საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე (ეს პროექტი) დასკვნა
- „გიორგი ხოჯევანიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-02-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 98
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2018?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
20 თებერვალი 2023 12:00
2023 წლის 20 თებერვალი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ
ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი
(დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
პროექტის
(07-3/290;
08.02.2022) I მოსმენით განხილვა;
მომხსენებლები: დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი.
2/17/2023, 3:21 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2023 წლის 20 თებერვალი, 12.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N98
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ირმა
ზავრადაშვილი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, გენრიეტა
წიწავა და გიორგი კახიანის უფლებამონაცვლე ანზორ ბოლქვაძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ
ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი
(დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/290;
08.02.2022) I მოსმენით განხილვა.
მომხსენებლები: დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის
პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის
გიორგი ხოჯევანიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხს, მის მიერ 2023 წლის 7თებერვალს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების (2-1491/23 07-022023) საფუძველზე.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს
პარლამენტის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის
შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი
წერილობითი განცხადების
ნამდვილობა და მოამზადა დასკვნა, აგრეთვე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი ხოჯევანიშვილს ვადამდე
შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს
პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ
ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი
(დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/290;
08.02.2022) I მოსმენით განხილვა.
მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის მოხსენება, რომლის თანახმად მე-10 მოწვევის
პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მაქსიმალური ჩართულობის
მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელდა ცვლილება,
რომლის
შესაბამისად
2024
წლის
არჩევნებში
არჩეული
პარლამენტის
უფლებამოსილების ცნობამდე არანაკლებ 2 პარლამენტის წევრს შეუძლია ფრაქციის
შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური
რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა) შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფი. პოლიტიკური ჯგუფი შეუძლიათ შექმნან ერთი პოლიტიკური პარტიის
წარდგენით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა, აგრეთვე ბლოკში შემავალი
პოლიტიკური პარტიიის წევრებმა. ამჟამად მოქმედი რეგულაციის თანახმად
პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება არ აქვთ მხოლოდ ერთი პოლიტიკური
პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, ფრაქციის დატოვების
შემთხვევაში, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის
წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის
უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ
პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ
პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ექნებათ შესაძლებლობა შექმნან
პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა,
რაც ხელს შეუწყობს უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს
შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა, უკეთ განახორციელონ საპარლამენტო
საქმიანობა და ისარგებლონ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად პოლიტიკური
ჯგუფისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით.
აზრი გამოთქვეს:
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი ობიექტური
გარემოებებიდან გამომდინარე პოლიტიკური ჯგუფის მექანიზმის შემოღებით,
მაქსიმალურ შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის ყველა წევრს, რომ გამოიყენონ
2
ყველა ბერკეტი საპარლამენტო საქმიანობის მაქსიმალური ეფექტურობით წარმართვის
მიზნით.
კენჭისყრები:
1. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილისათვის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გაეგზავნოს პარლამენტის
ბიუროს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაეგზავნოს საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილისათვის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
2. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი
ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ
ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-3/290; 08.02.2022) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით
განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
მომხრე - 7 წევრი
წინააღმდეგი - 1 წევრი
გადაწყვიტეს :
- საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ
ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი
(დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/290;
08.02.2022) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I
მოსმენით განხილვისათვის;
- პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად
დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი
ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
3