საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-13016/22; 10.10.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-2189/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-2189/23 17-02-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-13016/22; 10.10. 2022) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2023 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე წლის 17 თებერვლის სხდომაზე მუხლის შესაბამისად განიხილა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-13016/22; 10.10. 2022). წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანია ოკუპირებული ტერიტორიებზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, შესაძლო, არაკანონიერი მიმოსვლის შემცირების ხელშეწყობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმოსვლასთან დაკავშრებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის რეგულირება. ავტორისეული მოსაზრებით მიზანშეწონილია ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი, რომლის შესაბამისად მიეთითება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი პირისთვის საქართველოს ტერიტორიის დატოვების კანონიერი გზა/მიმართულება - ,,ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, საქართველოდან გასვლა დაშვებულია მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული’’. ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით ,,ამ კანონის მიზანია განსაზღვროს იმ ტერიტორიების სტატუსი, რომლებიც თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, დაადგინოს ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი’’. მე-4 მუხლის (თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე) პირველი პუნქტი ადგენს, რომ: ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან’’, ხოლო მეორე პუნქტით: ,,ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულის გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით’’. თუმცა ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით დაშვებულია გამონაკლისი შემთხვევები ცალკეულ პირებზე, როცა მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა და შესაბამისი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ ,,განსაკუთრებული შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს’’. ზემოთქმულიდან გამომდინარე საკანომდებლო წინადადების იდეა წინააღმდეგობაში მოდის ამ კანონის მიზანთან, რომლითაც არსებითად შეიცვლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის გადაადგილებისათვის დადგენილი რეჟიმი, რამაც შეიძლება შეუზღუდავად გამოიწვიოს ამ პირთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება. საკანონმდებლო წინადადების მიღებით სამართლებრივი საფუძველი გამოეცლება როგორც კანონს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულ დასჯადობას. სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულმა ვერსიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრებით, ,,შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 3221 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების დუბლირება გამოიწვიოს. კერძოდ, დღეს არსებული მოცემულობით, თუ პირი საქართველოში შემოსვლას ცდილობს ისე, რომ საქართველოს ტერიტორიიდან პასუხისმგებლობის დაკისრების გასვლა არ საკითხი უფიქსირდება, კოდექსის განიხილება 344-ე მუხლის მისთვის შესაბამისად. შემოთავაზებული წინადადების გაზიარების შემთხვევაში, რთული გასარკვევი იქნება პირმა ქვეყანა კონტროლირებადი წარმოშობს ტერიტორიებიდან დანაშაულებრივი სამართალშემფარდებლისთვის დატოვა თუ ოკუპირებულიდან, ქმედების კვალიფიკაციის რთული აღმოჩნდება პრობლემას რაც და დამნაშავისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, რადგან პრაქტიკაში ხშირად ვერ დგინდება პირის მიერ ქვეყნის დატოვების ადგილი’’. სამინისტრო არ იზიარებს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს და არ ეთანხმება მათში აღნიშნული მოსაზრებების შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას. საქართველოს პროკურატურის მოსაზრებით ,,საზღვარის კვეთის სტანდარტული პროცედურების რეალიზებისთვის აუცილებელი ფაქტორია ტერიტორიული მთლიანობა და სრული კონტროლი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების დღევანდელი მდგომარეობა აღნიშნულის საშუალებას არ იძლევა, რაც გამორიცხავს სსკ-ის 344-ე მუხლის აღსრულებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სსკ-ის 344-ე მუხლი უნივერსალურია მოქალაქისა თუ სხვა პირის მიმართ, რეზიდენტისა თუ არარეზიდენტის მიმართ, რაც შეზღუდულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით და არ ეხება საქართველოს მოქალაქეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, თუ მათ არ აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. შესაბამისად, 3221 მუხლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე „საზღვრის დაცვის“ წესის დარღვევის განსაკუთრებული რეჟიმი დააწესა, რომელიც ჰგავს სსკ-ის 344-ე მუხლს (საზღვრის კვეთის არასტანდარტული ქმედებაა), მაგრამ არ არის სპეციალური მუხლი არამედ სხვა დანაშაულია. კანონმდებელი აცხადებს, რომ ის რასაც დღეს ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფო თვლის საზღვრად, საზღვარი არ არის და ე.წ. საზღვრის კვეთა, არ არის საზღვრის სტანდარტული კვეთა. სწორედ ამიტომ სჯის კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას და არა ე.წ. საზღვრის გადაკვეთა- გადმოკვეთას, ფაქტობრივი გარემოებით ოკუპირებული ტერიტორიებზე სსკ-ის 344-ე მუხლის აღსრულება ვერ ხდება და დროებით „შეჩერებულია“, რის გამოც მოხდა ახალი ქმედების კრიმინალიზება, რაც გულისხმობს არა საზღვრის კვეთას ვიწრო და კლასიკური გაგებით, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას (ანუ ამ ტერიტორიაზე ყოფნას). ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა ნებისმიერ გზით, არის დანაშაული, მიუხედავად იმისა შემდგომში დატოვებს თუ არა პირი ამ ტერიტორიას. ამავდროულად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით არსებობს შესვლის არადანაშაულებრივი შესაძლებლობაც, ე.წ ნებართვით (წინასწარი ან პოსტ-ფაქტუმ), რომელიც არ ემთხვევა საზღვრის კვეთის პროცედურებს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არ არის განსხვავებული დანაშაულია. საზღვრის ამასთან, კვეთის იდენტური კანონმდებელი ქმედება, უშვებს, რომ არამედ შესაძლოა არასანქცირებულად ანუ ნებართვის გარეშე შეხვიდე აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაგრამ დანაშაული არ იყოს სახეზე, რადგან პოსტფაქტუმ ნებართვის გაცემის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა ყოველთვის დანაშაული არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნებართვოდ, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება არ უნდა იქნას გაზიარებული. ყოველივე ზემოთქმულის გათვალიწიენებით კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და კომიტეტის საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად იქნა ცნობილი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გადაწყვეტილებით