საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-2307/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-02-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 43

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2008?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა თარიღი 17 თებერვალი 2023 12:00 2023 წლის 17 თებერვალი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება (07-2/226; 06.12.2022) წამყვანი კომიტეტი; მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/222; 30.11.2022) სავალდებულო დასკვნა; მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2/17/2023, 3:19 PM https://parliament.ge/print/announcement/2008?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 მოადგილე - ნინო თანდილაშვილი; 3. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-13016/22; 10.10.2022); მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია; 4. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-14741/22; 11.11.2022); მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია; 5. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია. 2/17/2023, 3:19 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის ოქმი N43 2023 წლის 17 თებერვალი, 12:00 საათი ქალაქი თბილისი, საქართველოს პარლამენტის სასახლე (რუსთაველის გამზირი 8) პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ბერაია (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, თეონა აქუბარდია, რატი იონათამიშვილი, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ალექსანდრე ელისაშვილი, ჰერმან საბო, ალექსანდრე მოწერელია. სხდომა გახსნა ირაკლი ბერაიამ. მან დაადასტურა კვორუმის არსებობა. ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა სხდომის დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება (07-2/226; 06.12.2022); წამყვანი კომიტეტი; მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე. 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/222; 30.11.2022); კომიტეტი, რომლის დასკვნა სავალდებულოა; მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი. 3. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-13016/22; 10.10.2022); მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. 4. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-14741/22; 11.11.2022); მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. 5. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. 1. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხზე მომხსენებელმა განმარტა: გასული წლის 18 ოქტომბერს თბილისში გაფორმდა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. მოგეხსენებათ, ეს შეთანხმება საჭიროებს რატიფიცირებას. წარმოგიდგენთ მოკლე ინფორმაციას თანამშრომლობის სფეროებსა და ფორმებზე. წარმოდგენილი შეთანხმება მიზნად ისახავს ქართულ და რუმინულ მხარეებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გათვალისწინებით ურთიერთობების გაღრმავებას. შეთანხმების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: თავდაცვის პოლიტიკა, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სწავლებები, საავიაციო სფეროში გამოცდილების გაცვლა, კიბერუსაფრთხოება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირება, სამხედრო მედიცინა, თავდაცვითი ტექნოლოგიები და სამხედრო ხასიათის სამეცნიერო აქტივობები. თუმცა ამ შეთანხმების ფარგლებში, საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია აქტივობების დამატება. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს წევრი ქვეყნის − რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. კომიტეტმა კენჭი უყარა აღნიშნულ საკითხს და მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი შეთანხმების საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირება. 2. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე მომხსენებელმა აღნიშნა: ეს კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არეგულირებს მნიშვნელოვან სფეროს. კანონპროექტის შექმნა და პარლამენტში წარმოდგენა უკავშირდება ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებაში არის ცალკე თავი, რომელიც არეგულირებს ბირთვული უსაფრთხოებისა და რადიაციული დაცვის საკითხებს. იქ არის პირდაპირი მითითება ატომური ენერგიის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობაში დანერგვასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს სწორედ ყველა საერთაშორისო ვალდებულების ეროვნულ კანონმდებლობაში სიღრმისეულად და დეტალურად ასახვას. მომხსენებელმა ასევე მოკლედ ისაუბრა უკვე არსებულ რეალობასა და ფაქტობრივ მოცემულობასთან დაკავშირებით: პირველი კანონი („ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“) შეიქმნა 2012 წელს. შემდგომ, 2015 წელს მას მოჰყვა ინსტიტუციური გაძლიერება, კერძოდ, ქვეყანაში შეიქმნა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაცია იყო სწორედ, ყოფილიყო მარეგულირებელი ორგანო, ცალკე, ძლიერი რომელიც ინსტიტუცია, იქნებოდა ეგრეთ წოდებული პასუხისმგებელი ბირთვული დაცულობისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე. ამის შემდეგ გააქტიურდა და უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რომელიც არის მთავარი საერთაშორისო ორგანიზაცია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში და პასუხისმგებელია ყველა საერთაშორისო კონვენციის შესრულებისთვის, რომლებიც მიღებულია ამ სფეროში საერთაშორისო დონეზე, ასევე შეიმუშავებს ძალიან დეტალურ წესებსა და მოთხოვნებს მისი წევრი სახელმწიფოებისთვის. მომხსენებელმა განმარტა: ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 2018 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებისგან შემდგარი მისია იმყოფებოდა საქართველოში. მისიის ფარგლებში შეფასდა არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, ასევე შეფასდა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მოქმედებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში. გაიცა ძალიან კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დღეს მოქმედებს. პოზიტიურად შეფასდა ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი − ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფომ 2015 წლის შემდეგ ბირთვული ინსტიტუციური და რადიაციული გაძლიერების უსაფრთხოების მიმართულებით სააგენტოს გადადგა, შექმნისა თუმცა და გამოიკვეთა რეკომენდაციებიც და სწორედ ისინი დაედო საფუძვლად წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავებას. ტერმინთა განმარტებებით დაწყებული, პრინციპებით დამთავრებული, ყველა საკითხი, რომლებსაც ძველი კანონი („ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“) არეგულირებდა, სრულად შეესაბამება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრინციპებს, ტერმინთა განმარტებებსა და ეგრეთ წოდებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს. ერთ-ერთი ეხება საქმიანობის ავტორიზაციის სისტემას. არსებული კანონმდებლობით და საერთაშორისო მოთხოვნებითაც, ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ფლობს გარკვეული ტიპის რადიაციულ წყაროს, ვალდებულია გაიაროს ავტორიზაციის სისტემა და ჰქონდეს ამ წყაროსთან მოპყრობის მკაცრი წესები და მოთხოვნები. ეს ძირითადად ეხება სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც სხვადასხვა დიაგნოსტიკური მიზნისთვის იყენებენ კონკრეტული ტიპის დანადგარებს, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია გარკვეული დოზით რადიაციულ დასხივებასთან. დღეს მოქმედი ავტორიზაციის სისტემა გულისხმობს, რომ ყველა ობიექტმა უნდა გაიაროს მკაცრი ლიცენზირების სისტემა, მაშინ, მეთოდოლოგიის შესაბამისად, როდესაც წყაროების საერთაშორისო რისკების დონეზე რისკების არის დაყოფილი მიხედვით ავტორიზაციის სისტემა. პირველიდან მესამე კატეგორიის ჩათვლით წყაროებს, რომლებიც მაღალი რისკის წყაროებად ითვლება, სჭირდება ლიცენზირებისა და შედარებით მკაცრი მოთხოვნების დაწესება, მაშინ, როდესაც მეოთხე და მეხუთე კატეგორიების წყაროებს (ძირითადად − სტომატოლოგიური დაწესებულებები) სჭირდება რეგისტრაციის პროცედურა. აქედან გამომდინარე, კანონმა შემოიღო ეს დიფერენციაციის მექანიზმი, რომელიც დაწესებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად გათვალისწინებულია, რომ პირველიდან მესამე კატეგორიის ჩათვლით წყაროების მფლობელი დაწესებულებების ინსპექტირება უნდა განხორციელდეს რეგულარულად (ყოველწლიურად) და უნდა შემოწმდეს, რამდენად დაცულია უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტი, რომლებსაც ადგენს საერთაშორისო მოთხოვნები, ხოლო მეოთხე და მეხუთე კატეგორიების წყაროების შემთხვევაში ინსპექტირება უნდა განხორციელდეს რისკების მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც დადგენილია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტებით. ასევე მნიშვნელოვან საკითხად გამოიკვეთა მისიის ფარგლებში, რომ მარეგულირებელ კომისიას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია იმ სახელმწიფო დაწესებულებების შესახებ, რომლებსაც აქვთ ხელჩანთის სკანერები. ამ ნაწილში შემოდის შეტყობინების სისტემა, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერმა დაწესებულებამ, რომელსაც ექნება მსგავსი ტიპის წყარო (დანადგარი), დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს. მარეგულირებელ ორგანოს ასევე ენიჭება უფლებამოსილება, გამოსცეს არასავალდებულო ძალის მქონე რეკომენდაციები და ისეთ შემთხვევაში, თუ გარკვეული ტიპის დაწესებულება, რომელსაც აქვს დანადგარი, არ იცავს კონკრეტულ მოთხოვნებს, გაატაროს იძულებითი ღონისძიებები, გამოიყენოს იძულებითი ზომები და საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს დაწესებულების საქმიანობა, თუკი შესაძლებელია, რომ საფრთხე შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ამ დრომდე დავები სასამართლო წესით წყდებოდა, მაშინ, როდესაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ სახდელის დადების უფლებამოსილება მიენიჭოს მარეგულირებელ ორგანოს. ბირთვული და რადიაციული ობიექტის ფუნქციონირება სრულდება ობიექტის დეკომისიით. ნებისმიერი დანადგარის საბოლოო გაუვნებლება, რომელიც გარკვეული რაოდენობით შეიცავს რადიაციულ წყაროს, ფუნქციონირების დასრულების შემდეგ კონკრეტული წესებით უნდა მოხდეს. სწორედ ეს არის დეკომისიის პროცესი. ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ფლობს მსგავსი ტიპის წყაროს, ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს დეკომისიის გეგმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსთან. ამავდროულად, მას უნდა ჰქონდეს სათანადო ფინანსური რესურსი, რათა წყაროს ექსპლუატაციის შემთხვევაში მოხდეს ამ წყაროს დეკომისიისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა და დაფინანსება. ამგვარი მექანიზმი სახელმწიფოს თავიდან ააცილებს ხარჯებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ვერ უზრუნველყოფს დეკომისიას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა კითხვა-პასუხი. მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას და იგი განხილვისთვის მომზადებულად ცნო. 3. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად. მომხსენებელმა განმარტა: ის საკანონმდებლო წინადადება და არგუმენტაცია, რომლებიც ჰქონდა ინიციატივის ავტორს, დაეგზავნა შესაბამის უწყებებს. გვქონდა კონსულტაციები და, მიღებული გამოხმაურებებით, ამ უწყებებს მიზანშეუწონლად მიაჩნიათ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, ისევე, როგორც ჩვენ. შესაბამისად, უმრავლესობის წევრები მხარს არ ვუჭერთ აღნიშნულ ინიციატივას. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. კომიტეტის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად იქნა ცნობილი. 4. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე საკითხი კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად განიხილა და მიზანშეუწონლად მიიჩნია აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. კომიტეტის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად იქნა ცნობილი. 5. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მეხუთე საკითხი − თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა − სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად. მომხსენებელმა აღნიშნა: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებს. პირველი, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ინსტიტუციური, საკანონმდებლო და კონცეპტუალური ბაზის შემდგომი გაძლიერება. მეორე, ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება, რაც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და საკვანძო მიმართულებაა და მოიცავს როგორც საკომიტეტო მოსმენებს, ისე საზედამხედველო ვიზიტებს. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი თავი, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების დისკუსიებში ჩვენი კომიტეტის როლის გაზრდასა და კიდევ უფრო გაძლიერებას. არის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი − თავდაცვის ძალების პოპულარიზაციასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა, ისევე, როგორც საპარლამენტო დიპლომატია და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდა და ამისთვის შესაბამისი აქტივობების განხორციელება. კომიტეტმა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა და აცნობა პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრმა თეონა აქუბარდიამ და სხდომის თავმჯდომარემ − ირაკლი ბერაიამ გააკეთეს განცხადებები. თეონა აქუბარდიამ განაცხადა: ყველამ ნახა ბათუმში სავარაუდო საზღვაო ნაღმის აფეთქების ამსახველი კადრები, რომელზედაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მოკვლევა. რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგაც ანალოგიური საზღვაო ნაღმები იქნა აღმოჩენილი და მიმდინარეობს საზღვაო ოპერაცია ბულგარეთში, ასევე რუმინეთსა და თურქეთში. ეს ქვეყნები არიან შავი ზღვის აუზის ქვეყნები. ჩვენ გვაქვს განცხადებული ნატოში გაწევრების სურვილი, ისევე, როგორც ნატოს მოკავშირის სტატუსი და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში საქართველო შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურად არის ჩართული. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრს გავუგზავნე სადეპუტატო კითხვა და მინდა ამის შესახებ თქვენც გაცნობოთ. როდესაც ვსაუბრობთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ჩვენი საზღვაო აკვატორიის დაცვაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ნატოს. ამ შემთხვევაში, როდესაც განაღმვის ოპერაციაზეა საუბარი, რუსული აგრესიიდან გამომდინარე, ეს არა მხოლოდ ტურიზმს უქმნის საფრთხეს, არამედ პორტებსაც. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ აღნიშნულ ოპერაციაში (აღმოჩენის იქნება თუ განაღმვის, რაც გააკეთეს ნატოს წევრმა შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა) აქტიურად ჩავრთოთ ნატოს წევრები შავი ზღვის აუზიდან. ჩემი მოწოდება იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე კომიტეტში გამოვიყენოთ ჩვენი კავშირები ნატოსთან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა რუმინეთთან თანამშრომლობის (ახლა, ჩარჩოშეთანხმება როდესაც მნიშვნელოვანი გავაფორმეთ), ისევე, სტრატეგიული როგორც თურქეთთან, ბულგარეთთან და უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს წევრ შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან ერთად. სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თეონა აქუბარდიას და აღნიშნა: ეს საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია სასაზღვრო უსაფრთხოება. სასაზღვრო უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ჩვენი ლურჯი საზღვრის დაცვა. შესაბამისად, ამ კუთხით ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, ალიანსის წევრ სახელმწიფოსთან და მთლიანად ნატოსთან. ასევე განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს უსაფრთხოების საკითხებში შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ნატოს სიტუაციური ცნობიერების პროგრამაში, როგორც საჰაერო სივრცის უსაფრთხოების, ისე საზღვაო სივრცის უსაფრთხოების პროგრამაში, რომელიც მოიცავს არსებული რისკების შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. ჩვენი მესაზღვრეები, სანაპირო დაცვა აქტიურად მუშაობენ აღნიშნული მიმართულებით. ხორციელდება ღონისძიებები იმ რისკებისა და საფრთხეების საპასუხოდ, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს ჩვენი საზღვაო სივრცისთვის, ჩვენი საზღვაო წყლებისთვის. თავისთავად, იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელზედაც თქვენ ისაუბრეთ, დაწყებულია გამოძიება. შესაბამისი უწყებები ძალიან ყურადღებით სწავლობენ აღნიშნულ ფაქტს. სათანადო ყურადღება ეთმობა ნებისმიერი სახის მსგავსი ინციდენტების პრევენციასა და აღკვეთას ჩვენს ტერიტორიულ წყლებში. რასაკვირველია, ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ალიანსთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. განსაკუთრებით ეს ეხება შავი ზღვის აუზს. სხდომის ბოლოს ირაკლი ბერაიამ გააკეთა განცხადება: „მინდა გავაკეთო განცხადება და გამოვეხმაურო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მას რეალური ჰგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს, და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდებს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში. ეს არის სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება, რომლითაც წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს, მიაყენა შეურაცხყოფა ქართულ ჯარს, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს და მათ ხსოვნას, მათ ოჯახებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს და თავად პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამ უპასუხისმგებლო სუბიექტს არაერთხელ გაუოცებია ქართული საზოგადოება უმსგავსო, არაადეკვატური და არასერიოზული განცხადებებით, მაგრამ ეს გაუგონარი და საღი აზრისგან შორს მდგარი ბოდვა გაცდენილი არის ყოველგვარ საზღვრებს. შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი პირდაპირ და დაუფარავად ეწევა თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას. ის არის პირდაპირ ჩართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდაში და მისი გამონათქვამების შინაარსით და სიმძიმით ხდება პირდაპირი მოკავშირე საქართველოს მტრების, რომლებიც მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დამსხვრევას და საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯის განადგურებას. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის მტრობა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, წესით და რიგით, უნდა მართებდეს მეტი გონიერება, მეტი წინდახედულობა და, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს ღირსება, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ადამიანმა ვერაფერი ვერ ისწავლა ვერც პრეზიდენტობის დროს და ვერც მას შემდეგ პერიოდში. ასეთი ადამიანები თავისი უღირსი განცხადებებით და სიცრუით სერიოზული საფრთხის მატარებლები არიან ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ვფიქრობ, უნდა იყოს შესწავლილი ამ განცხადების უკან მდგარი მოტივები და ასევე ამ განცხადების მიზანი და, მინიმუმ, რაც ამ სუბიექტმა უნდა გააკეთოს, არის საჯაროდ ბოდიშის მოხდა ქართული სახელმწიფოს წინაშე, ქართული საზოგადოების წინაშე და, რასაკვირველია, ქართული ჯარის და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების წინაშე. მადლობა“. სხდომის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია სხდომის მდივანი - მაია კომლაძე