საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის დავით სონღულაშვილის მიერ წარმოდგენილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ანგარიში (2022 წლის იანვარი - 2023 წლის იანვარი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-08
ბიუროს ნომერი 220
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-1626/23
08-02-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით
ფრანკოფონიის
საპარლამენტო
ასამბლეაში
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ანგარიშს.
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს
ანგარიში
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში
პერიოდი: 2022 წლის იანვარი - 2023 წლის იანვარი
2022 წლის 5-7 აპრილი, მონაკოს სამეფოში, საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედმა
დელეგაციამ,
დავით
სონღულაშვილის
ხელმძღვანელობით
მონაწილეობა მიიღო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის
დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში. კონფერენციის
მთავარ მიზანს წარმოადგენდა ასამბლეის ევროპის რეგიონის პლენალური
სესიისათვის პრიორიტეტული საკითხების შემუშავება და განსაზღვრა.
კონფერენციის გახსნით ნაწილში დელეგატებს სიტყვით მიმართა საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელმა
დავით
სონღულაშვილმა. თავისი გამოსვლა მან უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვით
დაიწყო და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველომ სამწუხაროდ, კარგად იცის
რუსული
აგრესია.
უკრაინაში
მიმდინარე
მოვლენები
21-ე
საუკუნისთვის
წარმოუდგენელი ძალადობაა, რომელიც ხელს უშლის უკრაინის მისწრაფებებს
თავისუფლებისადმი და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
სიტყვით გამოსვლა ასევე შეეხო საქართველოს პარლამენტისა და ფრანკოფონიის
საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობას. ასამბლეა, რომელიც მსოფლიოს
მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის, კანონის
უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
კონფერენციაზე განიხილეს ევროპის რეგიონში მიმდინარე აქტიური საკითხები, მათ
შორის რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში მიმდინარე მძიმე მოვლენები და
უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს მოუსმინეს.
2022 წლის 23-26 ოქტომბერი, ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ბარსელონაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედმა
სონღულაშვილის
ხელმძღვანელობით
მონაწილეობა
დელეგაციამ,
მიიღო
დავით
ფრანკოფონიის
საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის რიგით 24-ე სესიაში. სესიის
განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „საპარლამენტო თანამშრომლობა,
პარლამენტების როლი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“.
2023 I საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
სესიის მთავარი თემის გათვალისწინებით, რომელიც ადამიანის საკითხს ეხებოდა,
დელეგატებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა. სიტყვით გამოსვლაში
დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას და
რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. ასეთ პოლიტიკურ
გარემოში, ყოველთვის დიდია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი ადამიანის
უფლებების დაცვის
მიმართულებით და მათ შორის დიდი წვლილი აქვს
საპარლამენტო მუშაობას, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან
ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობით, რათა მოხდეს შესაბამისი კანონების
მიღება და მათი თანხვედრაში მოსვლა საერთაშორისო ნორმებთან.
ზემოაღნიშნული
ვიზიტების
გარდა,
საქართველოს
პარლამენტი
აქტიურად
თანამშრომლობდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან. 2022 წელს
საქართველოს
პარლამენტმა
ოფიციალურად
გადააგზავნა
ფრანკოფონიის
საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოში მომზადებული კითხვარი, რომლითაც
მოხდება
საქართველოს
საპარლამენტო
პარლამენტის
ასამბლეაში
(კერძოდ
სტატუსის
შეცვლა
დამკვირვებლის
ფრანკოფონიის
სტატუსი
შეიცვლება
ასოცირებული წევრის სტატუსით). აღნიშნული კითხვარის განხილვა 2023 წელს
აპრილის თვეში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა
კომიტეტის სხდომის ფარგლებში მოხდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ
იქნება 2023 წლის ივლისში, ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის
ივლისის
თვეში
უმასპინძლებს
ფრანკოფონიის
საპარლამენტო
ასამბლეის
ყოველწლიურ სესიას.
მოამზადა: საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ნინო ბუჯიაშვილმა.
2023 I საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი