საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ ფენიბუტის (Phenibut) ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიაში შეტანის შესახებ (№1-15221/22; 21.11.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-22
ბიუროს ნომერი 225
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-2390/23
21-02-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის 20
თებერვალს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ
ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (1-15221/22; 21.11.2022) ფენიბუტის (Phenibut)
ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიაში შეტანის შესახებ.
საკანონმდებლო წინადადების ავტორების განმარტებით, აუცილებელია, რომ "ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერებების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიას
(კანონის დანართი #1) – დაემატოს გაეროს წამლისა და დანაშაულის ოფისის (UNODC) მიერ 2021 წლის 10
დეკემბერს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა (NPS) სიაში შეყვანილი შემდეგი ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერება "ფენიბუტი" (Phenibut), ვინაიდან მისი გამოყენებისას მეცნიერების, აშშ–ს FDA-ს, CDC-ს და
საერთაშორისო ორგანიზაციების: WHOCC-ის, UNODC-ის გამოცდილების მიხედვით,
საფრთხე ექმნება
მომხმარებლების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და ასეთი საფრთხის გამორიცხვა შეუძლებელია. "ფენიბუტის“
ინტოქსიკაციამ გამოავლინა ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის სიმპტომები, ცნობიერების დონის
დაქვეითება, კუნთების ტონუსი, სტუპორი, დეპრესიული სუნთქვა, ტემპერატურის დისრეგულაცია, ჰიპერ - ან
ჰიპოტენზია, ჰალუცინაცია, კრუნჩხვები, კომა და ა. შ.
საკითხის შესწავლისას გაირკვა, რომ ფენიბუტი სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება დაძაბულობის
შესამცირებლად, შიშის და განგაშის შეგრძნების დაქვეითების მიზნით. ასევე ძილის გასაუმჯობესებლად
ფსიქოსომატურ ან ნევროზულ პაციენტებში, ისევე როგორც პრე- ან პოსტ ოპერაციულ პერიოდში. მას
ახასიათებს გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ძილიანობა, გულისრევა,
თავის ტკივილი და
ალერგიული რეაქციები.
პრეპარატი მრავალი წელია არსებობს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და ამ პერიოდში შესაბამის
მარეგულირებელ ორგანოში არ შესულა ინფორმაცია მის ირგვლივ რაიმე გვერდითი მოვლენების ან
გართულებების შესახებ. რაც შეეხება ავტორების მიერ წარმოდგენილ ფენიბუტის გვერდით მოვლენებს,
აღნიშნული მოვლენები განპირობებულია პრეპარატის ჭარბი დოზირებით არასამედიცინო რეკრეაციული
მიზნით მისი გამოყენებისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტი უარყოფილად მიიჩნევს წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge