საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 14 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-2220/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-02-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 59

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/1999?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა თარიღი 14 თებერვალი 2023 11:30 2023 წლის 14 თებერვალი, 11:30 საათი თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი 1. საქართველოს ბუჩუკურის, პარლამენტის ქეთევან წევრების: დუმბაძის, ნინო ნინო წილოსანის, იობაშვილის, ეკა რამინა ბერაძის, სეფაშვილის, ანა მიხეილ სარჯველაძის, ანა ნაცვლიშვილის, მაია ბითაძის, თეონა აქუბარდიას, ბაია კვიციანის, ხათუნა სამნიძის, გიორგი ხელაშვილის, ირაკლი ზარქუას, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან იოსელიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, თამარ კორძაიას, ლევან მგალობლიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძის, მიხეილ ყაველაშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ანა წითლიძის, ხატია წილოსანის, მაკა ბოჭორიშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, მარიამ ლაშხისა და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტი (07-3/281; 14.12.2022) განხილვა; მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდეგნილი „საზღვაო შრომის კონვენცია“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2/14/2023, 1:01 PM https://parliament.ge/print/announcement/1999?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 (07-2/228; 07.12.2022) განხილვა; მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“ (07-2/231; 13.12.2022) განხილვა; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; 4. საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - კომიტეტის თავმჯდომარე; 5. საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - კომიტეტის თავმჯდომარე. 2/14/2023, 1:01 PM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N59 2023 წელი, 14 თებერვალი, 11:30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი N410 (B კორპუსი, IV სართული) სხდომას უძღვებოდა: გიორგი ამილახვარი - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მაია მენაღარიშვილი, ბაია კვიციანი, გენრიეტა წიწავა, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი, როსტომ ჩხეიძე, თამარ ჩარკვიანი. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: გურამ გურამიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; თამარ იოსელიანი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი; გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: 1.საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, რამინა ბერაძის, ანა ბუჩუკურის, ქეთევან დუმბაძის, ნინო იობაშვილის, ეკა სეფაშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ანა ნაცვლიშვილის, მაია ბითაძის, თეონა აქუბარდიას, ბაია კვიციანის, ხათუნა სამნიძის, გიორგი ხელაშვილის, ირაკლი ზარქუას, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან იოსელიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, თამარ კორძაიას, ლევან მგალობლიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძის, მიხეილ ყაველაშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ანა წითლიძის, ხატია წილოსანის, მაკა ბოჭორიშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, მარიამ ლაშხისა და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტი (№07-3/281; 14.12.2022) განხილვა; მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი; 2.საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/228; 07.12.2022) განხილვა; მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 3.საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“ (№07-2/231; 13.12.2022) განხილვა; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; 4.საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - კომიტეტის თავმჯდომარე; 5.საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა ნინო წილოსანის, რამინა ბერაძის, ანა ბუჩუკურის, ქეთევან დუმბაძის, ნინო იობაშვილის, ეკა სეფაშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ანა ნაცვლიშვილის, მაია ბითაძის, თეონა აქუბარდიას, ბაია კვიციანის, ხათუნა სამნიძის, გიორგი ხელაშვილის, ირაკლი ზარქუას, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან იოსელიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, თამარ კორძაიას, ლევან მგალობლიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძის, მიხეილ ყაველაშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ანა წითლიძის, ხატია წილოსანის, მაკა ბოჭორიშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, მარიამ ლაშხისა და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტი (№07-3/281; 14.12.2022). მომხსენებლის განცხადებით კონცეფცია მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით საქართველოში თანასწორობის უფლების განმტკიცებისკენ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკური დოვლათის ზრდას. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია წარმოადგენს ევროკავშირის მიერ 12 რეკომენდაციის ფარგლებში გენდერული თანასწორობის კუთხით გაცემული მე-9 რეკომენდაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელს. წარმოდგენილი კონცეფცია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ემთხვევა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი მიმართულებებია ქალთა ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება, საჯარო სექტორის შესყიდვებისა და დასაქმების პოლიტიკის გაუმჯობესება, კერძო სექტორში დასაქმების პოლიტიკის გაუმჯობესება, აუნაზღაურებელი ზრუნვისა და შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება, ხილვადობის, კოლექტიური ხმისა და წარმომადგენლობის გაძლიერება, წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა. ნინო წილოსანის განცხადებით, წარმოდგენილ კონცეფციას პოზიტიური გავლენა აქვს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც გამოიხატება ორი მიმართულებით, პირველი - პირდაპირი გავლენა, რომელიც დაკავშირებულია გოგოების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, რადგან ამ კონცეფციაში მიმოხილულია განათლებაზე უკეთესი შესაძლებლობების არსებობა, STEM-ის საგნებში გოგონების ჩართვა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობა და მეორე - არაპირდაპირი გავლენა, რომელიც დადასტურებულია არაერთი კვლევის შედეგად, რომელთა მიხედვითაც ქალები, თავიანთი შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავენ ბავშვების განათლებაზე, შესაბამისად, ქალების ეკონომიკური გაძლიერება პირდაპირ აისახება ბავშვების კეთილდღეობაზეც. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც წარმოდგენილ კონცეფციაში ეხება განათლების მიმართულებას. მისი განცხადებით, განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ყოველთვის მხარდაჭერილია ქალებისა და მამაკაცების თანასწორობა და ხელმისაწვდომობა განათლების ნებისმიერ საფეხურზე. აგრეთვე, კონცეფციაში აღნიშნული ნაწილი, რომელიც ეხება კვლევის პროცესში ქალთა წახალისებას, როგორც პროფესიული განათლების მიღების, ასევე, პროფესიის შესწავლისას მნიშვნელოვანია ამ მიმართულებებით გამოწვევების აღმოფხვრა, რათა ქალებსაც შეეძლოთ დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, ასევე, STEM-ის მიმართულებებში ქალთა კომპონენტის გაძლიერება. კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, კომიტეტმა ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე შეიმუშავა რეკომენდაცია, რომელიც კონცეფციის გათვალისწინებულ იქნება საბოლოო რედაქციაში. ავტორებთან კონსულტაციებით კომიტეტის წევრმა, ვლადიმერ კახაძემ ითხოვა დაზუსტება განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში ქალებისა და კაცების დასაქმების პროცენტული რაოდენობის შესახებ. კომიტეტის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ითხოვა დაზუსტება იმის შესახებ, თუ, რამდენად ეყრდნობა კონცეფცია მხოლოდ მსოფლიო ბანკის კვლევას. მეორე კითხვა ეხებოდა ქალებისათვის მეტი შესაძლებლობების მიცემის საკითხს. ვახტანგ მეგრელიშვილმა ითხოვა დაზუსტება, იმის შესახებ, თუ, რამდენად არსებობს მტკიცებულებები STEM-ის საგნებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის შემთხვევაში ეკონომიკური თუ სხვა სახის განვითარებაზე პოზიტიურ შედეგთან დაკავშირებით. აგრეთვე, მან ითხოვა დაზუსტება, თუ, რას ეფუძნება კონცეფციაში წარმოდგენილი ეკონომიკის 11%-იანი ზრდა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია მენაღარიშვილმა თავის გამოსვლაში ითხოვა დაზუსტება, იმის თაობაზე, თუ, რამდენად არის კონცეფციაში გათვალისწინებული საქართველოში არსებული მდგომარება, რომელიც ქალების მიერ ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნას გულისხმობს. ნინო წილოსანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით, არსებობენ ქალები, რომლებიც ჩრდილოვან ეკონომიკაში არიან და რომელთაც მოუწიათ საზღვარგარეთ წასვლა, წარმოდგენილი კონცეფცია, კი, სწორედ, ამგვარი ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ქალები ვერ ახერხებენ სოფლის მეურნეობის პროექტებში ჩართვას იმ მიზეზის გამო, რომ სავალდებულოა პიროვნებას ჰქონდეს მიწის საკუთრების უფლება. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლად მცხოვრები ქალების 70-80% არ აქვს მიწის საკუთრება, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ჩაერთონ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროექტებში და გამოიყენონ მიწა საკუთარი ეკონომიკური დოვლათის შესაქმნელად. ნინო წილოსანმა, ასევე, განაცხადა, რომ ჯანდაცვაში შედარებით მეტი ქალია დასაქმებული, თუმცა, საქართველოში, ქალებისა და კაცების საშუალო ხელფასს შორის სხვაობა, საშუალოდ 36%. ამის მიზეზი, არის ის, რომ კაცების დიდი ნაწილი დასაქმებულნი არიან მაღალანაზღაურებად მაგალითად, მენეჯერულ პოზიციებზე, ისეთ სექტორებში, როგორიცაა პროექტები ტექნოლოგიური ინდუსტრია, მშენებლობა, ინფრასტრუქტურული და სხვა, მაშინ, როდესაც ქალები დასაქმებულნი არიან ისეთ დაბალანაზღაურებად პოზიციებზე, როგორიცაა ექთნები, მასწავლებლები (მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა ხელფასის ზრდა ბოლო წლების განმავლობაში აღსანიშნავია) და სხვა. წარმოდგენილი კონცეფცია, მომხსენებლის განცხადებით, არის სწორედ ქალებისათვის შესაძლებლობების მიცემა ჩაერთონ ტექნოლოგიებში, სამშენებლო ინდუსტრიებში, ინოვაციებსა და სოფლის მეურნეობებში. ამისთვის, კი, უნდა არსებობდეს ხელშემწყობი პირობები სახელმწიფოს ქალებისათვის ბავშვების გაზრდის მხრიდან, პარალელურად, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობების მიცემას განავითარონ საკუთარი თავი და ჩაერთონ ზემოაღნიშნულ პროგრამებში - დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ნინო წილოსანის, რამინა ბერაძის, ანა ბუჩუკურის, ქეთევან დუმბაძის, ნინო იობაშვილის, ეკა სეფაშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ანა ნაცვლიშვილის, მაია ბითაძის, თეონა აქუბარდიას, ბაია კვიციანის, ხათუნა სამნიძის, გიორგი ხელაშვილის, ირაკლი ზარქუას, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან იოსელიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, თამარ კორძაიას, ლევან მგალობლიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძის, მიხეილ ყაველაშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ანა წითლიძის, ხატია წილოსანის, მაკა ბოჭორიშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, მარიამ ლაშხისა და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტს (№07-3/281; 14.12.2022). კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. კომიტეტმა მოისმინა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა, კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/228; 07.12.2022). მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ძირითადად შეეხება მეზღვაურთა სამედიცინო მოწმობების, ნავსადგურების სახელმწიფო კონტროლისა და ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების სტანდარტების შესაბამისობას კანონთან. წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს დროშით მცურავ გემებზე დასაქმებამდე, ყოველი მეზღვაური ვალდებულია ფლობდეს მოქმედი მეზღვაურის სამედიცინო მოწმობას. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა ითხოვა დაზუსტება წარმოდგენილი კანოპროექტის მიხედვით, მეზღვაურთა სერტიფიცირების შესახებ განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით რეგულირდება მეზღვაურთა სამედიცინო მოწმობების ანუ სერტიფიკატების საკითხი. სერტიფიცირების კუთხით, კანონში შედის ცვლილება და აქედან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილება მოდის კონვენციასთან შესაბამისობაში. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საზღვაო შრომის კონვენციას“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/228; 07.12.2022). კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“ (№07-2/231; 13.12.2022). მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილ შეთანხმებაში განათლების ორი კომპონენტია გათვალისწინებული, მათგან ერთი ეხება სკოლების ავტორიზაციას, ხოლო, მეორე ბაღების ავტორიზაციას, თუმცა, აღნიშნული შეთანხმება არ აჩენს ახალ ვალდებულებებს. განსახილველად წარმოდგენილი შეთანხმება განათლების მიმართულებით დამატებითი თანხის გამოყოფას უზრუნველყოფს. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა, ითხოვა დაზუსტება იმ თანხის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი შეთანხმების მიხედვით დაეთმობა განათლების ნაწილს. გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ დაახლოებით 10 მლნ. ევრო იქნება სკოლებისთვის, ასევე, 10 მლნ. ევრო ბაღების ნაწილში გამოყოფილი. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებას“ (№07-2/231; 13.12.2022). კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა კომიტეტის 2022 წლის ანგარიში. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის ანგარიშს. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა. მომხსენებლის განათლებისა განცხადებით და მეცნიერების საზედამხედველო სამინისტროს ნაწილში, გათვალისწინებულია დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშების მოსმენა, ასევე, 2023 წლის სამოქმედო გეგმაში შეტანილია ორი თემატური მოკვლევა, ერთი ეხება უმაღლესი განათლების, ხოლო, მეორე - პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის საკითხს. ამას გარდა, მნიშვნელოვანი მიმართულებაა განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავება და აღნიშნული პროცესი აქტიურად დაიწყება მიმდინარე წლიდან. გიორგი ამილახვარმა თემატურ მომხსენებლად სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით კომიტეტის წევრებს წარუდგინა ბაია კვიციანი, ნაცვლად თამარ ტალიაშვილისა, ხოლო, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თავად გიორგი ამილახვარი და პროფესიული განათლების მიმართულებით მარიამ ლაშხი გააგრძელებენ საქმიანობას. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. სხდომის თავმჯდომარე: გიორგი ამილახვარი სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე