საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე პაატა კოღუაშვილის მიერ წარმოდგენილ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-15408/22; 24.11.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-2369/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-22
ბიუროს ნომერი 225

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-2369/23 20-02-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საკანონმდებლო წინადადებაზე: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-15408/22;24.11.2022) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე პაატა კოღუაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანომდებლო წინადადება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, წარმოდგენილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კოოპერაციის პროცესის სამართლებრივ რეგულირებას. კანონპრექტით ცვლილება ხორციელდება ნორმატიული აქტის XV თავის 227-ე მუხლში, რომელიც ადგენს კოოპერატივის დამფუძნებლების საფუძვლებს. უნდა აღინიშნოს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ახალი მიღებულია, რომლის პრაქტიკაში აღსრულების მდგომარეობა საჭიროებს კომპლექსურ ანალიზსა და შესწავლას. შესაბამისად, კანონში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხი საჭიროებს ნორმატიული აქტის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და ხელისშემშლელი ობიექტური ფაქტორების დასაბუთებულ განხილვას, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულ ინვესტორთა საბჭოში შექმნილია საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შესაბამის კოორდინაციას უწევს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. კომიტეტი წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გაუზიარებს შესაბამის ჯგუფს. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი