საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1620/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-08
ბიუროს ნომერი 220

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1620/23 08-02-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში შინაარსი I. ზოგადი ინფორმაცია ............................................................................................................................ 3 II. კანონშემოქმედებითი საქმიანობა ..................................................................................................... 4 ა) ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობა .................................................................................... 5 ბ) წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული საკანონმდებლო ინიციატივები ................ 18 გ) „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით განხილული საკანონმდებლო ინიციატივები 43 დ) საერთაშორისო ხელშეკრულებები............................................................................................. 50 III. საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა .................................................... 51 IV. თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საქმიანობა ....................................... 51 V. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა .................................................................................................................................. 52 2 I. ზოგადი ინფორმაცია 2022 წელს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მის უფლებამოსილებებში შემავალი, საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კომპეტენციები მოიცავს საკანონმდებლო და სხვა საკითხების წინასწარ მომზადებას, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას და პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის უზრუნველყოფას. ამ ფუნქციების შესასრულებლად კი 2022 წელს კომიტეტმა და კომიტეტის აპარატმა საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდეგი მიმართულებებით განახორციელა:  კანონშემოქმედებითი საქმიანობა;  საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა;  თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საქმიანობა;  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა;  დაინტერესებული პირების კორესპონდენციის დამუშავება, მასზე რეაგირება. განსაკუთრებით აღსანიშნავია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული ის საქმიანობა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებას ემსახურება, რაც მთელი რიგი კანონპროექტების ინიციირებაში, მათ განხილვასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის გატარებაში გამოიხატა. ამ მხრივ კომიტეტმა და კომიტეტის აპარატმა საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი განვლო. 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამართა 52 სხდომა და განიხილა:  64 საკანონმდებლო ინიციატივა (305 კანონპროექტი), კერძოდ:  წამყვანი კომიტეტის სტატუსით  43 საკანონმდებლო ინიციატივა (117 კანონპროექტი);  „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით  21 საკანონმდებლო ინიციატივა (188 კანონპროექტი);  1 კონცეფცია („სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით);  საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული 1 საკითხი;  33 საკანონმდებლო წინადადება;  საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული 6 საკითხი;  თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული 6 საკითხი. 3 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, როგორც საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინა 5 საკანონმდებლო ინიციატივა, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა მონაწილეობით პარლამენტს წარედგინა 50 საკანონმდებლო ინიციატივა. 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატმა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა განახორციელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ 22 საქმეზე. 2022 წლის განმავლობაში კომიტეტს წარედგინა და კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის საქმიანობის ფარგლებში დამუშავდა 1068 კორესპონდენცია (წერილი, განცხადება). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხების დამუშავებაში აქტიურად მონაწილეობს კომიტეტის აპარატი. ამასთანავე, კომიტეტის აპარატში შექმნილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობის ჯგუფი და ანალიტიკური ჯგუფი, რომლებმაც 2022 წელს თავიანთი საქმიანობის მიმართულებით ასევე შრომატევადი და აქტიური მუშაობა გასწიეს. 2022 წლის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავისი საქმიანობის განხორციელებისას აქტიურად ითანამშრომლა საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლობებთან, ვენეციის კომისიასთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს განხილული საკითხების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მოცემულია შემდეგ თავებში. II. კანონშემოქმედებითი საქმიანობა კომიტეტის საქმიანობიდან, პირველ რიგში, აღსანიშნავია კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ამ მხრივ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უფლებამოსილებებს განეკუთვნება კერძო სამართლის, სისხლის სამართლისა და საჯარო სამართლის სხვა გარკვეულ სფეროებში შემავალი კანონპროექტების განხილვა და მათზე სათანადო დასკვნების მომზადება. 2022 წელს კომიტეტმა ამ სფეროების განვითარებასა და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მთელი 4 რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა, რაც კომიტეტმა საქართველოს მთავრობასთან, სხვა უწყებებსა და დაინტერესებულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. ა) ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობა საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა ევროკავშირში გაწევრების განაცხადი. ამ განაცხადთან დაკავშირებით 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, რომლითაც ევროკომისიამ გასცა ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის საქართველოსთვის მინიჭების რეკომენდაცია; ამასთანავე, ევროკომისიამ იმავე დასკვნით განსაზღვრა 12 პუნქტისაგან შემდგარი გარკვეული პრიორიტეტული ამოცანები და მიუთითა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა საქართველოს მიერ ამ ამოცანების შესრულება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც აღინიშნა, რომ ევროპული საბჭო აღიარებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ამოცანებს, ევროპული საბჭო მზად არის, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. აღნიშნული პრიორიტეტული ამოცანების შესრულების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ მყისიერად შეიმუშავა დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ხოლო საქართველოს პარლამენტში შეიქმნა მთელი რიგი სამუშაო ჯგუფები. მათგან 5 კი 2022 წლის 4 აგვისტოს შექმნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, შემდეგი მიმართულებებით: „დეოლიგარქიზაცია“; სასამართლო რეფორმა; საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვა; ანტიკორუფციული ღონისძიებები; სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება.1 ამ სამუშაო ჯგუფების ფარგლებში შემუშავდა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარედგინა მთელი რიგი კანონპროექტები, რომელთა ნაწილი უკვე მიღებულია სამივე მოსმენით, ხოლო ნაწილი გაგზავნილია ვენეციის კომისიასა და OSCE/ODIHR1 აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია იხ. ვებგვერდებზე: https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/iuridiuli/oqmebi/2022/1-danarti.pdf https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/iuridiuli/oqmebi/2022/2-danarti.pdf https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/iuridiuli/oqmebi/2022/3-danarti.pdf https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/iuridiuli/oqmebi/2022/4-danarti.pdf https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/iuridiuli/oqmebi/2022/5-danarti.pdf https://parliament.ge/parliament/committees/50928/documents შემდეგ 5 ში და, შესაბამისად, პარლამენტი მათ განხილვას დაასრულებს ვენეციის კომისიიდან და OSCE/ODIHR-დან დასკვნების მიღების შემდეგ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე 2022 წელს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინა და წამყვან კომიტეტად განისაზღვრა შემდეგ კანონპროექტებზე: 1. საქართველოს კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ (N07-3/254; 05.10.2022): კანონპროექტით წესრიგდება ძირითადად შემდეგი საკითხები: „ოლიგარქის“ ცნების განმარტება; პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები. კანონპროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს, უკრაინის კანონთან მიმართებით კი ევროკომისიამ გასცა უკრაინის მიერ ამ კანონის იმპლემენტაციის რეკომენდაცია.2 „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია მეორე მოსმენით და გაგზავნილია ვენეციის კომისიასა და OSCE/ODIHR-ში. საქართველოს პარლამენტი მის განხილვას გააგრძელებს ვენეციის კომისიიდან და OSCE/ODIHR-დან დასკვნის მიღების შემდეგ. 2. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტები: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/265; 09.11.2022): საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გაგზავნილია ვენეციის კომისიასა და OSCE/ODIHR-ში. საქართველოს პარლამენტში მისი პირველი მოსმენით განხილვა დაიწყება ვენეციის კომისიიდან და OSCE/ODIHR-დან დასკვნის მიღების შემდეგ. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს შემდეგ ძირითად საკითხებს:  დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი. ამ ცვლილების მიზანია ასევე სათანადო საკანონმდებლო 2 იხ. ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის შესაბამისი დასკვნა: https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/opinion-ukraines-application-membership-europeanunion_en 6     3 ნორმების შესაბამისობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის N1/4/693,857 გადაწყვეტილებასთან საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებისა და საბჭოს წარდგინების გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით დგინდება შემდეგი შეზღუდვა: თუ საჩივრის განხილვის შედეგად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ დაადგინა, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო, მისი მიდგომა დისკრიმინაციული იყო ან/და მან გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ხელახალი განკარგულების/ხელახალი წარდგინების მიღების პროცესში აღარ მონაწილეობს. იცვლება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის კონკურსის წესით დანიშვნის წესი; კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეს ნიშნავს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით; კონკურსის წესით მოსამართლის დანიშვნისას საბჭო ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცედურაში მონაწილე საბჭოს წევრობის კანდიდატი უფლებამოსილი იქნება, კენჭისყრამდე მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება მისი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში მის მიერ საბჭოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. წესრიგდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებული ერთ-ერთი საკითხი; კერძოდ, განისაზღვრება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ ასეთ კანდიდატს. იხ. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1268 7  „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მთელი რიგი ნორმები იხვეწება და უმჯობესდება შინაარსობრივი დაზუსტების, სამართლებრივი ტექნიკის, სისტემურობის, სტრუქტურული და რედაქციული თვალსაზრისით. 3. საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/241; 21.09.2022): საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულია სამივე მოსმენით და ითვალისწინებს ძირითადად შემდეგ საკითხებს:  შემოღებულ იქნა არჩევნების საქართველოს ამომრჩევლის უმრავლესობისთვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების პრინციპი; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანსა და ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო უბნებში ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელდება. საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა აგრეთვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტის განხორციელების წესი. შედეგად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ხმის მიცემის უფლებითა და ამ მხრივ სხვა სათანადო პროცედურებით ისარგებლებს ამომრჩევლის სულ მცირე 70%. იმ საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები კი, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი, გადაყვანილ იქნება ციფრულ ფორმატში და ამ სახით კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში განთავსდება ინტერნეტსივრცეში, სადაც მათი გაცნობა შეეძლება ნებისმიერი დაინტერესებულ პირს.  გაფართოვდა იმ საუბნო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიების მაქსიმალური ფარგლები, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებამდე მოქმედი კანონის თანახმად, საარჩევნო უბანი იქმნებოდა არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, ხოლო იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას აძლევდნენ ცალკეული სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები (საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლები), ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო; საკანონმდებლო ცვლილებით კი განისაზღვრა, რომ ის საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, შეიძლება 3000-მდე რაოდენობის ამომრჩევლისთვისაც შეიქმნას. 8  საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებსა და მის შემდგომ ჩატარებულ არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურები აღარ განხორციელდება საქართველოს მოქალაქის არაელექტრონული პირადობის მოწმობით (პირადობის მოწმობით, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი).  გაფართოვდა კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის (საარჩევნო ბიულეტენთა გადათვლის) შემთხვევათა ჩამონათვალი; კერძოდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია:  ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია დათვალოს/შეამოწმოს მხოლოდ ის საარჩევნო დოკუმენტაცია, რომლის დათვლაც/შემოწმებაც საკმარისია აღნიშნული გადასწორებული მონაცემის/მონაცემების უტყუარობის დასადგენად, ხოლო თუ აღნიშნული საარჩევნო დოკუმენტაციის დათვლის/შემოწმების შედეგი გადასწორებულ მონაცემს/მონაცემებს არ დაემთხვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს როგორც საარჩევნო ბიულეტენები, ისე ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა;  ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს არ დაემთხვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა.  ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 5-ით ან 5-ზე მეტით აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო 9 ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა;  ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 10-ით ან 10-ზე მეტით ნაკლებია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა.  სავალდებულო გახდა კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე ამომრჩევლის მიმართ მარკირების გამოყენება.  2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესის მოქმედების ვადა.  შეიცვალა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების (საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის) არჩევის წესი; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებამდე მოქმედი კანონის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველივე სხდომაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადით, სახელობითი კენჭისყრით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან ირჩევდა საუბნო საარჩევნო კომისია, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ. კანდიდატურის წარდგენის უფლება ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრს. საკანონმდებლო ცვლილებით კი განისაზღვრა, რომ საქართველოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს აირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს  ცესკო, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევისთვის კანონით დადგენილი წესით. 10  საუბნო საარჩევნო კომისიის არჩეული წევრისა და ხელმძღვანელი პირებისთვის დადგინდა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის არჩეულ წევრს უნდა ჰქონდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს − საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი, გარდა კანონით გათვალისწინებული ცალკეული საგამონაკლისო შემთხვევებისა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატისა და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის მოქმედების ვადად საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა შესაბამისი გამოცდის ჩაბარებიდან 5 წელი, ხოლო მათი მოქმედების ვადის გაგრძელების პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.  საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფუნქციებს დაემატა ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების ჩატარების ფუნქცია.  ცესკოს უფლებამოსილებებს დაემატა სერტიფიკატის (საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის) მფლობელ პირთა მონაცემების ბაზის წარმოების უფლებამოსილება. აღნიშნული მონაცემების ბაზა დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.  დადგინდა დამატებითი შეზღუდვები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად პირთა არჩევასთან დაკავშირებით; კერძოდ, აღნიშნული საარჩევნო კომისიის წევრად, საკანონმდებლო ცვლილებამდე მოქმედ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ან ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.  იგივე დამატებითი შეზღუდვები დადგინდა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებლის მიმართ; კერძოდ, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი, საკანონმდებლო ცვლილებამდე მოქმედ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ასევე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ან ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების 11         წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა, რომ პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური  2023 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ უზრუნველყოფს ცესკოს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს მიენიჭათ არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება, ხოლო ამ მიზნით მათი რეგისტრაციის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით შეიცვალა ჯარიმით 2000 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით. ამასთანავე, 3 წლამდე გაიზარდა ამ სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა. 100-დან 60-მდე შემცირდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში წარსადგენი პარტიული სიით გათვალისწინებულ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა. 60%-ით (2.5-ჯერ) შემცირდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში წარსადგენი პარტიული სიით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა და, შესაბამისად, იგი საკრებულოს წევრთა რაოდენობის ორ მეხუთედს (40%-ს) გაუთანაბრდა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატისა და მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატისთვის დადგენილი ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოში სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტის თაობაზე შეიცვალა საქართველოში სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტის შესახებ მოთხოვნით. დაზუსტდა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენასთან დაკავშირებული ვადები. 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესის მოქმედების ვადა, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე. დაზუსტდა ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების დაწყების ვადა; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მის წევრთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან. 12  დაზუსტდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 12 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო კენჭისყრის დღემდე წარდგენილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ განცხადებაზე/საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.  დაზუსტდა საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადების/საჩივრის წარდგენისა და განხილვის ცალკეული ვადები, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.  განახევრდა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი (საკანონმდებლო ცვლილებამდე მოქმედი კანონის თანახმად, პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა ყოფილიყო საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ზე მეტი, ხოლო საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ს). 4. საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის 13 თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტები: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/259; 26.10.2022); აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/270; 22.11.2022): საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულია სამივე მოსმენით და ითვალისწინებს შემდეგ ძირითად საკითხებს:  საკანონმდებლო ცვლილებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.  ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანაა, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რისთვისაც იგი: 14  შეიმუშავებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებულ წინადადებებს და მათ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს;  შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და მას დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარუდგენს;  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით კოორდინაციას უწევს შესაბამისი ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას;  ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას, მათი შესრულების მიზნით შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და გასცემს სათანადო რეკომენდაციებს;  შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამის წინადადებებს, ამ საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;  კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლს, მის შენახვას, მონიტორინგსა და საჯაროობას და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;  შეიმუშავებს მამხილებლის დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ შესაბამის წინადადებებს, მამხილებლის დაცვის საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;  კანონის შესაბამისად ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;  იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ სამართალს და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს;  ხელს უწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის, სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას; 15      წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ; თავისი ინიციატივით ან ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საბჭოს მოთხოვნით ანტიკორუფციულ უწყებათაშორის საბჭოს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების თაობაზე. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლებამოსილების 6 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ კანდიდატთაგან, რომლებსაც კონკურსის წესით შეარჩევს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების (მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის) და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია. განისაზღვრა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილებები, მისი თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები და ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის, მისი დამოუკიდებლობის გარანტიები. ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობისთვის საჭირო ასიგნებები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ანტიკორუფციული ბიუროსთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის წინასწარი თანხმობით. შეიცვალა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სახელწოდება და იგი შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: „უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭო“. ანტიკორუფციული საბჭოს უფლებამოსილებები კი შემდეგი სახით განისაზღვრა: ანტიკორუფციულ საბჭოს უფლება აქვს:  ანტიკორუფციულ ბიუროს მოსთხოვოს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების თაობაზე პერიოდული ანგარიშის წარდგენა და მოისმინოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მისთვის წარდგენილი აღნიშნული ანგარიში;  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 16 სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები;  ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მისცეს მას სათანადო რეკომენდაციები.  შეიცვალა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის სათაური და იგი შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი. 5. საქართველოს კანონების პროექტები: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/258; 19.10.2022): საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულია სამივე მოსმენით და ითვალისწინებს შემდეგ ძირითად საკითხებს:  გაფართოვდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდა აგრეთვე:  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს;  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე („განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება“), 332-ე („სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“), 333-ე („სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“), 341-ე („სამსახურებრივი სიყალბე“) და 3691 („სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია“) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ ეს დანაშაული სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სხვა დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას გამოავლინა.  საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული შეკრების თავისუფლების გაუვრცელებლობის არეალში მოექცნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებიც, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისთვის პასუხისმგებელი ორგანოს თანამშრომლები. 17  გაიზარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებამდე მოქმედი კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთაგან შეიძლებოდა სახელმწიფო სპეციალური წოდება მინიჭებოდა და სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან დაკავშირებული სათანადო სოციალური დაცვის გარანტიებით ესარგებლა მხოლოდ სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს. საკანონმდებლო ცვლილებით კი ეს შესაძლებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ყველა თანამშრომელზე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) გავრცელდა.  2 თვიდან 3 თვემდე გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელის დადების ზოგადი ვადა.  დაზუსტდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის კომიტეტის მიერ მისი მოსმენის შემთხვევაში კომიტეტისთვის წარსადგენი ინფორმაციისა და მოსაზრებების შინაარსი. ბ) წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული საკანონმდებლო ინიციატივები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ზემოაღნიშნული კანონპროექტების გარდა, 2022 წელს წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა აგრეთვე შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები: 1. საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/234; 31.08.2022): კონსტიტუციური კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N1324-რს კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში და მათ ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, „მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.“ კონსტიტუციური კანონის პროექტი მიზნად ისახავს ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთ-ერთი მათგანის შესრულების 18 ხელშეწყობას და ინიციირებულია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მიზნიდან გამომდინარე. 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის და მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/189; 06.04.2022): საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდასა და დაზარალებულის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას, აგრეთვე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უკეთ დაცვის უზრუნველყოფას. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ძირითადად შემდეგ საკითხებს: − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე, კერძოდ, კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის ღონისძიებაზე აღარ ვრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სტანდარტი (საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს აღნიშნული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია ჩატარდეს პროკურორის დადგენილების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით). − გამომძიებელს განესაზღვრა უფლებამოსილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, წერილობით ან მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის საშუალებით წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში პროკურორი კანონით დადგენილი წესით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული 19 − − − კომუნიკაციის კომპანიისგან გამოითხოვს ინფორმაციას სატელეფონო ნომრისა და მისი მფლობელის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ. განისაზღვრა, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, პოლიციელისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის მათი თანამდებობების თანაბარ (ტოლფას) თანამდებობებზე გადაყვანისა და სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანის (სამსახურებრივი გადაადგილების) პირობები და წესი. დაიხვეწა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობა, ამასთანავე, მთელ რიგ შემთხვევებში გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულთა ჩადენისათვის (ცვლილება შეეხო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე („განზრახ მკვლელობა“), 109-ე („განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“), 117-ე („ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება“), 118-ე („ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება“) და 120-ე („ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება“) მუხლებს). გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით („ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება“) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/269; 22.11.2022): კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლში და ზუსტდება, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემის გამოთხოვის შესახებ პროკურორის დადგენილებისა და სასამართლოს განჩინების ეგზემპლარები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც მიეწოდება. 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, ალექსანდრე ტაბატაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, რესან კონცელიძის, გია ბენაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, ეკა სეფაშვილის, რატი იონათამიშვილის, გიორგი ხელაშვილის და კახა კახიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/195; 13.04.2022): საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ახალი ვადები (ახლებურად განისაზღვრა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხანგრძლივობა) და ახლებურად მოწესრიგდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინების გადავადების საკითხი, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული 20 საგამოძიებო მოქმედება. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელი გახდა დამატებით იმ დანაშაულებთან მიმართებითაც, რომელთა ჩადენა, მათი ბუნებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჰიბრიდული ომის წარმოებასთან (მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ), ორგანიზებულ დანაშაულთან, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასთან, წამების მუქარასთან და ტერორისტული დანაშაულის (ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება, ტერორისტული აქტის ხელშეშლისათვის ზომების მიუღებლობა) ჩადენასთან, აგრეთვე ნაკლებად მძიმე კატეგორიის ისეთი დანაშაულის ჩადენასთან, რომელიც მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის წინაპირობა შეიძლება იყოს. აღნიშნული ცვლილებები მიმართულია საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესებისკენ და სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს.4 5. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის და მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N073/190; 06.04.2022): საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამატებითი გარანტიებით უზრუნველყოფასა და მისი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ძირითადად შემდეგ საკითხებს: − გაფართოვდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. − სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამის მოადგილეს მიენიჭა უფლებამოსილება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეზე წერილობით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ დასაბუთებული წინადადებით. 4 იხ., მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: კენედი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Kennedy v. the United Kingdom), განაცხადი N26839/05, 161-ე და სხვა პუნქტები; რომან ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ (Roman Zakharov v. Russia), განაცხადი N47143/06, 244-ე, 250-ე, 287-ე და სხვა პუნქტები. 21 − − − − − − − − სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ პირებს მიენიჭათ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიენიჭა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის საჩივრით დაუბრკოლებლად (ნებისმიერ დროს) მიმართვის უფლება. განისაზღვრა, რომ წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს, მათ შორის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გაიზარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. სპეციალური საკანონმდებლო ნორმებით მოწესრიგდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები. დაზუსტდა სპეციალური საგამოძიებოს სამსახურის იმ თანამშრომელთა წრე, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარებისა და გამოყენების უფლება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უფლება მიეცა, მისი ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით, გადაუდებელი აუცილებლობისას გამოიყენოს იმ უწყების ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები (იმავე უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე), რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზედაც აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას. დაზუსტდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ კორესპონდენციის განხილვისა და მოქალაქეთა მიღების ზოგად პროცედურებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. 6. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, გიორგი ამილახვარის, მიხეილ სარჯველაძის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, ფრიდონ ინჯიას, ნინო იობაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ალუდა ღუდუშაურის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/237; 14.09.2022): საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებაზე ან/და იმ ქონებაზე ყადაღის დადების მტკიცებულებითი სტანდარტი, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, აგრეთვე დადგინდა ასეთ ქონებაზე ყადაღის დადების ვადა. საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2022 წლის 25 თებერვალს გამოტანილი N2/1/1434,1466 გადაწყვეტილების5 შინაარსის კანონში ასახვას და კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. 5 იხ. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=13240 22 7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/349; 15.05.2019): საკანონმდებლო ცვლილებებით გამკაცრდა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ცივი იარაღის ტარებისათვის, რაც შესაბამისი სამართალდარღვევების თავიდან აცილებასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. 8. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/191; 10.10.2022): საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ახლებურად წესრიგდება ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები, კერძოდ: იცვლება ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიზაციის წესი, დგინდება შესაბამისი კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ნებართვის კონკრეტული ვადით გაცემისა და იარაღის ხელახალი რეგისტრაციის წესი, იზრდება შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირთა უფლებები, რომლებიც იარაღის ბრუნვასთან არის დაკავშირებული, მოცემულ სფეროში განისაზღვრება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ემსახურება იარაღის უკანონო ბრუნვაში მოხვედრის თავიდან აცილებასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. 9. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/199; 21.04.2022): საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და მიზნად ისახავს დაცვის უფლების უფრო ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით განისაზღვრება, რომ ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის 23 მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, უფლება აქვს წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე; პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე, უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ადვოკატისთვის იმავე განცხადებაში დაფიქსირებულ სატელეფონო ნომერზე შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა; ბრალდებულის ადვოკატისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ხორციელდება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით. 10. საქართველოს პარლამენტის წევრების: ვახტანგ მეგრელიშვილის, იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილის და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/131; 02.12.2021): კანონპროექტის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ენიჭებათ ერთმანეთთან მიმოწერის, სატელეფონო საუბრით სარგებლობისა და ვიდეოპაემანით სარგებლობის უფლება, თუ ისინი ერთმანეთისთვის ოჯახის წევრები არიან. 11. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ქეთევან დუმბაძის, სოზარ სუბარის, ალუდა ღუდუშაურის, ნინო იობაშვილის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ხათუნა კვიციანის, მარიამ ლაშხის და ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/192; 13.04.2022): საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც გადახდისუუნარო პირად მიიჩნევა, სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), ხოლო აღნიშნული პირი, რომელიც გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) და კანონით დადგენილი წესით დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) იურიდიული დახმარების სამსახურისთვის მიმართვამდე 12 თვის განმავლობაში პირის, როგორც ფიზიკური პირის, დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა შესაბამისი ცნობის გაცემის მომენტისთვის არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში 24 აღნიშნულ ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს (სხვადასხვა ან ერთ კომერციულ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება აღნიშნულ ანგარიშებზე არსებული თანხების ჯამური ოდენობა); ბ) პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დგინდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების საფუძველზე. საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის დადგენის წესიც. ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებით უზრუნველყოფილ იქნა, რომ ოჯახური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობისათვის დაზარალებულს აღარ მოეთხოვება გადახდისუუნარო პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის წარდგენა, არამედ საკმარისია მის მიერ შემოსავლის ფაქტობრივად არქონის ფაქტის დადასტურება, რაც ამგვარ სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულის დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. 12. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ალუდა ღუდუშაურის, ქეთევან დუმბაძის, მაია მენაღარიშვილის და ნინო იობაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/231; 17.08.2022): „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით დგინდება იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი იურიდიული დახმარების იმ ხარჯების გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, რომლებიც დაეკისრა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოში სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვის შედეგად. „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით კი დგინდება მინიმალური 500ლარიანი ზღვარი დავის ერთი მხარის მიერ დავის იმ მხარის (მეორე მხარის) წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, რომლის სასარგებლოდაც სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. ამასთანავე, იმავე კანონპროექტით ზუსტდება, რომ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯები გულისხმობს როგორც ფაქტობრივად გაწეულ დანახარჯს, ისე წერილობითი ფორმით დადასტურებულ ვალდებულებას წარმომადგენლისთვის მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების მიცემის თაობაზე. 13. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ამილახვარის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ სარჯველაძის, ირაკლი ბერაიას, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ნინო იობაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, სავალან მირზოევის, 25 ანზორ ბოლქვაძის, ზაალ მიქელაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანის, გიორგი ხელაშვილის, ხატია წილოსანის, ხათუნა კვიციანის, თეონა აქუბარდიას, ფრიდონ ინჯიას და ლევან იოსელიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/205; 04.05.2022): საკანონმდებლო ცვლილებით შეიცვალა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლი და განისაზღვრა, რომ მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის: ა) პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ბ) პირი, რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; გ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; ან დ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით შეიცვალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთი ნორმა, რის შედეგადაც, მარტოხელა დედისთვის დადგენილი საგადასახადო შეღავათი, რომელიც მარტოხელა დედის კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 3000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავლის საშემოსავლო გადახდისგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა, მარტოხელა მამაზედაც გავრცელდა. მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსის დასადგენად საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრის საკითხის ახლებურად მომწესრიგებელი საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2021 წლის 28 დეკემბერს გამოტანილი N1/6/1320 გადაწყვეტილების6 შინაარსის კანონში ასახვას და კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. 14. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/425; 18.12.2019): საკანონმდებლო ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მიერ გარიგების დადების საკითხი და განისაზღვრა ასეთი პირის მიერ გარიგების დადების წესები. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, იმ პირს, რომელიც გარიგებას ხელს თვითონ ვერ მოაწერს წერა-კითხვის არცოდნის ან ხანგრძლივი ან შეუქცევი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს; ამ უკანასკნელის ხელმოწერა ოფიციალურად უნდა დამოწმდეს; ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა პირმა გარიგებას ხელი ვერ მოაწერა. საკანონმდებლო ცვლილებამდე მოქმედი საქართველოს 6 იხ. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=12956 26 სამოქალაქო კოდექსის ნორმა ზედაპირულად და არასრულად (არასათანადოდ) აწესრიგებდა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მიერ გარიგების დადების საკითხს. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებით დაწვრილებით მოწესრიგდება წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მიერ გარიგების დადების საკითხი, მასთან დაკავშირებული წესები და დადგინდა ერთიანი სათანადო სტანდარტი. 15. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/210; 18.05.2022): საკანონმდებლო ცვლილებით კანონის დონეზე შემოღებულ იქნა საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის პრინციპი და განისაზღვრა აღნიშნული სტაჟირების გავლის წესები და პირობები. ამასთანავე, განისაზღვრა, რომ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება. საკანონმდებლო ცვლილებები ხელს უწყობს სათანადო განათლების მქონე იმ პირთა საჯარო სამსახურის სისტემაში დასაქმებას, რომელთაც საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მუშაობის სტაჟი არ გააჩნიათ, რაც, თავის მხრივ, ზრდის მათი პროფესიული უნარების, ცოდნისა და კვალიფიკაციის გაუმჯობესების შესაძლებლობას. ეს კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება საჯარო დაწესებულების საქმიანობაზედაც. 16. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/218; 22.11.2022): „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გარდამავალი პერიოდისა და ამ პერიოდში ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განსხვავებულად მომწესრიგებელი ნორმების მოქმედების ვადა საკანონმდებლო ცვლილებით 2022 წლის 31 დეკემბრიდან გაგრძელდა 2025 წლის 1 იანვრამდე. 17. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N073/207; 04.05.2022): საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავდა ერთიანი მიდგომისა და სტანდარტის დანერგვას მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების დაწყების დროისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების დაწყების დროის განსაზღვრასთან დაკავშირებით; შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა შემდეგი: 27 − − − − ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები. შუალედურ არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება საკრებულოს აღნიშნული წევრის არჩევა. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება. ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება ამ მერის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ მერს. 18. საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, ჰერმან საბოს, ვახტანგ მეგრელიშვილის და იაგო ხვიჩიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/164; 03.02.2022): უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები საკანონმდებლო ცვლილებით საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე გათავისუფლდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენის მოთხოვნისაგან. ამ ცვლილებამ განაპირობა პოლიტიკურ პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში დასანიშნი წევრების შერჩევის თავისუფლების ფარგლების გაზრდა. 19. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/177; 15.03.2022): საკანონმდებლო ცვლილებით შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სხვადასხვა ნორმა, რაც მიზნად ისახავდა ამ კანონის საქართველოს 28 კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის უზრუნველყოფას; კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს დავას შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ. თუმცა კონსტიტუციით განსაზღვრული, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს უფლებამოსილება და მისი განხორციელების პირობები საკანონმდებლო ცვლილებამდე ჯეროვნად არ იყო ასახული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების მიღების შედეგად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში სათანადოდ აისახა ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული. 20. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით უსუფაშვილის, ანა ნაცვლიშვილის და შალვა შავგულიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/184; 30.03.2022): კანონპროექტით ახლებურად წესრიგდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების/დასკვნის მიღების ვადის საკითხი და დგინდება, რომ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტილების ან დასკვნის მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან; განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ ვადას არაუმეტეს 6 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. 21. საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე ტაბატაძის, ირაკლი ბერაიას, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/120; 16.11.2021): საკანონმდებლო ცვლილებით შეიცვალა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 190-ე მუხლი და ახლებურად განისაზღვრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით დაზუსტდა იმ ქმედებათა შემადგენლობა, რომლებიც საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული. საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და საქართველოს სახმელეთო 29 საზღვრის დაცვის გაძლიერებას. საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და ადმინისტრაციულ სახდელებს:  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით (იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით).  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, რამაც გამოიწვია სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით, ხოლო რამაც გამოიწვია სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვა) დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით (იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით).  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი საქმიანობის, ობიექტის მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით (იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით).  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი საქმიანობის, ობიექტის მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით, ხოლო რამაც გამოიწვია სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვა) დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით (იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით).  სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო-, ვიდეო- ან/და აეროგადაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 30 ლარის ოდენობით (იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით). 22. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, რამინა (რიმა) ბერაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია ბითაძის, ნოდარ ტურძელაძის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას და გივი ჭიჭინაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/214; 25.05.2022): საკანონმდებლო ცვლილებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემა (მისი ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით). ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის, თვითნებური გაჩეხვისთვის ან/და გადატანისთვის (მათ შორის, მწვანე ნარგავის ისე დაზიანებისთვის ან თვითნებურად გაჩეხვისთვის, რომ ვერ დგინდება დაზიანებული ან თვითნებურად გაჩეხილი მწვანე ნარგავის სახეობა), მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმა გაიზარდა 500 ლარიდან 5000 ლარამდე, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დადგენილი ჯარიმა − 1000 ლარიდან 10000 ლარამდე. საკანონმდებლო ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა ასევე მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურების ან დაზიანების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოთვლის ცალკეული საკითხები. საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის გაუმჯობესებას და გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევათა შემცირებას. 23. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ზარქუას, მაია ბითაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, რამინა (რიმა) ბერაძის და სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/211; 18.05.2022): საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებით შეიცვალა კოდექსის სხვადასხვა ნორმა, რის შედეგადაც ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები აღარ ექცევა კოდექსის 208-ე მუხლის ფარგლებში როგორც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული 31 სამართალდარღვევები; მათი განხილვისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება მიენიჭა მუნიციპალიტეტს. ეს სამართალდარღვევებია: სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა (552 მუხლი); დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება (771 მუხლი); ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება (მუხლი 772 ); კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრა (1461 მუხლი); მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა (148-ე მუხლი); მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის თვითნებური შეცვლა (1501 მუხლი); მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება (151-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას (152-ე მუხლი); საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა (1522 მუხლი); გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე (1534 მუხლი); რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა (159-ე მუხლი); არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება) (1591 მუხლი). ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებით შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით გაიზარდა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებზე სწრაფ რეაგირებას და სასამართლოს გარკვეულ საქმეთა განხილვისაგან განტვირთვას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილი ცვლილებით გაიზარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმების ოდენობა) III და IV კლასების შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული უნებართვო მშენებლობისთვის (130-ე მუხლი), სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევისა (132-ე მუხლი) და მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობისთვის (136-ე მუხლი). ამასთანავე, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დაევალა, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით, მან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ხელს უწყობს სამშენებლო საქმიანობის სფეროში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის თავიდან აცილებას და მათი ჩადენისთვის სათანადო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 32 24. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის და ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/230; 10.08.2022): საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს საკანონმდებლო ცვლილებით დაემატა ნორმა, რომლითაც განისაზღვრა, რომ თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისთვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს. საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებრივი დაცვის ხელშეწყობას. 25. საქართველოს პარლამენტის წევრის ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/159; 26.01.2022): საკანონმდებლო ცვლილება ემსახურებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გარკვეული ნორმების (კერძოდ, 208-ე მუხლისა და 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის) 2021 წლის 22 დეკემბრისა და 30 დეკემბრის რედაქციების ერთმანეთთან შეუსაბამობის აღმოფხვრას და მათი სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით გასწორებას. 26. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი ზარქუას, ირაკლი ხახუბიას, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, შოთა ხაბარელის, მიხეილ ყაველაშვილის, ირაკლი მეძმარიაშვილის, სამველ მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, რამინა (რიმა) ბერაძის და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/240; 21.09.2022): საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი 118-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემისათვის/საექსპლუატაციოდ გადაცემისათვის/საექსპლუატაციოდ დაშვებისათვის, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. მათი ჩადენისთვის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა 50 ლარის ოდენობით მძღოლის/ფიზიკური პირის შემთხვევაში და ჯარიმა 200 ლარი ოდენობით იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში. კანონპროექტით იზრდება (ცალკე 33 განისაზღვრება) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განმეორებით ჩადენისათვის; კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენა შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით, მომდევნო 30 დღის შემდეგ მათი ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, მომდევნო 30 დღის შემდეგ ყოველი მომდევნო 30 დღის შემდეგ ჩადენა კი გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას − 700 ლარის ოდენობით. კანონპროექტის მიზანია ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზაზე გადაადგილების შემცირება და, შესაბამისად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პირობებისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის მაჩვენებლის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობისა და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას განაპირობებს, განსაკუთრებით − იმ ქალაქებში, სადაც მაღალია სატრანსპორტო საშუალებათა კონცენტრაცია. 27. საქართველოს პარლამენტის წევრების: რესან კონცელიძის, ზაალ მიქელაძის და ანზორ ბოლქვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/87; 23.06.2021): საკანონმდებლო ცვლილების მიღებით ბათუმის მუნიციპალიტეტში გავრცელდა სატრანსპორტო საშუალების პარკირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების, აღსრულებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების იგივე უფლებამოსილებები, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2904–2906 მუხლებით იყო განსაზღვრული, აგრეთვე დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის წესი. საკანონმდებლო ცვლილება ხელს უწყობს ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენაზე რეაგირების მექანიზმის გაუმჯობესებას და ამ მხრივ ბათუმის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში საკითხის მიმართ ერთიანი მიდგომის რეალიზებას. 28. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს 34 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N073/201; 27.04.2022): საკანონმდებლო ცვლილებით შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მძღოლს მიენიჭა უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში იმოძრაოს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“), აგრეთვე მგზავრთა ჩასხდომაგადმოსხდომის მიზნით გაჩერდეს ამ ზოლის იმ ადგილას, რომელიც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს არ განეკუთვნება. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა ადმინისტრაციულ სახდელთა − ჯარიმათა ოდენობა სატრანსპორტო საშუალების პარკირებისა და დგომა-გაჩერების წესების დარღვევისათვის, არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირებისათვის ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხებისათვის, აგრეთვე ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობისათვის, გაჩერებისათვის ან დგომისათვის. საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება საგზაო მოძრაობის პირობებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული სათანადო საკითხების უკეთ მოწესრიგებას. 29. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/171; 22.07.2022): საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება საგზაო მოძრაობის სფეროში გავრცელებულ გარკვეულ ქმედებათა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევას და იმავე სფეროში ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მიმართ უფრო ქმედითი რეაგირების განხორციელების ხელშეწყობას, რაც, თავის მხრივ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემცირებასა და საგზაო მოძრაობის პირობებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ძირითადად შემდეგ საკითხებს: − ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება (მისი ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესაბამისი პირისთვის 10-ით შემცირებას, იმავე ქმედების 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის 35 − − − − ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესაბამისი პირისთვის 20-ით შემცირებას, ხოლო იმავე ქმედების 1 წლის განმავლობაში მესამედ ან მეტჯერ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესაბამისი პირისთვის 30-ით შემცირებას). სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევისა (მისი ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესაბამისი პირისთვის 30-ით შემცირებას, ხოლო თუ მას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესაბამისი პირისთვის 35-ით შემცირებას). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტი ან/და რეგისტრაცია გაუქმებულია (მისი ჩადენა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესაბამისი პირისთვის 30-ით შემცირებას). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა სპორტული დანიშნულების ავტომობილის იმ პირის მიერ მართვა, რომელსაც არ აქვს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში აღიარებული ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია (მისი ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესაბამისი პირისთვის 30-ით შემცირებას). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა სპორტული დანიშნულების ავტომობილის სამართავად გადაცემა იმ პირისთვის, რომელსაც არ აქვს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში აღიარებული ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია (მისი ჩადენა გამოიწვევს სპორტული დანიშნულების ავტომობილის მესაკუთრის/მფლობელის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესაბამისი პირისთვის 30-ით შემცირებას). 36 − − ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერის შედეგად მოხსნილია აღრიცხვიდან (მისი ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესაბამისი პირისთვის 30-ით შემცირებას, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესაბამისი პირისთვის 35-ით შემცირებას). გაიზარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ან/და მათი განმეორებით ჩადენისათვის, როგორებიც არის: იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არაუმეტეს 10%-ით აღემატება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ ნორმებს (119-ე მუხლი); სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით (120-ე მუხლი); სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით (სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით) სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება (1211 მუხლი); სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამაგრების წესის დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები (122-ე მუხლი); საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილებასთან, საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებასთან, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები (123-ე მუხლი); სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით (125-ე მუხლი); ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული (125-ე მუხლი); არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით ან/და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დაცვა-გაცილების გარეშე (1271 მუხლი). 30. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ნინო იობაშვილის, გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე ტაბატაძის და ალუდა ღუდუშაურის 37 მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/206; 04.05.2022): საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების განახლებისკენ და ემსახურება აღნიშნული მომსახურების ხარისხისა და ამ სფეროში დანერგილი ტექნოლოგიების გაუმჯობესებას, ამ მხრივ მომხმარებლისთვის უკეთესი გარემოს შექმნას. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ძირითადად შემდეგ საკითხებს: − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მთელი რიგი ცნობების გაცემის საერთო სტანდარტული ვადა 5 სამუშაო დღიდან შემცირდა 3 სამუშაო დღემდე, ხოლო მათი გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების გაწევის ვადად დარჩა მხოლოდ 1 სამუშაო დღე, მისი საფასურის განაკვეთი კი 25 ლარიდან 20 ლარამდე შემცირდა. − შემოღებულ იქნა შემდეგი ახალი დაჩქარებული მომსახურებები: განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება (მომსახურების საფასურის განაკვეთად განისაზღვრა 30 ლარი); ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემა (მომსახურების საფასურის განაკვეთად განისაზღვრა 50 ლარი). − ახლებურად მოწესრიგდა სატრანსპორტო საშუალების შიდა ტრანზიტთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, გაუქმდა გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი (მრავალჯერადი გამოყენების შიდა ტრანზიტი, რომელიც 365 დღის ვადით გაიცემოდა), ხოლო შიდა ტრანზიტის გაცემისთვის (მინიჭებისთვის), რომელიც არაუმეტეს 90 კალენდარული დღით გაიცემა, დადგინდა საფასურის ერთიანი განაკვეთი − 50 ლარი (საკანონმდებლო ცვლილებამდე შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) საფასურის განაკვეთი იყო 1 ლარი 1 სრული დღით სარგებლობისთვის, ხოლო გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის გაცემის საფასური 450 ლარს შეადგენდა). − შესაძლებელი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ე. წ. ვირტუალურად შენახვა 1 წლის ვადით, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მიიღოს თავისი ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი). − შესაძლებელი გახდა იარაღის ისეთი დროებითი მოწმობის გაცემა, რომლითაც პირს ეძლევა უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 38 − გადაიტანოს შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით ან შენახვის ადგილიდან ტირში ან სასროლეთში მიტანის ან/და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით. იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე იარაღის გადაადგილების წესსა და პირობებს, იარაღის დროებითი მოწმობის ფორმასა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. რეგისტრაციას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალს დაემატა სპორტული დანიშნულების ავტომობილი. 31. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/134; 06.04.2022): საკანონმდებლო ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებასთან, სამსახურის გავლასთან, აღნიშნული სამსახურის მოსამსახურეთა მომზადებასთან, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან, მეხანძრე-მაშველთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. ამასთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების ფორმებს საკანონმდებლო ცვლილებით დაემატა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონითა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება, ხოლო მეხანძრე-მაშველის წახალისების ფორმებს − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება. საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს აგრეთვე კანონისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების ერთმანეთთან შესაბამისობის, სისტემატიზაციისა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების საკითხს. ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მისი მოსამსახურეების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას, მეხანძრე-მაშველთა პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული მთელი რიგი სამართლებრივი და ორგანიზაციული საკითხების უკეთ მოწესრიგებას. 39 32. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე ტაბატაძის, ვლადიმერ კახაძის, ირაკლი ბერაიას, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ხათუნა კვიციანის, მარიამ ლაშხის, გიორგი ცაგარეიშვილის, მიხეილ სარჯველაძის, რატი იონათამიშვილის, ნინო იობაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/203; 27.04.2022): საკანონმდებლო ცვლილებებით შეიცვალა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოკვლევასა და შესაბამის პროცედურულ გარანტიებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებით დაზუსტდა, რომ თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში (მათ შორის, ამ აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება კანონით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. ეს წესი მოქმედებს თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ პირველივე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, თუ აღნიშნულმა პირმა ამ აქტის გამოცემამდე ან გამოცემის შემდეგ რამდენი განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წარადგინა. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაშიც. საკანონმდებლო ცვლილებით დაზუსტდა ასევე განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვასთან დაკავშირებული სხვა ცალკეული საკითხები. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით დაიხვეწა უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირთან კომუნიკაციის განხორციელებისა და მათთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებების ჩაბარების წესი, კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებით შემოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადო შეტყობინებებისა და გადაწყვეტილებების უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების გზით ჩაბარების პრინციპი. საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება თავშესაფრის მაძიებლის უფლებებით ბოროტად სარგებლობის შემთხვევების, მათ შორის, უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისგან ან საქართველოდან გაძევებისგან თავის ასარიდებლად არგაძევების პრინციპის მანიპულაციურად გამოყენების (რაც, როგორც წესი, პირის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მრავალგზის და განუწყვეტლივ წარდგენაში გამოიხატებოდა), თავიდან აცილებას. 40 33. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/115; 12.01.2022): ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი (65 წელი) საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა 70 წლამდე. ამასთანავე, კანონიდან ამოღებულ იქნა ის ნორმა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრს უფლებამოსილებას ანიჭებდა, ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე ნოტარიუსისთვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით გაეგრძელებინა. საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავდა ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ერთიანი ზღვრული ასაკის დადგენას და ემსახურება ნოტარიუსისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობასთან დაკავშირებულ ვადებსა და სხვა სათანადო საკითხებთან მიმართებით უფრო მეტი სიცხადის უზრუნველყოფას. 34. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/137; 13.04.2022): საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავდა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი ექსპერტთა კომიტეტისა (MONEYVAL-ისა) და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATFის) რეკომენდაციების შესრულებას. საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს ძირითადად შემდეგ საკითხებს: − ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის პერიოდული განახლების მინიმალური ვადა − 2 წელი გაიზარდა 3 წლამდე. − დაზუსტდა, რომ ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, აგრეთვე კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესი განისაზღვრება საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით. − განისაზღვრა, რომ ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავისი ანალიზის შედეგებს, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის გარდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც უგზავნის. − განისაზღვრა, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისთვის მიმართვის შემთხვევაში, თავის ხელთ არსებულ, დანაშაულის გამოძიების მიზნების მისაღწევად აუცილებელ კონფიდენციალურ ინფორმაციას (დოკუმენტს), საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს 41 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც მიაწვდის. 35. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/186; 28.09.2022): საკანონმდებლო ცვლილებით კანონიდან ამოღებულ იქნა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელთან უნდა შეეთანხმებინა. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით კანონს დაემატა მითითება, რომლის მიხედვითაც, პირველადი საშუალო სპეციალური წოდება − „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი ლეიტენანტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მისაღებ პირს, აგრეთვე ამ სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხულ თანამშრომელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობრივ კატეგორიაში გადაყვანის შემთხვევაშიც მიენიჭება. საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების დანიშვნასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას და პირველადი საშუალო სპეციალური წოდების − „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი ლეიტენანტის აღნიშნული სამსახურის მოსამსახურეთათვის მინიჭების მექანიზმის დახვეწას. 36. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/88; 19.11.2021): საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე კანონის პროექტის გავლენის შესახებ ინფორმაციის განმარტებით ბარათში ასახვის ვალდებულება (საკანონმდებლო ცვლილებამდე მოქმედი კანონის თანახმად, ამ სახის ვალდებულება მხოლოდ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებთან მიმართებით არსებობდა). 37. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის და ირაკლი შატაკიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/267; 18.11.2022): საკანონმდებლო ცვლილება ემსახურებოდა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს 42 პარლამენტის რეგლამენტის გარკვეული ნორმების ერთმანეთთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და მათი სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით გასწორებას. გ) „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით განხილული საკანონმდებლო ინიციატივები 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სავალდებულო სტატუსით განიხილა შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები: კომიტეტის“ 1. საქართველოს კანონების პროექტები: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N073/368; 12.06.2019); 2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/386; 27.08.2019); 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/141; 20.04.2022); 4. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი 43 5. 6. 7. 8. საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/168; 10.02.2022); საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ხათუნა კვიციანის, მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, თეონა აქუბარდიას, რამინა ბერაძის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/172; 23.02.2022); საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ წარმოდგენილი საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის პროექტი (N07-3/181; 22.03.2022); საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/250; 05.10.2022); საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და 44 მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/86; 15.11.2021); 9. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/111; 22.12.2021); 10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/114; 10.01.2022); 11. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/187; 28.09.2022); 12. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ლატარიების, აზარტული 45 და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/219; 22.11.2022); 13. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/144; 04.05.2022); 14. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო შესყიდვების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 46 ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/158; 08.06.2022); 15. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში 47 დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/151; 18.05.2022); 16. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/128; 02.03.2022); 17. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ 48 საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/167; 18.07.2022); 18. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონების პროექტები: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/176; 31.08.2022); 19. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/177; 31.08.2022); 20. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 49 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/178; 31.08.2022); 21. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/161; 15.06.2022); 22. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი − „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება − „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (N07-2/189; 30.09.2022). დ) საერთაშორისო ხელშეკრულებები 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხებიდან განიხილა საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადება (N07-2/179; 01.09.2022). 50 III. საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა კანონშემოქმედებით საქმიანობასთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა. საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში კომიტეტმა 2022 წელს განიხილა: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის 2020 და 2021 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშები (N1-2318/21; 26.02.2021) (N11888/22; 17.02.2022); 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში (N1-4764/22; 15.04.2022); 3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2020 და 2021 წლების ანგარიშები (N1-4029/21; 31.03.2021) (N1-4020/22; 01.04.2022) 4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2020 და 2021 წლების ანგარიშები (N1-4030/21; 31.03.2021) (N1-4019/22; 01.04.2022); 5. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში (N07-2/174; 18.08.2022); 6. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრის, რატი იონათამიშვილის, მოხსენება სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში (საზოგადოებრივ ადგილას) სექსუალური შევიწროების ამკრძალავი ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. IV. თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საქმიანობა 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ცალკეულ თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საკითხები და კომიტეტის საჯარო სხდომებზე მოუსმინა შესაბამის კანდიდატებს; კერძოდ, 2022 წელს კომიტეტმა განიხილა: 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდომაზე მოუსმინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 31 კანდიდატს); 2. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდომაზე მოუსმინა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის 2 კანდიდატს) (N07-2/122; 07.02.2022); 51 3. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდომაზე მოუსმინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის 2 კანდიდატს) (N07-1/12; 21.01.2022); 4. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდომაზე მოუსმინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატს) (N07-1/11; 21.01.2022); 5. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდომაზე მოუსმინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის 2 კანდიდატს) (N07-1/16; 05.08.2022); 6. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდომაზე მოუსმინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატს) (N07-1/15; 05.08.2022) (N07-1/17; 26.08.2022). V. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზრუნველყო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ შემდეგ საქმეებზე: 1. N1506 – ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. N1481 – გია ფოლადაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3. N1591, N1605 – საქართველოს სახალხო დამცველი და მერაბ მურადაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ; 4. N1511 – ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 5. N1264 – გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 6. N1528 – ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ; 7. N1582 – ბექა ქებაძე და გიორგი ბეჟანიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 52 8. N1673, N1681 – ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 9. N1424, N1490 – ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 10. N1542 – საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 11. N1564 – გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ; 12. N1618 – მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 13. N1517, N1600 – მიხეილ ხაინდრავა და გიორგი ჯობავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 14. N1688 – შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 15. N1627 - საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 16. N1323 – ა(ა)იპ „აპრიორი“, ა(ა)იპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 17. N1583 – ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 18. N1691 - გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, სსიპ „ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ; 19. N1635 – საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 20. N1566 – ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 21. N1572 – საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 22. N1601 – საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობა მიმართული იყო დემოკრატიული სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერებისკენ, ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების ხელშეწყობისკენ. 53