საქართველოს პარლამენტის წევრის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის მიერ წარმოდგენილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-2239/23
17-02-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს,
ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
გიგზავნით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 8 (რვა) ფურცელი.
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი ჩიქოვანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში
წინამდებარე ანგარიში ასახავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (შემდგომში
ასამბლეა) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (შემდგომში დელეგაცია)
2022 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, მათ შორის ასამბლეის პლენალური სხდომების
მიმდინარეობას, საკომიტეტო მუშაობას, განხორციელებულ ვიზიტებსა და შეხვედრებს. ევროპის
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2022 წლის აპრილის ჩათვლით მუშაობდა ჰიბრიდულ რეჟიმში,
ხოლო აპრილის სესიის შემდეგ ჰიბრიდული რეჟიმი სრულად გაუქმდა.
2022 წლის განმავლობაში ასამბლეის ფარგლებში განხორციელდა დელეგაციის წევრების 22
გასვლითი ვიზიტი.
2022 წელს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ:
ძირითადი შემადგენლობა:
1. ირაკლი ჩიქოვანი
2. ირაკლი კობახიძე
3. თამარ ტალიაშვილი*
4. ხატია დეკანოიძე
5. ლევან იოსელიანი
სათადარიგო შემადგენლობა:
1. არჩილ თალაკვაძე
2. გივი მიქანაძე
3. მარიამ ლაშხი
4. აკაკი მინაშვილი
5. ფრიდონ ინჯია
*2022 წლის ოქტომბერში დელეგაციის შემადგენლობა დატოვა თამარ ტალიაშვილმა. საანგარიშო
პერიოდში მისი ჩანაცვლება არ მომხდარა სხვა დეპუტატით.
წლის განმავლობაში, საქართველოს დელეგაციისთვის მნიშნველოვანი აქტივობები:
2022 წლის თებერვალში, რუსეთმა წამოიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ
განვითარებების ფონზე, ასამბლეამ მყისიერად დაამტკიცა მოსაზრება რუსეთის ევროპის
საბჭოდან გარიცხვის შესახებ. შესაბამისად, ევროპის საბჭომ რუსეთი გარიცხა ორგანიზაციიდან.
აქედან გამომდინარე ასამბლეის 2022 წლის დღის წესრიგში მნიშნველოვანი ნაწილი დაეთმო
რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს
დელეგაცია, სხვა ქვეყნებთან ერთად, მხარს უჭერდა რუსეთის ფედერაციის ქმედებების დამგმობ
დოკუმენტებს.
2022 წლის საპარლამენტო ასამბლეის სესიის მეორე ნაწილზე, ასამბლეამ საქართველოსთვის
მნიშვნელოვანი რეზოლუცია „საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების“ შესახებ
დაამტკიცა. მონიტორინგის კომიტეტის მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტი აღნიშნავს
საქართველოში მიღწეულ უწვეტ და მნიშნველოვან პროგრესს ევროპის საბჭოს ყველა
პრიორიტეტული მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ კულტურის კომიტეტის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების
ქვეკომიტეტის წევრებმა საქართველოს დელეგაციის, წევრი თამარ ტალიაშვილი აირჩიეს
ქვეკომიტეტის თავჯდომარედ. ასევე, 2022 წლის რეიკიავიკის მუდმივმოქმედ კომიტეტზე,
განხილული იქნა და დამტკიცდა რეზოლუცია და რეკომენდაცია “კოვიდ 19-ის გავლენა ევროპის
ციხეებში პატიმრებზე”, რომლის ანგარიში და პროექტი გივი მიქანაძის ავტორობით შემუშავდა.
2022 წლის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა, კომიტეტის შეხვედრებზე
დასასწრებად განახორციელეს 18 გასვლითი ვიზიტი და ჯამში მონაწალეობა მიიღეს 34
კომიტეტის სხდომის მუშაობაში. საანგარიშო პერიოდში, არ განხორციელებულა ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოში.
1
საპარლამენტო ასამბლეის სესიების მიმოხილვა
საპარლამენტო ასამბლეის სესიის პირველი ნაწილი, ზამთრის სესია (24-28 იანვარი, სტრასბურგი,
საფრანგეთი)
სესიაზე მონაწილეობა მიიღეს ირაკლი ჩიქოვანმა (დელეგაციის ხელმძღვანელი) და ლევან
იოსელიანმა.
პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებული ჯენტლმენური შეთანხმების თანახმად, ასამბლეის
პრეზიდენტობის კანდიდატებს პოლიტიკური ჯგუფები როტაციის პრინციპით ასახელებენ. 2022
წელს, როტაციის პრინციპით, კანდიდატად დასახელდა გაერთიანებული ევროპელი
მემარცხენეების (EUL) ხელმძღვანელი, ტინი კოქსი. აღსანიშნავია, რომ იანვრის სესიამდე
პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებული ჯენტლმენური შეთანხმების საწინააღმდეგოდ
კანდიდატურა წამოაყენა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარია მეზენცევამ (EPP/CD).
ასამბლეის წევრებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტად
გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების (EUL) ხელმძღვანელი, ტინი კოქსი აირჩია.
ასევე დამტკიცდა ვიცე-პრეზიდენტების და ეროვნული დელეგაციების წევრთა სია.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა, სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად, მხარი დაუჭირეს
რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილებების დამტკიცების წინააღმდეგ
პროცედურის დაწყებას. საკითხი ანგარიშის მოსამზადებლად გადაეცა მონიტორინგის კომიტეტს
და მოგვიანებით ასამბლეაზე ამ საკითხს კენჭი ეყარა. მხოლოდ ამის შემდეგ, რეზოლუციის
საფუძველზე დამტკიცდა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციამ ასევე მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ
წარდგენილი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის პიოტრ ტოლსტოის დამტკიცების წინააღმდეგ
პროცედურის დაწყებას და კენჭის ყრის მოთხოვნას. კენჭის ყრის საფუძველზე, ასამბლეამ არ
დაამტკიცა პიოტრ ტოლსტოის კანდიდატურა.
სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი განხილვები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა
ბიუროს პროგრესის ანგარიში, ლგბტ (LGBT) პირების უფლებები, იძულებითი გაუჩინარების და
ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხები.
ასამბლეაზე ევროპის საბჭოს თავჯდომარების ფარგლებში, მინისტრთა კომიტეტის სახელით
წარდგა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დელა ვედოვა და დეპუტატების
შეკითხვებს უპასუხა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა. ასევე,
საკითზე „ფეხბურთის მართვა და მისი ღირებულებები“ მოწვეული იყო და ისაუბრა ფიფას
პრეზიდენტმა ჯიოვანი ინფანტინომ.
დელეგაციისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა შემდეგი საკითხები:
რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილებების გასაჩივრების საკითხი;
რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მიერ წარდგენილი ვიცე-პრეზიდენობის
კანდიდატის გასაჩივრების საკითხი;
ანგარიში “სამხრეთ კავკასიაში LGBTI პირების უფლებების სავარაუდო დარღვევების”
შესახებ;
მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკლ იენსენის ანგარიში, მონიტორინგის
კომიტეტის 2021 წლის პროგრესის შესახებ;
დებატებზე „სამხრეთ კავკასიაში LGBTI პირების უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ“
ონლაინ ჩაერთო და სიტყვით გამოვიდა თამარ ტალიაშვილი. ასევე, კულტურის კომიტეტის
მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის შეხვედრაზე, ქვეკომიტეტის წევრებმა
საქართველოს დელეგაციის, წევრი თამარ ტალიაშვილი აირჩიეს ქვეკომიტეტის თავჯდომარედ.
2
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რიგგარეშე სესია (14-15 მარტი, სტრასბურგი,
საფრანგეთი)
რიგგარეშე სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ირაკლი
ხელმძღვანელი), თამარ ტალიაშვილმა და ხატია დეკანოიძემ.
ჩიქოვანმა
(დელეგაციის
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად და რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპის საბჭოს
სტატუტის უხეში დარღვევის საპასუხოდ, 25 თებერვალს, ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტმა რუსეთის ფედერაციას დროებით შეუჩერა წევრობა. განვითარებული მოვლენების
შედეგად, მინისტრთა კომიტეტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სთხოვა
მოემზადებინა მოსაზრება რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციიდან გარიცხვის შესახებ,
სტატუტის მერვე მუხლის საფუძველზე. 2022 წლის 14-15 მარტს, მუდმივმოქმედი კომიტეტის
სანაცვლოდ, ჩაინიშნა ასამბლეის რიგგარეშე სხდომა.
რიგგარეშე სესიის ერთადერთი საკითხი იყო უკრაინაზე რუსეთის აგრესიის შედეგები. 14-15
მარტს გაიმართა პოლიტიკური ჯგუფების, პოლიტიკური კომიტეტის და თანასწორობის
კომიტეტის შეხვედრები. მომხსენებელმა ინგერდ შოუმ წარადგინა ანგარიში - „უკრაინაზე
რუსეთის აგრესიის შედეგები“. სესიის განმავლობაში სიტყვით გამოვიდა 160-მდე დეპუტატი,
მათ შორის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და დელეგაციის
წევრები, თამარ ტალიაშვილი და ხატია დეკანოიძე. სამუშაო დღის ბოლოს ასამბლეამ დაამტკიცა
შემუშავებული მოსაზრების ტექსტი და დაადასტურა მზადყოფნა რუსეთის ფედერაციის
ევროპის საბჭოდან გარიცხვის შესახებ. საქართველოს დელეგაციის წევრებმა მხარი დაუჭირეს
აღნიშნულ მოსაზრებას. მოსაზრების საფუძველზე რუსეთი გაირიცხა ევროპის საბჭოდან.
საქართველოს დელეგაციამ მონაწილოება მიიღო მოსაზრების პირველადი ტექსტში
ცვლილებების ასახვაში. პოლიტიკური კომიტეტმა, შეხვედრისას გაითვალისწინა შეხვედრაზე
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის ცვლილება მოსაზრების მეხუთე
აბზაცში, საქართველოზე რუსეთის აგრესიას და ოკუპაციასთან დაკავშირებით. ასევე, ამავე,
აბზაცში დაემატა და დაფიქსირდა ფრაზა რუსეთის ფედერაციის მიერ დნესტრისპირეთის
ოკუპაციაზე.
საპარლამენტო ასამბლეის სესიის მეორე ნაწილი, საგაზაფხულო სესია (25-28 აპრილი,
სტრასბურგი, საფრანგეთი)
სესიაზე მონაწილეობა მიიღეს ირაკლი ჩიქოვანმა (დელეგაციის ხელმძღვანელი), გივი მიქანაძემ,
თამარ ტალიაშვილმა, ლევან იოსელიანმა და ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
საგაზაფხულო სესიაზე და დაესწრო სესიის განმავლობაში მიმდინარე კომიტეტების და ქვეკომიტეტების, ისევე როგორც პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრებს. აღნიშნული სესია კოვიდპანდემიის პერიოდის ბოლო სესია იყო, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა.
რუსეთის აგრესიული ომიდან გამომდინარე, მთავარი თემა იყო უკრაინის წინააღმდეგ ომი და
მისგან გამოწვეული შედეგები. აღნიშნულ დებატებზე საქართველოს დელეგაციიდან სიტყვით
დეპუტატები, ხატია დეკანოიძე და გივი მიქანაძე გამოვიდნენ. სპეციალური დებატები კი
გაიმართა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე პასუხისმგებლობის
დაკისრების პრობლემების ირგვლივ. ასამბლეამ ასევე მოისმინა ანგარიშები შემდეგ საკითხებზე:
ევროპის საბჭოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება; ევროპაში
რეალური დემოკრატიის დაცვა და ხელშეწყობა; დანაშაულის გზით შეძენილი ქონების
3
კონფისკაციის სასიკეთო მიზნებისთვის გამოყენება; შშმ პირთა დეინსტიტუციონალიზაცია;
ძალოვნების მიერ გაუმართლებელი ძალის გამოყენების პრევენცია; სოციალურ ნიადაგზე
დამყარებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა; საქართველოს მიერ ნაკისრი
ვალდებულებების შესრულება.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დებატები, რეზოლუციაზე - „საქართველოს მიერ ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების“ შესახებ გაიმართა სასესიო კვირის ხუთშაბათს.
მონიტორინგის კომიტეტის მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტი აღნიშნავს
საქართველოში მიღწეულ უწვეტ და მნიშნველოვან პროგრესს ევროპის საბჭოს ყველა
პრიორიტეტულ მიმართულებით.
კონკრეტულად, რეზოლუციის ტექსტი მიესალმება საქართველოს მთავრობასა და ასამბლეის
მაღალი რანგის თანამშრომლობას და ბოლო წლებში განხორცილებულ საკონსტიტუციო
რეფორმას, რომელიც საქართველოში აძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს და სასამართლოს
თავისუფლებას; ასევე, რეზოლუცია მხარს უჭერს 2024 წლიდან საქართველოში სრულად
პროპორციულ სისტემის ამოქმედებას და ხაზს უსვამს, საქართველოში ბოლო წლებში
ჩატარებული არჩევნების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას. ეს რეზოლუცია, ისევე
როგორც შესაბამის საკითხებზე შემუშავებული სხვა რეზოლუციები, კიდევ ერთხელ მხარს
უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მიერ
საქართველოს ოკუპაციას. ამავდროულად, რეზოლუციაში ასევეა საუბარი რეფორმების
გაგრძელების მნიშვნელობაზე, რომელიც გულისხმობს სასამართლოს, რელიგიის საკითხებში
სპეციალური სახელმწიფო სააგენტოს, საჯარო ინფორმაციის ეროვნული კომისიის და
დემოკრატიულად ჩატარებული საარჩევნო პროცესების დემოკრატულად აღქმის გაძლიერების
მიმართულებით. მიღწეული შედეგების გათვალისწინებით და არსებული პროგრესის
შესანარჩუნებლად, საქართველოს უახლოეს მომავალში აქვს „მკაფიო პერსპექტივა“ პოსტმონიტორგინის დიალოგის ეტაპზე გადასასვლელად.
საქართველოზე მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა და კლოდ
კერნმა ასამბლეას წარუდგინეს ანგარიში და რეზოლუციის პროექტი საქართველოს მიერ ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების შესახებ. აღნიშნული სახის დოკუმენტი საქართველოს შესახებ
ასამბლეას არ მიუღია 2014 წლის შემდეგ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა მიესალმება
საქართველოს უწყვეტ და ხელშესახებ პროგრესს, თუმცა დოკუმენტში ასევე აღნიშულია ის
პრობლემები, რომლის მოგვარებაც საქართველოს მოუწევს პოსტმონიტორინგის დიალოგის
ეტაპზე გადასასვლელად. აღნიშნულ თემაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ ტალიაშვილმა, ლევან იოსელიანი, გივი მიქანაძე და ხატია
დეკანოიძე სიტყვით გამოვიდნენ.
სესიაზე 2021 წლიური ანგარიში წარმოადგინა და დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხა ევროპის
საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა. შეკითხვებს ასევე უპასუხა ევროპის
საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის
ფარგლებში მინისტრთა კომიტეტის სახელით ასამბლეას სიტყვით მიმართა იტალიის საგარეო
საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ.
4
საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (31 მაისი, დუბლინი, ირლანდია)
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ქალაქ დუბლინში
მონაწილეობა მიიღო PACE-ს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში.
მუდმივმოქმედი კომიტეტის სესია გახსნეს ირლანდიის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების
თავჯდომარეებმა, შან ფერგილმა და მარკ დელიმ. მათ, თავიანთ სიტყვაში, დაგმეს რუსეთის
ქმედებები, მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ და ამ კონტექსტში ყურადღება
გაამახვილეს ძლიერი ევროპის საჭიროებაზე.
მუდმივმოქმედმა კომიტეტმა, მიიღო გადაწყვეტილება და დღის წესრიგში დაამატა ბიუროს მიერ
შემოთავაზებული საკითხი „მეოთხე სამიტი განახლებული, გაუმჯობესებული და
გაძლიერებული ევროპის საბჭოსთვის“.
მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ასევე განიხილა ანგარიშები და დაამტკიცა რეზოლუციები ისეთ
საკითხებზე, როგორიც არის ევროპაში აბორტზე ხელმისაწვდომობა, მიგრაციის პოლიტიკაში
გენდერული ტენდენციების გათვალისწინება, გამოწერილ წამლებზე დამოკიდებულება, და
ევროპაში ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა.
სხდომის დასასრულს სიტყვით გამოვიდა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა ირლანდიის
საგარეო და თავდაცვის მინისტრმა საიმონ კოვენიმ.
საპარლამენტო ასამბლეის სესიის მესამე ნაწილი, ზაფხულის სესია (20-24 ივნისი, სტრასბურგი,
საფრანგეთი)
20-24 ივნისს, სესიაში მონაწილეობა მიიღეს ირაკლი ჩიქოვანმა (დელეგაციის ხელმძღვანელი),
გივი მიქანაძემ და ლევან იოსელიანმა.
ასამბლეის დღის წესრიგით განსაზღვრული თემებიდან აღსანიშნავი იყო დებატები, რომლებიც
შეეხებოდა ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებსა და ამ გამოწვევების ფონზე ევროპის საბჭოს
როლს, პოლიტიკურ პარტიებში ინკლუზიურობას, ონლაინ კომუნიკაციების კონტროლს,
ევროპაში ანტისემიტიზმთან ბრძოლას, ვაქცინაციის პრობლემებს. სპეციალური დებატები
გაიმართა შავი ზღვის ბლოკადით გამოწვეულ შედეგებსა და დიდი ბრიტანეთის საიმიგრაციო
პოლიტიკის ირგვლივ.
სესიის მიმდინარეობისას დეპუტატებს სიტყვით მიმართეს საბერძნეთის პრეზიდენტმა,
კატერინა საკელაროპულომ
და ნიდერლანდების მეფემ ვილემ-ალექსანდერმა. ასევე,
დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს ირლანდიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა,
საიმონ ქოვენიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.
აღსანიშნავია, რომ გაიმართა ორმხრივი შეხვედრები საპარლამენტო დელეგაციის
ხელმძღვანელებს შორის. ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრები გამართა უნგრეთისა და ლატვიის
დელეგაციების ხელმძღვანელებთან. უნგრეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, შოლტ ნემეთმა და
ლატვიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ინეს ლიბინა-ეგნერემ შეხვედრაზე კვლავ დაადასტურეს
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უწყვეტი მხარდაჭერა და
გამოხატეს თანადგომა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.
თავისუფალი დებატებში, ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა საქართველოს დელეგაციის
ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა და ყურადღება გაამახვილა, საქართველოზე, როგორც
რეგიონში მოწინავე რეფორმატორ ქვეყანაზე.
5
აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს, პოლიტიკურმა ჯგუფმა (SOC) ჯგუფის ბიუროს შეხვედრისას
დაამტკიცა საქართველოს დელეგაციის წევრის ლევან იოსელიანის მოთხოვნა SOC ჯგუფში
გაწევრიანების შესახებ.
საპარლამენტო ასამბლეის სესიის მეოთხე ნაწილი, შემოდგომის სესია (27-30 სექტემბერი,
სტრასბურგი, საფრანგეთი)
დელეგაციამ, ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო
ასამბლეის დებატებში, კომიტეტების მუშაობასა და პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრებში.
საქართველოს დელეგაციაში შედიან მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები, ირაკლი კობახიძე,
გივი მიქანაძე, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი და ხატია დეკანოიძე.
ასამბლეის დღის წესრიგით განსაზღვრული თემებიდან აღსანიშნავი იყო დებატები, რომლებიც
შეეხებოდა დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივას და ასევე
რეზოლუციები თურქეთის, რუმინეთის და უნგრეთის მიერ ევროპის საბჭოს წევრობის
ვალდებულებების შესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის შესახებ რეზოლუციის
დამტკიცებით, ასამბლეამ მხარი დაუჭირა მონიტორინგის პროცესის გახსნას უნგრეთის
მიმართებით. ასევე ხაზგასასმელია, რომ ასამბლეამ ერთხმად დაამტკიცა ბიუროს 13 სექტემბრის
რეკომენდაცია - დაემტკიცებინათ კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობა ასამბლეაში, ხმის
მიცემის უფლების გარეშე.
შემოდგომის სესიაზე განსახილველად დაფიქსირდა სამი საკითხის განხილვის მოთხოვნა
მიმდინარე საკითხების პროცედურის გამოყენებით და ორი საკითხი გადაუდებელი საკითხების
პროცედურის გამოყენებით. ასამბლეამ დაამტკიცა მოთხოვნები მიმდინარე საკითხების
ფორმატით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის და პრაიდ აღლუმების აკრძალვის განხილვის
შესახებ. ასამბლეამ ასევე დაამტკიცა მოთხოვნა გადაუდებელ საკითხის ფორმატით
განხილულიყო უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის აგრესიით გამოწვეული პოლიტიკური
შედეგების შესახებ ანგარიში.
ასამბლეამ მიიღო გადაუდებელი საკითხების პროცედურით გათვალისწინებული რეზოლუციის
ტექსტი რუსეთის აგრესიის შესახებ, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, ასახავს მიმდინარე
მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, მოითხოვს საერთაშორისო ტრიბუნალის და კომპენსაციის
მექანიზმის შექმნას და აცხადებს რუსეთის ფედერაციის დღევანდელ რეჟიმს ტერორისტულ
რეჟიმად. ასევე, რეზოლუციის პირველადი ვერსიის ტექსტში შევიდა ცვლილება და დაემატა
ჩანაწერი, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილს და რომლის მიხედვითაც მისი პატიმრობა იყო
პოლიტიკურად მოტივირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებას ასამბლეამ მხარი
დაუჭირა, აღსანიშნავია, რომ ცვლილების მთავარი ინიციატორი გახლდათ პოლიტიკური
ჯგუფის „ევროპული სახალხო პარტიის“ (EPP/CD) ხელმძღვანელი ალექსანდერ პოციეჟი და
მხარდაჭერის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ანგარიშზე მომხსენებლის, იგივე
პოლიტიკური ჯგუფის წევრის (EPP/CD), ემანუელის ზინგერისის თანხმობა აღნიშნულ
ცვლილებასთან დაკავშირებით. შესწორებას არ ჰქონდა ერთგვაროვანი გამოხმაურება. ამის
დასტური გახლავთ, საქართველოზე მონიტორინგის კომიტეტის ერთ-ერთი მომხსენებლის,
ტიტუს კორლატეანის გადადგომა მომხსენებლის პოზიციიდან, რადგან არ იქნა
გათვალისწინებული მისი მოსაზრება აღნიშნული ცვლილების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულ
შესწორებას ქართული დელეგაციის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
სესიის მიმდინარეობისას დეპუტატებს სიტყვით მიმართეს და დეპუტატის შეკითხვებს
უპასუხეს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა იგნასიო კასისმა, ირლანდიის
პრეზიდენტმა მაიქლ ჰიგინსმა, ალბანეთის პრემიერ მინისტრმა ედი რამამ და უკრაინის
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელინსკიმ. ასევე, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა ევროპის
საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.
6
კომიტეტებისა და ქვეკომიტეტების შეხვედრები
2022 წლის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა განახორციელეს 18 გასვლითი
ვიზიტი კომიტეტის სხდომის შეხვედრებზე დასასწრებად და ჯამში მონაწალეობა მიიღეს 34
კომიტეტის სხდომის მუშაობაში.
ცხრილი: ბიუროსა და ასამბლეის კომიტეტის სხდომები, რომლის მუშაობაშიც საქართველოს
დელეგაციის წევრები იღებდნენ მონაწილეობას
თარიღი
14 იანვარი, 2022
14 იანვარი, 2022
21 იანვარი, 2022
1 თებერვალი, 2022
1 თებერვალი, 2022
4 მარტი, 2022
11 მარტი, 2022
11 მარტი, 2022
14-15 მარტი, 2022
14-15 მარტი, 2022
16 მარტი, 2022
17 მარტი, 2022
21 მარტი, 2022
29 მარტი, 2022
ღონისძიება
ბიუროს სხდომა
ევროპის
ადამიანის
უფლებათა
სასამართლოს
მოსამართლეთა
არჩევის კომიტეტის სხდომა
ბიუროს სხდომა
პოლიტიკური კომიტეტის სხდომა
მონიტორინგის კომიტეტის სხდომა
კულტურის კომიტეტის სხდომა
თანასწორობის კომიტეტის სხდომა
პოლიტიკური კომიტეტის სხდომა
თანასწორობის კომიტეტის სხდომა
პოლიტიკური კომიტეტის სხდომა
პოლიტიკური კომიტეტის სხდომა
სოციალური კომიტეტის სხდომა
მიგრაციის კომიტეტის სხდომა
მონიტორინგის კომიტეტის სხდომა
მონაწილე
ირაკლი კობახიძე
გივი მიქანაძე
ირაკლი კობახიძე
არჩილ თალაკვაძე
ირაკლი ჩიქოვანი
თამარ ტალიაშვილი
თამარ ტალიაშვილი
არჩილ თალაკვაძე
თამარ ტალიაშვილი
ირაკლი ჩიქოვანი
არჩილ თალაკვაძე
მარიამ ლაშხი
აკაკი მინაშვილი
ირაკლი ჩიქოვანი (პარიზი),
ხატია დეკანოიძე
(დისტანციურად)
30 მარტი, 2022
მონიტორინგის
კომიტეტის ირაკლი ჩიქოვანი
კონფლიქტთა ქვეკომიტეტის სხდომა
4 აპრილი, 2022
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გივი მიქანაძე
სხდომა
7-8 აპრილი, 2022
ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტი
მარიამ ლაშხი
21 აპრილი, 2022
კულტურის კომიტეტის სხდომა
თამარ ტალიაშვილი
21 აპრილი, 2022
პოლიტიკური კომიტეტის სხდომა
არჩილ თალაკვაძე
29 აპრილი, 2022
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გივი მიქანაძე
სხდომა
9-10 მაისი, 2022
კულტურის კომიტეტის სხდომა
თამარ ტალიაშვილი
16 მაისი, 2022
სოციალური კომიტეტის სხდომა
ლევან იოსელიანი
23 მაისი, 2022
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გივი მიქანაძე
სხდომა
24-25 მაისი, 2022
მონიტორინგის კომიტეტის სხდომა
ირაკლი ჩიქოვანი
9 ივნისი, 2022
ევროპის პრიზი - ქვეკომიტეტი
მარიამ ლაშხი
5-6 სექტემბერი, 2022
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გივი მიქანაძე
სხდომა
12-13 სექტემბერი, 2022 პოლიტიკური კომიტეტის სხდომა
არჩილ თალაკვაძე
14-15 სექტემბერი, 2022 მონიტორინგის კომიტეტის სხდომა
ირაკლი ჩიქოვანი
7
29-30 სექტემბერი, 2022 ევროპის
ადამიანის
უფლებათა
სასამართლოს
მოსამართლეთა
არჩევის კომიტეტის სხდომა
14 ნოემბერი, 2022
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
სხდომა
12 დეკემბერი, 2022
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
სხდომა
13 დეკემბერი, 2022
პოლიტიკური კომიტეტის სხდომა
14-15 დეკემბერი, 2022 მონიტორინგის კომიტეტის სხდომა
15 დეკემბერი, 2022
დემოკრატიული არჩევნების საბჭო
გივი მიქანაძე
გივი მიქანაძე
გივი მიქანაძე
ირაკლი ჩიქოვანი
ირაკლი ჩიქოვანი
გივი მიქანაძე
8