საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-02-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 73
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2009?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
17 თებერვალი 2023 15:00
2023 წლის 17 თებერვალი, 15:00 საათი
საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის N8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის და
სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;
2.
საქართველოს
პარლამენტის
ჯანმრთელობის
დაცვისა
და
სოციალურ
საკითხთა
კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.
2/17/2023, 3:20 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/2009?local=true
2/17/2023, 3:20 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
სხდომა
სხდომა - N73
თარიღი - 2023 წლის 17 თებრვალი
ადგილი/დარბაზი - ქ. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638, (C კორპუსი, -VI სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, დავით სერგეენკო, ირმა
ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზაალ მიქელაძე, შალვა შავგულიძე.
სხდომას არ ესწრებოდა - ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე
კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით.
სხდომის მდივანი: ლელა ასათიანი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხები:
1.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების
შესახებ მოსმენა.
2.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
შემდეგ, კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ დაადასტურა ქვორუმის არსებობა და სხდომა
გახსნილად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგი, წევრებს სთხოვა მისი დამტკიცება და
მისასალმებელი
სიტყვის
წარმოთქმის
შემდეგ
სიტყვა
გადასცა
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ
აზარაშვილს, რომელმაც 2022 წელს გაწეულ საქმიანობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით დანერგილ DRG
სისტემაზე, აღნიშნა, რომ სპეციალური ჯგუფი დაფინანსების ახალი სისტემის დანერგვის მიმდინარეობას
ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება, აქტიურად მიმდინარეობს, სექტორის მხრიდან დაფიქსირებული ყველა
პრეტენზიას განხილვაც.
1
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ
აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც
სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.
ასევე მან ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით
განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, თურქეთის ბაზრის გახსნაზე, ელექტრონული რეცეპტების
სისტემასა და სავალდებულო GDP/GMP სტანდარტებზე.
ჯანდაცვის მინისტრმა ონკოლოგიური მედიკამენტების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის გატარებული
ღონისძიებებიც მიმოიხილა.
პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრმა დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პაციენტების საჭიროებებზე ისაუბრა და
განმარტა, რომ სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემის შესყიდვის პროცესში, მაქსიმალურად
იქნება გათვალისწინებული ბენეფიციართა მშობლების შენიშვნები.
მინისტრმა, 2025 წლიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის სავალდებულო საერთაშორისო
სტანდარტებით აკრედიტაციაზეც ისაუბრა და დეპუტატებს კლინიკებში ინფექციის კონტროლის
მონიტორინგების შედეგები გააცნო.
ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით
განხორციელებულ ცვლილებებზე გააკეთა აქცენტი. მისი განცხადებით, ექიმებისა და ექთნებისთვის
დაწესებული მინიმალური ანაზღაურების რეფორმა 17 300 დასაქმებულს უკვე შეეხო.
ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების
ცენტრში განხორციელებული ცვლილები გააცნო. მათ შორის, პარამედიკოსების პროგრამა, რომელიც
საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, მიიღონ სწრაფი და ეფექტური მომსახურება.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს,
სასწავლებლებში, პარამედიკოსის საბაკალავრო კურსის დასანერგად.
უმაღლეს
სამედიცინო
გასული წლის შეჯამების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს 2023 წლის გეგმები
გააცნო. ასევე, ისაუბრა C და B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებზე. მისი თქმით, 2025 წლისთვის, სრულად
უნდა მოხდეს C ჰეპატიტის ელიმინაცია. რაც შეეხება დიალიზის პროგრამას, ზურაბ აზარაშვილის
განცხადებით, 2022 წელს გახსნილი ცენტრები, ჯამში, 2 700-მდე ბენეფიციარს ემსახურება, 2023 წელს კი, მათ
რიცხვს, ქვეყნის მასშტაბით, 10-მდე ლოკაცია დაემატება.
ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და
აღნიშნა, რომ მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარებისთვის, ერთიან სივრცეში,
ყველა საჭირო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის მინისტრმა 2022 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული დევნილთა განსახლების
პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2025 წლისთვის, 13 000 დევნილი ოჯახი
დაკმაყოფილებული იქნება საცხოვრებლით.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა დასაქმებისა და სოციალურ მიმართულებებზე. ზურაბ აზარაშვილმა
ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პენსიასა და შშმ პირების გაზრდილ გასაცემლებზე, ასევე აღნიშნა, რომ
მიმდინარე წელს, 150 ლარიდან 200 ლარამდე კიდევ გაიზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის
განკუთვნილი გასაცემელი.
ზურაბ აზარაშვილმა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას ინფექციის კონტროლის კუთხით
კლინიკებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო.
2
„მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი ჯგუფები 120-ზე მეტ კლინიკაში იყვნენ შესულები, თუმცა
სამწუხაროდ , სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობა არასასიამოვნო იყო. ამ კუთხით, რამდენიმე
კლინიკაში ორჯერ ან სამჯერაც იყვნენ შესულები. ვფიქრობ სისტემური მიდგომით საბოლოო შედეგს
მივაღწევთ“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მინისტრმა სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მნიშვნელობაზე
გაამახვილა ყურადღება.
„2025 წლიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია
სავალდებულო იქნება. სამწუხაროდ, საქართველოში პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ბოლო პერიოდამდე არ
იწყებენ მოქმედებას, ამიტომ შუალედური პირობა ჩავდეთ - კლინიკები არ დაელოდებიან 2025 წელს და 2023
წლის ბოლოს ვალდებულები არიან თვითშეფასების ეტაპი დასრულებული ჰქონდეთ, სულ მცირე,
კონტრაქტი წარმოადგინონ რომელიმე კომპანიასთან, რომელსაც შეარჩევენ, რათა შემდეგ 2024 წლის ბოლოს
გადავადება არ ითხოვონ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
გადაწყვეტილება:
კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის ანგარიში ცნობად მიიღო.
სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ, რომელიც
კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ გააცნო.
(https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/jandacva/angarishi -kom/jandacva-angarishi2022.PDF)
კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო.
ზაზა ლომინაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
ლელა ასათიანი სხდომის მდივანი
3