„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-13
ბიუროს ნომერი 223
📜 ტექსტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციასთან დაკავშირებული
უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის პროექტის შესახებ
ა.ა) რეზოლუციის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუციის პროექტი:
რეზოლუციის პროექტის შემუშავების მიზეზია უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთის
ფედერაციაში გამოცხადებული სამხედრო მობილიზების ფონზე, საქართველოში რუს
მიგრანტთა მზარდი უკონტროლო მიგრაციით გამოწვეული, სოციალური, ეკონომიკური და
სხვა სახის გამოწვევების გაჩენა. ამასთან, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური
წარმომადგენლების მხრიდან კეთდება პროვოკაციული განცხადებები საქართველოსთან
პირდაპირი ავიამიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან
დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნული დამატებით საფრთხეს წარმოშობს საქართველოს
ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას და მის
საერთაშორისო სტატუსს.
ზემოაღნიშნული რისკების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთვის
არსებობს რეალური შესაძლებლობა, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი,
მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ფართო გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების
კონტექსტში განიხილოს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი და არ
გადადგას ნაბიჯები, რაც დამატებით რისკებს და საფრთხეებს შეუქმნის ქვეყანას;
ევროპული ოჯახის წევრობისაკენ მიმავალი გზა, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან რეფორმებთან
ერთად, აგრეთვე უკავშირდება ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის კარგად გააზრებას
და იმ პრინციპების შესაბამისად მოქმედებას, რაც მხოლოდ ზრდის და არ ამცირებს ევროპელი
მოკავშირეების ნდობას და ამავდროულად ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული
ინტერესების დაცვას;
მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს ეროვნული უსაფრთხოების
სუვერენიტეტისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.
ზომები
საქართველოს
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის პროექტის მიღების აუცილებლობა:
რეზოლუციის მიღების აუცილებლობა განპირობებულია უსაფრთხოების რისკების გაზრდის
ფონზე მყისიერი და ეფექტური ზომების მიღების მნიშვნელობით, რაც მიზნად ისახავს
გააძლიეროს ეროვნული უსაფრთხოების ზომები საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი
მოქალაქეების კეთილდღეობის დასაცავად.
ა.ბ) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეზოლუციის პროექტის მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობა და აღმასრულებელი
ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყება, მყისიერად და ეფექტიანად, დაარეგულირებს
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის საქართველოში უკონტროლო მიგრაციას და ამ
მიზნით, დაწესდება სავიზო მიმოსვლის რეჟიმი, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები
ეთნიკური ქართველების ინტერესების გათვალისწინებით.
ამასთან, გამოირიცხება რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები პირდაპირი ფრენების
შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, სანამ არსებული რთული გეოპოლიტიკური
ვითარება არ შეიცვლება და პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს წინაშე
არსებული რისკები არ იქნება სრულად ნიველირებული.
ა.გ) რეზოლუციის პროექტის ძირითადი არსი:
რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელი
ხელისუფლების ყველა შესაბამისმა უწყებამ, უნდა იმოქმედონ მყისიერად და ეფექტიანად,
რათა:
1. შეიზღუდოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის საქართველოში უკონტროლო
მიგრაცია. ამ მიზნით მათი საქართველოში უვიზოდ ყოფნის საერთო ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 30 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები
ეთნიკური ქართველების ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული განაპირობებს
მიგრაციის ეფექტიან კონტროლს და რისკების მინიმუმამდე შემცირებას;
2. საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან გააგრძელოს პირდაპირი ავიამიმოსვლის
შეზღუდვის რეჟიმი, სანამ არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება და
პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ზემოხსნებული რისკები არ იქნება სრულად
ნიველირებული.
ა.დ) რეზოლუციის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული პუნქტი წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტთან მიმართებით არ გამოიყენება.
ა.ე) რეზოლუციის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეზოლუციის პროექტის შინაარსის აქტუალობიდან გამომდინარე იგი ძალაში შევა
მიღებისთანავე. პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) რეზოლუციის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) რეზოლუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
რეზოლუციის მიღება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯების დაფინანსებასთან.
ბ.ბ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რესპუბლიკის
რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეზოლუციის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
რეზოლუციით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეზოლუციის პროექტი არ გამოიწვევეს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) რეზოლუციის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის პროექტის ზეგავლენის შეფასება:
რეზოლუციის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
რეზოლუციის პროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) რეზოლუციის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობისშემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეზოლუციის პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისიმუხლი ან/და ნაწილი:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეზოლუციის პროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეზოლუციის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეზოლუციის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეზოლუციის პროექტის ავტორი:
ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, შალვა
კერესელიძე.
ვ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორი:
ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, შალვა
კერესელიძე.
