საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412302116828
18.02.2023
საქართველოს პარლამენტი
სათაური: სისხლის სამართლის პროცესში გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური
საფუძვლების შემოღების შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ,
რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის
მუხლი 303 პრიმა. გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები:
გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: ა) საქმე
განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ; ბ) სასამართლომ საქმე განიხილა
ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი
წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით
იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი
წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას; გ)
გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ
ექვემდებარება; დ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე,
რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები; ე) გადაწყვეტილება
იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; ვ) გადაწყვეტილების დასაბუთება
იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება
შეუძლებელია; ზ) გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც
გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი; თ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ
მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ; ი) საქმეში
არ არის სასამართლოს სხდომის ოქმი. დამატებით მოგახსენებთ, რომ აღნიშნული
საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს საკანონმდებლო დონეზე სამოქალაქო,
ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილების გაუქმების
აბსოლუტური საფუძვლების ჰარმონიზაციას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საერთო
სასამართლოებში სამართლიანი სასამართლოს პრინციპის სრულფასოვან რეალიზაციას.
პატივისცემით, აშშ-ს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების წევრები შალვა
ხაჭაპურიძე (6
) და ზურაბ ვანიშვილი (
)
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: