საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 14 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-2290/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-02-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 2

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/1998?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა თარიღი 14 თებერვალი 2023 12:00 2023 წლის 14 თებერვალი, 12:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად განსახილველი საკითხი: 1. საქართველოს ბუჩუკურის, პარლამენტის ქეთევან წევრების: დუმბაძის, ნინო ნინო წილოსანის, იობაშვილის, ეკა რამინა ბერაძის, სეფაშვილის, ანა მიხეილ სარჯველაძის, ანა ნაცვლიშვილის, მაია ბითაძის, თეონა აქუბარდიას, ბაია კვიციანის, ხათუნა სამნიძის, გიორგი ხელაშვილის, ირაკლი ზარქუას, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან იოსელიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, თამარ კორძაიას, ლევან მგალობლიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძის, მიხეილ ყაველაშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ანა წითლიძის, ხატია წილოსანის, მაკა ბოჭორიშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, მარიამ ლაშხისა და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტი (07-3/281; 14.12.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ნინო წილოსანი; პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხები: 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, გელა სამხარაულის, 2/14/2023, 1:03 PM https://parliament.ge/print/announcement/1998?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 ეკა სეფაშვილის, ჩიგოგიძისა და წარმოდგენილი ბეჟან ანტონ წაქაძის, ნინო ობოლაშვილის საქართველოს კანონის წილოსანის, მიერ ირმა ზავრადაშვილის, საკანონმდებლო პროექტი „ნავთობისა საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ვასილ ინიციატივის და გაზის (07-3/274; წესით შესახებ“ 07.12.2022) (III მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; პასუხისმგებელი: გ. სირაძე, ი. ჩხენკელი, ი. ცუხიშვილი; 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V)“ შეთანხმება (07-2/242; 29.12.2022); მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი - არჩილ ჩიქოვანი; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/200; 26.10.2022); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ხანიშვილი; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 5. საქართველოს მოქალაქე ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-14925/22; 14.11.2022); მომხსენებელი: საქართველოს მოქალაქე - ზვიად ტომარაძე; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე; 6. კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი. 2/14/2023, 1:03 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N2 ქ. თბილისი 14 თებერვალი, 2023 წელი სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა მიქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ბექა ლილუაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ხათუნა სამნიძე, გელა სამხარაული, ვასილ ჩიგოგიძე, ნინო წილოსანი (სულ 12 წევრი). მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრი - ნინო წილოსანი; საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი; საქართველოს მოქალაქე - ზვიად ტომარაძე; მოწვეული სტუმრები: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - დავით ნარმანია; ლელა აქიაშვილი - UNDP; თამარ სირაძე - UNDP; ნათია წიქვაძე - - UNDP; გიორგი ფრუიძე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; გივი ნადირაძე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; მურმან ქურიძე - სახალხო მოძრაობა-„საქართველოს აგრარული აღორძინების“ თავმჯდომარე; ქეთევან გეთიაშვილი (BRIDGE– Innovation and Development); მიხეილ ჯიბუტი - ეკონომისტი; ანა მაგრაქველიძე - საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭო; ნიკოლოზ ხომასურიძე - „ერი და სახელმწიფო“; თეიმურაზ ლომიძე - ერი და სახელმწიფო; გივი შანიძე - სამოქალაქო აქტივისტი; 1 სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, წარმომადგენლები. პარლამენტის წევრები, ორგანიზაციებისა და აპარატის მასმედიის სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, რამინა ბერაძის, ანა ბუჩუკურის, ქეთევან დუმბაძის, ნინო იობაშვილის, ეკა სეფაშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ანა ნაცვლიშვილის, მაია ბითაძის, თეონა აქუბარდიას, ბაია კვიციანის, ხათუნა სამნიძის, გიორგი ხელაშვილის, ირაკლი ზარქუას, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან იოსელიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, თამარ კორძაიას, ლევან მგალობლიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძის, მიხეილ ყაველაშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ანა წითლიძის, ხატია წილოსანის, მაკა ბოჭორიშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, მარიამ ლაშხისა და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (№07-3/281; 14.12.2022). საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად მომხსენებელი: ნინო წილოსანი 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, გელა სამხარაულის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ნინო წილოსანის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ ჩიგოგიძისა და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/274; 07.12.2022). (III მოსმენისთვის) მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V)“ შეთანხმება (№07-2/242; 29.12.2022). მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე 2 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/200; 26.10.2022). მომხსენებელი: გიორგი ხანიშვილი 5. საქართველოს მოქალაქე ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-14925/22; 14.11.2022). მომხსენებელი: ზვიად ტომარაძე 6. კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება. მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი მოისმინეს: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის - ნინო წილოსანის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, რამინა ბერაძის, ანა ბუჩუკურის, ქეთევან დუმბაძის, ნინო იობაშვილის, ეკა სეფაშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ანა ნაცვლიშვილის, მაია ბითაძის, თეონა აქუბარდიას, ბაია კვიციანის, ხათუნა სამნიძის, გიორგი ხელაშვილის, ირაკლი ზარქუას, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან იოსელიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, თამარ კორძაიას, ლევან მგალობლიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძის, მიხეილ ყაველაშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ანა წითლიძის, ხატია წილოსანის, მაკა ბოჭორიშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, მარიამ ლაშხისა და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თაობაზე. მომხენებელმა წარმოადგინა კონცეფცია, რომელიც მხარდაჭერილია მულტიპარტიულ ფორმატში. დაინიცირებული და კონცეფცია შემუშავებულია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია არის პირველი დოკუმენტი, სადაც გაერთიანებულია საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს მოცემულობით გაანალიზებული ყველა ის მიმართულება, რომელიც შესაძლოა იყოს გამოწვევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის. 3 მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ქალების სახით არსებული ეკონომიკური რესურსის უკეთ გამოყენება, კერძოდ კი შრომის ბაზარზე არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა გამოიწვევდა მშპ-ს 11.3%-იან ზრდას. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კონცეფცია მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით საქართველოში თანასწორობის განმტკიცებისკენ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობის და ეკონომიკური დოვლათის გაზრდას. კონცეფცია ეხმიანება ევროკავშირის თორმეტ პუნქტიანი რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შესრულებას, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია ეყრდნობა გაეროს მაღალი დონის რეკომენდაციებს, რომელიც აგებულია შვიდი ძირითადი მიმართულების გარშემო. კერძოდ: 1. 2. 3. 4. ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა; გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება; სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; სახელმწიფო შესყიდვებში “ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესის” მონაწილეობის მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება; 5. კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება; 6. ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების წახალისება; 7. წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა კონცეფციის პოზიტიური გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბავშვთა უფლებრივი მდგომარების კუთხით კონცეფცია მოიცავს ორ ძირითად გავლენას. კერძოდ, • პირდაპირი გავლენა, რომელიც დაკავშირებულია გოგოების უფლებრივი მდგომარების გაუმჯობესებასთან: ვინაიდან არსებული დისკრიმინაციული სოციალური ნორმების აღმოფხვრა წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას, კონცეფცია ხელს შეუწყობს გოგონათა საჭიროებებზე მორგებული და დისკრიმინაციული მიდგომებისგან დაცლილი საგანმანათლებლო სივრცისა და პროგრამების არსებობას. • არაპირდაპირი გავლენა, რომელიც დაკავშირებულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სოციალურ სარგებელთან. ვინაიდან მრავალი საერთაშორისო კვლევა ცხადყოფს, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება დადებით გავლენას ახდენს ბავშვთა განათლებასა და კეთილდღეობაში ინვესტიციების ზრდაზე. 4 კონცეფციაში დეტალურად არის განსაზღვრული სხვადასხვა მიმართულება (განათლება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა... ) და შესაძლო ინტერვენციები. აზრი გამოთქვეს: ეკა სეფაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, ბექა კონცეფცია არის ლილუაშვილმა. დავით სონღულაშვილმა მნიშვნელოვანი აღნიშნა, დოკუმენტი, მაგრამ რომ წარმოდგენილი საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით მსჯელობას. მიზანშეწონილია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომამდე გაიმართოს შეხვედრა, რათა შენიშვნების გარეშე იქნას მხარდაჭერილი და წინააღმდეგობაში არ მოვიდეს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონთან. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კონცეფციის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, გელა სამხარაულის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ნინო წილოსანის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ ჩიგოგიძისა და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა მესამე მოსმენისთვის წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენის დროს შენიშვნები არ გამოთქმულა და შესაბამისად ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. 5 გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V)“ შეთანხმებაზე. მომხსენებელმა წარმოადგინა შეთანხმება, რომელიც ეხება 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოსა და გერმანიის „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის ხელმოეწრილ სასესხო შეთანხმებას, რომელიც ეხება ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ხელშეკრულება გაფორმებული იყო 4 ფაზის ფარგლებში. სამი ფაზა უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-4 ფაზა. საჭიროა ასევე დამატებით მე-5 ფაზა, რომელიც ითვალისწინებს 53 მილიონი ევროს ოდენობით კრედიტის გამოყოფას. მომავალში საჭირო იქნება კიდევ ერთი ფაზა, რათა ბათუმი და ბათუმის შემოერთებული ტერიტორიები სრულიად იქნას მოცული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებით. • • სესხის დაფარვის ვადა: 15 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5 წელი); საპროცენტო განაკვეთი: 6 თვიან EURIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი; 2022 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით EURIBOR არის 2,443%, ხოლო მარჟა 0.50%; პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; აზრი გამოთქვეს: ხათუნა სამნიძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი შეთანხმება და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას. 6 მოისმინეს: 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი ხანიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე: „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომხსენებელმა აღნიშნა, რომ „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2019 წელს. მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა რიგ შეზღუდვებს, რომელიც არეგულირებდა ურთიერთობას მხოლოდ მელიორაციასა და წყალმოსარგებლეებს შორის. ასევე არსებობობდაპრობლემები სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავსირებით. წარმოდგენილი ცვლილებები, ეხება კონცეპტუალურ საკითხებს, კერძოდ, ზუსტდება რეგულირების სფერო და ემატება ჩანაწერი - „პირველადი წყალმოსარგებლეების მიერ მომსახურების გაწევის პირობებს და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისა და სხვა წყალმომხმარებლების მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობის პირობებს“. ასევე ზუსტდება ტერმინები: სხვა წყალმომხმარებელი, საირიგაციო სისტემა, მომსახურების ხელშეკრულება, მიწოდების წერტილი და სხვა. განისაზვრება საირიგაციო სისტემის მეშვეობით წყლის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სფეროში ეროვნული კომისიის კომპეტენცია, კერძოდ, • მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის წარმოშობილი დავის განხილვა და გადაწყვეტა; • პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება; • პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა. • პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამტკიცება და გადასინჯვა/ცვლილებების შეტანა; • პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევის წესების დამტკიცება; • პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევის წესების მოთხოვნათა დარღვევისთვის პირველად წყალმოსარგებლეზე კანონით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება. 7 მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმატებით ვითარდება მელიორაცია. ასევე აღინიშნა, რომ 2022 წელს სამინისტრო მუშაობდა სამ მნიშვნელოვან პროექტზე. აზრი გამოთქვეს: ბექა ლილუაშვილმა. კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, რომელმაც რეგულირების ნაწილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კომისია, რომელიც არეგულირებს სამ სექტორს (ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი გაზი და წყალმომარაგება), აქვს მოხმარება-მიწოდების წესები. ანალოგიურად იქნება მელიორაციაშიც. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით, კომისია წლის ბოლომდე დაამტკიცებს მოხმარებამიწოდების წესებს და ამ წესის შემადგენელი ნაწილი იქნება არასაირიგაციო მიზნით წყლის გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 4. საქართველოს მოქალაქის - ზვიად ტომარაძის მოხსენება საქართველოს მოქალაქე ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. მომხსენებელმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესახებ ინფორმაციის წარდგენა სთხოვა მიხეილ ჯიბუტს, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონპროექტის მომზადებაში ჩართული იყო სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა დაინტერესებული პირი და ორანიზაცია. სექტორალურად წარმოდგენილი სასურსათო უსაფრთხოების შეუძლებელია კანონის ან პროგრამის მიღების გარეშე. გაერთიანება 8 საკანონმდებლო წინადადების თანახმად წარმოდგენილი „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მოსახლეობის კვების უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების უზრუნველყოფას. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. სხდომის თავმჯდომარემ - დავით სონღულაშვილმა წარმოადგინა კომიტეტის პოზიცია, აღნიშნა, რომ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის რეგულირება. საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი კანონპროექტით მუნიციპალიტეტების ჩართულობა და მათი კომპეტენციის ნაწილი საკმაოდ ზოგადია და საჭიროებს დამატებით მსჯელობას. შესაბამისად, სასურსათო უსაფრთხოების თემის კომპლექსურობის გათვალისწინებით, საკითხი საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას უწყებათაშორის ფორმატში და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას. ამასთან, კანონპროექტის მიზნები და მისი მიღების ფინანსურ დასაბუთებასთან დაკავშირებული საკითხები მოითხოვს მულტისექტორულ განხილვას, რაც არ არის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით. ასევე, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი კანონპრექტი საჭიროებს შინაარსობრივ დაზუსტებას და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გადამუშავებას. შესაბამისად, ის სრულყოფილად ვერ ასახავს სფეროში არსებულ გამოწვევებს და არ ითვალისწინებს პრობლემური საკითხების გადაჭრის კონკრეტულ მექანიზმებს. კომიტეტს წარედგინა - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის შენიშვნები და მოსაზრებები, რომლის თანახმად საკანონმდებლო წინადადების მიღება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. 9 მოისმინეს: 5. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე. მომხსენებელმა დასამტკიცებლად წარმოადგინა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა და მადლობა გადაუხადა AA Facility-ის (საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტი), რომლის მხარდაჭერით ჩატარდა სამუშაო შეხვედრები სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კომიტეტის წევრები. აზრი გამოთქვეს: ბექა ლილუაშვილმა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა დაამტკიცა 2023 წლის სამოქმედო გეგმა. სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 10