საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-2236/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2023-02-22
შენიშვნები 129-XIმს-Xმპ ცნობად იქნა მიღბული

📜 ტექსტი

წერილი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-2236/23 17-02-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის განათლებისა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეულ საქმიანობის ანგარიშს. დანართი 43 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge და მეცნიერების
ანგარიში
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2022 წლის საქმიანობის ანგარიში 2023 წელი 0|Page შინაარსი შესავალი ............................................................................................................................................... 2 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ ..................................................................................... 3 მთავარი მიღწევები და გამოწვევები ............................................................................................... 5 სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები................................................................................ 7 საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობა ...................................................................... 9 კანონშემოქმედებითი საქმიანობა .................................................................................................. 11 წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები ......................................... 11 სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები ............................ 15 საქართველოს დადგენილების პროექტები .............................................................................. 17 კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები ....................................................... 18 საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება .......................... 20 საზედამხედველო საქმიანობა ........................................................................................................ 23 კომიტეტის წინაშე წარდგენილი ანგარიშები .......................................................................... 23 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობა .................................................... 26 მიღებული ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხვედველობა.......................................................... 26 კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევები .......................................... 27 წარმომადგენლობითი მიმართულება .......................................................................................... 31 საზოგადოებასთან ურთიერთობა .............................................................................................. 31 ვიზიტები რეგიონებში ................................................................................................................. 32 კომიტეტის მიერ გამართული შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან ................. 33 სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა ............................................................................. 35 კომიტეტის კორესპონდენცია ..................................................................................................... 36 პარლამენტის სპეციალური ჯილდო ......................................................................................... 37 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა ................................................................ 38 კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება .................................................................................... 40 შეჯამება .............................................................................................................................................. 42 1|Page შესავალი მოცემული ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილია კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება. დოკუმენტში მიმოხილულია განათლებისა და მეცნიერების დარგში გამოწვევები და მიღწევები, სფეროს ძირითადი ტენდენციები, ასევე, ინფორმაცია კომიტეტის კანონშემოქმედებითი, არსებული მოცემულია საზედამხედველო და წარმომადგენლობითი საქმიანობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრავს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტის გამჭირვალეობის უზრუნველყოფისათვის საჭირო მექანიზმია. საჯარო უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების 16.6 მიზანს, რომელიც გულისხმობს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭირვალე ინსტიტუტების შექმნას ყველა დონეზე. ამასთანავე, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ინიციატივის მიხედვით, საჯარო მმართველობის პრინციპებს შორისაა ანგარიშვალდებულება, სანდოობა, პროგნოზირებადობა, მონაწილეობა, ღიაობა, გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ეფექტურობა. საქმიანობის პროცესში, ზემოხსენებული პრინციპების დაცვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე და განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე. დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, მოცემულია ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების შესახებ. 2|Page ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ 2022 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებდა და მხარს უჭერდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოლიტიკას, მათ შორის, ამ სფეროებში ინსტიტუციური რეფორმირების კუთხით. კომიტეტი ამზადებდა და განიხილავდა განათლებისა და მეცნიერების სფეროსთან დაკავშირებულ კანონპროექტებს, მხარს უჭერდა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების ეფექტიანად განხორციელებას. კომიტეტი უზრუნველყოფდა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში პროექტების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, დარგობრივი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობას. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად და სახელმწიფო პრიორიტეტებიდან განხორციელებას აღმასრულებელი გამომდინარე, უზრუნველყოფდა:  კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვას;  საზედამხედველო საქმიანობის ხელისუფლების შესაბამის უწყებებზე საპარლამენტო კონტროლის გზით;  საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;  საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობასა და მასში საზოგადოების ჩართულობას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტის საქმიანობა მიმართული იყო შემდეგი მიზნების მიღწევისკენ:  განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა და აღნიშნულ პროცესში თანამონაწილეობა;  მაღალი ხარისხის სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 3|Page  ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;  სასკოლო საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა;  უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;  უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება და სისტემის ინტერნაციონალიზაცია;  მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის მოდერნიზაცია. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კოდექსის შემუშავების პროცესის დაწყებისა და ამ კონტექსტში, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის გადაწყვეტილებით განისაზღვრა თემატური მომხსენებლები სკოლამდელი და ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. 4|Page მთავარი მიღწევები და გამოწვევები საანგარიშო პერიოდში, კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა კანონშემოქმედებით საქმიანობას, მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:  სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა, ავტორიზაციის პროცესის გაუმჯობესების გზით;  უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის მეშვეობით;  მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაცია და აღნიშნული პროფესიის დასაუფლებლად ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს სტუდენტებისთვის სწავლის პარალელურად მასწავლებელთა მომზადების 60კრედიტიანი პროგრამის გავლის შესაძლებლობის მიცემას;  სპეციალური მასწავლებლების მსურველებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა და სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საკანონმდებლო საფუძვლების შემუშავება;  დაწყებითი განათლების საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილება. საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა აქტიურად გამოიყენა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტები, მათ შორის, თემატური მოკვლევა განხორციელდა შემდეგ საკითხებზე:  სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში;  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლა;  ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით. ამასთანავე, კომიტეტი ზედამხედველობას უწევდა მიღებული კანონების აღსრულებას ასევე, ისმენდა ანგარიშებს კომიტეტის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. 5|Page საანგარიშო პერიოდში, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, გაძლიერდა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, შესაბამისად, განისაზღვრა პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. კომიტეტის მიერ კონკრეტული მიმართულების პოლიტიკის განსაზღვრისა და ცალკეული ინიციატივების ანალიზის პროცესში, აქტიურად მუშაობდა სკოლამდელი და ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები. 6|Page სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 2022 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე შეიმუშავა და დაამტკიცა სამოქმედო გეგმა, სადაც განისაზღვრა 4 სტრატეგიული მიზანი, 16 ამოცანა და 71 აქტივობა. კომიტეტმა 2022 წლისთვის გამოყო 4 ძირითადი მიმართულება: 1. პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და კანონშემოქმედება; 2. საზედამხედველო საქმიანობა; 3. საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია; 4. ორგანიზაციული განვითარება. მიმართულებების განსაზღვრის შემდგომ, სტრატეგიული მიზნები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 1. მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და საკანონმდებლო საქმიანობის კოორდინირება; 2. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის წარმართვა კანონის აღსრულების, ასევე დარგობრივი მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციების მუშაობის გასაუმჯობესებლად; 3. კომიტეტის საქმიანობასა და დარგობრივი მიმართულებით არსებული სიახლეების შესახებ, დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირების მიზნით, კომუნიკაციის გაუმჯობესება; 4. კომიტეტის შიდა ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება მისი მანდატით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის. აღნიშნული მიზნების მისაღწევად კომიტეტმა განსაზღვრა შესაბამისი ამოცანები და აქტივობები. საანგარიშო პერიოდში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განახორციელა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო და კვლევითი საქმიანობა. აღნიშნულის შესასრულებლად კომიტეტი აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დარგობრივ ექსპერტებთან, სამეცნიერო საზოგადოებასთან და კომიტეტის ბაზაზე არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსთან. 7|Page მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, ასევე კომიტეტისა და აპარატის ინსტიტუციურ განვითარებას. ამ კუთხით, წლის განმავლობაში, კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც პარლამენტის, ისე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ ტრენინგებსა და პროექტებში. 2022 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ძირითადი ნაწილი კომიტეტმა შეასრულა, ასევე, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა იმუშავა იმ საკითხებზეც, რომელიც გასული წლის სამოქმედო გეგმით არ იყო გათვალისწინებული. 8|Page საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობა საანგარიშო პერიოდში, სამუშაოს შესრულებისას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ვალდებულებებით, აქედან გამომდინარე, კომიტეტი უზრუნველყოფდა მათთან შესაბამისობასა და აღნიშნული მიმართულებით აქტივობების განხორციელებას. 2022 წლის განმავლობაში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობის კუთხით, კომიტეტმა შეიმუშავა და სამოქმედო გეგმაში ასახა ის აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის 1-ლი ამოცანის შესაბამისად, რაც გულისხმობს 2030 წლისთვის ყველა გოგონასა და ბიჭისთვის სრულად უფასო, თანასწორი და ხარისხიანი დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უზრუნველყოფას, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზების თვისებრივად ახალ მიდგომების დანერგვას გულისხმობს. მე-4 მიზნის 1-ლი, მე-5, 4ა და 4გ ამოცანების მიღწევის მიზნით, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს უთანასწორობების აღმოფხვრას, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის განათლების თანაბარი წვდომის უზრუნველყოფის, მათ შორის, კვალიფიციური მასწავლებლების რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდის მეშვეობით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით შეიქმნა სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამა და განისაზღვრა მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. აღნიშნული გაზრდის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე პირების კვალიფიკაციას. ასევე, კომიტეტმა მიიღო კანონი, რომელიც მასწავლებლის პროფესიის დასაუფლებლად ახალი შესაძლებლობებს იძლევა, რაც სტუდენტებისთვის სწავლის პარალელურად მასწავლებელთა მომზადების 60- კრედიტიანი პროგრამის გავლის შესაძლებლობის მიცემას გულისხმობს. მე-4 მიზნის 1-ლი და მე-5 ამოცანების მიღწევისთვის, კომიტეტმა ჩაატარა თემატური მოკვლევა ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობასთან 9|Page დაკავშირებით. ხოლო, ამავე მიზნის 1-ლი ამოცანის შესაბამისად კომიტეტმა ჩაატარა თემატური მოკვლევა სასკოლო საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობის შესწავლისთვის. მოკვლევების შედეგად გამოიკვეთა გამოწვევები და გაიცა რეკომენდაციები შესაბამისი უწყებების მისამართით. მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მე-6 ამოცანის შესაბამისად, რაც გულისხმობს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნას ყველა დონეზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ახორციელებდა შემდეგ აქტივობებს:  დროული და ეფექტიანი რეაგირება მოქალაქეთა წერილებზე;  მოქალაქეებისთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე, საკონსულტაციო შეხვედრები, კომიტეტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა ჩართულობით;  კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების (სხდომები, შეხვედრები, ღონისძიებები და ა.შ.) შესახებ მოქალაქეების ინფორმირება, პარლამენტის ვებგვერდისა და კომიტეტის სოციალური არხების მეშვეობით;  კომიტეტის მიერ განხორციელებულ აქტივობებში მედიის წარმომადგენელთა ჩართულობა. მე-16 მიზნის მე-7 ამოცანის შესაბამისად, რაც გულისხმობს ყველა დონეზე სწრაფი რეაგირების უნარის წარმომადგენლობითი მქონე, ინკლუზიური, გადაწყვეტილებათა მონაწილეობაზე მიღების პროცესის დაფუძნებული და უზრუნველყოფას, კომიტეტი ახდენდა საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, დარგობრივი ორგანიზაციებისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების ჩართულობას, ამასთანავე, კომიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებდა სამი დარგობრივი სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭო. 10 | P a g e კანონშემოქმედებითი საქმიანობა 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ჩაატარა ოცდაორი სხდომა. კომიტეტმა წამყვანის სტატუსით განიხილა 14, ხოლო სავალდებულო წესით 11 კანონპროექტი, რომელთა ინიციატორებიც იყვნენ:  საქართველოს პარლამენტის წევრები - ექვსი;  საქართველოს მთავრობა - ცხრამეტი. საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა განიხილა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ერთ დადგენილების პროექტსა და ოთხ საკანონმდებლო წინადადებაზე, ამასთანავე, განიხილა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შვიდი საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმება. წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2022 წელს, წამყვანის სტატუსით განიხილა 14 კანონის პროექტი. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/93; 24.11.2021) ცვლილების შედეგად, დაწესებულებების 2022 წლიდან საგანმანათლებლო დაიწყო პროგრამების უმაღლესი საგანმანათლებლო კლასტერული აკრედიტაცია. ცვლილება გამომდინარეობდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განახლებისა და განვითარების, ასევე, ევროპის უმაღლესი განათლების სისტემასთან დაახლოების მიზნებიდან. ცვლილებების მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სააკრედიტაციოდ წარადგინოს 11 | P a g e შინაარსობრივად დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამები, ე.წ. კლასტერის სახით, არაუმეტეს 8 საგანმანათლებლო პროგრამისა. წარმოდგენილი ცვლილებებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო შეფასება. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/95; 01.12.2021) საკანონმდებლო ცვლილებები ორიენტირებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რასაც მოჰყვა ავტორიზაციის სტანდარტების ცვლილება და პროგრამების აკრედიტაციის მექანიზმის ცვლილება, აღნიშნული ნაწილობრივ ინტეგრირდა ავტორიზაციის პროცესში. აღსანიშნავია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები შეფასდებიან, არა მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ შინაარსობრივადაც. გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, საბჭოს მიენიჭა უფლება, გარკვეული ხარვეზის შემთხვევაში, იმსჯელოს და გააუქმოს, არა სრულიად საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ, მისი კონკრეტული პროგრამა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/105; 06.12.2021) ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შექმნას საერთაშორისო სამაგისტრო/ სადოქტორო სკოლა, რომელსაც ექნება განსხვავებული სტრუქტურა. აღნიშნული ხელს უწყობს უმაღლესი განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციასა და განვითარებას. ცვლილების მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე, შესაძლებლობა მიეცათ შიდა სამაგისტრო გამოცდები ჩაატარონ საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე. წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებდა, აგრეთვე, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის გაცემის ვალდებულების მოხსნას. 12 | P a g e ამასთანავე, ცვლილება შეეხო ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესს, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება მისი მონაცემები და გაცემის საკითხები. საქართველოს პარლამენტის წევრის კ. კახიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-3/85; 22.06.2021) აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს სავალდებულო წესით სახელმწიფო დროშის აღმართვასა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსებას საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე. ამავდროულად, სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებას. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ამილახვარის, თამარ ტალიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ხათუნა კვიციანის, ვლადიმერ კახაძის, ბექა დავითულიანის, როსტომ ჩხეიძის და რამინა ბერაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/188; 06.04.2022) კანონის პროექტი ითვალისწინებდა დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილებას. სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცათ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდება. 2022 წელს, ამ უფლებით, დაახლოებით 2500-მა მოსწავლემ ისარგებლა. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ამილახვარის, თამარ ტალიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ხათუნა კვიციანის, მარიამ ლაშხის, ვლადიმერ კახაძის და ბექა დავითულიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/186; 30.03.2022) კანონში შესული ცვლილების თანახმად, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60-კრედიტი) საბაკალავრო საფეხურზე სწავლის პარალელურად გაიარონ. 13 | P a g e საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ეკა სეფაშვილის, გიორგი ამილახვარის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და თამარ ტალიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/166; 09.02.2022) კანონში შესული ცვლილების მიხედვით, განსხვავებულად რეგულირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხი. აღნიშნული სტუდენტების მობილობა და სტატუსის შეჩერება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება, როგორიცაა ბავშვის მოვლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გაუარესება, რომელიც შეუსაბამოა სამხედრო სამსახურის შემდგომი გაგრძელებისთვის. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/164; 06.07.2022) ცვლილების მიხედვით, შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში უცხო ენის მასწავლებლობის მსურველი პირი გათავისუფლდა გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან, გარდა იმ უცხო ენებისა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული), რომელშიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/166; 15.07.2022) კანონში შესული ცვლილების თანახმად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განათლების უზრუნველყოფის განათლებისთვის მიზნით, დადგენილი დაზუსტდა სპეციალური მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კანონის ახალი რედაქციით ფსიქოლოგის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხის მქონე პირს შესაძლებლობა მიეცა სკოლაში დასაქმდეს სპეციალური 14 | P a g e მასწავლებლის სტატუსით. ასევე, ცვლილებების შედეგად, გაჩნდა სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამა. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ამილახვარის, ვლადიმერ კახაძის, მაია მენაღარიშვილის, გენრიეტა წიწავას, ბაია კვიციანის და ბექა დავითულიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/273, 07.12.2022) კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ბაგა-ბაღების ავტორიზაციის დამტკიცებული სქემის პროცესი გადავადდა 2023 წლის 31 მარტამდე. ცვლილების მიზანი იყო, ერთი მხრივ, კერძო ბაღებისთვის რეგისტრაციისა და საქმიანობის გაგრძელების, ხოლო, მეორე მხრივ არსებული სტატუსის შეცვლისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესაძლებლობის მიცემა. სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2022 წელს, სავალდებულო წესით განიხილა 11 კანონის პროექტი. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების პროფესიული შესახებ“, „მობილიზაციის განათლების შესახებ“ შესახებ“, „წიაღის საქართველოს შესახებ“, კანონებსა და „სპეციალური „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№072/134; 06.04.2022) ცვლილების მიხედვით, მეხანძრე-მაშველთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ვალდებულება განესაზღვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. 15 | P a g e საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/173; 02.08.2022) კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები ეროვნულ კანონმდებლობაში აისახა, ასევე, შეიცვლა მეზღვაურთა გასაუბრების წესი. ცვლილების მიხედვით, კომისია ჩამოყალიბდა იმ სპეციალისტებით, საფუძველზე რომლებიც შეირჩევიან. დამოუკიდებლად, კანონით, ასევე, კომპიუტერული დარეგულირდა უმაღლესი პროგრამის საზღვაო განათლების მიღების სპეციფიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მიიღოს უმაღლესი საზღვაო განათლება. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/182; 14.09.2022) კანონში შესული ცვლილების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის დაკორექტირდა, თუმცა ბიუჯეტის საერთო მოცულობა არ შეცვლილა. გიორგი ამილახვარის, ისკო დასენის, ბეჟან წაქაძის, დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, გელა სამხარაულის, ლევან მგალობლიშვილის, ბაია კვიციანის, ირაკლი მეზურნიშვილის, ბექა ოდიშარიასა და ქეთევან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/236; 07.09.2022) კანონში შესული ცვლილებების შედეგად, აღმოიფხვრა აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესახებ 2010/13 ევროკავშირის დირექტივასთან შეუსაბამობა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (№07-2/189; 30.09.2021) საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 978,6 მილიონი ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 293,7 მილიონი ლარით. მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე: 16 | P a g e  სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 293,4 მილიონი ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 136,0 მილიონი ლარით;  პროფესიული განათლება - 87,4 მილიონი ლარი, ბიუჯეტი გაიზარდა 18,54 მილიონი ლარით;  უმაღლესი განათლება - 148.5 მილიონი ლარი, ბიუჯეტი გაიზარდა 6 მილიონი ლარით;  მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 75,8 მილიონი ლარი, რაც წინა წლის მონაცემებს 9 მილიონი ლარით აღემატება;  ინკლუზიური განათლება - 42,6 მილიონი ლარი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით გაიზარდა 7.7 მილიონი ლარით;  ინფრასტრუქტურის განვითარება - 229,0 მილიონ ლარამდე, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 110 მილიონი ლარით. საქართველოს დადგენილების პროექტები 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, განიხილა ერთი დადგენილების პროექტი რომელზეც მოამზადა შესაბამისი დასკვნა. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, მარიამ ლაშხის, რატი იონათამიშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, თამარ ტალიაშვილის, გიორგი ხელაშვილის, ანა ნაცვლიშვილის, თინათინ ბოკუჩავას, ხატია დეკანოიძის, ნატო ჩხეიძის, ანა ბუჩუკურის, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ხატია წილოსანის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა კვიციანის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, მაია ბითაძის, ნიკოლოზ სამხარაძის, ლევან მგალობლიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გოგი მეშველიანის, გოდერძი ჩანქსელიანის, დავით კაჭარავას, არჩილ თალაკვაძის, ზაზა ლომინაძისა და ქეთევან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ (№07-3/181; 22.03.2022) საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც აღნიშნული დადგენილებით დამტკიცდა, ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციითა და 17 | P a g e ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით გარანტირებულ არსებითი თანასწორობის პრინციპს და მიზნად ისახავს მის დანერგვას სახელმწიფოს კანონმდებლობის, პოლიტიკის, პრაქტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. კონცეფციის მიზანია სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობა. კონცეფცია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას გენდერის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროებში, როგორც საზოგადოებრივ ასპარეზზე, ისე პირად და კერძო ურთიერთობებში. კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განიხილა ოთხი საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტმა შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, ოთხივე საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად სცნო. არასამთავრობო ორგანიზაციების ,,საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ და ,,სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის“ (ვილი პაჭკორია, გიორგი ჩახუნაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-777/22; 25.01.2022) საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა უნდა შეემუშავებინათ და დაემტკიცებინათ სკოლის სამედიცინო პერსონალის შესარჩევი კრიტერიუმები. ასევე, სკოლის ექიმი უნდა ფლობდეს სახელმწიფო სერტიფიკატს შემდეგ სპეციალობებში: საოჯახო მედიცინა, პედიატრია, თერაპია ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადების ავტორების მიერ შემოთავაზებული იყო ზემოხსენებული სამინისტროების მიერ, ერთობლივად, დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით, სკოლის ექიმების საკვალიფიკაციო გადამზადება. 18 | P a g e საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის (ლალი კუტალაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „თარჯიმნების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით (№1-4584/22; 13.04.2022) საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, თარჯიმნები წარმოდგენილები უნდა იყვნენ ერთიან ორგანიზაციაში, კერძოდ, თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციაში. პროექტით შემოთავაზებული იყო თარჯიმანთა ურთიერთობა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან და სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ინიციატივის მიხედვით, ნაფიცი თარჯიმნის მიერ ნათარგმნ დოკუმენტს არ დასჭირდებოდა ნოტარიულად დამოწმება, ამასთან, ნაფიცი თარჯიმანი, ისევე, როგორც სერტიფიცირებული თარჯიმანი ვალდებული უნდა ყოფილიყო ჩაებარებინა სასერტიფიკაციო წერითი და ზეპირი გამოცდა. საქართველოს მოქალაქე, რატი ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება 14 აპრილის სახელმწიფო ენის დღედ გამოცხადების თაობაზე (№1-4960/22; 21.04.2022) წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, 14 აპრილს, ნაცვლად ,,დედაენის დღისა“ უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ენის დღე და გამოცხადდეს უქმედ. განათლების დამცველთა ასოციაციის (დავით ფერაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით (№1-4450/22; 11.04.2022). საკანონმდებლო წინადადებაში ყურადღება გამახვილებული იყო რამდენიმე საკითხზე, კერძოდ საკანონმდებლო წინადადების ავტორი ეწინააღმდეგებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას, რაც გულისხმობდა არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დადგენილ საგამოცდო შეღავათებს (2022 წელს მასწავლებელთა გამოცდაზე გასული აპლიკანტების საგამოცდო მოსაკრებლისაგან განთავისუფლება). ავტორის აზრით, აღნიშნული შეღავათი მოქმედებს მხოლოდ არაქართულენოვანი კონსტიტუციასთან. სკოლების გარდა ამისა, მასწავლებლებისათვის, წარმოდგენილი რაც შეუსაბამოა საკანონმდებლო წინადადების მიხედვით გაპროტესტებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების თაობაზე. ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადებაში კანონსაწინააღმდეგოდ არის 19 | P a g e მიჩნეული ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივებისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის დიფერენციაციაც. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, განიხილა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შვიდი საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმება, რომელზეც მოამზადა შესაბამისი დასკვნა. საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ (№07-2/131; 31.03.2022) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც გამოიყოფა 80 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო და 20 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო რესურსი. აღნიშნული სრულად მიემართება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისაკენ, რაც გულისხმობს როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ასევე, მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ (№07-2/140; 20.04.2022) წარმოდგენილი შეთანხმება მოიცავს 4 ძირითად მიმართულებას სამ სექტორში, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. კერძოდ:  დანახარჯების ეფექტიანობის გაუმჯობესება;  სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში შესაბამისი ხარისხის დანერგვა და პრაქტიკაში განხორციელება;  სოციალური დაცვის სერვისებში ღარიბი და მოწყვლადი ადამიანების ჩართულობის ზრდა;  ციფრული სერვისების განვითარება. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური 20 | P a g e თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (N07-2/149; 17.05.2022) შეთანხმების ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება არაუმეტეს 2 100 000 ევროს ოდენობის გრანტი, რომელიც შედგება 2 კომპონენტისგან. 300 ათასი ევრო განვითარების მიემართება შესწავლის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ურბანული პროცესს. ხოლო ძირითადი პროექტისთვის გათვალისწინებულია 1 800 000 ევროს ოდენობის გრანტი. პროექტის მიხედვით, შესაძლებელია სკოლებისა და საბავშვო ბაღების მოდერნიზაცია ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, ასევე, შესაძლებელია მოიაზრებოდეს საბავშვო მოედნებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ (№07-2/152; 19.05.2022) ხელშეკრულება გულისხმობდა მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი საიდანაც ერთი არის სასესხო, ხოლო მეორე, საგრანტო ხელშეკრულება. საერთო ჯამში, ორივე ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს გამოეყოფა 6 500 000 ევრო. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა (მიმღები) და დაფინანსებული სკანდინავიურ პროქტის გარემოს საფინანსო „საქართველოს მთიან კორპორაციას რეგიონებში (როგორც საჯარო E5P-ის სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმება (№07-2/153; 19.05.2022) ხელშეკრულება გულისხმობდა მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი საიდანაც ერთი არის სასესხო, ხოლო მეორე, საგრანტო ხელშეკრულება. საერთო ჯამში, ორივე ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს გამოეყოფა 6 500 000 ევრო. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს 21 | P a g e საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (ენერგოეფექტურობის ღია პროგრამა (საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა))“(N07-2/165; 08.07.2022) შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსათვის 40 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, რომელსაც ემატება 15.3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი. აღნიშნული თანხა სრულად მიემართება სკოლების რეაბილიტაციის პროცესს. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება (№07-2/207; 14.11.2022) შეთანხმების გაფორმება განპირობებულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. ის მოიცავს კულტურის, განათლების, სპორტისა და მეცნიერების მიმართულებებს. შეთანხმება ანაცვლებს აქამდე მოქმედ 1993 წლის შეთანხმებას, რომელიც, წლების განმავლობაში, დროებით გამოიყენებოდა. 22 | P a g e საზედამხედველო საქმიანობა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიმართ საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აქტიურად იყენებდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებსა და განსაზღვრულ ინსტრუმენტებს. დეპუტატები სარგებლობდნენ პარლამენტის წევრის კითხვის უფლებამოსილებით, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიმართ. შეკითხვები შეეხებოდა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და დარგების განვითარებისთვის საჭირო საკითხებს. კომიტეტის სხდომებისა და სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, იმართებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშების მოსმენები, მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობას. კომიტეტი მუდმივ რეჟიმში უწევდა კონტროლს პარლამენტის მიერ, დარგობრივი მიმართულებით, მიღებული კანონების აღსრულებას. მტკიცებულებებსა და ჩართულობაზე დაფუძნებული საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, კომიტეტმა განახორციელა ორი თემატური მოკვლევა, რომლებმაც მოიცვა საქართველოს რეგიონების უმრავლესობა და გაიცა რეკომენდაციები ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების მისამართით. კომიტეტის წინაშე წარდგენილი ანგარიშები 2022 წლის განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი ათი ანგარიში, რომელთაგან ოთხი მოიცავდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 23 | P a g e დეპუტატებმა მოისმინეს შემდეგი ანგარიშები: საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში“ (№07-2/133; 06.04.2022) ანგარიში შეეხო პასუხისმგებელი ინსტიტუტების მიერ „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან განხორციელებული აქტივობებს. როგორც ცნობილია, 2020 წლის 14 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს პოლიტიკის განვითარებას. მოქალაქეების განხორციელებას, კანონი დასაქმებას, თავისუფალი აწესრიგებს დასაქმების შრომის მეწარმეობისა ბაზრის აქტიური და კონკურენციის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო საქმიანობას, განსაზღვრავს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები და დევნილობაში მყოფი მოქალაქეების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის განხილვა საკომიტეტო მოსმენა ეხებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები და დევნილობაში მყოფი მოქალაქეებისთვის განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში (1-5231/22; 29.04.2022) ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის, მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ყურადღება გამახვილდა მაუწყებლის სტრატეგიასა და ხედვაზე, შშმ პირთა მხარდაჭერაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და შემეცნებით პროექტებზე. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა ავტორიზაციის მიმდინარეობა ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ გარდამავალ პერიოდში შესასრულებელი 24 | P a g e სამუშაოების, ასევე, 2022-2030 წლებში თითოეული უწყების როლისა და ფუნქციის შესახებ აღნიშნული რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის მიმდინარეობა ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო ავტორიზაციის დაწესებულებების ექსპერტთა დაკომპლექტების, ავტორიზაციის სტანდარტების შემუშავებისა და მათი დაინტერესებულ პირთა ჩართულობით განხილვის თაობაზე. ასევე, მომხსენებლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/174; 18.08.2022). ანგარიში რვა ძირითადი თავისგან შედგებოდა და წარმოადგენდა სამინისტროთა საქმიანობის შეჯამებას შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების შესრულების კუთხით და ეხმიანებოდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ ვალდებულებებს. ანგარიში მოიცავდა საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და ცნობიერების ამაღლებას, ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობის უზრუნველყოფას, სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობას, დასაქმების ხელშეწყობის საკითხებს, სოციალურ მონაწილეობას დაცვას, კულტურულ, განათლების სპორტულ, უფლების გასართობ და ხელმისაწვდომობასა სხვა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში. განათლებისა და მეცნიერების სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2021 წლის და 2022 წლის 6 თვის ანგარიშები ანგარიშში მიმოხილული იყო ის საკითხები, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით განახორციელა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროპული სკოლის აშენებაზე, სადაც ისწავლიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეები, 25 | P a g e მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტზე „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი“ და „ჰორიზონტ ევროპის“ პროექტში საქართველოს ასოცირებულ წევრად მიერთებაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობა კომიტეტმა მოისმინა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული შემდეგი ანგარიშები:  საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/155; 31.05.2022);  საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/156; 31.05.2022);  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა;  საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/189; 30.09.2021). მიღებული ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხვედველობა საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა რვა ნორმატიული აქტის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. აღნიშნული ნორმატიული აქტებია: 1. საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N081-VIმს-Xმპ; 2. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1429-VIIIმს-Xმპ; 26 | P a g e 3. საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1377-VIIIმს-Xმპ; 4. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1500-VIIIმს-Xმპ; 5. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1548-VIIIმს-Xმპ; 6. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1429-VIIIმს-Xმპ; 7. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1430-VIIIმს-Xმპ; 8. საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1465-VIIIმს-Xმპ; 9. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების თაობაზე. კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევები 2022 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, განახორციელა თემატური მოკვლევები, რომელიც მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის შეფასების, სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად განაწილებისა და გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით, ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებს. სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლასწავლების უზრუნველყოფის პროცესში თემატური მოკვლევის მიზნად განისაზღვრა:  სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკის შესწავლა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში; 27 | P a g e  საგანმანათლებლო რესურსების შემუშავებისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შეფასება;  საგანმანათლებლო რესურსების ხარისხისა და მათი როლის შეფასება ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის პროცესში;  საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის შესწავლა/შეფასება სსსმ და არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის;  სასკოლო სახელმძღვანელოთა შინაარსობრივი შეფასებისა და გრიფირების პროცესის შესწავლა/შეფასება;  მასწავლებელთა მიერ საგანმანათლებლო რესურსების შემუშავების კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა;  მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და ზეპირი მოსმენების ფარგლებში წარმართული დისკუსიის საფუძველზე გამოწვევების განსაზღვრა;  გამოვლენილი გამოწვევების საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. სასწავლო რესურსების ხარისხი, რელევანტურობა და ხელმისაწვდომობა სასკოლო საზოგადოების აქტიური ინტერესის საგანს წარმოადგენს. 2022 წლის გაზაფხულზე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა, სახელწოდებით „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“. თემატური მოკვლევის ფარგლებში შემოვიდა 110 წერილობითი მოსაზრება. მოსაზრებების ავტორებს შორის იყვნენ საჯარო სკოლების, რესურსცენტრის, მასწავლებელთა ასოციაციის, მასწავლებელთა გამომცემლობების, ადგილობრივი ორგანიზაციების, საუნივერსიტეტო პროფესიული არასამთავრობო სექტორის და კავშირის, საერთაშორისო წარმომადგენლები, სახელმძღვანელოების გამომცემლები და ავტორები. ამასთანავე, 2 ზეპირი მოსმენა და 23 სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის აჭარაში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. 28 | P a g e მოკვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყების მისამართით, რომელთა მიზანიც სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების უზრუნველყოფა, სასწავლო რესურსების ხარისხის ამაღლება და მათი თანაბარი ხელმისაწვდომობაა. მოკვლევა ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით. ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლა მოკვლევის მიზნად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:  ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გამოწვევების გამოკვეთა და გაანალიზება;  ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად არსებული სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასება;  ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით არსებული პრობლემების გამოკვეთა და გაანალიზება;  ეთნიკური უმცირესობებისთვის სკოლის შემდგომი და ზრდასრულთა განათლების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება და გამოწვევების გამოკვეთა;  მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და ზეპირი მოსმენების ფარგლებში წარმართული დისკუსიის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება;  გამოვლენილი გამოწვევების საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით. მოკვლევის ჯგუფმა ინფორმაცია მიიღო სულ 85 სუბიექტისგან, მათ შორის, მოსაზრებების ავტორები იყვნენ სახელმწიფო უწყებები, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები, საგანმანათლებლო პროგრამის ქართულ ენაში განმახორციელებელი მომზადების უმაღლესი ერთწლიანი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მდებარე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ეთნიკური უმცირესობებით 29 | P a g e კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მდებარე სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ბაგა-ბაღების გაერთიანებები, ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სახალხო დამცველის აპარატი. მოკვლევის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა დაინტერესებულ პირებთან გამართა 14 ზეპირი მოსმენა და სამუშაო შეხვედრა. შემოსული მოსაზრებების ანალიზისა და ჩატარებული კვლევების სინთეზის შედეგად, გამოიკვეთა ძირითადი მიგნებები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. თემატური მოკვლევა განხორციელდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით მოკვლევის მიზანია აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება და აღნიშნული დეფიციტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. მოკვლევის ფარგლებში დეფიციტურად განისაზღვრება პროფესია/სამუშაო პოზიცია, რომელზეც მოთხოვნა დამსაქმებლის (კერძო თუ საჯარო უწყებების) მხრიდან აჭარბებს მიწოდებას, რის შედეგადაც ისინი ვერ ახერხებენ შესაბამის ვაკანსიებზე მოიძიონ საჭირო კვალიფიკაციის მქონე კადრები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკვლევის ამოცანებია:  აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება;  აღნიშნულ სფეროებში სამუშაო ძალის მომზადების ხარისხისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;  აღნიშნული პროფესიების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების პროვაიდერი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოწვევების გაანალიზება;  რეკომენდაციების შემუშავება აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრის მიზნით. მოკვლევის დასრულება იგეგმება 2023 წელს. 30 | P a g e წარმომადგენლობითი მიმართულება 2022 წლის განმავლობაში, განათლებისა თანამშრომლობდა სახელმწიფო და მეცნიერების კომიტეტი აქტიურად უწყებებთან, ადგილობრივ, საერთაშორისო და დარგობრივ ორგანიზაციებთან, კომიტეტის წევრები მუდმივ რეჟიმში ხვდებოდნენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებსა და განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მომუშავე პირებს. ასევე, აქტიურად იმართებოდა სამუშაო ვიზიტები საქართველოს რეგიონებში. საზოგადოებასთან ურთიერთობა კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა დაინტერესებულ პირებთან, უზიარებდა ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის თაობაზე და პერმანენტულად მართავდა სამუშაო შეხვედრებს. გამართული შეხვედრების შედეგად იკვეთებოდა სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები, რის საფუძველზეც კომიტეტი იღებდა შესაბამის, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2022 წლის განმავლობაში გამართა შეხვედრების ციკლი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დარგში არსებული აქტუალური და მნიშვნელოვანი თემატიკისა და პარტნიორობის სფეროების გამოკვეთის მიზნით, შესაბამისად, განისაზღვრა თანამშრომლობის რიგი მიმართულებები. კომიტეტის წევრები რეგულარულად მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებში, კერძოდ: საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დეპუტატები სტუმრობდნენ ეცნობოდნენ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის გასცემდნენ რეკომენდაციებს. ამასთანავე, დარგის სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე განიხილავდნენ სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების, ასევე, მეცნიერების განვითარების შესაძლებლობებს. 31 | P a g e კომიტეტის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლეოდა დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლებს. ისინი, აქტიურ რეჟიმში ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომებსა და კომიტეტის ინიციატივით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მიერ ინიცირებულ პროცესებში ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდა ყველა დაინტერესებულ პირს, შესაბამისად, კომიტეტის საქმიანობა ეფუძნებოდა ღიაობასა და გამჭირვალობას. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, მოქალაქეთა ფართო ფენების დასწრების მაჩვენებელი კომიტეტის სხდომებზე, სამუშაო შეხვედრებსა და ღონისძიებებზე. პირები კომიტეტს მიმართავდნენ, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი სახითაც, რაც უზრუნველყოფდა კომიტეტის მიერ ჩართულობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ გაეზარდათ დაინტერესებული პირების ცოდნა და ცნობიერება, რაც გულისხმობს ყოველთვიური დაიჯესტის მომზადებას კომიტეტის აქტივობების დაწესებულებების, შესახებ, რომელიც საერთაშორისო და ეგზავნება საგანმანათლებლო ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კომიტეტი აქტიურად იყენებდა სოციალურ არხებს, მათ შორის, Facebook, Twitter-სა და Youtube-ს. ვიზიტები რეგიონებში 2022 წლის პერიოდში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა რეგიონებთან ურთიერთობას, კერძოდ, კომიტეტის წევრების ჩართულობით 50-მდე შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რომელთა მიზანიც იყო სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების დადგენა. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, დეპუტატები ხვდებოდნენ მასწავლებლებს, პროფესორებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, მოსწავლეთა მშობლებსა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 32 | P a g e შეხვედრების ფარგლებში გამოკვეთილი გამოწვევების საფუძველზე, კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციები და იქ წამოჭრილ საკითხებზე, კომიტეტის წევრები აქტიურად მუშაობდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოსთან ჩართულობით. შეხვედრების დიდი ნაწილი შედგა აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში. რეგიონებში ვიზიტებს მნიშვნელოვანი ადგილი ექნება კომიტეტის სამომავლო საქმიანობაშიც. კომიტეტის მიერ გამართული შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის წევრებმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, რომელიც ეხებოდა ორმხრივ თანამშრომლობას, საქართველოში განათლებისა და მეცნიერების დარგისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით. გამართულ შეხვედრებს შორის აღსანიშნავია:  ამერიკის კულტურის ატაშესთან, კრისტოფერ ანდერსონთან, რომელიც უძღვება საგანმანათლებლო პროექტებს საქართველოში;  ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის, კაირატ აბდრახმანოვის შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვასა და არაქართველი მოსახლეობისთვის სპეციალური სასწავლო პროგრამების მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე;  მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს დაეთმო; ამასთანავე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა, მონაწილეობა მიიღო ნორვეგიის მთავრობის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამწლიანი პარტნიორული პროგრამის ფარგლებში მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას გულისხმობდა. 33 | P a g e 2022 წლის პერიოდში, კომიტეტის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საერთაშორისო პარტნიორობას, კერძოდ, ორმხრივ ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ამავდროულად, კომიტეტის წევრთა საერთაშორისო ვიზიტებს. კომიტეტის წევრებმა შეხვედრები გამართეს შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ევროკავშირის განათლების მიმართულებით არსებული პროექტები, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). აღსანიშნავია თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატები, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობით განხორციელდა თემატური მოკვლევა „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“; ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობით ჩატარდა თემატური მოკვლევა ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან (EU), გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობითა და აღნიშნული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო მზადება განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კოდექსის შემუშავებისათვის. გარდა სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული აქტივობებისა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები რეგულარულად ხვდებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს: ლატვიის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, საფრანგეთის, სომხეთის, პორტუგალიის ელჩებთან საქართველოში, ასევე, ავსტრიის, ესპანეთისა და შვეიცარიის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს. საკანონმდებლო ორგანის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მიზნით, კომიტეტის თავმჯდომარე რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისი ფორმატში იღებდა მონაწილეობას, რომელიც მიმართული იყო პარტნიორული ურთიერთობების 34 | P a g e ჩამოყალიბებაზე, როგორც განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა დარგებში. შეხვედრებს შორის აღსანიშნავია:  ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (PAC), რომელშიც მონაწილეობდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი. შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მოქალაქე სტუდენტების სტატუსის გათანაბრებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტების სტატუსთან;  ნიდერლანდების სამეფოში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტებს ვერა ბერგკამპსა და იან ბრუინს შეხვდა.  ლუქსემბურგში გამართული ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარი, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ლუქსემბურგის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტებსა და პარლამენტის წევრებს შეხვდა.  კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ კონფერენციაში - პლატფორმამ “Globalize EU”, რომელმაც თავი მოუყარა უცხოეთში მცხოვრებ 5000-ზე მეტ წარმატებულ საქართველოს მოქალაქეს. სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა კომიტეტის საქმიანობის პრინციპებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამუშაო პროცესის უზრუნველყოფაა. აღნიშნული გულისხმობს, სხვა აქტორებთან ერთად, სახელმწიფო უწყებებთან ეფექტიან კოორდინაციას. 2022 წლის მანძილზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი იყენებდა შედეგზე ორიენტირებული და კოლეგიალური ურთიერთობის პრინციპებს აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან, რაც გულისხმობს თანამშრომლობას კომიტეტის ყველა ფორმატში, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ კომიტეტის სხდომებში, სამუშაო შეხვედრებსა და ღონისძიებებში. 35 | P a g e ამავდროულად მიმდინარეობდა თანამშრომლობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, ინფორმაციის გაცვლის კუთხითაც. გარდა კომიტეტის მიერ ინიცირებულ პროცესებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობისა, კომიტეტის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილებდნენ სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ფორმატებში. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ჩართული იყო მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობაში. აღნიშნულ ფორმატში ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი განიხილებოდა, რომელიც 2030 წლისთვის საქართველოს განვითარების ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს ასახავს. გიორგი ამილახვარი ჩართული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „ პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმში’’, რომლის მიზანიც იყო ხელი შეუწყოს კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულთა დასაქმებას და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას. კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურად იყო ჩართული 2022 წლის საუკეთესო დირექტორის შერჩევის საკონკურსო კომისიის მუშაობაში. აღნიშნული კონკურსი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული იყო და მის მიზანს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა მოტივაციის გაზრდა წარმოადგენდა. კომიტეტის კორესპონდენცია საანგარიშო პერიოდში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში შემოვიდა 810 ოფიციალური კორესპონდენცია. შემოსული განცხადებების ავტორთა ნაწილს გაეგზავნა ოფიციალური პასუხი, ნაწილთან გაიმართა შეხვედრა, კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა 36 | P a g e მონაწილეობით, ხოლო ზოგიერთ პირს გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან. პარლამენტის სპეციალური ჯილდო პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ჩაერთო პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში და დააწესა სპეციალური კატეგორია - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის მხარდაჭერისათვის. კომიტეტის წევრებისა და კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა მიერ, მოხდა შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და განაცხადების განხილვა. აღნიშნულის საფუძველზე გამოვლინდა საუკეთესო პრაქტიკის მქონე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. 37 | P a g e სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა საქართველოს პარლამენტის განათლებისა ფუნქციონირებს სამეცნიერო-საკონსულტაციო და მეცნიერების საბჭოები, კომიტეტში განათლების სამივე ხელმძღვანელი გიორგი საფეხურის მიხედვით. ესენია:  უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების - ამილახვარი  სკოლამდელი და ზოგადი განათლების  პროფესიული განათლების - ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი საბჭო არის კომიტეტის სათათბირო ორგანო, რომელიც ეხმარება კომიტეტს კონკრეტული მიმართულების ინიციატივების ანალიზში. პოლიტიკის საბჭოს წევრები განსაზღვრასა გარკვეული და ცალკეული პერიოდულობით იკრიბებიან საბჭოს სხდომაზე, გამოხატავენ თავიანთ შენიშვნებს, წინადადებებს, მოსაზრებებს და წარმოადგენენ რეკომენდაციებს ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით. საბჭოების წევრებად განისაზღვრნენ სკოლამდელი, ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების განვითარების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები, მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. აღნიშნული პლატფორმა გახდა კომიტეტისათვის ეფექტიანი შესაძლებლობა, რის მიხედვითაც მოხდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და სფეროში მოღვაწე პირების თანამშრომლობის ფორმალიზება. კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებთან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის აღსანიშნავია:  განათლების ხარისხის განვითარების, ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებების 38 | P a g e შესახებ, რომელიც ეხებოდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხს;  ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის დაწყების პროცესში აქტიურად ჩაერთო სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით კომიტეტთან არსებული საბჭო. აღნიშნულ ფორმატში, საბჭოს წევრებმა მოკვლევის ჯგუფის წევრებს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომელზეც აქცენტი უნდა გაკეთებულიყო მოკვლევის მიმდინარეობისას. 39 | P a g e კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება 2022 წლის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა კომიტეტისა და აპარატის ინსტიტუციურ გაძლიერებას. ამ კუთხით, ჩატარდა არაერთი ღონისძიება და შემუშავდა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, რომელიც მიზნად ისახავდა, როგორც პარლამენტის წევრების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას ისე აპარატის ორგანიზაციულ განვითარებას. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, საანგარიშო პერიოდის დასაწყისში შეიმუშავა 2022 წლის საქმიანობის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იყო ის აქტივობები, რომელიც კომიტეტს მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა. მათ შორის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა, დარგობრივი სფეროების მიხედვით, კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის უფლებამოსილებების განაწილება. კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები თითოეულ აქტივობაზე განისაზღვრნენ, ერთი მხრივ, თემატურ მომხსენებლებად, ხოლო მეორე მხრივ, პასუხისმგებელ პირებად. აღნიშნული მოდელი ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელების საშუალებას იძლეოდა. საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდში დაინერგა სისტემა, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებელი აპარატის თანამშრომელი, თითოეული კანონპროექტის შესახებ ამზადებს ანოტაციას, რომელიც მიეწოდება კომიტეტის წევრებს. კომიტეტის აპარატის გაძლიერების მიზნით, 2022 წელს აპარატს დაემატა 2 ახალი თანამშრომელი, რომელთაც, თავის მხრივ, წარმატებით გაიარეს საჯარო მოხელეთა სავალდებულო ტრენინგები თემაზე ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი." საანგარიშო პერიოდში, დაინერგა კომიტეტის აპარატის ანგარიშგების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც მოხდება თანამშრომელთა თვითრეფლექსია და ხელმძღვანელის მხრიდან მათი შეფასება. აღნიშნული სისტემა, ხელს შეუწყობს სამართლიანობისა და გამჭირვალობის პრინციპის დაცვას. 40 | P a g e მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აპარატში შემუშავდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ინფორმაციას აწვდის ყველა თანამშრომელს ოფიციალური კორესპონდენციის წარმოების ეტაპების შესახებ. საქართველოს პარლამენტის წევრების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, კომიტეტმა, შეიმუშავა ინსტრუმენტი რომლის მიხედვითაც ყოველი თვის ბოლოს, კომიტეტის აპარატი დეპუტატებს აწვდის ინფორმაციას თვის განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. 41 | P a g e შეჯამება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად ახორციელებდა დარგობრივი მიმართულებით, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას. კომიტეტმა, საანგარიშო პერიოდში, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განიხილა ოცდახუთი კანონის პროექტი და რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შვიდი საერთაშორისო ხელშეკრულება. საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა განიხილა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ერთ დადგენილების პროექტსა და ოთხ საკანონმდებლო წინადადებაზე. სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების მიმართულებით დარგში არსებული გამოწვევების შეფასებისა და სფეროს ექსპერტებთან გაზიარებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებთან. აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოისმინა შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი ათი ანგარიში, ასევე შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაცია გამოითხოვა რვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა ჩაატარა ორი მნიშვნელოვანი თემატური მოკვლევა და წლის დასასრულისთვის ერთი განხორციელების ბოლო ეტაპზეა. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის მიზნით გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, როგორც საკანონმდებლო, ისე, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების ეტაპზე. წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებთან პარტნიორობით განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. 42 | P a g e