საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2023 წლის 14 თებერვალს, ქ. ბრატისლავაში, ხელმოწერილი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმის ხელმოწერის დღიდან ძალაში შესვლის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.02.2023
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-2527/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

წერილი
5444-01-2-202302171447 № 01/5444 17/02/2023 საქართველოს პარლამენტის აპარატი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ 2023 წლის 14 თებერვალს, ქ. ბრატისლავაში, ხელმოწერილი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან. ამასთან, ზემოხსენებული ოქმის ძალაში შესვლასთან ერთად, მოქმედება შეწყვიტა ქ. თბილისში, 2000 წლის 4 თებერვალს ხელმოწერილმა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმმა. პატივისცემით, ირინე ბართაია დეპარტამენტის დირექტორი საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი