„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.02.2023
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი ¬− სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/253/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ელექტრონული ტენდერი – 10 000 ლარის ან მეტი ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო, სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარის ან მეტი ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის საშუალება (გარდა ამ პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პროცედურებს; ბ) „ს1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ს1) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს სათანადო ცვლილებების განხორციელება შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, აგრეთვე – სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოდგენილ ცვლილებებთან შესაბამისობა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაციების მოქნილობის გაუმჯობესებას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისათვის კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრების გაზრდის გზით. წარმოდგენილი კანონის პროექტით შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. საგულისხმოა, რომ ამგვარ რეგულირებას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მომზადებული და საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად 2023 წლის 9 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ. წარმოდგენილი ცვლილება, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს არსებული მონეტარული ზღვრების გათვალისწინებით განხორციელებული, თუმცა არ შემდგარი ან უარყოფითი შედეგით დასრულებული ელექტრონული ტენდერების რაოდენობის შემცირებას, ხოლო მეორეს მხრივ – შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებას. შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაციები მოკლე ვადებში შეძლებენ თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილებას, რაც ხელს შეუწყობს მათ შეუფერხებელ ფუნქციონირებას, გაზრდის საქმიანობის ეფექტიანობას და დაზოგავს მათსავე ადამიანურ და დროით რესურსს. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რომ ქვეყანაში ამჟამად მოქმედი 4537 შემსყიდველი ორგანიზაციიდან, უმეტესობა მათგანი წარმოადგენს მცირე ზომის საგანმანათლებლო დაწესებულებას, ან სოციალურ და მომსახურეობის თემატიკაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას ან საწარმოს, რომლებსაც, ერთის მხრივ, უჭირთ რთული სატენდერო პროცედურების განხორციელებისას ადამიანური რესურსების კომპეტენციის მხრივ, ხოლო, მეორეს მხრივ, ესაჭიროებათ სწრაფი და მყისიერი რეაგირება ბავშვების, ასევე მოსახლეობის სხვა ფენების საჭიროებებზე და, შესაბამისად, სხვადასხვა სახეობის საქონლისა თუ სერვისების შეუფერხებელი შეძენა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვის საფუძვლები და მონეტარული ზღვრები განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამდენად, მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებით არის შესაძლებელი გამარტივებული შესყიდვისათვის კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრების ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად გაიზრდება გამარტივებული შესყიდვისათვის კანონით განსაზღვრული მონეტარული ზღვრები, კერძოდ, შემსყიდველ ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეისყიდონ 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონელი ან მომსახურება, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში — 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაო. წარმოდგენილი ცვლილება გაზრდის შემსყიდველ ორგანიზაციათა მოქნილობას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებას. შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაციები მოკლე ვადებში შეძლებენ თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილებას, რაც ხელს შეუწყობს მათ შეუფერხებელ ფუნქციონირებას, გაზრდის საქმიანობის ეფექტიანობას და დაზოგავს მათსავე ადამიანურ და დროით რესურსს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს გამარტივებული შესყიდვისათვის კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების გაზრდას. წარმოდგენილი ცვლილების პროექტის თანახმად, შემსყიდველ ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეისყიდონ 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონელი ან მომსახურება, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, გარდა კანონის პირველი მუხლისა, რომლის ამოქმედების თარიღად გათვალისწინებულია გამოქვეყნებიდან მე-15 დღე, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე საჭიროა სათანადო ცვლილებების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორის მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, იმისათვის, რომ დროულად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების დროულად და შეუფერხებლად განხორციელება. შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაციები მოკლე ვადებში შეძლებენ თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილებას, რაც ხელს შეუწყობს მათ შეუფერხებელ ფუნქციონირებას, გაზრდის საქმიანობის ეფექტიანობას და დაზოგავს მათსავე ადამიანურ და დროით რესურსს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკუთარ შემოსავალზე. საგულისხმოა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურის კანონქვემდებარე აქტით დადგენის შესაძლებლობა, აგრეთვე – საფასური სატენდერო წინადადების წარდგენისათვის. კერძოდ, ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო1“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოქვეყნების საფასური არის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის N15 ბრძანებით დამტკიცებული „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სისტემის მეშვეობით ერთი სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს: ა) 50 ლარს, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება წარმოადგინა სულ მცირე ერთმა პრეტენდენტმა ან როდესაც მიენიჭა სტატუსი ,,ტენდერი შეწყვეტილია ; ბ) 25 ლარს, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება არ წარმოუდგენია არცერთ პრეტენდენტს“. ამავდროულად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საფასურები არ არის დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ამდენად, ვინაიდან წარმოდგენილი კანონის პროექტით იზრდება გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისათვის კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრები და შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო, სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს (ნაცვლად 5 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტებისა), სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, წარმოდგენილ კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკუთარ შემოსავალზე (მისი შემცირების კუთხით). გავლენის ოდენობა დამოკიდებულია შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ გამარტივებული შესყიდვების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს შემსყიდველი ორგანიზაციების და შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. წარმოდგენილი კანონის პროექტით იზრდება გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისათვის კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრები და შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო, სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს (ნაცვლად 5 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტებისა), სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამდენად სავალდებულო აღარ იქნება ელექტრონული ტენდერის მიმართ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და შესაბამისად გამოქვეყნების საფასურის გადახდა, რაც შეადგენს 50 ლარს, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება წარმოადგინა სულ მცირე ერთმა პრეტენდენტმა ან როდესაც მიენიჭა სტატუსი ,,ტენდერი შეწყვეტილია, ხოლო, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება არ წარმოუდგენია არცერთ პრეტენდენტს – 25 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს შემსყიდველ ორგანიზაციებზე და შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე (მისი შემცირების კუთხით), ასევე შესაძლოა დაიზოგოს შემსყიდველი ორგანიზაციების ადამიანური რესურსი, თუმცა გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ გამარტივებული შესყიდვების რაოდენობაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: საგულისხმოა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურის კანონქვემდებარე აქტით დადგენის შესაძლებლობა, აგრეთვე – საფასური სატენდერო წინადადების წარდგენისათვის. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საფასურები არ არის დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ამდენად, სავალდებულო აღარ იქნება ელექტრონული ტენდერის მიმართ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და შესაბამისად გამოქვეყნების საფასურის გადახდა შემსყიდველი ორგანიზაციების, ხოლო წინადადების წარდგენის საფასურის გადახდა მიმწოდებლების მიერ, თუმცა გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ გამარტივებული შესყიდვების რაოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.