საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში .
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში . (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2023-02-22
შენიშვნები 129-XIმს-Xმპ ცნობად იქნა მიღბული
📜 ტექსტი
წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-2128/23
16-02-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
მოგესალმებით,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით
აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს.
დანართი:75 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
საქართველოს პარლამენტის აპარატი
2-2694/23
24-02-2023
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ქალბატონ ნინო წილოსანს
ქალბატონო ნინო,
გიგზავნით საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 22 თებერვლის პლენარული
სხდომის N129-XIმს-Xმპ ოქმიდან ამონაწერს: „საქართველოს პარლამენტის აგრარულ
საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის ცნობად მიღების
თაობაზე (N2-2128/23/10, 16.02.2023) .
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსი
ეთერ სვიანაიძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა
კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის
ანგარიში
დოკუმენტი მომზადდა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მიერ. მის
შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი.
სარჩევი
შესავალი ..................................................................................................................................................... 1
1.აგრარული სექტორის ანალიზი........................................................................................................... 2
2. კომიტეტის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა .............................................................................. 21
3. 2022 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების ზოგადი პროგრესი....................................... 23
4. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა .............................................................................. 24
5. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა .................................................................................... 31
6. კომიტეტის წარმომადგენლობითი საქმიანობა ............................................................................. 37
7. კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება ...................................................................................... 44
8.სხვა აქტივობები და ინფორმაცია...................................................................................................... 46
დანართი ................................................................................................................................................... 51
შესავალი
2022 წლის განმავლობაში აგრარულ საკითხთა კომიტეტი ეფექტურად ახორციელებდა საპარლამენტო
საქმიანობას. 2020 წლის დეკემბერში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნინო
წილოსანი. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა საკანონმდებლო და
საზედამხედველო ფუნქციებს, ასევე, თანამშრომლობდა დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო
სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. კომიტეტი, საკუთარი კომპეტენციის
ფარგლებში,
ზედამხედველობდა
აღმასრულებელი
ხელისუფლების
შესაბამის
უწყებებს,
განსაკუთრებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას.
ეფექტიანი და კოორდინირებული საქმიანობისათვის, პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის
შესაბამისად, კომიტეტმა შეიმუშავა და დაამტკიცა სამოქმედო გეგმა. განსახორციელებელი მიზნები,
ამოცანები და აქტივობები დაისახა 2022 წლის დასაწყისში.
წინამდებარე ანგარიში დაეყრდნო მონიტორინგს სამოქმედო გეგმის ვალდებულებათა შესრულებაზე და
მისი ანალიზის შედეგებს.
საანგარიშო პერიოდი გაგრძელდა 2022 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1
1.აგრარული სექტორის ანალიზი
აგრარული სექტორის ანალიზი
2022 წელი
2
მეთოდოლოგია
აღნიშნულ ანგარიშში, სტატისტიკური მონაცემების
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის1 მონაცემები.
წყაროდ
გამოყენებულია
საქართველოს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია2:
„სოფლის მეურნეობის სტატისტიკისათვის ინფორმაციის ძირითად წყაროს სასოფლო მეურნეობათა
გამოკვლევა წარმოადგენს. გამოკვლევის ერთი რაუნდი (საანგარიშო წელი) მოიცავს 5 გამოკითხვას:
საწყისი გამოკითხვა ტარდება საწყისი კითხვარის გამოყენებით საანგარიშო წლის იანვარ-თებერვალში.
ამ გამოკითხვისას ხდება შერჩეული მეურნეობების იდენტიფიკაცია და ფიქსირდება შერჩეულ
მეურნეობებში საანგარიშო წლის 1 იანვრისათვის არსებული მდგომარეობა; I, II და III კვარტალების
გამოკითხვები ტარდება კვარტალური კითხვარის გამოყენებით საანგარიშო წლის შესაბამისი კვარტალის
შემდგომი თვის დასაწყისში. ამ გამოკითხვისას გროვდება ინფორმაცია შერჩეულ მეურნეობებში
საანგარიშო კვარტალის განმავლობაში გაწეული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ; დასკვნითი
გამოკითხვა ტარდება დასკვნითი კითხვარის გამოყენებით საანგარიშო წლის მომდევნო წლის იანვარში.
ამ გამოკითხვისას გროვდება ინფორმაცია როგორც საანგარიშო წლის IV კვარტალის განმავლობაში
გაწეული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ, ისე შემაჯამებელი ინფორმაცია მთელი საანგარიშო
წლის (გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) განმავლობაში გაწეული სასოფლოსამეურნეო საქმიანობის შესახებ. სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევის შერჩევის ბაზის ძირითად წყაროს
2014 წლის სასოფლო– სამეურნეო აღწერა წარმოადგენს.
1
https://www.geostat.ge/ka
2
https://www.geostat.ge/media/50793/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E
1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1
%83%A1_%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1
%83%99%E1%83%90.pdf
3
ანგარიშში გამოყენებული ცნებები და განმარტებები:
მთლიანი შიდა პროდუქტი-ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ
მაჩვენებელს მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული
საქონლისა და მომსახურების საბაზრო ფასებში გამოხატული მთლიანი ღირებულებაა.
თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი - ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივი
წარმოებისა და წმინდა ექსპორტის სხვაობასთან, მიღებული რიცხვი გამრავლებულია 100-ზე.
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI)- FDI საერთაშორისო საინვესტიციო საქმიანობის კატეგორიაა,
რომელიც გულისხმობს ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ
საწარმოში წილის ფლობას და ამ საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის
ოპერაციების წარმოებას. პირდაპირი ინვესტიციები მოიცავს არა მხოლოდ კაპიტალის ჩადების საწყის
ოპერაციას, არამედ ყოველ შემდგომ ოპერაციას პირდაპირ ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების
საწარმოს შორის.
რძის წარმოება - ფურების, ფურკამეჩების, დედა ცხვრებისა და თხებისაგან მოწველილი რძის სრული
მოცულობა (ხბოების, ზაქების, ბატკნების და თიკნების მიერ მიშვებით გამოწოვილი რძე წარმოებაში არ
ჩაითვლება)
ხორცის
წარმოება
-
როგორც
ადგილობრივ
სასოფლო
მეურნეობებში
წარმოებული,
ასევე
იმპორტირებული ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველისაგან მიღებული ხორცი.
4
მთლიანი შიდა პროდუქტი-(მშპ)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის
პირველი სამი კვარტლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე
ფასებში 51,191.16 მლნ. ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 19.9%ით აჭარბებს. 2022 წლის პირველი სამი კვარტლის წინასწარი მონაცემებით სოფლის სატყეო და თევზის
მეურნეობაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში შეადგენს 3 425.6 მლნ ლარს, რაც
14.08%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და სამი კვარტლის ჯამური მთლიანი შიდა
პროდუქტის 6.6%-ია.
ამასთან, 2022 წლის პირველი სამი კვარტლის წინასწარი მონაცემებით,
მთლიანი შიდა პროდუქტის
საშუალო რეალური ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით სოფლის სატყეო და
თევზის მეურნეობის დარგში 4.4%-ს შეადგენს.
4,000.00
სოფლის, სატყეო და თევზის მეურეობაში
შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი (მლნ ლარი)
3,500.00
3,425.62
3,000.00
2,500.00
3,002.82
2,741.49
2,000.00
1,500.00
1,000.00
500.00
2020
2021
2022
მთლიანი შიდა პროდუქტი (მლნ ლარი)
გრაფიკი 13
3 გრაფიკზე მოცემულია სამივე წლის, პირველი სამი კვარტლის მონაცემები
5
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის გამოშვება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველი სამი კვარტალის,
წინასწარი მონაცემებით, სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობის მთლიანი გამოშვება მიმდინარე
ფასებში შეადგენდა 5 530.84მლნ ლარს, რაც 13.7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამასთან, აღსანიშნავია რომ სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობის გამოშვების 95%-ს, სოფლის
მეურნეობის გამოშვება შეადგენს.
სოფლის, სატყეო და თევზის
მეურნეობის გამოშვება (მლნ ლარი)
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის გამოშვება (მლნ ლარი)
6,000.00
5,000.00
5,530.84
4,863.99
4,375.67
4,000.00
3,000.00
2,000.00
1,000.00
2020
2021
2022
გრაფიკი24
4
გრაფიკში მოცემულია სამივე წლის, პირველი სამი კვარტლის მონაცემები.
6
საგარეო ვაჭრობა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2022 წელს საგარეო
ვაჭრობის ბრუნვამ 19 042.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32.8% აღემატება წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს, ამასთან ექსპორტის ღირებულება გაიზარდა 31.8%-ით და 5 592.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო
იმპორტის ღირებულება გაიზრდა 33.2%-ით და 13 450.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა (მლნ აშშ დოლარი)
25000
20000
19109.6
15000
10000
14342.4
11398.3
5000
0
2020
2021
2022
საგარეო სავაჭრო ბრუნვა (ათასი აშშ დოლარი)
საექსპორტო ბაზრების წილი ქვეყნების ჯგუფების მიხედვით შემდეგია: ევროკავშირის ქვეყნები 15.4%,
დსთ-ს ქვეყნები 48.2%, დანარჩენი ქვეყნები-36.4%. ამასთან, უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების სათავეშია
ჩინეთი, (736.8 მლნ. აშშდოლარი), ხოლო, უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის სათავეში კი
თურქეთი (2 370.9 მლნ. აშშ დოლარი).
7
აგროსასურსათო პროდუქციის საგარეო ვაჭრობა
2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა
1 261 685.9 ათასი აშშ დოლარი, რაც 10.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ამასთან,
იმპორტის ღირებულება 1 851 507.8 ათასი აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე
37.1%-ით მეტია. მთლიან ექსპორტში აგოსასურსათო პროდუქციის ექსპორტის წილი შეადგენდა 22.5%ს, ხოლო მთლიან იმპორტში აგროსასურსათო პროდუქციის წილი 10.06%-ით განისაზღვრა.
2022 წლის მონაცემებით უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში ხვდება - ყურძნის ნატურალური
ღვინოების ექსპორტი 252 531.7 ათასი აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 4.5%-ს შეადგენს და 5.5%ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამავე სიაშია სპირტიანი სასმელების ექსპორტი 148
144.9 ათასი აშშ დოლარით და შეადგენს მთლიანი ექსპორტის 2.6%-ს, თუმცა აღსანიშნავია რომ ეს
მაჩვენებელი 4.9 %-ით ჩამოუვარდება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 112 517.4 ათასი აშშ
დოლარით, მეშვიდე პოზიციაზეა მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი და მთლიანი ექსპორტის
2%-ს შეადგენს, აქაც საგულისხმოა 20%-იანი კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
2022 წელს, 13.3%-ით არის შემცირებული თხილის და კაკლის ექსპორტი, რომლის ღირებულება 102 563.9
ათასი აშშ დოლარით განისაზღვრა და მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 1.8% შეადგინა.
აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი (
ათასი აშშ დოლარი)
1400000
1200000
1000000
800000
600000
400000
200000
0
2020
2021
2022
აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ( ათასი აშშ დოლარი)
8
აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი (
ათასი აშშ დოლარი)
2000000
1800000
1600000
1400000
1200000
1000000
800000
600000
400000
200000
0
2020
2021
2022
აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი ( ათასი აშშ დოლარი)
ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობა
2022 წლის წინასწარი მონაცემებით აგროსასურსათო პროდუქციის მთლიანი ექსპორტი ევროკავშირის
ბაზარზე შეადგენდა 173 153,8 ათას აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.78%-ით
ჩამორჩება. ასევე, 2022 წელს ევროკავშირიდან იმპორტირებულია 403 869.8 ათასი აშშ დოლარის
აგროსასურსათო პროდუქცია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 36.7%-ით აჭარბებს.
9
აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი
ევროკავშირში (ათასი აშშ დოლარი)
185000
180000
179955.4
175000
173153.8
170000
165000
160000
158398.8
155000
150000
145000
2020
2021
2022
აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში (ათასი აშშ დოლარი)
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის პირველი სამი კვარტლის წინასწარი
მონაცემებით, სოფლის მეურენობის და თევზჭერის დარგში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
შეადგენდა 5.626.7 ათას აშშ დოლარს, რაც 400%-ზე მეტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს, აღსანიშნავია, რომ ზრდის ასეთი მაჩვნებელი განპირობებულია 2021 წელს პირველ და
მეორე კვარტალში ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებლებით5. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის
პირველი სამი კვარტლის წინასწარი მონაცემები 60%-ით აღემატება 2019 წლის ( Covid-19 პანდემიამდე
პერიოდი) მონაცემებს, რაც დარგში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მკვეთრ ტენდენციაზე
მიუთითებს.
5
https://www.geostat.ge/media/43171/FDI_Brief-Methodology_GEO.pdf
10
სასურსათო ბალანსები და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები
ხორბალი
2021 წელს საქართველოში ხორბლის ადგილობრივმა წარმოებამ შეადგინა 136 ათასი ტონა, რაც 34 ათასი
ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, იმპორტირებული ხორბლის რაოდენობა კი 482
ათასი ტონით განისაზღვრა. მთლიანობაში 2021 წელს საქართველოს ხორბლის თვითუზრუნველყოფის
კოეფიციენტი 22%-ს შეადგენს და 7 ერთეულით აღემატება გასული წლის მონაცემს.
სიმინდი
2021 წელს მცირედით იყო შემცირებული სიმინდის ადგილობრივი წარმოება და შეადგენდა 233 ათას
ტონას, რაც 22 ათასი ტონით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
შემცირებულია საქართველოში იმპორტირებული სიმინდის ოდენობაც და 2021 წელს შეადგინა 83 ათას
ტონა. 2021 წელს სიმინდის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი შეადგენდა 74%, რაც 6%-ით აღემატება
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც მეტწილად გამოწვეულია სიმინდის ფქვილის მოხმარების
მაჩვენებლის შემცირებით.
11
ბოსტნეული
2021 წელს ბოსტნეულის ადგილობრივმა წარმოებამ 149 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელზე 27 ათასი ტონით, ნაკლებია. 2021 წელს მცირედით იყო შემცირებული
ბოსტნეულის იმპორტი საქართველოში და 108 ათას ტონას შეადგენდა. ამასთან, 14 ათას ტონამდე იყო
გაზრდილი ბოსტნეულის ექსპორტი საქართველოდან, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4 ათასი
ტონით აჭარბებდა. 2021 წელს, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი კი 61 % -ით განისაზღვრა, რაც წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2 % -ით ჩამოუვარდება.
12
ხორცი
2021 წელს ხორცის ადგილობრივმა წარმოებამ 72.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3.3 ათასი ტონით
აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ამასთან არ შეცვლილა ქვეყანაში ხორცის იმპორტის
ოდენობა და შეადგინა 84.5 ათასი ტონა, ჯამურად თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი განისაზღვრა
51%-ით განისაზღვრა, რაც 2 ერთეულით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
13
რძე და რძის პროდუქტები
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ადგილობრივმა წარმოებამ შეადგინა 588 ათასი ტონა, რაც წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს აღმემატება 20 ათასი ტონით. რძე და რძის პროდუქტების იმპორტი
შემცირებული იყო 4 ათასი ტონით და შეადგენდა 155 ათას ტონას, ამასთან თვითუზრუნველყოფის
კოეფიციენტი შეადგენს 81%-ს6.
6
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა დამუშავების გრაფიკის შესაბამისად
თითუზრუნველყოფის და სასურსათო ბალანსების შესახებ ხელმისაწვდომია მხოლოდ 2021 წლის მონაცემები.
14
15
მეცხოველეობა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის პირველი სამი კვარტლის წინასწარი
მონაცემებით, საქართველოში წარმოებულია 50.8 ათასი ტონა ხორცი, რაც წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს 6.2%-ით აღემატება, ამასთან ანალოგიურ პერიოდში წარმოებულია 477.2 მლნ ლიტრი რძე,
რაც 1.6%-ით ჩამოუვარდება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, 2022 წლის პირველი სამი კვარტლის
წინასწარი მონაცემებით, წარმოებულია 492.7 მლნ ცალი კვერცხი, რაც მცირედით (0.3-ით %) აღემატება
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2022 წლის პირველი სამი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის
სულადობამ 2 944.6 ათასი სული შეადგინა, რაც 1.3%-ით ჩამოუვარდება წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს, იმავე პერიოდში ღორის სულადობა 567.4-ით განისაზღვრა, რაც ასევე 9.4%-ით ნაკლებია
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ფრინველის სულადობამ კი 31930.3 ათასი ფრთა შეადგინა, რაც
1.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
დასაქმება
სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 2022 წლის დასაწყისისთვის 1 487,5 (ათასი კაცი)
შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 40%-ია. 2021 წლის მონაცემებით, სოფლის, სატყეო და
თევზის მეურნეობაში დასაქმებულია 230.3 ათასი ადამიანი, რაც მთლიანი დასაქმებული ადამიანების
18.9%-ს შეადგენს, ასევე, 2020 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში დასაქმებული კაცების
რაოდენობა შემცირებულია 156 ათასიდან 150 ათასამდე, ხოლო დასაქმებული ქალების რაოდენობა
შემცირებულია 90.3 ათასიდან 80.7 ათასამდე.7
ამასთან, 2021 წლის მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში დასაქმებული ადამიანების
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შეადგენს 950 ლარს, აქედან მამაკაცების საშუალო თვიური
ხელფასია 1006 ლარი, ხოლო ქალების 813 ლარს.
7
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა დამუშავების გრაფიკის შესაბამისად დასაქმების
შესახებ ხელმისაწვდომია მხოლოდ 2021 წლის მონაცემები.
16
სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის განვითარების
სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით, შეღავათიანი აგრო-კრედიტის პროგრამით ისარგებლა 16 616-მა
ბენეფიციარმა, მათზე გაცემულმა ჯამურმა დაფინანსებამ კი 213 704 537 ლარი შეადგინა. პროგრამით
მოსარგებლე ბენეფიციარებიდან 74.8% მამაკაცი იყო, პროგრამით მოსარგებლე ქალი ბენეფიციარების
რაოდენობამ კი მხოლოდ 21.2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ორივე სქესის ბენეფიციარების შემთხვევაში
ყველაზე დიდი მოთხოვნაა პირველადი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტზე და ყველაზე
ნაკლები მოთხოვნა შემსყიდველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტზე დაფიქსირდა.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის
ბენეფიციარები სქესის მიხედვით(%) 2022 წელი
21.20%
74.80%
მამრობითი
მდედრობითი
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს გაცემული დაფინანსების ჯამური
ოდენობა 8 489 629.1 ლარით განისაზღვრა, ამასთან პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების
აბსოლუტურ უმრავლესობას 77.3%-ს მამაკაცები წარმოადგენდნენ. ქალი ბენეფიციარების წილი კი
მხოლოდ 21.4%-ით განისაზღვრა. ( დანარჩენი რაოდენობა ნაწილდება იურიდიულ პირებზე) ამასთან,
მოსარგებლე ბენეფიციარების უმრავლესობამ ისარგებლა ვაზის დაზღვევის პროგრამით, ხოლო ყველაზე
ნაკლებად ისარგებლეს პარკოსანი და სუბტროპიკული კულტურების დაზღვევით.
17
აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარები
სქესის მიხედვით (%)2022
21.40%
77.30%
მამრობითი
მდედრობითი
2022 წელს დანერგე მომავლის პროგრამით ჯამურად გაცემულია 33 723 033 ლარის ოდენობის
დაფინანსება. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა კი 630-ს შეადგენდა,
ამათგან 53%-ს შეადგენდნენ მამაკაცი ბენეფიციარები და 19.3%-ს ქალი ბენეფიციარები (დანარჩენი
რაოდენობა
ნაწილდება
იურიდიულ
პირებზე).
ორივე
სქესის
ბენეფიციარების
შემთხვევაში
დაინტერესება მაღალია ბაღების მოწყობის ქვეკომპონენტეზე, ხოლო ყველაზე დაბალია მოთხოვნა
სანერგეს კომპონენტის თანადაფინანსებაზე.
დანერგე მომავლის პროგრამის ბენეფიციარები
სქესის მიხედვით (%) 2022
19%
53%
მამრობითი
მდედრობითი
18
2022
წლის
მონაცემებით,
სასოფლო-სამეურნეო
მექანიზაციის
თანადაფინანსების
სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში გაცემულია 1 833 632 ლარი, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების 74%-ს
მამაკაცები, ხოლო მხოლოდ 14%-ს ქალები წარმოადგენენ ( დანარჩენი ნაწილდება იურიდიულ პირებზე).
აღნიშნული
პროგრამის
ფარგლებში
ყველაზე
მაღალია
დაინტერესება
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების ტრაქტორის დაფინანსების კომპონენტზე, ხოლო ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადია
მიწის სარეაბილიტაციო საქმიანობისთვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკის თანადაფინანსების
კომპონენტი.
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის
თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარები
სქესის მიხედვით (%) 2022
14%
74%
1st Qtr
2nd Qtr
2022 წელს მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამით
ისარგებლა 5-მა ბენეფიციარმა, რომელთა 20%-ს ქალები შეადგენდნენ, პროგრამის ფარგლებში გაცემული
ჯამური დაფინანსება კი 156.230 ლარით განისაზღვრა. სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსდა
25 ბენეფიციარი, ჯამურად 2 331 237 ლარით, დაფინანსებული ბენეფიციარების, მხოლოდ 16%-ს
შეადგენდნენ ქალები. ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამით, რომელიც შემუშავდა აგრარულ
საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე ისარგებლა სამმა ბენეფიციარმა 8 787 ლარის
თანადაფინანსებით, აღსანიშნავია რომ პროგრამას ქალი ბენეფიციარი არ ჰყოლია. მწვანე საგრანტო
პროგრამის ჯამური დაფინანსება შეადგენდა 669 078 ლარს, პროგრამით ისარგებლა 106-მა ბენეფიციარმა,
რომელთაგან 19.8% იყო ქალი. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის
19
ბენეფიციარების რაოდენობა 69-ით, ხოლო მათზე გაცემული ჯამური დაფინანსება 4 568 994-ით
განისაზღვრა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციით , 2022 წელს
განხორციელდა საპილოტე პროგრამა ქალებისთვის, რომლითაც 38 ქალმა ბენეფიციარმა ისარგებლა და
მათზე დაფინანსების სახით, გაიცა 828 595 ლარი.
სამომავლო ქმედებები
სოფლის მეურნეობის სექტორში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და მათი სწორად გამოყენება
პოლიტიკის შემუშავების პროცესში წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას. კომიტეტი
საკვანძოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქვეყანაში სტატისტიკური მონაცემების გაფართოვებას და მათი
ეფექტურად გამოყენების ინსტრუმენტების შექმნას. ამასთან, ინიციატივა „50X2030“ ფარგლებში, სოფლის
მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით,
კომიტეტი გეგმავს აგრარული
სექტორის 10 წლიანი ანალიზის დოკუმენტის მომზადებას, რომელიც შეაჯამებს 2012 წლიდან 2022
წლამდე დარგში განხორციელებული რეფორმებს,
მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების
საშუალებით და ამასთან, დააიდენტიფიცირებს მთავარ გამოწვევებს, ერთის მხრივ შედეგების შეფასების
და მეორეს მხრივ დარგში სწორი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით.
დოკუმენტს დანართის სახით ახლავს, აგრარული სექტორის 2021 წლის ანალიზი. დოკუმენტში
გამოყენებულია
საქართველოს
სტატისტიკის
ეროვნული
სამსახურის
მიერ
გამოქვეყნებული
დაზუსტებული მონაცემები. დაზუსტებული მონაცემების გამოყენება საშუალებას გვაძლევს სრულად
გავაანალიზოთ სექტორში არსებული პროგრესი და გამოწვევები.
20
2. კომიტეტის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია
საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით. კომიტეტი
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეწევა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, რაშიც
აქტიურად ჰყავს ჩართული საზოგადოებაც.
კომიტეტის მიზნები
კომიტეტის
საქმიანობის
მიზანია
სოფლის
მეურნეობის
მდგრადი
განვითარებისა
და
კონკურენტუნარიანობის გაზრდის, მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების, სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდის, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო უსაფრთხოების
დაცვის, სოფლის განვითარებისა და სოფლად სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა.
კომიტეტის ამოცანები
კომიტეტის ამოცანებს შორის არის:
ქვეყნის აგრარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
აგრარული რეფორმების მომზადება, ასევე, კანონმდებლობის შემუშავება შემდეგი მიმართულებებით:
სასურსათო უზრუნველყოფა, მიწის რესურსები, აგრარული განათლება და მეცნიერება, აგრო
მომსახურებები და ფერმერებთან დაკავშირებული საკითხები;
საქართველოს
კანონმდებლობის
მიახლოება/ჰარმონიზება
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან,
ეფექტიანი ზედამხედველობა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიათა
განხორციელებაზე და კონტროლი კანონმდებლობის აღსრულებაზე;
აგრარულ სექტორში რეფორმების გატარება, აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო კომპლექსის
პოტენციალის სრულად გამოყენება, მისი დარგების აღორძინება და დინამიკური განვითარების
ხელშეწყობა;
საბიუჯეტო ზედამხედველობა;
ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs 2030) დღის წესრიგის განხორციელება და
მონიტორინგი, ეფექტიანი ზედამხედველობითი და კანონშემოქმედებითი მექანიზმების გამოყენებით;
21
კომიტეტის ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების
უზრუნველყოფა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის შემადგენლობა
2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, კომიტეტის შემადგენლობაში არის 12 დეპუტატი: ნინო წილოსანი
(კომიტეტის თავმჯდომარე), გელა სამხარაული, სამველ მანუკიანი, შალვა კერესელიძე, გოდერძი
ჩანქსელიანი, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ დუგლაძე, გიორგი ბოტკოველი, ცეზარ ჩოჩელი, ლევან
ხაბეიშვილი, სოზარ სუბარი, გიორგი ცაგარეიშვილი.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა
2022 წლის სამოქმედო გეგმით განისაზღვრა კომიტეტის საქმიანობის 4 ძირითადი მიზანი:
კანონშემოქმედებითი საქმიანობა აგრარული პოლიტიკის მიმართულებით;
საზედამხედველო საქმიანობა;
გარე კომუნიკაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება.
სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, შემუშავდა შესაბამისი ამოცანები და აქტივობები; საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
საფუძველზე,
თითოეული
ამოცანის
თემატურ
მომხსენებლად
განისაზღვრნენ კომიტეტის წევრი დეპუტატები.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარდა, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებსა და გაეროს მდგრადი განვითარების
მიზნებს (SDGs). ამდენად, ანგარიშში აისახა ის აქტივობებიც, რომლებიც კომიტეტმა 2022 წელს
განახორციელა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად და მდგრადი
განვითარების მიზნების მისაღწევად.
კომიტეტი წლის განმავლობაში მუდმივად უწევდა მონიტორინგს სამოქმედო გეგმის შესრულებას. 2021
წელს შემუშავებული
მეთოდოლოგიის შესაბამისად, მონიტორინგის ეტაპზე გეგმაში წარმოდგენილ
თითოეულ აქტივობას ენიჭება სტატუსი, რომლის საფუძველზე გამოითვლება შესრულების დონის
მაჩვენებელი (როგორც მთლიანად გეგმასთან მიმართებით, ასევე მიზნების ჭრილში). აქტივობას
შესაძლოა მიენიჭოს ქვემოთ ჩამოთვლილი სტატუსებიდან ერთ-ერთი:
სრულად განხორციელდა - 100%
22
მეტწილად განხორციელდა - 51-99%
ნაწილობრივ განხორციელდა - 1-50%
არ განხორციელდა - 0%
წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმთა შესაბამისად, სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილ ყველა
აქტივობას მიენიჭა შესაბამისი სტატუსი და განისაზღვრა მათი განხორციელების დონე.
3. 2022 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების ზოგადი პროგრესი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, 4 სტრატეგიული მიზნის
მისაღწევად განსაზღვრული იყო 51 აქტივობა. აქედან, შესრულების ანალიზის შედეგად, სტატუსები ასე
გადანაწილდა:
სრულად განხორციელდა - 41 აქტივობა
მეტწილად განხორციელდა - 3 აქტივობა
ნაწილობრივ განხორციელდა - 5 აქტივობა
არ განხორციელდა - 2 აქტივობა
მთლიანობაში, სამოქმედო გეგმის განხორციელების დონე წარმოდგენილია პირველ დიაგრამაზე.
2022 წლის სამოქმედო გეგმის
განხორციელების დონე
10%
4%
6%
სრულად განხორციელდა
მეტწილად განხორციელდა
ნაწილობრივ განხორციელდა
არ განხორციელდა
80%
დიაგრამა 1
23
აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულება
კომიტეტის
2022
წლის
საქმიანობის
ფარგლებში
აღსანიშნავია,
კომიტეტის
მიერ
გაცემული
რეკომენდაციების საფუძველზე, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების და ინკლუზიურობის
ხელშეწყობა დარგში. კერძოდ, კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად ა(ა)იპ „სოფლის განვითარების
სააგენტო“ , გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ჩართულობით ახორციელებს საპილოტე
პროგრამას ქალებისთვის8, მარნეული და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. პროგრამის მიზანია, ქალთა
ეკონომიკური გაძლიერება. მათი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.
პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ახალი სასათბურე
მეურნეობის მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების ფინანსური და ტექნიკური დახმარება.
ამასთან, 2021 წელს კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს ბიოწარმოების ხელშეწყობის
პროგრამას9, მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია რომ, მიმდინარე წელს ასევე კომიტეტის
რეკომენდაციის საფუძველზე გაორმაგდა აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი. მდგრადი წარმოების,
თანამედროვე აგრარული მოთხოვნების და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის,
კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქვეყანაში ბიოწარმოების ხელშეწყობას, რომელიც ზრდის
ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და
საშუალებას აძლევს მომხმარებლებს არჩევანი გააკეთონ ჯანსაღ და დაბალანსებულ სურსათზე.
4. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
4.1 წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 2 კანონპროექტი:
საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი ცაგარეიშვილის,
ირაკლი (დაჩი) ბერაიას და ხატია წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
8
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია : https://rda.gov.ge/programs/bioprodution/e53f6a04-d9d4-4ad6-8ae6c4da707c38b2
9 პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია: http://www.rda.gov.ge/programs/bioprodution/e53f6a04-d9d4-4ad6-8ae6c4da707c38b2
24
კანონით განისაზღვრა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
უფლებამოსილება კომპეტენტური პირის განსაზღვრის შესახებ, მცენარის განსხვავებულობაზე,
ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზნით. ასევე, გაუქმდა თავი თესლისა და
სარგავი მასალის საქართველოში გასავრცელებლად დაშვების შესახებ თავი, რამდენადაც აღნიშნული
საკითხის რეგულირება ხორციელდება სხვა კანონით. ამასთან, მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის
საერთაშორისო
კონვენციის
განსაკუთრებული
უფლებები
(UPOV
კონვენციის)
დამოუკიდებელი
მე-18
უნდა
მუხლის
იყოს
მიხედვით
თესლისა
და
სელექციონერის
სარგავი
მასალის
გასავრცელებლად დაშვების შესახებ რეგულაციებისგან.
საქართველოს პარლამენტის წევრების, ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი ცაგარეიშვილისა
და სამველ მანუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტი (№07-3/268; 22.11.2022)
კანონპროექტი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჩართულობის ფონზე მომზადებულ
ინიციატივას და, ერთი მხრივ, ასახავს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს
კანონის აღსრულების კონტროლის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილს და, მეორე
მხრივ, თანხვედრაშია საქართველოს მოქალაქე პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადებასთან
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-7822/21; 10.06.2021), რომელიც მიღებულ იქნა
კომიტეტის 2021 წლის 29 ივნისის სხდომაზე .
კანონპროექტის მიღების შედეგად: კანონის
მიზანი
ჩამოყალიბდა
ახლებურად;
დაზუსტდა
რიგ
ტერმინთა მნიშვნელობა, მათი ნაწილი კი, ამოღებულ იქნა; მინიმალური სავალდებულო პაის
კონკრეტული ოდენობა (300 ლარი) აღარ არის კანონით განსაზღვრული; კოოპერატივის საერთაშორისო
ალიანსის მიერ ჩამოყალიბებული შვიდი პრინციპი განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
საქმიანობის ძირითად პრინციპებად; განისაზღვრა მონიტორინგის თაობაზე შეტყობინების საჯაროდ
გამოქვეყნების სტანდარტი იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ვერ ხერხდება კორესპონდენციის
კოოპერატივის იურიდიულ მისამართზე განმეორებით ჩაბარება; კანონში გაჩნდა ტერმინი „ინვესტორი
წევრი“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
წევრთა სავალდებულო რაოდენობა არის 5, როგორც ეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითაა
დადგენილი; კანონით აღიარებულ იქნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სოციალური ფუნქცია
სოფლის
მეურნეობის
განვითარებაში;
კანონით
დადგენილ
მოთხოვნებთან
შესაბამისობის
25
უზრუნველსაყოფად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მიეცათ ვადა 2024 წლის 1 იანვრამდე
(„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მსგავსად).
4.2 სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განიხილა 4 კანონის პროექტი
და სახელმწიფო უწყებების 2 ანგარიში:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და
მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-2/114; 10.01.2022) სავალდებულო წესით განიხილა და მხარი დაუჭირა აგრარულ
საკითხთა კომიტეტმა.
ცვლილებების პროექტის შედეგად, გაჩნდა სამართლებრივი საფუძველი - შეიქმნას დაცული
ტერიტორიების
რეგიონული
კომპლექსი დასავლეთ
საქართველოს მცირე
კავკასიონის ქედის
საყოველთაოდ მნიშვნელოვანი, ზომიერად ნოტიო კოლხური ტყეების დაცვისა და გონივრულად
სარგებლობის მიზნით. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2018 წელს მოხდა
მაჭახლის ხეობაში არსებული სიტუაციის შესწავლა და დაცული ტერიტორიის დაარსებისათვის
შესატყვისი კატეგორიის შეთავაზება. სწორედ, დასახელებული კვლევის საფუძველზე შემუშავებული
იქნა მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის კანონის პროექტი.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი
-
დასაქმების
პოლიტიკის
დაგეგმვისა
და
განხორციელების ანგარიში (07-2/133; 06.04.2022);
2020 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „დასაქმების
ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის
ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის
განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას.
წარმოდგენილი ანგარიში მოიცავდა პასუხისმგებელი ინსტიტუტების მიერ კანონის ამოქმედებიდან
(2021 წლის 1 სექტემბერი) განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ - დასაქმების პოლიტიკის
დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშს.
26
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/182/10; 14.09.2022).
წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი იყო - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-40
მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების
დაზუსტება. განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, 2022 წლის რეალური
ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 6,0%-დან იზრდებოდა 8,5%-მდე. მთლიანი შიდა
პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი განისაზღვრებოდა 10,5%-ის ოდენობით. შესაბამისად, განახლდა
ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელიც და მისი მოცულობა თავდაპირველად
დაგეგმილი 64,8 მლრდ. ლარის ნაცვლად განისაზღვრება 72,2 მლრდ. ლარის ოდენობით. ამასთან,
დაგეგმილთან
შედარებით
მაღალი
ეკონომიკური
ტენდენციები
შესაძლებლობას
იძლეოდა
გაზრდილიყო ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების დაგეგმილი მაჩვენებლები, კერძოდ: საგადასახადო
შემოსავლები ჯამში იზრდებოდა 1 266,0 მლნ. ლარით და 16 824,0 მლნ. ლარს შეადგენდა. გადასახადების
გაზრდილი მაჩვენებლიდან 1 050,0 მლნ. ლარი მიიმართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 216,0 მლნ.
ლარი ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში; გრანტების
გეგმა უცვლელი რჩებოდა და 422,0 მლნ. ლარს შეადგენდა; სხვა შემოსავლების მაჩვენებელი განისაზღვრა
1 430,0 მლნ. ლარით, რაც დაგეგმილთან შედარებით 205,0 მლნ. ლარით მეტია. წარმოდგენილი პროექტის
მიხედვით, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი
იზრდებოდა 489,7 მლნ ლარით და შეადგენდა 19 852,3 მლნ ლარს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი
გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის
ძირითადი მონაცემები და მიმართულებები
2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის
მოხსენება - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (072/189/10; 30.09.2022);
წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი იყო - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-40
მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების
27
დაზუსტება. განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, 2022 წლის რეალური
ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 6,0%-დან იზრდებოდა 8,5%-მდე. მთლიანი შიდა
პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი განისაზღვრებოდა 10,5%-ის ოდენობით. შესაბამისად, განახლდა
ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელიც და მისი მოცულობა თავდაპირველად
დაგეგმილი 64,8 მლრდ. ლარის ნაცვლად განისაზღვრა 72,2 მლრდ. ლარის ოდენობით. ამასთან,
დაგეგმილთან
შედარებით
მაღალი
ეკონომიკური
ტენდენციები
შესაძლებლობას
იძლეოდა
გაიზარდილიყო ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების დაგეგმილი მაჩვენებლები, კერძოდ: საგადასახადო
შემოსავლები ჯამში იზრდებოდა 1 266,0 მლნ. ლარით და 16 824,0 მლნ. ლარს შეადგენდა. გადასახადების
გაზრდილი მაჩვენებლიდან 1 050,0 მლნ. ლარი მიიმართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 216,0 მლნ.
ლარი ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში; გრანტების
გეგმა უცვლელია და 422,0 მლნ. ლარს შეადგენს; სხვა შემოსავლების მაჩვენებელი განისაზღვრა 1 430,0
მლნ. ლარით, რაც დაგეგმილთან შედარებით 205,0 მლნ. ლარით მეტია. წარმოდგენილი პროექტის
მიხედვით, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი
იზრდებოდა 489,7 მლნ ლარით და შეადგენდა 19852,3 მლნ ლარს.
კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის
მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტის - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და
მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენების - „საქართველოს 2022
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს მთავრობაში
დაბრუნებას გადამუშავებისათვის.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021
წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/174; 18.08.2022).
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ იქნა წარმოდგენილი ანგარიში, რომლის
ფარგლებშიც, 2021 წლისთვის განხორციელდა შემდეგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები შშმ პირთა
უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით10:
სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი - ჯიღაურას საცდელი მეურნეობის
ადმინისტრაციული შენობა აღჭურვილია შშმ პირებისათვის ადაპტირებული ლიფტით;
10
შენიშვნა: აქ მოცემულია ინფორმაცია მხოლოდ იმ უწყებების შესახებ, რომელთა საქმიანობაზე ზედამხედველობაც
ხვდება კომიტეტის კომპეტენციაში
28
სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის შენობა ადაპტირებულია
პანდუსით, ლიფტით და საპირფარეშოთი. ეზოში შშმ პირებზე გამოიყო საპარკინგე ადგილი.
მიმდინარეობს ცენტრის ვებგვერდის განახლება, რომელიც უახლოეს პერიოდში სატესტო
რეჟიმში დაიწყებს ფუნქციონირებას და ადაპტირებული იქნება მცირემხედველ და უსინათლო
პირებზე;
სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია - შენობა-ნაგებობების გარკვეული
ნაწილი ადაპტირებულია შშმ პირებზე. მიმდინარეობს ავტოსადგომის ადაპტირების პროცესი.
ლაბორატორიას IT მომსახურებას უწევს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების
დეპარტამენტი. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ვებგვერდის ადაპტირება;
სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო - ადმინისტრაციული შენობა თითქმის სრულად არის
ადაპტირებული შშმ პირებზე. 2022 წლისათვის დაიგეგმა სველი წერტილის ადაპტირებაც.
მიმდინარეობს მუშაობა ვებგვერდის ადაპტირების მიმართულებით;
სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო სააგენტოს ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში და შესაბამისად მოხდება მისი ადაპტირება შშმ
პირებზე (სხვა აქტივობები შენობის იჯარის ფორმით ფლობის გამო არ განხორციელებულა);
შპს „საქართველოს მელიორაცია“ - ადმინისტრაციულ შენობაში მოწყობილია 2 პანდუსი, 2 ლიფტი
და სველი წერტილები.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ანგარიშს და შესაბამისი დასკვნა წარდგენილ იქნა წამყვანი
კომიტეტისთვის.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/225/10); 05;12;2022)
მაღალი
ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2022 წლის ბიუჯეტში განხორციელებული
ცვლილებები ორ ძირითად მიზანს ემსახურებოდა, კერძოდ: 1. ბიუჯეტის დეფიციტის და მთავრობის
ვალის შემცირება - პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო
დეფიციტი და მშპ-ს 9,3%-ს მიაღწია, შესაბამისად გაიზარდა მთავრობის ვალის მოცულობაც და 2020
წლის ბოლოსთვის მშპ-ს 60%-ს გადააჭარბა. 2. სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების
სრულყოფილი
დაფინანსება
და
ქვეყნის
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესება
-
ამ
კუთხით
განხორციელებული ცვლილებებით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა 507,6 მლნ ლარით (ბავშვთა
სოციალური დახმარებები, სოფლის მეურნეობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა და სხვა
მიმართულებები). მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტის
29
ასიგნებები ჯამურად შეადგენს 20 186,0 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით
გაზრდილია 507.4 მლნ ლარით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს და
მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
4.3 კომიტეტის მიერ განხილული საკანონმდებლო წინადადებები:
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 2 საკანონმდებლო წინადადება:
საქართველოს ეროვნული მეაბრეშუმეობის ასოციაციის (ნ. კანდელაკი, გ. ალექსიძე, ნ. ქარქაშაძე, ე.
შაფაქიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „მეაბრეშუმეობის შესახებ“ საქართველოს
კანონთან დაკავშირებით (#1-4122/22; 04.04.2022).
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრული იყო
სახელმწიფო
მხარდაჭერის მიმართულებები მეაბრეშუმეობის დარგის დაცვის და განვითარებისთვის.
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა მეაბრეშუმეობის დარგის წინაშე
არსებული გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება მეაბრეშუმეობის შესახებ საკანონმდებლო
ბაზის შექმნის აუცილებლობის კონტექსტში და კომიტეტი მიიჩნევს, რომ დარგში არსებული
მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, არ არსებობს მეაბრეშუმეობის
სფეროს საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა.
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი კანონის პროექტი წინააღმდეგობაში იყო საბაზრო
ეკონომიკის პრინციპებთან, იყო ზოგადი, შეიცავდა რიგ უზუსტობებს და წინააღმდეგობაში იყო
სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულ თავისუფალ სავაჭრო პოლიტიკასთან. ამასთან, წარმოდგენილი
კანონპროექტით
გათვალისწინებული
რიგი
საკითხების
გაწერა
კანონში
არ
იქნა
მიჩნეული
მიზანშეწონილად, რადგან წარმოადგენს დარგობრივი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს.
შედეგად, კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს ეროვნული მეაბრეშუმეობის ასოციაციის (ნ. კანდელაკი, გ. ალექსიძე, ნ. ქარქაშაძე, ე.
შაფაქიძე) მიერ საკანონმდებლო წინადადების წესით წარმოდგენილი „მეაბრეშუმეობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი (№1-4122/22; 04.04.2022) ცნო უარყოფილად.
საქართველოს მოქალაქე ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მიწის
მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი
30
მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (#1-14345/22/10; 03.11.2022).
საკანონმდებლო წინადადებით იზღუდებოდა ერთ ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის
მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა. კანონპროექტის მიხედვით იქმნებოდა საკოორდინაციო საბჭო,
შემდგარი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ერთ ჰექტარზე მეტი
ფართობის შეცვლა დასაშვები იქნებოდა მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოში პროექტის დამტკიცების
შემთხვევაში.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი პრობლემები აღნიშნული
კანონპროექტით ვერ დარეგულირდება.
პირიქით, ამ ცვლილებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს
მიწების დანაწევრება 1ჰა-ზე ნაკლებ ნაკვეთებად. კანონპროექტით არ არის დაკონკრეტებული, რომელი
ორგანოს წარმომადგენლებისგან შედგება საკოორდინაციო საბჭო. უმჯობესი იქნება საბჭოს ნაცვლად
დარგობრივი სამინისტროს მიერ, კერძოდ კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის მდგრადი მართვისა
და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნეს შესწავლილი სასოფლოსამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის მიზანშეწონილობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტის გადაწყვეტილებით, მოქალაქე ზვიად ტომარაძის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნობილ იქნა უარყოფილად.
5. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა
2022 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კომიტეტი ეფექტიან ზედამხედველობას უწევდა
საქართველოს მთავრობასა და ყველა ანგარიშვალდებულ ორგანოს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა
მოისმინა 20 ანგარიში, როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა
და მის მმართველობაში შემავალი სტრუქტურების საქმიანობაზე ასევე, სამუშაო ჯგუფების და სხვა
ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს კომიტეტმა
მოამზადა ერთი თემატური მოკვლევის ანგარიში და შეიმუშავა რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო
უწყებებისთვის.
5.1 კომიტეტის მიერ მოსმენილი ანგარიშები:
31
1. შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიში გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების
შესახებ.
2. ინფორმაცია: ა(ა)პ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი
ღონისძიებების შესახებ.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების
გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის
შესახებ.
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის
მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა
და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულებისა და 2022 წლის ვალდებულებების შესახებ.
5. სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში:
6. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ;
7. ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ;
8. ქვეყანაში მცენარეთა დაცვის და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ.
9. საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2021 წელს გაწეული
საქმიანობის ანგარიში.
10. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის
პროცედურის მონიტორინგი - შესრულებული რეკომენდაციები, არსებული გამოწვევები და
სამომავლო რეფორმა.
11. არასამთავრობო/საერთაშორისო
ორგანიზაციათა
მიერ
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერაციის
საკითხებზე მომზადებული ანგარიშების მოსმენა.
12. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხსენება სასოფლოსამეურნეო კოოპერაციის განვითარების პროგრესსა და კანონის აღსრულების კონტროლის
ფარგლებში მიღებულ რეკომენდაციათა შესრულების თაობაზე.
13. საქართველოს პარლამენტის
აგრარულ
საკითხთა
კომიტეტის
მოსაზრებები
„სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის რეფორმის საჭიროებაზე.
14. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ (#1-5242/22/10; 29.04.2022).
15. მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ანგარიში
16. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიში“ და „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება
32
17. საქართველოს მთავრობის ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და
საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“
18. ინფორმაცია - სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მიერ გაწეული
საქმიანობის ანგარიშის თაობაზე.
19. ინფორმაცია - ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და პურის ცხობის ტრადიციებისა და
რიტუალების შესახებ.
20. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის შესრულების მიმოხილვა“ (#1-9630/22/10; 29.07.2022).
21. სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“
მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
22. სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
23. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვა“ (1-14084/22/10; 01.11.2022).
24. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამა (ENPARD) - მე4 ფაზის შესრულების ინდიკატორების 2021 წლის წლიური შესრულების ანგარიში.
25. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამა (ENPARD) - მე3 ფაზის შესრულების შესახებ ანგარიში.
26. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული აგროდაზღვევის
სახელმწიფო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის ინფორმაცია მუშაობის შედეგების შესახებ.
5.2 თემატური მოკვლევა
საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა შეუმუშავეს
თემატური მოკვლევის ანგარიში11 თემაზე: “DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული
საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების შესახებ“.
თემატური მოკვლევა მიზნად ისახავდა გამოევლინა აგრარულ დარგში ევროპასთან „ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების “ (DCFTA) ფარგლებში
მიღებული
საკანონმდებლო
ცვლილებების
აღსრულების
გადავადების
ობიექტური
11
საპარლამენტო თემატური მოკვლევის ანგარიში: : https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/tematurimokvleva/agraruli-evrointegracia/dcfta/DCFTA-angarishi.pdf
33
მიზეზები. მოკვლევამ შეაფასა აღსრულების გადავადების რაოდენობრივი და ხარისხობრივი
ასპექტები, შეისწავლა აღსრულების გადავადების მიზეზები და დაინტერესებული პირების
ჩართულობით
შეიმუშავა
დასკვნები
და
რეკომენდაციები
არსებული
გამოწვევების
აღმოსაფხვრელად.
თემატური მოკვლევის ანგარიშში გაცემული რეკომენდაციები შეესაბამება მდგრადი განვითარების
მიზნებს, კერძოდ:
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით
ნაკისრი
ვალდებულებების
შესრულება,
ხელს
შეუწყობს
სასოფლო-
სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდას, რაც თავის მხრივ გულისხმობს
აგრარული პროდუქციის წარმოების და რეალიზების ზრდას, რასაც
პირდაპირი გავლენა აქვს დარგში დასაქმებული ადამიანების შემოსავალზე. გაზრდილი შემოსავალი
უზრუნველყოფს სიღარიბის შემცირებას მოსახლეობაში.
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 2: შიმშილის აღმოფხვრა
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის
ექსპორტის
ზრდა
ხელს უწყობს,
აგრარული პროდუქციის წარმოებას და რეალიზებას. პროდუქციის მდგრადი
წარმოება განაპირობებს მასზე ხელმისაწვდომობის ზრდას. სტაბილური
საექსპორტო ბაზარი ქმნის მდგრად ეკონომიკურ სარგებელს დარგში, რაც
თავის მხრივ, ამცირებს შიმშილის მაჩვენებელს მოსახლეობაში.
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური
ზრდა
საქართველოს თავისუფალ ეკონომიკურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრაცია ,
ქმნის
სტაბილურ
საექსპორტო
ბაზარს
სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტისთვის, პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნა, იწვევს მისი
წარმოების ზრდას, რაც დადებითად აისახება დარგში დასაქმებულ
ადამიანთა რაოდენობაზე. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიდან
მიღებული შემოსავალი დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე. ეს პროცესი
მნიშვნელოვნად ამცირებს სურსათით საგარეო ვაჭრობის უარყოფით სავაჭრო ბალანსსაც.
34
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 12: მდგრადი მოხმარება და
სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციის
ექსპორტის
წარმოება
ზრდის
აუცილებელი პირობაა ერთგვაროვანი პროდუქციის მდგრადი
წარმოება, რაც უმნიშვნელოვანესი გამოწევაა მცირემიწიანი
ქვეყნებისთვის. ექსპორტის ზრდა და ბაზრის დივერსიფიკაცია
წაახალისებს
სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციის
მდგრად
წარმოებასა და მოხმარებას.
პირველად, პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში ხორცილდება სამი კომიტეტის
გაერთიანებული თემატური მოკვლევა. აგრარულ საკითხთა, განათლებისა და მეცნიერების და გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ინიციატივით დაიწყო თემატური მოკვლევა თემაზე ,,ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და
გარემოსდაცვითი მიმართულებით12“
მოკვლევის
მიზანია
აგრარულ
და
გარემოსდაცვით
სფეროში
დეფიციტური
პროფესიების
იდენტიფიცირება და აღნიშნული დეფიციტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. მოკვლევის ფარგლებში
„დეფიციტურად“ განისაზღვრება პროფესია/სამუშაო პოზიცია, რომელზეც მოთხოვნა დამსაქმებლის
(კერძო თუ საჯარო უწყებების) მხრიდან აჭარბებს მიწოდებას, რის შედეგადაც ისინი ვერ ახერხებენ
შესაბამის ვაკანსიებზე მოიძიონ საჭირო კვალიფიკაციის მქონე კადრები. აღნიშნულიდან გამომდინარე,
მოკვლევის ამოცანებია:
აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება;
აღნიშნულ სფეროებში სამუშაო ძალის მომზადების ხარისხისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადგენა;
აღნიშნული პროფესიების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების პროვაიდერი საგანმანათლებლო
დაწესებულებების გამოწვევების გაანალიზება;
რეკომენდაციების შემუშავება აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამუშაო ძალაზე
მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოაფხვრის მიზნით.
12
თემატური
მოკვლევის
შესახებ
ინფორმაცია
https://parliament.ge/supervision/thematic-inquiry
ხელმისაწვდომია
პარლამენტის
ვებგვერდზე:
35
მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების და ზეპირი მოსმენების გაანალიზების შედეგად თემატური
მოკვლევის ანგარიშის და რეკომენდაციების შემუშავება იგეგმება 2023 წლის მარტში.
5.3 კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები და მათი აღსრულების კონტროლი
საქართველოს კანონის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ აღსრულების კონტროლის13
ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციების კონტროლი
კომიტეტის მიერ 2021 წელს განხორციელებული საქართველოს კანონის „სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის შესახებ“ აღსრულების კონტროლის14 ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციათა მთავარ
ადრესატს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენდა,
რომელსაც კომიტეტმა 2022 წლის მარტში რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის
მომზადება სთხოვა (რეკომენდაციათა ნაწილის შესრულების ვადა 2022 წლის 1 მარტამდე იყოს
განსაზღვრული). გარდა ამავე წლის აპრილში მიღებული წერილობითი პასუხისა, 2022 წლის 19 აპრილს
გაიმართა საკომიტეტო მოსმენა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის
აღსრულების კონტროლის პროცედურის მონიტორინგი - შესრულებული რეკომენდაციები, არსებული
გამოწვევები და სამომავლო რეფორმა“. სხდომაზე მოსმენილ იქნა: არასამთავრობო/საერთაშორისო
ორგანიზაციათა მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საკითხებზე მომზადებული ანგარიშები;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხსენება სასოფლო-სამეურნეო
კოოპერაციის განვითარების პროგრესსა და კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში მიღებულ
რეკომენდაციათა შესრულების თაობაზე; საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის
მოსაზრებები „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის რეფორმის
საჭიროებაზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მოსმენის შედეგად გაცემული რეკომენდაციები
2022 წლის 2 ნოემბერის სხდომაზე მოისმინა სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წელს
გაწეული საქმიანობის ანგარიში, 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია „რთველი
2022“-ის თაობაზე. შედეგად, სხდომაზე გამოითქვა რიგი მოსაზრებები, ამასთან, გაიცა რეკომენდაციები
ღვინის სააგენტოსათვის - როგორც წლიური ანგარიშის მომზადების, ისე ზოგადად, საქმიანობის შესახებ.
13
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე - https://tinyurl.com/4pxbtp85
14
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე - https://tinyurl.com/4pxbtp85
36
კომიტეტმა მნიშვნელოვნად მიიჩნია რიგ რეკომენდაციათა წერილობით ჩამოყალიბება, რაზეც სააგენტოს
შესაბამისი კორესპონდენცია გაეგზავნა. ესენია:
ინფორმაცია ბიუჯეტის ათვისების შესახებ მოხვდეს ღვინის სააგენტოს ყოველწლიურ ანგარიშში მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო პროაქტიულად აქვეყნებს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ და
წლიურ ანგარიშებს, ეს დოკუმენტ(ებ)ი ტექნიკური ხასიათისაა და არ შეიცავს დეტალურ, კონკრეტული
საბიუჯეტო პროგრამების დონეზე ჩაშლილ, ინფორმაციას. მიზანშეწონილია, ღვინის სააგენტოს
საქმიანობის ანგარიშიდანვე იყოს შესაძლებელი ბიუჯეტის ათვისების შესახებ ზუსტი მონაცემების
გადამოწმება.
ღვინის სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის ურთიერთკავშირი მიზანშეწონილია
ღვინის
სააგენტო
საქმიანობდეს
პოლიტიკის
დოკუმენტების
შემუშავების,
მონიტორინგისა და შეფასების იმ წესის შესაბამისად, რომელიც საერთოა საჯარო უწყებებისათვის და
რომელიც მიზნად ისახავს შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და
შეფასების დანერგვას. ეს გულისხმობს შესაბამისი სამოქმედო გეგმის (მიზნების, ამოცანების,
აქტივობებისა და ინდიკატორების დონეზე) შედგენას და შემდგომ, მისი შესრულების შესახებ ანგარიშის
მომზადებას,
რაც
თავისთავად
მოიცავს
როგორც
წარმატებული,
ისე
წარუმატებელი
ამოცანების/აქტივობების შესახებ ინფორმაციის ანალიზს.
ღვინის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში გენდერულად მგრძნობიარე პროგრამების
დანერგვა - მნიშვნელოვანია სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდეს იმ საჭიროებებს, რაც
შესაძლოა ჰქონდეთ ქალ მევენახეებსა და მეღვინეებს. ბუნებრივია, თუ ამ ეტაპზე გენდერულ ჭრილში
რიგ საკითხთა ანალიზი არ ხდება, ვერც ქალთათვის სპეციფიური პროგრამებისა და თუ აქტივობების
განხორციელების საჭიროება იქნება შეფასებული. ამდენად, აუცილებელია ღვინის სააგენტო, ერთი
მხრივ, აღიარებდეს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში კაცთა ბუნებრივ დომინირებას და, მეორე მხრივ,
პროაქტიულად ინტერესდებოდეს ქალების, როგორც ამ სფეროში უმცირესობაში მყოფი ჯგუფის,
კონკრეტული საჭიროებებით.
ამ უკანასკნელ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ღვინის სააგენტომ პასუხი 2022 წლის 25 ნოემბერს
წარმოადგინა და კომიტეტს აცნობა ინფორმაცია სააგენტოს ორგანიზებით ამავე წლის 3-4 დეკემბერს
პოლონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ კრაკოვში გასამართი პროექტის - „ქართველი მეღვინე ქალები საზღვრებს გარეშე“ შესახებ.
6. კომიტეტის წარმომადგენლობითი საქმიანობა
6.1 კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა
37
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
მიმდინარე წელს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ორი სხდომა გაიმართა.
3 ოქტომბრის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, საბჭოს წევრებს კომიტეტის
საქმიანობის სამომავლო გეგმები გააცნო და იმ კანონპროექტებზე ისაუბრა, რომელიც მომზადების
ეტაპზეა და დასაინიციირებლად მზადდება, ესენია: „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების და
სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი; „ფერმერის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი. და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
საბჭოს წევრებს ასევე ეცნობათ, რომ საბჭოს დებულებაში შევიდა ცვლილება და საბჭოს სხდომის მოწვევა
წელიწადში ორჯერ იქნება სავალდებულო, ნაცვლად, წელიწადში მინიმუმ 4 სხდომისა15. ასევე,
ცვლილებები შევიდა საბჭოს შემადგენლობაში, კერძოდ: საბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნება აწ
გარდაცვლილი
თამაზ
კუნჭულია.
ამასთან,
საბჭოს
შემადგენლობაში,
მისი
სურვილითა
და
ინიციატივით, ემატება „აგრო სოლუშენს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის, დიანა ბერია.
21 დეკემბერს გაიმართა აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს მორიგი სხდომა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. განსახილველი საკითხი
იყო 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში პრიორიტეტების განსაზღვრა და დონორ ორგანიზაციათა
კოორდინაცია. კომიტეტის თავმჯდომარემ მოკლედ შეაჯამა 2022 წელს კომიტეტის მიერ გაწეული
საქმიანობა და წარმოადგინა ის საკანონმდებლო, თუ საზედამხედველო ინიციატივები, რომელზეც
იგეგმება კომიტეტში მუშაობა: ეს არის „სურსათის დანაკარგების ნარჩენების და სურსათის შეწირულობის
შესახებ“, „ფერმერული მეურნეობის შესახებ“,
„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტები. თავმჯდომარემ ისაუბრა კომიტეტის მიერ განხორციელებულ თემატურ მოკვლევებზე,
გაცემულ რეკომენდაციებზე.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად
მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლისა და კომიტეტის დებულების საფუძველზე,
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის 20 მაისის სხდომის
15
საბჭოს დებულება 2022 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით - https://tinyurl.com/22she7u2
38
გადაწყვეტილებით, შეიქმნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი და განისაზღვრა მისი
შემადგენლობა.
ჯგუფმა მიმდინარე წელს ჩაატარა ორი სამუშაო შეხვედრა, რომელთა ფარგლებშიც გამოიკვეთა, რომ
საჭიროა ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო
მიწის განკარგვის ნაწილში, კერძოდ:
სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტების
საკუთრებაში
არსებული
რეგისტრირებული
მიწების
პრივატიზების/იჯარით წესით გადაცემის ხელშეწყობა;
სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწების განკარგვის
საკითხების დარეგულირება;
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით გადაცემის საკითხის გადაწყვეტა.
მიმდინარე წელს ჩატარდა სამუშაო ჯგუფის 2 შეხვედრა. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილულ და მოსმენილ
იქნა შემდეგი საკითხები (შესაბამისი უწყებების მითითებით):
1. სახელმწიფო
ქონების
პრივატიზაციის
გეგმის
ფარგლებში
სასოფლო-სამეურნეო
მიწის
გასხვისებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის გეგმის გაცნობა - სსიპ სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტო.
2. საძოვრების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით შემუშავებული დადგენილების პროექტის
წარდგენა - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული
სააგენტო.
3. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის #464 დადგენილებით დამტკიცებული
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო
პროგრამით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის
მეთოდოლოგია - სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიურო”.
4. სახელმწიფო
ქონების
პრივატიზაციის
გეგმის
ფარგლებში
სასოფლო-სამეურნეო
მიწის
გასხვისებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის პირველი კვარტალური ანგარიშის გაცნობა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
5. საძოვრების მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების საკოორდინაციო
სამუშაო ჯგუფის მუშაობის ანგარიშის მოსმენა - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო.
39
6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის
მიმდინარეობის
შესახებ
მოხსენების
მოსმენა
-
სსიპ
მიწის
მდგრადი
მართვისა
და
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო.
7. სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციის ხელშეწყობის მიზნით აგრარულ საკითხთა
კომიტეტის ინიციატივის გაცნობა - აგრარულ საკითხთა კომიტეტი.
„თანამედროვე აგრორეგიონის“ პროექტის სამუშაო ჯგუფი
2021 წლის 31 მაისის სხდომაზე კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის
საფუძველზე, მხარი დაუჭირა „თანამედროვე აგრორეგიონის“ პროექტის სამუშაო ჯგუფის შექმნას. მის
შემადგენლობაში არიან აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის,
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრები.
საანგარიშო პერიოდში, სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 3 სამუშაო შეხვედრა, მათგან ერთი - თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტში, სადაც წარდგენილ იქნა კვლევის პირველადი შედეგები დაინტერსებული
მხარეებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის. მე-2 სამუშაო შეხვედრის ფარგლებში
შემუშავებული რეკომენდაციები
პოტენციურ ადრესატ უწყებებთან ერთად განხილულ იქნა
გაფართოებულ ფორმატში, დოკუმენტის დამტკიცებისა და რეკომენდაციების კომიტეტის მიერ მიღების
შემდგომ კი - გაიმართა პრეზენტაცია პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარის
მონაწილეობით.
სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, მომზადდა გზამკვლევი დოკუმენტი საპილოტედ
შერჩეული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის. შედეგად, ჯგუფმა შემუშავა რეკომენდაციები,
რომელიც ეხება სახვადასხვა უწყებებს და ემსახურება თანამედროვე აგრო რეგიონის პროექტის
საპილოტე რეგიონის მაგალითზე განხორციელებას. კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა სამუშაო ჯგუფის
მიერ შედგენილი დოკუმენტი და შემოთავაზებული რეკომენდაციები, რომელთა შესასრულებლად
ადრესატ უწყებებს შესაბამისი ვადები განესაზღვრათ.
ზემოთ დასახელებული რეკომენდაციები იყოფა 3 ჯგუფად:
1. გზამკვლევის განხორციელების მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
2. რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის მიმართულებით;
3. რეკომენდაციები სოფლად ტურიზმის, მათ შორის, აგროტურიზმის ინტერვენციების
განხორციელებისთვის.
40
მეჩაიეობის დარგის სამუშაო ჯგუფი
მიმდინარე წელს მუშაობა დაასრულა კომიტეტთან არსებულმა მეჩაიეობის დარგის შემსწავლელმა
სამუშაო ჯგუფმა. ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, გაანალიზდა დარგში არსებული გამოწვევები,
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და დარგის განვითარების სამომავლო პერსპექტივები. შედეგად,
დაინტერესებული მხარეების, საერთაშორისო პარტნიორების და დარგის ექსპერტების ჩართულობით
მომზადდა და გაიცა შემდეგი რეკომენდაციები16 სახელმწიფო უწყებებისთვის შემდეგ საკითხებზე:
ინვენტარიზაცია;
მეჩაიეობის დარგის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო ხედვის დოკუმენტის მომზადება;
”ჩაის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება;
„ჩაის გზა“/აგროტურიზმის პოტენციალის გაანალიზება;
სასწავლო ტრენინგების/კურსების ორგანიზება;
აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი
მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლისა და აგრარულ
საკითხთა კომიტეტის დებულების საფუძველზე, კომიტეტის სხდომის (ოქმი №27) გადაწყვეტილებით,
შეიქმნა აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი.17
სამუშაო ჯგუფის მიზნებად განისაზღვრა სოფლის მეურნეობის სექტორში სადაზღვევო სისტემის
შემდგომი განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება, აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, აგროდაზღვევის სისტემის ახალ ეტაპზე გადაყვანის
პერსპექტივის და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი.
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული მხარეების მოსაზრებების მოსმენისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ მომზადებულ რეკომენდაციების ანალიზის შედეგად სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა
რეკომენდაციები, რომელიც აერთიანებს როგორც მოკლევადიან, ისე საშუალო და გრძელვადიან
პერიოდში განსახორციელებელ აქტივობებს.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს
გრძელვადიანი სახელმწიფო ხედვა აგროდაზღვევის ბაზრის განვითარებისთვის; განსაზღვროს
16
რეკომენდაციები პარლამენტის ვებგვერდზე იხილეთ აქ: https://tinyurl.com/yu9f5zvb
შენიშვნა: თავდაპირველად სამუშაო ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი ამოცანა იყო აგროდაზღვევის კონცეფციის
შემუშავება. თუმცა, სამუშაო პროცესში გამოიკვეთა დოკუმენტის ფორმის შეცვლის მიზანშეწონილობა და მისი
რეკომენდაციების სახით ფორმულირება.
17
41
აგროდაზღვევის მოქმედ სისტემაში არსებული გამოწვევების აღმოფხვრისკენ მიმართული პოლიტიკის
განხორციელების ეტაპები; ხელი შეუწყოს აგროდაზღვევის იმგვარ განვითარებას, რაც არსებითად
უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირების
ფინანსურ სტაბილურობას, ეკონომიკურ პროგრესსა და სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდას.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის 23 დეკემბრის სხდომაზე აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის
სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები დამტკიცდა და რეაგირებისთვის დაეგზავნა შესაბამის უწყებებს.
კომიტეტთან
არსებული
სამუშაო
ჯგუფის
მიერ
სახელმწიფო
უწყებებისთვის
გაცემული
რეკომენდაციების ეფექტიანად და შესაბამის ვადებში შესრულების ზედამხედველობას, საკუთარი
უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს კომიტეტი.
6.2 შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან
2022 წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ
ოფიციალური შეხვედრები გამართა
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, შეხვედრაზე განხილული თემები, ძირითადად, შეეხებოდა
საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის გასაძლიერებელ პერსპექტივებს; ასევე, თავად საელჩოების
მიმდინარე
პროექტებსაც,
რათა
კონკრეტული
გეგმების
დაახლოებით,
გაღრმავებულიყო
თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრებზე განხილულ საკითხებს შორის იყო:
ქართული ბიოპროდუქციის წარმოება-რეალიზების ხელშეწყობა;
პროფესიონალ აგრონომებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა აგრარულ სექტორში;
სტუდენტთა დაინტერესება აგრარული სექტორით;
კოოპერატივთა განვითარების ხელშეწყობა.
6.3 კომიტეტის გასვლითი შეხვედრები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა გამართა 6 გასვლითი შეხვედრა:
2022 წლის 20 აპრილს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყანაში ხორბლისა და
სიმინდის კულტურების ერთ-ერთი სპეციალიზებული საწარმო - „ლომთაგორა“ მოინახულა.
საწარმოს საქმიანობის უმთავრესი მიმართულება ხორბლისა და სიმინდის სელექცია და
მინდვრის კულტურების წარმოებაა. აღსანიშნავია, რომ აქ გამოყვანილი უხვმოსავლიანი
ხორბლისა და სიმინდის ჯიშები საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონაში ითესება.
42
2022
წლის
7
ივლისს
აგრარულ
საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარემ
გარდაბნის
მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფერმერები და მეწარმეები მოინახულა. ნინო წილოსანი
ადგილზე გაეცნო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ბლექბერის“ საქმიანობას და დაათვალიერა
მის საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები და სათბური. შემდგომ,
კომიტეტის თავმჯდომარე სოფელი ბერლიკში არსებულ ხელნაკეთი ხალიჩების საწარმოს
ესტუმრა, სადაც დასაქმებულთა უმრავლესობას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი
ქალბატონები არიან. ნინო წილოსანმა სასათბურე მეურნეობა „პლანტა“ (შპს „ქართული აგრო
სახლი“) მოინახულა და სხვადასხვა ბოსტნეულის მოყვანის სასიცოცხლო ციკლს გაეცნო. ბოლოს,
გასვლითი ვიზიტი კომპანია „აგრო კომბის“ მიერ გრანულირებული საკვების წარმოების
პროცესის მონახულებით დასრულდა.
2022 წლის 24-26 ივლისს, აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების
გაერთანებული
თემატური
მოკვლევის
-“აგრარულ
დარგში
ევროპასთან
"ღრმა
და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" (DCFTA) ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების
ფარგლებში
მიღებული
საკანონმდებლო
ცვლილებების
აღსრულების
გადავადების შესახებ” ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით,
ჩატარდა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სამუშაო შეხვედრის
ფარგლებში შემუშავდა სახელმწიფო უწყებებისთვის გასაცემი რეკომენდაციები.
2022 წლის აგვისტოში საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში
იმყოფებოდა საპარლამენტო დელეგაცია. დელეგაციის წევრები იყვნენ,
აგრარულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გოგი მეშველიანი შედიოდნენ. ვიზიტში ასევე
მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს,
სსიპ -
შემოსავლების სამსახურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები. სამუშაო ვიზიტი FAO-ს და
ევროკავშირის მხარდაჭერით შედგა და მის მიზანს სურსათის დანაკარგებისა და სურსათის
ნარჩენების წარმოქმნის პრევენციის და სურსათის შეწირულობის სფეროში ბელგიისა და
საფრანგეთის გამოცდილების გაცნობა და შემდგომ ამ პრაქტიკის ქართულ კანონმდებლობაში
ასახვა წარმოადგენდა.
2022 წლის სექტემბერში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)
მოწვევით
და
აგრარულ
საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარის
ხელმძღვანელობით,
საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სასწავლო ვიზიტში უნგრეთსა და ავსტრიაში.
43
სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო, დელეგაციის წევრები უნგრეთისა და ავსტრიის მაგალითზე
გაცნობოდნენ
კონკრეტულ
ღონისძიებებსა
და
საკანონმდებლო
პოლიტიკას,
რომელიც
მიმართულია აგრარული სექტორის განვითარებისკენ.
2022 წლის 1-2 დეკემბერს კომიტეტის თავმჯდომარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრთან ერთად სტუმრობდა გურიისა და აჭარის რეგიონებს.
ისინი ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებს, ადგილზე
მოისმინეს მათი საჭიროებები და მოინახულეს რამდენიმე ადგილობრივი საწარმო: თხილის
საწარმო „გლობალ ექსპორტი“ (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი); თხილის შემნახველი საწარმო შპს
„ჯი-ეიჩ-ჯი-ეი
კომერშიალ“
(ლანჩხუთის
მუნიციპალიტეტი);
ციტრუსის
მიმღებ-
გადამამუშავებელი საწარმო შპს „ქართული მანდარინი“ (ქობულეთის მუნიციპალიტეტი).
ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვივნენ ა. ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა
ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრ „ანასეულს“, რომელსაც 2014 წლიდან სსიპ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი მართავს.
6.4 შეხვედრები მოქალაქეებთან და არასამთავრობო სექტორის/დარგის წარმომადგენლებთან
2022 წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 70 შეხვედრა გამართა მოქალაქეებსა და არასამთავრობო
სექტორის/დარგის წარმომადგენლებთან. 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფორმირების პროცესში, მისი
წევრები პირისპირ ხვდებიან დაინტერესებულ მხარეებს. კომიტეტის მიზანია დარგში არსებული
გამოწვევების საპასუხო აქტივობების ასახვა სამოქმედო გეგმაში, რათა სწორად განისაზღვროს
პრიორიტეტები ხელშესახები შედეგების მისაღებად სექტორში.
6.5 კორესპონდენცია
საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტში შემოვიდა 566 კორესპონდენცია (მათ შორის,
წერილები/განცხადებები). საკუთარი კომპეტენციას ფარგლებში, კომიტეტის აპარატმა სათანადო
უკუკავშირი მიაწოდა თითოეულ კორესპონდენციაზე.
7. კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება
2021 წელს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის
მხარდაჭერით, აგრარულ საკითხთა კომიტეტში დაინერგა დავალებათა მართვის (Task Management)
მოდული. ეს ინსტრუმენტი აპარატის ყველა თანამშრომელს საშუალებას აძლევს, მიმდინარე დავალება
44
თუ პროექტი ოპერატიულად ასახოს ფაილში, შესაბამის კომენტარებსა და მიმდინარე სტატუსებთან
ერთად. დონორის მხარდაჭერით, დავალებათა მართვის მოდულის ჩამოყალიბებისას, აგრარულ
საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები.
2022 წელს, ამ სისტემის საფუძველზე, შეფასდებიან კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.
2022 წელი განსაკუთრებით საინტერესო იყო ამ აპარატის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების
კუთხით, კერძოდ: აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა მარიამ ტყეშელაშვილმა,
თინათინ ოდილავაძემ და ნანო კორშიამ წარმატებით გაიარეს ვენის დიპლომატიური აკადემიის მიერ
ორგანიზებული ონლაინ სასწავლო პროგრამა თემაზე: „Female Leadership in the Public Service“. აგრარულ
საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომელი ნინო ქორიძე - კონკურსის საფუძველზე, უფასოდ
ჩაერთო ELGS-ის სამაგისტრო პროგრამაში Master of European Governance (სამაგისტრო პროგრამა
„ევროპული მმართველობა“).
7.1 კომიტეტის აპარატის თანამშრომლების ვიზიტები საზღვარგარეთ
2022 წლის 19-24 ივნისს უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის
ორგანიზაციის (FAO) მოწვევით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი,
თინათინ ოდილავაძე მონაწილეობას იღებდა სასწავლო ვიზიტში. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო,
უნგრეთის
მაგალითზე
მოწვეული
პირები
გაცნობოდნენ
კონკრეტულ
ღონისძიებებსა
და
საკანონმდებლო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია აგრარული სექტორის განვითარებისკენ.
2022 წლის სექტემბერში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მოწვევით
და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციამ
და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა ნინო ქორიძემ მონაწილეობა მიიღო
სასწავლო ვიზიტში უნგრეთსა და ავსტრიაში. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო, დელეგაციის წევრები
უნგრეთისა და ავსტრიის მაგალითზე გაცნობოდნენ კონკრეტულ ღონისძიებებსა და საკანონმდებლო
პოლიტიკას, რომელიც მიმართულია აგრარული სექტორის განვითარებისკენ.
2022 წლის 17 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით აშშ-ში (ორეგონის, ვაშინგტონის და ალიასკის
შტატებში) ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)
მოწვევით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი, თინათინ ოდილავაძე,
მონაწილეობას იღებდა კოჰრანის პროგრამის ფარგლების დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში. ვიზიტის
მონაწილედ თინათინი კონკურსის საფუძველზე შეირჩა და შედეგად, მან წარმატებით გაიარა
სასწავლო კურსი, რომელიც ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული
სპეციალისტებისა და მენეჯერების მოკლევადიან გადამზადებას.
45
„სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მოწვევით,
2022
წლის
22-
28 აგვისტოს შემდგარ ვიზიტში საფრანგეთსა და ბელგიაში მონაწილეობდა კომიტეტის აპარატის
მთავარი სპეციალისტი, მარიამ ტყეშელაშვილი. იგი ესწრებოდა ვიზიტის ფარგლებში გამართულ
ყველა შეხვედრას და პასუხისმგებელი იყო მიღებული გამოცდილების/ინფორმაციის მოგროვებასა და
შემდგომ კანონპროექტში ასახვაზე.
2022 წლის სექტემბერში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მოწვევით
და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციამ
და კომიტეტის აპარატის წამყვანმა სპეციალისტმა მონაწილეობა მიიღო სასწავლო ვიზიტში უნგრეთსა
და ავსტრიაში. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო, დელეგაციის წევრები უნგრეთისა და ავსტრიის
მაგალითზე გაცნობოდნენ კონკრეტულ ღონისძიებებსა და საკანონმდებლო პოლიტიკას, რომელიც
მიმართულია აგრარული სექტორის განვითარებისკენ.
2022 წლის 11-17 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და
ევროპის
რეკონსტრუქციისა
და
განვითარების
ბანკის
(EBRD)
2020
წელს
გაფორმებული
თანამშრომლობის ხელშეკრულების „Strengthening backward linkages between agrifood producers and the
tourism sector in Georgia“ ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) მოწვევით აგრარულ საკითხთა
კომიტეტის აპარატის წამყვანმა სპეციალისტმა ნანო კორშიამ, მონაწილეობა მიიღო
იტალიაში
გამართულ სასწავლო ტურში.
სასწავლო ტური ჩატარდა აგროტურისტულად ყველაზე განვითარებულ იტალიის ორ რეგიონში ტოსკანასა და კამპანიაში. სასწავლო ტურის ფარგლებში კომიტეტის აპარატის წარმომადგენელი
ადგილზე
გაეცნო
აგროტურისტული
ობიექტების
საქმიანობას,
შეხვდა
ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებს და გაეცნო საუკეთესო საკანონმდებლო პრაქტიკას.
8.სხვა აქტივობები და ინფორმაცია
8.1 კომიტეტის მიერ საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
„სურსათის დანაკარგებისა ნარჩენების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ (სათაურის სამუშაო
ვერსია) საქართველოს კანონის პროექტი
46
2022 წელს გაგრძელდა აქტიური მუშაობა „სურსათის დანაკარგებისა ნარჩენების და სურსათის
შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, ევროკავშირის ENPARD პროგრამის
ფარგლებში და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით.
პროცესი მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს როგორც ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან და
პასუხისმგებელ უწყებებთან, ისე ონლაინ ჩართვებს FAO-ს რომის ოფისის წარმომადგენლებთან.
კანონპროექტის
შემუშავებასთან
დაკავშირებით
განხორციელებული
აქტივობებიდან
განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში18.
საპარლამენტო დელეგაციაში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი,
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია
წილოსანი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გოგი მეშველიანის
შედიოდნენ. ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს, ფინანსთა
სამინისტროს, სსიპ - შემოსავლების სამსახურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.
სამუშაო ვიზიტი FAO-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით შედგა და მის მიზანს სურსათის
დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების წარმოქმნის პრევენციის და სურსათის შეწირულობის
სფეროში ბელგიისა და საფრანგეთის გამოცდილების გაცნობა და შემდგომ ამ პრაქტიკის ქართულ
კანონმდებლობაში ასახვა წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს
საფრანგეთში, ქალაქ ლილში არსებული სურსათის ბანკი, გაეცნენ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის
სამინისტროსა და სურსათის დანაკარგების მართვაზე პასუხისმგებელი სააგენტოს (დირექტორატის)
საქმიანობას, Carrefour Foundation & Group and French Solidarity Division-ის გამოცდილებას, კერძო
კომპანიების - Sodexo და Phenix თანამედროვე მიდგომებს და შეხვდნენ საფრანგეთის ფინანსთა და
ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს. ბელგიაში, კი, დელეგაციის წევრები ქალაქ თურნეში
არსებულ სურსათის ბანკში იმყოფებოდნენ. ასევე, შეხვედრა შედგა ევროკომისიის გენერალურ
დირექტორატთან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში.
დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ბრიუსელის სურსათის ბანკი და მოისმინეს მისი საქმიანობის
შესახებ პრეზენტაცია. აქვე, შეხვედრა შედგა ევროპის სურსათის ბანკების ასოციაციასა და
ევროკომისიის გენერალურ დირექტორატთან ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დარგში.
საქართველოში დაბრუნების შემდგომ, ვიზიტის შედეგები შეჯამებისა და ანალიზის შედეგად,
შესაბამისი ცვლილებები აისახა „სურსათის დანაკარგებისა ნარჩენების და სურსათის შეწირულობის
18
ინფორმაცია ვიზიტის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე https://tinyurl.com/yth83h8k და
https://tinyurl.com/3zca6mc3
47
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტში
საგადასახადო კოდექსში.
„ფერმერული მეურნეობის შესახებ“(სამუშაო ვერსია) საქართველოს კანონის პროექტი
2022 წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დაიწყო მუშაობა ფერმერული მეურნეობის შესახებ
კანონის პროექტის შემუშავებაზე, რომლის ფარგლებშიც დონორი ორგანიზაციის - FAO-ს მხარდაჭერით,
დაქირავებულ ექსპერტთან ერთად განხორციელდა საერთაშორისო პრაქტიკის, ქვეყნის შიგნით
არსებული სამართლებრივი რეგულაციებისა და არსებული სიტუაციის შესაბამისი ანალიზი, დაიგეგმა
და განხორციელდა 1 სასწავლო ვიზიტი უნგრეთში კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების
მონაწილეობით საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით. ამასთან, კომიტეტის აპარატიდან საკითხზე
პასუხისმგებელი
თანამშრომელი
მონაწილეობდა
ფერმერული
მეურნეობის
შესახებ
FAO-ის
რეგიონალურ კონფერენციაში (უნგრეთი, ბუდაპეშტი).
ექსპერტთან ერთად შემუშავებულ იქნა ფერმერისა და ფერმერთა რეესტრის რეგულირების 2
სხვადასხვა მოდელი, რომელიც წარდგენილ იქნა კომიტეტისა და გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროსთვის. შერჩეული მოდელის გათვალისწინებით, მომზადა კანონის პროექტი და
შესაბამისი გამომდინარე ცვლილებები სხვა კანონებში, რომელიც შესათანხმებლად წარდგენილია
კომიტეტის წევრებისთვის. ამასთან,
დაინიციირება
დაგეგმილია
2023
ნაცვლად მიმდინარე წლის მე-4 კვარტალისა, პროექტის
წლის
საგაზაფხულო
სესიაზე,
რაც
განპირობებული
იქნა
გაუთვალისწინებელი გარემოების გამო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტების
დაგვიანებით გახორციელებით.
„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
კანონპროექტით ხდება ნიადაგის დაცვის სფეროში
უფლება-მოვალეობების მკაფიო გამიჯვნა
სახელმწიფო დაწესებულებებსა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მფლობელს შორის. ნიადაგური საფარის
დაცვის მიზნით, მუშავდება მონიტორინგის სისტემა, როგორც ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლებზე,
ასევე ნიადაგის დაბინძურებაზე. სამეწარმეო ან და სხვა საქმიანობის განხორციელებისას მკაცრდება
ნიადაგის ნაყოფიერი ფენების მართვის მექანიზმები. კანონის პროექტის მიღებით უზრუნველყოფილი
იქნება ქვეყნის ტერიტორიაზე ნიადაგური საფარის მდგრად გამოყენებასთან, დაცვასთან და
დეგრადირებული ფართობების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები. „ნიადაგის
დაცვის შესახებ“ კანონის პროექტის დახვეწის მიზნით, კომიტეტს ექსპერტულ მხარდაჭერას უწევდა
დარგის მოწვეული სპეციალისტი , აღსანიშნავია რომ ექსპერტული მხარდაჭერა განხორციელდა UNDP-
48
ის
„საპარლამენტო
დემოკრატიის
კონსოლიდაცია
საქართველოში“
პროგრამის
ფარგლებში.
კანონპროექტის შემუშავებაში, აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო.
საკანონმდებლო დაიჯესტი
კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს „საკანონმდებლო დაიჯესტის შემუშავების“
პრაქტიკული
ტრენინგში
და
შედეგად,
მოამზადეს
საკანონმდებლო
დაიჯესტი
„ქარსაფარი
(მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონზე19. საკანონმდებლო დაიჯესტი წარმოადგენს
საქართველოს
პარლამენტის
საკომუნიკაციო
ინსტრუმენტს
და
მისი
მიზანია
საზოგადოების
ინფორმირებულობის გაზრდა პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ. საკანონმდებლო
დაიჯესტი არ არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი და არ წარმოადგენს პარლამენტის მიერ
კანონის განმარტებას.
8.2 აგრარულ საკითხთა კომიტეტის პროექტები
სოფლად მეწარმეობის განვითარების საგრანტო საპილოტე პროექტი
პროექტის მიზნებია: ადგილობრივი თვითმართველობის გაძლიერება; სოფლად ქალების ეკონომიკური
გაძლიერება; რეგიონში აგრარული სექტორისა და აგროტურიზმის პოტენციალის განვითარება.
პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა საპილოტედ შერჩეულ სამ მუნიციპალიტეტში: ოზურგეთი,
წყალტუბო, დუშეთი. ტრენინგები მოიცავდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაინტერესებული
პირებისთვის პროექტის შესახებ ინფორმაციის გაცნობასა და სოფლად მეწარმეობის განვითარების
საკითხებზე პრეზენტაციებს. კომიტეტის ინიციატივითა და პარტნიორი დონორი ორგანიზაციების
(UNDP, GIZ) მხარდაჭერით, შემუშავდა საპილოტე პროექტის დიზაინი და ექსპერტთან ერთად
მომზადდა
მუნიციპალიტეტებისთვის
სახელმძღვანელო
დადგენილების
პროექტი.
შედეგად,
მუნიციპალიტეტების უფლებამოსილმა ორგანოებმა დაამტკიცეს ეს დადგენილებები, დუშეთის
მუნიციპალიტეტში კი - მიმდინარე წელსვე, კომიტეტისა და UNDP-ის მხარდაჭერით განხორციელდა
შესაბამისი პროექტი.
19
დაიჯესტი პარლამენტის ვებგვერდზე - https://tinyurl.com/2u2bhzkw
49
მეწარმეობის პრაქტიკული კურსი
კომიტეტმა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, სსიპ - აწარმოე საქართველოში,
სსიპ -სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით,
შეიმუშავა პროექტი, რომელიც მოიცავდა
სასწავლო/ტრენინგ-კურსის
„მეწარმეობის პრაქტიკული
კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ განხორციელებას საპილოტედ
შერჩეულ შემდეგ 8 მუნიციპალიტეტში: ოზურგეთი, წყალტუბო, გორი, ხაშური, დუშეთი, ახმეტა, ონი,
ცაგერი.
სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პირებისთვის მეწარმეობის
შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და
ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავდა ერთდღიან ტრენინგებს თითოეულ მუნიციპალიტეტში,
რომელიც აერთიანებდა სამ ძირითად მოდულს: სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის
მიწოდება; ინდივიდუალური კონსულტაციების გაცემა; მეწარმეობის საბაზისო უნარები.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე 8 მუნიციპალიტეტის ფარგლებში კურსი გაიარა 240
პირმა, საიდანაც 50%-ს წარმოადგენდნენ ქალები.
მსოფლიო სურსათის დღისა და სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნავი
ღონისძიება მესტიაში
მიმდინარე წლის 16-17 ოქტომბერს მესტიის მუნიციპალიტეტში კომიტეტის გასვლითი ღონისძიება
მსოფლიო სურსათის დღისა და სოფლად მცხოვრები ქალების დღის აღსანიშნავად, რომელიც
განხორციელდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), გაეროს ქალთა
ორგანიზაციასთან (UN Women) და მესტიის მუნიციპალიტეტთან ერთად.
მესტიაში ფერმერების (25 მეწარმე) მონაწილეობით გაიმართა აგრარული ბაზარი და ხორბლისა და
პურის, მათ შორის, ძველი ქართული ხორბლის ჯიშების გამოფენა რომელიც ბიოლოგიურ მეურნეობათა
ასოციაცია „ელკანასთან“ პარტნიორობით მოეწყო. ასევე, გაიმართა დისკუსია და სემინარი სოფლად
მცხოვრები მეწარმე ქალების (25 მონაწილე) გამოწვევებისა და სურსათის უვნებლობის შესახებ.
„სურსათის დანაკარგებისა ნარჩენების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის პრეზენტაცია
50
2022 წლის
14 დეკემბერს, სასტუმრო „რუმს თბილისში“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა20.
ღონისძიება
საქართველოს
პარლამენტის
აგრარულ
საკითხთა
კომიტეტის
ორგანიზებითა
და
ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, FAO-ს მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრა ასევე
მოიცავდა კანონპროექტის შესახებ FAO-ს მიერ განხორციელებული რეგულირების ზეგავლენის
შეფასების
(RIA)
ანგარიშისა
და
საქართველოს
გენდერული
თანასწორობის
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში მომზადებული გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ანგარიშის
პრეზენტაციებსაც. შეხვედრის მიზანი იყო კანონპროექტის წარდგენა ყველა დაინტერესებული მხარისა
და კანონპროექტის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებებისათვის, მათ შორის: საქველმოქმედო
ორგანიზაციები, საცალო ვაჭრობის ობიექტები, არასამთავრობო სექტორი, ასოციაციები, გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო,
შემოსავლების სამსახური და სხვ.
8.3 აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ განხილული და მხარდაჭერილი საერთაშორისო შეთანხმებები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა 1 საერთაშორისო შეთანხმებას:
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საფრანგეთის განვითარების
სააგენტოს (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებას“ (07-2/120;
03.02.2022).
8.4 ჩატარებული სხდომები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა 22 კომიტეტის სხდომა, რომლებზეც განიხილეს კომიტეტის
სფეროს მიკუთვნებული საკანონმდებლო და საზედამხედველო საკითხები.
დანართი
20
პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე - https://tinyurl.com/2sa75jz9
51
აგრარული სექტორის ანალიზი
სექტორის ანალიზი მომზადდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ, ინიციატივა „50X2030”-ის
ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის, მონაცემთა გამოყენების
ჯგუფის ექსპერტული მხარდაჭერით.
52
მეთოდოლოგია
აღნიშნულ
ანგარიშში,
სტატისტიკური
მონაცემების
წყაროდ
გამოყენებულია
საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის21 მონაცემები.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია22:
„სოფლის მეურნეობის სტატისტიკისათვის ინფორმაციის ძირითად წყაროს სასოფლო მეურნეობათა
გამოკვლევა წარმოადგენს. გამოკვლევის ერთი რაუნდი (საანგარიშო წელი) მოიცავს 5 გამოკითხვას:
საწყისი გამოკითხვა ტარდება საწყისი კითხვარის გამოყენებით საანგარიშო წლის იანვარ-თებერვალში.
ამ გამოკითხვისას ხდება შერჩეული მეურნეობების იდენტიფიკაცია და ფიქსირდება შერჩეულ
მეურნეობებში საანგარიშო წლის 1 იანვრისათვის არსებული მდგომარეობა; I, II და III კვარტალების
გამოკითხვები ტარდება კვარტალური კითხვარის გამოყენებით საანგარიშო წლის შესაბამისი კვარტალის
შემდგომი თვის დასაწყისში. ამ გამოკითხვისას გროვდება ინფორმაცია შერჩეულ მეურნეობებში
საანგარიშო კვარტალის განმავლობაში გაწეული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ; დასკვნითი
გამოკითხვა ტარდება დასკვნითი კითხვარის გამოყენებით საანგარიშო წლის მომდევნო წლის იანვარში.
ამ გამოკითხვისას გროვდება ინფორმაცია როგორც საანგარიშო წლის IV კვარტალის განმავლობაში
გაწეული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ, ისე შემაჯამებელი ინფორმაცია მთელი საანგარიშო
წლის (გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) განმავლობაში გაწეული სასოფლოსამეურნეო საქმიანობის შესახებ. სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევის შერჩევის ბაზის ძირითად წყაროს
2014 წლის სასოფლო– სამეურნეო აღწერა წარმოადგენს.
21
https://www.geostat.ge/ka
22
https://www.geostat.ge/media/50793/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E
1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1
%83%A1_%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1
%83%99%E1%83%90.pdf
53
ანგარიშში გამოყენებული ცნებები და განმარტებები:
მთლიანი შიდა პროდუქტი-ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ
მაჩვენებელს მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული
საქონლისა და მომსახურების საბაზრო ფასებში გამოხატული მთლიანი ღირებულებაა.
თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი - ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივი
წარმოებისა და წმინდა ექსპორტის სხვაობასთან, მიღებული რიცხვი გამრავლებულია 100-ზე.
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI)- FDI საერთაშორისო საინვესტიციო საქმიანობის კატეგორიაა,
რომელიც გულისხმობს ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ
საწარმოში წილის ფლობას და ამ საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის
ოპერაციების წარმოებას. პირდაპირი ინვესტიციები მოიცავს არა მხოლოდ კაპიტალის ჩადების საწყის
ოპერაციას, არამედ ყოველ შემდგომ ოპერაციას პირდაპირ ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების
საწარმოს შორის.
სასოფლო მეურნეობა (მეურნეობა) - ეკონომიკური ერთეული, რომელიც ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ
ეწევა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, მიუხედავად მისი ზომისა და იურიდიული
სტატუსისა. მეურნეობის ტიპებია: ოჯახური მეურნეობა და სასოფლო-სამეურნეო საწარმო.
საშუალო მოსავლიანობა - საშუალოდ ერთ ჰექტარზე წარმოებული მემცენარეობის პროდუქციის
მოცულობა. გაიანგარიშება მიღებული მოსავლისა და აღებული ფართობის შეფარდებით.
რძის წარმოება - ფურების, ფურკამეჩების, დედა ცხვრებისა და თხებისაგან მოწველილი რძის სრული
მოცულობა (ხბოების, ზაქების, ბატკნების და თიკნების მიერ მიშვებით გამოწოვილი რძე წარმოებაში არ
ჩაითვლება)
ხორცის
წარმოება
-
როგორც
ადგილობრივ
სასოფლო
მეურნეობებში
წარმოებული,
ასევე
იმპორტირებული ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველისაგან მიღებული ხორცი.
54
ზოგადი მიმოხილვა
მთლიანი შიდა პროდუქტი ( მშპ)
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის
ოფიციალური მონაცემებით 2021 წელს მთლიანი შიდა
პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 60 003.3 მლნ. ლარს შეადგენდა, რაც 21.8 პროცენტით
აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 10.5 პროცენტი
შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2021 წელს 10.3
პროცენტით განისაზღვრა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობის წილი
შეადგენს 7.4%-ს. აღსანიშნავია, რომ სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობაში შექმნილი დამატებული
ღირებულება მიმდინარე ფასებში შეადგენს 3.88 მლრდ ლარს, რაც 8.11%-ით აღემატება წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს.
55
ინფლაცია
2022 წელს საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 9.8%-ი შეადგინა, ამასთან წლიური ინფლაციის
ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების ცვლილებამ
16.3 %-ით, კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (27.4 %), პური და პურპროდუქტები (22.1 %), მინერალური და წყაროს წყალი,
უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.4 %), ყავა, ჩაი და კაკაო (18.4 %), რძე, ყველი და
კვერცხი (17.5 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1 % ), თევზეული (13.4 %), ხორცი და ხორცის
პროდუქტები (9.7 %), ზეთი და ცხიმი (6.8 %), ხილი და ყურძენი (6.4 % );
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამომხმარებლო კალათის 33.3%-ს სწორედ სურსათი და უალკოჰოლო
სასმელები შეადგენს.
სასურსათო ბალანსები და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები
ხორბალი
2021 წელს საქართველოში ხორბლის ადგილობრივმა წარმოებამ შეადგინა 136 ათასი ტონა, რაც 34 ათასი
ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, იმპორტირებული ხორბლის რაოდენობა კი 482
ათასი ტონით განისაზღვრა. მთლიანობაში 2021 წელს საქართველოს ხორბლის თვითუზრუნველყოფის
კოეფიციენტი 22%-ს შეადგენს და 7 ერთეულით აღემატება გასული წლის მონაცემს.
56
სიმინდი
2021 წელს მცირედით იყო შემცირებული სიმინდის ადგილობრივი წარმოება და შეადგენდა 233 ათას
ტონას, რაც 22 ათასი ტონით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
შემცირებულია საქართველოში იმპორტირებული სიმინდის ოდენობაც და 2021 წელს შეადგინა 83 ათას
ტონა. 2021 წელს სიმინდის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი შეადგენდა 74%, რაც 6%-ით აღემატება
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც მეტწილად გამოწვეულია სიმინდის ფქვილის მოხმარების
მაჩვენებლის შემცირებით.
57
ბოსტნეული
2021 წელს ბოსტნეულის ადგილობრივმა წარმოებამ 149 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელზე 27 ათასი ტონით, ნაკლებია. 2021 წელს მცირედით იყო შემცირებული
ბოსტნეულის იმპორტი საქართველოში და 108 ათას ტონას შეადგენდა. ამასთან, 14 ათას ტონამდე იყო
გაზრდილი ბოსტნეულის ექსპორტი საქართველოდან, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4 ათასი
ტონით აჭარბებდა. 2021 წელს, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი კი 61 % -ით განისაზღვრა, რაც წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2 % -ით ჩამოუვარდება.
58
ხორცი
2021 წელს ხორცის ადგილობრივმა წარმოებამ 72.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3.3 ათასი ტონით
აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ამასთან არ შეცვლილა ქვეყანაში ხორცის იმპორტის
ოდენობა და შეადგინა 84.5 ათასი ტონა, ჯამურად თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი განისაზღვრა
51%-ით განისაზღვრა, რაც 2 ერთეულით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
59
რძე და რძის პროდუქტები
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ადგილობრივმა წარმოებამ შეადგინა 588 ათასი ტონა, რაც წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს აღმემატება 20 ათასი ტონით. რძე და რძის პროდუქტების იმპორტი
შემცირებული იყო 4 ათასი ტონით და შეადგენდა 155 ათას ტონას, ამასთან თვითუზრუნველყოფის
კოეფიციენტი შეადგენს 81%-ს.
60
ეკონომიკური განვითრებთა და სოციალური ინკლუზია სოფლის მეურნეობაში
საგარეო ვაჭრობა
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 99
ქვეყანაში, ექსპორტირებულია 1 141.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია,
ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 7.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2021 წელს
საქართველოდან მთლიანი ექსპორტის ღირებულება შეადგენდა 4 242.6 მლნ დოლარს, საიდანაც
აგროსასურსათო პროდუქციის წილი შეადგენდა დაახლოებით 27 %-ს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ
ბოლო
წლების
განმავლობაში
ქვეყნიდან
ექსპორტირებული
აგროსასურსათო
პროდუქციის
ჩამონათვალში ლიდერობს ღვინის ექსპორტი- 21%, სპირტიანი სასმელები 14%, მინერალური და მტკნარი
წყლები 12%, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები 5%, კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) 10%.
61
2021 წლის მონაცემებით, საქართველოში მსოფლიოს 101 ქვეყნიდან იმპორტირებულია 1 349.6 მლნ აშშ
დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. ექსპორტის მონაცემების მსგავსად, მზარდია
საქართველოში იმპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულებაც, 2021 წელს იმპორტის
მაჩვენებელი 11.8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2021 წელს ქვეყანაში იმპორტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 10 099.7 მლნ აშშ დოლარი. აქედან,
აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტის ხვედრითი წილი 13 %-ია. ქვეყანაში იმპორტირებული
ძირითადი პროდუქტებია, სიგარეტი 8%, ხორბალი 7%, შინაური ფრინველის ხორცი 5%, შაქარი 4%.
62
ამასთან, აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო შემცირდა 22%ით და 207 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
63
ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობა
ქვეყნისთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება, რომელიც
გულისხმობს
აგროსასურსათო
პროდუქციის
საექსპორტო
ბაზრების
დივერსიფიკაციას
და
მაღალხარისხიანი პროდუქციის იმპორტის შესაძლებლობას. კომიტეტი საკუთარი კომპეტენციის
ფარგლებში აქტიურად ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულების მეოთხე თავის, ევროპასთან „ღრმა
და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში არსებული
საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლს.
2021 წლის მონაცემებით საქართველოდ ევროკავშირში ექსპორტირებულია 179.9 მლნ აშშ დოლარის
აგროსასურსათო პროდუქცია, რომელიც დაახლებით 13.9 % -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის წილი მთლიან აგროსასურსათო პროდუქციის
ექსპორტში შეადგენს 15.7%-ს. საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციიდან
აღსანიშნავია თხილი და კაკლოვანი კულტურები 44%, ღვინო 16%, სპირტიანი სასმელები 12%,
მინერალური წყლები 11%.
2021 წლის მონაცემებით ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტირებულია 290 მლნ აშშ დოლარის
აგროსასურსათო პროდუქცია, იმპორტის მაჩვენებელი 16% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს,
ამასთან,
მთლიანი
აგროსასურსათო
პროდუქციის
იმპორტირებული პროდუქციის ხვედრითი წილი 21%-ია.
იმპორტში
ევროკავშირიდან
ევროკავშირის ქვეყნებიდან ძირითადი
საიმპორტო საქონლებია -საკვები დანამატები 8%, სპირტიანი სასმელები 7%, ცხოველების საკვები 6%,
ფრინველის ხორცი 6%.
64
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
დაზუსტებული
მონაცემებით,
საქართველოში
განხორციელებული
პირდაპირი
უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის
მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით მეტი.
ამასთან სოფლის მეურნეობის და თევზჭერის დარგში განხორცილებულმა პირდაპირმა უცხოურმა
ინვესტიციებმა 2021 წელს შეადგინა 1.9 მლნ აშშ დოლარი, აღსანიშნავია რომ წინა წლის ანალოგიური
მაჩვენებელი შეადგენდა - 1.623 მლნ აშშ დოლარს.
23
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა შეიძლება მიიღოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი
მნიშვნელობა, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს: სააქციო/საწესდებო კაპიტალის ზრდა ან შემცირება; - საწარმოს
მიერ მოგების ან ზარალის მიღება; - არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორისგან სესხის მიღება ან მისი დაფარვა.
https://www.geostat.ge/media/43171/FDI_Brief-Methodology_GEO.pdf
65
დასაქმება
სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 2022 წლის დასაწყისისთვის 1 487,5 (ათასი კაცი)
შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 40%-ია. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში
დასაქმებულია 230.3 ათასი ადამიანი, რაც მთლიანი დასაქმებული ადამიანების 18.9%-ს შეადგენს, ასევე,
2020 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში დასაქმებული კაცების რაოდენობა შემცირებულია
156 ათასიდან 150 ათასამდე, ხოლო დასაქმებული ქალების რაოდენობა შემცირებულია 90.3 ათასიდან
80.7 ათასამდე.
ამასთან, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში დასაქმებული ადამიანების საშუალო თვიური
ნომინალური ხელფასი შეადგენს 950 ლარს, აქედან მამაკაცების საშუალო თვიური ხელფასია 1006 ლარი,
ხოლო ქალების 813 ლარს.
66
სასოფლო მეურნეობები
სასოფლო მეურნეობები24 რომელთა ორიენტირს წარმოადგენს მემცენარეობის პროდუქციის წარმოება
შეადგენს 59.5%-ს, მეურნეობები რომელთა ორიენტირია მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება,
შეადგენს 7.4%-ს, ხოლო მეურნეობები რომელთა ორიენტირია ორივე სახეობის პროდუქციის წარმოება
შეადგენს 33.1%-ს.
2020 წლის მონაცემებით, მეურნეობები, რომლებმაც პროდუქცია აწარმოეს თითქმის სრულად
გაყიდვისათვის (გაყიდეს 90% და მეტი) შეადგენდნენ მთლიანი მეურნეობების 4.2 %-ს, მეურნეობები,
რომლებმაც აწარმოეს პროდუქცია ძირითადად გაყიდვისათვის (გაყიდეს 50%-ზე მეტი და 90%-ზე
ნაკლები)
შეადგენდნენ
12.9%,
მეურნეობები,
რომლებმაც
აწარმოეს
ძირითადად
საკუთარი
მოხმარებისათვის (გაყიდეს 10%-ზე მეტი და 50%-ზე ნაკლები) შეადგენდნენ 17.7 %, მეურნეობები,
რომლებმაც აწარმოეს თითქმის სრულად საკუთარი მოხმარებისათვის (გაყიდეს 10% და ნაკლები)
შეადგენდნენ თითქმის 62.8%, მეურნეობები, რომლებსაც არ უწარმოებიათ სასოფლო-სამეურნეო
პროდუქცია შეადგენდნენ მთლიანი მეურნეობების 2.4%-ს. აღსანიშნავია, რომ მონაცემები თითქმის
უცვლელია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.
24
სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევის შერჩევის ბაზის ძირითად წყაროს 2014 წლის სასოფლო– სამეურნეო აღწერა
წარმოადგენს. გამოკვლევის ხუთივე გამოკითხვისას გამოიკითხება ერთი და იგივე სასოფლო მეურნეობები
(დაახლოებით 12 000 მეურნეობა), რომლებიც ორსაფეხურიანი, სტრატიფიცირებული, კლასტერული, შემთხვევითი
შერჩევის გზით შეირჩევიან საქართველოში არსებული დაახლოებით 642 000 სასოფლო მეურნეობიდან. პირველ
საფეხურზე ხდება კლასტერების (დასახლებების) შერჩევა, ხოლო მეორე საფეხურზე შერჩეულ კლასტერებში მეურნეობების შერჩევა. გამოკვლევა მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, ოკუპირებული აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის გარდა.
67
2021 წლის მონაცემებით, სასოფლო მეურნეობათა მხოლოდ 32.1% მფლობელები არიან ქალები, ხოლო
67.9% -ის მფლობელები კი კაცები. ამასთან, სასოფლო მეურნეობების მფლობელობაში არსებული მიწის
ფართობების 80.7 % -ის მესაკუთრეები არიან კაცები.
68
მცირე მეურნეობების საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენს 1 508 ლარს, ხოლო საშუალო და დიდი
მეურნეობების შემთხვევაში 13 151 ლარს. საგულისხმოა, რომ მეურნის მფლობელის სქესი განაპირობებს
მეურნეობის საშუალო წლიურ შემოსავალსაც, მაგალითად, საშუალო და დიდი მეურნეობები რომელთა
მფლობელები ქალები არიან, საშუალოდ გამოიმუშავებენ 9 712 ათას შემოსავალს, რაც 4 207 ლარით
ნაკლებია კაცების მფლობელობაში არსებული ანალოგიური მეურნეობების მაჩვენებელზე.
მდგრადი წარმოება სოფლის მეურნეობაში
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის გამოშვება
2021 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის გამოშვებამ 6.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 9.9% -ით
აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ამასთან სოფლის მეურნეობის წილი შეადგენს 95%-ს, 6
მლრდ ლარით რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 9.7%-ით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2013 წლიდან 2021 წლამდე, სოფლის მეურნეობის დარგის გამოშვების
მაჩვენებლის ზრდა მეტწილად განპირობებულია ეფექტური და ქმედითი მიზნობრივი პროგრამების
განხორციელებით დარგში, რომელიც ასტიმულირებს დარგის ყველა მიმართულების განვითარებას.
69
მემცენარეობა
2021 წლის მონაცემებით ერთწლიანი კულტურების25 საერთო წარმოებამ შეადგინა 898.1 ათასი ტონა, რაც
17.6 ათასი ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღსანიშნავია რომ ხორბლის წარმოება
2021 წელს 135.9 ათასი ტონა იყო, რაც 33.5 ათასი ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,
ამასთან 27.1 ათასი ტონით არის შემცირებული ბოსტნეულის, ხოლო 5.7 ათასი ტონით ბაღჩეულის
წარმოება.
რაც შეეხება მრავალწლიანი კულტურების წარმოებას (ძირითადად ხილი) 2021 წელს წარმოებულია 566.5
ათასი ტონა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 35.8 ათასი ტონით ჩამორჩება. ხილის წარმოების
შემცირება გამოწვეულია თესლოვანი ხილის წარმოების შემცირებით 102.1 (2020) ათასი ტონიდან 86.3
ათას ტონამდე ( 2021 წელი), ამასთან, 45.3 ათასი ტონით შემცირებულია ყურძნის წარმოება. აღსანიშნავია
რომ თითქმის 49% არის გაზრდილი კენკროვანი ხილის წარმოება და შეადგენს 4 ათას ტონას.
ამასთან 2021 წელს 0.5 ათასი ტონით გაზრდილია ჩაის წარმოება ქვეყანაში.
მეცხოველეობა
მეცხოველეობის პროდუქტების26 წარმოებამ 2021 წელს შეადგინა 1319.3 ათასი ტონა, რაც 2.1 ათასი
ერთეულით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხორცის წარმოება გაზრდილია 3.2 ათასი
ერთეულით, ამასთან გაზრდილია რძის წარმოება 18.9 ათასი ერთეულით. 19.7 ათასი ერთეულით არის
შემცირებული კვერცხის წარმოება.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საწყობებთან ხელმისაწვდომობა
სასოფლო მეურნეობების განაწილება უკეთესი მარკეტინგული პირობების დალოდების მიზნით
სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის საწყობებთან ხელმისაწვდომობის მიხედვით, ცალკეული სასოფლო–
სამეურნეო პროდუქტების ჯგუფებისათვის (%)
მეურნეობები, რომლებთაც ჰქონდათ დასაწყობების შესაძლებლობა:
მარცვლეული 7.2%
ხილი 3.4%
ბოსტნეული 0.5%
25
ერთწლიანი კულტურების საშუალო მოსავლიანობა 2021 წლის მონაცემებით ერთ ჰექტარზე შემდეგია: ხორბალი
2,7 ტონა; ბოსტნეული 10.3 ტონა; ბაღჩეული 25.9 ტონა.
26
იგულისხმება: ხორცი, რძე, კვერცხი, მატყლი, თაფლი
70
ხორცი 0%
რძე და რძის პროდუქტები 0.9%
მეურეობები, რომლებსაც ნაწილობრივ ჰქონდათ დასაწყობების შესაძლებლობა:
მარცვლეული 2.2%
ხილი 1.5%
ბოსტნეული 0.3%
ხორცი 0.1%
რძე და რძის ნაწარმი 1.1%
მეურნეობები რომლებსაც არ ჰქონდათ დასაწყობების საშუალება:
მარცვლეული 0.1%
ხილი 0.4%
ბოსტნეული 0.2 %
ხორცი 0.3%
რძე რა რძის პროდუქტები 0.4 %
მეურნეობები, რომლებიც არ საჭიროებდნენ პროდუქციის დასაწყობებას:
მარცვლეული 90.5%
ხილი 94.6%
ბოსტნეული 99%
ხორცი 99.6%
რძე და რძის პროდუქტები 97.6%
მინერალური სასუქების გამოყენება
სასოფლო მეურეობების მიერ გამოყენებული მინერალური სასუქები 2021 წლის მონაცემებით შეადგენს
56.3 ათას ტონას, აღსანიშნავია რომ მონაცემი მცირედით ( ათასი ტონა) აღმემატება წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს, სასუქების გამოყენების ყველაზე მარალი ხვედრითი წილი მოდის კახეთის რეგიონზე 18.1
ათასი ტონა, იმერეთში 8.2 ათასი ტონა, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთზე 7.5 ათასი ტონა.
მინერალური სასუქებით განოყიერებული ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი მთელი ქვეყნის
მასშტაბით 2020 წელს შეადგენდა
117.9 ათას ჰექტარს, რაც 3.4 ათასი ჰექტარით მეტია წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2021 წლის მონაცემებით მინერალური სასუქებით განოყიერებული მრავალწლოვანი ნარგავებით
დაკავებული მიწის ფართობი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეადგენდა 38.5 ათას ჰექტარს, რაც 2.9 ათასი
ერთეულით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
71
პესტიციდების გამოყენება
2021 წლის მონაცემებით, პესტიციდებით დამუშავებული ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართოები
43.9 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 3.4 ათასი ჰექტარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამასთან, ფუნგიციდებით 17.1 ათასი ჰექტარი, ინსექტიციდებით 13.8 ათასი ჰა.
მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის ფართობიდან 71.5 ათასი ჰექტარი პესტიციდებით არის
დამუშავებული, აღნიშნული მონაცემი წინა წელს შეადგენდა 75.8 ათას ჰექტარს. ამასთან ფუნგიციდებით
დამუშავებულია 67.5 ათასი ჰექტარი, ინსექტიციდებით 39.1 ათასი ჰა, ხოლო სხვა27 პესტიციდებით 25.1
ჰა.
ნაკელის გამოყენება
2021 წლის მონაცემებით საქართველოში გამოყენებულია 202.2 ათასი ტონა ნაკელი, რაც წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.1 ათასი ერთეულით ნაკლებია, ამასთან ნაკელით
27
ჰერბიციდები, როდენტიციდები, ფუმიგანტები.
72
განოყიერებული მიწის ფართობი 2021 წელს შეადგენდა 15 ათას ჰექტარს, რაც 0.8 ერთეულით ნაკლებია
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
73