„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
№19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. გრანტად ითვლება ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების
შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტი.“.
2. მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი:
„ი2) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“
მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის
შემთხვევაში;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„მშვიდობის
ფონდი
უკეთესი
მომავლისთვის“
არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირია, რომელიც 2019 წელს სს საპარტნიორო ფონდის, საქართველოს
სავაჭრო-სამრეწველო პალატის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის
აპარატის
მიერ
საქართველოს
მთავრობის
სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაფუძნდა.
ფონდის საგრანტო პროგრამები წარმოადგენს ფონდის პროგრამულ ღონისძიებებს,
რომლებიც
ხელს
უწყობს
სამშვიდობო
ინიციატივის
„ნაბიჯი
უკეთესი
მომავლისკენ“ წარმატებით განხორციელებას. პროგრამის მიზნებია:
-
გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი
(ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი)) ორივე მხარეს ეკონომიკური
საქმიანობის განხორციელებისა და განვითარების ხელშეწყობა.
-
თანამშრომლობისა და მშვიდობის/ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის
შექმნა, გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის
რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი)) ორივე მხარეს
მცხოვრები
მოსახლეობის
ერთობლივი
ეკონომიკური
საქმიანობის
და
პარტნიორული პროექტების მხარდაჭერის გზით.
ფონდი გრანტს გასცემს მხოლოდ ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური ან კოლექტიური
ბიზნესგეგმების შესაბამისად). „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონიდან
გამომდინარე, იგი ვერ ახორციელებს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმეების
საგრანტო დაფინანსებას.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო
სუბიექტების დაფინანსების შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში ითვალისწინებს.
შესაბამისად, ფონდს არ შეუძლია დააფინანსოს ერთობლივი, ორგანიზებული ქართულაფხაზური, ქართულ-ოსური ბიზნეს ინიციატივები, როდესაც მათი მიზანია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთობლივი სამეწარმეო სუბიექტების, მაგ. შპს-ს
რეგისტრაცია და სამეწარმეო საქმიანობის როგორც აფხაზეთის ა/რ-ში ან ცხინვალის
რეგიონში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში განხორციელება. ამგვარი შეზღუდვის
პირობებში
მნიშვნელოვნად
ფერხდება
ქართულ-ოსური
და
ქართულ-აფხაზური
საზოგადოების საერთო სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების წამოწყებისა და
იმპლემენტაციის პროცესი.
ფონდი გამარჯვებულ საგრანტო პროექტებს აფინანსებს საერთაშორისო დონორებისგან
მიღებული დაფინანსებით.1 ამჟამად, ის ბენეფიციარებზე (მხოლოდ როგორც ფიზიკურ
პირებზე) გასცემს გრანტებს და ამ მიზნით დებს საგრანტო ხელშეკრულებებს. თუმცა,
გამომდინარე იქიდან, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი
გრანტად არ განიხილავს სამეწარმეო მიზნების შესაბამისად გაცემულ სახსრებს, ფონდის
ბენეფიციარები ვერ სარგებლობენ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმ შეღავათებით, რომლებიც
გათვალისწინებულია
გრანტის
მიღებასთან
დაკავშირებით.
იმ
შემთხვევაში
თუ
მშვიდობის ფონდის ბენეფიციარი ასეთი შეღავათით ისარგებლებს, მნიშვნელოვნად
დაიზოგება ფონდის საგრანტო რესურსი და იგი შეძლებს უფრო მეტი ქართულ-აფხაზური,
ქართულ-ოსური ბიზნეს ინიციატივების საგრანტო დაფინანსებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების გარეშე არ
არსებობს ზემოხსენებული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში თუ ეს
კანონპროექტი იქნება მხარდაჭერილი, ფონდი შეძლებს ქართულ-ოსური და ქართულაფხაზური საერთო ბიზნეს ინიციატივების საგრანტო დაფინანსებას, წაახალისებს
ეთნიკურად ქართველი, ოსი და აფხაზი ბენეფიციარების თვითორგანიზებას სამეწარმეო
საზოგადოების ფორმირების, ერთობლივი საწარმოს შექმნის, მტკიცე კომერციული
კავშირების ჩამოყალიბების მიმართულებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შედეგად:
-
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის გრანტად ჩაითვლება
ასევე ააიპ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების
შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტი;
-
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის გრანტის მიღების
უფლება აგრეთვე მიენიჭება საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს (როგორც
მეწარმე ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს), თუმცა მხოლოდ ააიპ „მშვიდობის
ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად
სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება გრანტის მიმღებ პირთა წრე და გრანტის მიღების
უფლება მიენიჭება საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს, თუმცა მხოლოდ ააიპ
„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად
სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში.
1
2021 წელს ფონდს გაერთიანებულმა სამეფომ გრანტის სახით გადასცა 40,000 ფუნტი, შვეიცარიის
კონფედერაციამ - 50,000 შვეიცარიული ფრანკი, ხოლო გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ 300,000 ევრო.
კანონპროექტის თანახმად გრანტად ჩაითვლება ააიპ „მშვიდობის ფონდი უკეთესი
მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული
გრანტის შემთხვევაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი
დაკავშირებულია
„ნაბიჯი
უკეთესი
მომავლისკენ“
საქართველოს
მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან და მიზნად ისახავს მის უფრო ეფექტიანად
იმპლემენტაციას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება რაიმე ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ფონდის - ააიპ
„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ საგრანტო პროგრამები ფინანსდება
საერთაშორისო დონორების მიერ.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს შესაბამისი დონის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება გრანტის მიმღებ პირთა წრე
და გრანტის მიღების უფლება მიენიჭება საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს.
ამჟამად ფონდი გრანტს გასცემს მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ სარგებლობენ
საგადასახადო შეღავათებით. მეწარმე ბენეფიციარები კი შეძლებენ ისარგებლონ
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით (მაგ.:
დღგ-ის, იმპორტის გადასახადის, იურიდიული პირის შემთხვევაში ასევე მოგების
გადასახადის ნაწილშიც) და შესაბამისად, აღნიშნული შეღავათებით გათვალისწინებული
თანხები არ შევა შესაბამისი დონის ბიუჯეტში.
რაც შეეხება საგრანტო პროექტების სტატისტიკას, 2020 წელს დაფინანსდა 11 პროექტი, 2021
წელს - 28 საგრანტო პროექტი, ხოლო 2022 წელს გაიმარჯვა 26-მა პროექტმა, საიდანაც უკვე
დაფინანსდა 11 პროექტი და დარჩენილი პროექტების ბენეფიციარებთან მიმდინარეობს
მოლაპარაკების პროცესი. აღნიშნული ბენეფიციარები წარმოადგენენ ფიზიკურ პირებს,
ხოლო კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამებში
მონაწილეობას შეძლებენ მეწარმე სუბიექტებიც, შესაბამისად ბიუჯეტზე გავლენა
მოსალოდნელია 2024 წლიდან.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილ ცვლილებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება გრანტის მიმღებ პირთა წრე და გრანტის მიღების
უფლება მიენიჭება საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს. ამჟამად ფონდი გრანტს
გასცემს მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ სარგებლობენ საგადასახადო
შეღავათებით. მეწარმე ბენეფიციარები კი შეძლებენ ისარგებლონ საქართველოს
საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით (მაგ.: დღგ-ის,
იმპორტის გადასახადის, იურიდიული პირის შემთხვევაში ასევე მოგების გადასახადის
ნაწილშიც).
რაც შეეხება ფონდს, ამ კუთხით კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ გავლენებს.
2021-2023 წლებში ფონდის საგრანტო პროგრამების დონორები არიან საქართველოში
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ
ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოები.
ფონდს არ აქვს საკუთარი შემოსავლები, მისი საგრანტო პროგრამა არ ფინანსდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ფონდის შემდგომი საგრანტო პროგრამებიც საერთაშორისო
დონორებისგან
დაფინანსდება.
აღნიშნული
საგრანტო
პროგრამების
ბიუჯეტი
ყოველწლიურად იცვლება. მისი ოდენობა დამოკიდებულია დონორების კონტრიბუციაზე,
ფონდსა და დონორს შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
პირობებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის რაიმე
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.