საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას მიერ წარმოდგენილი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში (NATO PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-2235/23
17-02-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში (NATO PA) საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ანგარიშს.
დანართი: 6 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის წლიური ანგარიში
2022 წლის იანვარი - 2023 წლის იანვარი
2022 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია
აქტიურად იყო ჩართული ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. განსაკუთრებულ
ხაზგასმას იმსახურებს ასამბლეის 5 ღონისძიება, რომელიც გამოირჩეოდა როგორც
მნიშვნელობით, ასევე საქათველოს ხელშესახები შედეგებით.
სქართველო-ნატო-ს პარლამენტთაშორისი საბჭოს შეხვედრა ქ.
ბრიუსელში, ბელგიის სამეფო (23-24 თებერვალი 2022);
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ქ.
ვილნიუსში, ლიეტუვას რესპუბლიკა (27-30 მაისი 2022);
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების
კომიტეტის სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის
შესაძლებლობების ქვეკომიტეტის სამუშაო ვიზიტი ქ. თბილისში,
საქართველო (27-30 ივნისი 2022);
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზროთ“-ის სემინარი ქ. ჰელსინკში, ფინეთის რესპუბლიკა (18-20
ოქტომბერი 2022);
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 68-ე წლიური სესია ქ.
მადრიდში, ესპანეთის სამეფო (18-21 ნოემბერი 2022).
ასამბლეის სესიებზე განხილულ და დამტკიცებულ ანგარიშებსა და რეზოლუციებში,
მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საქართველოს. ქართული დელეგაციის მიერ წარდგენილი
წინადადებისა და შესწორებების საფუძველზე, ასამბლეის დოკუმენტებში კიდე უფრო
გაძლიერდა საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა
არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა ალიანსის წევრი და პარტნიორი
სახელმწიფოების, ასევე ნატო-ს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის
წარმომადგენლებთან. ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში შედგა 9, ხოლო
საშემოდგომო/წლიური სესიის ფარგლებში - 7 ასეთი შეხვედრა.
საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა ქ. ბრიუსელში, ბელგიის
სამეფო, 23-24 თებერვალი 2022
1. 2022 წლის 23-24 თებერვალს, ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) ნატო-ს შტაბ-ბინაში
და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფისში, გაიმართა საქართველო-ნატო-ს
საპარლამენტთაშორისო საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა
საქათველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეაში
შემდეგი
შემადგენლობით:
ირაკლი
ბერაია
(დელეგაციის
ხელმძღვანელი); ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, თეონა აქუბარდია და
დავით ბაქრაძე.
2. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების,
თურქეთის, გერმანიის და ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეებს.
შეხვედრები ასევე შედგა ნატო-ს საჯარო დიპლომატიის, უსაფრთხოების პოლიტიკის
და პოლიტიკური დაგეგმარების განყოფილებების წარმომადგენლებთან. ასევე,
საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრის ფარგლებში,
დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტთან, ასამბლეის ვიცე პრეზიდენტებთან და ასამბლეაში ბელგიის
სამეფოს, ლატვიის, ლიეტუვას და აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელებთან და
წევრებთან.
3. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა რეგიონული
უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება,
რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ
და მისი გავლენა რეგიონის, საქართველოს და ევრო-ატლანტიკურ სივრცის
უსაფრთხოებაზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის
გზაზე მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები.
4.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევრო-ატლანტიკური
ინტეგრაციის პროცესის განხილვას და ნატო-საქართველოს პარტნიორობას,
გაწევრების პრაქტიკული ინსტრუმენტების იმპლემენტაციას და ნატო-სთან
არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ქართული დელეგაციის
ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმთავრესი
პრიორიტეტი საქართველოსთვის ალიანსში გაწევრებაა და ამ გადაწყვეტილების
დაჩქარებულად მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც სქართველოს,
ასევე შავი ზღვის რეგიონის და მთლიანად ევრო-ატლანტიკური სივრცის
უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, აუცილებელია ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა
გადადგან ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული მიმართულებით. ქართული დელეგაციის
მხრიდან
შეხვედრაზე
ასე
ხაზი
გაესვა
საქართველოს
თავდაცვითი
შესაძლებლობების და ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ
ეროვნული მედეგობის გაძლიერებისთვის ალიანსის და მოკავშირე სახელმწიფოების
მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას, რეგიონში ნატო-ს
წარმომადგენლობის და ხილვადობის გაზრდის საჭიროებას. როგორც ქართულმა
მხარემ აღნიშნა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დასავლეთმა გაზარდოს ზეწოლა
რუსეთის ფედერაციაზე. ეს ზეწოლა უნდა იყოს უნივერსალური და მტკივნეული, რათა
ოკუპანტმა სახელმწიფომ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და შეწყვიტოს წესებზე დაფუძნებული
საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამოთხრა.
5. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები შეხვდნენ ალიანსის
გენერალური მდივნის ოფისის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობდნენ ნატო-ს
ახალი სტრატეგიული კონცეფციის პროექტზე. შეხვედრაზე ქართველმა
კანონმდებლებმა წარადგინეს კონცეფციასთან დაკავშირებით მოსაზრებები და
ხედვა თუ როგორც უნდა ყოფილიყო ასახული საქართველოსთან დაკავშირებული
საკითხები ალიანსის ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში.
6. ალიანსის და საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა მხრიდან დაფიქსირდა
საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური
ინტეგრაციის და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების
ურყევი მხარდაჭერა.
7. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა, ირაკლი ბერაიამ,
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და გიორგი ხელაშვილმა შეხვედრები გამართეს ბელგიის
სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან
მარკ დემეზმერკთან და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან
გენერალ კლაუდიო გრაციანოსთან.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ქ. ვილნიუსში, ლიეტუვას
რესპუბლიკა, 27-30 მაისი 2022
1. 2022 წლის 27-30 მაისს, ქ. ვილნიუსში (ლიეტუვას რესპუბლიკა) გაიმართა ნატო-ს
საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო
საქართვლოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეაში
შემდეგი
შემადგენლობით:
ირაკლი
ბერაია
(დელეგაციის
ხელმძღვანელი); გიორგი ხელაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია.
2. სესიის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსეთის
სამხედო
აგრესია
უკრაინის
წინააღმდეგ,
ევრო-ატლანტიკური
სივრცის
უსაფრთხოება, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ნატო-ს ჩართულობა ავღანეთში,
უსაფრთხოების გამოწვევები დასავლეთ ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში და
ჩრდილოეთ აფრიკაში, ნატო-ს პარტნიორების მხარდაჭერა და ალიანსის ღია კარის
პოლიტიკა, კიბერუსაფრთხოება და სხვა საკითხები. ასამბლეაზე ასევე იმსჯელეს
მოახლოვებული ნატო-ს მადრიდის სამიტის პრიორიტეტებზე და ალიანსის ახალ
სტრატეგიულ კონცეფციაზე.
3. სესიის ფარგლებში განხილულ ანგარიშებსა და მიღებულ დეკლარაციებში
მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საქართველოს. კერძოდ, საქართველოს
უსაფრთხოების გამოწვევებს, ჩვენი ქვეყნის როლს ევრო-ატლანტიკური სივრცის
უსაფრთხოებაში, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის,
ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას. ასამბლეის დოკუმენტში
საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერების გაძლიერების მიზნით, ქართული
დელეგაციის მიერ წარდგენილი იქნა გარკვეული ცვლილებებიც.
4.
სესიაში მონაწილეობის პარალელურად, ქართველმა კანონმდებლებმა ორმხრივი
შეხვედრები გამართეს აშშ-ის, ფინეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის,
რუმინეთის, საფრანგეთის, ლიეტუვას, ესტონეთის და შვედეთის დელეგაციის
წევრებთან. ძირითად განსახილველ საკითხებს განეკუთვნებოდა საქართველოს
უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება, რუსეთის
ფედერაციის ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ისი
გავლენა ფართო შავი ზღვის რეგიონის და ევრო-ატლანტიკური სივრცის
უსაფრთხოებაზე, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა, საქართველოს
პროგრესი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საქართველოსა
და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის
სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის სამუშაო
ვიზიტი ქ. თბილისში, საქართველო, 27-30 ივნისი 2022
1. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების
კომიტეტის სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების
ქვეკომიტეტის წევრებმა შეხვედრები გამართეს როგორც საქართველოს
პარლამენტის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების
წარმომადგენლებთან.
2. თხუთმეტი დეპუტატისგან შემდგარმა დელეგაციამ დამო რუსეთის ოკუპაცია,
გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-ს
ღია კარის პოლიტიკისა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.
სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს უსაფრთხოების
გარემოს შეფასებას, მიეღოთ ინფორმაცია შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ,
მოესმინათ
საქათველოს
მიერ
დემოკრატიის
შემდგომი
განმტკიცების,
უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ეკონომიკური
უსაფრთხოების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში
მიღწეული პროგრესი.
3. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ მოინახულა საოკუპაციო ხაზი, სტუმრობდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ნატო-სქართველოს წვრთნისა და
შეფასების ერთობლივ ცენტრს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურს და წევრებს შესაძლებლობა ქონდათ მოენახულებინათ თავდაცვის
ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის
იმპლემენტაციის შედეგები.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის სემინარი ქ.
ჰელსინკში, ფინეთის რესპუბლიკა, 18-20 ოქტომბერი 2022
1. 2022 წლის 18-20 ოქტომბერს, ქ. ჰელსინკში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის
ორგანიზებით, ფინეთის პარლამენტმა „როუზ-როთ“-ის რიგით 103-ე სემინარს
უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შემდეგი
შემადგენლობით: ვლადიმერ ჩაჩიბაია, თეონა აქუბარდია და დავით ბაქრაძე.
