„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი
1.
(პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“
ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი, 11
და 12 პუნქტებით განსაზღვრული პროკურორი, გარდა სტაჟიორ-პროკურორისა, აგრეთვე
საქართველოს გენერალური პროკურატურის იმ დეპარტამენტების უფროსები, რომლებზეც
არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის
პირველი პუნქტი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს პროკურორის
ცნებას, რომელთა შორის მოიაზრება საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალური
პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების პროკურორები, თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული
პროკურორი და მათი მოადგილეები, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი,
უფროსი პროკურორი, პროკურორი, სტაჟიორ-პროკურორი, აგრეთვე პროკურატურის
დეპარტამენტის,
სამმართველოს,
განყოფილებისა
და
მათთან
გათანაბრებული
სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ
ასრულებენ
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
ფუნქციებს,
ასევე
ცალკეულ
შემთხვევებში
პროკურატურის
თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ არ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ გენერალური
პროკურორის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება.
მოცემული კანონი ასევე განასხვავებს ევროჯასტში მეკავშირე პროკურორსა და მეკავშირე
პროკურორის დამხმარის ცნებებს.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქციის
პირობებში, მოცემული კანონის მიზნებისათვის, მხოლოდ მათი ნაწილი წარმოადგენს
თანამდებობის პირს, კერძოდ, ხსენებული კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ყ“
ქვეპუნქტის მიხედვით, თანამდებობის პირია საქართველოს გენერალური პროკურორი,
გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს
გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების უფროსები, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;
შესაბამისად, პროკურორის სტატუსის მქონე ყველა პირი არ ექცევა თანამდებობის
პირისათვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული რეგულაციების ბოჭვის ფარგლებში, მათ შორის თანამდებობის პირის
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თვალსაზრისით.
ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) შეფასების მე-4
რაუნდის რეკომენდაციას წარმოადგენს
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციის წარდგენის რეჟიმის გაფართოება და მისი გავრცელდება ყველა პროკურორზე.1
1
ანგარიში ხელმისაწვდომია:
https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000016806dc11
6#page=50&zoom=100,90,872
ანალოგიური
შინაარსისაა
ორგანიზაციის
ეკონომიკური
ანტიკორუფციული
თანამშრომლობისა
ქსელის
(OECD/ACN)
და
განვითარების
მიერ
სტამბოლის
ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით (the Istanbul Anti-Corruption Action Plan)
გათვალისწინებული მონიტორინგის მე-4 რაუნდის შეფასების ანგარიშის რეკომენდაცია,
რომლის
მიხედვით2
უნდა
გაფართოვდეს
„საჯარო
სამსახურში
ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების მოქმედება და
მოიცვას ყველა თანამდებობა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან საჯარო ფუნქციებს, მათ
შორის, უნდა მოექცნენ პროკურორები.3
ამდენად,
წარმოდგენილი
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
აღნიშნული
რეკომენდაციები და იგი მიზნად ისახავს პროკურორის სტატუსის მქონე ნებისმიერი პირის,
ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და მეკავშირე პროკურორის დამხმარის, აგრეთვე
საქართველოს გენერალური პროკურატურის იმ დეპარტამენტების უფროსების, რომლებიც
არ ექცევიან „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის
პირველი პუნქტის ფარგლებში, კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირის დეფინიციის
ფარგლებში მოქცევას, გარდა სტაჟიორ-პროკურორისა. აღნიშნული უზრუნველყოფს, რომ
ყველა პროკურორზე, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორსა და მეკავშირე პროკურორის
დამხმარეზე, აგრეთვე საქართველოს გენერალური პროკურატურის იმ დეპარტამენტების
უფროსებზე,
რომლებზეც
არ
ვრცელდება
„პროკურატურის
შესახებ“
საქართველოს
ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი (გარდა სტაჟიორ-პროკურორისა),
როგორც თანამდებობის პირზე გავრცელდეს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედება და პროკურორის სამართლებრივი
სტატუსის მქონე პირებთან მიმართებით დადგინდეს ერთიანი მიდგომა. ამასთან, საკითხის
ამგვარი რეგულირება ხელს შეუწყობს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონის მიზნების სათანადო რეალიზაციას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს თანამდებობის
პირთა ჩამონათვალს. წარმოდგენილი ცვლილებით კორექტირდება აღნიშნული
ჩამონათვალი და მასში ექცევა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-2 მუხლის პირველი, 11 და 12 პუნქტებით განსაზღვრული პროკურორი, აგრეთვე
საქართველოს გენერალური პროკურატურის იმ დეპარტამენტების უფროსები, რომლებზეც
არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის
პირველი პუნქტი, გარდა სტაჟიორ-პროკურორისა. ამდენად, საკითხის ახლებური
მოწესრიგება საჭიროებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
2
ანგარიში ხელმისაწვდომია: https://www.oecd.org/corruption/acn/OECD-ACN-Georgia-Round-4-MonitoringReport-ENG.pdf
3
ანგარიში ხელმისაწვდომია: https://www.oecd.org/corruption/acn/OECD-ACN-Georgia-Round-4-MonitoringReport-ENG.pdf
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის
გაფართოვდება თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და მასში მოექცევა „პროკურატურის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი, 11 და 12 პუნქტებით
განსაზღვრული პროკურორი, აგრეთვე, საქართველოს გენერალური პროკურატურის იმ
დეპარტამენტების
უფროსები,
რომლებიც
არ
ექცევიან
„პროკურატურის
შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში, გარდა
სტაჟიორ-პროკურორისა. შესაბამისად, პროკურორზე, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორსა
და
მეკავშირე
პროკურორის
დამხმარეზე,
აგრეთვე
საქართველოს
გენერალური
პროკურატურის იმ დეპარტამენტების უფროსებზე, რომლებიც არ ექცევიან „პროკურატურის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში
(გარდა სტაჟიორ-პროკურორისა), როგორც თანამდებობის პირზე გავრცელდება „კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი რეგულაციები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში და
დგიდნება, რომ თანამდებობის პირს წარმოადგენს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი, 11 და 12 პუნქტებით განსაზღვრული
პროკურორი, აგრეთვე საქართველოს გენერალური პროკურატურის იმ დეპარტამენტების
უფროსები, რომლებზეც არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, გარდა სტაჟიორ-პროკურორისა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებითი ხარჯების დაფინანსებასთან.
კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციის წარდგენა და მონიტორინგი განხორციელდება სსიპ - საჯარო სამსახურის
ბიუროს ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შემდეგ კანონპროექტის
ცლილებით
გათვალისწინებულ
თანამდებობის პირებს წარმოეშვება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციის შევსებისა
და წარდგენის ვალდებულება, რომლის წარუდგენლობის ან
ქონებრივი
მდგომარეობის
დეკლარაციაში
დარღვევის
არსებობის
შემთხვევაში
პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დეკლარაციის წარუდგენლობა იწვევს პირის
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციის
მონიტორინგის
შედეგად
დეკლარაციაში
გამოვლენილი
დარღვევის
შემთხვევაში მოქმედი თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით,
მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, ხოლო ის პირი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, −
თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბოლოს მიღებული თანამდებობრივი სარგოს 20%-ით,
მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა. შესაბამისად, მსგავსი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში,
შესაძლოა სახეზე გვქონდეს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
გავლენის ოდენობა დამოკიდებულია გამოვლენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.
ბ.გ)
კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციის წარდგენა და მონიტორინგი განხორციელდება სსიპ - საჯარო სამსახურის
ბიუროს ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
პროკურორი, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და მეკავშირე პროკურორის დამხმარე,
აგრეთვე საქართველოს გენერალური პროკურატურის იმ დეპარტამენტების უფროსები,
რომლებიც არ ექცევიან ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-2
მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში, (გარდა სტაჟიორ-პროკურორისა) ჩაითვლება
თანამდებობის პირად „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
მიზნებისათვის და მათზე გავრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებული შესაბამისი
რეგულაციები, მათ შორის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის
წარდგენის ვალდებულება.
მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინების წარდგენილი თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორიგის სისტემას,
მონიტორინგის პროცესში სსიპ -
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის
წარუდგენლობა ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონთან და „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენა ქმნის პირის
დაჯარიმების
საფუძველს.
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ფინანსური
შედეგები
იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება დამოკიდებულია
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგსა და მის
შედეგებზე.
კანონპროექტის მიღების შემდეგ კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირს
წარმოეშვება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და
წარდგენის
ვალდებულება,
რომლის
წარუდგენლობის
ან
ქონებრივი
მდგომარეობის
დეკლარაციაში
დარღვევის
არსებობის
შემთხვევაში
პასუხისმგებლობის
ზომად
გათვალისწინებულია ჯარიმა. შესაბამისად, მსგავსი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში,
შესაძლოა დადგეს ფინანსური შედეგი ამ პირთათვის.
კანონპროექტის მიღების შემდეგ კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირს
აეკრძალება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება და შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება.
შესაბამისად, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთათვის შესაძლოა დადგეს
ფინანსური შედეგი, რადგან ისინი ვალდებული გახდებიან დატოვონ შეუთავსებელი
თანამდებობა და შეწყვიტონ შეუთავსებელი საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
მიიღო
საქართველოს
გენარალურმა
პროკურატურამ.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტს დანართის სახით ახლავს საქართველოს გენერალური პროკურატურის 2023
წლის 27 იანვრის №13/5228 წერილი (პოზიცია).
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიურო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.