საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის თემატური მოკვლევის დასკვნა - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-2435/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-22
ბიუროს ნომერი 225

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-2435/23 21-02-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ დასკვნას. დანართი: 72 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის დასკვნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები აღნიშნული ანაგრიში მომზადდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ადენაუერის ფონდის შეხედულებებს. შესაძლოა არ გამოხატავდეს კონრად 1 სარჩევი I თემატური მოკვლევის შესახებ ...................................................................................................... 3 II თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა ....................................................................... 4 III არსებული მდგომარეობის აღწერა და თემის მიმოხილვა ..................................................... 5 შესავალი ........................................................................................................................................... 5 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმოხილვა საქართველოში .................................... 7 სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკა და შეზღუდვები .................................................... 12 საქართველო და რეგიონი ............................................................................................................ 14 III მოკვლევის პროცესში შემოსული მოსაზრებების და ზეპირი მოსმენების ანალიზი ...... 15 1. საინვესტიციო გამოწვევები ................................................................................................. 16 2. საგადასახადო გარემო .......................................................................................................... 22 3. სამართლებრივი რეგულირება ........................................................................................... 25 4. არასაკანონმდებლო ბარიერები .......................................................................................... 29 5. საერთაშორისო საინვესტიციო გარემო და საქართველოს კონტექსტი ....................... 31 6. პერსპექტიული საინვესტიციო დარგები .......................................................................... 35 7. ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი მექანიზმები ................................................. 39 8. კოვიდ19 და ინვესტიციები ................................................................................................. 43 IV დასკვნები და რეკომენდაციები ................................................................................................ 46 1. საინვესტიციო გამოწვევები ................................................................................................. 46 2. საგადასახადო გარემო .......................................................................................................... 47 3. სამართლებრივი რეგულირება ........................................................................................... 48 4. არასაკანონმდებლო ბარიერები .......................................................................................... 49 5. საერთაშორისო საინვესტიციო გარემო და საქართველოს კონტექსტი ....................... 50 6. პერსპექტიული საინვესტიციო დარგები .......................................................................... 51 7. ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი მექანიზმები ................................................. 52 8. Covid 19 და ინვესტიციები ................................................................................................... 53 9. რეკომენდაციები .................................................................................................................... 54 რეკომენდაციები პასუხისმგებელი უწყებების მიხედვით...................................................... 60 დანართი 1 თემატური მოკვლევის მიზანი და საკვლევი კითხვები ................................... 63 დანართი 2 თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები .................................................... 65 დანართი 3 დაინტერსებული მხარეები, რომლებმაც წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრება........................................................................................................................................... 71 დანართი 4 დაინტერსებული მხარეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზეპირ მოსმენაში ............................................................................................................................................ 72 2 I თემატური მოკვლევის შესახებ თემატური მოკვლევა განხორციელდა 2021 წლის ივნისიდან თებერვლისჩათვლით პერიოდში. კვლევის ფარგლებში ჩატარდა სამაგიდე კვლევა და დაინტერესებულ მხარეებთან წერილობითი და ზეპირი კონსულტაციები. დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი სასწავლებლები, კვლევითი ინსტიტუტები და ბიზნეს ასოციაციები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის თანახმად, გასაჯაროვდა და პარლამენტის ვებ-გვერდზე აიტვირთა თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები (TOR) (წარმოდგენილი დანართ N1-ში) და დაეგზავნა დაინტერესებულ მხარეებს. მიღებულ იქნა 16 შევსებული კითხვარი. ზეპირ მოსმენაში მონაწილეობა მიიღო 5-მა საჯარო სექტორის და 11-მა კერძო სექტორი/არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. თემატური მოკვლევის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, ჩატარდა ზეპირი მოსმენები, საჯარო და კერძო სექტორთან. მიღებული წერილობითი მოსაზრებებისა გაანილეზებისა და გამართული ზეპირი მოსმენების საფუძველზე შემუშვდა რეკომენაციები. თემატური მოკვლევა განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის (Konrad Adenauer Stiftung) მხარდაჭერით და ექსპერტული მხარდაჭერა უზრუნველყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC). 3 II თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა დავით სონღულაშვილი - პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი გოჩა ენუქიძე - პარლამენტის წევრი ხატია წილოსანი - პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი - პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა - პარლამენტის წევრი ლევან ქარუმიძე - პარლამენტის წევრი ნინო იობაშვილი - პარლამენტის წევრი ვასილ ჩიგოგიძე - პარლამენტის წევრი ისკო დასენი - პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე - პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია - პარლამენტის წევრი 4 III არსებული მდგომარეობის აღწერა და თემის მიმოხილვა შესავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI), როგორც კაპიტალის შემოდინების წყარო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისათვის. FDI-ს პირდაპირი და პოზიტიური გავლენა აქვს, როგორც არსებული ეკონომიკური დარგების განვითარებასა და მოდერნიზებაზე, განვითარებაზე. ასევე ახალი, აუთვისებელი ეკონომიკური საქმიანობების ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დეფინიციის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენენ, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ინვესტორის გრძელვადიან ფინანსურ თანამონაწილეობას საწარმოში, რომლითაც ის საწარმოს მნიშვნელოვან ნაწილის მფლობელობას მიიღებს (კაპიტალის მინიმუმ 10%)12. იდენტურ მეთოდოლოგიას და დეფინიციას იყენებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზისა და მონიტორინგისთვის3, რომელსაც 1997 წლიდან ახორციელებს. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და შემოდინებული კაპიტალის გამოყენება ქვეყნის განვითარებისათვის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ინვესტორების დაინტერესებისა და წახალისების პოლიტიკის შედეგად 2000 წლების პირველი ათწლეულის ბოლოდან საქართველოში დაიწყო მოცულობითი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. საერთაშორისო ინვესტორების ინტერესზე და მზაობაზე, განახორციელონ ინვესტიცია კონკრეტულ ქვეყანაში, მრვალი ფაქტორი ახდენს გავლენას. სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, კერძო საკუთრების დაცულობა, სამართლიანი სასამართლო, ხელსაყრელი საგადასახადო რეგულაციები, იაფი და კვალიფიციური სამუშაო ძალა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა, ბუნებრივი რესურსები, სტრატეგიული მდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, კორუფციის დაბალი დონე და სხვა მრავალი განსაზღვრავს იმას თუ 1 https://www.oecd.org/daf/inv/investment-policy/2487495.pdf https://www.imf.org/external/np/sta/di/glossary.pdf 3 https://www.geostat.ge/media/31831/FDI_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%8 3%92%E1%83%98%E1%83%90.pdf 2 5 რამდენად შეძლებს ესა თუ ის ქვეყანა დააინტერესოს პოტენციური ინვესტორები და მობილიზებული რესურსებით მოახერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქარველოში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ცვალებადი დინამიკით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს საქართველოში რეკორდული მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა ( $1 978 მლნ.), 2018-19 წლებში ინვესტიციების შემოდინებები მნიშვნელოვნად, თითქმის 1/3-თ შემცირდა. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კვლავ დაიკლო, რაც დიდწილად, მაგრამ არასრულად, საერთაშორისო კრიზისით და ინვესტორების პესიმისტური განწყობითა და ფრთხილი პოლიტიკით შეიძლება აიხსნას4. 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა წინა წელთან შედარებით, თუმცა კვლავ საგრძნობლად ჩამოუვარდება პანდემიამდელ მაჩვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ FDI-ის მოცულობის დინამიკა მნიშვნელოვანი საზომია იმისა, თუ როგორ აფასებენ საერთაშორისი ინვესტორები ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს, მხოლოდ მოცულობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ნათლად გავიგოთ თუ რა სარგებელი ან/და შედეგები მოაქვს ქვეყანაში შემოდინებულ უცხოურ კაპიტალს. მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოტივების ანალიზი, რადგანაც სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად სარგებლიანია ესა თუ ის ინვესტიცია, და რამდენად თანხვედრაშია ის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებთან. ინვესტიციების კლასიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოდელი ჯ. დანნინგს (John H. Dunning) ეკუთვნის, რომელმაც 1988 წელს პუბლიკაციაში პირველად შექმნა უცხოური ინვესტიციების ეკლექტური პარადიგმა5. მოგვიანებით მანვე საკუთარი ნაშრომი და უცხოური ინვესტიციების პარადიგმა ინვესტიციების მოტივებით/მიზნებით განავრცო6. მოცემული კლასიფიკაციის მიხედვით უცხოური ინვესტიციები იყოფა ბაზრის, რესურსების, ეფექტიანობის და სტრატეგიული რესურსების მაძიებელ ინვესტიციებად. თითოეული მათგანს კი განსხვავებული შედეგები მოაქვს მიმღები ეკონომიკისათვის. 4 https://www.kearney.com/documents/3677458/88299256/On+shaky+ground%E2%80%932021+FDI+confide nce+index.pdf/4f8fd544-ce57-d498-96e3-dfb5fd81f77e?t=1616536746000 5 https://link.springer.com/content/pdf/10.1057/palgrave.jibs.8490372.pdf 6 https://doi.org/10.1016/S0969-5931(99)00035-9 6 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმოხილვა საქართველოში საქართველოში შემოდინებული ინვესტიციები პირველად $500 მილიონს 2006 წელს გადაცდა და მას შემდეგ ამ ნიშნულს არ ჩამომცდარა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან დღემდე შემოდინებული ინვესტიციების მოცულობა ძალიან მაღალი ცვალებადობით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს შემოდინებული ინვესტიციების მოცულობამ საქართველოსათვის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, უკანასკნელ წლებში ინვესტიციების მოცულობა სწრაფად შემცირდა და 2020 მიხედვით ის ისტორიულ (2006 წლის შემდგომ) მინიმუმამდე ($572 მილიონი) ჩამოვიდა. 2017 წლიდან 2020 წლამდე ინვესტიციების მოცულობა 71%-ით შემცირდა, მსგავსი კლება არ დაფიქსირებულა არცერთ ოთხწლიან მონაკვეთში. 2019 წლიდან 2020 წლამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 57%-ით შემცირდა, რაც წლიდან წლამდე ვარდნის მონაცემებს შორის მხოლოდ 2008-2009 წლების კლებას ჩამოუვარდება, როდესაც ინვესტიციების მოცულობა 58%-ით შემცირდა ერთი წლის მანძილზე. თუმცა, თუ 2008-2009 წლებში შემცირებული ინტერესი ომისა და ლოკალური გეოპოლიტიკური გამოწვევების შედეგი იყო, 2019-2020 წლებში ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი ძირითად წინაპირობად საერთაშორისო გამოწვევები იქცა. თუმცა, 2020 წლის ტენდენციის ახსნა საწარმოების საქართველოს მოქალაქეების მფლობელობაში გადასვლითაც არის შესაძლებელი.7 ასევე, დიდი ზომის პროექტების დასრულებით იმის ფონზე, რომ ახალი ინვესტიციების მოზიდვა ვერ მოხერხდა 2020 და 2021 წლებში. 7 https://www.geostat.ge/media/37062/%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1% 83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA%E1%83 %98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98---2020--%E1%83%93%E1%83%90-2020--4%E1%83%99%E1%83%95.pdf 7 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის დინამიკა წლების მიხედვით (საქსტატი) 2,500,000.0 2,000,000.0 1,500,000.0 1,000,000.0 500,000.0 0.0 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 საქართველოში შემოდინებული ინვესტიციები რეგიონების მიხედვით არათანაბრად ნაწილდება. ინვესტიციების უმეტესი ნაწილი თბილისზე მოდის, ხოლო სხვა რეგიონებში უცხოური კაპიტალის შედინება მინიმალური მოცულობით ხასიათდება. ინვესტიციების რეგიონული განაწილების დინამიკა ნათლად ასახავს, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემოს თბილისი ქმნის. ინვესტიციების ვარდნა და მატება პირდაპირ არის დაკავშირებული თბილისში მიმდინარე დინამიკასთან. 2020 წლის მაჩვენებლების მიხედვითაც, თბილისში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 70%-ით დაიკლო მაშინ, როდესაც სხვა რეგიონებში შემოდინებული ინვესტიციების მოცულობა თითქმის უცვლელი დარჩა. 2009 წლიდან დღემდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 73% თბილისზე მოდის, 10% აჭარაზე, 17% კი სხვა ყველა რეგიონზე. 8 პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონების მიხედვით - ათასი აშშ დოლარი (საქსტატი) 1,800,000.0 1,600,000.0 1,400,000.0 1,200,000.0 1,000,000.0 800,000.0 600,000.0 400,000.0 200,000.0 2009 2010 2011 2012 ქ. თბილისი 2013 2014 აჭარა 2015 2016 2017 2018 2019 2020 სხვა რეგიონები საქართველოთი, როგორც საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნით, ძირითადად ევროკავშირის წევრი ქვეყნები ინტერესდებიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ინვესტორების ნაწილი შეიძლება სხვა ქვეყნებში დაფუძნებული ფირმები იყოს, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გავლით ახდენენ ინვესტირებას საგადასახადო და სხვა ინტერესების გამო, რაც თავის მხრივ ზრდის საქართველოში შემოდინებული ინვესტიციების მოცულობას ევროკავშირიდან.8 რადგან ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებიც პირველ ათეულშია, ძირითადად ე.წ. ოფშორული ზონებია განთავსებული და, შესაბამისად, ინვესტიციის ზუსტი წარმომავლობაც ბუნდოვანია. ევროკავშირის გარდა, საქართველოს მეზობელი ქვეყნები, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები არიან მთავარი ინვესტორები, რომლებიც აგენერირებენ საქართველოში შემოდინებული ინვესტიციების დიდ ნაწილს. გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, თურქეთი და აშშ 2020 წელს იყვენენ ყველაზე დიდი ინვესტორები საქართველოში. 2020 წელს, ინვესტიციები შემცირდა ჩინეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ლუქსემბურგიდან და ემირატებიდან, ქვეყნებიდან რომლებსაც ძირითადად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს საინვესტიციო პორტფოლიოში. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პანამა, რომელიც 2016 წლიდან 8 https://www.oecd-ilibrary.org/sites/0d33d7b7en/1/3/2/index.html?itemId=/content/publication/0d33d7b7en&_csp_=38592821c7cf89390e883f2bfe04561a&itemIGO=oecd&itemContentType=book 9 სტაბილურად იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი საქართველოში, თუმცა 2020 წელს პანამიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა $209 მილიონიანი გადინება დააფიქსირა, რომელიც 2021 წელსაც გაგრძელდა და $7 მილიონს გაუტოლდა. 2020 ტოპ-10 ინვესტორი ქვეყნა - ათასი აშშ დოლარი (საქსტატი) გაერთიანებული სამეფო 302,984.9 ნიდერლანდები 200,656.6 აშშ 98,440.9 თურქეთი 79,041.7 მალტა 45,932.9 რუსეთი 39,172.8 გერმანია 36,543.4 დანია 28,906.1 ლუქსემბურგი 21,614.3 ერაყი 17,969.5 0.0 50,000.0 100,000.0 150,000.0 200,000.0 250,000.0 300,000.0 350,000.0 საქართველოს ეკონომიკა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მრავალფეროვანი პორტფოლიოთი ხასიათდება. 2007 წლიდან 2019 წლამდე შემოდინებული ინვესტიცია თითქმის თანაბრად ნაწილდება ენერგეტიკის, საფინანსო სექტორის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებზე. ყველაზე მეტად მიმზიდველი ეკონომიკური სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის კი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი იყო. ამ წლების მანძილზე, საქართველომ დაახლოებით $18 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მოახერხა, საიდანაც $4 მილიარდი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის. 10 2020 წელს ეს დინამიკა შეიცვალა. ინვესტიციების მოცულობა, შემცირდა ყველა ეკონომიკურ სექტორში გარდა საფინანსო სექტორისა. 2020 წელს საფინანსო სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა სექტორისათვის რეკორდულ მაჩვენებელს, $400 მილიონს მიღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი მოცულობის ინვესტიცია არასდროს არ განხორციელებულა არცერთ ეკონომიკურ სექტორში გარდა სატრანსპორტო სექტორისა (2015, 2016, 2017 წლებში). სასტუმროებსა და რესტორნებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 20072019 წლებში მთლიანი ინვესტიციების 7%-ს შეადგენდა, თუმცა 2020 წელს $221 მილიონიანი უარყოფითი მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც პირდაპირ კავშირშია შეჩერებულ ტურიზმთან და მობილობასთან. თუმცა, რადგანაც ეს სექტორი მანამდეც მაღალი ცვალებადობის დინამიკით ხასიათდებოდა, ლოგიკურია მოლოდინი, რომ ტურიზმის აღდგენასთან ერთად სექტორი კვლავ მოახერხებს ინვესტიციების მოზიდვას. 11 სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკა და შეზღუდვები საქართველო ლიბერალური ეკონომიკის ქვეყანაა, რომელის ეკონომიკურ სექტორთა უმეტესობა უცხოური ინვესტიციებისთვის სრულად ღიაა, თუმცა არსებობს მცირე შეზღუდვებიც, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში, სადაც სასოფლოსამეურნეო დანიშნულების აკრძალულია. უცხოური მიწის უცხოეთის ინვესტიციებისათვის მოქალაქის ხელის საკუთრებაში შემშლელი გადაცემა იურიდიული ბარიერების არარსებობის პირობებში საინვესტიციო პოლიტიკის მთავარ გამოწვევად საერთო საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება რჩება. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებითაც, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური ქვაკუთხედიც იყო კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“.9 კანონი მიზნად ისახავს თანაბარი პირობების შექმნას შიდა და უცხოელ ინვესტორებისთვის. ეს უკანასკნელი სხვა საინვესტიციო კანონებთან ერთად ადგენს არადისკრიმინაციულ 9 https://matsne.gov.ge/en/document/download/33304/12/en/pdf 12 გარანტიებს, იცავს ინვესტორთა საკუთრების უფლებას და უზრუნველყოფს რესურსების თავისუფლად მოძრაობას. თუმცა, არსებობს გამოწვევები რომლებიც საინვესტიციო ამინდს საფრთხეს უქმნის, მათ შორის კი უპირველესია კითხვები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანაგარიშვალდებულების და ქმედითუნარიანობის შესახებ. სასამართლო სისტემის მიმართ არსებული უნდობლობა და სისტემის რეორგანიზებისა და რეფორმის საჭიროება სხვადასხვა პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ პლატფორმებზე არაერთხელ გაჟღერებულა, თუმცა, ნაბიჯები ძირეული და მდგრადი ცვლილებებისკენ ჯერ კიდევ არ გადადგმულა. დღეისათვის საქართველო 33 საინვესტიციო შეთანხმებას აწერს ხელს.10 მსგავსი შეთანხმებები წარმოადგენს კონკრეტული ინვესტორებისთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტს ადგილობრივ კანონმდებლობასთან ერთად. საქართველოს საინვესტიციო შეთანხმებები აქვს ისეთ ქვეყნებთან როგორებიც არის: ისრაელი11, ჩინეთი12, რუმინეთი13, ჩეხეთი14, გაერთიანებული საამიროები15, აზერბაიჯანი16, შვედეთი17, შვეიცარია18 და სხვა. მსგავსი შეთანხმებები ორმხრივია და იცავს როგორც უცხოელი ინვესტორების ინტერესებს საქართველოში, ასევე, ქართველი ინვესტორების ინტერესებს მიმღებ ქვეყნებში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ზომავს ქვეყნის მზაობას (ღიაობას), მიიღოს უცხოური პირდაპირი ინვესტიცია. მზაობის/ღიაობის საზომად კი იყენებს მარეგულირებელი შეზღუდვის ინდექსს (Regulatory Restrictiveness Index). ინდექსი სექტორულად აფასებს რეგულაციებს და შეზღუდვებს საერთაშორისო ინვესტორებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის გახსნას უცხოელი ინვესტორებისთვის ყოველთვის არ მოაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სწრაფი ზრდა, ეკონომიკის ჩაკეტვას და რეგულაციებს ყოველთვის პირდაპირი და ნეგატიური გავლენა აქვთ საინვესტიციო შემოდინებებზე. 10 https://www.oecd.org/countries/georgia/oecd-investment-policy-reviews-georgia-0d33d7b7-en.htm https://matsne.gov.ge/ka/document/view/1208458?publication=0 12 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1208402?publication=0 13 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1213392?publication=0 14 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1237745?publication=0 15 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4144151?publication=0 16 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1219100?publication=0 17 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1202204?publication=0 18 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2822439?publication=0 11 13 OECD-ის ინდექსის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა უცხოელი ინვესტორებისთვის. რეგულაციები და შეზღუდვები მხოლოდ რამდენიმე სექტორში არსებობს და ეს შეზღუდვებიც სრულად თანხვედრაში მოდის OECD-ის სხვა წევრი ქვეყნების რეგულაციებთან. ძირითადი ეკონომიკური სექტორები რომლებიც იზიდავენ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს თითქმის სრულად ღიაა საერთაშორისო კაპიტალისთვის (საფინანსო სექტორი, მრეწველობა და აშ.). მნიშვნელობის სექტორებში, როგორებიც არის მხოლოდ სტრატეგიული ავიაცია, სატყეო მეურნეობა, ტრანსპორტირება, უძრავი ქონება და მედია, არის შეზღუდვები და რეგულაციები საერთაშორისო ინვესტორებისთვის.19 საქართველო და რეგიონი არსებული საინვესტიციო პოლიტიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას და შემოდინებას ძირითადად დე ფაქტო გარემოებები უშლის ხელს. იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს საინვესტიციო პოტენციალისა მაქსიმიზაცია აუცილებელია უფრო მდგრადი პოლიტიკის შემუშავება რომელიც არსებული რესურსების მობილიზებას და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. თუმცა, არსებული გამოწვევების სასამართლო სისტემაში, პოლიტიკურ არეალში, საჯარო სექტორში - გადალახვის და მოგვარების გარეშე შეუძლებელი იქნება საქართველოში შემოდინებული ინვესტიციების მოცულობის გაზრდა ან თუნდაც შენარჩუნება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი საქართველოს ეკონომიკაში 7.7%-ს უტოლდებოდა, მაშინ როდესაც მსგავს ეკონომიკებში მოლდოვა (4.2%), უკრაინა (3.8%) და სომხეთში (1.9%) ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო პატარაა.20 ინვესტიციების დიდი წილი ეკონომიკაში მოწყვლადს ხდის საქართველოს საერთაშორისო გამოწვევების მიმართ და ხაზს უსვამს ინვესტორების მნიშვნელობას/აუცილებლობას ქვეყნის სამომავლო განვითარებისათვის. Regulatory Restrictiveness Index-ის მიხედვით, საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტად ღიაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის. სწორედ ნაკლები 19 20 https://stats.oecd.org/Index.aspx?datasetcode=FDIINDEX# https://data.worldbank.org/indicator/BX.KLT.DINV.WD.GD.ZS?locations=AM-GE-MD-UA 14 რეგულაციებია ის, რაც მთავარ უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მეზობელ/მსგავს ეკონომიკებთან შედარებით. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის არა რეგულაციები, არამედ არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემო და კორუფცია წარმოადგენს მთავარ გამოწვევას საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად. OECD FDI Regulatory Restrictiveness Index - 2019 (OECD) ღია = 0; დახურული = 1 საქართველო სომხეთი მოლდოვა ბელორუსი უკრაინა 0.000 0.020 0.040 0.060 0.080 0.100 0.120 0.140 გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პუბლიკაციის მიხედვით, 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედინება განვითარებად ეკონომიკებში 38%-ით შემცირდებოდა.21 საქართველოში ამ პერიოდში ინვესტიციების მოცულობა 58%-ით შემცირდა, რაც საშუალო მოლოდინთან შედარებით ბევრად უფრო ნეგატიურია. მთავარი მიზეზი იმის, რომ საქართველომ შედარებით წარუმატებლად გაართვა თავი, ვიდრე სხვა განვითარებადმა ქვეყნებმა მსოფლიო კრიზისს, შეგვიძლია „გრინფილდ პროექტების“ ნაკლებობაში ვეძიოთ. მსოფლიოს მასშტაბით იკლო ახალმა პროექტებმა და მსოფლიო ინვესტიციების მამოძრავებელ ძალად უკანასკნელ წელს უკვე მოქმედი საინვესტიციო პროექტები წარმოადგენდნენ. საქართველოსათვის მსოფლიო კრიზისი ცუდ დროს დაემთხვა, რადგანაც ძველი პროექტები დასრულდა ან საქართველოს მოქალაქეების მფლობელობაში გადავიდა, ხოლო ახალი საინვესტიციო პროექტების მოზიდვის შესაძლებლობა მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე უბრალოდ არ არსებობდა. III მოკვლევის პროცესში შემოსული მოსაზრებების და ზეპირი მოსმენების ანალიზი 21 https://unctad.org/system/files/official-document/wir2020_en.pdf 15 1. საინვესტიციო გამოწვევები საინვესტიციო გარემოსა და არსებული საინვესტიციო გარემოს ანალიზისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა 2021 წლის მაისში PWC-ის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევა Assessment of the Impact of COVID-19 on the Georgian Economy and preparation of a Mediumterm Strategy for Recovery, რომელიც მოიცავს საქართველოს შესახებ საერთაშორისო კომპანიების გამოკითხვას, უკვე არსებული ინვესტორების ჩაღრმავებულ ინტერვიუებს და საქართველოს შედარებას კონკურენტ ქვეყნებთან (benchmark). ხსენებული კვლევის მიხედვით, PWC-იმ გამოკვეთა სექტორებში ინვესტიციისას გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმი, არსებული პრობლემები, გამოწვევები და რეკომენდაციები. მოკვლევის ფარგლებში, „აწარმოე საქართველოში“ PWC-ს კვლევას დაეყრდნო და აღნიშნა რომ კვლევის ფარგლებში კომპანიების გამოკითხვამ აჩვენა ის პრიორიტეტები, რომლებიც ინვესტორების მხრიდან, ინვესტიციების განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღების ობიექტს წარმოადგენს. ამ პრიორიტეტთა რიცხვს მიეკუთვნება: * კვალიფიციური სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა; * საერთაშორისო გადაზიდვები (აეროპორტები, საერთაშორისო ბაზრებთან წვდომის სიმარტივე); * ხარისხიანი განათლების სისტემა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები; * ბიზნესის ფუნქციონირების გამჭვირვალე პროცედურები; * ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა (ტრანსპორტი, საწყობები, მზა შენობები); მომდევნო პრიორიტეტებში ასევე შედის პოლიტიკური სტაბილურობა და კანონის აღსრულება, სექტორის განვითარების დონე და წარმოების ჯაჭვის არსებობა, სამუშაო ძალის დანახარჯები და სხვ. ექსპერტები კიდევ უფრო მეტად აზუსტებენ ამ საკითხებს და აქცენტებს შემდეგ საკითხებზე აკეთებენ: ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური გარემო, ინვესტორებთან არსებული სამართლებრივი დავები, მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა, დაბალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი კვალიფიკაციის ადამიანური კაპიტალი, სახელმწიფო საწარმოების არსებული ზარალი და პრივატიზაციის დაბალი მაჩვენებელი - ეს ფაქტორები ქვეყანას ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის. დამატებით გამოწვევებს კი გაცვლითი კურსის მაღალი მერყეობა და კვალიფიციური მუშახელის გადინება წარმოადგენს. 16 სასამართლო დავებთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბიზნესასოციაციების მიერ თემატური მოკვლევის ზეპირ მოსმენაზეც. განსაკუთრებით ამ საკითხს ხაზი გაესვა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ, რომლის ინფორმაციით, ყველა დავა, რომელიც ინვესტორების სახელით იქნა წარმოებული საქართველოს სასამართლოებში, წააგეს. არ არსებობს არც ერთი მოგებული ქეისი მათ პრაქტიკაში. საქართველოს ბიზნესასოციაცია კი აღნიშნულთან დაკავშირებით ზეპირ მოსმენაზე ხაზს უსვამდა, რომ ბიუროკრატიული თემები ერთხელ და სამუდამოდ არის მისახედი, ასევე, ქონების საკითხები და სასამართლო. სამწუხაროდ სასამართლოშიც ძალიან დიდი პრობლემაა განჭვრეტადობა, ერთი და იგივე ქეისზე ერთი სასამართლო ერთ გადაწყვეტილებას იღებს და მეორე - მეორეს. პრობლემას წარმოადგენს კომპეტენციის საკითხები და ინგლისურის ცოდნა. მოსამართლეებს უჭირთ კონტრაქტების დეტალებში შესვლა. ცალკე თემაა დროში გაჭიანურებული გადაწყვეტილებები. სასამართლოს სახელდება გარდა, სამუშაო როგორც ძალის ასოციაციის ინფორმაციით, აღვნიშნეთ, ერთ-ერთ კვალიფიკაცია. მნიშვნელოვან მაგალითად, წინაღობად საქართველოს ბიზნეს- ხშირად ახალი ტიპის ტექნოლოგიების შემოტანაზე არის საუბარი და კადრების კვალიფიკაცია არის არასათანადო. ინვესტორი ყოველთვის კითხულობს რა დრო სჭირდება კონკრეტული სამუშაო ძალის მომზადებას და ეს ხშირად დიდ დროით რესურსს საჭიროებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ზეპირ მოსმენაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ აღინიშნა, რომ სახელმწიფო იწყებს ახალ საგრანტო კომპონენტს - FDI გრანტის კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს ქეშბექს ინვესტორისთვის იმ შემთხვევაში, თუ იგი ინვესტიციებს სამუშაო ძალის გადამზადებისთვის და ახალი ტექნოლოგიებისთვის დახარჯავს. აღნიშნული საგრანტო კომპონენტის განკარგვა „აწარმოე საქართველოს“ მიერ მოხდება და, სავარაუდოდ, 2022 წელს დაიწყება. ექსპერტები ასევე გამოწვევებიდან ხაზს უსვამენ შემდეგ ფაქტორებს: ქვეყნის მაჩვენებლების გაუარესება ისეთ საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებიც ეხება კორუფციას, ბიზნესის გადახდისუუნარობის გადაჭრას, კონკურენტუნარიანობას. ასევე, შეფერხებები მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში (მაგ: ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადადება, საერთაშორისო სატრანზიტო გზის მშენებლობის გახანგრძლივება, და სხვა) უარყოფით სიგნალს აძლევს ინვესტორებს და ამცირებს ქვეყნისადმი დაინტერესებას. ბიზნეს-ასოციაციების მოკვლევის ზეპირ და ექსპერტული მოსმენაზეც აღნიშნეს, წრეების რომ წარმომადგენლებმა მსხვილი პროექტების თემატური ჩავარდნა ინვესტორების მიზიდვის პერსპექტივაზე ნამდვილად ნეგატიურად აისახება; უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების საკითხი და ბინადრობის უფლების გამკაცრება მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტურიზმის (განსაკუთრებით მცირე 17 მეწარმეების შემთხვევაში) და სამშენებლო სექტორის შემთხვევაში, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში; ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კერძო სექტორის ზეპირ მოსმენაზე, სადაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უამრავი საჩივარია ინვესტორების მხრიდან, თუ როგორ შეუჩერეს ბინადრობის უფლება, ან როგორ არ შემოუშვეს საზღვარზე ინვესტორი; რომ არსებული პოლიტიკა ინვესტორებისადმი არის ქსენოფობიური; საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში შემოსული ინვესტორების - ბურების წინაშე არსებულ მსგავს პრობლემებს ხაზი გაესვა მთავრობის წარმომადგენელთა საპარლამენტო ზეპირ მოსმენაზეც; აქედან გამომდინარე გამოითქვა იდეა ე.წ. საინვესტიციო მოქალაქეობის შესახებ. საერთაშორისო სავაჭრო პალატამ სხვა მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება - მისი ინფორმაციით, თუ პოლიტიკა არ შეიცვლება, თუ უსაფრთხოების სამსახური არ შეწყვეტს ინვესტორების შევიწროებას, სიტუაცია ვერ გამოსწორდება. ყველაფერი რომ შეწყდეს, 3-4 წელი მაინც დასჭირდება ნდობის აღდგენას. მათ საქართველოს ხელისუფლების სასაზღვრო პოლიტიკას ქსენოფობიური უწოდეს. ინვესტიციების ხელის შემშლელ ფაქტორად კერძო სექტორის საპარლამენტო ზეპირ მოსმენაზე ასევე დასახელდა ხელისუფლების ნაკლები აქტივობა და მაგალითად მოყვანილი იყო შემდეგი ქეისი: ინვესტორების მიერ (ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესასოციაცია) გამოთქმული იყო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება არ წევს საკმარის ძალისხმევას საინვესტიციოდ მნიშვნელოვანი ივენთების გასაპიარებლად. მაგალითად მოყვანილი იყო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ სრიალში, რომელიც ბაკურიანში უნდა ჩატარდეს. ინვესტორის ინფორმაციით, მათ ქონდათ საინვესტიციო პროექტი, თუმცა ინვესტორებს სჭირდებათ ინფორმაცია, რომ ამ პროექტის განხორციელების პარალელურად სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ატარებს. ამის მოპოვება კი საკმაოდ რთულია. არც საერთაშორისო პრესაში გვხვდება რაიმე ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ. მთის კურორტების საიტზეც კი არ მოიპოვება ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ. ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელმა ზეპირ მოსმენაზე საბაჟო პროცედურების დაბრკოლებები ახსენა და იგი ინვესტორების მოზიდვის შეფერხებასთან დააკავშირა. მათი ინფორმაციით, თუ რამდენიმე წლის წინ კონტეინერის განბაჟებას 1 საათი უნდოდა, ახლა იგივე ტვირთი ერთი დღე ყოვნდება; თუ 1 დღე სჭირდებოდა - ახლა გაცილებით მეტი და ა.შ. ISET, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში და ზოგიერთ სხვა ორგანიზაცია ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვან პრობლემად თვლის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობას; . ექსპერტთა ნაწილი საუბრობს ასევე ინვესტიციების შემაფერხებელ სხვა ობიექტურ მიზეზებზე - კრიზისულ სიტუაციებში კაპიტალის ნაკადების დაგვიანებით რეაგირების ფაქტორზე, რომელიც ზეგავლენას ახდენს როგორც დეპრესიის, ასევე, აღდგენის 18 პროცესებზე. (იხილეთ Investment Policy Monitor No. 24. UNCTAD, February 202122. ამდენად საინვესტიციო ნაკადების დაქვეითება Investment Policy Monitor-ის მიერ 2023 წლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც არის მოსალოდნელი ზრდის პროცესები). გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქცენტს გარემოს დაცვის საკითხებზე აკეთებს - მათი ინფორმაციით, ინვესტორის მოპყრობის სტანდარტებისა და საინვესტიციო შეთანხმებების დაცვის გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ასპექტს გარემოსდაცვითი ვალდებულებების საკანონმდებლო მოწესრიგებებში ასახვა წარმოადგენს. ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმირებულობა და მისი განჭვრეტადობა, გარდა სადავო საკითხებთან დაკავშირებული რისკების დაზღვევისა, მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ინვესტორთა ლეგიტიმური მოლოდინების უცვლელობას, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე. ბიზნეს-ომბუდსმენი განმარტავს გასულ წლებში ინვესტიციების მკვეთრი ვარდნის რამდენიმე მიზეზს აზერბაიჯანიდან, - რაც 2019-2020 წლებში ძირითადად მსხვილი მკვეთრად შემცირდა ინვესტიციები ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებას უკავშირდება. პანდემიურ წელს მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა მასპინძლობის სექტორმა, სადაც ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საუბრობს რამდენიმე პოზიტიურ საკითხზე, თუმცა პარალელურად ყურადღებას ამახვილებს გამოწვევებზე: კერძოდ, მათი ინფორმაციით, ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. საქართველო აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, როგორც ლიდერი სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში, ბიუროკრატიის შემცირებასა და ბიზნესის კეთების გამარტივებაში. მმართველობისა და რეგულირების ხარისხის რეიტინგში, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს რეგიონში და უტოლდება და ზოგ შემთხვევაში უსწრებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საგარეო რისკებისადმი დაბალი მოწყვლადობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით არის ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რითაც ინვესტორების დაინტერესება არის შესაძლებელი. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საკრედიტო სააგენტოებმა 2017-2019 წლების პერიოდში ერთი საფეხურით მოუმატეს ქვეყანას სუვერენული რეიტინგი. ამის ძირითად მიზეზად კი რეგიონში მკვეთრად გამორჩეული მაკროეკონომიკური მენეჯმენტი სახელდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ უპირატესობის კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩენა და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელება. პანდემიამდე პერიოდი მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერების კუთხით საქართველოსთვის გამორჩეული აღმოჩნდა, რადგან ამ პერიოდში მოხერხდა, ერთი მხრივ, 22 https://unctad.org/system/files/official-document/diaepcbinf2021d2_en.pdf 19 ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, მათ შორის: მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შემოღება, საპენსიო რეფორმა და ა.შ. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ წლიურად 1.5 პროცენტით გადააჭარბა ქვეყნის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების შეწონილ ეკონომიკურ ზრდას, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია ჩვენს ისტორიაში. ამავე პერიოდში, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 12.5-დან 5.5 პროცენტამდე შემცირდა. ასევე, დაახლოებით 15 პროცენტული პუნქტით შემცირდა დოლარიზაციის მაჩვენებელი. მთავრობის ინფორმაციით, პროგრესის მიუხედავად, ჯერ ისევ რჩება გამოწვევები. საქართველოს, ისევე როგორც ყოფილ სოციალისტურ და ტრანსფორმაციის პროცესში მყოფ ქვეყნებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით აქვს შემდეგი სახის გამოწვევები:  შედარებით სუსტი იურიდიული, ინსტიტუციური და ფიზიკური ინფრასტრუქტურა;  განვითარების ეტაპზე მყოფი მარეგულირებელი ჩარჩო;  პოლიტიკური არასტაბილურობა;  არასაკმარისი მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა;  განუვითარებელი კაპიტალის ბაზრები. ადმინისტრაციის პოზიციაში ასევე აქცენტები გაკეთდა შემდეგ საკითხებზე: ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა გადის მაკროეკონომიკური სტაბილურობაზე, რისი მთავარი მიმართულებაც ფისკალური სტაბილურობის აღდგენა და საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის შემცირებაა. ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას პოლიტიკური სტაბილურობა წარმოადგენს, რომლის ყველზე რთულად დასაძლევი გამომწვევი მიზეზი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. ამ მხრივ საქართველო რეგიონთან შედარებით კონკურენტულად შეიძლება არ იქნეს აღქმული. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური აქცენტი უნდა გაკეთდეს ყველა სხვა შესაძლებლობაზე, რომელიც ქვეყანას რეგიონისაგან გამოარჩევს - პირველ რიგში ასეთი შესაძლებლობა მაკროეკონომიკური სტაბილურობა უნდა იყოს. მიუხედავად ზემოთ ხსენებული პოზიტიური ტენდენციებისა, მთავრობის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მაღალი მოცულობის საგარეო ვალისა და მაღალი დოლარიზაციის ფონზე, შოკები ქართულ ეკონომიკას მულტიპლიცირებულად გადმოეცემა. კერძოდ, საგარეო მოთხოვნის შემცირება, რასაც როგორც წესი თან ახლავს კურსის გაუფასურება, იწვევს დამატებით შოკებს ვინაიდან, ერთი მხრივ, შინამეურნეობებს და, მეორე მხრივ, ბიზნესს, სესხების დიდი წილი სწორედ უცხოურ ვალუტაში აქვს დენომინირებული. ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე შინამეურნეობებს უმცირდებათ განკარგვადი შემოსავალი, ხოლო ფირმებს ეზრდებათ 20 წარმოების დანახარჯები. შესაბამისად, დოლარიზაციის შემცირება არის საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის შემცირების უმთავრესი მიმართულება. გლობალურად, პანდემიამ მძიმედ იმოქმედა ბოლო 12-18 თვეზე და უფრო მეტი გაურკვევლობა შეიტანა ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოში. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან შექმნილი კრიზისი პოტენციურ ინვესტორებს არ აძლევს პროგნოზირების საშუალებას, რის შედეგადაც შეჩერდა გადაწყვეტილების მიღების პროცესები. საქართველოში შიდა მობილობის შეზღუდვებმა და ტურიზმის შენელებამ წარმოების შემცირება გამოიწვია, შედეგად კი ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს 6,2%-ით შემცირდა. მეორე მხრივ, პანდემიის ერთ-ერთი პირდაპირი შედეგია გაზრდილი სამთავრობო ვალი. პოსტკრიზისულ პერიოდში უმნიშვნელოვანესია გაზრდილი კონსოლიდაცია. გონივრული მაკროეკონომიკური მართვის რეპუტაციის შედეგად, საქართველომ შეძლო სწრაფად მიღება, რამაც ქვეყანას პანდემიის ვალის ეფექტური გამო, დაგროვებული საერთაშორისო მხარდაჭერის საკმაოდ უკეთ მართვის შესაძლებლობა მისცა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში დახარჯული ფისკალური სივრცე იქნეს აღდგენილი, რათა მომავალშიც შესაძლებელი გახდეს შემდგომ შოკებთან ადეკვატური ბუფერებით გამკლავება. ეს ინვესტორისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს . აქვე, პოზიტიური მხრივ, უკვე თვალსაჩინოა ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2021 წლის მეორე კვარტალში. პირველადი მონაცემებით, 2021 წლის რეალური მშპ-ს ზრდა 10.4%-ია. ამ გარემოებებსა და გლობალურად პოსტ-პანდემიის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, პოზიტიური გავლენა უნდა ჰქონდეს მათ შორის უცხოურ ინვესტიციებზეც. ადმინისტრაცია ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში საკმაოდ წარმატებით ჩამოყალიბებული ინვესტიციების ხელშემწყობი გარემოს მიუხედავად (ისეთი დამხმარე ინსტიტუტების ჩათვლით, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“), დამატებითი სამუშაოები არის გასატარებელი ინვესტორების საქართველოში დამკვიდრების შემდეგ მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად (ე.წ. Investor Aftercare). ხსენებული თვალსაზრისით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ჩართულობით 2020 წელს აქტიური კამპანია დაიწყო არსებული ინვესტორებისათვის Aftercare-ის გაძლიერების კუთხით, მათ შორის შეიქმნა მექანიზმის უცხოური ინვესტორების ბაზა (100- მდე კომპანია) და თითოეულ კომპანიასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. რეგიონში არსებულ დესტაბლიზაციას უკავშირებს ინვესტიციების ნაწილობრივ სკეპტიციზმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - მათი ინფორმაციით, ყარაბაღის კონფლიქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგიონი ცხელი ზონაა და გააათმაგა ინვესტორების სიფრთხილე. ამის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ განსაზღვრული აქვთ კომპანიები, რომლებთანაც უნდა იმუშაონ და სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“ ელოდებიან პროექტებს, რომელთაც მათ შესთავაზებენ. 21 2. საგადასახადო გარემო შეიძლება ითქვას, რომ საერთო შეფასების თანახმად, საგადასახადო გარემო საქართველოში, ძირითადად, პოზიტიურ როლს თამაშობს ინვესტიციების მოზიდვის საქმეში. კერძოდ, საგადასახადო გარემო საინვესტიციო გარემოს ფორმირების პროცესზე დადებით ზეგავლენას ახდენს, ვინაიდან საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მცირე რაოდენობის გადასახადები მოქმედებს. ასევე აღსანიშნავია დაბალი საგადასახადო განაკვეთები და დაბეგვრის სისტემა, რომელიც ინვესტორებისთვის ინვესტიციების განსახორციელებლად არის მიმზიდველი. 2021 წლის მაისში PWC-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში: „COVID-19-ის გავლენის შეფასება საქართველოს ეკონომიკაზე და აღდგენის საშუალო ვადიანი სტრატეგიის მომზადება“, კომპანიებთან ინტერვიუების საფუძველზე გამოიკვეთა ის ფაქტორები, რომლებიც საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აღნიშნულ რეპორტში საგადასახადო ტვირთის ფაქტორი მე-16 ადგილს იკავებს. ბიზნესომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ქვეყანაში ბოლო წლებში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, მათ შორის: გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროპის კავშირთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, დაიწყო სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბების მშენებლობა, გამარტივდა და დაიხვეწა საგადასახადო პროცედურები. მათ შორის: საინვესტიციო მიზნებისათვის შეიქმნა სპეციალური ეკონომიკური ზონები, სადაც ინვესტორთათვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი დაწესდა. დაინერგა მოგების გადასახადის ახალი (ე.წ. ესტონური) მოდელი და დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელი ნორმები დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას, რაც პოზიტიურ როლს თამაშობს საქართველოს საინვესტიციო გარემოს ფორმირებაში. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების მნიშვნელობას ინვესტიციების მოზიდვისთვის ხაზს უსვამენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, როგორც საპარლამენტო ზეპირ მოსმენაზე აღინიშნა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები განიხილება, როგორც ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი შესაძლებლობა. განსაკუთრებით - ევროკავშირის მიმართულებით. 2021 წელს დელეგაციებიც კი ჩამოვიდა საქართველოში ამ მიზნით. ძირითადი დაინტერესება არის აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან, რომ რაღაც მათი შეფასებით, მცირე და საქართველოს მასშტაბით საკმაოდ დიდი წარმოება გაიხსნას; დაინტერესებული არიან სპარსეთის ყურის ქვეყნები. სამინისტროს ინფორმაციითვე, 5 დეკემბერს პირველი მატარებელი წამოვიდა ჩინეთიდან საქართველოში; ფოთის ინდუსტრიულ ზონაში აქვთ გადაწყვეტილი საწარმოს გახსნა და მერე პროდუქციის გატანა იმ ქვეყნებში, სადაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გვაქვს. სამინისტროსვე ინფორმაციით ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებები კანადასთან და აშშ-სთან, ასევე ინდონეზიასთან თავისუფალი ვაჭრობის 22 შესახებ; ისრაელთან დასრულებულია მოლაპარაკებები და ხელშეკრულებას მალე მოეწერება ხელი. სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ კითხვაზე პასუხისას აღნიშნავენ, რომ საქართველოს საგადასახადო გარემო საინვესტიციო გარემოს ფორმირებაში პოზიტიურ როლს თამაშობს რიგი მიზეზების გამო. საქართველოს გააჩნია ევროპაში ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემა. მსოფლიო ბანკის 2020 წლის “Doing Business”-ის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში საგადასახადო ტვირთის სიმცირით მესამე ქვეყანაა. გარდა ამისა, საქართველოს აქვს ლიბერალური საგადასახადო გარემო და ქვეყანაში მოქმედებს საგადასახადო მოდელი, რომლის მიხედვითაც გაუნაწილებელი მოგება გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან. ამასთან, საქართველოს აქვს ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განთავსებული საწარმო კი საექსპორტო პროდუქციის წარმოების შემთხვევაში გათავისუფლებულია გადასახადებისგან. ასევე, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან. დამატებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიები მნიშვნელოვანი საგადასახადო მიერ IT მიღებული და საზღვაო სერვისების შეღავათებით სარგებლობენ, რაც ითვალისწინებს როგორც საშემოსავლო და მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას, ისე დივიდენდის 5%-იანი გადასახადისა და ქონების გადასახადის გაუქმებას. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრების თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შემცირება პრიორიტეტულია, რადგან ქვეყანაში არის ჭარბი სამუშაო (არაკვალიფიციური) ძალა, შესაბამისად, დასაქმების გასაზრდელად მნიშვნელოვანია შრომის გადასახადის შემცირების გზით გაიაფება. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში არსებული საგადასახადო გარემო და განაკვეთები ცალკე აღებულად არ შეიძლება ინვესტიციების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად ჩაითვალოს და საგადასახადო გარემოთი განსაზღვრული შეფერხებების იდენტიფიცირება ინდივიდუალურად, სექტორების და სექტორში არსებული მოთამაშეების შესწავლის საფუძველზე უნდა მოხდეს. ბიზნესომბუდსმენი საგადასახადო გარემოს მიმართულებით ხაზს უსვამს რამდენიმე გამოწვევას: ბიზნეს-საგადასახადო კანონმდებლობის მუდმივი განახლებისა და ცვლილებების მიუხედავად, საქართველოს საგადასახადო გარემო გამოირჩევა ბუნდოვანი და ორაზროვანი ნორმების სიმრავლით, რომელსაც შემდეგ უკვე ადმინისტრირების განხორციელებისას საგადასახადო ორგანო თავისი შეხედულებისამებრ იყენებს. თავის მხრივ, ბუნდოვანი და ორაზროვანი ნორმები გადასახადის გადამხდელისთვის არაპროგნოზირებად გარემოს ქმნის. აღსანიშნავია და, ამასთანავე, საკმაოდ მტკივნეული საკითხია საგადასახადო დავის წარმოება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორ ეტაპიანია. ხშირია შემთხვევები, როცა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის არც ერთ 23 ეტაპზე არ ხდება გადაწყვეტილების მიღება (საკითხი ბრუნდება ხელახლა შესასწავლად), რაც დროში მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს საგადასახადო დავას. არანაკლებ პრობლემურია საგადასახადო დავის წარმოება საერთო სასამართლოების სისტემაშიც, სადაც დავა წლების მანძილზე გრძელდება და იქაც, ხშირ შემთხვევაში, დავა სრულდება ისეთი გადაწყვეტილებით, რომლითაც საგადასახადო ორგანოს საკითხის ხელახლა შესწავლა ევალება. ამდენად, საგადასახადო დავის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გვაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების რეალური შესაძლებლობა, რასაც ხშირად გადაწყვეტილების მიმღები პირის/პირების საჭირო კომპეტენციის არ ქონა განაპირობებს. ასევე, ხაზგასასმელია საგადასახადო დავის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და არანაკლებ დიდ პრობლემებს ქმნის გადასახადის გადამხდელთათვის. წინააღმდეგობრივია ექსპერტთა პოზიციები შემდგომ საგადასახადო შეღავათებთან მიმართებაში: ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ინვესტორების სტიმულირებისათვის, შესაძლებელია დაწესდეს მოგების განახევრებული გადასახადი იმ შემთვევაში, თუ ისინი საქართველოში შექმნიან 50-ზე მეტ სამუშაო ადგილს. ხოლო ისინი, ვინც დამატებით 200 სამუშაო ადგილს შექმნის - სრულიად გათავისუფლდნენ მოგების გადასახადისგან. დამატებითი საგადასახადო შეღავათების დაწესება მიზანშეწონილია განხილული იქნას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების კონტექსტში. საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კოდექსით დადგენილი რეჟიმის გარდა შესაძლებელი და მიზანშეწონილია დამატებითი საგადასახადო შეღავათების დაწესება. კერძოდ: ინვესტიციისათვის საჭირო ძირითად საშუალებებზე იმპორტის გადასახადზე შეღავათების დაწესება და მოგების გადასახადის ესტონური მოდელის სადაზღვევო სფეროზე გავრცელება. მეორე მხრივ - ექსპერტების ნაწილი გადასახადების ლიბერალური პოლიტიკის პოზიტიურ როლზე/ზეგავლენაზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, 2020 წლის თებერვალში ჩატარებული კვლევის შედეგებში (Investment Perspectives in Eastern Partner Countries. OECD), ხაზგასმით მოცემულია რეკომენდაცია საგადასახადო შეღავათების შეზღუდვასთან ან სრულიად გაუქმებასთან დაკავშირებით. იგივე რეკომენდაციას გვაძლევენ საერთაშორისო ორგანიზაციები IMF-UN-World Bank, 2015. ამ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საგადასახადო შეღავათების ფართოდ გამოყენება მთელ მსოფლიოში მათი ნეტტო-ეფექტის გაურკვევლობის პირობებში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს როგორც ეროვნული მმართველობის დონეზე, ასევე, საერთაშორისო პოლიტიკაშიც. აღნიშნულ პროცესს შემუშავებული პოლიტიკის საზღვრებში დასახული ღონისძიებების არაეფექტიანობამდე მივყავართ. 24 3. სამართლებრივი რეგულირება სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოსთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგები წინააღმდეგობრივია. ძირითადად აქცენტი შედარებით გამართულ საინვესტიციო კანონმდებლობაზე - ცვლილებების პროგონზირებადობაზე და აღსრულების საკითხებზე კეთდება. მთავრობის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მკაფიო, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩო არის კარგი ინვესტიციების ხელშემწყობი გარემოს ძირითადი ელემენტი. საერთო ჯამში საქართველოს აქვს საკმაოდ მიმზიდველი სამართლებრივი ჩარჩო უცხოელი ინვესტორებისთვის. ხსენებული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მიგნებები აისახა OECD-ის მიერ მომზადებულ Investment Policy Review: Georgia დოკუმენტში. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანახმად, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ინვესტიციების სამართლებრივმა ჩარჩომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ მიზნად ისახავს თანაბარი პირობების შექმნას ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის. ინვესტიციებთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა კანონთან ერთად, იგი ადგენს დისკრიმინაციის აკრძალვის გარანტიებს, ექსპროპრიაციისგან დაცვას, უცხოეთში თანხების უფასო და შეუზღუდავ გატანის უფლებებსა და ინვესტორთა ვალდებულებების შეზღუდულ ნაკრებს. გარდა ამისა, ქვეყნის მიწის კანონები წარმოადგენს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია სტაბილური საინვესტიციო კლიმატის შექმნისთვის. ასევე, აღნიშვნის ღირსია კარგად შემუშავებული კანონები და ინსტიტუტები მონაცემთა დაცვისა და კიბერ უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც ამ სფეროში ევროკავშირის წესებთან შესაბამისობაში მოდიან. ხელისუფლების ინფორმაციით, საქართველოს 33 ქვეყანასთან გაფორმებული აქვს ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც ინვესტიციების სამართლებრივი ჩარჩოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მრავალი სხვა ქვეყნის მიერ ხელმოწერილი საინვესტიციო ხელშეკრულებების ხელშეკრულებები, როგორც გათვალისწინებულ წესი, მსგავსად, საქართველოს საინვესტიციო იცავს ინვესტორების მიერ ხელშეკრულებით განხორციელებულ ინვესტიციებს ექსპროპრიაციისა და დისკრიმინაციისგან. ინვესტორებს ასევე აქვთ წვდომა ინვესტორ-სახელმწიფოთა დავის მოგვარების პროცედურებზე (investor-state dispute settlement ISDS), მათ შორის საერთაშორისო არბიტრაჟში, იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ მთავრობამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესი დაარღვია. საქართველო აქტიურად მონაწილეობს საინვესტიციო ხელშეკრულებების შესაძლო რეფორმების შესახებ გამართულ სხვადასხვა მთავრობათაშორის დისკუსიაში. მათ შორის არის გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (United Nations Commission on 25 International Trade Law - UNCITRAL) მესამე სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინვესტორსახელმწიფოთა დავის მოგვარების რეფორმისა და ენერგეტიკის ქარტიის ხელშეკრულების მოდერნიზაციის პროცესში არის ჩართული, აღნიშნული წარმოადგენს მრავალმხრივ ხელშეკრულებას, რომლის ერთ-ერთი მხარეც არის საქართველო. მიუხედავად ამისა, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქცენტს აკეთებს შემდეგ საჭიროებებზე: მართალია, ბოლო წლებში ინვესტიციების დაცულობის და ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში მიღებული იქნა ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნორმა, მათ შორის რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) შესახებ, თუმცა, აღნიშნული კუთხით კიდევ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. მოკვლევით გამოიკვეთა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში პროგნოზირებადი და სტაბილური საკანონმდებლო პროცესის არსებობა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიზნეს სექტორისთვის ახალი რეგულაციების დაწესება ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის ან საკმარისი გარდამავალი პერიოდის შემოღების გარეშე ხდება. ასევე, გვხვდება ისეთი საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელსაც თან არ ახლავს ბაზარზე რეგულირების ზემოქმედების შეფასებები, რომლის გარეშეც შეუძლებელია წინასწარ იმის შეფასება, თუ რა გავლენას იქონიებს ესა თუ ის რეგულაცია ბიზნეს სექტორზე. მსგავსი შემთხვევები ნეგატიურად მოქმედებს როგორც ქვეყანაში არსებული ბიზნეს სუბიექტების, ასევე, ქვეყნის ბიზნეს გარემოთი დაინტერესებული ინვესტორების მოლოდინებსა და, შემდგომში, მათი მხრიდან ქვეყანაში ინვესტირების პროცესზე. აღნიშნული აქცენტები გაკეთდა როგორც წერილობით გამოკითხვის, ისე ზეპირი მოსმენების დროს. აქვე გამოითქვა მოსაზრება საქართველოს ბიზნესასოციაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიერ, რომ, პროცესში რატომღაც, ქვეყანა იღებს ევროკავშირის ყველაზე მკაცრ რეგულაციებს. ევროპაშიც არის ბევრი ქვეყანა და საქართველო მათგან ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ რეგულაციებს იღებს. აქვე ბიზნეს ასოციაცია აყენებს განჭვრეტადობის მნიშვნელობის საკითხს - საკანონმდებლო ცვლილების მიღება დროში შეზღუდული პროცესია და არ ჩანს ხოლმე რა უნდა კანონმდებელს. ხდება მიღება კანონის, როცა ბიზნესს ჯერ არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მოჰყვება მას და კანონქვემდებარე აქტები რა მოჰყვება. თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენის მონაწილეთა ნაწილის მიერ მსგავს სწრაფ და არაპროგნოზირებად გადაწყვეტილებად დასახელებული იყო სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა აღნიშნული სფეროს ინვესტორები. მეორე მხრივ, გამოკითხვით პოზიტიურად შეფასდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წელს მიღებული კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, რომლის მიზანსაც საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება, ამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა და ინვესტორთა ინტერესების დაცვა წარმოადგენს. თუმცა აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით 26 საკანონმდებლო თვალსაზრისით გადასახედია ჩარჩო საკანონმდებლო აქტი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ - 1996 წელს მიღებული კანონი, რომელიც ვეღარ აკმაყოფილებს საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების პროცესში არსებულ გამოწვევებს. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მიიჩნევენ, რომ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ინვესტორებისთვის საკუთრების საქართველოს პარლამენტის უმნიშვნელოვანესი მიერ გამოწვევაა უფლების აბსოლუტური 2019 მიღებულმა წელს უცხოელი უზრუნველყოფა. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანულმა კანონმა გაართულა უცხოელი ინვესტორების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლებით შეძენის პროცესი, რაც გარკვეულწილად ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს მომდევნო წლებში სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. უცხოური ინვესტიციების შემოდინების ზრდის მორიგი გარანტი სასამართლო სისტემის მოქნილობა და ეფექტურობაა. საერთო სასამართლოების სისტემის გადატვირთულობა, გადაწყვეტილებების მიღების დროში გაწელილი პროცესი, უმეტეს შემთხვევაში ბიზნეს დავების განხილვის პროცესში კომპეტენციის ნაკლებობა, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორებისთვის ქმნის სასამართლო სისტემის მოქნილობის და ეფექტურობის დეფიციტს, რაც გარკვეულწილად ნეგატიურად ზემოქმედებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესზე. სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ OECD-ს მერ მომზადებულ საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტში (OECD Investment Policy Reviews: Georgia) გამოკვეთილად არის საუბარი რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ქვეყნის სასამართლო მნიშვნელოვან სისტემის გამოწვევებად შემდგომი დახვეწა/რეფორმის მოხსენიებულია შესახებ. ინტელექტუალური ასევე, საკუთრების უფლებების ეფექტური დაცვის უზრუნველყოფა, მიწის უნივერსალური რეგისტრაციის განხორციელება, ინსტიტუციების გაძლიერება და სხვა. დამოუკიდებელი ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ იმისათვის, რომ ინვესტორმა თავი მაქსიმალურად დაცულად და უარყოფითი მოლოდინებისგან თავისუფლად იგრძნოს, აუცილებელია მოხდეს მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება და ინსტიტუციონალური კუთხით რეფორმების გატარება, რომელიც მოემსახურება, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების უზენაესობასა და ხელშეუხებლობას, მეორე მხრივ, სასამართლო სისტემის მაქსიმალურად დამოუკიდებლად/ობიექტურად მუშაობას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში გახშირდა ისეთი პრაქტიკა, როდესაც სასამართლო არ ითვალისწინებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მინიჭებულ უფლებამოსილებას, შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ უზენაესობის გათვალისწინებით, სამართალწარმოება მხარეთა განხორციელდეს თანასწორობისა და კანონის შეჯიბრებითობის საფუძველზე, სასამართლო ღიად და პირდაპირ ახორციელებს „სუსტი“ და „ჩაგრული“ მხარის მხარდაჭერას, რაც თავისთავად უარყოფითად აისახება საინვესტიციო ბიზნეს 27 გარემოზე. ეს ფაქტორები საჭიროა იმისათვის, რომ ინვესტორმა საკანონმდებლო დონეზე დაცულად იგრძნოს თავი და არ ჰქონდეს მოლოდინი იმისა, რომ მისგან დამოუკიდებელმა მიზეზებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას მას და მის საქმიანობას. ამ კუთხით საჭიროა მაქსიმალურად ეფექტიანი და ქმედითუნარიანი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც არ იქნება მოწყვლადი მმართველი პარტიის ცვლილებების მიმართ. ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს არსებული გარემოს გართულება; თითოეული გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს ბიზნესებისთვის პროცესების გამარტივებას და ამ პროცედურული საკითხების შეფერხებების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფას. კონკრეტიკისთვის - დამსაქმებლებისთვის დასაქმებულების სამუშაო საათების დათვლის ვალდებულება ამ მხრივ უარყოფით ზეგავლენას იქონიებს. ასევე, აქამდე არაერთხელ გაჟღერებულ ინიციატივას სავალდებულო დაკავშირებით უარყოფითი ზეგავლენა ინვესტიციებზე, ასევე ქვეყანაში მინიმალური ხელფასის აწევასთან ექნება როგორც პირდაპირ უცხოურ უმუშევრობის დონეზე. შრომის კოდექსის ცვლილებებიდან აღსანიშნავია ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებებიც, რომლებიც დამატებით დისკრიმინაციის შეზღუდვებს შემთხვევაში აწესებს დამსაქმებლის ზეგანაკვეთურ მხრიდან სამუშაოსა მტკიცების და ტვირთის არსებობასთან დაკავშირებით. ასევე, შესაძლო საფრთხის შემცველად ინვესტიციებისთვის დასახელდა მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტი, რომელიც, მართალია, არ დაუმტკიცებია პარლამენტს, თუმცა მასზე მუდმივად მიდის მსჯელობა. ექსპერტთა აზრით, არარსებული კვლევის პირობებში რთულია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და საჭიროა შესაბამისი კვლევა, რომელიც არსებულ გამოწვევებს გამოავლენს. ხსენებული კვლევა უნდა მოიცავდეს მსხვილ და მცირე ინვესტიციების შემთხვევაში დავის გადაწყვეტის სამართლებრივ გზებს, რომელიც არსებულ რეალობასთან შედარებით მეტად მოქნილი იქნება. ეკონომიკური დავების გადაწყვეტის გზა არის სასამართლო, სასამართლოს ნდობის გასაზრდელად კი აუცილებელია ეკონომიკური სპეციალიზაციის მოსამართლეების არჩევა/ტრენინგი, რომლებიც უფრო კომპეტენტურად და მოკლე პერიოდებში განიხილავენ სასამართლო დავებს. ინვესტორის მხრიდან საერთაშორისო არბიტრაჟში მიმართვა დიდ ფინანსურ ინვესტიციების შემთხვევაში მოსამართლეების მაღალი დანახარჯებთან არ არის დაკავშირებული (რაც მცირე არის ხარჯ-ეფექტური) და ადგილობრივი კომპეტენცია ინვესტორისათვის განხორციელებული ინვესტიციის დაცულობის მნიშვნელოვან გარანტს წარმოადგენს. ასევე, მათი აზრით, საჭიროა მონიტორინგის სამსახურს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მოწოდებას არსებული დავების შესახებ და გაზრდის დავის შედეგების 28 გამჭვირვალობას. შესაბამისი ინდიკატორის შემუშავება მოგვცემს შესაძლებლობას, პერიოდულად გავაანალიზოთ საინვესტიციო გარემო, რაც ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდას შეუწყობს ხელს. თავად მთავრობის ადმინისტრაცია აღსრულების პრობლემების გადაჭრის გზად უნარების გაზრდას მიიჩნევს. მათი ინფორმაციით, ამ მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა კანონის აღსრულების პროცესში შესაბამისი უნარებისა და შესაძლებლობების არსებობასთან არის დაკავშირებული. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი კანონების სწორად აღსრულების მიზნით მნიშვნელოვანია, რომ აღსრულების პროცესში ჩართული, შესაბამის სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირებისთვის განხორციელდეს მუდმივი გადამზადების პროგრამები. 4. არასაკანონმდებლო ბარიერები ინვესტიციების მოზიდვის ხელის შემშლელ არასაკანონმდებლო ბარიერებს შორის, რომელიც მოკვლევის დროს გამოიკვეთა, ექსპერტები შემდეგ ფაქტორებზე აკეთებენ აქცენტს: I. არასტაბილური პოლიტიკური გარემო; მათ შორის კონფლიქტები და საგარეო გამოწვევები; II. სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინვესტორებთან არსებული სამართლებრივი დავები - საერთაშორისო პარტნიორების ხედვის გაზიარება სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და დავების გამჭვირვალობის ზრდის მიზნით არსებული დავების მონიტორინგი ; III. ეკონომიკური დავების შემთხვევაში მოსამართლეების სპეციალიზაციის არ არსებობა კვალიფიკაციის ამაღლება/ტრენინგები; IV. კორუფცია და ბიზნესის თავისუფლების ხარისხი - გასათვალისწინებელია ის ხარვეზები, რომელიც სხვადასხვა კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიციების დაკარგვით ფიქსირდება; V. დაბალი კვალიფიკაციის ადამიანური კაპიტალი - ინვესტიცია და ტექნოლოგიების ათვისება (ასევე გულისხმობს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას) განათლების სექტორსა და, პროფესიულ სასწავლებლებში; VI. სახელმწიფო საწარმოების არსებული ზარალი და პრივატიზაციის მაჩვენებელი - სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია; დაბალი VII. მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა, დაბალი ეკონომიკური ზრდა. აქვე ექსპერტები საუბრობენ ისეთ ფაქტორებზეც, როგორიც არის: ადგილობრივ ინტერესთა ჯგუფების კონფლიქტები; ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი 29 არათანმიმდევრულობა ინვესტორსა და საზოგადოებას შორის წარმოქმნილი კონფლიქტის გადაჭრისას; რიგ შემთხვევებში ბიუროკრატია, არასაკმარისი საინფორმაციო უზრუნველყოფა, სამუშაო ძალის არასათანადო კვალიფიკაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე; ჩრდილოვანი ეკონომიკის გარკვეული მასშტაბი. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, OECD-ს მერ მომზადებულ საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტმა (OECD Investment Policy Reviews: Georgia) გამოკვეთა, რომ ქვეყნის და, შესაბამისად, მისი საინვესტიციო პოტენციალის დაბალი ცნობადობა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამასთან, კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ კუთხით მნიშნველოვანია მოხდეს დამატებითი რესურსების გამოყოფა და მხარდაჭერა, რათა საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბით უფრო მეტად წარმოჩნდეს Invest in Georgiaს ბრენდი. დამატებით გამოწვევას ტვირთის ტრასპორტირების საკითხი წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ტვირთის მოცულობა საქართველოდან საკმაოდ მცირეა, უმეტესწილად, პროდუქციების დაჯგუფება ხდება, რის შედეგადაც გადამზიდავს უწევს, რამდენიმე სხვადასხვა ადგილას გაჩერება და არა ტვირთის პირდაპირ დანიშნულების ადგილამდე მიტანა, რაც ზრდის ტრანსპორტირების დროსა და ღირებულებას (წყარო OECD Investment Policy Reviews: Georgia). ბიზნესომბუდსმენის აპარატის აზრით კი, მნიშვნელოვანია მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ბიუროკრატიული პროცედურები უცხოელ ინვესტორებთან ბიზნეს ურთიერთობის პროცესში. ხშირია შემთხვევები, როდესაც ინვესტორს ერთსა და იმავე საკითხზე უწევს სხვადასხვა საჯარო სტრუქტურებთან კომუნიკაცია. უმჯობესია, რომ უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით დაინერგოს ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპი. სასურველია, ბიზნესთან თანამშრომლობის გზით და ადამიანური კაპიტალის ზრდის მიზნით, მოხდეს პროფესიული განათლების წახალისება, რათა ქვეყანამ შეძლოს სტრუქტურული უმუშევრობის აღმოფხვრა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაცია. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მოსაზრებით, თითოეული ზემოაღნიშნული რეკომენდაციის დანერგვა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას და ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ექსპერტულ რეკომენდაციებში ასევე ვხვდებით შემდეგ საკითხებს: საჭიროა სამუშაო ძალის მასიური გადამზადება; ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, რკინიგზის სრული მოდერნიზება და ტვირთგამტარობის მნიშვნელოვნად ზრდა. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ საჭიროა გამკაცრდეს იმ თანამდებობის პირების (მათთან აფილირებული პირების ჩათვლით) პასუხისმგებლობა, რომელთა გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული შესაბამისი ნებართვების გაცემა, ასევე, საჭიროა გამკაცრდეს მათი მხრიდან დასახელებული საინვესტიციო პროექტების რეალიზაციაში რაიმე ფორმით მონაწილეობა. 30 არასაკანონმდებლო ბარიერებში ასევე დასახელდა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების არაეფექტიანობა და სახელმწიფო შესყიდვების არსებული პრაქტიკა. კერძო ბიზნესის ზეპირ მოსმენაზე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ განსაკუთრებულად გამოყო სახელმწიფო საწარმოების წამგებიანობის თემა - მათი ინფორმაციით, შარშან სახელმწიფო საწარმოებმა მილიარდ ლარზე მეტი ზარალი მიიღო. 862 მლნ აშშ დოლარი აქვთ ვალდებულებები და კიდევ ამდენი - ფასიანი ქაღალდების სახით. ამიტომ რეკომენდაციაა შეიქმნას სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საბჭო, რომელშიც ბიზნეს ასოციაციების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებიც შევლენ; ასევე სახელმწიფო შესყიდვების პრობლემა - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა თავისუფალი ინვესტორების მიერ შექმნილი კომპანიებისთვის გართულებულია და ამ მიზნით პარლამენტს სახელმწიფო აუდიტის დასკვნებით დაინტერესება ურჩია. ასევე ექსპერტების მიერ აღინიშნა, რომ არსებული სტატისტიკური მეთოდოლოგია ართულებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეალურად დათვლისა და შეფასების საკითხს, მაგალითად: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ბოლო 15 წელია ინვესტიციების დაყოფამ დაკარგა აზრი; ისეთი საკითხები ითვლება პირდაპირ ინვესტიციად, რაც არ არის კლასიკურად პირდაპირი ინვესტიცია, 3 მილიარდის პირდაპირი ინვესტიცია ვალით არის შემოსული; იმპორტი იწერება ინვესტიციად, თუ სამშენებლო მასალაშია შემოსული და ა.შ. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კიდევ ერთ შემაფერხებელ ფაქტორად დასახელებულია კაპიტალის ბაზრის არარსებობა ქვეყანაში; „საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოს“ დასკვნით, კაპიტალის ბაზრის ბიზნეს-კულტურა ვერ ჩამოყალიბდა და დღეს ბიზნესისთვის ფულის მოზიდვის წყარო ისევ ბანკებია. 5. საერთაშორისო საინვესტიციო გარემო და საქართველოს კონტექსტი ცხადია, საერთაშორისო საინვესტიციო გარემო ზეგავლენას ახდენს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე. საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც მოკვლევის დროს ყველაზე ვრცელი და დეტალური აღწერა წარმოადგინა. სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიამდე არსებულ პერიოდში, გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები ბოლო წლების განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მონაცემების მიხედვით, 2019 წელს ინვესტიციების მსოფლიო ნაკადი 1.54 ტრილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 2018 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს მხოლოდ 3%-ით აღემატება, ხოლო ბოლო ხუთწლეულის მაქსიმალურ მაჩვენებელს (2 ტრილიონ აშშ დოლარი-2015 წელი) კი თითქმის 30%-ით ჩამორჩება. 2020 წელს პანდემიამ მკვეთრად შეამცირა მსოფლიო FDI-ის მოცულობა. შესაბამისად, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გაიზარდა ქვეყნებს შორის კონკურენცია, განსაკუთრებით ე.წ. Efficiency-seeking ინვესტორების მოსაზიდად. ამიტომ, საქართველოს 31 საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე დგას - ქვეყანამ ინვესტორებს უნდა შესთავაზოს ახალი და უფრო ხელსაყრელი საინვესტიციო წინადადებები, რათა კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნებს. 2020 წლის დასაწყისში მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე შეიქმნა მოლოდინი, რომ დიდი რაოდენობის საწარმოები აზიის ქვეყნებიდან (განსაკუთრებით ჩინეთი) გადაინაცვლებდა დასავლეთისკენ. წლის მეორე ნახევარში არსებული ტენდენციები აჩვენებს, რომ გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში რადიკალური ცვლილებები არ იქნება. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მზარდი ბაზარი, დიდი რაოდენობის კვალიფიციური სამუშაო ძალა, ბუნებრივი რესურსები და გამართული საწარმოო ჯაჭვი, შესაბამისად, იგი კვლავ დარჩება ინვესტიციების მნიშვნელოვანი მოცულობის მიმღებ ქვეყანად. თუმცა, შესაძლოა აჩქარდეს პანდემიამდე არსებული ტენდენციები, როგორიცაა ჩინეთიდან წარმოების პროცესის ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში გადატანა და ე.წ. უფრო მცირე ნაწილის ევროპაში და/ან ევროპასთან გეოგრაფიულად ახლოს მყოფ ქვეყნებთან გადატანა (ე.წ. nearshoring). თუმცა, პოსტ-პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება დივერსიფიკაციის სტრატეგია, რომლის ფარგლებში მრავალი კომპანია ეცდება არ იყოს დამოკიდებული ერთ ქვეყანაზე/მომწოდებელზე და საწარმოები და/ან მომწოდებლები რამდენიმე გეოგრაფიულად განცალკევებულ ქვეყანაში ჰქონდეს. შესაბამისად, საქართველოს ექნება შანსი, დააინტერესოს ის კომპანიები, რომლებიც ე.წ. Nearshoring და დივერსიფიკაციის სტრატეგიას მიმართავენ. მსგავს პერსპექტივებზე აქვს გაკეთებული აქცენტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტს: კორონა პანდემიის შედეგად, შეიზღუდა შორ მანძილზე მიმოსვლა და ბიზნესებს შორის კავშირ-ურთიერთობები, სირთულე შეექმნა სხვადასხვა ქვეყნის საწარმოებს ნედლეულით, შუალედური პროდუქციით (ნახევარფაბრიკატებით) და მუშა ხელით მომარაგებაში, რამაც შეაფერხა მათი საწარმოო პროცესები. ასევე სირთულე შეექმნა ქვეყნებს იმ პროდუქციით (განსაკუთრებით სამედიცინო დანიშნულების პროდუქციით) მომარაგებაში, რომლის წარმოება შორ მანძილზე ჰქონდათ გადატანილი. შედეგად, წარმოქმნა ნედლეულით და შუალედური პროდუქციით (ნახევარფაბრიკატებით) მომარაგების წყაროების საწარმოებთან ახლო გადმოტანის, ასევე თვით საწარმოების საკუთარ ქვეყნებთან ახლო მანძილზე განთავსების (nearshoring) აუცილებლობა. ხსენებული გარემოების, ასევე, ევროპის ბაზრებთან საქართველოს სიახლოვის და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არსებობის გათვალისწინებით, იზრდება ჩინეთიდან ევროკავშირის ქვეყნების, ბრიტანეთის და EFTA-ს ქვეყნების საწარმოების საქართველოში გადმოტანის ალბათობა. ექსპერტების მოსაზრებით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო საინვესტიციო გარემო ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა და კონკრეტულად ამ ეტაპზე მაღალი რისკიდან გამომდინარე, ინვესტორები თავს იკავებენ მსხვილი ინვესტიციების განხორციელებისგან. ეს თავის მხრივ, აჩენს შესაძლებლობას, რომ შეიქმნას შესაბამისი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს კრიზისული პერიოდის შემდეგ ინვესტიციების განხორციელებას. პოსტ-პანდემიურ გარემოში, კონკურენტული უპირატესობის გამოყენება იქნება სტრატეგიული ნაბიჯი დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენ მიერ 32 ზემოთხსენებული საკანონმდებლო და ზოგადი მაკრო მიდგომები კი იქნება გასაღები ხაზგასმული უპირატესობის მოსაპოვებლად. დღეს არის კაპიტალის სიჭარბე, რაც მის სიიაფეში გამოიხატება. კაპიტალის მოსაზიდად საქართველოს სჭირდება კაპიტალის შიდა ბაზრის განვითარება, მსხვილი უცხოური ბანკების შემოსვლა. ექსპერტები თვლიან, რომ ახალი სტრატეგიის მომზადების წინ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების გათვალისწინება: ა) მზარდი კონკურენცია ინვესტიციების მიღების სურვილის მქონე ქვეყნებს შორის; ბ) აქცენტების გადატანა საქმიანობის ტრადიციული დარგებიდან ახალ ტექნოლოგიებსა და მაღალი უკუგების მქონე საქმიანობებზე; გ) საქართველომ უნდა გააძლიეროს აქტიურობა ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო, საკომუნიკაციო მიმართულებით, ლოგისტიკურ ჰაბად და საშუალოვადიან პერსპექტივაში - რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოსაყალიბებლად. მსოფლიოში საინვესტიციო ნაკადების ზრდა აღინიშნება: ICT–ის ინტენსიური გამოყენების სექტორებში, მწვანე ეკონომიკაში, განახლებადი ენერგიის წარმოების სექტორში და სოფლის მეურნეობაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: 1. ინტელექტ და ტექნოტევადი დარგები; 2. განახლებადი ენერგიის წარმოება და 3. ელექტრონული ვაჭრობა. საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვის დროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გვთავაზობს ინვესტიციების მოზიდვის საინტერესო ქეისს: ინვესტიციების მოზიდვის საერთაშორისო პრაქტიკიდან აღსანიშნავია რამდენიმე პატარა ქვეყნის მაგალითი (მაგ: ირლანდია, კოსტა-რიკა, სინგაპური), რომელმაც შეძლო მაღალტექნოლოგიური და მსხვილი ინვესტორების შეყვანა და რომელთა ეკონომიკაც FDIის ხარჯზე მკვეთრად გაიზარდა. ამ კუთხით მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებულია და სხვა მრავალი კვლევით დადასტურებულია ირლანდიის წარმატების მაგალითი, რომელიც ევროპაში კომპანიების ჰაბად იქცა და დღესდღეობით მრავალი კომპანიის ევროპის ცენტრალური ოფისი სწორედ ირლანდიაშია: Intel, Google, Facebook, Microsoft, Pfizer, IBM, SAP და ა.შ. ირლანდიამ 60-იან წლებში დაიწყო ინდუსტრიული ზონების განვითარება, სადაც კომპანიებს სთავაზობდა წინასწარ სახელმწიფოს მიერ აშენებულ შენობებს/ოფისებს და გადასახადებისგან გათავისუფლებას. ამას მოჰყვა სამუშაო ძალის განვითარებისკენ მიმართული პოლიტიკა, მიწის გადაცემა, მულტინაციონალური კომპანიებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და სამუშაო ძალის უნარების განვითარების მიზნით გრანტების გაცემა. ამჟამად, ირლანდიის საინვესტიციო სააგენტო - IDA პრიორიტეტულ სექტორებში შემდეგ წამახალისებელ პროგრამებს (incentives) სთავაზობს ინვესტორებს: გრანტი/დაფინანსება ინვესტიციის მოცულობის და ახალი სამუშაო ადგილების მიხედვით, სამუშაო ძალის ტრენინგის გრანტი, გრანტი დანადგარების განახლებისთვის, პანდემიის პრობლემების გადაჭრის კუთხით საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსება, საგადასახადო შეღავათები R&D ხარჯების მიხედვით, თანადაფინანსება გარემოზე 33 ზრუნვის მიმართულებით და სხვა. ასევე, IDA აშენებს, ფლობს და მართავს რამდენიმე ბიზნეს და ტექნოლოგიურ პარკს, ასევე, ამჟამად აშენებს რამდენიმე ახალ შენობას; ხოლო დაინტერესებულ ინვესტორებს სთავაზობს როგორც მის ხელთ არსებულ მზა შენობებს, ასევე, ეხმარება კერძო შენობების/მიწების მოძიებაში23. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პერსპექტივიდან ირლანდიისა და სინგაპურის განვითარების დონე საქართველოს განვითარების დონეს აღემატება, მეოცე საუკუნის 60იან წლებში, მათი მთლიანი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნად დაბალი იყო. მათი სწრაფი განვითარების მთავარი განმაპირობებელი სწორედ თავისუფალი ვაჭრობა, საკუთრების უფლებების დაცვა, მოქნილი/მსუბუქი საგადასახადო სისტემა და ბიზნესის კეთების სიმარტივე გახლდათ. დღეს კი, ირლანდია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით მოწინავე პოზიციებზეა. ირლანდიისა და პოლონეთის მაგალითები მოჰყავს IDFI წარმომადგენელსაც: ირლანდია • ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად არის აღიარებული; • სამართლის უზენაესობის პრინციპის მიხედვით, რაც მოიცავს საკუთრების დაცულობას, კორუფციის დაბალ დონეს და დემოკრატიის განვითარების მაღალი დონეს, ირლანდია მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს; • 12.5% მოგების გადასახადი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში; • ირლანდიას ერთ-ერთი ყველაზე გლობალიზებული ეკონომიკა აქვს მსოფლიოში - 2020 წელს ქვეყანა გლობალიზაციის ინდექსის მიხედვით მე-11 ადგილზე იყო, ხოლო ეკონომიკური გლობალიზაციის მიხედვით მე-4 ადგილზე; • განათლების სისტემის ხარისხით და საუნივერსიტეტო განათლებით, რომელიც პასუხობს კონკურენტული ეკონომიკის საჭიროებებს, მსოფლიოში წამყვან 10-ეულშია (მთავრობის გეგმის მიხედვით, 2026 წლისთვის საუკეთესო განათლების სისტემა უნდა ჰქონდეთ ევროპაში); • 25 წელს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 33.3%-ია, გარდა ამისა მარტივია ევროკავშირის მოქალაქეების დასაქმება რაც 250 მლნ ადამიანზე წვდომას ნიშნავს. პოლონეთი • დაბალი შრომის ხარჯები - 2020 წელს პოლონეთში საშუალო საათობრივი ანაზღაურება €11 იყო, როცა €32.3 იყო ევროზონაში და €28.5 ევროპის ქვეყნებში ; • წვდომა ევროკავშირის ბაზარზე; • მაღალკვალიფიციური ადამიანური კაპიტალი - PISA 2018-ის მიხედვით პოლონელი მოსწავლეებს ევროკავშირის საშუალო ქულაზე ბევრად კარგი მაჩვენებლები აქვთ: 23 https://www.idaireland.com/how-we-help https://www.idaireland.com/docs/publications/ida_the_source.aspx 34 o წაკითხულის გააზრება - პოლონეთი 512 ქულა, ევროპის საშუალო 487 ქულა; o მათემატიკა - პოლონეთი 516 ქულა, ევროპის საშუალო 489 ქულა ; o მეცნიერებები - პოლონეთი 511 ქულა, ევროპის საშუალო 489 ქულა. • შემუშავებული აქვს უცხოური ინვესტიციების წახალისების სისტემა - მოიცავს დახმარებას ახალი ბიზნესის წამოწყების ან ძველის გაფართოების მიმართულებით, ასევე, წარმოებული პროდუქციის დივერსიფიკაციას და ახალი პროდუქტების შექმნას, საწარმოო პროცესის ახალი-ინოვაციური მეთოდებით ჩანაცვლებას, ლიკვიდირებული კომპანიის აქტივების ახალი ინვესტორის მიერ შეძენას; • სახელმწიფო გრანტები გაიცემა კვლევისა და განვითარების მიმართულებით და კომპანიები, რომლებიც ეწევიან კვლევისა და განვითარების საქმიანობას იღებენ საგადასახადო შეღავათებს. 6. პერსპექტიული საინვესტიციო დარგები პერსპექტიულ საინვესტიციო დარგებთან მიმართებაში ექსპერტთა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მოწოდებული მოსაზრებები ძირითადად თანხვედრაშია, იშვიათი გამონაკლისით. დეტალურადაა წარმოდგენილი პოტენციურად პერსპექტიული დარგების ანალიზი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ მომზადებული მოკვლევის პასუხში და ახსნილია მათი შერჩევის არგუმენტაცია: სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სექტორები ერთმანეთისაგან განსხვავდება კაპიტალტევადობის და FDI-ის მიღების პოტენციალის კუთხით, ასევე მათზე გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარების დონე და ის, თუ როგორი სახის FDI-ის მიღებისთვის არის ქვეყანა მზად. წლების განმავლობაში, საქართველოში ტრადიციულად FDI-ის მთავარი სექტორები იყო ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (50%-ზე მეტი მოდის SCPX პროექტზე, რაც ერთჯერადი ინვესტიციაა და ანალიზისას ვერ იქნება გათვალისწინებული), ენერგეტიკა, საფინანსო სექტორი, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა და უძრავი ქონება. აღნიშული სექტორებიდან უმეტესობა შიდა ბაზარზეა ორიენტირებული, მათ შორის დამამუშავებელი მრეწველობის სფეროებიც, სადაც FDI-ის უმეტესობა სამშენებლო მასალების და სხვა ისეთი პროდუქტების წარმოებაზე მოდის, რაც მსოფლიო პრაქტიკაშიც შიდა ბაზარზე იყიდება და ნაკლებად ხდება მსგავსი პროდუქტების სხვადასხვა ქვეყანას შორის ტრანსპორტირება. შესაბამისად, ქვეყნის ბაზრის სიმცირისა და განვითარების დონიდან გამომდინარე, აღნიშული სექტორების FDI-ის მაქსიმუმი/ზედა ზღვარი ლიმიტირებულია. დამატებითი FDI-ის მოსაზიდად აუცილებელია ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული სექტორების განვითარება, რაც აქამდე ფაქტიურად არ არსებობს ქვეყანაში (“efficiency-seeking FDI”) და პარალელურად, რამდენიმე მასშტაბური სტრატეგიული პროექტის განხორციელება (მაგალითად, ანაკლიის პორტი, წყალტუბოს კურორტი და ა.შ.). 35 შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შემოსული FDI-ის მოცულობა, არამედ მისი თავისებურება - ანუ ის, თუ ამ FDI-ის რა ნაწილი (%) რჩება ქვეყანაში და რა გადის ისევ ქვეყნის გარეთ (განსხვავდება სექტორების მიხედვით) - მაგალითად, შეიძლება ქვეყანაში დიდი მოცულობის საინვესტიციო პროექტი განხორციელდეს, მაგრამ იმპორტირებულ დანადგარებსა და ნედლეულზე მაღალი დანახარჯის გამო, მას არ მოჰყვეს ისეთი ეკონომიკური ეფექტი, როგორსაც პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა აჩვენებს (სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის (SCPX) ღირებულება 2 მილიარდ აშშ დოლარი იყო (BP-ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობდა 2014-2017 წლებში), მაგრამ ამ პროექტიდან შემოსული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ქვეყნის გარეთ გავიდა. ასევე, გასათვალისწინებელია ის, თუ სექტორულ ჭრილში ყველაზე მეტად რომელ დარგებს შეეხო კრიზისი. საყოფაცხოვრებო პროდუქცია, ელექტრო ტექნიკის წარმოება, ექსპორტზე ორიენტირებული სერვისები (BPO & IT) და ფარმაცევტული პროდუქტები ის სექტორებია, რომლებიც უფრო მდგრადი აღმოჩნდა კრიზისისადმი, შესაბამისად, მომავალში ამ სექტორების დამატებითი ზრდა არის ნავარაუდები. გარდა ამისა, სექტორების არჩევისას მნიშვნელოვანია, მათი ე.წ. ინტერნაციონალიზაციის ხარისხი (ექსპორტის წილი მთლიან გამოშვებაში - %) - უფრო მეტად იმ პროდუქტების ერთი ქვეყნიდან მეორეში საექსპორტოდ გატანა და/ან შორ მანძილზე ტრანსპორტირება ხდება, რომელთა სექტორის მაჩვენებელიც მაღალია. შესაბამისად ამ სექტორებში მოღვაწე კომპანიები მზად არიან საწარმო გახსნან პატარა ბაზრის მქონე ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნიდან საექსპორტო ბაზრებზე ექნებათ წვდომა, ხოლო დაბალი მაჩვენებლის მქონე სექტორების კომპანიები, ხშირად ადგილობრივ ბაზარზე არიან ორიენტირებული და მსხვილი ადგილობრივი ბაზრის მიხედვით არჩევენ საინვესტიციო ქვეყნებს. სსიპ-მა „აწარმოე საქართველოში“ განსაზღვრა ის პრიორიტეტული სექტორები, რომელთა უმეტესობა ჯერ არ არის ქვეყანაში განვითარებული, თუმცა ამ სექტორებიდან თითოეულში 2-3 ინვესტორის შემოყვანას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს სურათი და ქვეყანაში ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული, “efficiency-seeking” მიმართულების განვითარებას მისცეს ბიძგი. აღნიშნულ სექტორებში მოღვაწე მულტინაციონალურ კომპანიებთანაც სააგენტო პროაქტიურად ცდილობს დაკავშირებას: • ბიზნეს სერვისების აუთსორსინგი და IT • კომპიუტერების, ელექტრონული და ელექტრული მოწყობილობების ნაწილების და კომპონენტების წარმოება • საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება (MRO) • ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება • ავტონაწილების წარმოება • საავიაციო ნაწილების და კომპონენტების წარმოება • ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოება 36 • სასტუმროების ინდუსტრია და ტურიზმთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა დამატებით, ინვესტორების მხრიდან ინვესტიციის განხორციელების პროცესში დახმარების კუთხით (facilitation and aftercare) მომატებული ინტერესისა თუ სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, სააგენტოსთვის პრიორიტეტული მიმართულებებია ლოგისტიკა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და საკვების გადამუშავება. IFC-სთან ერთად გაკეთებული ანალიზის საფუძველზე ასევე მომზადებულია სსიპ აწარმოე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა24. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები ხშირად თანხვედრაშია ექსპერტულ პოზიციებთან, თუმცა არსებობს განსხვავებული ხედვებიც. ექსპერტები პერსპექტიულ დარგებს შორის ასახელებენ ისეთ მიმართულებებს, როგორებიც არის: ICT, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, მსუბუქი მრეწველობა და ინოვაციური მეწარმეობა, წყლის ენერგო პოტენციალის რაციონალური ათვისება და საქართველოდან სასმელი წყლის ექსპორტის ხელშეწყობა საერთაშორისო ბაზრებზე, საფინანსო სექტორი - შესაბამისად, საუბარია პრაქტიკულად შეუზღუდავ სპექტრზე. მათ შორის ასახელებენ - საქონელმწარმოებელი დარგების აღორძინებასა და მისი უპირატესობის ამოქმედებას იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნის სტატუსის შესამცირებლად. განახლებადი ენერგიების: წყალი, მზე, ქარი და სხვა ჩაყენებას ქვეყნის სოციალურეკონომიკური განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ტურიზმის სფეროს უცხოელი და შიდა ტურისტების თანამედროვე, ინკლუზიური მომსახურების შეთავაზებისათვის. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს აქვს მყარი პოტენციალი გახდეს კონკურენტული გლობალურ ბაზარზე რამდენიმე სექტორული მიმართულებით: - ტურიზმი და გართობის სფერო; - ფინანსები (გახდეს რეგიონული ფინანსური ჰაბი, „ევრაზიის ლუქსემბურგი“); - საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT); - ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO); - ავტონაწილების წარმოება; - ელექტრო ნაწილების წარმოება; - ფარმაცევტული ინდუსტრია; - სურსათი და სოფლის მეურნეობა. 24 https://drive.google.com/file/d/19_6L6oOCT72LICDowwPPOMo0CGCAXoW3/view?usp=sharing 37 ამ ჩამონათვალით მთავრობის ადმინისტრაციის პოზიცია მნიშვნელოვნად თანხვდება „აწარმოე საქართველოში“ პოზიციას. მთავრობის ადმინისტრაციის პოზიციის თანახმად, საქართველოს შესაძლებლობა აქვს დაწინაურდეს ეკონომიკის სხვა სექტორებშიც. ხსენებული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სამიზნედ აღებულ იქნას სექტორები, რომლებიც ექსპორტზე არის ორიენტირებული და ქვეყანაში ახალი ცოდნის გადმოტანას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, შექმნის დამატებით ღირებულებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკის დარგებზე. საბანკო ასოციაციაში მიიჩნევენ, დღევანდელ საერთაშორისო საინვესტიციო ბაზარზე დიდი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ შესაბამისი გარემოს შექმნის შემთხვევაში მოხდეს მსხვილი, ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ორიენტირებული ინვესტიციების მოზიდვა. ასევე, საქართველოსთვის ძალიან მიმზიდველი იქნება წარმოებისკენ მიმართული ინვესტიციები (რაც გადაითარგმნება სამუშაო ძალაში უმუშევართა წილის შემცირებაში). გარდა ამისა, საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, შავ ზღვასთან წვდომის გამო, ვფიქრობთ, შესაბამისი ინვესტიციის მოზიდვა დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე გრძელვადიან პერიოდში. მთავარი აქცენტი სწორედ მსგავსი ინვესტიციების მოზიდვაზე უნდა გაკეთდეს. ასეთი პროექტებისთვის საგადასახადო შეღავათებისა და ექსკლუზიური პირობების გადაცემა გონივრულია იქიდან გამომდინარე, რომ ეს დიდი ალბათობით სხვა არაპირდაპირი ბენეფიტების წყაროც იქნება. ჯაჭვური რეაქციიდან გამომდინარე, ტექნოლოგიური ინვესტიციები ერთი მხრივ, განაპირობებს სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, მეორე მხრივ კი, დადებითად აისახება ადგილობრივი სამუშაო ძალის კვალიფიკაციასა და სტანდარტებზე. IDFI ამ დარგებს განსხვავებულ მიმართულებებს ამატებს: ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსების პირობებში); ლოგისტიკა (სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო); აგრო-ტურიზმი; ენერგეტიკა. მათი აზრით, პოსტპანდემიურ პერიოდში ინვესტორები ეცდებიან, უფრო მეტად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგია და გარკვეულწილად ჩაანაცვლონ ადამიანური კაპიტალი. ასევე, არსებული გამოწვევების პირობებში გაიზარდა სამუშაო ბაზრის სტრუქტურა და უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა დისტანციური სერვისები. შესაბამისად, მხარდაჭერა ციფრული ტექნოლოგიების ათვისებაზე და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა დაგვეხმარება გავზარდოთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ინვესტიციებისთვის. კონკურენტული უპირატესობების მისაღწევად ექსპერტები ასევე ხაზს უსვამენ შემდეგი ნაბიჯების აუცილებლობას: იქიდან გამომდინარე, რომ მეზობლების შემთხვევაში საერთო რეგიონული ფონი თითოეულ ქვეყანას მეტ-ნაკლებად ერთნაირი აქვს, საკუთრების უფლების, სასამართლო რეფორმის, ქვეყნის შიდა ხანგრძლივი სტაბილურობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით გადადგმული ნაბიჯები გადამწყვეტ როლს ითამაშებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში. აღნიშნულ ფაქტორებს ზემოთ გავუსვით ხაზი. 38 მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადის შემცირება, კადრების მასიური გადამზადება, პორტების, აეროპორტების, რკინიგზის, საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარება. ასევე, მნიშვნელოვანია არსებობდეს ეკონომიკური თავისუფლება; სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდეს არარენტაბელურ საწარმოთა სუბსიდირება; სახელმწიფო უნდა იკავებდეს პრინციპულ, ანტიმონოპოლიურ პოზიციას და უნდა გაფართოვდეს საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებში. 7. ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი მექანიზმები მოსაზრებების ავტორები ასახელებენ კონკრეტულ და ზოგად მოსაზრებებს ინვესტიციების ხელშეწყობის მექანიზმებთან ან იმ პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ამ მიმართულებით უნდა იყოს განხორციელებული. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოზიციის თანახმად:     ჩამოთვლილ მიმართულებებში სტრატეგიული პირდაპირი ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანია, რომ აღმოფხვრილ იქნას საინვესტიციო კლიმატში არსებული ხარვეზები და ინვესტირება განხორციელდეს ადგილობრივი სამუშაო ძალის განათლებასა და გადამზადებაში, ასევე, საჭიროა დამატებით ინფრასტრუქტურის შექმნა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესება. ასევე უნდა მოხდეს კერძო - საჯარო პარტნიორობის სხვადასხვა ფორმის განხილვა, რათა მთავრობის სტრატეგიულ პროექტებში შემოვიდეს რაც შეიძლება მეტი ინვესტორი. მნიშვნელოვანია დამატებითი რესურსის გამოყოფა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციისათვის. ამასთან, უნდა გაძლიერდეს უცხოურ ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციის მექანიზმები, რათა მოხდეს მათთვის ქვეყნის პოტენციალის შეთავაზება (სექტორულ/მორგებული თვალსაზრისით). აქვე, ამ მიმართულებით მნიშნველოვანია ახალი მიდგომების დანერგვა. მაგალითად, საერთაშორისო კომპანიების (წარმომადგენლების) დაქირავება ქვეყნის შეთავაზების პოპულარიზაციის კუთხით (როგორც ეს 2020 წელს მოხდა სსიპ აწარმოე საქართველოში და USAID-ის დახმარებით, როდესაც ქვეყანამ კომპანია OCO გლობალი დაიქირავა). ამასთან, მიზანშეწონილია აქცენტი გაკეთდეს ისეთი სახის უცხოურ ინვესტიციებზე, რომლებიც ქვეყანას დაეხმარება კონკურენტუნარიანობის ზრდაში. კონკურენტუნარიანობა ნიშნავს უნარს, აწარმოო სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები დანახარჯით, რაც უნდა უზრუნველყოს ტექნოლოგიამ. ეს გრძელვადიან პერიოდში ჩაანაცვლებს სუბსიდირების, ან საგადასახადო შეღავათების მიდგომას. საქართველოს სამომავლო განვითარებისათვის მნიშვნელოვანია რამდენიმე "სტრატეგიული ინვესტორის" მოზიდვა, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირებას და ადგილობრივი მომწოდებლების ქსელის განვითარებას. მსგავსი მიდგომაა სლოვაკეთში, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში პირველი მსხვილი საავტომობილო კომპანიები (VW და KIA) შევიდნენ ბაზარზე და შექმნეს მსხვილი ობიექტები, მათ მოგვიანებით შეუერთდნენ JLR და PSA. მსხვილი სტრატეგიული ინვესტორების არსებობამ სლოვაკეთს 39 საშუალება მისცა ეტაპობრივად განევითარებინა ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების ძლიერი მიწოდების ჯაჭვი, რომლებიც ამჟამად ინტეგრირებულნი არიან გლობალურ ბაზარზე. მნიშვნელოვანია სწორედ მსგავსი სცენარი განვითარდეს საქართველოშიც. კლასტერების ფორმირების მხარდაჭერა, ფინანსური წახალისების მექანიზმები და ინდუსტრიული შენობების ბაზრის წახალისება ინვესტიციების მხარდაჭერის მექანიზმებად აქვს დასახელებული სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, მეტიც - აქ უფრო კონკრეტულ ინიციატივებზეც არის საუბარი, კერძოდ: წარმოების სექტორში ინვესტიციების წახალისებისთვის კლასტერების განვითარება საქართველო აქტიურად ცდილობს კონკურენცია გაუწიოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ინვესტიციების მოძიების პროცესში. მწვავე კონკურენციიდან გამომდინარე მრავალი ქვეყანა პოტენციურ ინვესტორს სთავაზობს მიწის ნაკვეთს, რომელიც მზად არის საწარმოს ასაშენებლად ან, ზოგ შემთხვევაში, აღნიშნულ მიწებზე საწარმოც აშენებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ლოკაციის მაძიებელი კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროისა და ხარჯების დაზოგვის ფაქტორი, საწარმოს ასაშენებლად გამზადებული მიწის ნაკვეთი საკმაოდ მიმზიდველი შეთავაზებაა. ხშირად, მიწის ნაკვეთი სადაც პოტენციურ ინვესტორს საწარმოს განთავსებას სთავაზობენ, გათვლილია არა ერთ, არამედ რამდენიმე საწარმოზე, რომლებიც ერთსა და იმავე სექტორში მოღვაწეობენ. ასეთ მიდგომა უზრუნველყოფს ე.წ. კლასტერების შექმნას კონკრეტულ ინდუსტრიებში და ამარტივებს ინვესტორების მოძიებასა და მათ შენარჩუნებას. აქედან გამომდინარე, სააგენტოში მიზანშეწონილად თვლიან საქართველოში რამდენიმე ტერიტორიის გამოყოფას, რომლებიც განკუთვნილი იქნება პრიორიტეტული სექტორების საწარმოებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ელექტრო, ავტო და საავიაციო ნაწილების საწარმოები (რომელ სექტორებიც სამუშაო ძალის ხელფასის ხარჯი მნიშვნელოვანი) აღმოსავლეთ ევროპიდან უფრო აღმოსავლეთისკენ იწყებენ მიგრაციას, რაც საქართველოსთვის იდეალურ შანსს წარმოადგენს. ზოგადი კრიტერიუმები: მიწის ფართობი - 20 ჰექტარი, დაშორება აეროპორტიდან ან პორტიდან - მაქსიმუმ 20-30 კილომეტრი; მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში; კომუნიკაციები: • წვდომა მაღალი წნევის ბუნებრივ აირთან; • ინდუსტრიულ წყალთან; • მაღალი ძაბვის ელექტროენერგიასთან (35/110 KV); საშუალება უნდა იყოს ქსელში დიდი სიმძლავრის ჩართვის (50 MW-ამდე). შემოთავაზებული ლოკაციები: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად; ფოთის პორტის მახლობლად. აღნიშნული მექანიზმის ეფექტურად ამუშავებისთვის დამატებით შესაძლებელია კლასტერის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის „რეზერვაციის“ სისტემის შემოღება იმისათვის, რომ პოტენციურმა ინვესტორმა წინასწარ შეარჩიოს მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთი და ინვესტორის მხრიდან კვლევის განხორციელების პერიოდში არ მოხდეს მიწის გასხვისება. 40 FDI გრანტის პროგრამის დამატებითი კომპონენტი - 2020 წლის ბოლოს, საქართველოში პირველად შეიქმნა მექანიზმი რომელიც კონკრეტულად უცხოურ ინვესტიციით განხორციელებულ კომპანიებს ფინანსურ შეღავათს სთავაზობს. ფინანსური შეღავათი გათვალისწინებულია მხოლოდ იმ ხარჯებზე, რომლებიც გაწეულია სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. პროგრამით განსაზღვრული ეკონომიკის სექტორებია: • ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება; თვითმფრინავების ნაწილების და კომპონენტების წარმოება; ავტომობილებისა და მოწყობილობების (მანქანადანადგარები), ასევე მათი ნაწილების წარმოება; ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს სერვისების/პროცესების აუთსორსინგი (BPO), რომელიც გულისხმობს საქართველოდან სხვა უცხოურ ბაზარზე მომსახურების მიწოდებას/აუთსორსინგს; დასაწყობება და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა; საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება (MRO). მისაღები დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია კომპანიის საქმიანობის სექტორსა და აღებულ საინვესტიციო ვალდებულებებზე. გრანტის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: პროგრამაში მონაწილე კომპანიას ეკისრება ვალდებულება განახორციელოს მინიმუმ 10 მილიონი ლარის (3 მლნ დოლარი) ინვესტიცია და შექმნას მინიმუმ 100-150 სამუშაო ადგილი. გამონაკლისს წარმოადგენს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO), სადაც ინვესტიციის მინიმალური ოდენობა შეადგენს 5 მილიონ ლარს (1.5 მლნ აშშ დოლარი) და შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა 200-ს. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, კომპანია მიიღებს 1 მილიონ ლარამდე (300 ათასი აშშ დოლარი) გრანტს (ხარჯების ანაზღაურებას). მიუხედავად იმისა, რომ მექანიზმით სარგებლობის დაინტერესება უკვე გამოთქვა რამდენიმე კომპანიამ, ამ მექანიზმის მოცვის გასაზრდელად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აზრით, სასურველია დაემატოს კომპონენტი, რომელიც განსაკუთრებით დიდი და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის შემთხვევაში, ფინანსური დახმარების კომპონენტს არ შეზღუდავს 1 მლნ ლარით და მთლიანი პროექტის ღირებულების გარკვეული პროცენტით იქნება განსაზღვრული. ინდუსტრიული შენობის ბაზრის შექმნის წახალისება ინვესტორებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში მარტივი შემოსვლა/დაფუძნება, ხსენებული მოიცავს გამართული ინფრასტრუქტურის საკითხსაც - ანუ იმ შემთხვევას, როდესაც ინვესტორები ეძებენ მზა ინდუსტრიულ შენობებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სასურველია ინდუსტრიული შენობების ბაზრის განვითარებას. - სახელმწიფომ ხელი შეუწყოს კერძო სექტორის ჩართულობის გასაზრდელად შესაძლებელია ინდუსტრიული შენობის აშენების პირობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის მექანიზმის ამუშავება, როგორც ეს წარმოების სექტორში ხდება. მსგავსი ინიციატივა შეამცირებს პროექტის ხარჯებს და წაახალისებს დეველოპერებს, ააშენონ ინდუსტრიული შენობები, რომლებიც შემდგომ ინვესტორებზე გაიყიდება ან გაქირავდება კონკურენტულ ფასად. (ალტერნატიულად, კერძო სექტორის არ დაინტერესების 41 შემთხვევაში, შესაძლებელია სახელმწიფომ თავად მოახდინოს მსგავსი შენობების მომზადება. მსგავს მექანიზმს მიმართავს არაერთი ევროპული ქვეყანა). აქვე სახელმწიფოს წარმომადგენლები საუბრობენ ახალ შესაძლებლობებზე, კერძოდ ზეპირ მოსმენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ხაზი გაესვა, რომ, მიუხედავად სირთულეებისა, რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია მაინც შეინიშნებოდა ამ პერიოდში; მაგალითად შარშან ქვეყანამ მიიღო საშეღავათო რეჟიმი IT კომპანიებისთვის და ამას რამდენიმე მსხვილი კომპანიის შემოსვლა მოჰყვა. ასევე, წელს დასრულდა მოლაპარაკებები და საქართველოში სილიკონ ველის პირველი ვენჩურული ფონდი - "კატაპულტ ჯორჯია" დაფუძნდა. ფონდი ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. სახელმწიფოც მონაწილეობს ლიმიტირებული პარტნიორის ფორმატით და 2022 წელს დაიწყებს ფონდი დაფინანსებებს; შესაბამისად, სამინისტროსთვის სწორედ მსგავსი მოქმედების ტაქტიკა არის განსაზღვრული ინვესტიციების წასახალისებლად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტების პოზიციები ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ ასე შეიძლება დაჯგუფდეს: სახელმწიფომ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოსაზიდად სპეციალური მექანიზმების შექმნას. ამ კუთხით საინტერესო და მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილება. აუცილებელია კონკურენტული გარემოს შექმნა; საქართველოს რეგიონების წიაღისეული სიმდიდრეებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების პოტენციალის გათვალისწინებით, ხელი უნდა შევუწყოთ ახალი, განახლებადი ენერგიის გენერაციისათვის საჭირო მოწყობილობების შეძენას ზემოაღნიშნული რესურსების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩასართველად მთიანი და ბარის რაიონის მოსახლეობის დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით. საბანკო ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ამ კუთხით საქართველოს მხრიდან რეგულარულად უნდა ორგანიზდებოდეს შესაბამისი ფორუმები და საქართველოს წარმომადგენლობა უნდა მონაწილეობდეს იმავე ფორმატის ნებისმიერი ტიპის ფორუმებსა თუ პრესკონფერენციებში, სადაც მათ საჭიროებებზე მორგებულ საკითხებზე გამახვილდება ყურადღება. ამ ნაბიჯების მეშვეობით მაქსიმალურად ბევრ ინსტიტუციონალურ თუ კერძო ინვესტორამდე მივა შესაბამისი მესიჯები, რაც შედეგის მომტანი იქნება. გარდა ამისა, თავისუფალი ინდუსტრიული თუ ეკონომიკური ზონების შექმნა პირდაპირ უმიზნებს ინვესტორთა ინტერესებს. „გამჭვირვალობა საქართველოს“ რეკომენდაციებში ხაზგასმულია კვლევის აუცილებლობა - ინვესტიციებში თანამონაწილეობა. რეგიონების და დარგების მიხედვით საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა და მიღებული შედეგების პოტენციურ ინვესტორებზე მიწოდება. IDFI შემდეგ აქცენტებს აკეთებს: ადამიანური კაპიტალის სპეციალიზაცია და კვალიფიკაციის ამაღლება სტრატეგიულ მიმართულებებზე (ინფორმაციული ტექნოლოგიები, პროფესიული სასწავლებლები); ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებულად განხორციელება; სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია; გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები (ელ. ენერგიის სექტორის შემთხვევაში); ასევე ხაზს უსვამს საჯარო-კერძო დიალოგის ხელშეწყობის აუცილებლობას. 42 შესაბამისად, ექსპერტების რეკომენდაციებში უფრო ზოგადი ტიპის პრობლემების გადაჭრაზეა აქცენტი და ნაკლებად - კონკრეტულ წამახალისებელ მექანიზმებზე. თსუ-ს რეკომენდაციებში აღნიშნულია - საინვესტიციო საქმიანობის მონიტორინგის სამთავრობო უწყების შექმნა, რომელსაც დაევალება, როგორც საპროექტო წინადადებების შეფასება, ასევე განხორციელებული ინვესტიციების მონიტორინგი და მათი სარგებლიანობის შეფასება. მსგავს რეკომენდაციას მოკვლევის არც ერთი სხვა მონაწილე არ იზიარებს. საპარლამენტო ზეპირი მოსმენის დროს ასევე გამოიკვეთა რამდენიმე რეკომენდაცია: ექსპერტთა აზრით, დადებითია ბიზნესის სავალდებულო რეპორტინგის საკითხით დაინტერესება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის; მნიშვნელოვანია ბაზრის განვითარებისთვის უფრო ინტენსიური ნაბიჯების გადადგმა; სახელმწიფო საწარმოების წამგებიანობის გამო, რეკომენდაციაა, შეიქმნას სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საბჭო, რომელშიც ბიზნეს ასოციაციების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებიც შევლენ; თსუ მკვლევარის აზრით, ტურიზმის და კაპიტალტევადი სხვა ბიზნესის განვითარებისათვის მიზანშეწონილია საინვესტიციო ფონდების შექმნა, მაგალითად, REIT*-ს ტიპის. პროფესიული განათლების დაწესებულებების მიერ მიწოდებული ცოდნა შესაბამისობაშია მოსაყვანი ინვესტორთა საჭიროებებთან; სასურველია განვითარდეს არა მხოლოდ 2 წლიანი, არამედ 6-8 თვიანი, პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამები და ა.შ. 8. კოვიდ19 და ინვესტიციები კოვიდ19-ის პანდემია ცხადია დამატებითი ფაქტორია საინვესტიციო გარემოს გაუარესებისა და ზოგადად ცვლილებისთვის. ამ კონკრეტული ფაქტორის ანალიზის დროს მოკვლევაში გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი: თსუ-ს მკვლევარები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიის მოთხოვნებმა შეცვალა საინვესტიციო დარგების სავარაუდო სტრუქტურა. ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, საინვესტიციო პოტენციალი უნდა გაიზარდოს ICT -სა და ახალი პროფესიების მქონე შრომითი რესურსების ზრდის მიმართულებით. კოვიდ 19-მა: 1.შეზღუდა შედარებითი უპირატესობის კანონის მოქმედების გამოვლინების ფორმები; 2. გააფართოვა და მოახდინა ადგილობრივი წარმოების დივერსიფიკაცია; 3. დღის წესრიგში დააყენა ელექტრონული გამომყენებელი დარგები სწრაფად განვითარდა). პლატფორმების გამოყენება (მათი 43 მათივე აზრით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს რეალურ სექტორს, ცალკეული სახეობების პროდუქციით თვითუზრუნველყოფისა და სასურსათო უსაფრთხოების ზრდას. შესაბამისად, მეტი პრეფერენციებით უნდა სარგებლობდეს ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს დაეხმარებიან აღნიშნული მიზნის მიღწევაში. გლობალური პანდემიიდან გამომდინარე ინვესტორთა გარკვეულ ინტერესს იწვევს მედიცინისა და ფარმაცევტიკის ის დარგები, რომლებიც დაკავშირებულია კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის და პროფილაქტიკის ღონისძიებებთან. შესაბამისად, შესუსტებულია ინტერესი ტურიზმის და მსგავსი მიმართულებების მიმართ. ასევე, მათი მოლოდინია, რომ კოვიდ 19-დან გამომდინარე ეკონომიკის მდგრადი განვითარების ისეთი თანმხლები არასასურველი მოვლენა, როგორიც არის ეკონომიკური განუსაზღვრელობა, მისი მოცულობა და მასშტაბები სავარაუდოდ გაიზრდება. მოცემული პრობლემის შესაფასებლად, თანამედროვე ინდიკატორების ჩამოყალიბებითა და ამოქმედებით პრევენციული გახდება გადაწყვეტილებები მმართველობის ყველა დონეზე. აქვე, მათი პოზიციაა, რომ უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო უნდა გახდეს მთავარი შემკვეთი ბაზარზე, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ათვისებისთვის ეროვნული ბიზნესი მზად არ არის მწირი შესაძლებლობების გამო. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის რეფორმირების პოლიტიკას. სახელმწიფოს, როგორც მთავარი შემკვეთის შესახებ ცალსახა პოზიციას, სრულად არ იზიარებენ მოკვლევის სხვა მონაწილეები. თუმცა, საინვესტიციო დარგების სტრუქტურულ ცვლილებაზე სხვა ექსპერტებიც საუბრობენ. მაგალითად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც“ იზიარებენ, რომ ტურიზმის სექტორი ნაკლებ მიმზიდველი გახდა, და პრიორიტეტი სამედიცინო აღჭურვილობის და მასალების წარმოებას მიენიჭა. IDFI-ში კი აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში მსოფლიო ბაზარზე უფრო მეტად გამოიკვეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების საჭიროება. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაში სულ უფრო მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვაჭრობა. შესაბამისად, ვფიქრობთ, გლობალურ სატრანზიტო ქსელში საქართველოს როლის ზრდა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის განვითარებისათვის. აღნიშნულისათვის საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება და არსებულის დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელება. აქვე, აღნიშნული ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლისთვის ევროპარლამენტი “Carbon tax”-ის შემოღებას გეგმავს, რაც ნიშნავს გადასახადების დაწესებას ევროკავშირის საზღვრებში იმ პროდუქციის ექსპორტზე, რისი წარმოებისთვისაც გამოყენებული პროდუქტების (მაგ: ელექტროენერგია) დამზადებისას დიდი რაოდენობით კარბონის გაჟონვა მოხდა ატმოსფეროში. შედეგად, გაიზრდება მოთხოვნა განახლებად ენერგიაზე და შემცირდება თბო-ელექტორსადგურების მიერ წარმოებულ დენზე, რომელზე არსებული მოთხოვნაც 2020 წელს მთელი გამომუშავებული ელექტროენერგიის 25%-ს უტოლდებოდა. შესაბამისად, უნდა განვავითაროთ განახლებადი ენერგიის ისეთი წყაროები, როგორიცაა: ჰიდრო, მზისა და ქარის სადგურები. შედეგების შესაფასებლად საბანკო ასოციაცია მეტი დროის გასვლის მნიშვნელობაზე საუბრობს - „აღნიშნულ საკითხზე დასკვნების გაკეთება ნაადრევია, რადგან ჯერ შუა პროცესში ვართ და რეალობა მხოლოდ პოსტ-პანდემიურ პერიოდში გამოჩნდება“. თუმცა, აღსანიშნავია რომ მოთხოვნები ტექნოლოგიური გარღვევებისთვის იმაზე მეტია ვიდრე 44 ოდესმე. დიდი რეცესიების შემდგომ მოსალოდნელი პროგრესისთვის საჭიროა თავიდანვე მოვემზადოთ და დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდი გარემო გაცილებით მომხიბვლელი გვქონდეს კონკურენტებთან შედარებით. ზემოხსენებული საკანონმდებლო და ეგზო ფაქტორები ამას ცალსახად აკეთილშობილებენ. „აწარმოე საქართველოში“, რომელიც უშუალოდ არის ინვესტიციების მოზიდვაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი უწყება, ასე აღწერს კოვიდის გავლენას - „სხვა, ზემოთ უკვე დასახელებულ ფაქტორებთან ერთად, ახალი ტენდენციებიდან საგრძნობლად გართულდა ინვესტიციების მოზიდვა რადგან კომპანიები გახდნენ უფრო ფრთხილები, ხოლო შემცირებული ინვესტიციების ფონზე კიდევ უფრო გაიზრდა კონკურენცია“. მოცემული რეალობის გათვალისწინებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოსაზრების თანახმად, აუცილებელია საქართველო კიდევ უფრო აგრესიული იყოს შეთავაზებებსა და წამახალისებელი მექანიზმების შემუშავებაში. შესაბამისად, სააგენტოს აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი წამახალისებელი მექანიზმების დამატება, უკვე არსებული მექანიზმების არსენალისთვის საქართველოს საკმაოდ კარგ მდგომარეობაში დააყენებს კონკურენტებთან შედარებით, რადგან ზოგადი ბიზნეს გარემოს კუთხით ქვეყანა უკვე საკმაოდ კონკურენტულია. ხოლო სწორედ ქვეყნისათვის მთავარ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიძლება ამოქმედებული იყოს ხსენებული მექანიზმები. 45 IV დასკვნები და რეკომენდაციები 1. საინვესტიციო გამოწვევები მიგნება 1 - ინვესტორების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ობიექტს წარმოადგენს ინვესტიციის განხორციელების ხელმისაწვდომობა; საერთაშორისო პროცესში: კვალიფიციური გადაზიდვები სამუშაო (აეროპორტები, ძალის საერთაშორისო ბაზრებთან წვდომის სიმარტივე); ხარისხიანი განათლების სისტემა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები; ბიზნესის ფუნქციონირების გამჭვირვალე პროცედურები; ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა (ტრანსპორტი, საწყობები, მზა შენობები); პოლიტიკური სტაბილურობა და კანონის აღსრულება; სექტორის განვითარების დონე და წარმოების ჯაჭვის არსებობა; სამუშაო ძალის დანახარჯები; ვალუტის კურსის ხშირი მერყეობა; ინვესტორებთან არსებული სასამართლო დავები; განუვითარებელი კაპიტალის ბაზარი25. მიგნება 2 - სასამართლო სისტემისადმი ნდობა, მოსამართლეთა კვალიფიკაცია, მიღებულ გადაწყვეტილებათა არაერთგვაროვნება, ინვესტორების მიერ უპირატესად წაგებული პროცესების განსაკუთრებული სიმრავლე საინვესტიციო გარემოს გაუარესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა26. მიგნება 3 ბინადრობის უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების საკითხი და უფლების (განსაკუთრებით მცირე გამკაცრება მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტურიზმის მეწარმეების შემთხვევაში) სამშენებლო სექტორის და შემთხვევაში27 და ასევე სოფლის მეურნეობის სექტორის შემთხვევაში; გამოთქმული იქნა მოსაზრება საინვესტიციო მოქალაქეობის პრინციპის შემოღების შესაძლებლობის შესახებაც. მიგნება 4 - 2019-2020 წლებში მკვეთრად შემცირდა ინვესტიციები აზერბაიჯანიდან, რაც ძირითადად უკავშირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებას. პანდემიურ წელს მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა მასპინძლობის სექტორმა, სადაც ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა28. მიგნება 5 – ქვეყნის მაჩვენებლების გაუარესება ფიქსირდება ისეთ საერთაშორისო რეიტინგებში რომლებიც ეხება კორუფციას, ბიზნესის გადახდისუუნარობის გადაჭრას, კონკურენტუნარიანობას; შეფერხებები მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში (მაგ: ღრმაწყლოვანი პორტის 25 ამ პოზიციებზე გამოკითხულთა 2/3 თანხმდება; ბიზნეს-ასოციაციების, ექსპერტების პოზიცია; 27 დასახელებულია 2 რესპონდენტის მიერ; 28 აზერბაიჯანის ფაქტორს ხაზი გაუსვა ბიზნესომბუდსენმა. 26 46 მშენებლობის გადადება, საერთაშორისო სატრანზიტო გზის მშენებლობის გახანგრძლივება, და სხვა) უარყოფით სიგნალს აძლევს ინვესტორებს და ამცირებს ქვეყნისადმი დაინტერესებას29. მიგნება 6 - ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საგარეო რისკებისადმი დაბალი მოწყვლადობა არის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, რითაც შესაძლებელია ინვესტორების დაინტერესება30. თუმცა, მეორე მხრივ, ყარაბაღის კონფლიქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანა ცხელ რეგიონში იმყოფება, რაც ინვესტორთა სიფრთხილეს აათმაგებს31. პრობლემაა შიდაპოლიტიკური არასტაბილურობაც32. მიგნება 7 - ინვესტიციების შემაფერხებელი ფაქტორია სახელმწიფო საწარმოების არსებობა და მათი წამგებიანობა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის სირთულეები ბიზნესებისთვის33; ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობა34. 2. საგადასახადო გარემო მიგნება 1 - საქართველოში არსებული ლიბერალური საგადასახადო გარემო, მათ შორის არსებული საგადასახადო განაკვეთები, მოგების ესტონური მოდელის დანერგვა, დაბეგვრის სპეციალური ეკონომიკური ზონების არსებობა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რომელიც ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან არის დადებული, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულება 56 ქვეყანასთან და ა.შ. საერთო ჯამში, ძირითად ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის35. მიგნება 2 - ბიზნეს-საგადასახადო კანონმდებლობის მუდმივი განახლებისა და ცვლილებების მიუხედავად, საქართველოს საინვესტიციო გარემო გამოირჩევა ბუნდოვანი და ორაზროვანი ნორმების სიმრავლით, რაც გადასახადის გადამხდელისთვის არაპროგნოზირებად გარემოს ქმნის36. მიგნება 3 – პრობლემურია საგადასახადო დავების გადაწყვეტის მექანიზმები, ასევე პრობლემურია - დროში ხანგრძლივობა, გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციები და ა.შ37. სასამართლოების მიერ მსგავს ქეისებზე განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღება, რაც ართულებს ინვესტორის მიერ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვის განჭვრადობას38. 29 დასახელებულია ექსპერტების მიერ მთავრობის ადმინისტრაციის პოზიციით 31 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზრება 32 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოზიცია 33 საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-საბჭო 34 IDFI, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ 35 პრაქტიკულად საერთო პოზიცია 36 ბიზნეს-ომბუდსმენის პოზიცია 37 ბიზნეს-ომბუდსმენის პოზიცია/IDFI/საბანკო ასოციაცია 38 საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 30 47 მიგნება 4 - არ არის შეთანხმებული პოზიცია საგადასახადო შეღავათებთან მიმართებაში ექსპერტთა ნაწილი ინვესტიციების სტიმულირებისთვის საგადასახადო შეღავათების სისტემის მომხრეა39, თუმცა, საერთაშორისო რეკომენდაციებით საგადასახადო შეღავათების ფართოდ გამოყენება მთელ მსოფლიოში მათი ნეტტო-ეფექტის გაურკვევლობის პირობებში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, როგორც ეროვნული მმართველობის დონეზე, ასევე, საერთაშორისო პოლიტიკაშიც. აღნიშნულ პროცესს შემუშავებული პოლიტიკის საზღვრებში დასახული ღონისძიებების არაეფექტიანობამდე მივყავართ40. 3. სამართლებრივი რეგულირება მიგნება 1 - საერთო ჯამში საქართველოს აქვს საკმაოდ მიმზიდველი სამართლებრივი ჩარჩო უცხოელი ინვესტორებისთვის. ხსენებული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მიგნებები აისახა OECD-ის მიერ მომზადებულ Investment Policy Review: Georgia დოკუმენტში41. მიგნება 2 - მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უარი თქვას სწრაფი და არაპროგნოზირებადი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელიც ინვესტორებს ურთულებს საქმიანობის და მოგების დაგეგმვას42. მაგალითად მოყვანილი იქნა საკანონმდებლო ცვლილებები სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონმდებლობაში43. მიგნება 3 - საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა უცხოელი ინვესტორებისთვის საკუთრების უფლების აბსოლუტური უზრუნველყოფა. საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წელს მიღებულმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანულმა კანონმა გაართულა უცხოელი ინვესტორების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლებით შეძენის პროცესი, რაც გარკვეულწილად ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს მომდევნო წლებში სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესზე44. მიგნება 4 - სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობა - რეკომენდაციებს შორისაა რეფორმის პარალელურად არჩევა/ტრენინგი და ეკონომიკური ზოგადად სისტემისადმი სპეციალიზაციის ნდობის გაზრდა, მოსამართლეების მონიტორინგის სამსახურის შექმნა დავების ზედამხედველობისთვის . 