რეზოლუციის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციასთან დაკავშირებული
უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ
ვინაიდან,
რუსეთის ფედერაცია ახორციელებს არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ
სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ
უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ საქართველოს,
შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას;
რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და
ახორციელებს მათ სრულმასშტაბიან ანექსიას;
რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და მის
ფუნდამენტურ პრინციპებს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის კი ის
წარმოადგენს დესტაბილიზაციის ძირითად ფაქტორს;
რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული
განცხადებები და მოქმედებები მიმართულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური საგარეო კურსის მკაფიო ცვლილებისკენ;
რუსეთის ფედერაციამ, მისი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, შესაძლოა
გამოიყენოს საქართველო მასზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით;
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის უვიზო და უკონტროლო მიგრაციული
რეჟიმის გაგრძელება შექმნილ ვითარებაში ქმნის როგორც პოლიტიკურ, ისე
უსაფრთხოების კუთხით არსებულ რისკებს და საბოლოო ჯამში აზიანებს
საქართველოს ეროვნულ ინტერესებს:
-
-
ზრდის საქართველოს დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციის რისკებს;
ზრდის საქართველოს, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების
მქონე სახელმწიფოს საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანების რისკებს;
ზრდის
რუსეთის
ფედერაციაზე
კიდევ
უფრო
მეტად
ეკონომიკური
დამოკიდებულების რისკებს;
ზრდის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში მოქმედი სხვადასხვა ჯაშუშური
ქსელების, შესაძლო დივერსიული და სხვა ანტი-სახელმწიფოებრივი ფარული
საქმიანობის განმახორციელებელი ჯგუფების მოქმედების რისკებს;
ამცირებს, ან სრულად შეუძლებელს ხდის საქართველოში რუსეთის ფედერაციის
მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციისა და მათი საქმიანობის ეფექტიან
მონიტორინგსა და კონტროლს.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია და მათი საქართველოში
გახანგრძლივებული ყოფნა მნიშვნელოვნად ზრდის ეკონომიკურ რისკებს, რაც, მათ
შორის, უკავშირდება მათ მიერ ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სახის კომერციული
საქმიანობის და უძრავი ქონების მასობრივი შესყიდვების დინამიკას, გრძელვადიანი
ბინადრობის მოწმობების აღებას და ამ ქმედებებით, თუ სხვა აქტივობებით
საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას;
რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენა შესაძლოა რუსეთის
ფედერაციას დაეხმაროს, გვერდი აუაროს ევროკავშირის და სხვა სტრატეგიული
პარტნიორების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს/სანქციებს;
მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არსებული მკაფიო უსაფრთხოების
რისკების ფონზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საქართველოში მიგრაცია
სახელმწიფოსგან მოითხოვს მიგრაციის მკაფიო პოლიტიკის ფორმირებას და მისი
განხორციელებისთვის ეფექტიან ინსტიტუციურ კოორდინაციას.
საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს რა, რომ
ზემოაღნიშნული
რისკების
ფონზე
და
იმის
გათვალისწინებით,
რომ
საქართველოსთვის არსებობს რეალური შესაძლებლობა, მიიღოს ევროკავშირის
წევრობის კანდიდატის სტატუსი, მნიშვნელოვანია, საქართველომ ხელისუფლებამ
ფართო გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში განიხილოს რუსეთთან
პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი და არ გადადგას ნაბიჯები, რაც
დამატებით რისკებს და საფრთხეებს შეუქმნის ქვეყანას;
ევროპული ოჯახის წევრობისაკენ მიმავალი გზა, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან
რეფორმებთან ერთად, აგრეთვე უკავშირდება ევროკავშირის უსაფრთხოების
პოლიტიკის კარგად გააზრებას და იმ პრინციპების შესაბამისად მოქმედებას, რაც
მხოლოდ ზრდის და არ ამცირებს ევროპელი მოკავშირეების ნდობას და
ამავდროულად ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას;
მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს ეროვნული უსაფრთხოების ზომები საქართველოს
სუვერენიტეტისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.
ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა
შესაბამისმა უწყებამ, უნდა იმოქმედონ მყისიერად და ეფექტიანად, რათა:
1. შეიზღუდოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის საქართველოში
უკონტროლო მიგრაცია და ამ მიზნით, დაწესდეს სავიზო მიმოსვლის რეჟიმი,
რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ინტერესების
გათვალისწინებით. აღნიშნული განაპირობებს მიგრაციის ეფექტიან კონტროლს და
რისკების მინიმუმამდე შემცირებას;
2. საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან არ აწარმოოს მოლაპარაკებები პირდაპირი
ფრენების შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, სანამ არსებული რთული
გეოპოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება და პოლიტიკური სიტუაციიდან
გამომდინარე ზემოხსნებული რისკები არ იქნება სრულად ნიველირებული.