„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
მუხლი 1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №18, 12.04.2010, მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება“
1. გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის მე-13 მუხლის 11 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
11. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური
და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ
საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის
მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი,
ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო.
2. გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის მე-13 მუხლის დაემატოს 13 ქვეპუნქტი და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1 3.
გენდერული
თანასწორობის
მუდმივმოქმედი
საბჭოს
თავმჯდომარეობს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ან მისი დავალებით, არსებობის
შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის ქალი მოადგილე, მისი არ არსებობის შემთხვევაში,
საბჭოს შემადგენლობის ქალი წევრი.
3. გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის მე-13 მუხლს დაემატოს 14 ქვეპუნქტი და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
14. მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს ფორმირება და პირველი სხდომის
მოწვევა უნდა განხორციელდეს ახლად არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი
შეკრებიდან სამი თვის ვადაში.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-30 დღეს
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ქალებისა და მამაკაცებს შორის თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების
უზრუნველყოფა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია. გენდერული თანასწორობის
მიღწევისთვის, კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უმნიშვნელოვანესი როლი
აკისრიათ. შესაბამისად, აუცილებელია გაძლიერდეს მუნიციპალიტეტების მიერ დაარსებული
გენდერული თანასწორობის საბჭოები, იმგვარად რომ საბჭოების მიერ განსაზღვრულმა
პოლიტიკამ და
მიღებულმა გადაწყვეტილებებმა რეალური ზეგავლენა მოახდინონ
მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების კეთილდღეობასა და ყოფაზე.
კანონპროექტი უზრუნველყოფს, კონკრეტულ შემთხვევებში, გენდერული თანასწორობის
საბჭოების სხდომების წარმართვას და ხელმძღვანელობას ქალების მიერ, აღნიშნული
თანხვედრაში მოდის გაეროს გენერალური ასამბლეის „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის
ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის, სულისკვეთებასთან და უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტებში ქალების გააქტიურებასა და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში.
აღნიშნული კონვენცია რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1994 წლის 22
დეკემბერს,
გაეროს გენერალური ასამბლეის კონვენცია, „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ“,
ხელმომწერ მხარეებს აკისრებს პოლიტიკურ, სოციალურ და
კულტურულ სფეროში, ქალთა ყოველმხრივ განვითარებისა და პროგრესის ხელშეწყობას და
უზრუნველყოფას. მე-14 (2(ა)) მუხლის თანახმად „სახელმწიფოებმა ყველა შესაბამის ზომას
უნდა მიმართონ სოფლებში და რაიონებში ქალთა დისკრიმინაციის აღსაკვეთად, რათა
მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ მათი მონაწილეობა
სოფლის, რაიონების განვითარებაში და ასეთი განვითარებით სარგებლის მიღებაში და,
კერძოდ, უზრუნველყონ ქალები უფლებით: ა) მონაწილეობა მიიღონ განვითარების გეგმების
განხორციელებაში ყველა დონეზე;“ გაეროს გენერალური ასამბლეა ასევე გასცემს
რეკომენდაციებს ხელმომწერი სახელმწიფოსთვის უზრუნველყონ ქალების მონაწილეობა
პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში, ვინაიდან ყოფით ცხოვრებაში ქალებისთვის არსებობს
არაერთი ბარიერი, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული, რომელიც ხელს
უშლის ქალებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
რეკომენდაციებში ასევე გაწერილია, რომ სახელმწიფოებმა ყველა ღონეს უნდა მიმართონ,
რათა საჯაროდ არჩეულ პირებში სქესთა ბალანსს მიაღწიონ, ამისთვის კი მნიშვნელოვანია
ეფექტიანი აღსრულების მექანიზმების დანერგვა.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია „ევროპული ქარტია ქალების და კაცების თანასწორობისთვის
ადგილობრივ ცხოვრებაში“, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის
ფუნდამენტურ უფლებებს განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქარტია
საქართველოს მიერ არ არის რატიფიცირებული, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ
გენდერული პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის ამ დოკუმენტში განსაზღვრულ პრინციპებს
უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ქარტიის ერთ-ერთი პრინციპი ადგილობრივი და რეგიონალური
ხელისუფლების ყველა აქტივობაში გენდერული პერსპექტივის ჩაშენებაა.
საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ ადგენს თვითმმართველი
ორგანოს უფლებამოსილებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ
მიღებული დადგენილებით, დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის
საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და მუშაობის წესი.
გენდერული თანასწორობის საბჭოების ფორმირება ადგილობრივ თვითმმართველობებში,
2017 წელს დაიწყო. საბჭოს მნიშვნელოვანი ფუნქცია კი უნდა იყოს მუნიციპალიტეტის
ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი,
მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტისა და
ბიუჯეტის პროექტების განხილვა. ასევე, გენდერული დისკრიმინაციის თაობაზე
წარდგენილი განცხადებების განხილვა.
თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის კვლევის თანახმად „საბჭოების
უმეტესობა ამ დრომდე ჩატარებულ სხდომებზე უმეტესწილად საბჭოს ფორმირების,
ფუნქცია-მოვალეობებისა და სამომავლოდ დასაგეგმი ღონისძიებების საკითხებს
განიხილავს.“ „პრობლემას ქმნის ისიც, რომ საბჭოს წევრები ვერ ასახელებენ რეგიონისთვის
დამახასიათებელ
სპეციფიკურ
საჭიროებებს
და
მუნიციპალიტეტში
არსებული
მდგომარეობის მათეული შეფასება ზედაპირული ხასიათისაა. შეხვედრებისას ასევე
გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც საბჭოს წევრები ვერ იაზრებდნენ კვლევის
მთავარი აქცენტის მნიშვნელობას ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, რაც კიდევ
ერთხელ მიუთითებს მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ პირთა მწირ ცოდნასა და
მგრძნობელობაზე ქალის მიმართ არსებულ დისკრიმინაციასა და ჩაგვრაზე. აღსანიშნავია
ცალკეულ მუნიციპალიტეტებში გენდერის საბჭოს კაცი წევრების მიერ შეხვედრის ადრე
დატოვების, ან ძირითადად მსმენელის როლში ყოფნის ტენდენცია, რაც კიდევ ერთხელ
მიუთითებს მათი ცნობიერების დაბალ დონეზე ქვეყანაში არსებული გენდერული
უთანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.“1
ამასთან, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით პრობლემას წარმოადგენს ახლად
არჩეული საკრებულოს მიერ გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოს
ფორმირებისა და პირველი სხდომის ჩატარების ვადები. დღეს არსებული პრაქტიკით საბჭოს
ფორმირების წესის და ვადის განსაზღვრა სრულად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის
საკრებულოების კომპეტენციას. ამასთან, გენდერული საბჭოს ფორმირების ვადა არ არის
დარეგულირებული, სწორედ აღნიშნულის გამო სხვა და სხვა მუნიციპალიტეტში
განსხავებული პრაქტიკა არსებობს ვადებთან მიმართებით, რაც წარმოქმნის პრობლემას,
ვინაიდან ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ახალი საკრებულოს ფორმირებიდან ერთი წლის
ვადაშიც არ განხორციელებულა გენდერული საბჭოს ფორმირება და პირველი სხდომის
ჩატარება.
დღეის მდგომარეობით საქართველოში, 64 მუნიციპალიტეტიდან, მხოლოდ 42
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ითავსებს გენდერული თანასწორობის
საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. (იხ. მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი: დასავლეთ
საქართველოში: ჩოხატაური, ხობი, მარტვილი, წალენჯიხა, ფოთი, მესტია, ჩხოროწყუ,
ზუგდიდი, ონი, ამბროლაური, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, საჩხერე, წყალტუბო,
ჭიათურა, ხარაგაული, ქედა. აღმოსავლეთ საქართველოში: თელავი, საგარეჯო,
დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, სიღნაღი, ახმეტა, ყვარელი, რუსთავი, ბოლნისი, მარნეული,
წალკა, გორი, კასპი, ქარელი, ხაშური, მცხეთა, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი, ბორჯომი,
ახალქალაქი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა.) რაც შეეხება ინფორმაციას მუნიციპალიტეტებში
საკრებულოს თავმჯდომარის ქალი მოადგილეების შესახებ, დღეის მდგომარეობით
აღნიშნულ თანამდებობას სულ 22 ქალი იკავებს (იხ. მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი:
დასავლეთ საქართველოში: ზესტაფონი, ცაგერი, თერჯოლა, ლანჩხუთი, ლენტეხი,
ოზურგეთი, სამტრედია, ტყიბული, ფოთი, ქობულეთი, ბათუმი. აღმოსავლეთ საქართველოში:
თბილისი, გორი, კასპი, ქარელი, რუსთავი, ბოლნისი, გურჯაანი, ყვარელი, საგარეჯო,
დუშეთი, თიანეთი.)
ყოველივე
ზემოთქმულის
გათვალისწინებით
კი
მნიშვნელოვანია
გაძლიერდეს
მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი გენდერული საბჭოების როლი, ფუნქცია-მოვალეობები
გახდეს უფრო ქმედითი და მეტად ორიენტირებული მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ
ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისა და ჩართულობის უზრუნველყოფაზე.
შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტის მიზანია, გააძლიეროს, ერთის მხრივ, ქალთა
მონაწილეობა გენდერულ საბჭოში, დატვირთოს ის შინაარსობრივად და შესაძლებლობის
შემთხვევაში მისცეს გენდერული პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში აქტიური მონაწილეობის
1
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასება, სოციალური
აქცენტებით ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. საქართველოს სახალხო დამცველი 2020.
მიღების შესაძლებლობა და მეორეს მხრივ ამ პროცესში დეკლარირებულად გააქტიუროს
საკრებულოს თავმჯდომარის როლი.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია რომ გენდერული თანასწორობის
შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი უნდა შეიცვალოს, მასში განისაზღვროს საბჭოს
ფორმირების ვადები და საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებული
გარკვეული ასპექტები, რათა აღნიშნული ინსტიტუტის მნიშვნელობას გაესვას ხაზი.
კანონპროექტით, გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის
11, ქვეპუნქტის ფორმულირება იცვლება და იმავდროულად ემატება - 13, 14 ქვეპუნქტები.
ცვლილებით, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს, შემადგენლობა, სტატუსი,
ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება, ასევე გენდერული თანასწორობის შესახებ
კანონით. ამასთან, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს უხელმძღვანელებს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ან მისი დავალებით, არსებობის
შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის ქალი მოადგილე, მისი არ არსებობის შემთხვევაში
კი, საბჭოს შემადგენლობის ქალი წევრი. ასევე, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის
საბჭოს ფორმირება და პირველი სხდომის მოწვევა, წინამდებარე ცვლილებით უნდა
განხორციელდეს ახლად არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებიდან
სამი თვის ვადაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი წესრიგდება „გენდერული თანასწორობის შესახებ“
საქართველოს კანოით. ამდენად, მის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია
ცვლილების განხორციელება „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“
ქვეპუნქტში აღნიშნული
საკითხი, რაც უკეთ შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის
მუდმივმოქმედი საბჭოების ფუნქციონირებისა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის
გაძლიერებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-13 მუხლში. გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის მე-13
მუხლის 11 ქვეპუნქტის ფორმულირება იცვლება და იმავდროულად ემატება - 13, 14
ქვეპუნქტები. ცვლილებით, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს,
შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება, ასევე
გენდერული თანასწორობის შესახებ კანონით. ამასთან, გენდერული თანასწორობის
მუდმივმოქმედი საბჭოს
უხელმძღვანელებს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე, ან მისი დავალებით, არსებობის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის
ქალი მოადგილე, მისი არ არსებობის შემთხვევაში კი, საბჭოს შემადგენლობის ქალი წევრი.
ასევე, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს ფორმირება და პირველი სხდომის
მოწვევა,
წინამდებარე
ცვლილებით
უნდა
განხორციელდეს ახლად
არჩეული
მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებიდან სამი თვის ვადაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია,
რომ წარმოდგენილი ცვლილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ოცდამეათე დღეს. რათა
შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მოარგონ
ცვლილებას შიდა რეგულაციები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება;
კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე,
იქნება მუნიციპალურ გენდერული საბჭოების დეკლარირებული გაძლიერება და
შინაარსობრივად დატვირთვა. ასევე, ქალთა მონაწილეობის გაძლიერება წარმომადგენლობით
და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს გენდერულად
მგრძნობიარე პოლიტიკის წარმოებას მუნიციპალურ დონეზე.
დღევანდელ რეალობაში, ყველაზე მნიშვნელოვანია მუნიციპალურმა გენდერულმა საბჭოებმა
ზუსტად და სწორად განსაზღვრონ ქალთა ადგილობრივი საჭიროებები და შემდგომ
მოახდინონ ამ საჭიროებების სწორი ადვოკატირება მუნიციპალურ ორგანოებთან. ამისთვის
კი, გენდერულ საბჭოს უნდა ჰქონდეს სათანადო დრო უპირველესად კვლევისთვის, შემდგომ
კი ადოვოკატირების პროცესის წარმართვისთვის.
შესაბამისად გენდერული საბჭოს შექმნისთვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის
განსაზღვრული დროის დაწესება ხელს შეუწყობს ამ ორგანოს ფუნქციონირების
ეფექტურობას. ვინაიდან, ახალი საკრებულოს ფორმირებიდან, მოკლე ვადაში გენდერული
საბჭოს დაკომპლექტება, საბჭოს წევრებს მისცემს შესაძლებლობას ეფექტურად გამოიყენონ
დრო სამოქმედო გეგმის დასახვასთვის, შესაბამისი პროგრამების შემუშავებისთვის და
გენდერული ბიუჯეტირების შემუშავების პროცესში ჩართულობისთვის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება უკავშირდება გაეროს
გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ, „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-14 (2(ა)) მუხლით აღებულ ვალდებულებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროქტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ლევან იოსელიანი, ალექსანდრე ელისაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ლევან იოსელიანი, ალექსანდრე ელისაშვილი.