საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაცია საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის შალვა პაპუაშვილის მიერ წარმოდგენილი, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2022 წლის ანგარიშის (№2-1591/23; 08.02.2023) კომიტეტის მიერ მოსმენის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაცია საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის შალვა პაპუაშვილის მიერ წარმოდგენილი, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2022 წლის ანგარიშის (№2-1591/23; 08.02.2023) კომიტეტის მიერ მოსმენის თაობაზე ინფორმაცია
- საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2023-02-22
შენიშვნები 129-XIმს-Xმპ ცნობად იქნა მიღბული
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-1913/23
13-02-2023
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გაცნობებთ, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოისმინა საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის შალვა პაპუაშვილის მიერ წარმოდგენილი
საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში.
დანართი: 2 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2022 წლის იანვარი - 2023 წლის იანვარი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა
დელეგაციამ საპარლამენტთაშორისო კავშირში, მონაწილეობა მიიღო რუანდას
დედაქალაქ კიგალიში გამართულ 145-ე ასამბლეის მუშაობაში.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------2022 წლის 11-16 ოქტომბერი
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 145-ე ასამბლეა
რუანდას რესპუბლიკა, კიგალი
მონაწილეები: შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ხატია წილოსანი, ალექსანდრე
რაქვიაშვილი
2022 წლის 11-16 ოქტომბერს, რუანდის დედაქალაქ კიგალიში, გაიმართა საერთაშორისო
საპარლამენტო კავშირის რიგით 145-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა
მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, პარლამენტის
თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში 125-მდე ქვეყნის
600-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 40-მდე პარლამენტის თავმჯდომარე
მონაწილეობდა.
„გენდერული თანასწორობა და გენდერულად მგრძნობიარე პარლამენტები“- ამ თემის
გარშემო გაიმართა პოლიტიკური დებატები ასამბლეაზე, რომელიც 4 დღის განმავლობაში
გრძელდებოდა და ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები
განხილვებში თემის გარშემო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეას სიტყვით მიმართა და საქართველოს მხრიდან
გენდერული თანასწორობის წახალისებისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით
გადადგმულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც გენდერული
თანასწორობის საკითხების უკეთესად დარეგულირების თვალსაზრისით საქართველოს
პარლამენტმა განახორციელა.
საკუთარ გამოსვლაში შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 2014 წელს საქართველოს
პარლამენტმა მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ,
რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში აღსანიშნავ ნაბიჯს წარმოადგენს
გენდერული თანასწორობის საკითხის შემდგომი უკეთესი რეგულირებისკენ. 2017 წელს
თანასწორობის პრინციპი აისახა საქართველოს კონსტიტუციაში, რის შედეგადაც
ყურადღება გადატანილ იქნა სტრუქტურულ უთანასწორობებთან ბრძოლაზე და
სახელმწიფოს დაევალა სპეციალური კანონების, პოლიტიკისა და პროგრამების მიღება და
განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს ქალებისთვის თანაბარ შესაძლებლობებს.
მისი განცხადებით, 2020 წელს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღება
მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადენდა და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების
შედეგად, არჩეულ ქალთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესის ფარგლებში,
გენდერული თანასწორობის საბჭო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი ერთობლივად მუშაობენ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის
2023 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის შეცვლასა და განახლებაზე.
მისი განცხადებით, დიდი ყურადღება ექცევა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აძლიერებს სწრაფვას გენდერული
თანასწორობის მიმართულებით. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა
მეთოდოლოგია, რომლითაც ხორციელდება პარლამენტის გენდერულად სენსიტიურობის
შეფასება, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს სამომავლო პრიორიტეტები, მათ შორის
გენდერული ბიუჯეტირების მხრივ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას,
რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო
ანექსიას, რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ასევე, რუსეთის მიერ გადადგმულ
ნაბიჯებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შექმნასთან დაკავშირებით. რეზოლუციის
პროექტი მოამზადა ჩილეს და სამხრეთ ამერიკის ჯგუფმა, რომელიც მიიღო ასამბლეამ.
რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საომარი მოქმედებები
უკრაინაში, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო
სამართლის ნორმებს.
ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ
ორმხრივი შეხვედრები გამართა ოთხი კონტინენტის, 19 ქვეყნის პარლამენტების
ლიდერებთან. მათ შორის, კორეის რესპუბლიკის, კოტ დივუარის, სიერა ლეონეს,
ავსტრალიის, რუანდას, მალავის, ფიჯის, სეიშელის, ტანზანიის, გაიანას, სერბეთის,
ბოტსვანას, ნამიბიის და ესვატინის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, უკრაინის,
ჩილეს, ინდოეთის და იორდანიის პარლამენტების ვიცე-სპიკერებთან და დიდი
ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან.
შეხვედრებზე ქართულმა დელეგაციამ ძირითადი ყურადღება გაამახვილა საქართველოს
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ
რთულ ვითარებაზე.
რიგ შეხვედრებზე, ისაუბრეს უკრაინისადმი რუსულ აგრესიაზე. აღინიშნა, რომ რუსეთის
ფედერაციის მოქმედებები მიუღებელია, ვინაიდან ის ძირს უთხრის მშვიდობას და
საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების
პერსპექტივებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ისაუბრეს სხვა და სხვა სფეროში,
მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი
ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე,
საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მომდევნო ასამბლეას, 2023 წლის 11-15 მარტს,
ბაჰრეინის დედაქალაქი მანამა უმასპინძლებს.
ირაკლი ბროკიშვილი
დელეგაციის მდივანი
2023 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი