საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.02.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-2496/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412302060220 16.02.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება "საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის ბიუროს: გთავაზობთ, რომ ძალადაკარგულად გამოცხადდეს "საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" საქართველოს კანონი (28 მაისი 2015-საქართველოს კანომი-N3612-IIს-ვებგვერდი-04/06/2015) შემდეგ გარემოებათა გამო: (1) აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანო რეალურად არაფერს არ აკეთებს; (2) იგი ხშირ შემთხვევებში არც კი პასუხობს მოქალაქეთა და იურიდიული პირების წერილებს: პირადად ჩემს მიერ მათთვის ბოლო 4 წელიწადში გაგზავნილ არც ერთ მიმართვაზე/წერილზე (!!!) პასუხი არ გამცემია; (3) ბიზნესომბუდსმენს არც კი გააჩნია რაიმე საოფისე ფართი და იგი შეკედლებულია ქ. თბილისში, ინგოროყვას #5-ში არსებულ მთავრობის ადმინისტრაცისს შენობას და ეს გარემოება აღნიშნული კანონის 14(5) მუხლითაც კი არის გათვალისწინებული. (4) ცალკე ბიზნესომბუდსმენი არ ესაჭიროება ბიზნესს - სახალხო დამცველის არსებობა კონსტიტუციის 35-ე მუხლით არის გათვალისწინებული და რა საჭიროა პარალელური ინსტიტუტების არსებობა? აღნიშნული უფუნქციო და უნაყოფო ორგანო აშკარად გასაუქმებელია - კონსტიტუციით გათვლისწინებული სახალხო დამცველის გარდა, დამატებითი, "ბიზნესის" ომბუდსმენის ტიპის ორგანოს არსებობას არ გააჩნია რაიმე ობიექტური დასაბუთება. პატივისცემით, სოციალურ ქსელ "პატიმართა ომბუდსმენი"-ს თანადამფუძნებლები, GREVIO-ს ჩრდილოვან მომხსენებლები ადამიანის უფლებების საკითხებში, აშშ-ს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების წევრები, საქართველოს პარლამენტის ლობისტები შალვა ხაჭაპურიძე ( ) და ზურაბ ვანიშვილი პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: