საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის თემატური მოკვლევის დასკვნა - „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-22
ბიუროს ნომერი 225
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-2433/23
21-02-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თემატური მოკვლევის - „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის,
არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“ დასკვნას.
დანართი: 59 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თემატური მოკვლევის დასკვნა
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული
სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო
განვითარების პერსპექტივები
აღნიშნული ანაგრიში მომზადდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ
კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს კონრად ადენაუერის
ფონდის შეხედულებებს.
თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები:
1. დავით სონღულაშვილი - პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, თემატური მოკვლევის ჯგუფის
მთავარი მომხსენებელი
2. მაკა ბოჭორიშვილი - პარლამენტის წევრი
3. ხატია წილოსანი - პარლამენტის წევრი
4. ეკა სეფაშვილი - პარლამენტის წევრი
5. ირაკლი ზარქუა - პარლამენტის წევრი
6. ლევან ქარუმიძე - პარლამენტის წევრი
7. ლევან მგალობლიშვილი - პარლამენტის წევრი
8. ელგუჯა გოცირიძე - პარლამენტის წევრი
9. ხათუნა სამნიძე - პარლამენტის წევრი
10. ფრიდონ ინჯია - პარლამენტის წევრი
11. ალექსანდრე რაქვიაშვილი - პარლამენტის წევრი
2
სარჩევი:
თემატური მოკვლევის შესახებ ................................................................................................................ 4
არსებული მდგომარეობის აღწერა და თემის მიმოხილვა .................................................................. 4
შესავალი ................................................................................................................................................. 4
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები .................................................................... 6
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (Most-Favored-Nation) .............................................................. 6
პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა (Generalized System of Preferences - GSP) .............. 6
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ....................................................................................................... 6
თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან ....................................................................................... 11
თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან .............................................................................................. 18
თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან .................................................................................................. 21
თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ს წევრებთან და რუსეთის ფედერაციასთან ............................... 23
მოკვლევის პროცესში გამოვლენილი ძირითადი მიგნებები ............................................................ 26
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და გავლენა ქვეყნის ექსპორტის
მაჩვენებლებზე/გეოგრაფიაზე........................................................................................................... 27
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და გავლენა ქვეყნის ექსპორტის
დივერსიფიკაციაზე/საექსპორტო პროდუქციის/მომსახურების დივერსიფიკაციაზე................ 29
ექსპორტის ხელშეწყობის პოლიტიკის ეფექტიანი დაგეგმვა „თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად“ ............................................................ 31
თავისუფალი ვაჭრობების ხელშეკრულებების შესაძლებლობების სრულფასოვნად
ათვისების წინაშე არსებული ბარიერების იდენტიფიცირება ...................................................... 32
ინფორმირებულობა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შესახებ................................ 35
გლობალური პანდემიით გამოწვეული ცვლილებები ექსპორტის და ექსპორტის დარგობრივ
სტრუქტურაში ....................................................................................................................................... 37
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ქვეყნების ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და
ინტერნაციონალიზაცია ...................................................................................................................... 38
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლებლობის ათვისებისთვის
პოლიტიკის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის საშუალებები .......................... 40
ახალი ბაზრების წვდომა/თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების
პერსპექტივები ...................................................................................................................................... 41
დასკვნა და რეკომენდაციები ................................................................................................................. 44
დანართი 1 თემატური მოკვლევის მიზანი და საკვლევი კითხვები .................................................. 49
დანართი 2 თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები.................................................................. 51
დანართი 3 დაინტერსებული მხარეები, რომლებმაც წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრება59
დანართი 4 დაინტერსებული მხარეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზეპირ მოსმენაში 59
3
თემატური მოკვლევის შესახებ
თემატური მოკვლევა განხორციელდა 2021 წლის ივნისიდან თებერვლის ჩათვლით
პერიოდში. კვლევის ფარგლებში ჩატარდა სამაგიდე კვლევა და დაინტერესებულ მხარეებთან
წერილობითი და ზეპირი კონსულტაციები. დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენდნენ
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი სასწავლებლები, კვლევითი
ინსტიტუტები და ბიზნეს ასოციაციები.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის თანახმად, გასაჯაროვდა და
პარლამენტის ვებ-გვერდზე აიტვირთა თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები (TOR)
(წარმოდგენილი დანართ N1-ში) და დაეგზავნა დაინტერესებულ მხარეებს. მიღებულ იქნა 6
შევსებული კითხვარი. ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილი იყო 6 წარმომადგენელი საჯარო
სექტორიდან და კერძო სექტორის/არასამთავრობო ორგანიზაციების 8 წარმომადგენელი.
თემატური მოკვლევის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, ჩატარდა ზეპირი
მოსმენები საჯარო და კერძო სექტორთან. მიღებული წერილობითი მოსაზრებების
გაანილეზებისა და გამართული ზეპირი მოსმენების საფუძველზე შემუშვდა რეკომენაციები.
თემატური მოკვლევა განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის (Konrad Adenauer Stiftung)
მხარდაჭერით და ექსპერტული მხარდაჭერა უზრუნველყო ეკონომიკური პოლიტიკის
კვლევის ცენტრმა (EPRC).
არსებული მდგომარეობის აღწერა და თემის მიმოხილვა
შესავალი
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი
გლობალიზაციის და ლიბერალური პოლიტიკური ხედვის მხარდამჭერმა სახელმწიფოებმა,
ეტაპობრივად დაიწყეს სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებების აქტიური ინიცირება.
აღნიშული შეთანხმებების მთავარ მიზანს პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური
კავშირების გაძლიერება, ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის წახალისება,
გეოპოლიტიკური ინტერესები, ქვეყნის საექსპორტო და ტრანზიტული პოტენციალის
განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, წარმოების ზრდა, დამატებითი სამუშაო ადგილების
შექმნა და სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფაქტორები განაპირობებდა.
1995 წლის მარაკეშის შეთანხმებით დაფუძნდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (ვმო),
რომელიც დღემდე არის ქვეყნებს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების და თანამშრომლობის
ყველაზე დიდი პლატფორმა და აერთიანებს 164 წევრს, თუმცა ამ ორგანიზაციის შექმნას არ
შეუფერხებია ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების პროცესი, უფრო ღრმა
ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. შეიძლება ითქვას პირიქითაც, დღეს ვაჭრობის მსოფლიო
ორგანიზაციის სამდივნოს ბაზაზე ფუნქციონირებს რეგიონული სავაჭრო შეთანხმებების
კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს არსებული შეთანხმებების მაქსიმალური
4
გამჭვირვალობის ხელშეწყობას, აფასებს გლობალურ ვაჭრობაში რეგიონული და
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გავლენას და ახდენს მათი მოცულობის შეფასებას.1
1948
წლიდან
დღემდე
ვაჭრობის
მსოფლიო
ორგანიზაციის
წევრების
მიერ
ნოტიფიცირებულია 563 რეგიონული სავაჭრო შეთანხმება, მათგან მოქმედია 349 შეთანხმება
(2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით), ნოტიფიცირებული შეთანხმებების
უმრავლესობა არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (311 ხელშეკრულება) და ფარავს
როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის სექტორებს2.
2020 წელს პანდემიის კრიზისის მართვა მსოფლიოს უმთავრეს ამოცანად გადაიქცა.
პანდემიასთან ბრძოლამ და ვირუსის გავრცელების მიზნით ამოქმედებულმა შეზღუდვებმა
კი, თავის მხრივ, სერიოზული ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას და მათ შორის
გლობალურ ვაჭრობას, რომელიც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 5.3%-ით
შემცირდა3.
შემცირებული სავაჭრო ნაკადებისა და ვაჭრობაში ამოქმედებული გარკვეული შეზღუდვების
მიუხედავად, რაც ძირითადად ფორსმაჟორის და სამედიცინო მარაგების შენარჩუნების
მიზნით იყო შემოღებული, რეგიონულ და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს აქტუალობა
არ დაუკარგავთ, რასაც ამყარებს 2020 წელს ვმო-ს წევრების მიერ 6 ახალი შეთანხმების
ნოტიფიცირება საქონლით და მომსახურებით ვაჭრობის საკითხებში, ხოლო 2021 წლის
მხოლოდ 5 თვის მონაცემებით უკვე ნოტიფიცირებულია 39 შეთანხმება საქონლით და 18
მომსახურებით ვაჭრობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნული კი ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ შეღავათიანი და
პრეფერენციული
სავაჭრო
შეთანხმებები
მნიშვნელოვანი
ფაქტორია
სავაჭრო
ურთიერთობების განვითარების, ექსპორტის დივერსიფიკაციის და განულებული ტარიფების
შედეგად ხარჯების ოპტიმიზაციის და ფინანსების დაზოგვის კუთხით.
აღნიშნულ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის
ძირითად პრინციპს ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა წარმოადგენს, რაც
გულისხმობს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმებს და საბაჟო პროცედურებს, დაბალ
საიმპორტო ტარიფებს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს და მინიმალურ
არასატარიფო რეგულირებას.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის,
აუცილებელია, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება:
ორმხრივ, რეგიონალურ და მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე პრეფერენციული და
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების განვითარება, მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებების გამოყენების ხელშეწყობა, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შემცირება და
ქვეყანაში წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების საერთაშორისო და ევროპულ
მოთხოვნებთან შესაბამისობის ხელშეწყობა და სხვა.
1
Regional Trade Agreements and the WTO https://www.wto.org/english/tratop_e/region_e/scope_rta_e.htm
Regional Trade Agreements. Database. http://rtais.wto.org/UI/charts.aspx
3
World Trade Primed for Strong but Uneven Recovery after Covid-19 Pandemic Shock.
https://www.wto.org/english/news_e/pres21_e/pr876_e.htm
2
5
ამჟამად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 164 წევრს შორის, საქართველოს მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა აქვს 4 , რაც განაპირობა ორმა
მნიშვნელოვანმა ფაქტორმა: პირველი - წლების განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა
სატარიფო პოლიტიკის და ტექნიკური რეგულირების სფეროში და მეორე - პარტნიორ
ქვეყნებთან გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (Most-Favored-Nation)
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების უმეტესობა არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის
წევრი და შესაბამისად, ვმო-ს წევრ ქვეყნებთან (164 ქვეყანა) სავაჭრო ურთიერთობები
ხორციელდება “უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის” (MFN) საფუძველზე, რაც გულისხმობს
თანაბარი და არადისკრიმინაციული სავაჭრო პირობების მინიჭებას ვმო-ს წევრი
სახელმწიფოებისთვის.
პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა (Generalized System of Preferences
- GSP)
პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) ძირითადი არსია ბენეფიციარი
ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაზო საიმპორტო ტარიფის შემცირებული
განაკვეთების დაწესება, რაც აადვილებს განვითარებადი ქვეყნების საქონლის შეღწევას
განვითარებული ქვეყნების ბაზარზე. საქართველოსთვის პრეფერენციათა განზოგადებული
სისტემა მინიჭებული აქვს აშშ-ს, იაპონიას და კანადას.
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გულისხმობს შეთანხმების მონაწილე მხარეებს შორის
ვაჭრობის
გათავისუფლებას
საბაჟო-საიმპორტო
გადასახადისაგან,
გარდა
ურთიერთშეთანხმებული გამონაკლისებისა. საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმებები მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატში.
საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებაა 2014 წლის 1 სექტემბერს ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და
ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულება (DCFTA), რომელიც
ასოცირების შეთანხმების ნაწილია.
ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება
მოქმედებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრ ქვეყნებთან (გარდა
4
Trade Policy Review. 2016. WT/TPR/328/Rev.1
https://docs.wto.org/dol2fe/Pages/SS/directdoc.aspx?filename=q:/WT/TPR/S328R1.pdf&Open=True
6
რუსეთის ფედერაციისა) და დამატებით, საქართველო არის დემოკრატიისა და ეკონომიკური
განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის ფარგლებში მოქმედი “თავისუფალი სავაჭრო ზონის
შექმნის შესახებ” 2002 წლის მრავალმხრივი შეთანხმების ხელმომწერი ქვეყანა.
რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს, საქართველოს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის
ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს შემდეგ ქვეყნებთან: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი,
ჩინეთი, ჰონგ-კონგი (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული), ევროპის
თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნები (შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია
და ლიხტენშტეინი) და დიდი ბრიტანეთი.
გრაფიკი 1 საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2015-2020 (წყარო: საქსტატი)
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, ექსპორტის მაჩვენებლები
მზარდი ტენდენციით ხასიათდება და 2020 წლის მონაცემებით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვის
30%-ს შეადგენს. საქართველოს საგარეო ვაჭრობის 80%-ზე მეტი ბოლო წლების განმავლობაში
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ხორციელდება. მათ შორის მნიშვნელოვანი საექსპორტო
მიმართულებებია ევროკავშირი (22%-იანი წილი მთლიან ექსპორტში), რუსეთი (13%),
აზერბაიჯანი (13%), სომხეთი (11%), ჩინეთი (6%), თურქეთი (5%) და სხვა. ამასთან,
აღსანიშნავია, რომ ქართული ძირითადი საექსპორტო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადის. მათგან განსაკუთრებით დიდი მოცულობით (80%)
ხორციელდება შემდეგი პროდუქციის ექსპორტი: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (650
მლნ. აშშ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (73მლნ. აშშ დოლარი), ფეროშენადნობები (303
მლნ. აშშ დოლარი), ღვინო (222 მლნ. აშშ დოლარი), მინერალური წყლები (133 მლნ. აშშ
7
დოლარი) და ა.შ. 5 ეს მონაცემები ამყარებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების
მნიშვნელობას სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის თვალსაზრისით, თუმცა ბოლო 10
წლის პერიოდში გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ახალ შეთანხმებებს (ევროკავშირთან,
ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, EFTA-ს წევრ ქვეყნებთან) განსაკუთრებული ბიძგი სავაჭრო
ნაკადების ზრდის თვალსაზრისით არ გამოუწვევია.
86%
85%
85%
84%
84%
83%
83%
82%
82%
81%
80%
84%
84%
83%
82%
81%
81%
80%
79%
78%
77%
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
გრაფიკი 2 FTA რეჟიმით ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში (საქსტატი) წყარო: საქსტატი
ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ საქართველოს საკმაოდ კარგი სამართლებრივი ბაზა აქვს
თავისუფალი და პრეფერენციული ვაჭრობის შეთანხმებების კუთხით, თუმცა მეორე საკითხია
რამდენად კარგად იყენებს ქვეყანა ამ პოტენციალს და რა კონკრეტული ეკონომიკური
სარგებელი მიიღო საქართველომ მოქმედი რეჟიმებისგან.
5
მონაცემები მითითებულია საქსტატის 2020 წლის საგარეო ვაჭრობის ანგარიშის თანახმად.
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/35/sagareo-vachroba
8
60%
DCFTA
50%
50%
EFTA
Turkey
CIS (without Russia)
49%
46%
40%
42%
41%
38%
37%
31%
30%
26%
28%
20%
17%
20%
19%
10%
6%
0%
0%
2010
23%
21%
21%
21%
14%
13%
10%
25%
21%
32%
29%
0%
2011
1%
2012
6%
8%
8%
8%
4%
0%
2013
0%
2014
1%
2015
2016
8%
7%
3%
2%
5%
2%
6%
3%
2017
2018
2019
2020*
გრაფიკი 3 ექსპორტის წილი მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების
ქვეყნებში (საქსტატი)
თუ გავაანალიზებთ ექსპორტის წილს მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის
ხელშეკრულებების ფორმატში (გრაფიკი 3), დავინახავთ, რომ 2020 წლისთვის, ექსპორტის
32%დსთ-ს (რუსეთის გარდა) ქვეყნების მიმართულებით განხორციელდა, ხოლო
ევროკავშირის ქვეყნებში მთლიანი ექსპორტის 24% გავიდა. რაც შეეხება იმპორტის ჭრილში
მაჩვენებლებს (გრაფიკი 4), იმპორტის 23% ევროკავშირზე მოდის, 19%ხორციელდება დსთ-ს
ქვეყნებიდან (გარდა რუსეთისა), ხოლო 18%თურქეთიდან.
9
35%
30%
25%
27%
25%
29%
22%
20%
15%
28%
27%
26%
27%
28%
26%
26%
24%
23%
18%
20%
18%
20%
18%
20%
18%
18%
18% 19%
17%
19%
16%
17%
15%
1%
1%
1%
1%
1%
1%
1%
1%
1%
1%
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019 2020*
17%
19%
18%
10%
5%
0%
DCFTA
EFTA
Turkey
1%
CIS (without Russia)
გრაფიკი 4 იმპორტის წილი მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების
ქვეყნებში (საქსტატი)
გრაფიკი 5 ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2020 წელს (წყარო: საქსტატი)
გრაფიკები 5 და 6 ასახავს, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს და საექსპორტო საქონელს 2020
წლის მდგომარეობით. ექსპორტის თვალსაზრისით, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი
10
ქვეყნებია რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი (სადაც დიდია რეექსპორტის წილი), ხოლო
პროდუქციის თვალსაზრისით, სამი უმსხვილესი სასაქონლო საექსპორტო ჯგუფია სპილენძის
მადნები, მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) და ფეროშენადნობები. პროდუქციის
ჭრილში კი ტოპ ათი უმსხვილესი საქონლის კომპოზიცია წლების განმავლობაში
მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის.
გრაფიკი 6 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული 2020 წელს (წყარო: საქსტატი)
თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან
1995 წლიდან საქართველო სარგებლობდა GSP, ხოლო 2005 წლიდან GSP+ რეჟიმით. ამ
რეჟიმით, საქართველოში წარმოებული 7200 დასახელების პროდუქტი ევროკავშირის
ბაზარზე ნულოვანი ტარიფით გადიოდა, კერძოდ, მთლიანი ექსპორტის 80% GSP+ რეჟიმით
სარგებლობდა, რაც მოიცავდა საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ყველა პროდუქტს
გარდა ღვინისა. 2016 წელს GSP+ რეჟიმი სრულად ჩაანაცვლა DCFTA-მ. იმის
გათვალისწინებით, რომ 2004 წლიდან საქართველო სარგებლობდა შეღავათიანი სავაჭრო
რეჟიმით ევროკავშირთან ვაჭრობისას, DCFTA-ს ეფექტი ვაჭრობის ზრდის კუთხით
მასშტაბური არ ყოფილა (გრაფიკი 7). თუმცა, DCFTA გაცილებით მეტია, ვიდრე თავისუფალი
11
ვაჭრობის ხელშეკრულება და გულისხმობს ევროკავშირთან უფრო ფართო პოლიტიკურეკონომიკურ ინტეგრაციას.
გრაფიკი 7 სავაჭრო დინამიკა საქართველოსა და ევროკავშირს შორის (2004-2019). წყარო:
საქსტატი
2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში
ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას - DCFTA, რომელიც საქართველოს აძლევს
საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი:
საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. 2017 წლიდან კი
საქართველომ მიიღო მეოთხე თავისუფლება, რაც გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას
უვიზო რეჟიმის სახით.
DCFTA შეიძლება ორ ძირითად კომპონენტად დაიყოს, რომლის მიხედვითაც „თავისუფალი
სავაჭრო სივრცის“ ნაწილი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის
პროდუქტებითა და მომსახურებებით თავისუფალ ვაჭრობას ეხება. ოფიციალური
განმარტების თანახმად, DCFTA „აუქმებს პროდუქტების იმპორტის ტარიფებს და
უზრუნველყოფს ფართო ორმხრივ წვდომას სერვისებით ვაჭრობაზე“. შეთანხმების „ღრმა და
ყოვლისმომცველი“ ნაწილი ეხება კანონმდებლობის, ნორმებისა და რეგულაციების ძირეულ
ჰარმონიზაციას, რომლის შედეგად ქართული ეკონომიკის ძირითადი სექტორები
შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან. „ღრმა და ყოვლისმომცველი“
კომპონენტი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ევროკავშირის ბაზრის გახსნას მის ფარგლებს
გარეთ წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურებებისთვის, მეორე მხრივ კი ევროპული
კომპანიებისთვის გზის გახსნას ახალ ბაზრებზე შესასვლელად. გარდა ამისა, დებულება
„დაფუძნების“ შესახებ საშუალებას აძლევს ქართულ და ევროპულ კომპანიებს, ყოველგვარი
დისკრიმინაციის გარეშე გახსნან ფილიალები და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო
შესყიდვების ტენდერებში.
ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 წლის თავზე ლოგიკურია დაისვას კითხვები იმასთან
დაკავშირებით, თუ რამდენად ახერხებს საქართველო ამ თავისუფლებების გამოყენებას
რეალობაში. ამ პროცესში გასათვალისწინებელია მისი ეტაპობრივობა და ის, რომ DCFTA-ით
12
მინიჭებული უპირატესობების გამოსაყენებლად აუცილებელია იმ რეგულაციებისა და
ვალდებულებების დაკმაყოფილება, რომელსაც საქართველო ეტაპობრივად − 2027 წლამდე
აამოქმედებს. შესაბამისად, საბოლოო შედეგებზე საუბარი სწორედ ამ ვადის შემდეგ იქნება
შესაძლებელი. თუმცა, მიმდინარე ღონისძიებების მონიტორინგი და ანალიზი
შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს, თუ რამდენად სწორი აქცენტები კეთდება პროცესის
სრულყოფისთვის და არის თუ არა გაწეული ძალისხმევა მაქსიმალური სარგებლის მისაღწევად.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, წლების
განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2020 წელს
საქართველო-ევროკავშირის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2638 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და
საქართველოს ბრუნვის 23% დაიკავა. აქედან: ექსპორტმა 717 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და
ექსპორტის 21% დაიკავა, ხოლო იმპორტმა - 1921 მლნ. აშშ დოლარი და იმპორტის 24% დაიკავა
(გრაფიკი 8).
საქართველოს ექსპორტის დინამიკა
(ათასი აშშ დოლარი)
3,798,449
3,379,732
2,910,315
2,186,421
2,861,045
2,376,635
3,342,142
2,745,744
2,204,189
2,117,149
1,677,307
291,371
2010
410,617
2011
577,522
599,458
623,280
642,230
712,860
790,045
550,474
697,107
2015
2016
2017
2018
2019
2020
332,104
2012
2013
2014
ექსპორტი - სულ
ევროკავშირის ქვეყნები
გრაფიკი 8 საქართველოს ექსპორტის დინამიკა (ათასი აშშ დოლარი). წყარო: საქსტატი
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ასევე შესაძლებელია შევადაროთ ექსპორტის
მოცულობა DCFTA-ს ამოქმედებამდე და ახლა, 2014 წლის ექსპორტთან შედარებით 2020 წლის
ექსპორტი ევროკავშირში მხოლოდ 112 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი (გრაფიკი 9), რაც
ცხადყოფს, რომ ექსპორტის ზრდის ზოგადი ტემპი ამ ბაზარზე საკმაოდ დაბალია. თუმცა,
როგორც აღვნიშნეთ, ზრდის ნელი ტემპი განპირობებულია 2004 წლიდან არსებული GSP და
შემდეგ GSP + ხელშეკრულებების არსებობით, რაც საქართველოში წარმოებული პროდუქციის
ფართო სპექტრს ათავისუფლებდა სატარიფო გადასახადებისგან.
2014-2020 წლებში ექსპორტის სტრუქტურულ კომპოზიციას რაც შეეხება: სასოფლოსამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 26%-ით (33.3 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 162.9
13
მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. სამრეწველო პროდუქციის ექსპორტი 20%-ით (135.6 მლნ. აშშ
დოლარით) შემცირდა და 554.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ძირითადი სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციაა თხილი, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, მშრალი და
ცოცხალი ხილი, ხილისა და ბოსტნეულის წვენები და კონსერვები და სხვა. სამრეწველო
პროდუქციიდან ევროკავშირის ბაზარზე გადის შემდეგი პროდუქცია: სპილენძის მადნები და
კონცენტრატები, ძვირფასი ლითონის მადნები, აზოტოვანი სასუქები, ფეროშენადნობები,
ავტომობილები, ახალი საბურავები და სხვა (ცხრილი1).
საექსპორტო პროდუქციის სიმცირე, დივერსიფიკაციის ნაკლებობა და ექსპორტის ზრდის დაბალი მაჩვენებლის მთავარი გამოწვევებია ევროკავშირის ბაზრის ათვისების კუთხით, ხოლო ამის
განმაპირობებელია ის ფაქტორი, რომ ქვეყანას ჯერჯერობით არ აქვს საკმარისი მოცულობის და
შესაბამისი სტანდარტის საექსპორტო პროდუქციის ფართო ასორტიმენტი.
3,000,000.0
2,000,000.0
1,000,000.0
0.0
2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020*
-1,000,000.0
-2,000,000.0
-3,000,000.0
ექსპორტი
სალდო
Linear (იმპორტი )
იმპორტი
Linear (ექსპორტი)
გრაფიკი 9 ექსპორტ-იმპორტის დინამიკა ევროკავშირთან - ათასი აშშ დოლარი(წყარო:
საქსტატი)
14
GSP+ მდე 2004
წილი მთლიან
ექსპორტში
GSP+ შემდგომ
2005-2007
(კრიზისამდე)
2011 წლის
მონაცემი
DCFTA-მდე
2013
DCFTA შემდგომ
2020
1
მინერალები =
58,4%; 183,72
მინერალები =
55,8%; 256,03
მინერალები =
63,22%; 388,49
მინერალები =
57,26%; 381,98
მინერალები =
60%; 460,03
2
მეტალი =
13,32%; 41,86
სასოფლო =
19,16%; 87,92
სასოფლო =
14,57%; 89,51
სასოფლო =
18,42%; 122,91
სასოფლო =
18,19%; 139,31
3
სასოფლო =
10,65%; 33,48
მეტალი =
11,88%; 54,52
ქიმიკატები =
10,1%; 62,03
მეტალი =
7,91%; 52,78
ტექსტილი =
6,79%; 51,96
4
ქიმიკატები =
6,56%; 20,62
ქიმიკატები =
4,29%; 19,68
მეტალი =
6,75%; 41,45
ქიმიკატები =
6,69%; 44,61
ქიმიკატები =
5,48%; 41,96
5
ქვა/შუშა =
3,75%; 11,79
დანადგარი =
2,41%; 11,06
ტექსტილი =
1,82%; 11,19
ტექსტილი =
3,55%; 23,65
მეტალი =
3,36%; 25,75
ცხრილი 1 საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში პროდუქციის ჭრილში (წყარო: ევროსტატი)
2020 წლის საექსპორტო სტრუქტურის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ექსპორტის წილში თითქმის
ნახევარი სპილენძის მადნებს უკავია (გრაფიკი 10).
15
ექსპორტი ევროკავშირში 2020
1.60%
18.20%
2.00%
46%
2.40%
3%
3.40%
3.50%
3.50%
6.40%
10%
სპილენძის მადნები
თხილი
ძვირფასი მეტალის მადნები
ღვინო
ალკოჰოლური სასმელები
მინერალური სასუქები
ავტომობილები
მინერალური წყლები
საბურავები
ფერო-შენადნობები
სხვა
გრაფიკი 10 ექსპორტი ევროკავშირში 2020 (წყარო საქსტატი)
რაც შეეხება ექსპორტიორი კომპანიების შესახებ ინფორმაციას, ზომის მიხედვით
ექსპორტიორი კომპანიების 39% მსხვილია, ხოლო საშუალო ზომის არის მათი 38%.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტიორი საშუალო ზომის კომპანიების
რაოდენობა მზარდია, მცირე ზომის ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა კი
არასტაბილური, და ის უფრო მეტად კლებადი ტენდენციით ხასიათდება.
16
50%
45%
40%
35%
30%
25%
20%
15%
10%
5%
0%
43%
39%
39%
35%
31%
35%
31%
29%
30%
26%
27%
22%
39%
38%
30%
19%
18%
11%
6%
2015
7%
3%
5%
2016
2017
2018
საშუალო
მცირე
მსხვილი
5%
2019
2020*
ზომა უცნობია
გრაფიკი 11 ექსპორტიორი კომპანიების წილი საწარმოს ზომის მიხედვით (წყარო: საქსტატი)
ექსპორტიორი კომპანიების გამოცდილების შესახებ საინტერესო დასკვნის გამოტანის
საშუალებას იძლევა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენჯერ მოხვდა ესა თუ ის კომპანია
ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტერებს შორის 2014-2019 წლების მანძილზე. როგორც
ცხრილ 2-ში ვხედავთ, კომპანიების უმრავლესობა თითქმის ნახევარი, მხოლოდ ერთხელ
მოხვდა ტოპ 50 მსხვილ ექსპორტიორს შორის. ცხრილ 3-ში მოცემულია იმ კომპანიების
დასახელება და შესაბამისი ბიზნეს საქმიანობა, რომლებიც ყველაზე ხშირად აღმოჩნდნენ
ევროკავშირის ბაზარზე ტოპ 50 ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ კომპანიას შორის.
ცხრილი 2 ექსპორტიორი კომპანიები ტოპ 50ში (წყარო: საქსტატი).
17
ცხრილი 3 ტოპ 50 ექსპორტიორ ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხვედრილი კომპანიები (2004-2019
წლებში) წყარო: საქსტატი
თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან
საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან
არის თურქეთის რესპუბლიკა, თუმცა თურქეთთან წლების განმავლობაში ყველაზე დიდი
სავაჭრო დეფიციტი აქვს საქართველოს. მაგალითისთვის, 2020 წელს ნეგატიურმა სავაჭრო
ბალანსმა 1217 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი ექსპორტს 7.3-ჯერ (გრაფიკი 12)
აღემატებოდა. ექსპორტის საგრძნობი ზრდა მხოლოდ 2008 წელს დაფიქსირდა და 53%
შეადგინა. სასაქონლო ჭრილში, პირველ სამეულს წარმოადგენს ტრიკოტაჟის ნაწარმი,
ფეროშენადნობები და ტანისამოსი (გრაფიკი 13).
ექსპორტ-იმპორტის დინამიკა თურქეთთან
(მლნ. აშშ დოლარი)
2,000
1,729
1,470
1,500
1,000
500
1,279
1,410
1,327
1,354
1,374
1,474
1,617
1,408
886
239
217
226
140
184
2010
2011
2012
2013
187
241
217
173
202
191
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
-1415
-1217
(500)
(1,000)
(1,500)
-669
-1052
-1226
-1330
-1490
ექსპორტი
-1141
იმპორტი
-1180
-1157
-1233
სალდო
გრაფიკი 12 ექსპორტ-იმპორტის დინამიკა თურქეთთან 2010-2020 (წყარო: საქსტატი)
18
საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2007 წელს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ინიციატორი
ქართული მხარე იყო. მთავრობას კი ხელშეკრულებიდან ორი ძირითადი სარგებლის
მოლოდინი ჰქონდა: ერთი მხრივ ის, რომ რუსული ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინო ახალ,
70-მილიონიან ბაზარზე - თურქეთში გადამისამართდებოდა, მეორე მხრივ კი - ქვეყანაში
თურქული ინვესტიციების „ბუმი“ დაიწყებოდა. საქართველოსა და თურქეთს შორის
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2008 წელს შევიდა ძალაში, თუმცა ამ 12 წლის მანძილზე
საქართველოს ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი არასტაბილური და არათანმიმდევრულია.
გრაფიკი 13 საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
(წყარო: საქსტატი)
ამის მიზეზი კი პირველ რიგში უშუალოდ შეთანხმებაში უნდა ვეძიოთ, რომელიც შეიძლება
ითქვას საკმაოდ არახელსაყრელი პირობებით არის გაფორმებული საქართველოსთან
მიმართებით. შეთანხმების ძირითადი ტექსტის თანახმად, ორივე მხარე იღებს
ვალდებულებას იმპორტის ტარიფების განულების შესახებ სამრეწველო პროდუქციასთან
მიმართებით. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, იმპორტის გადასახადი
ნულდება გარდა დანართში მითითებული გამონაკლისებისა. ზუსტად გამონაკლისები არის
ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის
ექსპორტისთვის.
თურქეთს ამოღებათა ცხრილში შეყვანილი აქვს ფაქტობრივად ყველა სასოფლო სამეურნეო
პროდუქცია რისი ექსპორტის არსებული და შესაძლო პოტენციალი გააჩნია საქართველოს.
მაგალითისთვის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არ ვრცელდება საქართველოდან
იმპორტირებულ შემდეგ პროდუქციაზე: ცოცხალი პირუტყვი, საქონლის და ფრინველის
ხორცი, თევზი და თევზპროდუქტები, რძის ნაწარმი, გარკვეული ხილი და ბოსტნეული (კივი,
ყურძენი, გარგარი, ლიმონი და ციტრუსი, კაკალი) ჩაი, პურეული და მარცვლეული, ფქვილი
19
ხორბლის და სხვა მარცვლეული, ხორცის და თევზის მზა პროდუქტები, შაქარი, ნაყინი,
თამბაქო და სხვა. ზემოაღნიშნული ჩამონათვალის გარდა სატარიფო კვოტები ასევე
ვრცელდება გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე (ანჩოუსი, კარაქი, ხილისა და
ბოსტნეულის სახეობები, ღვინო და სხვა)6.
შეთანხმებაში არსებული გამონაკლისების და კვოტების საკითხზე საქართველოსა და
თურქეთს შორის შემუშავებულია რამდენიმე პლატფორმა: ეკონომიკური თანამშრომლობის
და ვაჭრობის საკითხებზე სამუშაო ჯგუფი და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია.
შედეგად, 2018 წელს, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოსა და თურქეთს შორის
არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფართოების შესახებ, რომელიც ქართულ
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე (ლიმონი, კივი, ყურძენი, ჩირი, ხილის და ბოსტნეულის
კონსერვები და წვენები, საკვებ ინგრედიენტებზე და აშ) დაწესებული კვოტების გაუქმებას
გულისხმობდა 7 , თუმცა ამ დრომდე არ მოხდა აღნიშნული ცვლილებათა ოქმის ძალაში
შესვლა, რაც თურქეთის მხარის მიერ ოქმის რატიფიკაციის გაჭიანურებით არის გამოწვეული.
თავის მხრივ ბიზნეს სექტორი თურქეთის ბაზარზე ქართველი მეწარმეების წარუმატებლობის
მთავარ მიზეზად წლებია უკვე ქვეყანაში არსებულ ბიუროკრატიას ასახელებს. კვოტების
ათვისების შესახებ ინფორმაციას და ნებართვებს მხოლოდ ანკარაში მდებარე ვაჭრობის
სპეციალური დეპარტამენტი გასცემს, თუმცა, საკმაოდ რთულად. ამ არგუმენტს სამწუხაროდ
არ იზიარებენ არცერთი ქვეყნის ბიზნეს სექტორის ოფიციალური წარმომადგენლები და
მიზეზს ისევ ქართული კომპანიებში ეძებენ, რომლებიც, მათი განცხადებით, მოუმზადებელნი
შეხვდნენ შეთანხმებას.
საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის და თავისუფალი
ვაჭრობის გაღრმავების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმებაა დიაგონალური
კუმულაცია, რომელიც მხოლოდ სამრეწველო პროდუქციაზე ვრცელდება. მიმდინარე წლის
თებერვალში საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის
მეთოდის ამოქმედებასთან დაკავშირებით თურქულ მხარესთან ორმხრივი თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების რატიფიცირება თურქეთის მხრიდან დასრულდა.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული შესაძლებლობა ევროკავშირთან ასოცირების
შეთანხმებამ და DCFTA-ის ამოქმედებამ განაპირობა. კერძოდ კი ქართველი მწარმოებლები,
რომლებიც ინდუსტრიულ პროდუქციას თურქეთიდან იმპორტირებული ნედლეულით
ამზადებენ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეძლებენ საქართველოდან ევროკავშირის
ბაზარზე მზა პროდუქციის შეტანას. მოსალოდნელია რომ დიაგონალური კუმულაციით
განსაკუთრებული სარგებელი შემდეგმა სექტორებმა მიიღონ: ტექსტილი, პლასტმასი, ავეჯი,
სამშენებლო და ის სხვა ინდუსტრიული პროდუქტები, რომლებიც თურქეთიდან შემოტანილი
ნედლეულით მზადდება. აღნიშნული სექტორების წარმომადგენლები შეძლებენ ეს
პროდუქცია, საქართველოში გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, საიმპორტო ტარიფის
გარეშე (0%), შეიტანონ ევროკავშირის ბაზარზე.
6
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის.
21/11/2007 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1311090?publication=0
7
საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე
შეთანხმდნენ. 21.02.2018. http://www.moesd.gov.ge/?page=news&nw=585&lang=ge
20
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით „დიაგონალური
კუმულაცია საგრძნობლად გაზრდის საექსპორტო პროდუქციის სიას საქართველოდან
ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციების საქართველოს
ეკონომიკაში შემოდინებას და ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას, რაც,
საბოლოო ჯამში, ერთიანად მომგებიანი იქნება როგორც ქვეყნისთვის, ასევე თითოეული
მწარმოებლისთვის, რომელთაც აღნიშნული შეთანხმება შეეხება“.
მოლოდინების დონეზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კუმულაციის წესების ამოქმედება ასევე
წაახალისებს ეკონომიკურ ინტეგრაციას და კონსოლიდაციას სავაჭრო პარტნიორებთან და ხელს
შეუწყობს პროდუქციის მიწოდების ინტეგრირებული ჯაჭვის განვითარებას. ინტეგრირებული
მიწოდების ჯაჭვების გაჩენას კი თავის მხრივ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს განვითარებადი
ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რადგან მრავალი ინდუსტრიისთვის, ინტეგრირებული
წარმოების გლობალური ჯაჭვის გავრცელებამ და ქვეყნების სეგმენტირებამ შეამცირა
საბოლოო საქონლის წარმოების ხარჯები, და გაზარდა ასოცირებული შრომისა და კაპიტალის
პროდუქტიულობა.
პირველ ეტაპზე ექსპორტზე ორიენტირებული სექტორებიდან გამოიკვეთა ტექსტილი და
ავეჯის წარმოება. ამ ორ მიმართულებას აღნიშნული ხელშეკრულება ხელს
განსაკუთრებულად შეუწყობს პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდის და საექსპორტო
ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. თუმცა, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში
წარმოშობის წესების დიაგონალური კუმულაცია ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების
განვითარებას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც ნედლეულის დიდი მოცულობა
იმპორტირებულია.
მანამდე კი არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირობებში საქართველოსთან
ტერიტორიული სიახლოვის და დაბალი ტრანსპორტირების ხარჯების შედეგად
საგრძნობლად გაიზარდა ქართულ ბაზარზე თურქული პროდუქციის ასორტიმენტი, რასაც
იმპორტის სტატისტიკაც ადასტურებს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებამ
შეამცირა, მაგრამ არ გააუქმა საბაჟო ტარიფები და კვოტები სოფლის მეურნეობის
პროდუქტებზე თურქეთის მხრიდან, შედეგად მივიღეთ ძალიან ზედაპირული თავისუფალი
ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც არ ვრცელდება მომსახურებით ვაჭრობის სექტორზე, არ
შეიცავს ინვესტიციების რეგულირების საკითხებს და არ სცდება ვმო-ს მარეგულირებელ
დებულებებს.
თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან
საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით გამტკიცდა
2017 წელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად. ჩინეთთან
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ
საქონელსა და მომსახურებას გაეხსნა მსოფლიოს უდიდესი სამომხმარებლო ბაზარი,
რომელიც, დაახლოებით, 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ხელშეკრულების
ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის, დაახლოებით, 94%
გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს
გამოკვეთილი ზრდის ტენდენცია ახასიათებს, რაც ძირითადად იმპორტის ნაწილში
21
იკვეთებოდა, თუმცა ბოლო წლებში არა მხოლოდ იმპორტი, არამედ საქართველოდან ჩინეთში
ექსპორტიც მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რამაც 2020 წელს ყველაზე
მაღალ ნიშნულს მიაღწია.
კოვიდ პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური რეცესიის და შესაბამისად,
საერთაშორისო ვაჭრობის შემცირების ფონზე, საქართველოს ნომერ პირველი უმსხვილესი
საექსპორტო ქვეყანა სწორედ ჩინეთი გახდა, რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიოში ნომერ
პირველი ექსპორტიორი ქვეყანაა და მისი წილი გლობალურ ეკონომიკაში ყოველწლიურად
იზრდება. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ექსპორტი ჩინეთის
მიმართულებით ორჯერ გაიზარდა და 476 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (გრაფიკი 14).
ექსპორტ-იმპორტის დინამიკა ჩინეთთან
(მლნ. აშშ დოლარი)
1,000
200
614
528
600
400
859
834
733
800
733
612
587
709
548
476
335
27
29
26
34
2010
2011
2012
2013
90
126
2014
2015
174
202
199
223
2016
2017
2018
2019
-200
-400
-600
2020
-233
-308
-499
-461
-589
-578
-800
იმპორტი
-373
-531
-635
-643
ექსპორტი
-635
სალდო
გრაფიკი 14 ექსპორტ-იმპორტის დინამიკა ჩინეთთან 2010-2020. წყარო: საქსტატი
ქართული ექსპორტის ზრდა ჩინეთის ბაზარზე არა სხვა ქვეყნებთან ექსპორტის შემცირებას,
არამედ ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის რეალურ ზრდას უკავშირდება, თუმცა ეს ზრდა
მხოლოდ ერთი პროდუქტის ხარჯზე მოხდა - სპილენძის მადნები და კონცენტრატები,
რომლის ექსპორტმაც ჩინეთში 392 მლნ აშშ დოლარი და მთლიანი ექსპორტის 82% შეადგინა.
ჩინეთში ასევე ექსპორტზე გადის ძვირფასი ლითონის მადნები, ღვინო, ალუმინი,
სანელებლები, თევზის ფქვილი, ორთოპედიული სამარჯვეები, რეაგენტები, სპირტიანი
სასმელები და ა.შ. (გრაფიკი 15).
22
გრაფიკი 15 საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
(წყარო: საქსტატი)
თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ს წევრებთან და რუსეთის ფედერაციასთან
2020 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად საქართველოს ექსპორტის 45% დსთ-ს
ქვეყნებში განხორციელდა (გრაფიკი 16), თუმცა მათგან უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს
რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს 13%-იანი წილით მთლიან ექსპორტში. პოსტ-საბჭოთა
მეხსიერების შედეგად ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქცია დსთ-ს ქვეყნების
ბაზარზე მაღალი ცნობადობით და პოპულარობით სარგებლობს, ამას ემატება შედარებით
დაბალი სტანდარტები და ხარისხის კონტროლი, რაც ქართული მეწარმეების არჩევანს
განსაზღვრას. ამ მხრივ სტაბილურად ხორციელდება სავაჭრო ურთიერთობები
აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, ბელორუსთან, ყაზახეთთან და კავშირის სხვა წევრებთან.
23
გრაფიკი 16 ქვეყნების ჯგუფების წილი ექსპორტში 2020. წყარო: საქსტატი
თუმცა განსაკუთრებით ყურადსაღებია ქართული ექსპორტის მზარდი დამოკიდებულება
რუსეთის ბაზარზე. რუსეთთან საგარეო ვაჭრობის დინამიკის ანალიზის დროს არ უნდა
დაგვავიწყდეს 2006 წელს ქართულ ნაწარმზე დაწესებული ემბარგო, რომელმაც საქართველოს
მიმართ სრულმასშტაბიანი ეკონომიკური ბლოკადის სახე მიიღო. კრემლმა დარტყმის
სამიზნედ შეარჩია ეკონომიკის რამდენიმე სექტორი: ჩრდილოეთ კავკასიაში მაგისტრალური
გაზსადენი აფეთქდა, შედეგად ავარიულად გაითიშა ყველა თბოსადგური, ელექტროსისტემამ
დატვირთვას ვერ გაუძლო, რის შედეგადაც, მთელი საქართველო რამდენიმე დღის
განმავლობაში ჩაბნელდა. მილსადენის აფეთქებიდან ერთ თვეში - 2006 წლის მარტში
რუსეთმა ემბარგოს არეალი გააფართოვა და საქართველოდან ღვინის ექსპორტი აკრძალა. ამ
პერიოდისთვის მთლიანი ექსპორტის 20% ანუ $153 მილიონი სწორედ რუსეთზე მოდიოდა.
ბლოკადის შედეგად, პირველივე წელს ექსპორტი განახევრდა. თუმცა ემბარგოს შედეგად
მოხდა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და შედეგად, მომდევნო
წლებში რუსეთის წილი ქართულ ექსპორტში 2%-მდე დაეცა.
2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან შეწყვიტა საფოსტო,
საავტომობილო, საავიაციო, საზღვაო, სარკინიგზო კავშირი. დაარღვია საერთაშორისო
სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენცია, ასევე, არაერთი ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთან ჰქონდა გაფორმებული.
ემბარგო 7 წელი შენარჩუნდა და მხოლოდ 2013 წელს დაიწყო რუსეთის ბაზრის ეტაპობრივი
გახსნა ქართული პროდუქციისთვის. შედეგად 2013 წელს ექსპორტი რუსეთში გაოთხმაგდა,
2018 წელს 396 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო 2020 წელს 441 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა
(მესამე სავაჭრო პარტნიორი ჩინეთის და აზერბაიჯანის მერე) (გრაფიკი 17). განსაკუთრებით
გაიზარდა ქართული ღვინის დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე, რომელზეც ქართული
ღვინის ექსპორტის 57% (120 მლნ აშშ დოლარი) მოდის. რუსეთის ბაზაზე ასევე ხორციელდება
მინერალური წყლების, სპირტიანი სასმელების, წვენების, ხილის და ციტრუსის, სუნელების,
24
ხილ-ბოსტნეულის კონსერვების, ფეროშენადნობების და სხვა პროდუქციის ექსპორტი
(გრაფიკი 18).
ექსპორტ-იმპორტის დინამიკა რუსეთთან
(მლნ. აშშ დოლარი)
935
1,000
584
500
-
290
388
47
2010
2011
2012
625
275
-430
-393
ექსპორტი
2014
497
438
441
207
163
2013
888
681
398
191
37
-351
573
477
35
-255
(500)
977
790
2015
2016
2017
-299
-463
იმპორტი
-474
2018
-392
-497
2019
2020
-480
-446
სალდო
გრაფიკი 17 ექსპორტ-იმპორტის დინამიკა რუსეთთან 2010-2020. წყარო: საქსტატი
მთლიანობაში, საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად რუსეთის გამოკვეთა
პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია, რუსეთის საგარეო ვაჭრობა
უკიდურესად პოლიტიზებულია და, შესაბამისად, რუსეთის მთავრობა და ბიზნესი
გადაწყვეტილებას იღებენ არა ეკონომიკური ფაქტორების, არამედ პოლიტიკური
მიზანშეწონილობის მიხედვით.
გრაფიკი 18 საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
(წყარო: საქსტატი)
25
ზოგადად ევროკავშირის ჯამური წილი ექსპორტში (21%) უმნიშვნელო ნამდვილად არაა,
თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ ევროკავშირში ინტეგრირებას ახერხებენ ის ქვეყნები,
რომელთა ვაჭრობის წილი ევროკავშირთან ძალიან მაღალია. ამ მხრივ სასურველია მოხდეს
DCFTA-ს ხელშეკრულების მაქსიმალური უტილიზაცია და ქართული ექსპორტის წახალისება
ხსენებულ ბაზარზე. ამასთან, გასაგებია ის ფაქტორიც, რომ ევროკავშირის ბაზრისგან
განსხვავებით რუსეთის ბაზარზე არსებული შედარებით დაბალი მოთხოვნები ხარისხზე და
შედარებით
დაბალი
კონკურენცია
მთავარ
ხიბლს
წარმოადგენს
ქართველი
ექსპორტიორებისთვის.
მოკვლევის პროცესში გამოვლენილი ძირითადი
მიგნებები
საქართველოსთვის, როგორც პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია რომ
ჰქონდეს ღია ტიპის ეკონომიკა. ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა დიდწილად
დამოკიდებულია მის ღიაობაზე. შესაბამისად, კითხვის ნიშნის დასმა იმაზე, გვჭირდება თუ
არა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები არ არის მიზანშეწონილი. ამას აქვს
მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ეფექტი ეკონომიკური ზრდისთვის.
2014 წელს გაფორმებული DCFTA არის ახალი თაობის ხელშეკრულება, რომელიც ასევე
მოიაზრებს საკანონმდებლო დაახლოებას. ამ ხელშეკრულებამ თავის მხრივ, ბიძგი მისცა
ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას მაგ. EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან.
არსებული შეთანხმებებით, საქართველოს მსოფლიო მოსახლეობის 1/3-თან აქვს თავისუფალი
ვაჭრობის ხელშეკრულებები. ექსპორტის 89% მოდის იმ ქვეყნებზე, რომელთანაც გვაქვს
გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. თანდათანობით ფართოვდება
ექსპორტირებული საქონლის ასორტიმენტი, თუმცა ამ პროცესს სწრაფს ნამდვილად ვერ
ვუწოდებთ, რადგანაც საქართველოს კონკურენტული უპირატესობა ჯერჯერობით
შედარებით
ნაკლებად
ტექნოტევადი
პროდუქციის
წარმოებაშია,
ხოლო
მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება ხანგრძლივ დროს, ინვესტიციებსა და
ეკონომიკის მოწყობის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვს, რაც მოკლევადიან პერიოდში
მოსალოდნელი არ უნდა იყოს.
DCFTA-მ შეთანხმებამ ცხადად დადებითად იმოქმედა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის
მოტივაციაზე ცალკეულ დარგებში და საექსპორტო პროდუქციის ხარიხის გაუმჯობესებისკენ
უბიძგა დარგებს, თუმცა პრობლემად რჩება საექსპორტო პროდუქციის მცირე მოცულობა, რაც
საიმპორტო ბაზრებისთვის ნაკლებად საინტერესოა. გამოწვევას წარმოადგენს სასოფლოსამეურნეო პროდუქციის უვნებლობა და ინდუსტრიული კომპონენტის შემთხვევაში მათი
უსაფრთხოება.
შესაბამისად, სატარიფო ბარიერების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია
არასატარიფო
ბარიერები,
წარმოებული
პროდუქციის
ხარისხი
და
მისი
26
კონკურენტუნარიანობა, რასაც ზემოჩამოთვლილ სირთულეებთან ერთად ლოგისტიკის და
ტრანსპორტის გამოწვევებიც ემატება.
გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები მნიშვნელოვანი მესიჯია ქვეყნის
საინვესტიციო მიმზიდველობის გასაზრდელად. ინვესტიციების მოზიდვის, კაპიტალზე,
ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე წვდომის გარეშე არ იქნება შესაძლებელი კერძო სექტორის
წინაშე არსებული გამოწვევების აღმოფხვრა, რაც თავის მხრივ აუცილებელია გაფორმებული
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების სრულად ათვისებისათვის. გამოწვევების აღმოფხვრის
მხრივ, ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაცია ხელს არ უწყობს
ინვესტიციების შემოდინებას.
DCFTA გამოწვევები
•
•
•
•
•
ტექნიკური/არასატარიფო ბარიერები ვაჭრობაში;
საექსპორტო
პროდუქციის
ასორტიმენტი,
მოცულობა,
კერძო
დაბალკონკურენტუნარიანობა;
დაბალი ცნობადობა ევროკავშირის ბაზარზე;
ცოდნაზე, ფინანსებზე, ტექნოლოგიებზე, კონტაქტებზე დაბალი წვდომა;
ტრანსპორტირების/ლოჯისტიკის საკითხები.
სექტორის
DCFTA შესაძლებლობები
•
•
•
ევროკავშირის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართვა;
ერთობლივი საწარმოების დაარსება - ინვესტიციების მოზიდვა;
ახალი სექტორების იდენტიფიცირება - მომსახურებით ვაჭრობის მიმართულების
გაძლიერება.
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და გავლენა ქვეყნის
ექსპორტის მაჩვენებლებზე/გეოგრაფიაზე
2014 წლის სექტემბრიდან დღემდე, 7 წლიანი პერიოდის გამავლობაში წინა საანგარიშო
პერიოდთან შედარებით საქართველოდან ექსპორტი ჯამურად 80%-ით გაიზარდა და 4.720
მილიონი შეადგინა. ექსპორტის საშუალო წლიური წილი 17% იყო და 23%-ს შეადგენს.
გაიზარდა მომსახურებით ვაჭრობის წილიც - ექსპორტში 18%,იმპორტში 22%.
გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა
დადებითი გავლენა მოახდინა საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც, კერძოდ, ადგილობრივი
პროდუქციის ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გარეშე) 2014-2020 წლებში 591 მილიონით
გაიზარდა და 2.4 მილიარდს გადააჭარბა. ხოლო ძირითადი ზრდა ახალი თავისუფალი
ვაჭრობის რეჟიმების მქონე ქვეყნებთან განხორციელდა. 2020 წელს, პროდუქციის 89%
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გავიდა (ეს მაჩვენებელი 2019 წელთან
შედარებით გაიზარდა 2%-ით, ხოლო 2014 წელთან შედარებით 10%-ით). წლების
27
განმავლობაში საქართველო ექსპორტდამოკიდებული იყო დსთ-ს ქვეყნების ბაზარზე.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი შეთანხმებების ამოქმედებამ
ხელი შეუწყო
საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას გლობალური მასშტაბით. კერძოდ,
ევროკავშირში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 2020 წელს 2014 წელთან შედარებით
გაიზარდა 56%-ით, EFTA-ს ქვეყნებში 13%-ით, ჩინეთში 20-ჯერ, მაშინ როდესაც დსთ-ს
ქვეყნებში გაიზარდა 2%-ით.
ევროკავშირთან ვაჭრობა, 120%-ით არის გაზრდილი, ჩინეთთან 135%-ით. იმპორტი კი
პირიქით, 15%-ით შემცირებული, ჯამში თუ შევხედავთ, ევროკავშირის და ჩინეთის წილი
ექსპორტში 35%-ს შეადგენს .იმ ქვეყნებთან, სადაც საქართველომ გადადგა ნაბიჯები და
გაამარტივა ვაჭრობა, უფრო ინტენსიური გახდა ვაჭრობა,განსაკუთრებით კი - ექსპორტი.
აღნიშნულის შედეგად, საექსპორტო ბაზრების წილი გადანაწილდა გლობალური მასშტაბით,
კერძოდ, შემცირდა საქართველოს დსთ-ს ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტდამოკიდებულების
წილი, ასევე, სხვა ქვეყნების ბაზრების ხარჯზე ექსპორტი გაიზარდა იმ ქვეყნებში,
რომლებთანაც საქართველომ გააფორმა ახალი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები.
კერძოდ, 2020 წლისთვის: დსთ-ს ქვეყნების წილი შემცირდა 11%-ით და 32% შეადგინა, (2014
წ.-42%), თურქეთის წილი შემცირდა - 2%-ით და შეადგინა 6% (2014წ.-8%), ასევე 11.2 %-ით
შემცირდა იმ ქვეყნების წილი, ვისთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული თავისუფალი
ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები და 11% შეადგინა (2014 წელი-22.2%). ჩინეთის წილი
გაიზარდა 17.8%-ით და 19% -ს მიაღწია (2014 წ. 1.2%), ხოლო EFTA-ს წილი გაიზარდა 3.6% ით და 4% -ით განისაზღვრა (2014 წ. 0.6%).
2014 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების
გაფორმების შემდეგ, აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტი მზარდი ტენდენციით
ხასიათდება. 2014 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6%-ს
შეადგენდა. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 12%-ით შემცირდა.
შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს გლობალურ პანდემიას და პანდემიის შედეგად მსოფლიო
მასშტაბით შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება. აქვე აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად
გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში – 2018-2020 წლებში 21%
შეადგინა, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7 პროცენტული პუნქტით მეტია.
მონაცემებს ჯამურად თუ განვიხილავთ, 2020 წელს 2014 წელთან შედარებით ადგილობრივი
პროდუქციის ექსპორტში დსთ-ს ქვეყნებისა და თურქეთის წილი 14%-ით შემცირდა, ხოლო
ახალი თაობის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე სამომხმარებლო ბაზრებთან (EU, EFTA,
ჩინეთი) 25.4%-ით გაიზარდა. აღნიშნული კი იმის დასტურია, რომ ახალმა სავაჭრო რეჟიმებმა
ხელი შეუწყო არა მხოლოდ ადგილობრივი ექსპორტის განვითარებას, არამედ
სამომხმარებლო ბაზრების დივერსიფიკაციასაც.
ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის
ხელშეკრულების მოსალოდნელი სარგებელი გაცილებით უფრო მაღალი იყო პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების შემოდინების კუთხით. კერძოდ, იყო მოლოდინი რომ
გაიზრდებოდა ინვესტიციების მოცულობა. რაც შეეხება ექსპორტის ზრდას, ამ მხრივ,
ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორი მხოლოდ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის
28
ხელშეკრულება არ ყოფილა, მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ფაქტორი ამ მიმართულებით
იყო საექსპორტო პროდუქციის ნომენკლატურის ზრდაც. ინვესტიციების მხრივ,
მოსალოდნელი შემოდინებები მესამე ქვეყნებიდან ვერ მატერიალიზდა შემდეგი ორი
მიზეზის გამო: ა) ქვეყნის 20%-ის ოკუპირების და ბ) აგრესიული მეზობელი სუპერსახელმწიფოს - პირობებში.
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და გავლენა ქვეყნის
ექსპორტის დივერსიფიკაციაზე/საექსპორტო
პროდუქციის/მომსახურების დივერსიფიკაციაზე
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი
განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის მნიშვნელოვანი
ინსტრუმენტია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება. როგორც უკვე
აღვნიშნეთ, 2014 წელს გაფორმებული DCFTA არის ახალი თაობის ხელშეკრულება, რომელიც
მოიაზრებს ასევე საკანონმდებლო დაახლოებას. ამ ხელშეკრულებამ თავის მხრივ, ბიძგი მისცა
ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას მაგ. EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ჰონგ კონგთან.
არსებული შეთანხმებებით, მსოფლიო მოსახლეობის 1/3-თან საქართველოს აქვს თავისუფალი
ვაჭრობის ხელშეკრულებები. 2010 წლიდან მნიშვნელოვნად მზარდია იმ პროდუქციის
რაოდენობა, რომელიც ექსპორტზე გაგვაქვს, მეტი პროდუქცია გადის ექსპორტზე,
ამავდროუალად ვხედავთ რომ ზოგადად გაზრდილია ქვეყნების რაოდენობა, რომლებთანაც
ვვაჭრობთ.
უკანასკნელ წლებში დივერსიფიცირებულ იქნა საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი
პროდუქცია, როგორიცაა ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყალი, უალკოჰოლო
გაზიანი
სასმელები,
თხილი,
საკონსერვო
პროდუქცია,
აზოტოვანი
სასუქები
ფეროშენადნობები და ა.შ. გაფართოვდა ღვინის ექსპორტის გეოგრაფიული არეალი, 2020
წელს საქართველოდან 58 ქვეყანაში განხორციელდა ღვინის ექსპორტი, ეს მაჩვენებელი 2014
წელთან შედარებით 12 საექსპორტო ბაზრით მეტია (2014 წელი - 46 ქვეყანა). ამასთან, თუ
ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციას განვიხილავთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების
კუთხით, 2020 წელს, 2014 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა
84%-ით, მაშინ როდესაც დსთ-ს ქვეყნებში გაიზარდა 3%-ით (მ.შ. რუსეთში 7.4% -ით). ამასთან,
2020 წელს ევროკავშირის წილი საქართველოს ღვინის ექსპორტში გაიზარდა 6 ერთეულით და
12.4% შეადგინა, ხოლო დსთ-ს წილი შემცირდა 11 ერთეულით და შეადგინა 77% (რუსეთის
წილი შემცირდა 6 ერთეულით დავ 57% შეადგინა). ასევე, EFTA - ს ქვეყნებში ღვინის ექსპორტი
2020 წელს შეთანხმების ძალაში შესვლის (2018 წელთან) პერიოდთან შედარებით გასამმაგდა.
ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის ბაზარიც, სადაც 2021
წლის 11 თვის მონაცემებით ზრდის დადებითი ტენდენცია აღინიშნება.
29
2020 წელს საქართველოდან 39 ქვეყანაში განხორციელდა უალკოჰოლო გაზიანი სასმელების
ექსპორტი, ეს მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 6 საექსპორტო ბაზრით მეტია (2014 წელი33 ქვეყანა). 2020 წელს, 2014 წელთან შედარებით ამ პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში
გაიზარდა 156%-ით, მაშინ როდესაც დსთ-ს ქვეყნებში გაიზარდა 2%-ით (მ.შ. რუსეთში 7.4% ით). ამასთან, 2020 წელს ევროკავშირის წილი საქართველოს უალკოჰოლო სასმელების
ექსპორტში გაიზარდა 2.2 ერთეულით და 3.8% შეადგინა, ხოლო დსთ-ს წილი შემცირდა 6
ერთეულით და 89% შეადგინა.
ზედაპირული დაკვირვებით აღნიშნულმა შეთანხმებამ ცხადად დადებითად იმოქმედა
საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მოტივაციაზე ცალკეულ დარგებში და საექსპორტო
პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ უბიძგა დარგებს, თუმცა პრობლემად რჩება
საექსპორტო პროდუქციის მცირე მოცულობა, რაც საიმპორტო ბაზრებისთვის ნაკლებად
საინტერესოა.
უფრო კონკრეტულად, ექსპორტის 89 პროცენტი მოდის იმ ქვეყნებზე, რომელთანაც გვაქვს
გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. DCFTA-ს გაფორმების შემდეგ, მოხდა
ექსპორტის დივერსიფიცირება, გაჩნდა ახალი საექსპორტო პროდუქცია, მაგ. ხილის ჯემები,
ჩირები, მინის და პლასტმასის ჭურჭელი. ახალი პროდუქციის წარმოების საშუალება გააჩნია,
მაგალითად, ცხოველების ავეჯი და ცხოველების საკვები (რომელზეც მივიღეთ აღიარება).
ექსპორტზე გადის თაფლი, რომელზეც საქართველომ ასევე მიიღო აღიარება.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები მნიშვნელოვანი ბიძგია პროდუქციის თვისობრივი
დივერსიფიკაციისთვის. ახალი პროდუქცია გადის ჩინეთშიც, შესაბამისად, ის გადაიქცა
მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრად, მაგალითად ღვინისთვის. ჩინეთი, რუსეთისა და
უკრაინის შემდეგ, მესამე ადგილზეა ღვინის პარტნიორებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთში
გახსნილია 40-მდე ღვინის სახლიდა იგეგმება ქართული ღვინის შემდგომი პოპულარიზაცია.
ახალი თაობის ხელშეკრულებებში, ექსპორტზე გადის ადგილობრივად წარმოებული
პროდუქცია, რაც ზრდის საქართველოში წარმოებული პროდუქციის წილს მთლიან
ექსპორტში. 2014 წელს ევროკავშირის ექსპორტში წმინდა ექსპორტის წილი 68% იყო,ხოლო
დანარჩენი რეექსპორტს წარმოადგენდა; 2020 წელს კი ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს
ექსპორტში წმინდა ექსპორტი 89%-ს შეადგენს.
ეკონომიკურ თეორიებში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის
ხელშეკრულების გაფორმება ხელს უწყობს ექსპორტის დივერსიფიკაციას. თუმცა, როგორც
პრაქტიკამ გვაჩვენა, არ არსებობს ამ ორ ფაქტორს შორის ცალსახა კორელაცია და რეალური
სურათი დამოკიდებულია სხვა ცვლადებზე; მათ შორის ისეთებზე, როგორიცაა კონკრეტული
ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა, ბუნებრივი რესურსები, ადამიანური კაპიტალი,
ქვეყნების შეფარდებითი უპირატესობა და ა.შ. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ MENA
(ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილო აფრიკის ქვეყნები). სხვადასხვა ქვეყანასთან (ევროკავშირი,
აშშ, არაბული ქვეყნები) გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შედეგად
მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გაიზარდა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაცია. თუმცა ამ
ქვეყნებში გასათვალისწინებელია წარმოებაში ბუნებრივი რესურსების (ნავთობი, გაზი) წილი
და გავლენა საგარეო ვაჭრობაზე. რაც შეეხება საქართველოდან ჩინეთში საექსპორტო
30
პროდუქციის დივერსიფიკაციის დაკავშირებას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან,
იმისთვის, რომ შევაფასოთ აღნიშნული ხელშეკრულების გავლენა, ჯერ მცირე დროა გასული.
თუმცა, ამ ეტაპზე საქართველოდან ჩინეთში ძირითადი საექსპორტო პროდუქტი მადნები და
კონცენტრატებია, რომელთა წილი 2020 წელს მთლიან ექსპორტში დაახლოებით 90%-ია. აქვე
აღსანიშნავია ღვინის ექსპორტი, რომელიც 2017-2020 წლებში მზარდი ტენდენციით
ხასიათდება. ზედაპირული დაკვირვებით აღნიშნულმა შეთანხმებამ ცხადად დადებითად
იმოქმედა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მოტივაციაზე ცალკეულ დარგებში და
საექსპორტო პროდუქციის ხარიხის გაუმჯობესებისკენ უბიძგა დარგებს, თუმცა პრობლემად
რჩება საექსპორტო პროდუქციის მცირე მოცულობა, რაც საიმპორტო ბაზრებისთვის ნაკლებად
საინტერესოა.
ექსპორტის ხელშეწყობის პოლიტიკის ეფექტიანი დაგეგმვა
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მაქსიმალური
სარგებლის მისაღებად“
ექსპორტის ხელშეწყობის პოლიტიკის ეფექტიანობა ვერ შეფასდება კონკრეტულ პერიოდში
ექსპორტის ზრდით. საჭიროა მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები, რაც ექსპორტის
ხელშეწყობის პოლიტიკის ფარგლებს გარეთ არსებობს. საჭიროა თანამედროვე
ინდუსტრიული პოლიტიკის ფორმირება, რაც უნდა დაედოს საფუძვლად ექსპორტის
ხელშეწყობის ღონისძიებებს.
„აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მხარდაჭერით, გასული 7 წლის განმავლობაში
საქართველოს სახელით, კომპანიებმა 80-ზე მეტ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
სააგენტო 600-ზე მეტ კომპანიას დაეხმარა შეთანხმებების გაფორმებაში, ხოლო
ხელშეკრულებების მოცულობა აღემატებოდა 65 მილიონ ევროს. ექსპორტის პოლიტიკის
მიმართულებით, სააგენტო მხარს უჭერს მეწარმეებს შემდეგი მექანიზმებით: სესხის
თანადაფინანსება, სესხის საგარანტიო მექანიზმი, საგრანტო კომპონენტი. განიხილება ახალი
კომპონენტის დამატება, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიებს სერტიფიცირებასტანდარტიზაციის მიმართულებით.
ინვესტიციების
მოზიდვის
კუთხით,
მთავარი
მესიჯი,
რაც
საქართველოს
კონკურენტუნარიანობას და მიმზიდველობას უსვამს ხაზს არის გაფორმებული FTA
ხელშეკრულებები.
31
თავისუფალი ვაჭრობების ხელშეკრულებების შესაძლებლობების
სრულფასოვნად ათვისების წინაშე არსებული ბარიერების
იდენტიფიცირება
ზემოაღნიშნული დადებითი ტენდენციების მიუხედავად, საქართველო სრულად ვერ იყენებს
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ შესაძლებლობებს. მაგალითად,
მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული პროდუქციის
კატეგორიები. ძირითადი საექსპორტო პროდუქცია მადნები და სპილენძის კონცენტრანტებია.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, 2018-2020 წლებში ზრდის ტენდენცია
შეინიშნება თხილისა და ღვინის ექსპორტის მიმართულებით. თუმცა ამ სექტორის წილი
ევროკავშირში მთლიან ექსპორტში დაბალია.
მოკვლევის შედეგად მოხდა შემდეგი ბარიერების იდენტიფიცირება:
საექსპორტო პოტენციალის ათვისების გამოწვევა მოცულობითი საექსპორტო
პროდუქტი და მისი ხარისხის სტანდარტებია. საქართველოში ძალიან ცოტა
კვალიფიციური მწარმოებელია, რომელიც საექსპორტო პროდუქციის ტექნიკურ
მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გააჩნია საექსპორტო მოცულობა. პრობლემა წარმოების
გამსხვილებაშია, რაც ძირითად შემთხვევებში ნედლეულთან ანდა ადამიანური
რესურსის დეფიციტთან არის დაკავშირებული. გამოსავალი არის გამსხვილების
წახალისება და პროცესის მაკოორდინირებელი სისტემის შემუშავება, რაც
დარგობრივი გაერთიანებების გავლით უნდა მოხდეს.
ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი
აღნიშნული გაერთიანების მიერ დაწესებული მაღალი სტანდარტებია, რომელსაც ხშირ
შემთხვევაში საქართველოში წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ვერ
აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს საერთაშორისო
სერტიფიცირების სისტემა, რომელიც ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მთავარი
წინაპირობაა.
ქვეყანაში პრობლემურია საერთაშორისო ლაბორატორიების ფუნქციონირების საკითხი.
თუმცა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო წლებში ბევრი მნიშვნელოვანი
ნაბიჯი გადაიდგა. სასურსათო პროდუქციის ნაწილის ხარისხის კონტროლის მიზნით,
შეიქმნა თანამედროვე ლაბორატორიები (მათ შორის აღსანიშნავია ღვინო და რძის
პროდუქცია), მაგრამ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არასასურსათო პროდუქციის
ხარისხის კონტროლი, რაც ამ საქონლის ევროკავშირში ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი
ხელისშემშლელი ფაქტორია.
სტანდარტების დანერგვა და ინფრასტრუქტურის შექმნა მწარმოებლის მხრიდან
დამატებითი ფინანსური რესურსების ხარჯვას მოითხოვს. შესაბამისად, იზრდება
წარმოებული
პროდუქციის
თვითღირებულება
და
მცირდება
მათი
კონკურენტუნარიანობა.
32
ქართული ბიზნეს სექტორის მიერ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების პირობების
და შეღავათების შესახებ ინფორმაციის ფლობის სიმწირე კომპეტენტური სახელმწიფო
უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული სემინარებისა
და ტრენინგების მიუხედავად კვლავ თვალსაჩინო რჩება; რაც შეეხება ინფორმაციას
აქტორების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბარიერების
დაძლევასა და ექსპორტის სტიმულირებაში, ესენი არიან: სახელმწიფო
ორგანიზაციები, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები; ბიზნეს ასოციაციები,
სავაჭრო-სამრეწველო პალატები.
ქართული პროდუქციის ხარისხი, რომელიც რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება
იმპორტიორი ქვეყნის ფიტო-სანიტარულ მოთხოვნებს და სხვა დაკავშირებულ
რეგულაციებს (აღნიშნული ძირითადად ეხება ევროკავშირის და EFTA-ს ქვეყნების
ბაზარზე დაშვებას).
პროდუქციის არა სათანადო მოცულობით, წყვეტილად წარმოება - იმპორტიორები
ითხოვენ პროდუქციის სათანადო რაოდენობით, პერიოდულობით და უწყვეტად
მიწოდებას.
აღნიშნული
მოთხოვნის
დაუკმაყოფილებლობის
შემთხვევაში
იმპორტიორები, მაგალითად უცხოური მსხვილი სუპერმარკეტების მიმწოდებლები
უარს ამბობენ პროდუქციის შესყიდვაზე, რადგან მომხმარებლისთვის სასურველი
პროდუქციის მიწოდებაში ჩავარდნა უარყოფითად მოქმედებს სუპერმარკეტების
გაყიდვებზე.
ქართული პროდუქციის დაბალი ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე და ე.წ. “Market
Intelligence”, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა სწორი გადაწყვეტილებების
მისაღებად.
მცირე და საშუალო საწარმოებში ენობრივი ბარიერის შემთხვევები, რაც ართულებს
საერთაშორისო შემსყიდველთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებას. ასევე ხშირია
საჭირო კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირის მოძიება, განსაკუთრებით
საფეიქრო ინდუსტრიის სფეროში. ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებში, ხშირ
შემთხვევაში, შეინიშნება ექსპორტის სტრატეგიის და მასზე დაფუძნებული სამოქმედო
გეგმის არქონა.
უცხოურ ბაზრებზე პროდუქციის წვდომისთვის შექმნილი ტექნიკური ბარიერები ძირითადად რუსეთის, იშვიათად კი დსთ-ს დანარჩენი ქვეყნების სასაზღვრო-გამშვებ
პუნქტებზე ხდება პროდუქციით (მათ შორის მალფუჭებადი ტვირთი) დატვირთული
სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების შეჩერება, ქართული მხარის მიერ
არასრულფასოვნად მიწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის საბაბით, მათ შორის,
ერთ-ერთ გამოგონილ მიზეზად, ქართული მხრიდან საქონლის წარმოშობის
სერტიფიკატებზე ხელმომწერ პირთა ხელმოწერის ნიმუშების ორიგინალების
მიუწოდებლობა სახელდება. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ტექნიკური ბარიერი
გამოიყენება როგორც პრეფერენციული ისე არა-პრეფერენციული ვაჭრობისას.
პრობლემა მოკლევადიანია, აღმოიფხვრება სსიპ-ის „შემოსავლების სამსახური“ და
ქართული დიპლომატიური უწყების ჩარევის და ადგილსამყოფელ ქვეყანაში
შესაბამისი ხელმოწერის ნიმუშების ორიგინალების გადაცემის დამადასტურებელი
დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ. ხსენებული ტექნიკური ბარიერი არსებით
33
გავლენას ვერ ახდენს სავაჭრო პროცესზე, თუკი იგი მალფუჭებადი ტვირთის
დაზიანებას ან პროდუქციის მიწოდების ვადების დარღვევას არ იწვევს.
უცხოურ ბაზრებზე ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის
დასახელების და სასაქონლო ნიშნების გაყალბების ფაქტები - უცხოურ ბაზრებზე
ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელების და
სასაქონლო ნიშნების გაყალბებით, უხარისხო პროდუქცია რეპუტაციას ულახავს
ქართულ პროდუქციას, ამცირებს საზღვარგარეთ მასზე მოთხოვნას და აზარალებს
ქართველ ექსპორტიორებს. შესაბამისად, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში,
სამინისტრო, საქართველოს საელჩოების ჩართულობით, შესაძლებლობის ფარგლებში,
ახორციელებს ქართული ბიზნესის ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ და
ადგილსამყოფელი/დაფარვის ქვეყნების ბაზრებზე ქართული გეოგრაფიული
აღნიშვნების, საელჩოების მიერ ადგილსამყოფელ (და შესაძლებლობის ფარგლებში
დაფარვის ქვეყნების) ბაზრებზე პროდუქციაზე დაკვირვებაში, იმისათვის, რომ მოხდეს
ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელების და
სასაქონლო ნიშნების გაყალბების შემთხვევების გამოვლენა. ხოლო, გაყალბების
გამოვლენის
შემთხვევაში,
მხარდაჭერა
დედაქალაქის
და
ადგილსამყოფელი/დაფარვის ქვეყნების შესაბამისი უწყებების ინფორმირებაში და
მსგავსი
ქმედებების
აღმოფხვრის
მიზნით,
შეთანხმებული
ქმედებების
განხორციელებაში გამოიხატება. შენიშვნა: ამასთანავე, შესაძლებლობის ფარგლებში,
საელჩოები ახორციელებენ ქართული ბიზნეს კომპანიების ინტერესების დაცვას
ადგილსამყოფელი ქვეყნის ბაზარზე მათი მოთხოვნის შემთხვევაში; კომპეტენციის
ფარგლებში სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში კონსულტაციების
წარმოებას; შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, ყოველი კონკრეტული ფაქტის
თაობაზე და ცენტრალური აპარატისთვის რეკომენდაციების წარმოდგენას ბიზნესის
ინტერესების
დაცვის
მიზნით
შემდგომი
მოქმედებების
დაგეგმვა/განხორციელებისათვის; შესაძლებლობის და კომპეტენციის ფარგლებში,
საელჩოები ასევე უზრუნველყოფენ ქართული კომპანიებისათვის, მათი მხრიდან
მოთხოვნის შემთხვევაში, ბიზნეს პარტნიორის შესახებ ინფორმაციის უტყუარობის
დადგენაში დახმარებას.
ლოგისტიკა, ტრანსპორტი და მარკეტინგული საკითხები - ეს მიმართულებები
ართულებს კონკურენტუნარიანობის შექმნას და შენარჩუნებას ნებისმიერ ბაზრებზე.
ხაზგასასმელია ინდივიდუალური კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის
ხარისხი, მათი წვდომა ტექნოლოგიებზე, წარმოების შესაძლებლობები და მათი
მენეჯერული უნარები. მათ არ აქვთ მდგრადი მიწდოების პერსპექტივა. ხშირად
მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე კომპანიების უნარების გამო, ვერ ხდება მიწოდების
განხორციელება.
იდენტიფიცირებული გამოწვევების და პრობლემების საპასუხოდ, „აწარმოე საქართველოში“
სააგენტომ შეიმუშავა ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს
ექსპორტიორი საწარმოებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას
თანადაფინანსების მექანიზმის გათვალისწინებით. აღნიშნული მოიცავს ფინანსურ
მხარდაჭერას ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სტანდარტის დანერგავასა ან/და
34
სერტიფიკატის მოპოვებაში, დახმარებას ექსპორტის აუდიტში, პროდუქტის ბრენდინგსა და
მარკეტინგში, მანქანა-დანადგარების გადაიარაღებასა და საერთაშორისო ქსელში შესვლაში.
ინფორმირებულობა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების
შესახებ
2016 წლიდან ფუნქციონირებს საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)
საკონსულტაციო ჯგუფი (DAG), რომლის მიზანია DCFTA-ის ეფექტიანი განხორციელების
ხელშეწყობა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ჯგუფს ასევე
ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ყოველწლიური როტაციის პრინციპით.
მისი შექმნიდან დღემდე გაიმართა სულ 9 სხდომა და განხილული იქნა საკითხები: DCFTA-ის
განხორციელება და სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმები; პრეზენტაცია
DCFTA-ს 2015 წლის და 2016 წლის 6 თვის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები - 2017-2020 ასოცირების დღის წესრიგის პროექტი;
DCFTA-ს 2016 წლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები; ვებგვერდის www.DCFTA.gov.ge პრეზენტაცია; DCFTA-ს იმპლემენტაციის 2018-2020 წლის
სამოქმედო გეგმა; ინფორმაცია DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის შესახებ; სამშენებლო
პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი; ინფორმაცია 2018 წლის განმავლობაში DCFTA-ის
ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის და DCFTA-ს სფეროში უახლესი მიღწევების
შესახებ; სათამაშოების ტექნიკური რეგლამენტი და სხვა.
ვებგვერდი dcfta.gov.ge
2017 წლიდან ფუნქციონირებს ვებგვერდი www.dcfta.gov.ge. რომელიც მომხმარებელს
შეუფერხებლად აწვდის პრაქტიკულ და საკანონმდებლო სახის ინფორმაციას DCFTA-ს
შესახებ, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე, ხოლო მეწარმეებს და სხვა
დაინტერესებულ პირებს უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციით DCFTA-ის შესახებ.
ვებგვერდს მართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
DCFTA-ს ვებგვერდის საშუალებით:
• დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა შეუფერხებლად მიიღონ ინფორმაცია იმ
სარგებელის, შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ, რომლებიც DCFTA-თ არის
გათვალისწინებული;
• დაინტერესებულ პირებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია ევროკავშირის იმ გრანტებისა
და სხვა, ფინანსური დახმარებების ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც DCFTA-ის
ფარგლებში ხორციელდება;
35
• განთავსებულია უახლესი ინფორმაცია მიმდინარე რეფორმებისა და საკანონმდებლო
ინიციატივების შესახებ.
DCFTA-ს საინფორმაციო ვებ-გვერდი დაინტერესებულ პირებს ასევე შესაძლებლობას აძლევს,
მოიძიონ შესაბამისი ინფორმაცია ამათუ იმ საექსპორტო პროდუქციის ევროკავშირში
ექსპორტის განხორციელებასთან დაკავშირებით და ასევე უფლებამოსილ ორგანოებს
წარუდგინონ შენიშვნები ან წინადადებები DCFTA-ს ფარგლებში მისაღები ნორმატიული
აქტების პროექტებზე.
„აწარმოე საქართველოში” სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს ექსპორტს მენეჯერთა
სასერტიფიკატო კურსს, სადაც ერთ-ერთ მოდულად გათვალისწინებულია თავისუფალი
სავაჭრო ხელშეკრულებები, აქცენტით DCFTA-სა და ჩინეთთან FTA-ზე. ასევე, ქვეყნის
საექსპორტო პლატფორმაზე www.tradewithgeorgia.com და სააგენტოს ვებ-გერდზე
ხელმისაწვდომია ონლაინ ტრენინგი ექსპორტის საბაზო საკითხებზე, რომელიც ასევე მოიცავს
მოდულს თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე. დამატებით, სააგენტოს ექსპორტის
დეპარტამენტი მუდმივ რეჟიმში ახდენს ექსპორტიორი კომპანიების კონსულტაციას, მათ
შორის საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებზე. ქვევით მოცემულია დამატებითი წყაროების
ჩამონათვალი, სადაც ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება:
• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდი: www.economy.gov.ge
• ვებ-გვერდი: www.dcfta.gov.ge
• ქვეყნის საესპორტო პლატფორმა: www.tradewithgeorgia.com
რაც შეეხება კერძო-საჯარო სექტორის დიალოგის პლატფორმებს, პერიოდულობით,
სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით ხორციელდება
მსგავსი შეხვედრები, მაგალითად, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC),
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და სხვა პირების
თანაორგანიზებით.
2016 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების
საფუძველზე შეიქმნა და დღემდე ფუნქციონირებს საქართველოს სავაჭრო საკითხებზე
მომუშავე საკონსულტაციო საბჭო (TAG), რომელიც შედგება საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის და 24 ბიზნეს ასოციაციისა და სექტორული
გაერთიანებების მიერ ნომინირებული კომპანიის წარმომადგენელით. საბჭოს მიზანია ქვეყნის
სავაჭრო პოლიტიკის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და სავაჭრო საკითხებთან
დაკავშირებული გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების წარმოდგენა. საბჭოს
ხელმძღვანელობს
თავმჯდომარე,
რომელიც
იცვლება
როტაციის
პრინციპით,
ყოველწლიურად. საბჭოს სხდომების გამართვა დაგეგმილია წელიწადში ორჯერ.
საკონსულტაციო საბჭოს (TAG) ფარგლებში არსებული კერძო-საჯარო დიალოგის არსებული
პრაქტიკის გათვალისწინებით, მისი დაარსებიდან დღემდე გაიმართა სულ 8 სხდომა, მათ
შორის 4 გაფართოებული. განხილული თემები: საქართველო-ჩინეთის თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მიმდინარე სტატუსი; საბჭოს თავმჯდომარის მიერ
36
წარმოდგენილი
დოკუმენტი
„არასამართლიანი
ვაჭრობა“;
საქართველო-ჩინეთის
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ შეთანხმების პირობები; საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, TBSC Consulting-ის
მიერ მომზადებული კვლევები თემებზე: „არა სატარიფო ბარიერები ქართული ღვინის
ექსპორტზე თურქეთში“ და „არასატარიფო ბარიერები უალკოჰოლო გაზიანი სასმელების
ექსპორტზე თურქეთში“. „არასატარიფო ბარიერები საქართველოდან ელექტროკაბელების
ექსპორტზე თურქეთში“ და „საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
შეთანხმების შესაძლებლობები
DCFTA-ს კონტექსტში“; დოკუმენტი საქართველოს
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ეფექტურად გამოყენებასთან დაკავშირებულ აქტუალურ
საკითხებზე და „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების
შემოღების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი; GIZ -ის მიერ მომზადებული კვლევები ევროკავშირში
ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის შესახებ (ავეჯი, ტექსტილი).
თავის მხრივ, დიპლომატიური უწყება საქართველოს ბიზნეს-გარემოზე, თავისუფალი
სავაჭრო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირობებზე, საინვესტიციო/საექსპორტო
შესაძლებლობებზე ინფორმაციას ძირითადად უცხოურ ბიზნეს-წრეებში ავრცელებს.
ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გარდა ტრენინგებისა და საინფორმაციო
კამპანიებისა, გამოითქვა მოსაზრება რომ მიზანშეწონილია ისეთი პორტალის შექმნა,
რომელზეც დარგების მიხედვით გამარტივებულად იქნება ახსნილი ის სტანდარტები და
რეგულაციები, რაც უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტულმა პროდუქციამ იმისთვის, რომ
მოხვდეს ევროკავშირის, ჩინეთის ან სხვა ბაზარზე.
გლობალური პანდემიით გამოწვეული ცვლილებები ექსპორტის
და ექსპორტის დარგობრივ სტრუქტურაში
საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ათვისებაში არსებული პრობლემა იმდენად
საბაზისოა, რომ მისი გავლენა ძალიან მინიმალური იყო და ისიც ნედლეულის მიწოდების
მიმართულებით. საექსპორტო პროდუქცია თითქმის არ გვაქვს, შესაბამისად არ ხდება
ექსპორტის პრაქტიკა და აქედან გამომდინარე, პრობლემებიც ვერ იქნება სრულყოფილად
იდენტიფიცირებული.
„აწარმოე საქართველოში“ სააგენტომ პანდემიის დაწყებისთანავე გადადგა შემხვედრი
ნაბიჯები და დიდწილად გადაეწყო ონლაინ გამოფენებსა და შოურუმებზე. პანდემიის
პირობებში, როცა ადამინების შეკრება და გადაადგილება შეზღუდულია, საუკეთესო
ალტერნატივად ელექტრონული პლატფორმების ეფექტური უტილიზაცია მოიაზრება.
არაერთი წარმატებული ქეისის დასახელება შეიძლება, რაც ვირტუალურ გამოფენებთან და
შოურუმებთან ასოცირდება, მაგალითად ბავშვის ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია,
საერთაშორისო ღონსძიებები და მასთან დაკავშირებული წარმატებული მაგალითები. ასევე,
37
მოდის დიზაინერების მიერ წარმოებული პროდუქციის განთავსება სხვადსხვა ონლაინ
პლატფორმაზე და ამ გზით სტიმულირებული ექსპორტი.
შესაბამისად, სააგენტო მიიჩნევს, რომ დამატებითი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს
ელექტრონულ კომერციაში (საერთაშორისო ელექტრონულ პლატფორმებზე ქართული
კომპანიების წარმოჩენა, ე.წ. listing-ი), გაგრძელდეს ვირტუალურ გამოფენებსა და
შოურუმებში მონაწილეობის თანადაფინანსება. დამატებით უნდა შემუშავდეს ონლაინ
საგანმანათლებლო პროგრამები.
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ქვეყნების ბაზრებზე
წვდომის ხელშეწყობა და ინტერნაციონალიზაცია
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებულ ბაზრებზე წვდომის გასაზრდელად
გამოსაყოფია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების მიერ
განხორციელებული ღონისძიებები და პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება
საერთაშორისო ღონისძიებებისა და შოურუმების თანადაფინანსება. გამოფენები ძირითადად
აღნიშნულ ბაზრებზე ახდენს ქართული, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების
წარმოჩენას და პოპულარიზაციას, რაც საბოლოო ჯამში დადებით ზეგავლენას ახდენს
ექსპორტის სტიმულირებასა და ცნობადობის ზრდაზე.
მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სექტორულ საერთაშორისო ღონისძიებებში სააგენტოს
მხარდაჭერა გამოიხატება არამხოლოდ ფინანსური დახმარების ნაწილში, არამედ ტექნიკური
კუთხითაც, რაც გულისხმობს წინამოსამზადებელ პერიოდში საორგანიზაციო საკითხების
მოგვარებას (ორგანიზატორთან მოლაპარაკების პროცესი, სტენდის მშენებელის შერჩევა,
სარეგისტრაციო პროცედურები, საქონლის ტრანსპორტირება და ა.შ.)
საერთაშორისო ღონისძიებებისა და შოურუმებისთვის სააგენტოს მიერ შემუშავებული
კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები და თანადაფინანსების მექანიზმი მაქსიმალურად უწყობს
ხელს ქართულ კომპანიებს შეძლონ სხვადასხვა სამიზნე ბაზარზე სასურველ პარტნიორთან
სავაჭრო/ბიზნეს ურთიერთობის დამყარება. სააგენტო ახდენს კომპანიის თანადაფინანსებას
საწარმოს ზომითი კატეგორიის მიხედვით, რომელიც შეადგენს გამოფენაში მონაწილეობის
მთლიანი ხარჯების (სივრცის ქირავნობა, სტენდის მშენებლობა) 60%-90%-ს. შეიძლება ითქვას,
რომ დღეს ეს არის ყველაზე ხელშესახები ინსტრუმენტი სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც
ქართულ კომპანიებს აძლევს თავისუფალი ვაჭრობის ბაზრებზე წვდომის გაზრდის
საშუალებას, კერძოდ აძლევს შესაძლებლობას, მოიძიონ ახალი პარტნიორები,აამაღლონ
ქართული პროდუქტების ცნობადობა და მოახდინონ მათი პოპულარიზაცია.
ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა აქტორების მხრიდან, აღსანიშნავია USAID Agriculture Program
-ის მხარდაჭერით ექსპორტის ასოციაციის მიერ გაკეთებული პროექტი/ვებსაიტი, რომელიც
სრულ ინფორმაციას იძლევა სოფლის მეურნეობის ძირითად პროდუქტებთან
დაკავშირებული პროცედურების, ტექნიკური მახასიათებლების, საექსპორტო ბაზრების და
სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. ვებ-გვერდი წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს
38
ექსპორტზე ორიენტირებული
ინფორმაციის მიღებას.
კომპანიებისათვის
და
ამარტივებს
მათთვის
საჭირო
ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშესაწყობად, ეკონომიკური დიპლომატიის
ფარგლებში,
სამინისტრო,
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობების ჩართულობით:
უზრუნველყოფს საზღვარგარეთ ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდას,
უცხოური ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის
მიწოდებით ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებზე; საზღვარგარეთ საელჩოების
მიერ შესაბამისი პრეზენტაციების/ სემინარების/ დეგუსტაციების/ ღონისძიებების
მოწყობით; უცხო ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებში და ბიზნეს ასოციაციებში
შესაბამისი
ბეჭდური/ციფრული
მასალის გავრცელებით. ამასთან,
ახალი
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, ქვეყნებს შორის საერთაშორისო კავშირების
შეზღუდვის და დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებების/შეხვედრების გაუქმების
შედეგად, ბოლო დროს, საქმიანობა ძირითადად ვიდეო-კონფერენციებით
შემოიფარგლებოდა.
ეხმარება ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ საერთაშორისო გამოფენებში და
კონკურსებში ქართული პროდუქციის წარმოდგენაში. ამასთან, ქართულ კომპანიებთან
კომუნიკაციისას ხშირად იკვეთება რომ ქართველი მეწარმეების დიდ ნაწილს
საერთაშორისო გამოფენებში/ კონკურსებში მონაწილეობის მწირი გამოცდილება აქვთ
და სირთულე ექმნებათ წარსადგენი აპლიკაციების/ დოკუმენტაციების მომზადებაში,
ასევე, ხშირად პრობლემურია გამოფენამდე პროდუქციის ტრანსპორტირება.
მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში თაფლის
კონკურსში ქართველი მეფუტკრეების მონაწილეობა, როცა კონკურსზე წარსადგენი
აპლიკაციის მომზადებისა და საზღვარგარეთ თაფლის ტრანსპორტირების სირთულეს,
ასევე დაემატა კონკურსის პირობების მიხედვით სათანადო ლაბორატორიული
კვლევის დამადასტურებელი სერტიფიკატის მომზადების აუცილებლობა, რაც
საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებში შეუძლებელი იყო და საელჩოს და
ქართული უწყებების განსაკუთრებული ძალისხმევა გახდა საჭირო აღნიშნული
სირთულეების დასაძლევად.
უცხო ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებში/ბიზნეს ასოციაციებში ავრცელებს
ინფორმაციას პროდუქციის გატანით დაინტერესებული ქართული კომპანიების
თაობაზე და ქართული კომპანიების მომართვის შესაბამისად, აკავშირებს მათ
ქართული პროდუქციის შეძენით დაინტერესებულ მყიდველებთან, ხოლო საჭიროების
შემთხვევაში ამ კომპანიებს ასევე აწვდის ინფორმაციას ადგილსამყოფელ/დაფარვის
ქვეყნებში არსებულ საბაჟო პროცედურებზე/სხვა დაკავშირებულ საკითხებზე და
ეხმარება ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზარზე დაშვებისათვის საჭირო
დოკუმენტაციის მოგროვებაში/ნებართვების მიღებაში.
დარგობრივი
კუთხით
არსებობს
კვლევები,
რომლებიც
აფასებს
ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივებს. კვლევები განხორციელდა სხვადასხვა
39
დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით და მოწვეულნი იყვნენ დარგის
გამოჩენილი ექსპერტები. ამ კვლევების ჩამონათვალი შემდეგია:
1. დონორი GIZ - 2019 წელი - ავეჯის პოტენციალის კვლევა
2. დონორი GIZ -2019 წელი - საფეიქრო ინდუსტრიის(Apparel) პოტენციალის კვლევა
3. დონორი EPRC – 2019 წელი -სათამაშოების სექტორის კვლევა
4. დონორი EPRC – 2019 წელი -ბავშვის ტანსაცმლის სექტორის კვლევა
5. დონორი EPRC – 2019 წელი -ICT სექტორის კვლევა
6. დონორი USAID DAI – 2020-2021 - ავეჯის კვლევა
7. დონორი USAID DAI – 2020-2021 - შესაფუთი მასალების კვლევა
მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკის წარმოება წარმოადგენს საქართველოს
ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლების
სტრატეგიის ერთ-ერთ აქტივობას საგარეო სექტორის სტატისტიკის განვითარების
მიმართულებით. 2020 წლის ბოლოს საქსტატმა განახორციელა მომსახურებით საერთაშორისო
ვაჭრობის საპილოტე გამოკვლევა. აღნიშნულმა კვლევამ რეგულარული ხასიათი მიიღო 2021
წლიდან. შედეგების გამოქვეყნება დაგეგმილია 2023 წლიდან.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების
შესაძლებლობის ათვისებისთვის პოლიტიკის საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის საშუალებები
ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს სამხრეთ კორეა, რომელსაც ერთდროულად
აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, ევროკავშირთან და ამერიკასთან. სულ,
ჯამში FTA გააჩნია 58 ქვეყანასთან და 2022 წლისთვის გაცხადებული მიზანია, რომ ამ რიცხვმა
70-ს გადააჭარბოს. ეს ქვეყანა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა თუ როგორ სწრაფად
და ეფექტურად აღწევს სასურველ შედეგს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და როგორ
ეფექტურად ახდენს ის შესაძლებლობების უტილიზაციას. აღნიშნული მნიშვნელოვნად
ეხმარება ექსპორტს, საექსპორტო ბაზრების და პროდუქტების დივერსიფიკაციას.
საერთაშორისო პრაქტიკის კუთხით, აპრობირებული მეთოდებიდან ერთ-ერთ საინტერესო და
ეფექტურ მაგალითს წარმოადგენს „Enterprise Ireland“-ის მომსახურების „მენიუ“, რომელიც
შემუშავებულია ირლანდიური კომპანიებისთვის განსავითარებლად. კერძოდ, ერთ-ერთ ასეთ
ინსტრუმენტს წარმოადგენს ექსპორტიორი კომპანიისთვის ე.წ. Market intelligence-ის სერვისის
მიწოდება, რომელიც გულისხმობს ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს კონკრეტულ სამიზნე
ქვეყანაში, რაც ცალსახად სასარგებლო იქნებოდა ქართული კომპანიებისთვისაც.
კვლევა უნდა მოიცავდეს სიღრმისეულ ანალიზს კონკრეტულ სამიზნე ქვეყანაში, სადაც
მოიაზრება პროდუქციის რეალიზაცია. დოკუმენტი უნდა პასუხობდეს ისეთ კითხვებს
როგორიცაა: ბაზრის ზომა, მომხმარებელთა მსყიდველობითი უნარი, კონკურენცია
კონკრეტულ სექტორში, საფასო პოლიტიკა, კონკურენტების ანალიზი, სადისტრიბუციო
40
არხები, საჭიროა თუ არა პროდუქტის ადაპტაცია/მოდიფიკაცია ადგილობრივ ბაზართან;
ხარისხის დამადასტურებელი რა სერტიფიკატები და სტანდარტები მოითხოვება და ა.შ.
ასეთი კვლევის გაკეთება, სამწუხაროდ, არ შეუძლიათ ქართულ კომპანიებს იმიტომ, რომ
ინდივიდუალურად დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად,
გადაწყვეტილებები რომლებიც მიიღება საექსპორტო ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით
ძირითადად სპონტანური და ინტუიციით ნაკარნახევია. კომპანიები ცდილობენ რომ
გააკეთონ მცირე მოკვლევა, მაგრამ აღნიშნული სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას
არ იძლევა.
მეორე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ე.წ. Export Credit Agency-ის შექმნა, რაც
გულისხმობს ექსპორტიორისთვის რიგი გარანტიების მიცემას და გარკვეული - საქონლის
წარმოებასთან, მის ტრანსპორტირებასთან და დაზღვევასთან დაკავშირებული თანხების
დაფინანსებას გარკვეული პერიოდით, გადახდილი/დაზღვეული თანხის უკან დაბრუნების
პირობით. აღნიშნული პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში არსებობს, მაგალითად იტალიის SACE და
გერმანიაში (Eulerhermes), რომლებიც საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა და
წარმატებით ფუნქციონირებენ. საქართველოში აღნიშნული სერვისის დანერგვა საჭიროებს
სიღრმისეულ კვლევას და შესაბამისი სარეკომენდაციო პოზიციის მომზადებას ასეთი
ინსტიტუტის/მომსახურების საჭიროებასთან დაკავშირებით.
შენიშვნა: ზემოაღნიშნული ინიციატივები არ გამოიწვევს ექსპორტის სტრუქტურის შეცვლას
ქვეყანაში, მაგრამ მნიშვნელოვნად წაახალისებს ექსპორტის ზრდას.
ახალი ბაზრების წვდომა/თავისუფალი ვაჭრობის
ხელშეკრულებების გაფორმების პერსპექტივები
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების შედეგად მიღებული შედეგების შესაბამისად,
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს საგარეო ვაჭრობის განვითარება
წარმოადგენს, 2020 წლისთვის საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით საქართველო
სარგებლობდა 46 ერთეულთან (45 ქვეყანა და ერთი საბაჟო ადმინისტრაციული ერთეული).
მომდევნო 10 წლის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის
რეჟიმების დასამყარებლად და 2030 წლისთვის ჩვენი ამოცანაა არსებულ მდგომარეობას
დაემატოს 11 ქვეყანა - ისრაელი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, სერბეთი, აშშ და ყურის არაბული
საბჭოს სახელმწიფოები (საუდის არაბეთი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები,
ყატარი, ბაჰრეინი და ომანი).
ამჟამად, ქართული წარმოშობის პროდუქტებს შეუძლიათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით
შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2.3 მილიარდ სამომხმარებლო ბაზარს
წარმოადგენს. 2030 წლისთვის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ბაზრის მომხმარებლების
რაოდენობა 2/3-ით, შესაბამისად 5.6 მილიარდით (მსოფლიო მოსახლეობის 72%)
განისაზღვრება. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში
2020 წლისთვის არის 86%, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი მიაღწევს 93%-ს.
41
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 10 წლიანი (2021-2030)
გეგმის გათვალისწინებით ამჟამად გრძელდება მუშაობა სავაჭრო რეჟიმების განვითარების
მიმართულებებით შემდეგ ქვეყნებთან:
ინდოეთი
საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა
დასრულდა 2019 წლის იანვარში. აღნიშნული კვლევის რეკომენდაციების თანახმად,
მხარეებმა გადაწყვიტეს დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.
2020 წელს მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა გადაიდო კოვიდ პანდემიის გამო.
ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებები დაიწყება
უახლოეს ხელსაყრელ პერიოდში.
ისრაელი
2020 წელს დასრულდა საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა. ამ ეტაპზე მხარეებს შორის
მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირველი რაუნდის გამართვასთან დაკავშირებით.
კორეა
მიმდინარეობს საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების
გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა, შეთანხმებაზე მოლაპარაკებების
დაწყება დაგეგმილია წლის ბოლომდე.
თურქეთი
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით თურქეთთან გახსნილია
მოლაპარაკებები ტარიფების შემდგომ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები
მიმდინარეობს საქართველოსთვის ყველა იმ მნიშვნელოვან პროდუქციაზე, რომელიც არ
ექცევა და/ან ნაწილობრივ ექცევა სატარიფო შეღავათებში. თურქეთის მხარესთან კონსესუსის
შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდება საქართველოსა და თურქეთს შორის სატარიფო
დათმობებში არსებული დისბალანსი. მიზანია მომსახურების ვაჭრობის ლიბერალიზაციის
დამატებაც.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება
საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის, დიაგონალური კუმულაციის მეთოდის
(სქემის) ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად თურქულ მხარესთან შეთანხმდა
და ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს. ასევე, შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი DCFTA-ში.
საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის
ასამოქმედებლად მიმდინარე პროცესები დასრულების ფაზაშია და იგი ამოქმედდება მას
შემდგომ, რაც დიაგონალური კუმულაციის ძალაში შესვლის შესახებ საქართველოსა და
თურქეთის შეტყობინების საფუძველზე ევროკომისია ინფორმაციას გამოაქვეყნებს
ოფიციალურ ჟურნალში.
42
საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების
შემდეგ შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის
საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნას შეტანილი
ევროკავშირის ბაზარზე. ეს, სხვა სექტორებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
იქნება ქვეყანაში ტექსტილის ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისათვის და ამ
მიმართულებით ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის.
აშშ
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სხვადასხვა დონეზე აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების მიმართულებით. კერძოდ, 2018 წლის
მაისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით
განხორციელდა ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის
კვლევა, რომელიც გადაეცა აშშ კომერციის მდივანს და სახელმწიფო მდივნის აპარატს. კვლევა
ჩაატარა საკონსულტაციო კომპანია PwC (PricewaterhouseCoopers) Georgia-მ. აღნიშნული
კვლევა ადასტურებს, რომ ხელშეკრულება ორივე ქვეყნისთვის არის ეკონომიკურად
მიმზიდველი და მომგებიანი.
ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა ბრიტანეთთან.
აქტიურად მიდის მუშაობა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და მიღწეულია შეთანხმება
და დაიწყება მოლაპარაკებები და მოხდება მემორანდუმის გაფორმება დეკემბრის ბოლოს.
გალფის ქვეყნები მნიშვნელოვანია და შეთავაზებულია მათთვის ხელშეკრულების გაფორმება
და დამატებით მიმდინარეობს მუშაობა ორმხრივ ფორმატშიც.
არსებობს ბაზრები, რომელთა მოთხოვნებზეც ცხადად არ არის ინფორმირებული კერძო
სექტორი, შესაბამისად ვერ ხერხდება ამ მიმართულებით თვითორგანიზაცია. აქედან
გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ლიდერობა აიღოს ხელისუფლებამ და
დარგობრივი გაერთიანებებმა, თუ სხვა მექანიზმებით მოახდინოს ყურადღების
კონცენტრაცია საქართველოსთვის კონკურენტუნარიან საექსპორტო პროდუქციის წარმოებასა
და საიმპორტო ბაზრებზე მარკეტინგის მიმართულებით.
43
დასკვნა და რეკომენდაციები
პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანია
ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის მშენებლობა და სტრატეგიული კავშირების შექმნა;
ამჟამინდელმა კრიზისმა ნათლად აჩვენა ის სუსტი წერტილები, რომელთა გამოსწორება
მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მინიჭებული
უპირატესობების მაქსიმალური გამოყენება.
საქართველოს
მსოფლიო
მოსახლეობის
1/3-თან
აქვს
თავისუფალი
ვაჭრობის
ხელშეკრულებები. ექსპორტის 89% მოდის იმ ქვეყნებზე, რომელთანაც გვაქვს გაფორმებული
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. საქართველოს ექსპორტის ანალიზი ქვეყნების
მსხვილი ჯგუფებისა და პროდუქციის მიხედვით მიანიშნებს, რომ ადგილი აქვს ექსპორტის
თანდათანობით ევოლუციურ ზრდას. მართალია, ცალკეული ქვეყნებისა თუ სასაქონლო
ჯგუფების მიხედვით საკმაოდ ხშირად ფიქსირდება ნახტომისებური ცვლილებები, რომელთა
ზეგავლენა ზოგად ტენდენციებზე, ფაქტობრივად, მარგინალურია. თანდათანობით იკვეთება
სპეციალიზაცია სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის იმ პროდუქციის
ექსპორტირების მიმართულებით, რომელთა წარმოებაში საქართველოს ტრადიციულად
კარგი პოზიციები გააჩნია. ამ მხრივ, უცნაური სულაც არ არის მინერალური წყლების, ღვინის,
ალკოჰოლური სასმელების თუ თხილის ექსპორტის ზრდა, მიუხედავად პერიოდული
საკმაოდ სერიოზული რყევებისა.
თანდათანობით ფართოვდება ექსპორტირებული საქონლის ასორტიმენტი, თუმცა ამ პროცესს
სწრაფს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგანაც საქართველოს კონკურენტული უპირატესობა
ჯერჯერობით შედარებით ნაკლებად ტექნოტევადი პროდუქციის წარმოებაშია, ხოლო
მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება ხანგრძლივ დროს, ინვესტიციებსა და
ეკონომიკის მოწყობის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვს, რაც მოკლევადიან პერიოდში
მოსალოდნელი არ უნდა იყოს.
ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ექსპორტის გეოგრაფიაზე,
განსაკუთრებით კი ექსპორტის ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიო ბაზრებზე
დაფიქსირებული სავალუტო, მაკროეკონომიკური, თუ სხვა ტიპის შოკები. ასევე
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოსთვის ტრადიციულ აგრარული
პროდუქციის ექსპორტში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული სპეციალიზაციის ის მაღალი დონე,
რაც ექსპორტს ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას მიანიჭებდა.
რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, მართალია ხელშეკრულება აუქმებს
სატარიფო ბარიერებს, თუმცა ტარიფების განულება არ არის საკმარისი ექსპორტის ზრდის და
დივერსიფიკაციის კუთხით. მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე, ვაჭრობაში ტექნიკური
ბარიერები ამჟამად წარმოადგენს ყველაზე მწვავე შემაფერხებელ ფაქტორს ვაჭრობის
ლიბერალიზაციის
პარალელურად.
ტექნიკური
რეგლამენტი,
სტანდარტები
და
სერტიფიცირება ქვეყნების მიხედვით განსხვავდება და ეს უფრო სიღრმისეული და
ბიუროკრატიული ბარიერია, ვიდრე სატარიფო პოლიტიკა. ეს დაბრკოლება განსაკუთრებით
მწვავედ დგას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც აქვთ
ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები
44
ოპერირების გადაკეთებისთვის და სტანდარტიზაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ეს უკანასკნელი განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტებს (ქართველი
მწარმოებლების საკვანძო სექტორს) ეხება, რომლებმაც უნდა დაიცვან მთელი რიგი წინასწარ
დადგენილი სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია
საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერტიფიკატების მიღება. ამასთან, მას შემდეგ, რაც
საქართველოს
კანონმდებლობა
სრულად
იქნება
დაახლოებული
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან, წესით ტექნიკური ბარიერები და განსხვავება სტანდარტების
კუთხითაც მთლიანად უნდა აღმოიფხვრას და საქართველოში წარმოებული პროდუქტები,
საექსპორტო ან საშინაო მოხმარებისთვის, ავტომატურად შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის
სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, ამ პერსპექტივის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ
გრძელვადიან პერსპექტივაში, შეთანხმების თანახმად კანონმდებლობის სრული
აპროქსიმაცია უნდა დასრულდეს 2027 წლისთვის. ამ პროცესის მთავარი კომპონენტია ამ
მიღებული სტანდარტებისა და რეგულაციების ფაქტობრივი აღსრულება და განხორციელება.
საექსპორტო პროდუქციის სიმცირე, დივერსიფიკაციის ნაკლებობა და ექსპორტის ზრდის
დაბალი მაჩვენებელი მთავარი გამოწვევებია ევროკავშირის ბაზრის ათვისების კუთხით,
ხოლო ამის განმაპირობებელია ის ფაქტორი, რომ ქვეყანას ჯერჯერობით არ აქვს საკმარისი
მოცულობის და შესაბამისი სტანდარტის საექსპორტო პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. საექსპორტო პროდუქციის სიმცირის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის
დასაძლევად საჭიროა − ტექნიკური გადაიარაღება, ერთგვაროვანი პროდუქციის წარმოება და
სხვა. ფაქტობრივად, ექსპორტის ზრდის დაბალი მაჩვენებლის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ
ქვეყანას არ აქვს შესაბამისი მოცულობის და შესაბამისი სტანდარტის საექსპორტო პროდუქცია.
თავისუფალი
ვაჭრობის
შეთანხმებები
მსხვილ
საერთაშორისო
მოთამაშეებთან
საქართველოსთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო ვაჭრობის პლატფორმად ქცევის
ხელსაყრელი შესაძლებლობაა. რაც, თავის მხრივ მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის
საინვესტიციო პოტენციალს. თუმცა, ფაქტია, რომ ამ მიმართულებით პოტენციალი
დღევანდელ ეტაპზე ათვისებული არ არის. სტაბილური ზრდის მისაღწევად და არსებული
შესაძლებლობების უკეთ გამოსაყენებლად ხელისუფლებამ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
ხელშეკრულებების დადების პარალელურად, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს
ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდაზე. ამასთან, მიზანმიმართულად უნდა
იმუშაოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის, საინვესტიციო ტენდერების მეტი
გამჭვირვალობისა და ინვესტორების მოძიება/მოზიდვისათვის.
45
FTA - რეკომენდაციები პასუხისმგებელი უწყებების მიხედვით
რეკომენდაცია
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების და
საინვესტიციო
პოლიტიკის
ფორმირება
საინვესტიციო
პოლიტიკა
მეტად
იყოს
აქცენტირებული არა ინფორმირებულობაზე არამედ
თავისუფალი
ვაჭრობის
ხელშეკრულებებიდან
გამომდინარე
საინვესტიციო
პოტენციალის
ათვისებასა და პოპულარიზაციაზე.
პასუხისმგებელი უწყება
საქართველოს ეკონომიკისა
განვითარების სამინისტრო
და
მდგრადი
მესამე ქვეყნების მიერ საქართველოს თავისუფალი საქართველოს ეკონომიკისა
ვაჭრობის ხელშეკრულებების გამოყენების მიზნით, განვითარების სამინისტრო
საინვესტიციო
სფეროების
განსაზღვრა
დეტალიზებული,
ჩაღრმავებული
კვლევების სსიპ აწარმოე საქართველოში
განხორციელების გზით, სადაც გათვალისწინებული
იქნება
როგორც
თავისუფალი
ვაჭრობის
ხელშეკრულების
გამოყენებით
საექსპორტო
პოტენციალი, ასევე საქართველოს პოტენციალი
(ბუნებრივი
რესურსები
და
ხელმისაწვდომი
ნედლეული,
შრომის
ბაზარი
და
საკადრო
რესურსების მზაობა, წარმოების პოტენციური
დანახარჯები და დამატებული ღირებულება და ა.შ.).
-ნიშური მიმართულებების მოძიება/კონკურენტული
უპირატესობის შესწავლა - კონკრეტული დარგების
საინვესტიციო
პოტენციალის
შესწავლა,
ხელისშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორების
შესწავლა,
მოთხოვნებისა
და
მიწოდების
პარამეტრები,
მუშახელის
კვალიფიკაცია,
კაპიტალდაბანდების
მოცულობა,
უცხოური
ინვესტიციების მონაწილეობა, არსებული და
სამომავლო როლი დარგის განვითარებაში.
და
მდგრადი
ნიშური პროდუქტის და ნიშური ბაზრების
იდენტიფიცირება და სიღრმისეული კვლევა ამ
მიმართულებით.
ტრადიციული
პროდუქციის
გარდა, ფოკუსი ინტელექტუალურ სერვისებზე და
მომსახურებით ვაჭრობის შესაძლებლობებზე.
მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით,
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად,
მენტორობის
და
ტექნიკური
მხარდაჭერის
პროგრამის
შემუშავება,
ინტელექტუალური
სერვისების დარგის ბიზნეს ინკუბაცია და მათი
საერთაშორისო,
ევროპულ
ბაზრებზე
პოპულარიზაცია.
და
მდგრადი
სსიპ აწარმოე საქართველოში
საქართველოს ეკონომიკისა
განვითარების სამინისტრო
სსიპ აწარმოე საქართველოში
სსიპ ტექნოლოგიებისა
სააგენტო
და
ინოვაციების
46
შერჩეული კონკურენტუნარიანი მომსახურების ან საქართველოს ეკონომიკისა
სამრეწველო
დარგებისთვის განვითარების სამინისტრო
მარეგულირებელი/ინსტიტუციური/საკანონმდებლო
გარემოს შესწავლა და ხელისშემშლელი ფაქტორების სსიპ აწარმოე საქართველოში
იდენტიფიცირება,
შესაბამისი
ინიციატივების
გატარება დარგების საექსპორტო პოტენციალის
განვითარების ხელშესაწყობად.
და
მდგრადი
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფართოება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
და მეტი ქვეყნების მოცვა, აშშ-სთან თავისუფალი განვითარების სამინისტრო
ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
კუმულაციური
ხელშეკრულებების
გამოყენება საქართველოს ეკონომიკისა
ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის - განვითარების სამინისტრო
კერძოდ,
თურქეთთან
გაფორმებული
ხელშეკრულების
შესახებ
ინფორმირებულობის
გაზრდა შიდა და გარე ინვესტიციების მოსაზიდად.
და
მდგრადი
ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების ბაზის
(tradewithgeorgia.ge) განახლება/გაუმჯობესება, მასში
კომპანიების სრულფასოვანი წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფა და აქტიური პოპულარიზაცია,
როგორც საქართველოს შიგნით (ბიზნესის წარმომადგენლებს შორის), ასევე − საქართველოს გარეთ,
მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე მნიშვნელოვანია EEN-ის ბაზაში ქართული ბიზნესის რეგისტრირების დამატებითი ქეისების შექმნა.
საქართველოს ეკონომიკისა
განვითარების სამინისტრო
და
მდგრადი
ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით,
ისეთი პორტალის შექმნა, რომელზეც დარგების
მიხედვით გამარტივებულად იქნება ახსნილი ის
სტანდარტები და რეგულაციები, რაც უნდა
დააკმაყოფილოს კონკრეტულმა პროდუქციამ
იმისთვის, რომ მოხვდეს ევროკავშირის, ჩინეთის ან
სხვა ბაზრებზე.
საქართველოს ეკონომიკისა
განვითარების სამინისტრო
და
მდგრადი
სსიპ აწარმოე საქართველოში
სსიპ აწარმოე საქართველოში
დიპლომატიური
სამსახურის
ჩართულობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინტენსიურად
განხორციელდეს
სხვადასხვა
ქვეყნებში
არსებული
ბიუროკრატიული
და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
არასატარიფო ბარიერების შესახებ ინფორმაციის განვითარების სამინისტრო
პერიოდული
მოძიება
და
ამ
ინფორმაციის
გავრცელება დაინტერესებულ ქართულ კომპანიებს
47
შორის, რაც გაზრდის ბაზრის ცნობადობას და მათ
ინტერესს.
ქართული კომპანიებისთვის, Market intelligence-ის საქართველოს ეკონომიკისა
სერვისის მიწოდება, რომელიც გულისხმობს ბაზრის განვითარების სამინისტრო
სიღრმისეულ ანალიზს კონკრეტულ სამიზნე
ქვეყნებში, რომლებთანაც გაფორმებული გვაქვს სსიპ აწარმოე საქართველოში
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები.
საერთაშორისო ლაბორატორიების შექმნის აქტიური
ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების, ახალი
სერვისების დანერგვის კუთხით. საგრანტო ან
საკრედიტო მექანიზმებით. განსაკუთრებით,
არასასურსათო პროდუქციის ხარისხის
კონტროლისთვის, რაც ამ საქონლის ევროკავშირში
ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი
ფაქტორია.
და
მდგრადი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო
სსიპ აწარმოე საქართველოში
ექსპორტის მიმართულებით რეალური ძვრების მო- საქართველოს ეკონომიკისა და
სახდენად, დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანია, განვითარების სამინისტრო
რომ ქვეყანაში ფინანსური პოლიტიკა ემსახურებოდეს ბიზნეს-სესხების ხელმისაწვდომობის ზრდას. საქართველოს ეროვნული ბანკი
ამისათვის,
სხვა
აქტივობებთან
ერთად,
მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოების და
კერძო სექტორის ფინანსური განათლების ზრდა (არა
მხოლოდ ტრენინგების, არამედ საგანმანათლებლო
სფეროში ამ კურუკულუმების ინტეგრაციციით).
48
მდგრადი
დანართი 1 თემატური მოკვლევის მიზანი და საკვლევი
კითხვები
საკომიტეტო თემატური მოკვლევა წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობის ახალ,
მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, ამიტომ ყველა დაინტერესებულ მხარეს
მოვუწოდებთ ამ პროცესში მონაწილეობისკენ.
თემატური მოკვლევა უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას
მოკვლევის პროცესში.
ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური
პოლიტიკის ძირითად პრინციპს. საქართველოს მიერ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში
გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საშუალებას აძლევს ქვეყანას სატარიფო
ბარიერების გარეშე ჰქონდეს წვდომა მსოფლიო ქვეყნების 2.3 მილიარდიან ბაზარზე.
საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებაა 2014 წლის 1 სექტემბერს ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და
ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულება (DCFTA), რომელიც
ასოცირების შეთანხმების ნაწილია. ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მრავალმხრივი
საერთაშორისო
ხელშეკრულება
მოქმედებს
დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა
თანამეგობრობის
(დსთ)
წევრ
ქვეყნებთან
(გარდა
რუსეთის
ფედერაციისა).
საქართველოს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს
შემდეგ ქვეყნებთან: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ჩინეთი, ჰონგ-კონგი (ჩინეთის
სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის
(EFTA) წევრი ქვეყნები (შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი) და დიდი
ბრიტანეთი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს საგარეო
ვაჭრობის 80%-ზე მეტი ბოლო წლების განმავლობაში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით
ხორციელდება. მათ შორის მნიშვნელოვანი საექსპორტო მიმართულებებია ევროკავშირი (22%
წილი მთლიან ექსპორტში), რუსეთი (13%), აზერბაიჯანი (13%), სომხეთი (11%), ჩინეთი (6%),
თურქეთი (5%) და სხვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქართული ძირითადი საექსპორტო
პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი გადის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით. მათგან
განსაკუთრებით დიდი მოცულობით ხორციელდება შემდეგი პროდუქციის ექსპორტი:
სპილენძის მადნები და კონცენტრატები (650 მლნ. აშშ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები
(რეექსპორტი) (73მლნ. აშშ დოლარი), ფეროშენადნობები (303 მლნ. აშშ დოლარი), ღვინო (222
მლნ. აშშ დოლარი), მინერალური წყლები (133 მლნ. აშშ დოლარი) და აშ. ეს მონაცემები
ამყარებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მნიშვნელობას სავაჭრო ურთიერთობების
ხელშეწყობის თვალსაზრისით, თუმცა ბოლო 10 წლის პერიოდში გაფორმებულ ახალ
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს (ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, EFTA-ს
წევრ ქვეყნებთან) არ გამოუწვევია განსაკუთრებული ბიძგი სავაჭრო ნაკადების ზრდის
თვალსაზრისით. ამასთან, წლების მანძილზე, საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი
ფუნდამენტურად არ შეცვლილა.
49
საექსპორტო პროდუქციის სიმცირე, დივერსიფიკაციის ნაკლებობა და ექსპორტის ზრდის
დაბალი მაჩვენებლის მთავარი გამოწვევებია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების
ათვისების კუთხით, ხოლო ამის განმაპირობებელია ის ფაქტორი, რომ ქვეყანას ჯერჯერობით
არ აქვს საკმარისი მოცულობის და შესაბამისი სტანდარტის საექსპორტო პროდუქციის ფართო
ასორტიმენტი.
პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანია
ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის მშენებლობა და სტრატეგიული კავშირების შექმნა;
ამჟამინდელმა კრიზისმა ნათლად აჩვენა ის სუსტი წერტილები, რომელთა გამოსწორება
მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მინიჭებული
უპირატესობების მაქსიმალური გამოყენება.
თემატური მოკვლევის მიზანია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული
სარგებლისა და არსებული მდგომარეობის შეფასება, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა.
არსებული მონაცემების შეფასების საფუძველზე დასკვნების, რეკომენდაციების,
წერილობითი და ზეპირი მოსაზრებების შემუშავება, რომლებიც პარლამენტს აღნიშნული
მოკვლევის ფარგლებში წარედგინება.
თემატური მოკვლევა ფოკუსირებულია ცხრა ძირითადი თემის გარშემო, რომლის შესაბამისი
ქვეკითხვები მოცემულია დანართ 2-ში.
1. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები
მაჩვენებლებზე/გეოგრაფიაზე.
და
გავლენა
ქვეყნის
ექსპორტის
2. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და გავლენა ქვეყნის ექსპორტის
დივერსიფიკაციაზე/საექსპორტო პროდუქციის/მომსახურების დივერსიფიკაციაზე
3. ექსპორტის ხელშეწყობის პოლიტიკის ეფექტიანი დაგეგმვა „თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად“
4. თავისუფალი ვაჭრობების ხელშეკრულებების შესაძლებლობების სრულფასოვნად
ათვისების წინაშე არსებული ბარიერების იდენტიფიცირება
5. ინფორმირებულობა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შესახებ
6. გლობალური პანდემიით გამოწვეული ცვლილებები ექსპორტის და ექსპორტის
დარგობრივ სტრუქტურაში
7. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ქვეყნების ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა
და ინტერნაციონალიზაცია
8. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლებლობის ათვისებისთვის
პოლიტიკის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის საშუალებები
9. ახალი ბაზრების წვდომა/თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების
პერსპექტივები
50
დანართი 2 თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები
თემატური
მოკვლევის
თემა
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული
სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო
განვითარების პერსპექტივები
„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების აქტიური
მოქმედებისა და საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების შედეგად,
ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ბევრ
სახელმწიფოსთან, თუ სახელმწიფო გაერთიანებასთან გააფორმა
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ამ ეტაპზე მოქმედი თავისუფალი
ვაჭრობის რეჟიმი ხელს უნდა უწყობდეს ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო
ურთიერთობების ჩამოყალიბებას, თუმცა რეალური პროგრესი აღნიშნული
მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მეტი ტემპებით
განვითარებას უზრუნველყოფდა, არ ჩანს.
თემატური
მოკვლევის
მიზანი
აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თემატური მოკვლევის
შედეგად იმ ფაქტორებისა და გამომწვევი მიზეზების გარკვევა, რაც ხელს
უშლის ექსპორტის ზრდას და სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან სავაჭრო
ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. ამასთან, მოკვლევის სამიზნე უნდა
იყოს
ამ
უნიკალური
შესაძლებლობის
გამოყენების
კუთხით
რეკომენდაციებისა და კონკრეტული ინიციატივების იდენტიფიკაცია,
რომელთა დანერგვა მომავალში მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან კონკრეტული სარგებლების მიღებას“.
დავით სონღულაშვილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
51
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლისა და
არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლო პერსპექტივების
განსაზღვრა. არსებული მონაცემების შეფასების,
მოკვლევის პროცესში
წარმოდგენილი წერილობითი და ზეპირი მოსაზრებების საფუძველზე,
რეკომენდაციების შემუშავება.
საკომიტეტო
თემატური
მოკვლევა
წარმოადგენს
საპარლამენტო
ზედამხედველობის ახალ, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს,
ამიტომ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ ამ პროცესში
მონაწილეობისკენ.
თემატური მოკვლევა უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის
ჩართულობას მოკვლევის პროცესში.
ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა წარმოადგენს საქართველოს
ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპს. საქართველოს მიერ ორმხრივ
და მრავალმხრივ ფორმატებში გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებები საშუალებას აძლევს ქვეყანას სატარიფო ბარიერების გარეშე
ჰქონდეს წვდომა მსოფლიო ქვეყნების 2.3 მილიარდიან ბაზარზე.
საკითხის
შესახებ
საქართველოსთვის
სტრატეგიული
მნიშვნელობის
მრავალმხრივი
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, 2014 წლის 1 სექტემბერს ევროკავშირთან
გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ
ხელშეკრულება (DCFTA), რომელიც ასოცირების შეთანხმების ნაწილია. ასევე,
თავისუფალი
ვაჭრობის
შესახებ
მრავალმხრივი
საერთაშორისო
ხელშეკრულება მოქმედებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის
(დსთ)
წევრ
ქვეყნებთან
(გარდა
რუსეთის
ფედერაციისა).
საქართველოს
ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები
გაფორმებული აქვს შემდეგ ქვეყნებთან: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი,
ჩინეთი, ჰონგ-კონგი (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული),
ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნები
(შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი) და დიდი ბრიტანეთი.
სტატისტიკის
ეროვნული
სამსახურის
მონაცემებზე
დაყრდნობით,
საქართველოს საგარეო ვაჭრობის 80%-ზე მეტი ბოლო წლების განმავლობაში
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ხორციელდება. მათ შორის მნიშვნელოვანი
საექსპორტო მიმართულებებია ევროკავშირი (22% წილი მთლიან ექსპორტში),
რუსეთი (13%), აზერბაიჯანი (13%), სომხეთი (11%), ჩინეთი (6%), თურქეთი (5%)
და სხვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქართული ძირითადი საექსპორტო
პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი გადის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.
მათგან განსაკუთრებით დიდი მოცულობით ხორციელდება შემდეგი
პროდუქციის ექსპორტი: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (650 მლნ. $),
მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) (73მლნ. $), ფეროშენადნობები (303 მლნ.
$), ღვინო (222 მლნ. $), მინერალური წყლები (133 მლნ. $) და აშ. ეს მონაცემები
ამყარებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მნიშვნელობას სავაჭრო
52
ურთიერთობების ხელშეწყობის თვალსაზრისით, თუმცა ბოლო 10 წლის
პერიოდში გაფორმებულ ახალ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს
(ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, EFTA-ს წევრ ქვეყნებთან) არ
გამოუწვევია განსაკუთრებული ბიძგი სავაჭრო
ნაკადების ზრდის
თვალსაზრისით. ამასთან, წლების მანძილზე, საექსპორტო პროდუქციის
ჩამონათვალი ფუნდამენტურად არ შეცვლილა.
საექსპორტო პროდუქციის სიმცირე, დივერსიფიკაციის ნაკლებობა და
ექსპორტის ზრდის დაბალი მაჩვენებლის მთავარი გამოწვევებია თავისუფალი
ვაჭრობის
ხელშეკრულებების
ათვისების
კუთხით,
ხოლო
ამის
განმაპირობებელია ის ფაქტორი, რომ ქვეყანას ჯერჯერობით არ აქვს საკმარისი
მოცულობის და შესაბამისი სტანდარტის საექსპორტო პროდუქციის ფართო
ასორტიმენტი.
პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა დაადასტურა, რომ
მნიშვნელოვანია ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის მშენებლობა და
სტრატეგიული კავშირების შექმნა; ამჟამინდელმა კრიზისმა ნათლად აჩვენა ის
სუსტი წერტილები, რომელთა გამოსწორება მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მინიჭებული უპირატესობების
მაქსიმალური გამოყენება.
თემატური მოკვლევის მიზანია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან
მიღებული სარგებლისა და არსებული მდგომარეობის შეფასება, სამომავლო
პერსპექტივების განსაზღვრა. არსებული მონაცემების შეფასების საფუძველზე
დასკვნების, რეკომენდაციების, წერილობითი და ზეპირი მოსაზრებების
შემუშავება, რომლებიც პარლამენტს აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში
წარედგინება.
თემატური
მოკვლევის
ჯგუფის
წევრები
1. დავით სონღულაშვილი - პარლამენტის წევრი, დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე,
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი;
2. მაკა ბოჭორიშვილი - პარლამენტის წევრი;
3. ხატია წილოსანი - პარლამენტის წევრი;
4. ეკა სეფაშვილი - პარლამენტის წევრი;
5. ირაკლი ზარქუა - პარლამენტის წევრი;
6. ლევან ქარუმიძე - პარლამენტის წევრი;
7. ლევან მგალობლიშვილი - პარლამენტის წევრი;
8. ელგუჯა გოცირიძე - პარლამენტის წევრი;
9. ხათუნა სამნიძე - პარლამენტის წევრი;
10. ფრიდონ ინჯია - პარლამენტის წევრი;
11. ალექსანდრე რაქვიაშვილი - პარლამენტის წევრი.
53
კითხვები
კომიტეტი იწვევს დაინტერესებულ მხარეებს (იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს), წერილობითი
ფორმით დასაბუთებული/არგუმენტირებული მოსაზრებების წარსადგენად თემაზე - თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო
განვითარების პერსპექტივები.
დასაბუთებული მოსაზრება უნდა ესადაგებოდეს ტექნიკური დავალების მიზნებს და პასუხობდეს
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ კითხვას:
1. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და გავლენა ქვეყნის ექსპორტის
მაჩვენებლებზე/გეოგრაფიაზე.
1.1 რა გავლენა მოახდინა საქართველოს საქონლის ექსპორტის მაჩვენებლებზე
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა (მაგ. DCFTA-იმ, თავისუფალი ვაჭრობის
შესახებ შეთანხმებამ EFTA ქვეყნებთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ჰონგკონგთან)?
1.2 შეიცვალა თუ არა ექსპორტის გეოგრაფია და სტრუქტურა თავისუფალი ვაჭრობის
ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ?
1.3 საქართველოს ექსპორტში აღნიშნული ქვეყნების მაღალი მაჩვენებელი (ჯამში
ექსპორტის 80%მდე) დაკავშირებული არის თუ არა თავისუფალი ვაჭრობის
ხელშეკრულებების დადების ფაქტთან?
1.4 შეფასებულია თუ არა ხელშეკრულებამდელი და შემდგომი დინამიკა ამ
თვალსაზრისით?
2. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და გავლენა ქვეყნის ექსპორტის
დივერსიფიკაციაზე/საექსპორტო პროდუქციის/მომსახურების დივერსიფიკაციაზე
2.1 არსებობს თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საექსპორტო პროდუქციის ცალკეული
სახეობების ზრდასა ან ახალი საექსპორტო პროდუქციის/მომსახურების
გაჩენას/წარმოშობასა და აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმებას შორის?
2.2 ხომ ვერ დაგვისახელებდით უარყოფით ტენდენციებს ამ თვალსაზრისით? რამდენად
იძლევა ექსპორტის დათვლის გამოყენებული მეთოდოლოგიები ამ დინამიკაზე
დეტალურად დაკვირვების შესაძლებლობას?
3. ექსპორტის ხელშეწყობის პოლიტიკის ეფექტიანი დაგეგმვა „თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად“
54
3.1 ფასდება თუ არა ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებათა ეფექტიანობა თავისუფალი
ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებიდან გამომდინარე, ევროკავშირის ქვეყნებთან, EFTA-ს
ქვეყნებთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ჰონგ-კონგთან, დიდ ბრიტანეთთან?
3.2 რამდენად სრულფასოვანია აღნიშნული შეფასება? რა პერიოდულობით და რა
მეთოდოლოგიით ტარდება შეფასება?
3.3 როგორ უნდა მოხდეს დიაგონალური კუმულაციის ხელშეკრულებებიდან მიღებული
სარგებლის მაქსიმალურად გამოყენება?
4. თავისუფალი ვაჭრობების ხელშეკრულებების შესაძლებლობების სრულფასოვნად
ათვისების წინაშე არსებული ბარიერების იდენტიფიცირება
4.1 თქვენი აზრით, რა არის საქართველოს ექსპორტიორებისთვის თავისუფალი ვაჭრობის
ხელშეკრულების ქვეყნების ბაზრების უკეთ ასათვისებლად მთავარი გამოწვევა?
4.2 რა ტექნიკურ ბარიერებს აწყდებიან მეწარმეები სავაჭრო რეჟიმით სარგებლობისას?
4.3 როგორია არასატარიფო ბარიერების დაძლევის გამოცდილება და დინამიკა ქვეყანაში?
4.4 დადებითი ქეისების მაგალითები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ამ
მიმართულებით პოლიტიკის შემუშავებაში.
4.5 ვინ არიან ის აქტორები, რომლებიც ბარიერების დაძლევის პროცესში მნიშვნელოვან
როლს ასრულებენ?
5. ინფორმირებულობა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შესახებ
5.1 რამდენად სიღრმისეულია ბიზნესის ინფორმირებულობა თავისუფალი სავაჭრო
ხელშეკრულებების შესაძლებლობების შესახებ; რა გზებით ხორციელდება
ინფორმირება?
5.2 ხდება თუ არა ბიზნესის ინფორმირებულობის ხარისხის შეფასება? რა
მეთოდოლოგიით? რა პერიოდულობით?
5.3 არსებობს თუ არა კერძო-საჯარო პოლიტიკის დიალოგის პლატფორმები ამ
მიმართულებით? თუ არსებობს რომელი?
5.4 არსებობს თუ არა შესაბამისი სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და თუ არა,
რამდენად საჭიროა მისი შემუშავება?
5.5 რომელი აქტორებია ჩართული და/ან მნიშვნელოვანია ჩართვა ამ პროცესში?
6. გლობალური პანდემიით გამოწვეული ცვლილებები ექსპორტის და ექსპორტის დარგობრივ
სტრუქტურაში
6.1 შეცვალა თუ არა გლობალურმა პანდემიამ საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის
მოცულობები და დარგობრივი სტრუქტურა, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის
ხელშეკრულებების ქვეყნებში?
6.2 რა კეთდება/უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს/ სხვა აქტორების მიერ წარმოშობილი
ახალი პრობლემების იდენტიფიცირებისა და დაძლევისთვის?
55
7. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ქვეყნების ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და
ინტერნაციონალიზაცია
7.1 რას გამოყოფდით სახელმწიფოს აქტივობებიდან თავისუფალი ვაჭრობის ბაზრებზე
წვდომის გასაზრდელად? ბიზნეს-ასოციაციების? სხვა აქტორების აქტივობებიდან?
7.2 არსებობს ან/ უნდა არსებობდეს თუ არა მიზნობრივი პროგრამები, რომელიც ბაზრების
წვდომის ხელშეწყობას ითვალისწინებს? რამდენად ეფექტურია ეს პროგრამები?
7.3 არსებობს თუ არა კვლევები, რომელიც აფასებს დარგობრივი კუთხით
ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივებს? (გთხოვთ, მიუთითოთ შესაბამისი წყაროები)
7.4 DCFTA-სთან მიმართებაში რამდენად ათვისებულია მომსახურების ექსპორტის
შესაძლებლობები, რომელსაც აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს და
შესწავლილია თუ არა ეს პერსპექტივები? რა უნდა გაკეთდეს ამ შესაძლებლობების
უკეთ ასათვისებლად?
8. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლებლობის ათვისებისთვის
პოლიტიკის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის საშუალებები
8.1 რომელი ქვეყნის/ქვეყნების მაგალითი მიგაჩნიათ საუკეთესოდ თავისუფალი ვაჭრობის
ხელშეკრულებების წარმატებით ათვისების თვალსაზრისით?
8.2 უცხოეთის ქვეყნებში გამოყენებული რა ტიპის ინსტრუმენტები (ფინანსური და არა
ფინანსური) მიგაჩნიათ ყველაზე ეფექტიანად საქართველოში არსებული მდგომარების
და საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით? გთხოვთ მიუთითოთ
კონკრეტული ღონისძიებები და პროგრამები.
9. ახალი ბაზრების წვდომა/თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების
პერსპექტივები
9.1 რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავაჭრო-ეკონომიკური
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით და რა მოლოდინები არსებობს აშშ-თან,
ინდოეთთან და ისრაელთან მიმართებით?
10. მოკვლევის თემატიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი დამატებითი საკითხი, რომელსაც არ
მოიცავს ზემოთ მოცემული კითხვები და მიგაჩნიათ მნიშვნელოვან გამოწვევად ან/და
განვითარების ხელშეწყობის ინსტრუმენტად.
დოკუმენტური
მასალის
ჩაბარების
პირობები
ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 25MB-ს;
ფაილი შეგიძლიათ წარმოადგინოთ Word-ის ფორმატში ან შეავსოთ
კითხვარი შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1aT5TGhH61F05A0C4ysDJqmwe7tnrz4We22rj7P8iHw
0/edit
ტექსტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას;
ტექსტის შრიფტის სახე – Sylfaen, ზომა - 11, სტრიქონებს შორის დაშორების
მანძილი - 1,15 ინტერვალი;
ყველა ინფორმაცია უნდა იქნეს მოქცეული ერთ ფაილში, მათ შორის:
დანართები, დამატებითი ინფორმაცია, ფოტოები, და ა.შ.
56
აუცილებელია ტექსტის დასაწყისში მოკლედ იყოს წარმოდგენილი შემდეგი
ინფორმაცია:
o იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციული ფორმა,
ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი,
საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის
მისამართი, ასევე საკითხზე პოტენციური მომხსენებლის ვინაობა;
o ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მისამართი,
საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის
მისამართი;
დასაბუთებული მოსაზრების დასაწყისში პუნქტებად უნდა იყოს
გადმოცემული მოკლე რეზიუმე შემდგომი ტექსტის შესახებ;
მიუთითეთ კითხვის ნომერი/ები და დასახელება/ები, რომლის თაობაზეც
ამზადებთ დასაბუთებულ მოსაზრებას.
აბზაცები დანომრილი უნდა იყოს ციფრებით, თანმიმდევრულად;
ტექსტში უნდა იყოს მოცემული დეტალური ფაქტობრივი მონაცემები,
რომელიც მოკვლევის ჯგუფს მისცემს შესაძლებლობას გააკეთოს სწორი
ანალიზი და დასკვნა;
ტექსტში, ასევე, შესაძლოა ასახული იყოს გამომგზავნის ცალკეული
რეკომენდაციები და შეხედულებები; ასევე ის სუბიექტები, რომლებიც მისი
აზრით, საკომიტეტო მოკვლევის პროცესში შეიძლება ჩაერთონ;
წერილობით წარმოდგენილი არგუმენტაცია საჯაროა, თუმცა, თუ
პოტენციურ აპლიკანტს სურს, რომ მისი არგუმენტაცია იყოს ანონიმური,
ამის შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფისთვის წარმოდგენილ
დოკუმენტში უნდა მიუთითოს.
დოკუმენტური მასალა უნდა გამოიგზავნოს
მისამართზე: econcom@parliament.ge
შემდეგ
ელექტრონულ
წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: მოკვლევა: თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო
განვითარების პერსპექტივები, გამომგზავნის დასახელება.
მოსაზრებების
ჩაბარების
ბოლო ვადა
დამატებითი
კომენტარი
მოკვლევის
ეტაპების
შესახებ
2021 წლის 8 ივლისი.
1. მოკვლევის ჯგუფის შექმნა - ჯგუფის ფარგლებში კომიტეტის წევრები
გაეცნობიან ყველა დაინტერესებული მხარის მიერ წერილობითი ფორმით
მოწოდებულ მოსაზრებას.
2. წერილობითი მოსაზრებების მიღება
2.1. წერილობითი მოსაზრებების მიღება დაიწყება 2021 წლის 24 ივნისს.
2.2. წერილობითი მოსაზრებების მიღება დასრულდება 2021 წლის 8 ივლისს
18:00 საათზე.
57
3. წერილობითი მოსაზრებების საჯაროობა - მიღებული მოსაზრებები
გასაჯაროვდება პარლამენტის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა
პირისათვის.
WEB: http://www.parliament.ge
4. მიღებული ინფორმაციის შესწავლა - მოსაზრებების მიღების შემდეგ
კომიტეტის მოკვლევის ჯგუფი შეისწავლის მიღებულ ინფორმაციებს,
გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც შემდგომში მოწვეულნი იქნებიან მოკვლევის
ჯგუფში,
ზეპირი
მოსმენის
ეტაპზე
და
წარმოადგენენ
თავიანთ
დადასტურებულ მოსაზრებებს მომხსენებლის სტატუსით;
5. მოკვლევის ჯგუფის სხდომა - წერილობითი და ზეპირი მოსაზრებების
გაცნობისა და მოკვლეული საკითხების შეჯამების შემდეგ, მოკვლევის ჯგუფის
წევრები
მოისმენენ
განმარტებებს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
წარმომადგენლებისგან და იმსჯელებენ საკითხის მოგვარების გზებზე. ზეპირი
მოსმენა წარიმართება მოკვლევის ჯგუფის წევრებთან, კითხვა-პასუხის
რეჟიმში. არგუმენტირებული და რელევანტური მოსაზრებების ავტორები
მოწვეულნი იქნებიან ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
6. ანგარიშის მომზადება და წარდგენა
6.1. მოკვლევის ჯგუფი მოამზადებს შემაჯამებელ ანგარიშს.
6.2. მოკვლევის შემაჯამებელ ანგარიშში აისახება მოკვლევის ჯგუფის დასკვნები
და რეკომენდაციები.
6.3. ანგარიში წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ასევე გამოქვეყნდება
საჯაროდ;
7. კომიტეტის სხდომა - მოკვლევის ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში
წარედგინება კომიტეტს და პარლამენტის ბიუროს. ანგარიშში ასახული
რეკომენდაციები შესასრულებლად გადაეცემა შესაბამის უწყებებს.
თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთვევაში ან
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო
ინფორმაცია
საკონტაქტო პირი: კომიტეტის აპარატის უფროსი თამილა შაბაშვილი
ტელ: 577 134 470
ელ.ფოსტა: econcom@parliament.ge
Facebook: https://www.facebook.com/EconomicPolicyCommittee/about
58
დანართი 3 დაინტერსებული მხარეები, რომლებმაც
წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრება
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
3. საგარეო
საქმეთა
სამინისტრო
-
საერთაშორისო
ეკონომიკურ
ურთიერთობათა
დეპარტამენტი
4. სსიპ „აწარმოე საქართველოში“
5. სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
6. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი
7. ღვინის ეროვნული სააგენტო
8. ა(ა)იპ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება
9. გიორგი ღაღანიძე (თსუ)
დანართი 4 დაინტერსებული მხარეები, რომლებმაც
მონაწილეობა მიიღეს ზეპირ მოსმენაში
1. ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
2. გიორგი ხანიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
პირველი მოადილე
3. მიხეილ ხიდურელი, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი
4. გოგიტა
თოდრაძე,
სსიპ
საქართველოს
სტატისტიკის
ეროვნული
სამსახურის
აღმასრულებელი დირექტორი
5. ლევან მეხუზლა, სსიპ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
6. მარიკა გაბუნია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
7. ზურაბ
ზურაშვილი,
სსიპ
სურსათის
ეროვნული
სააგენტოს
საერთაშორისო
დეპარტამენტის უფროსი
8. ნიკა ხუნძაკიშვილი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე თავმჯდომარე
9. ბესო ნამჩავიძე, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი
10. გიორგი პაპავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი
11. ირინე გოგორიშვილი, თსუ, ასოცირებული პროფესორი
12. ანი კვარცხელია, საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე
13. გიორგი ჯახუტაშვილი, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე
14. ალექსი ალექსიშვილი, საქართველოს პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო
ჯგუფის (PMCG) გენერალური დირექტორი
15. რატი კოჭლამაზაშვილი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე
59