2. სემინარის ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა: რუსეთის
აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ნატო-ს მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებები და
ნატო-ს როლი ალიანსის და პარტნიორების უსაფრთხოების და მშვიდობის
უზრუნველყოფაში, ფინეთის და შვედეთის წვლილი ბალტიის ზღვის რეგიონის
უსაფრთხოების გაძლიერებაში, ფინეთის ტოტალური თავდაცვა და რუსეთის
ჰიბრიდული საფრთხეები, საზღვაო უსაფრთხოება და კლიმატის ცვლილებები.
3. ღონისძიების მიმდინარეობისას არაერთხელ აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთის
სამხედრო შეჭრამ უკრაინაში განაპირობა ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრების
გადაწყვეტილება და ნეიტრალური სტატუსის შეცვლა. ორი ქვეყნის ნატო-ში
ინტეგრაციით ალიანსი უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების გარანტიებს არა
მხოლოდ ბალტიის ზღვის რეგიონში, არამედ შორეული ჩრდილოეთის
მიმართულებებითაც. ფინეთის პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და სხა
ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ფინეთი გააგრძელებს თავდაცვის
შესაძლებლობების ზრდას და გაძლიერებას.
4. რუსეთზე საუბრისას, სემინარის მონაწილეებმა აღნიშნეს მოსკოვზე ეკონომიკური და
პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელების საჭიროება. მათი თქმით, რუსეთის
ენერგორესურსების ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლების პროცესი უკვე
დაწყებულია.
5. ნატო-ს მადრიდის სამიტს შეფასებისას ითქვა, რომ პირველად ცივი ომის
დასრულების
შემდეგ,
ნატო-ს
უსაფრთხოების
კონცეფციაში
რუსეთი
მოწინააღმდეგედ არის მოხსენიებული და ალიანსის ღია კარის პოლიტიკა რუსეთის
მუქარის მიუხედავად შეუქცევადია, რასაც ადასტურებს ფინეთის და შვედეთის
მაგალითები. ნატო-ს კარი ღიაა და მასზე მესამე სახელმწიფოები გავლენას ვერ
მოახდენენ.
6. ხაზი ასევე გაესვა არქტიკის ნაწილში კლიმატურ ცვლილებებით განპირობებულ
გამოწვევებს. დიდი ოდენობით ყინულის მასების დნობა, ქმნის ახალ სანავიგაციო
გზებს და ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობებს, რაც შეიძლება გახდეს
ესკალაციის მიზეზიც. ფინეთსა და შვედეთის ალიანსში ინტეგრაციის შემდგომ,
მოსკოვიდან მოსალოდნელია პროვოკაციები.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 68-ე წლიური სესია ქ. მადრიდში, ესპანეთის
სამეფო, 18-21 ნოემბერი 2022
1. 2022 წლის 18-21 ნოემბერს, ქ. მადრიდში (ესპანეთის სამეფო), ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეის წლიური სესიაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაცია მონაწილეობდა შემდეგი შემადგენლობით: ირაკლი ბერაია (დელეგაციის
ხელმძღვანელი), გიორგი ხელაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია.
2. სესიაზე მიღებული იქნა არაერთი ანგარიში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის
აგრესია
უკრაინის
წინააღმდეგ,
ალიანსის
სტრატეგიული
კონცეფციის
იმპლემენტაცია, ნატო-ს კიბერგამოწვევები და სხვა. ანგარიშებში მნიშვნელოვანი
ადგილი დაეთმო საქართველოს. პლენალურ სესიაზე საქართველომ მიიღო
რეზოლუციები, სადა ასევე ხაზგასმულია სქართველოს მხარდაჭერა. კერძოდ,
დაგმობილია რუსული ოკუპაცია, აღნიშნულია საქართველოს სუვერენიტეტის,
ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, თავდაცვითი შესაძლებლობების და მედეგობის
გაძლიერების მხარდაჭერა. ქართველი კანონმდებლების მხრიდან, ანგარიშებსა და
რეზოლუციებში წარდგენილი იქნა არაერთი ცვლილება, რაც მიზნად ისახავდა
საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერების გაძლიერებას და დოკუმენტში მათი
რიცხვის გაზრდას. ასამბლეის კომიტეტების მხრიდან, წარდგენილი ცვლილებები
იქნა გაზიარებული და მხარდაჭერილი.
3. სესიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ორმხრივი
შეხვედრები გამართა ესპანეთის, საფრანგეთის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის,
რუმინეთის და თურქეთის დელეგაციის წევრებთან. ასევე, ნატო-ს გენერალური
მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხერთ კავკასიასა და ცენტრალურ
აზიაში, ხავიერ კოლომინასთან. შეხვედრებზე, განიხილეს სქართველოს წინაშე და
შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსული ოკუპაცია,
ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის
ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია და მისი გავლენა რეგიონის და
ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განხილვას, ამ პროცესში
მიღწეულ პროგრესს, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობას და
აღნიშნულის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებას.
ხაზი გაესვა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და მედეგობის
გაძლიერების მიზნით მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობას. მხარეებმა ისაუბრეს
საპარლამენტო დელეგაციებსა და საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის
კომიტეტებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.
ქართველმა დეპუტატებმა ასევე ისაუბრეს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე და
რეგიონებში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდაზე.