საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ 25 მაისის გმირების ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ (№1-14810/22; 14.11.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1667/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-09
ბიუროს ნომერი 221 (11:30)

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-1667/23 09-02-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე განიხილა დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება 25 მაისის გმირების ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ (№1-14810/22; 14.11.2022). კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზის გამო: საქართველოს შრომის კოდექსით დაწესებულია 17 უქმე დღე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ევროპის ქვეყნებში, როგორც წესი უქმე დღეების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა. საქართველოზე მეტი უქმე დღე არცერთ ევროპულ ქვეყანაში არაა. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსით დაწესებულია უქმე დღე - 9 აპრილი, რომელიც აღინიშნება, როგორც სამშობლოსთვის დაღუპული გმირების მოგონების დღე: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე“. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge