
და
ორ
ქვეყანას
საპარლამენტო
შორის
თანამშრომლობის
გაძლიერების
შესაძლებლობები მიმოიხილეს.
საუბრის
მთავარ
თანამშრომლობის
დღის
თემას
წარმოადგენდა
წესრიგი
და
საქართველო-ევროკავშირის
ევროკომისიის
მიერ
გაცემული
რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა.
ბექა ოდიშარიამ ფედერიკ პეტის მიაწოდა ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის
შესახებ და გააცნო საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა უცხოეთში მცხოვრებ
თანამემამულეებთან მიმართებით.
მიმართულებით
ითანამშრომლონ
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დიასპორის
და
ერთმანეთს
გაუზიარონ
საკუთარი
გამოცდილება.
2022 წლის 18 დეკემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში „ტექსტარსის (Techstars)
სტარტაპ დღეების“
დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას
იღებდა 200-მდე ქართველი სტარტაპერი, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ჩვენი
თანამემამულეები.
აღსანიშნავია, რომ „ტექსტარსი“ არის ტოპ ხუთეულში პირველ ადგილზე
მყოფი, მსოფლიოში ყველაზე დიდი აქსელერაციის პროგრამა.
ღონისძიება შედგებოდა ორი ნაწილისგან. პირველ ნაწილში წარდგენილი იყო
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და Startup Georgia - ს ერთობლივი
აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სტარტაპები და პროექტები,
ხოლო მეორე ნაწილში - ტექსტარსის მსოფლიოში ყველაზე დიდი აქსელერაციის
პროგრამის Startup Weekend - ის ფარგლებში 54 საათის განმავლობაში შექმნილი
სტარტაპ იდეები.
ღონისძიების ფარგლებში, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ სხვადასხვა
პლატფორმების მონაწილეთა ერთი დიდი ნაწილი, იქნება ეს ინოვაციების, ახალი
ტექნოლოგიებისა თუ სტარტაპერების მიმართულება, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი
თანამემამულეები არიან.
კომიტეტი მზად არის, ყოველთვის დაუჭიროს მხარი მსგავსი მნიშვნელობის
აქტივობებს და ღონისძიებებს, რათა დიასპორელი ახალგაზრდების მიერ დაგროვილი
ცოდნა ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოხმარდეს.
ღონისძიების მონაწილეებს, პარლამენტის სახელით, სამახსოვრო საჩუქრები
გადაეცათ.
7.2.1 საერთაშორისო ვიზიტები
18
კომიტეტისთვის
მნიშვნელოვანია
საერთაშორისო
დიპლომატიურ
ურთიერთობებში და ევროსტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში ქართული
დიასპორის ჩართულობა, მათი დახმარებით საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის
ცნობადობის გაზრდა და პოზიტიური იმიჯის შექმნა. ამ მიზნით, დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა განახორციელეს არაერთი სამუშაო ვიზიტი,
რომლის ფარგლებშიც შეხვდენენ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს,
დიასპორული ორგანიზაციების,
ევროპისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების, ასევე,
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
საყურადღებოა შემდეგი ვიზიტები:
2022 წლის 2 მარტს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები,
მილანის ქართული სათვისტომოს მიწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
იტალიის რესპუბლიკაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს დიასპორულ ღონისძიებებში.
იტალიაში მოქმედი საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებლის“
„შემოქმედთა
სახლის“
ინიციატივით
გაიმართა
და
კულტურულ-შემოქმედებითი
ღონისძიება.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის წევრები შეხვდნენ ქართული საკვირაო
სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ფოლკლორულ ანსამბლებს და ქართულ
სამრევლოს.
გაიმართა
არაერთი
შეხვედრა
იტალიის
ქართულ
დიასპორულ
ორგანიზაციებთან და ცალკეულ ემიგრანტებთან, რა დროსაც განიხილეს დიასპორის
წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა აქტუალური საკითხი. მილანის ქართულ
სათვისტომოს გადაეცა ჯილდო საქართველოს პარლამენტის სახელით.
2022 წლის 10 ივნისს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად,
სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის რესპუბლიკაში. კომიტეტის თავმჯდომარემ,
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო იტალიის რესპუბლიკის
პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის
თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზილატისთან და დეპუტატთა პალატის
თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან შეხვედრებში.
შეხვედრებზე, იტალიის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობების პირებმა
კიდევ
ერთხელ,
სრული
და
მყარი
მხარდაჭერა
გამოხატეს
საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ.
ბატონ ბექა ოდიშარიასა და ბატონ რობერტო ფიკოს შორის გამართული
დიალოგისას, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, წარსულში ორი
ქვეყნის პარლამენტების ურთიერთობის მაღალ ხარისხს და ამ ურთიერთობის კიდევ
უფრო თვისობრივად განმტკიცების აუცილებლობას.
ვიზიტის
ფარგლებში,
შეხვედრები
გაიმართა
ქართული
ემიგრაციის
წარმომადგენლებთან.
19
2022 წლის 12 ივნისს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ,
ბექა
ოდიშარიამ,
საპარლამენტო
დელეგაციასთან
ერთად,
მონაწილეობა მიიღო პლატფორმაში - “GLOBALIZE EU”, რომელიც პარიზში გაიმართა.
პლატფორმამ “Globalize EU” თავი მოუყარა უცხოეთში მცხოვრებ 5000-ზე მეტ
წარმატებულ
თანამემამულეს.
კონფერენციაში
მონაწილეობა
მიიღო
200-მა
სტარტაპერმა და მოქმედმა ბიზნესმენმა.
2022 წლის 12 ივლისს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ, ლატვიის რესპუბლიკის სეიმთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა
ბექა ოდიშარიამ, ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა
ლატვიის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე
აინარს ლატკოვსკისთან, თავმჯდომარის მოადგილე ულდის ბუდრიკისთან და
მეგობრობის ჯგუფის წევრ რაიმონდს ბერგმანისთან.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში
ინტეგრაციის საკითხებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ლატვიის
რესპუბლიკა ორივე ორგანიზაციაში საქართველოს დაშვებას მტკიცედ უჭერს მხარს.
2022 წლის 24 სექტემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ,
ბექა
ოდიშარიამ,
ამერიკის
შეერთებულ
შტატებში
ვიზიტის
ფარგლებში, ბრუკლინის ბოროუს პრეზიდენტის ანტონიო რეინოსოს მიწვევით,
მონაწილეობა მიიღო ქართულ-ამერიკული მიმკვიდრეობის დღისადმი მიძღვნილ
ღონისძიებაში.
ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღეს საფუძველი ჩაუყარა ბრუკლინის
ბოროუს ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა
და უკვე მეოთხე წელია ოფიციალურად აღინიშნება.
ბრუკლინ ბოროუს პრეზიდენტმა, ანტონიო რეინოსომ ქართული დიასპორის
წარმომადგენლებს და სრულიად ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა კულტურის
განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ქართველი და ამერიკელი
ხალხის მეგობრობას არ აქვს ალტერნატივა.
ღონისძიების ფარგლებში დააჯილდოვეს საქართველოს ის მოქალაქეები,
რომლებსაც
განსაკუთრებული
წვლილი
შეაქვთ
საქართველო-ამერიკის
ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრობის განმტკიცებაში.
აღსანიშნავია,
რომ
საქართველო-ამერიკის
მეგობრობისადმი
მიძღვნილი
დღეები უკვე ტრადიციად დამკვიდრდა და ის ნიუ-იორკში ყოველ წელს ჩატარდება.
2022 წლის 24 სექტემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, ნიუ იორკში, ბრუკლინის მერიაში, შეხვედრა გამართა
ბრუკლინის ბოროუს პრეზიდენტთან ანტონიო რეინოსოსთან.
შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ნიუ იორკში მცხოვრები ქართული
დიასპორის წარმომადგენლებისთვის აქტუალური საკითხები, მათი აქტიური
ჩართულობა და როლი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის
ურთიერთობების და მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცების პროცესში.
20
ყურადღება გამახვილდა ქართული დიასპორის წარმომადგენლების წინაშე
არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ბრუკლინსა და ძველი თბილისის ისტორიულ
რაიონს შორის ურთიერთობების დაახლოების შესახებ, იმ თავისებურებებსა და
მსგავსებებზე, რაც ამ ორ რაიონს ახასიათებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ
გაგრძელდება
დიალოგი
და
სამომავლოდ,
ნიუ-იორკის
და
თბილისის
ხელმძღვანელობასთან ერთად, გადაწყდება, თუ რა ფორმალური სახე მიეცემა
ბოროუსა და თბილისის ისტორიული ნაწილის დაახლოებას და დამეგობრებას.
ბრუკლინის ბოროუს პრეზიდენტმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარეს, როგორც ქართული დიასპორის დახმარების ასევე,
ბრუკლინისა და თბილისის ისტორიული რაიონის ურთიერთობის გაღრმავების
პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
დიასპორისა
და
კავკასიის
საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარემ,
ბექა
ოდიშარიამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, 2022 წლის 27
სექტემბერს, შეხვედრა გამართა ნიუ-იორკში მოქმედ ქართული კულტურულშემოქმედებითი
ორგანიზაციის
პედაგოგებთან,
მოსწავლეებთან
-
„ირინას
და
აკადემია“
მიწვეული
დამფუძნებლებთან,
ქართული
დიასპორის
წარმომადგენლებთან.
ბექა ოდიშარია გაეცნო აკადემიის საქმიანობას, რომელიც 2020 წელს დაარსდა
და ინფრასტრუქტურულად გამართულ მაღალი დონის ქართულ ცეტრს წარმოადგენს.
აკადემიაში დასაქმებულია 20-მდე ქართველი პედაგოგი და 200-მდე ქართველი და
სხვა ეროვნების მოსწავლე იღებს განათლებას სხვადასხვა სფეროში. ცენტრს აქვს
საკუთარი
ტექნიკურად
მაღალ
დონეზე
გამართული
სასწავლო
სივრცეები,
საკონცერტო, სარეპეტიციო და საკონფერენციო დარბაზები.
გაიმართა არაერთი შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან, რა დროსაც
იმსჯელეს
ემიგრაციის
წინაშე
არსებულ
გამოწვევებზე
და
მომავალი
თანამშრომლობის გეგმებზე.
2022 წლის 27 სექტემბერს, იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა
კომიტეტის წევრებმა, შეხვედრები გამართეს:
დასავლეთ
ევროპის
ეპარქიის
კუთვნილ
რომის
პირველწოდებულის სახელობის ქართულ ტაძრის მრევლთან;
წმინდა
ანდრია
საკვირაო სკოლა -
„ფესვების” წარმომადგენლებთან.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა საკვირაო სკოლის
მოსწავლეებს გადასცეს საქართველოდან ჩატანილი წიგნები. აგრეთვე, დახმარება
აღუთქვეს ქართული ბიბლიოთეკის შექმნაში.
2022 წლის 17-18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას მხარდაჭერითა და
21
მონაწილეობით, ლონდონში, გაიმართა მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია „Globalize UK Conference“.
კონფერენციამ თავი მოუყარა სტარტაპებს, მეწარმეებს, ბრიტანეთში მოღვაწე
ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, სავაჭრო ორგანიზაციებს და
სხვა
პარტნიორებს.
ისინი
ქართულ
კომპანიებს
დაეხმარებიან
უცხოური
ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში და
მომავალში ევროპის ბაზარზე მათ ფართო წარმომადგენლობას შეუწყობენ ხელს.
ბექა
ოდიშარიამ
მისასალმებელი
სიტყვით
მიმართა
კონფერენციის
მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ჩვენი დიასპორელები წარმატებულები არიან
სხვადასხვა სფეროში - კულტურაში, ბიზნესში და, რაც მთავარია, მეცნიერებაში.
ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მათი მიღწევები მსოფლიო მნიშვნელობისაა.
სწორედ ახალი ტექნოლოგიები განაპირობებენ ქვეყნის და ერის წარმატებას.
დიასპორელი სტარტაპერების მონაწილეობით, მათი ძალისხმევით და ჩართულობით
ინოვაციური
ტექნოლოგიების
დანერგვის
საქმეში
ჩვენი
ქვეყანა
ადგას
ევროინტეგრაციის რთულ გზას და მალე აუცილებლად გახდება დიდი ევროპული
ოჯახის ღირსეული წევრი.
კონფერენცია, მეორე დღეს, სამუშაო ჯგუფებსა და პანელურ სესიებზე
დიასპორელი სტარტაპერების, პოტენციური უცხოელი ინვესტორების, სავაჭრო
ორგანიზაციების,
კერძო
კომპანიების,
სახელმწიფო
ინსტიტუტების
წარმომადგენლების, დარგის მეცნიერების და სხვა პარტნიორების მონაწილეობით
გაგრძელდა.
კონფერენციის ფარგლებში პანელურ სესიებზე განიხილეს საქართველოს,
როგორც
რეგიონული
ცენტრის
საინვესტიციო
შესაძლებლობები.
იმსჯელეს
განვითარებადი ტექნიკური სტარტაპების ინვესტირების, ინოვაციურ ტექნოლოგიაში
ქალების მონაწილეობის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური
გუნდების ეფექტიანი მართვის, ციფრული მეწარმეობის და ტრანსფორმაციის შესახებ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა,
სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ სანიკიძემ, USAID
საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ჯონ პენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილემ,
ვლადიმერ
სრულუფლებიანმა
ელჩმა
კონსტანტინიდმა,
დიდი
საქართველოს
ბრიტანეთისა
და
საგანგებო
ჩრდილოეთ
და
ირლანდიის
გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის
მოადგილემ,
საქართველოში“
ირაკლი
დირექტორმა,
ნადარეიშვილმა,
მიხეილ
ხიდურელმა
სააგენტოს
და
„აწარმოე
სსიპ-საქართველოს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ.
2022 წლის 21 ნოემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო
ვიზიტით იმყოფებოდა უელსში.
22
გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა უელსის
სენატის
თავმჯდომარის
დევიდ
მოადგილესთან,
რისთან
და
სენატის
ახალგაზრდობის და განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯეინ ბრაიანტთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უელსის პარლამენტებს შორის
დამყარებული
ურთიერთობების
კიდევ
უფრო
გაღრმავების
და
სხვადასხვა
მიმართულებით, მათ შორის განათლების, ახალგაზრდობის, კულტურისა და
ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. დელეგაციის წევრები უელსის
მთავრობის იუსტიციისა და კონსტიტუციის მინისტრს, მიკ ანტონივს შეხვდნენ სადაც
განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია და
მისი გავლენა კავკასიის
რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში
უელსის წარმომადგენლებთან, თემთა პალატის წევრებთან, ჯესიკა მორდენთან და
კევინ ბრენანთან, სადაც გახნილულ იქნა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის
არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და ორმხრივი საპარლამენტო
ურთიერთობები.
უელსში ვიზიტის ფარგლებში, დიასპორის კომიტეტის წევრები ქართული
დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც იმ საჭიროებებზე ისაუბრეს,
რომლებიც დიასპორას გააჩნია. ასევე, განიხილეს პროექტები, რომლებიც ჩვენი
დიასპორის წარმომადგენლებმა შეიძლება განახორციელონ ქართული კულტურის
უკეთ წარმოსაჩენად.
2022 წლის 24 ნოემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე
ბექა
ოდიშარია,
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის
ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, მადრიდში
ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური
ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებზე. დელეგაციის წევრებმა
მოისმინეს დიასპორის წინაშე არსებული ამოცანების შესახებ ინფორმაცია და მათ
სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
საუბარი შეეხო, ასევე, დიასპორის ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყანაში
მიმდინარე
პროცესებში.
საპარლამენტო
დელეგაცია
ესპანეთში
მცხოვრები
დიასპორელი ახალგაზრდების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
2022 წლის 26 ნოემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ
ბექა
ოდიშარიამ,
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის
ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრა გამართა
პორტუგალიის რესპუბლიკაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებთან.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციების მიმართ
სახელმწიფოს
დამოკიდებულებასა
და
იმ
პროგრამებზე
ისაუბრეს,
რაც
ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება.
23
შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია
ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ადამიანებისთვის დიასპორული ორგანიზაციების
გაძლიერება. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა და სხვა შესაბამისი
სამინისტროების
პროგრამებს,
რომლებიც
მიმართულია
დიასპორის
წარმომადგენლებისათვის სასარგებლო სერვისების ხელშეწყობისკენ.
აღსანიშნავია,
რომ
დიასპორისა
და
კავკასიის
საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას ინიციატივით, საზღვარგარეთ სახელმწიფო ვიზიტის
ფარგლებში, სისტემატური სახე მიიღო ადგილსამყოფელ ქვეყანაში ქართული
დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებმა.
8. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების
მიზნით, კომიტეტის წევრები და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, აქტიურად
მონაწილეობდნენ
საერთაშორისო
და
ადგილობრივი
ორგანიზაციებისა
და
ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციებში, შეხვედრებში, საჯარო
ლექციებში, სემინარებსა და სამუშაო ჯგუფებში.
კომიტეტის
წარმატებული
საქმიანობის
ერთ-ერთი
განმაპირობებელი
ფაქტორია - კომიტეტის აპარატის გამართული მუშაობა. კომიტეტმა სამოქმედო
გეგმის შესაბამისად, მოახდინა
აპარატის თანამშრომელთა ჩართვა დარგობრივ
საკითხებთან დაკავშირებულ სემინარებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც
ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ტარდება. კერძოდ, მათ
მონაწილეობა მიიღეს შემდეგ თემებზე გამართულ ფორუმებსა და სემინარებში:
•
„რთული საუბრები სამსახურებრივ გარემოში“;
•
„კიბერჰიგიენა“;
•
„თანამედროვე მენეჯმენტი“;
•
„პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დელეგირება“;
•
საჯარო მოხელეთა ფორუმი – „გუნდურობა და თანამშრომლობა თანამედროვე
ორგანიზაციაში“;
•
საჯარო მოხელეთა ფორუმი - „კონსტიტუციის თავგადასავალი“;
•
საჯარო მოხელეთა ფორუმი - „მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია“;
•
საჯარო მოხელეთა ფორუმი - „სახელმწიფო ენა საჯარო სამსახურში“;
•
საჯარო მოხელეთა ფორუმი - „რატომ არის ზოგი ქვეყანა მდიდარი და ზოგი
ღარიბი“;
•
საჯარო მოხელეთა ფორუმი - „შრომის უსაფრთხოება და შრომითი უფლებები“;
•
საჯარო
მოხელეთა
ფორუმი
-
„როგორ
დავიცვათ
თავი
ციფრული
საფრთხეებისგან“;
24
•
„გუნდური მუშაობა და გუნდური კომუნიკაცია“;
•
პარლამენტის საბიუჯეტო ზედამხედველობის გაძლიერების ინსტრუმენტები“.
კომიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ანალიტიკური საქმიანობა, დარგობრივი
სპეციფიკისა და კომიტეტის დებულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული
მიმართულებების მიხედვით.
კომიტეტში
აქტიურად
მიმდინარეობს
მუშაობა,
ცალკეული
ქვეყნების
მიხედვით, დიასპორული საინფორმაციო ბაზის სრულყოფაზე. მომზადებულია
ათეულობით ქვეყნის მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია დაინტერესებულ
პირთათვის. პერიოდულად ხდება აღნიშნული საინფორმაციო ბაზის განახლება. აქ
თავმოყრილია
უცხოეთში
მოქმედი
დიასპორული
ორგანიზაციების,
სათვისტომოების, საკვირაო სკოლების, ქართველოლოგიური ცენტრებისა და ჩვენი
თანამემამულეების
შესახებ
ანალიტიკური
და
სტატისტიკური
ხასიათის
ინფორმაციები. შესაბამისი მასალების მოძიების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა
თანამშრომლობა საელჩოებთან და საკონსულოებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან
და სათვისტომოებთან. ამ კუთხით, შესრულებულია მოცულობითი საინფორმაციოანალიტიკური სამუშაოები.
9. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
კომიტეტთან ფუნქციონირებს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის
წევრებიც არიან ცნობილი მეცნიერ-კონსულტანტები.
საანგარიშო
პერიოდში
საბჭო
მუშაობდა:
უცხოეთში
მცხოვრებ
თანამემამულეებთან და კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ ორგანიზაციებთან
ურთიერთობის მეცნიერული ანალიზის, სახელმწიფოს რეგიონული და მიგრაციული
პოლიტიკის, ამ სფეროებში არსებული პრობლემატიკის შესწავლის, გამოწვევებისა და
საფრთხეების პრევენციის საკითხებზე.
საბჭოს წევრები
მონაწილეობდნენ
საკომიტეტო
საქმიანობაში.
კერძოდ,
აღსანიშნავია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 31 ოქტომბრის სხდომა,
რომელიც საბჭოს წევრების აქტიური ჩართულობით მომზადდა.
სხდომაზე
„დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ ფორმატში
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. განხილული
იქნა,
როგორც
ემიგრანტების
ისტორიული
მოღვაწეობის
დიასპორის
შედეგები
პრობლემატიკა,
ისე
საზღვარგარეთ
წარმატებული
საქართველოს
პოპულარიზაციის საერთაშორისო კავშირების დამყარების საქმეში.
25
10. სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა
დიასპორისა
და
კავკასიის
საკითხთა
კომიტეტი,
სამოქმედო
გეგმის
შესაბამისად, აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან.
მათ შორის აღსანიშნავია: საგარეო საქმეთა სამინისტრო, განათლებისა
და
მეცნიერების სამინისტრო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,
იუსტიციის სამინისტრო, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სხვა.
საანგარიშო პერიოდში, დარგობრივ სამინისტროებთან და უწყბებთან ერთად,
დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი ღონისძიება:
•
ქართული დიასპორის დღე
27 მაისს, ყოველწლიურად აღინიშნება ქართული დიასპორის დღე. კომიტეტმა
აქტიური მონაწილეობა მიიღო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების
დაგეგმვასა და განხორციელებაში.
წარმატებით ჩატარდა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული,
ყოველწლიური ფორუმი სახელწოდებით „ქართული დიასპორა საქართველოს
ევროპული
მომავლისათვის“,
რომელზეც
განხილულ
იქნა
დიასპორის
მიმართულებით წლის მიღწევები, სამომავლო გეგმები, ძირითადი გამოწვევები და
დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.
ფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლების უმაღლესი
თანამდებობის
პირებმა:
საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა და
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე,
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ.
ფორუმის
ოფიციალური
გახსნითი
ნაწილის
დასრულების
შემდეგ,
მონაწილეებმა მუშაობა გააგრძელეს თემატურ ჯგუფებში: განათლება - „ქართული ენის
კონფერენცია“; კულტურა - „კულტურული დიპლომატია“; ბიზნესი და ეკონომიკა „ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“ და „ციფრული დიასპორა“.
თემატურ
შესწავლასთან
ჯგუფებში
განხილულ
დაკავშირებული
იქნა:
საზღვარგარეთ
პრობლემატიკა;
ქართული
ქართული
ენის
კულტურის
პოპულარიზაციის პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების
ჩართულობა; საქართველოს სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო; ბიზნესის
მხარდამჭერი ეროვნული და საერთაშორისო პროგრამები; საზღვარგარეთ მყოფი
თანამემამულეების
პროფესიული
გამოცდილების
და
პოტენციალის
ქვეყნის
სასიკეთოდ გამოყენების გზები; ინოვაციური მიდგომები და ახალი ტექნოლოგიები,
26
რომელთა
მეშვეობითაც
შესაძლებელი
ხდება
დიასპორასთან
სტაბილური
თანამშრომლობა და უწყვეტი კომუნიკაცია.
ხაზი გაესვა სოციალური მედიის, დიასპორის ციფრული ინიციატივების,
დიასპორული პორტალებისა და ბლოგების გამოყენების მნიშვნელობას ქვეყნის
პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში.
ფორუმში
მონაწილეობდნენ
საზღვარგარეთ
ორგანიზაციების ხელმძღვანელები,
უცხოეთში
მოქმედი
სხვადასხვა
დიასპორული
სფეროში
მოღვაწე
თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, ბიზნესის,
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
• დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის უშუალო ჩართულობით
ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული საგრანტო პროექტები:
„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“
და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“.
აღსანიშნავია, რომ სამივე პროგრამის კომისია არის მრავალრიცხოვანი. მასში
არიან როგორც კომიტეტის წევრები (ბექა ოდიშარია, გივი ჭიჭინაძე, ირაკლი
მეძმარიაშვილი, ქეთევან დუმბაძე) და დარგის სპეციალისტები, ასევე საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
მიმდინარე წელს დაინერგა მონაწილეთა ახალი შეფასების სისტემა, რათა
მაქსიმალურად ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდეს პროცესი.
საგრანტო პროექტებს აქვთ უმნიშვნელოვანესი დატვირთვა - შეუნარჩუნოს
ეროვნული იდენტობა და თვითმყოფადობა ქართულ დიასპორას.
საგრანტო პროგრამა - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ .
დიასპორასთან
ურთიერთობის
სისტემური
მიდგომის
დანერგვის
და
დიასპორული ინიციატივების წახალისების მიზნით, ხორციელდება „დიასპორული
ინიციატივების მხარდამჭერი“ საგრანტო პროგრამა. პროგრამის არსია ეროვნული
ინტერესების
გათვალისწინებით,
გამოკვეთილი
ქვეყნის
პრიორიტეტების
დააფინანსოს საზღვარგარეთ
განვითარების
შესაბამისად,
მცხოვრები
სხვადასხვა
კონკურსის
საქართველოს
ეტაპზე
წესით,
მოქალაქეების მიერ
წარმოდგენილი პროექტები.
აღნიშნული
ინიციატივა
ხელს
უწყობს
საზღვარგარეთ
დიასპორულ
საქმიანობაში, აგრეთვე, ქვეყნის განვითარების პროცესში თანამემამულეთა აქტიურ
ჩართულობას, მათში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის
შენარჩუნებას, სახალხო დიპლომატიის განვითარებას და სამშობლოსთან კავშირის
გაღრმავებას.
მიმდინარე წელს
„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის
ფარგლებში, კომისიის მიერ გამოვლენილ იქნა და დაფინანსდა 17 გამარჯვებული
(სულ იყო 77 განაცხადი).
27
საგრანტო პროგრამა -„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის
ანსამბლების მხარდაჭერა“
საგრანტო პროგრამა საზღვარგარეთ მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების
საჭიროებებზეა მორგებული და მისი მიზანია ხელი შეუწყოს უცხოეთში მოქმედი
ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების ფუნქციონირებას და მათ შემდგომ
განვითარებას.
