ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი კობახიძე, ეკა სეფაშვილი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ხატია დეკანოიძე) 2023 წლის 22-28 იანვარს ქალაქ სტრასბურგში მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
წერილი
2-2246/23
17-02-2023
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 22-28 იანვარს, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. სტრასბურგში
გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, რომლის
მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა.
გიგზავნით აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს.
(დანართი: 6 გვერდი).
პატივისცემით,
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის
ანგარიში სტრასბურგში, საფრანგეთში
გამართული
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
2023 წლის სესიის პირველი ნაწილის
მივლინების შესახებ
მივლინების
ადგილი
მივლინების
თარიღი
მივლინების
მიზანი
დელეგაციის
შემადგენლობა
ქ. სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა
2023 წლის 22-28 იანვარი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2023 წლის ზამთრის სესიის
მუშაობაში მონაწილეობის მიღება
ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო:
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
აქტივობები
ირაკლი ჩიქოვანი - დელეგაციის ხელმძღვანელი;
ირაკლი კობახიძე;
ეკა სეფაშვილი;
ხატია წილოსანი;
გივი მიქანაძე;
არჩილ თალაკვაძე;
ლევან იოსელიანი;
ხატია დეკანოიძე;
ერეკლე
კოპლატაძე
საერთაშორისო
ურთიერთობათა
დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი;
ალექსანდრე რამიშვილი - დელეგაციის მდივანი.
საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე და დაესწრო სესიის
განმავლობაში მიმდინარე კომიტეტების და ქვე-კომიტეტების შეხვედრებს.
სესიის განმავლობაში, ასამბლეამ ხელმეორედ აირჩია გაერთიანებული
ევროპელი მემარცხენეების (EUL) ხელმძღვანელი, ტინი კოქსი ევროპის
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად. აღსანიშნავია, რომ მისი
ოპონენტი იყო უკრაინის დელეგაციის წევრი, ოლეკსანდრ მერეჟკო. ასევე
დამტკიცდა ვიცე-პრეზიდენტების და დელეგაციის წევრების სია.
სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა ისეთ
თემებზე, როგორიცაა ბიუროს პროგრესის ანგარიში, შეიარაღებული
კონფლიქტი და სექსუალური ძალადობა, რეიკიავიკის სამიტი, სტამბოლის
კონვენცია, ოჯახური ტყვეობა, კონტაქტების მომძიებელი აპლიკაციები,
მოლდოვას მონიტორინგის ანგარიში და მონიტორინგის კომიტეტის
საქმიანობის პროგრესის წლიური ანგარიში.
2023 წლის სესიის პირველი ნაწილის მივლინების ანგარიში
ასამბლეაზე სტუმრის სტატუსით წარდგა გერმანიის საგარეო საქმეთა
მინისტრი, ანალენა ბერბოკი. დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს ევროპის
საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია ბურიჩმა და ისლანდიის პრემიერ
მინისტრმა, კატრინ იაკობსდოტირმა.
ორშაბათი,
23 იანვარი
დილის სესიაზე ასამბლეამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩია
გაერთიანებული ევროპელი
მემარცხენეების (EUL) ხელმძღვანელი, ტინი კოქსი, 175 ხმით. აღსანიშნავია,
რომ იანვრის სესიამდე კანდიდატურა მოულოდნელად წამოაყენა უკრაინის
დელეგაციის წევრმა, ოლეკსანდრ მერეჟკომ, რომელმაც ასამბლეის
საპრეზიდენტო არჩევნებზე 44 ხმა მიიღო.
ასამბლეამ დაამტკიცა ვიცე-პრეზიდენტების სია და დელეგაციების
განახლებული შემადგენლობები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს
დელეგაციაში მარიამ ლაშხი ჩაანაცვლა ხატია წილოსანმა, ხოლო თამარ
ტალიაშვილის გადადგომის შემდეგ დარჩენილი ვაკანტური პოზიცია
დაიკავა ეკა სეფაშვილმა.
ასამბლეის წევრებმა გაითვალისწინეს ბიუროს რეკომენდაცია
და
დაამტკიცეს გადაუდებელი საკითხის „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის
ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებების
ასპექტები“ და მიმდინარე საკითხების “ბოლო პერიოდში გამოწვეული
დაძაბულობა პრიშტინასა და ბელგრადს შორის“ და „ლაჩინის დერეფნის
ბლოკადის ჰუმანიტარული შედეგების“ განხილვა.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა და
უმრავლესობის ლიდერმა და დელეგაციის წევრმა ირაკლი კობახიძემ,
ევროსაბჭოში
საქართველოს
მუდმივ
წარმომადგენელთან,
თამარ
ტალიაშვილთან ერთად, შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს გენერალურ
მდივანთან მარია ბურიჩთან. ასევე, საქმიანი შეხვედრები გამართეს SOC
პოლიტიკური ჯგუფის ლიდერთან, ფრანკ შვაბესთან და ასამბლეის
პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან.
დღის განმავლობაში, დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს
კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრებში. დელეგაციის
წევრი, გივი მიქანაძე სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების (SOC)
პოლიტიკური ჯგუფის რეკომენდაციით ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის წევრი გახდა.
2
2023 წლის სესიის პირველი ნაწილის მივლინების ანგარიში
სამშაბათი,
24 იანვარი
სამშაბათს, საპარლამენტო ასამბლეას კენჭისყრაზე წარედგინა ადამიანის
უფლებათა
ევროპულ
სასამართლოში
დანიისა
და
ისლანდიის
მოსამართლეთა კანდიდატები.
დილის სესიაზე ასამბლეის დებატები გაიმართა ანგარიშზე შეიარაღებული
კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის შესახებ. ამ საკითხთან
დაკავშირებით, ასამბლეას მიმართა საქართველოს დელეგაციის წევრმა,
ხატია დეკანოიძემ, სადაც მან ხაზი გაუსვა ქალების მიმართ რუსეთის ჯარის
მიერ ჩადენილ დანაშაულებს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ
საქართველოში 90იან და 2008 წლებში.
ამ საკითხზე დისკუსიების ამონაწერი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია
შემდეგ ბმულზე: https://pace.coe.int/en/verbatim/2023-01-24/am/en#theme-1472
რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ ასამბლეას სიტყვით მიმართა და
დასმულ შეკითხვებს უპასუხა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა,
ანალენა ბერბოკმა. მისი გამოსვლა და შეკითხვები ძირითადად ეხებოდა
უკრაინაში მიმდინარე ომს. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ომი არ არის ომი
მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ და რომ რუსეთი ასევე თავს ესხმის საერთო
ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ მშვიდობას. მან აღნიშნა, რომ
ევროპამ თავის დროზე ყურადღება არ მიაქცია ადრეულ გაფრთხილებებს,
რომ მისმა ქვეყანამაც (გერმანიამ) დაუშვა ანალოგიური შეცდომა და არ
დაუთმო სათანადო ყურადღება ბალტიისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ
ევროპელების გაფრთხილებას რუსეთის აგრესიული ხასიათის შესახებ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა რეიკიავიკში დაგეგმილი სამიტის და ადამიანის
უფლებათა
ევროპული კონვენციის
მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია
მინისტრის მოწოდება თურქეთის ხელისუფლების მიმართ, დაემორჩილონ
ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენს და გაათავისუფლონ ოსმან
კავალა, სელათინ დემირტაში და სხვა პოლიტიკური პატიმრები.
ამ საკითხზე დისკუსიების ამონაწერი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია
შემდეგ ბმულზე: https://pace.coe.int/en/verbatim/2023-01-24/am/en#theme-1475
დღის მეორე სხდომაზე, ასამბლეას სიტყვით მიმართა და დეპუტატების
შეკითხვებს უპასუხა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანმა, მარია ბურიჩმა.
მან ისაუბრა ევროპაში მიმდინარე პრობლემებზე, რომელიც გამოიხატება
პოპულიზმში,
უმცირესობების
უფლებების
დარღვევებში
და
დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრაში. მან აღნიშნა, რომ
რუსეთის აგრესია უკრაინის წანააღმდეგ არის ამ ყველაფრის ყველაზე დიდი
მაგალითი და ამ პრობლემების შედეგი. ევროპის საბჭოს გენერალურმა
მდივანმა ასევე ყურადღება გაამახვილა რეიკიავიკში ჩანიშნულ სამიტზე, და
გამოთქვა იმედი, რომ სამიტის დეკლარაცია არა მხოლოდ დაადასტურებს
საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას,
არამედ გააღრმავებს კიდევაც.
ამ საკითხზე დისკუსიების ამონაწერი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია
შემდეგ ბმულზე: https://pace.coe.int/en/verbatim/2023-01-24/pm/en#theme-1480
3
2023 წლის სესიის პირველი ნაწილის მივლინების ანგარიში
დღის ბოლოს, დებატებზე გავიდა საკითხი “ევროპის საბჭოს რეიკიავიკის
სამიტი: განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ღირებულებების ირგვლივ
გაერთიანება“. აღსანიშნავია, რომ ასამბლეამ გაითვალისწინა საქართველოს
დელეგაციის მიერ შეთავაზებული ორი ჩასწორება რეკომენდაციის ტექსტში,
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ამავდროულად,
ასამბლეამ
არ გაითვალისწინა საქართველოს დელეგაციის მიერ
შეთავაზებული ორი დამატებითი ჩასწორება. დელეგაციის ხელმძღვანელმა
ირაკლი ჩიქოვანმა, რეზოლუციის ტექსტში ჩასწორების
წარდგენისას
აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე, არ უნდა
დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გაცილებით ადრე
დაიწყო და რომ საქართველოც არის ამ პოლიტიკის მსხვერპლი. “ევროპის
საბჭოს რეიკიავიკის სამიტის“ საკითზე სიტყვით გამოვიდა მონიტორინგის
კომიტეტში საქართველოზე ყოფილი მომხსენებელი, ტიტუს კორლატეანი
(რუმინეთი, SOC). მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის
პატივისცემის მნიშვნელობა და რუსეთის ჯარის საქართველოს და
მოლდოვას ტერიტორიებიდან გასვლის აუცილებლობა. საქართველოს
მიმართ მსგავსი ტიპის განცხადება გააკეთა საფრანგეთის დელეგაციის წევრმა
ბერნარდ ფურნიემ (EPP/CD)
ამ საკითხზე დისკუსიების ამონაწერი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია
შემდეგ ბმულზე: https://pace.coe.int/en/verbatim/2023-01-24/pm/en#theme-1484
დღის განმავლობაში, დელეგაციის
კომიტეტების შეხვედრებში.
ოთხშაბათი,
25 იანვარი
წევრებმა
მონაწილეობა
მიიღეს
ოთხშაბათის პირველი სხდომა გაიხსნა საკითხით „შეიარაღებული
კონფლიქტების გავლენა გარემოზე“, რომელზეც სიტყვით გამოვიდა
საქართველოს დელეგაციის წევრი ხატია დეკანოიძე. მან ისაუბრა რუსეთის
აგრესიით გამოწვეულ ეკოლოგიურ ზიანზე, აღნიშნა უკრაინაზე თავდასხმით
რუსეთის მიერ დაზიანებული ბუნება კასპის ზღვაში და შესაძლო
დამატებითი ზიანი ჩერნობილის სადგურზე. თავის სიტყვაში, ხატია
დეკანოიძემ ხაზი გაუსვა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ეკოლოგიურ
ტრაგედიას.
სხდომა დასრულდა საკითხის „კონტაქტის მომძიებელი აპლიკაციები:
ეთიკური, კულტურული და საგანმანათლებლო გამოწვევები“ განხილვით.
დღის მეორე სხდომაზე ასამბლეის წევრებმა ისაუბრეს
მიმდინარე
საკითხების პროცედურით (current affairs) გათვალისწინებულ საკითხზე „პრიშტინასა და ბელგრადს შორის მიმდინარე დაძაბულობა“. ამ საკითხის
განხილვა მიმდინარე საკითხის პროცედურით მოითხოვა ბრიტანეთის
დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯონ ჰაუელმა (EC/DA) და თავის მხრივ
გააკრიტიკა სერბეთი, მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოში კოსოვოს სრულ
წევრობას და მოუწოდა ასამბლეას კრიტიკულად შეეფასებინა მიმდინარე
დაძაბულობა უკრაინაში ომის ფონზე.
4
2023 წლის სესიის პირველი ნაწილის მივლინების ანგარიში
ამ საკითხზე დისკუსიების ამონაწერი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია
შემდეგ ბმულზე: https://pace.coe.int/en/verbatim/2023-01-25/am/en#theme-1488
დღის განმავლობაში, დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს
კომიტეტების და პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრებში. SOC პოლიტიკურმა
ჯგუფმა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი
ჯგუფის ვიცე თავჯდომარედ დაამტკიცა.
ხუთშაბათი,
26 ინვარი
ხუთშაბათის სხდომა გაიხსნა გადაუდებელი საკითხების (urgent affairs)
პროცედურით გათვალისწინებულ საკითხით „უკრაინის წინააღმდეგ
რუსეთის ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა
ასპექტები”. ამ საკითხზე შვეიცარიელმა მომხსენებელმა დამიენ კოტიემ
(ALDE) მიმოიხილა ანგარიში და ხაზი გაუსვა, რომ იზრდება
მტკიცებულებები, რომ ოფიციალური რუსული რიტორიკა შეიცავს
გენოციდის ან გენოციდის განზრახვის საჯარო წაქეზების ელემენტებს. ასევე,
ისაუბრა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობაზე და
რეპარაციის მნიშვნელობაზე. თავიანთ გამოსვლებში, რუსეთის ომი
საქართველოს
წინააღმდეგ
გაიხსენა
ესტონეთის
დელეგაციის
ხელმძღვანელმა ერიკ კროსმა (ALDE) და აზერბაიჯანის დელეგაციის წევრმა
ერკინ გადრილიმ (EC/DA), ხოლო უკრაინის დელეგაციის წევრმა სერჰი
სობოლიევმა (EPP/CD) ასამბლეას შეახსენა, რომ რუსეთის აგრესია არ
დაწყებულა უკრაინაში, არამედ დაიწყო საქართველოში 2008 წელს.
ამ საკითხის ფარგლებში, ასამბლეას ასევე მიმართა 2022 წლის ნობელის
პრემიის ლაურეატმა და სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის
ხელმძღვანელმა, ალექსანდრა მატვიჩუკმა. მან თავის სიტყვაში ყურადღება
გაამახვილა სამხედრო დანაშაულების უპრეცედენტო რაოდენობაზე, აღნიშნა,
რომ არსებობს ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის დაკისრების
პრობლემა და განაცხადა, რომ საჭიროა აგრესიის დანაშაულზე სპეციალური
ტრიბუნალის შექმნა. სიტყვის ბოლოს, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარი უკვე
წლებია სჩადის ომის დანაშაულებს, მათ შორის საქართველოში, მოლდოვაში,
სირიაში და ა.შ.
ამ საკითხზე დისკუსიების ამონაწერი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია
შემდეგ ბმულზე: https://pace.coe.int/en/verbatim/2023-01-26/am/en
დღის მეორე ნახევარში ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია „ასამბლეის
მონიტორინგის პროცედურის პროგრესის შესახებ“, სადაც საქართველოც იყო
მოხსენიებული, როგორც ამ პროცედურის ქვეშ მყოფი ქვეყანა. ამ საკითხზე
სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი
ჩიქოვანი და დელეგაციის წევრი არჩილ თალაკვაძე.
ირაკლი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა იმ ახლო სამუშაო ურთიერთობას, რომელიც
არსებობს საქართველოსა და ასამბლეის ინსტიტუტებს შორის და აღნიშნა,
რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოში არის აშკარა პროგრესი.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს
ტერიტორიების განგრძობითი ოკუპაციისა და რეგიონში არსებული
5
2023 წლის სესიის პირველი ნაწილის მივლინების ანგარიში
უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს შეუძლია
განახორციელოს რეფორმები და განამტკიცოს დემოკრატია. მან ასევე
აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს უფრო ძლიერი და პლურალისტური
პარლამენტი ვიდრე მანამდე, რომელიც აღჭურვილია ზედამხედველობისა
და
ანგარიშვალდებულების,
ასევე,
ოპოზიციის
საქმიანობისთვის
განკუთვნილი უფრო ეფექტური მექანიზმებით; ასევე აღნიშნა, რომ მედია
გახდა დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი. სიტყვის დასასრულს, მან
ასამბლეას შეახსენა, რომ საქართველო დღეს არის გაცილებით უკეთესი
ქვეყანა, ვიდრე ის იყო 10 წლის წინ.
ამ საკითხზე დისკუსიების ამონაწერი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია
შემდეგ ბმულზე: https://pace.coe.int/en/verbatim/2023-01-26/pm/en#theme-1510
ამ საკითხის შემდეგ, ასამბლეას მიმართა და დეპუტატების შეკითხვებს
უპასუხა ისლანდიის პრემიერ მინისტრმა, კატრინ იაკობსდოტირმა.
სხდომაზე ასევე განიხილეს და დაამტკიცეს მოლდოვას რესპუბლიკის
მიმართ შემუშავებული ანგარიში - „მოლდოვას მიერ ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების შესახებ“.
დღის ბოლოს გაიმართა დისკუსია მიმდინარე საკითხების პროცედურით
(current affairs) გათვალისწინებულ საკითხზე “ლაჩინის დერეფნის ბლოკადის
ჰუმანიტარული შედეგები”. შვეიცარიელმა მომხსენებელმა, პიერ-ალან
ფრიდესმა ასამბლეას მოახსენა ორივე მხარის შეხედულების შესახებ,
განიხილა მოკლე ისტორია, ასევე გაეროსა და ევროპული პარლამენტის მიერ
მიღებული რეზოლუციები. სიტყვის ბოლოს, მან შეახსენა აზერბაიჯანის
მთავრობას, რომ ბურთი მათ მოედანზეა და შეუძლიათ გახსნან კორიდორი
და აირიდონ ჰუმანიტარული ტრაგედია.
ამ საკითხზე დისკუსიების ამონაწერი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია
შემდეგ ბმულზე: https://pace.coe.int/en/verbatim/2023-01-26/pm/en#theme-1514
პარასკევი,
27 იანვარი
დღის განმავლობაში, დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს
კომიტეტების შეხვედრებში.
პარასკევს ასამბლეამ განიხილა და დაამტკიცა ორი საკითხი, „სიცოცხლის
მოსპობის გამომწვევი ავტონომიური იარაღის სისტემების ზრდა და
ადამიანის უფლებათა ევროპული კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქცევა“ და
„ევროპის ღია საბჭოს აკადემიური ქსელების მშენებლობა“
ბიურომ დაამტკიცა მონიტორინგის კომიტეტის ახალი წევრები, მათ შორის
EPP/CD-ის მიერ ნომინირებული, საქართველოს დელეგაციის წევრი ხატია
დეკანოიძე.
ანგარიში
მოამზადა:
დამატებითი ინფორმაცია იანვრის სესიის შესახებ ინგლისურ ენაზე
ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://pace.coe.int/en/pages/session-202301
ერეკლე კოპლატაძემ
6