საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-14741/22; 11.11.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-2188/23
17-02-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადების „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-14741/22;
11.11.2022).
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2023
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
105-ე
წლის 17 თებერვლის
მუხლის
შესაბამისად
სხდომაზე
განიხილა
საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-14741/22;
11.11.2022).
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა არაკანონიერი მიმოსვლის შემცირების
ხელშეწყობა. პროექტის თანახმად, მოქმედი კანონის მე-9 მუხლს დაემატება მე-3 პუნქტი,
რომლის შესაბამისად განისაზღვრება ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ საქართველოს
კანონის მე-4 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის დამატებითი მექანიზმები, რომელიც ავტორისეული მოსაზრებით უნდა
ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
შესვლასთან
დაკავშირებული
დანაშაულის
შემცირების
მიზნით,
უზრუნველყოფს ამ კანონის მე-4 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაციის
გავრცელებას საქართველოს სავიზო აპლიკაციებში, საქართველოს ელექტრონულ ვიზებსა და
საქართველოს საზღვრის კვეთისას ინსპექტირებისთვის განკუთვნილ თარიღ-დამღის
ანაბეჭდზე შესაბამისი ინტერნეტ ბმულის მითითების გზით’’.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მიზანშეწონილია აღინიშნოს, რომ ბუნდოვანია,
როგორ უნდა მოხდეს პასპორტში ბმულის ასახვა, რომლით სარგებლობასაც შეძლებს
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
უცხოელი. ასევე, გაუგებარია, რომელ ვებგვერდზე მოხდება დაინტერესებული პირის
გადამისამართება, რა სახის ინფორმაციის მიღების საშუალება ექნება მას, ამასთან, როგორ
მოხდება პირის ინფორმირება, რომ აუცილებლად გადავიდეს მითითებულ ბმულზე და რა
სამართლებრივი შედეგები შეიძლება წარმოშვას ბმულზე მითითებული ინფორმაციის არ
გაცნობამ.
აღსანიშნავია, რომ ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ,,2.
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია შესაბამის საერთაშორისო
ორგანიზაციებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ’’. მე-9 მუხლის (საქართველოს
ხელისუფლების ვალდებულება) მიხედვით ,,1. საქართველოს ხელისუფლება ამ კანონის
მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და
საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი
ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. 2. საქართველოს მთავრობა ვალდებულია
უზრუნველყოს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება ხელშეკრულების მონაწილე
სახელმწიფოს მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დამრღვევი პირის მიმართ ამავე სახელმწიფოს
კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სანქციების გამოყენების უზრუნველყოფის
მიზნით“. გარდა ამისა შესაბამისი უწყებები მუშაობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა არაკანონიერი მიმოსვლის შემცირების
ხელშეწყობის
და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მექანიზმების
შესამუშავებლად.
ზემოაღნიშნულის გათვალიწიენებით კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებას
და
კომიტეტის
წინადადება უარყოფილად იქნა ცნობილი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია
გადაწყვეტილებით
საკანონმდებლო