2021 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საპილოტე რეჟიმში განახორციელა
აღნიშნული საგრანტო პროგრამა. პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა უცხოეთში
მცხოვრებ თანამემამულეებში, რისი გათვალისწინებითაც 2022 წელსაც გამოცხადდა
საგრანტო კონკურსი.
2022 წელს უწყებათაშორისმა კომისიამ გამოავლინა საგრანტო პროგრამის 10
გამარჯვებული (სულ იყო 26 განაცხადი).
საგრანტო პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“
კომიტეტის სამოქმედო გეგმის თანახმად, გაიზარდა უცხოეთში მცხოვრები
ახალგაზრდებისა და სტუდენტური ორგანიზაციების ჩართულობა აღნიშნულ
საგრანტო პროგრამაში.
საგრანტო პროგრამის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ მიზანს
წარმოადგენს
,,ახალგაზრდა
ელჩების“
საქართველოს
პოპულარიზაცია,
ინტეგრაციის
საერთაშორისო
ქვეყნის
დღის
მიერ
ადგილსამყოფელ
ევროპული
წესრიგში
და
ქვეყნებში
ევროატლანტიკური
გააქტიურების
ხელშეწყობა,
საქართველოს უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის
წარმომადგენლებთან ურთიერთობა. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია
სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.
პროგრამის
საზღვარგარეთ,
ფარგლებში,
შესაძლებლობა
იმ
ახალგაზრდებს,
ეძლევათ
რომლებიც
ერთწლიანი
ცხოვრობენ
მანდატით
გახდნენ
„ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი
ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის,
განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის
შესახებ.
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD)
მხარდაჭერით, ქ. თბილისში ტარდება „ახალგაზრდა ელჩების“ „ამბასადორიალი“,
რომელზეც ისინი წარმოადგენენ ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი აქტივობების,
საკუთარი ინიციატივების და სამოქმედო გეგმის შესახებ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო
კანდიდატების
მიერ
წარმოდგენილი
გეგმისა
და
განხორციელებული
საზოგადოებრივი აქტივობების შეფასებაში.
28
მიმდინარე წელს, პროგრამის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“
ფარგლებში, კომისიის მიერ გამოვლენილ იქნა 16 გამარჯვებული (სულ იყო 52
განაცხადი).
აღსანიშნავია, რომ კომიტეტი მომავალშიც ხელს შეუწყობს უცხოეთში
მცხოვრები ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირებას და ჩართვას
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული
პოლიტიკის სფეროებში. 2023 წელს იგეგმება ამ საინტერესო ინსტიტუტის კიდევ
უფრო გაძლიერება და ახალგაზრდა ელჩების რაოდენობის გაზრდა.
თურქეთ - საქართველოს ბიზნეს ფორუმი „ჩვენებურები“
•
მიმდინარე
წლის
10
ივნისს,
თურქეთის
რესპუბლიკაში
მცხოვრები
თანამემამულეების ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და
დიასპორისა
და
კავკასიის
საკითხთა
კომიტეტის
ორგანიზებით,
ჩატარდა
გამორჩეული ღონისძიება - თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი ,,ჩვენებურები“.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვია 100-ზე მეტი თურქი მეწარმე,
პოტენციური ინვესტორი, თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო
პალატის წევრები, სასოფლო-სამეურნეო, კვების, მსუბუქი მრეწველობის, ტურიზმის
და სხვა სფეროს წარმომადგენლები.
შესაბამისი სამინისტროების და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლებმა
მონაწილეებს გააცნეს საქართველოს საინვესტიციო გარემო, კერძო სექტორისთვის და
უცხოელი ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი მექანიზმები, ბოლო პერიოდში
განხორციელებული რეფორმები, რომელიც მეწარმეობასა და, ზოგადად, ქვეყნის
ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ამავდროულად, ფორუმის ფარგლებში
საზოგადოებას წარედგინა თურქ ბიზნესმენთა მიერ საქართველოში წარმატებით
განხორციელებული პროექტები.
•
„ელჩების კონფერენცია 2022“
2022 წლის 26 დეკემბერს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2022“
გაიხსნა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თავმჯდომარემ,
ბექა ოდიშარიამ.
მან ხაზი გაუსვა დიპლომატიური კორპუსის მნიშვნელობას
დიასპორის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაში. აღნიშნა, რომ დიასპორა არის
ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მაგენერირებელი, რომლის წვლილი და
შენატანი
ყოველწლიურად
იზრდება.
მნიშვნელოვანია,
რომ
წარმატებულმა
ქართველმა დიასპორელებმა საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ და ამ
საქმეში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის როლი განსაკუთრებით დიდია.
29
•
ქვეყნის
წინაშე
განსაკუთრებული
ღვაწლის
მქონე
დიასპორის
წარმომადგენელთა დაჯილდოება
სახელმწიფოს მიერ დიასპორის წარმომადგენლების ღვაწლისა და სამშობლოს
განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასების მიზნით, მიგრაციის პოლიტიკის
განვითარების
საერთაშორისო
ცენტრთან
(ICMPD)
თანამშრომლობით,
განხორციელდა
პროექტი სახელწოდებით - „ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული
ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება“.
პროგრამის მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები,
რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე,
საკუთარი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებაში.
კანდიდატების
წარდგენის
უფლება
აქვთ
მხოლოდ
დიასპორის
წარმომადგენლებს შემდეგ 7 ნომინაციაში:
•
მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის;
•
ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის;
•
საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
•
სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის;
•
წლის დიასპორელი სპორტსმენი;
•
საქართველოს უცხოელი მეგობარი;
•
დიასპორული სპეციალური პრიზი.
30 დეკემბერს,
გაიმართა დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულებს
ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის და საქართველოს მატერიალური
კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული
და გადარჩენილი საგანძურის ექსპონატის ასლები გადაეცათ.
კომიტეტის
თავმჯდომარემ,
ბექა
ოდიშარიამ,
ირლანდიელი
ექსპერტი
დიასპორის საკითხებში - კინგსლი თომას აიკინსი დააჯილდოვა.
11. კომიტეტის სპეციფიკური საქმიანობა
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე კომიტეტს ჰქონდა უწყვეტი
კავშირი უკრაინაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან და იქ მცხოვრებ ჩვენს
თანამემამულეებთან.
ომის
დაწყების
პირველივე
დღეებიდან,
კომიტეტის
თავმჯდომარის
დავალებით, აპარატში შეიქმნა ცხელი ხაზი. მოხდა დაკავშირება თითქმის ყველა
დიასპორულ ორგანიზაციასთან უკრაინაში და ათობით ჩვენს თანამემამულეს გაეწია
დახმარება.
15 მარტს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
ინიციატივით,
კომიტეტში
გაიმართა
ონლაინ
შეხვედრა
უკრაინაში
მოქმედი
30
დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
შეხვედრაზე
აღინიშნა,
რომ
უკრაინაში
განვითარებულ
საომარ
მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში,
ოდესაში და ლვოვში
24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და ქმედით
დახმარებას უწევდნენ საქართველოს მოქალაქეებს ევაკუაციასა და ჰუმანიტარულ
საკითხებში.
ამასთან,
უკრაინიდან
მოქალაქეების
გაყვანის
პოლონეთის
მიზნით,
მიმართულებით
საქართველოს
საქართველოს
ხელისუფლებამ
მიიღო
გადაწყვეტილება და დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან.
15-17 აპრილს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,
ბექა ოდიშარია საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა უკრაინაში,
ადგილზე გაეცნო შექმნილ მძიმე ვითარებას და გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი
ხალხის მიმართ.
ამასთან, ბექა ოდიშარია, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, უკრაინელ
ბავშვებსა
და
ომით
დაზარალებულ
მოქალაქეებს
სისტემატურად
პირადად
მასპინძლობდა საქართველოში.
წლის ბოლოს, 23 დეკემბერს,
ბექა ოდიშარიამ საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში და საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს სუამში,
გიორგი ზაქარაშვილს მადლობის სიგელი გადასცა. აღსანიშნავია, რომ გიორგი
ზაქარაშვილს საბრძოლო მოქმედებების დროს, დიპლომატიურ მისიასთან ერთად, არ
დაუტოვებია უკრაინა და ქმედით დახმარებას უწევდა ჩვენს თანამემამულეებს.
დიასპორისა
და
კავკასიის
საკითხთა
კომიტეტი,
განსაზღვრული
პრიორიტეტებისა და დარგობრივი მიმართულებების ფარგლებში, 2023 წლისთვის
კვლავ
გეგმავს
საკანონმდებლო,
საზედამხედველო
და
საზოგადოების
ინფორმირებულობის მიმართულებით აქტიურ საკომიტეტო საქმიანობას, ასევე,
კომიტეტი გააგრძელებს მუშაობას მიმდინარე და ახალ პროექტებზე. მოხდება გაწეული
სამუშაოების ანალიზი, შემუშავებული იქნება ახალი სამოქმედო გეგმა, რა დროსაც
ყურადღება
დაეთმობა
საანგარიშო
პერიოდში
კომიტეტის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულებას.
31