45 39 მათ შორის თსუ ექსპერტთა ნაწილი, საბანკო ასოციაცია, „აწარმოე საქართველოში“ OECD, IMF 41 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 42 ბიზნეს-ასოციაციების და ექსპერტების მოსაზრება 43 „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს პოზიცია 44 ბიზნესომბუდსმენი 45 IDFI/საბანკო ასოციაცია/“აწაროე საქართველოში“ 40 48 მიგნება 5 - მნიშვნელოვანია არ მოხდეს არსებული გარემოს გართულება და თითოეული გადაწყვეტილება საკანონმდებლო ბიზნესებისთვის პროცესების ცვლილებების გამარტივებას და შესახებ ამ უნდა ემსახურებოდეს პროცედურული საკითხების შეფერხებების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფას. მაგალითებად მოყვანილია შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები46. 4. არასაკანონმდებლო ბარიერები მიგნება 1 - არასაკანონმდებლო ბარიერებს შორის ყველაზე ხშირად დასახელდა შემდეგი ფაქტორები:       არასტაბილური პოლიტიკური გარემო; მათ შორის კონფლიქტები და საგარეო გამოწვევები; სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინვესტორებთან არსებული სამართლებრივი დავები; კორუფცია და ბიზნესის თავისუფლების ხარისხი - გასათვალისწინებელია ის ხარვეზები რომელიც ფიქსირდება საქართველოს პოზიციების დაკარგვით სხვადასხვა კორუფციის აღქმის ინდექსში; დაბალი კვალიფიკაციის ადამიანური კაპიტალი - ინვესტიცია განათლების სექტორში, პროფესიულ სასწავლებლებში და ტექნოლოგიების ათვისება (ასევე გულისხმობს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას); ბიუროკრატიული პროცედურები; მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა, დაბალი ეკონომიკური ზრდა47; მიგნება 2 - OECD-ს მერ მომზადებულმა საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტმა (OECD Investment Policy Reviews: Georgia) გამოკვეთა, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქვეყნის და შესაბამისად მისი საინვესტიციო პოტენციალის დაბალი ცნობადობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს48. მიგნება 3 - ტვირთის ტრასპორტირების საკითხი. ტვირთის მოცულობა საქართველოდან საკმაოდ მცირეა, უმეტესწილად, ხდება პროდუქტების დაჯგუფება, რის შედეგადაც გადამზიდავს უწევს, რამდენიმე სხვადასხვა ადგილას გაჩერება და არა პირდაპირ დანიშნულების ადგილამდე მიტანა, რაც ზრდის ტრანსპორტირების დროსა და ღირებულებას49. მიგნება 4 - პრობლემაა სახელმწიფო საწარმოების არსებული ზარალი და პრივატიზაციის დაბალი მაჩვენებელი - სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია; ადგილობრივ ინტერესთა ჯგუფების კონფლიქტები; ხელისუფლების არათანმიმდევრულობა 46 IDFI IDFI 48 აწარმოე საქართველოში 49 OECD Investment Policy Reviews: Georgia/“აწარმოე საქართველოში“ 47 49 ინვესტორსა და საზოგადოებას შორის წარმოქმნილი კონფლიქტის გადაჭრისას; რიგ შემთხვევებში: ბიუროკრატია, არასაკმარისი საინფორმაციო უზრუნველყოფა, სამუშაო ძალის არასათანადო კვალიფიკაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე; ჩრდილოვანი ეკონომიკის გარკვეული მასშტაბი50. მიგნება 5 - მნიშვნელოვანია მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ბიუროკრატიული პროცედურები უცხოელ ინვესტორებთან ბიზნეს ურთიერთობის პროცესში. ასევე, მათთან ურთიერთობის თვალსაზრისით დაინერგოს ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპი. სასურველია ადამიანური კაპიტალის ზრდის მიზნით, პროფესიული განათლების წახალისება, სამუშაო ძალის გადამზადება იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს სტრუქტურული უმუშევრობის აღმოფხვრა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაცია51. მიგნება 6 - მნიშვნელოვანია ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენება და რკინიგზის სრული მოდერნიზება, ტვირთგამტარობის მნიშვნელოვნად ზრდა52. 5. საერთაშორისო საინვესტიციო გარემო და საქართველოს კონტექსტი მიგნება 1 - გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები ბოლო წლების განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მონაცემების მიხედვით, 2019 წელს ინვესტიციების მსოფლიო ნაკადი 1.54 ტრილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 2018 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს მხოლოდ 3%-ით აღემატება, ხოლო ბოლო ხუთწლეულის მაქსიმალურ მაჩვენებელს (2 ტრილიონ აშშ დოლარი-2015 წელი) კი თითქმის 30%-ით ჩამორჩება. მიგნება 2 - არ გამართლდა მოლოდინი, რომ კოვიდ-პანდემიის გამო ინვესტიციების დიდი ნაწილი შეიცვლიდა გეოგრაფიას - 2020 წლის დასაწყისში მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე შეიქმნა მოლოდინი, რომ დიდი რაოდენობის საწარმოები აზიის ქვეყნებიდან (განსაკუთრებით ჩინეთი) გადაინაცვლებდა დასავლეთისკენ. წლის მეორე ნახევარში არსებული ტენდენციები აჩვენებს, რომ გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში არ იქნება რადიკალური ცვლილებები. თუმცა, შესაძლოა აჩქარდეს დივერსიფიკაციის სტრატეგიის განვითარება, რომლის ფარგლებში მრავალი კომპანია ეცდება არ იყოს დამოკიდებული ერთ ქვეყანაზე/მომწოდებელზე და ქონდეს საწარმოები და/ან მომწოდებლები რამდენიმე გეოგრაფიულად განცალკევებულ ქვეყანაში53. მიგნება 3 – მსოფლიოში საინვესტიციო ნაკადების ზრდა აღინიშნება: ICT –ის ინტენსიური გამოყენების სექტორებში, მწვანე ეკონომიკაში, განახლებადი ენერგიის წარმოების 50 IDFI, თსუ ექსპერტები ბიზნესომბუდსმენის აპარატი/თსუ ექსპერტები 52 „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 53 სააგენტო „აწარმოე საქართველოში“/საგარეო საქმეთა სამინისტრო/ექსპერტები 51 50 სექტორში და სოფლის მეურნეობაში. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: 1. ინტელექტ და ტექნოტევადი დარგები; 2. განახლებადი ენერგიის წარმოება და 3. ელექტრონული ვაჭრობა. ამასთან, (საქართველომ უნდა გააძლიეროს აქტიურობა ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, ლოგისტიკურ ჰაბად და საშუალოვადიან პერსპექტივაში - რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებისათვის)54. მიგნება 4 - კაპიტალის მოსაზიდად საქართველოს სჭირდება კაპიტალის შიდა ბაზრის განვითარება, მსხვილი უცხოური ბანკების შემოსვლა55. მიგნება 5 - საერთაშორისო კონკურენციაში უპირატესობის მოპოვების პოზიტიურ ქეისებად ექსპერტებს მოყვანილი აქვთ ირლანდიის და პოლონეთის კონკრეტული ქეისები56. 6. პერსპექტიული საინვესტიციო დარგები მიგნება 1 - ექსპერტები პერსპექტიულ დარგებს შორის ასახელებენ ICT, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, მსუბუქი მრეწველობა და ინოვაციური მეწარმეობა, წყლის ენერგო პოტენციალის რაციონალური ათვისება და საქართველოდან სასმელი წყლის ექსპორტის ხელშეწყობა საერთაშორისო ბაზრებზე, საფინანსო სექტორი შესაბამისად, საუბარია პრაქტიკულად შეუზღუდავ სპექტრზე. ყველაზე ხშირად კი დასახელებული იყო ICT, ენერგეტიკა და საფინანსო სექტორი57. მიგნება 2 - წლების განმავლობაში, საქართველოში ტრადიციულად FDI-ის მთავარი სექტორები იყო ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, საფინანსო სექტორი, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა და უძრავი ქონება. აღნიშული სექტორებიდან უმეტესობა შიდა ბაზარზეა მიმართული და ქვეყნის ბაზრის სიმცირისა და განვითარების დონიდან გამომდინარე, აღნიშული სექტორების FDI-ის მაქსიმუმი/ზედა ზღვარი ლიმიტირებულია. დამატებითი FDI-ის მოსაზიდად აუცილებელია ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული სექტორების განვითარება, რაც აქამდე ფაქტიურად არ არსებობს ქვეყანაში (“efficiency-seeking FDI”) და პარალელურად, რამდენიმე მასშტაბური სტრატეგიული პროექტის განხორციელება (მაგალითად, ანაკლიის პორტი, წყალტუბოს კურორტი და ა.შ.)58. მიგნება 3 - სსიპ-მა აწარმოე საქართველოში განსაზღვრა შემდეგი პრიორიტეტული სექტორები: ბიზნეს სერვისების აუთსორსინგი და IT; კომპიუტერების, ელექტრონული და ელექტრული მოწყობილობების ნაწილების და კომპონენტების წარმოება; საჰაერო 54 თსუ ექსპერტები საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო 56 IDFI, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“/საბანკო ასოციაცია 57 თსუ ექსპერტები/საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქარველოში/IDFI 58 სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 55 51 ხომალდების რემონტი პროდუქტების წარმოება; და ტექნიკური ავტონაწილების მომსახურება წარმოება; (MRO); საავიაციო ფარმაცევტული ნაწილების და კომპონენტების წარმოება; ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოება; სასტუმროების ინდუსტრია და ტურიზმთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა; სააგენტოსთვის ასევე პრიორიტეტული მიმართულებებია ლოგისტიკა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და საკვების გადამუშავება59. 7. ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი მექანიზმები მიგნება 1 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოზიციის60 თანახმად უნდა მოხდეს:  საინვესტიციო კლიმატის ხარვეზების აღმოფხვრა;  ადგილობრივი სამუშაო ძალის გადამზადება;  ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრა;  PPD მექანიზმების გამოყენება;  დამატებითი რესურსების გამოყოფა პოპულარიზაციისთვის, მათ შორის საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლების დაქირავება; (როგორც ეს 2020 წელს მოხდა სსიპ აწარმოე საქართველოში და USAID-ის დახმარებით, როდესაც ქვეყანამ კომპანია OCO გლობალი დაიქირავა);  აქცენტი გაკეთდეს ისეთი სახის უცხოურ ინვესტიციებზე, რომლებიც ქვეყანას დაეხმარება კონკურენტუნარიანობის ზრდაში;  რამდენიმე "სტრატეგიული ინვესტორის" მოზიდვა, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირებას და ადგილობრივი მომწოდებლების ქსელის განვითარებას. (მსგავსი მიდგომაა სლოვაკეთში, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში პირველი მსხვილი საავტომობილო კომპანიები (VW და KIA) შევიდნენ ბაზარზე და შექმნეს მსხვილი ობიექტები, მათ მოგვიანებით შეუერთდნენ JLR და PSA). მიგნება 2 – სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოსაზიდად ხელისუფლებას სთავაზობს 3 მნიშვნელოვანი მექანიზმის განხორციელებას : 61  წარმოების სექტორში ინვესტიციების წახალისებისთვის კლასტერების განვითარება - ამ მიზნით სხვა მექანიზმებთან ერთად სატრანსპორტო კვანძებთან ახლოს მიწის რეზერვაციის სისტემის შემოღება; 59 სააგენტო „აწარმოე საქართველოში“/მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 61 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 60 52  FDI გრანტის პროგრამის დამატებითი კომპონენტი - სააგენტოს მნიშვნელოვნად მიაჩნია დახმარების მოცულობის ზედა ზღვარის გაზრდა (არ იყოს შეზღუდული 1 მილიონი ლარით);  ინდუსტრიული შენობის ბაზრის შექმნის წახალისება. მიგნება 3 - ექსპერტები აქცენტს აკეთებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის: საერთაშორისო ფორუმების ორგანიზება და მონაწილეობა62; კვლევების აუცილებლობა, დარგების პერსპექტიულობის შესწავლა და ინვესტორების ინფორმირება („საერთაშორისო გამჭირვლაობა-საქართველო“), კვალიფიკაციის ამაღლება ადამიანური სტრატეგიული კაპიტალის სპეციალიზაცია მიმართულებებით და (ინფორმაციული ტექნოლოგიები, პროფესიული სასწავლებლები); ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებულად განხორციელება; სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია; გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები (ელ. ენერგიის სექტორის შემთხვევაში); (IDFI). განათლებისა და კვლევის აუცილებლობაზე აქვთ გამახვილებული ყურადღება თსუ-ს ექსპერტებსაც. ასევე თსუ-ს ექსპერტული კომენტარია საინვესტიციო საქმიანობის მონიტორინგის სამთავრობო უწყების შექმნა. მსგავს რეკომენდაციას მოკვლევის არც ერთი სხვა მონაწილე არ იზიარებს. 8. Covid 19 და ინვესტიციები მიგნება 1 - კოვიდ-პანდემიის მოთხოვნებმა შეცვალა საინვესტიციო დარგების სავარაუდო სტრუქტურა. ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, საინვესტიციო პოტენციალი უნდა გაიზარდოს ICT-სა და ახალი პროფესიების მქონე შრომითი რესურსების მიმართულებით. კოვიდ 19-მა: 1. შეზღუდა შედარებითი უპირატესობის კანონის მოქმედების გამოვლინების ფორმები; 2. გააფართოვა და მოახდინა ადგილობრივი წარმოების დივერსიფიკაცია; 3. დღის წესრიგში დააყენა ელექტრონული პლატფორმების გამოყენება (მათი გამომყენებელი დარგები სწრაფად განვითარდა). (თსუ) თსუ ექსპერტები ასევე საუბრობენ, რომ სახელმწიფო უნდა გახდეს მთავარი შემკვეთი ბაზარზე, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ათვისებისთვის, მწირი შესაძლებლობების გამო, ეროვნული ბიზნესი მზად არ არის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის რეფორმირების პოლიტიკას. მიგნება 2 - “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოშიც“ იზიარებენ, რომ ტურიზმის სექტორი ნაკლებ მიმზიდველი გახდა, რადგან პრიორიტეტი სამედიცინო აღჭურვილობის და მასალების წარმოებას მიენიჭა. IDFI-ში კი აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში მსოფლიო ბაზარზე უფრო მეტად გამოიკვეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების საჭიროება. ასევე, ვაჭრობა სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ქვეყნის 62 საბანკო ასოციაცია 53 ეკონომიკაში. შესაბამისად, გლობალური სატრანზიტო ქსელში საქართველოს როლის ზრდა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის განვითარებისათვის. აღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება და არსებულის დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელება. აქვე, აღნიშნული ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლისთვის ევროპარლამენტი გეგმავს “Carbon tax”-ის შემოღებას, რაც ნიშნავს გადასახადების ექსპორტზე, რომლის დაწესებას იმ პროდუქციის წარმოებისთვისაც ევროკავშირის გამოყენებული საზღვრებში პროდუქტების (მაგ: ელექტროენერგია) დამზადების დროს დიდი რაოდენობით კარბონის გაჟონვა მოხდა ატმოსფეროში. შედეგად, გაიზრდება მოთხოვნა განახლებად ენერგიაზე და შემცირდება თბოელექტორსადგურების გამომუშავებული მიერ წარმოებულ ელექტროენერგიის 25%-ს დენზე, რაც შეადგენდა. 2020 წელს მთელი შესაბამისად, უნდა განვავითაროთ განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა: ჰიდრო, მზისა და ქარის სადგურები. მიგნება 3 ახალი ტენდენციებიდან გამომდინარე, საგრძნობლად გართულდა ინვესტიციების მოზიდვა, რადგან კომპანიები გახდნენ უფრო ფრთხილები, ხოლო შემცირებული ინვესტიციების ფონზე კიდევ უფრო გაიზრდა კონკურენცია. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პოზიციით, აუცილებელია საქართველო კიდევ უფრო აგრესიული იყოს შეთავაზებებსა და წამახალისებელი მექანიზმების შემუშავებაში. 9. რეკომენდაციები არსებული მიგნებებიდან გამომდინარე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული როგორც პოლიტიკურ, ისე - ეკონომიკურ წინაპირობებზე და, შესაბამისად, ორივე მიმართულებით არის გადასადგმელი როგორც ზოგად-პოლიტიკური და ასევე კონკრეტული ტექნიკური ნაბიჯები. კერძოდ:  პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა - პოლიტიკური პროცესის სტაბილურობისთვის დემოკრატიული განვითარება საქართველოს ტიპის გარდამავალი დემოკრატიისა და ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ყველაზე კარგი წინაპირობაა ქვეყნის პოლიტიკური სისტემისადმი ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად; მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის, და არა მხოლოდ, ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციის ინდექსის და მსგავს მაჩვენებლებში ქვეყნის პოზიციების გასაუმჯობესებლად; მაგალითად საჭიროა ისეთი ინდექსების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, როგორიცაა: EIU Democracy Index (5,12 ქულა 2021 წელს); Heritage Foundation Economic Freedom Index (71,8 ქულა 2021 წელს); logistic performance index: (2.44 ქულა 2021 წელს) და ა.შ.  საკანონმდებლო ცვლილებების პოლიტიკა - სისტემის სტაბილურობის ნაწილია საკანონმდებლო სტაბილურობა - საკანონმდებლო ცვლილებების, საგადასახადო ცვლილებების, სხვადასხვა რეგულაციების შემოღების პროცესი უნდა იყოს 54 პროგნოზირებადი. საინვესტიციო გარემოსთვის მნიშვნელოვანი ყველა გადაწყვეტილებების მიღებამდე მომზადდეს გავლენის შეფასების დოკუმენტები (RIA) და მოხდეს მათი განხილვა PPD დიალოგის ფორმატებში; ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია მთავრობის 3-5 წლიანი განვითარების გეგმების/ხედვის დეტალური გაწერა და საკანონმდებლო ცვლილებების პროგნოზირებადობის მაჩვენებლის გაზრდა.  თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და საინვესტიციო პოლიტიკა - კვლევით გამოიკვეთა, რომ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებებით მიღებული შესაძლებლობები ქვეყნისთვის, შესაძლოა გამოყენებული იქნას ინვესტორთა ინტერესის გასაზრდელად; თუმცა, ამისათვის პირველ რიგში საჭიროა - 1. საინვესტიციო პოტენციალის მქონე შესაბამისი ქვეყნების იდენტიფიცირება; 2. პოტენციური დარგების იდენტიფიცირება, რომელსაც შესაძლოა ექსპორტის და, შესაბამისად, საინვესტიციო პოტენციალი ქონდეს. 3. კონკრეტული საინვესტიციო პაკეტების მომზადება; 4. თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების გეოგრაფიის გაფართოება;  სასამართლო სისტემა - სასამართლოსთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც მიგნებებიდან ჩანს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად. სასამართლო სისტემისადმი ნდობის ასამაღლებლად, ცხადია, მნიშვნელოვანია სისტემის რეფორმის გამჭვირვალობა და სანდოობის რეჟიმში წარმართვა; უშუალოდ ინვესტიციებთან მიმართებაში ეკონომიკური სამართლისა და საკითხების, ხელშეკრულებების წაკითხვასთან დაკავშირებული კომპეტენციების, მათ შორის - ენობრივი კომპეტენციების საკითხები გამოიკვეთა. ამ მიმართულებებით გამოიკვეთა ენობრივი კომპეტენციებისა და ეკონომიკური საკითხების ცოდნის ზრდაზე მიმართული სასწავლო პროგრამების განხორციელების საჭიროება მოქმედი მოსამართლეებისთვის; მსგავსი ქეისების შემთხვევაში ერთგვაროვანი გადაწყვეტილებების პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა; რეკომენდაციებს შორისაა რეფორმის პარალელურად ეკონომიკური სპეციალიზაციის მოსამართლეების არჩევა/ტრენინგი და ზოგადად სისტემისადმი ნდობის გასაზრდელად მონიტორინგის სამსახურის შექმნა დავების ზედამხედველობისთვის.  ბიუროკრატიული მექნიზმები - მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ბიუროკრატიული პროცედურები უცხოელ ინვესტორებთან ბიზნეს ურთიერთობის პროცესში. ასევე, მათთან ურთიერთობის თვალსაზრისით დაინერგოს ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპი. შესწავლილ იქნას საზღვარზე ტვირთების შეჩერების ქეისები და მიღებული იყოს ეფექტიანი გადაწყვეტილებები ტვირთბრუნვის ვადების გაჭიანურების პროცესის არდაშვებისთვის. 55  საგადასახადო დავები - დავების გადაწყვეტის მექანიზმის დახვეწა და განხილვის ვადების შემცირება; ერთგვაროვანი გადაწყვეტილებების და განმარტებების პრაქტიკის აქტიურად გამოყენება.  კვალიფიციური სამუშაო ძალა - კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ კვალიფიციური სამუშაო ძალის არსებობა ქვეყანაში, განსაკუთრებით საშუალო პროფესიული განათლებით და ტექნიკური განათლების მიმართულებით, საინვესტიციო ინიციატივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია. ამიტომ ამ მიმართულებით გადასადგმელია სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები. მათ შორის: FDI-გრანტი - ხელისუფლებამ აღნიშნული კომპონენტის შესავსებად მიიღო გადაწყვეტილება FDI გრანტის შემოღების შესახებ; თუმცა, ამასთანავე, მნიშვნელოვანია რომ საგანმანათლებლო ბაზარზე არსებობდეს მოქნილი და შესაბამისი შეთავაზებები: პროფესიული განათლების რეფორმა - პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლების კურიკულუმები მაქსიმალურად დაუახლოვდეს ბიზნესის და ინვესტორების მოთხოვნებს. ამისთვის საჭიროა შესაბამისი კვლევების წარმოება და არსებული კვლევების გამოყენება - აქტიური PPD დიალოგის განხორციელება განათლების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნეს-ასოციაციებს შორის; პროფესიული განათლება საქართველოში, ძირითადად, 2 წლიანი სწავლების შეთავაზებას გულისხმობს; მნიშვნელოვანია შეიქმნას კონკრეტულ უნარებზე ორიენტირებული მოკლევადიანი 6-8 თვიანი სასწავლო კურსები, საშუალო განათლებადამთავრებულთათვის, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს ზრდასრულ პირებს მიიღონ საჭირო კვალიფიკაცია მოკლე ვადაში; საერთაშორისო დასაქმების პროგრამის გამოყენება შრომითი უნარებისა და კულტურის გასაზრდელად - ეს კიდევ ერთი გზაა ქვეყანაში შრომითი კულტურის დასამკვიდრებლად და სამუშაო ძალის კვალიფიკაციის გასაზრდელად; მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად აწარმოონ მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოკლევადიანი დასაქმების პროფესიული პროგრამების შესახებ; რომელიც, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას დროებით დასაქმდნენ და მიიღონ შემოსავალი ევროკავშირის ქვეყნებში, მეორე მხრივ კი - შეიძენენ დამატებით უნარებს და შრომით კულტურას; ტექნოლოგიური ცოდნის მხარდაჭერა - სახელმწიფო სააგენტო GITA-ს ეგიდით საქართველოში ტარდება არაერთი კურსი ტექნიკური და ინოვაციური ცოდნის მიღების მიზნით. ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური პროგრამა ICT სპეციალისტების გადამზადებისთვის. აღნიშნული ძალისხმევები, ცხადია, საჭიროა გაგრძელდეს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია მასშტაბის გაფართოება, პირველ რიგში - უნივერსიტეტების ჩართულობით; კერძოდ, როგორც ერასმუსის პროგრამებისა და სხვა გაცვლითი პროგრამების რესურსი, ასევე სახელმწიფო სტიპენდიების რესურსი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებებით მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად; მნიშვნელოვანი იქნება, თუ ხელისუფლება, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, მიაღწევს პროფესიონალთა მოკლევადიანი (2-3 თვიანი) გაცვლითი პროგრამების დანერგვას 56 ინჟინერისა და მაგალითად ელექტრონული კომერციის და მსგავსი მიმართულებებით; მნიშვნელოვანია რომ ეს აქცენტები გაკეთდეს და გაძლიერდეს აშშ-სთან პროფესიონალთა გაცვლით პროგრამებშიც; უფრო გრძელვადიანი, თუმცა აუცილებელი აქტივობაა საშუალო საგანმანათლებლო დონეზე პროგრამირების ენების სწავლების გაძლიერება.  მიწის საკუთრებასთან და ბინადრობასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა - შესწავლილ იქნას მიწის საკუთრებასთან და ბინადრობის პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ინვესტორებთან მიმართებაში, ამ გადაწყვეტილებების ეფექტი და შეფასდეს გადაწყვეტილებების ფასი საინვესტიციო გარემოზე; ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მიღებულ იქნას უფრო გააზრებული გადაწყვეტილებები პოლიტიკის შენარჩუნების ან ცვლილების მიმართულებით; აქვე გამოითქვა მოსაზრება საინვესტიციო მოქალაქეობის პრინციპის შესაძლო შემოღების შესახებ; მნიშვნელოვანია - უცხოელი ინვესტორებისთვის საკუთრების უფლების აბსოლუტური უზრუნველყოფა.  სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული პოლიტიკა დაჩქარდეს პრივატიზების პოლიტიკა; შემოთავაზებული იქნა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საბჭოს შექმნა, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლებიც შევლენ.  სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკის გაუმჯობესება - მნიშვნელოვანია სისტემისა და პროცესის შესწავლა ინვესტორთა ჩართულობის თვალსაზრისით; აუდიტის ანგარიშებში გამოვლენილ დარღვევებზე დროული რეაგირების მექანიზმების შექმნა; პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა.  ინფრასტრუქტურის განვითარება - ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ინვესტირებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაღობად დასახელდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რკინიგზის სრული მოდერნიზება, სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობის დასრულება და ტვირთგამტარობის მნიშვნელოვნად ზრდა; ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობაზე და ამ პროექტების საშუალებით შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე ინფორმაცია დროულად და ყველა საკომუნიკაციო არხით მიეწოდოს პოტენციურ ინვესტორებს.  წარმატებული საინვესტიციო ქეისების წახალისება - ნამახვანჰესისა და ანაკლიის პორტის ქეისებმა უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე; განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მსხვილი საინვესტიციო პროექტების შემთხვევაში მსგავსი შედეგების თავიდან აცილებას; ახალი, წარმატებული მსხვილი ქეისების შექმნას; თავად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია რამდენიმე "სტრატეგიული ინვესტორის" მოზიდვა, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირებას და ადგილობრივი მომწოდებლების ქსელის განვითარებას. მსგავსი მიდგომაა სლოვაკეთში, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში პირველი მსხვილი 57 საავტომობილო კომპანიები (VW და KIA) შევიდნენ ბაზარზე და შექმნეს მსხვილი ობიექტები, მათ მოგვიანებით შეუერთდნენ JLR და PSA. მსხვილი სტრატეგიული ინვესტორების არსებობამ სლოვაკეთს საშუალება მისცა ეტაპობრივად განევითარებინა ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების ძლიერი მიწოდების ჯაჭვი, რომლებიც ამჟამად ინტეგრირებულნი არიან გლობალურ ბაზარზე.  საინვესტიციო პოტენციალის დაბალი ცნობადობა - დამატებითი რესურსის გამოყოფა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციისათვის. გაძლიერდეს უცხოურ ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციის მექანიზმები, რათა მოხდეს მათთვის ქვეყნის პოტენციალის შეთავაზება (სექტორულ/მორგებული თვალსაზრისით). ახალი მიდგომების დანერგვა. მაგალითად, საერთაშორისო კომპანიების (წარმომადგენლების) დაქირავება ქვეყნის შეთავაზების პოპულარიზაციის კუთხით (როგორც ეს 2020 წელს მოხდა სსიპ აწარმოე საქართველოში და USAID-ის დახმარებით, როდესაც ქვეყანამ კომპანია OCO გლობალი დაიქირავა); საგარეო საქმეთა სამინისტროს როლის გაზრდა საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზების მიმართულებით; სპეციალური საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადება „აწარმოე საქართველოში“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით; მნიშვნელოვანია აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა მიმართულების სამინისტროებს შორის და მსხვილი სპორტული, კულტურული თუ სხვა პროექტების კონვერტირების ხელშეწყობა ინვესტიციებში; ამისათვის კი, მოსალოდნელი ინფრასტრუქტურული აქტივობებისა და ივენთების შესახებ ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციას უნდა ახდენდეს საერთაშორისო ბაზარზე; (მაგალითად, განხილვების დროს მოყვანილი იყო „ბაკურიანი 2023“-ის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული და სხვა შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის დეფიციტი). ტრადიციული მიმართულებაა ასევე საერთაშორისო გამოფენების აქტიურად გამოყენება და მისი გაფართოების აუცილებლობა; ამასთან, მნიშვნელოვანია რომ ქვეყანამ სცადოს ტრადიციული ნიშნებიდან გამოსვლა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, მათ შორის მომსახურების დარგების მიმართულებით.  ირლანდიის, პოლონეთის საინვესტიციო პოლიტიკის ქეისების შესწავლა და მის საფუძველზე ქართული საინვესტიციო პოლიტიკისთვის გამოსადეგი გადაწყვეტილებების მომზადება.  მზა საინვესტიციო პაკეტების მომზადება პოტენციური ინვესტორებისთვის შესათავაზებლად; არა მხოლოდ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების პოტენციალის კონტექსტში, არამედ სხვადასხვა მიმართულებებით. 58  ინდუსტრიული შენობის ბაზრის შექმნის წახალისება - ინვესტორებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში მარტივი შემოსვლა/დაფუძნება, ხსენებული მოიცავს გამართული ინფრასტრუქტურის საკითხსაც - ანუ იმ შემთხვევას, როდესაც ინვესტორები ეძებენ მზა ინდუსტრიულ შენობებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სასურველია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ინდუსტრიული შენობების ბაზრის განვითარებას. კერძო სექტორის ჩართულობის გასაზრდელად შესაძლებელია ინდუსტრიული შენობის აშენების პირობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის მექანიზმის ამუშავება, როგორც ეს წარმოების სექტორში ხდება. მსგავსი ინიციატივა შეამცირებს პროექტის ხარჯებს და წაახალისებს დეველოპერებს, ააშენონ ინდუსტრიული შენობები, რომლებიც შემდგომ ინვესტორებზე გაიყიდება ან გაქირავდება კონკურენტულ ფასად.  წარმოების სექტორში ინვესტიციების წახალისებისთვის კლასტერების განვითარება - ამ მიზნით სხვა მექანიზმებთან ერთად სატრანსპორტო კვანძებთან ახლოს მიწის რეზერვაციის სისტემის შემოღება.  ინვესტიციების აღრიცხვის სტატისტიკის გაუმჯობესება - მათ შორის პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების გამიჯვნა. 59 FDI - რეკომენდაციები პასუხისმგებელი უწყებების მიხედვით რეკომენდაციები თავისუფალი პოლიტიკა    სავაჭრო პასუხისმგებელი უწყება ხელშეკრულებები და საინვესტიციო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობით ჩატარდეს განვითარების კვლევები შემდეგი მიმართულებებით: სამინისტრო - საქართველოს და პოტენციური ინვესტორი ქვეყნების სავაჭრო რეჟიმების შედარება; ინვესტორების მოზიდვის სსიპ „აწარმოე თვალსაზრისით პოტენციურად საინტერესო ქვეყნების საქართველოში“ იდენტიფიცირება; - პოტენციური დარგების იდენტიფიცირება, რომელსაც შესაძლოა ექსპორტის და, შესაბამისად, საინვესტიციო პოტენციალი ქონდეს. შესაძლოა ცალკეული დარგობრივი კვლევები; კვლევების საფუძველზე კონკრეტული საინვესტიციო პაკეტების მომზადება; თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების გეოგრაფიის გაფართოება; - ისრაელთან, აშშ-სთან და ა.შ. თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება. FDI-გრანტი - FDI გრანტის დაწყებიდან 1 წლის ვადაში მისი სსიპ „აწარმოე შედეგების შეფასება; მონიტორინგისა და შესაბამისი ანგარიშის საქართველოში“ მომზადება. კვალიფიციური სამუშაო ძალა პროფესიული განათლების რეფორმა   საქართველოს განათლებისა და ინვესტორების საჭიროებების კვლევის ჩატარება სამუშაო მეცნიერების ძალის კვალიფიკაციასთან, ხარისხთან და ფასთან სამინისტრო მიმართებაში; პროფესიული განათლების კურიკულუმების დაახლოვება ა(ა)იპ პროფესიული აღნიშნული კვლევის მოთხოვნებთან; უნარების სააგენტო ამისათვის PPD დიალოგის პლატფორმის შექმნა ბიზნესასოციაციების ჩართულობით; ანგარიშგება ჩატარებული PPD შეხვედრების შესახებ. ბიუროკრატიული მექანიზმები ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპის ინვესტორებთან მიმართებაში. დანერგვის საქართველოს იუსტიციის ხელშეწყობა სამინისტრო 60 „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ეფექტიანობის ზრდა და საქართველოს ინვესტორების დახმარება საინვესტიციო საქმიანობის ფინანსთა შეუფერხებლად წარმართვაში. სამინისტრო შემოსავლების სამსახური სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ბინადრობასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა საინვესტიციო მოქალაქეობის პრინციპის არსებობის მიზანშეწონილობა - არსებული პოლიტიკის შედეგების შესწავლა საინვესტიციო შედეგების თვალსაზრისით; გადაწყვეტილებების შემოთავაზება არსებული საერთაშორისო საფრთხეების გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოჩენა საქართველოს რეგიონული მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობაზე და ამ განვითარებისა და პროექტების საშუალებით შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე ინფრასტრუქტურის ინფორმაციის მომზადება და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების სამინისტრო გამოყენება პოტენციური ინვესტორებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. ამ აქტივობის შესახებ პერმანენტული ანგარიშების სსიპ „აწარმოე მომზადება. საქართველოში“ საინვესტიციო პოტენციალის ცნობადობა საქართველოს ეკონომიკისა და საერთაშორისო კონსულტანტების დაქირავების შედეგების შეფასება მდგრადი ამ პროცესში წარმოჩენილი შესაძლებლობების და პრობლემების განვითარების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება. სამინისტრო სსიპ „აწარმოე საინფორმაციო კამპანიის წარმოება საქართველოს საინვესტიციო საქართველოში“ შესაძლებლობების პოპულარიზების მიზნით; სპეციალური საქართველოს საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადება; სტრატეგიის სამოქმედო საგარეო საქმეთა გეგმის შემუშავება; მონიტორინგი; პერმანენტული ანგარიშგებები. სამინისტრო საერთაშორისო გამოფენების აქტიურად გამოყენება და მისი გაფართოების აუცილებლობა; ამასთან, მნიშვნელოვანია რომ ქვეყანამ სცადოს ტრადიციული ნიშნებიდან გამოსვლა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, მათ შორის 61 მომსახურების დარგების მიმართულებით; ანგარიშები აღნიშნული აქტივობების შესახებ. პერმანენტული პოტენციური ინვესტორებისთვის შესათავაზებელი მზა საინვესტიციო პაკეტების მომზადების პრაქტიკის გაუმჯობესება და უფრო აქტიურად გამოყენება - აღნიშნულისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორებთან მოლაპარაკება და შესაბამისი აუთსორსინგი. კონკრეტული დარგების მიმართულებებით კვლევების განხორციელება და მათ საფუძველზე აღნიშნული პაკეტების შემუშავება. ინდუსტრიული შესწავლა შენობის ბაზრის შექმნის საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მიზანშეწონილობის საქართველოს მთავრობა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ინდუსტრიული შენობების ბაზრის განვითარებას. კერძო სექტორის ჩართულობის გასაზრდელად შესაძლებელია ინდუსტრიული შენობის აშენების პირობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის მექანიზმის ამუშავება, როგორც ეს წარმოების სექტორში ხდება. მსგავსი ინიციატივა შეამცირებს პროექტის ხარჯებს და წაახალისებს დეველოპერებს, ააშენონ ინდუსტრიული შენობები, რომლებიც შემდგომ ინვესტორებზე გაიყიდება ან გაქირავდება კონკურენტულ ფასად. აღნიშნული საკითხის მიზანშეწონილების შესწავლა; საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმოების სექტორში ინვესტიციების წახალისებისთვის კლასტერების განვითარება - ამ მიზნით სხვა მექანიზმებთან ერთად სატრანსპორტო კვანძებთან ახლოს მიწის რეზერვაციის სისტემის შემოღება; შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგების კვლევა. ინვესტიციების აღრიცხვის სტატისტიკის გაუმჯობესება - მათ შორის პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების გამიჯვნა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 62 დანართი 1 თემატური მოკვლევის მიზანი და საკვლევი კითხვები საკომიტეტო თემატური მოკვლევა წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობის ახალ, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, ამიტომ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ ამ პროცესში მონაწილეობისკენ. თემატური მოკვლევა უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას მოკვლევის პროცესში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI), როგორც კაპიტალის შემოდინების წყარო განასაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისათვის. FDI-ს პირდაპირი და პოზიტიური გავლენა აქვს, როგორც არსებული ეკონომიკური დარგების განვითარებასა და მოდერნიზებაზე, ასევე ახალი, აუთვისებელი ეკონომიკური საქმიანობების განვითარებაზე. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და შემოდინებული კაპიტალის გამოყენება ქვეყნის განვითარებისათვის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ინვესტორების დაინტერესებისა და წახალისების პოლიტიკის შედეგად 2000 წლების პირველი ათწლეულის ბოლოდან საქართველოში დაიწყო მოცულობითი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. საერთაშორისო ინვესტორების ინტერესზე და მზაობაზე განახორციელონ ინვესტიცია კონკრეტულ ქვეყანაში მრვალი ფაქტორი ახდენს გავლენას. სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, კერძო საკუთრების დაცულობა, სამართლიანი სასამართლო, ხელსაყრელი საგადასახადო რეგულაციები, იაფი და კვალიფიციური სამუშაო ძალა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა, ბუნებრივი რესურსები, სტრატეგიული მდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, კორუფციის დაბალი დონე და სხვა მრავალი განსაზღვრავს იმას თუ რამდენად შეძლებს ესა თუ ის ქვეყანა დააინტერესოს პოტენციური ინვესტორები და მობილიზებული რესურსებით მოახერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. საქართველოს ეკონომიკა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მრავალფეროვანი პორტფოლიოთი ხასიათდება. 2007-2019 წლებში საქართველომ დაახლოებით $18 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მოახერხა, საიდანაც $4 მილიარდი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის. შემოსული ინვესტიციების 12-12 პროცენტი მოდის ენერგეტიკის, საფინანსო და დამამუშავებელი მრეწველობის სფეროებზე. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქარველოში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ცვალებადი დინამიკით ხასიათდება. მიუხედავად იმისა რომ 2017 წელს საქართველოში რეკორდული მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა ( $1 978 მლნ.) 2018-19 წლებში ინვესტიციების შემოდინებები მნიშვნელოვნად, თითქმის 1/3-თ შემცირდა. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კვლავ დაიკლო, რაც დიდწილად, მაგრამ არასრულად, საერთაშორისო კრიზისით და ინვესტორების პესიმისტური განწყობითა და ფრთხილი პოლიტიკით შეიძლება აიხსნას. 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ინვესტიციების შემოდინება 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 63 პოსტპანდემიური კრიზისის და გაზრდილი გლობალური კონკურენციის ფონზე, ინვესტიციების მოზიდვა, სწორი საინვესტიციო პოლიტიკის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გარეშე საკმაოდ რთული იქნება. შესაბამისად, თემატური მოკვლევის მიზანია, საინვესტიციო გარემოს შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება. თემატური მოკვლევა ფოკუსირებულია რვა ძირითადი თემის გარშემო, რომლის შესაბამისი ქვეკითხვები მოცემულია დანართ 2-ში. 1) საინვესტიციო გამოწვევები 2) საგადასახადო გარემო 3) სამართლებრივი რეგულირება 4) არასაკანონმდებლო ბარიერები ინვესტიციებისთვის 5) საერთაშორისო საინვესტიციო გარემო და საქართველოს კონტექსტი 6) პერსპექტიული საინვესტიციო დარგები 7) ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი მექანიზმები 8) კოვიდ 19 და ინვესტიციები 64 დანართი 2 თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები თემატური მოკვლევის თემა თემატური მოკვლევის მიზანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასება, იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება. პრობლემების საკომიტეტო თემატური მოკვლევა წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობის ახალ, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, ამიტომ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ ამ პროცესში მონაწილეობისკენ. თემატური მოკვლევა უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას მოკვლევის პროცესში. საკითხის შესახებ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI), როგორც კაპიტალის შემოდინების წყარო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისათვის. FDI-ს პირდაპირი და პოზიტიური გავლენა აქვს, როგორც არსებული ეკონომიკური დარგების განვითარებასა და მოდერნიზებაზე, ასევე ახალი, აუთვისებელი ეკონომიკური საქმიანობების განვითარებაზე. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და შემოდინებული კაპიტალის გამოყენება ქვეყნის განვითარებისათვის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ინვესტორების დაინტერესებისა და წახალისების პოლიტიკის შედეგად 2000 წლების პირველი ათწლეულის ბოლოდან საქართველოში დაიწყო მოცულობითი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. საერთაშორისო ინვესტორების ინტერესზე და მზაობაზე განახორციელონ ინვესტიცია კონკრეტულ ქვეყანაში მრვალი ფაქტორი ახდენს გავლენას. სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, კერძო საკუთრების დაცულობა, სამართლიანი სასამართლო, ხელსაყრელი საგადასახადო რეგულაციები, იაფი და კვალიფიციური სამუშაო ძალა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა, ბუნებრივი რესურსები, სტრატეგიული მდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, კორუფციის დაბალი დონე და სხვა მრავალი განსაზღვრავს იმას თუ რამდენად შეძლებს ესა თუ ის ქვეყანა 65 დააინტერესოს პოტენციური ინვესტორები და მობილიზებული რესურსებით მოახერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. საქართველოს ეკონომიკა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მრავალფეროვანი პორტფოლიოთი ხასიათდება. 2007-2019 წლებში საქართველომ დაახლოებით $18 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მოახერხა, საიდანაც $4 მილიარდი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის. შემოსული ინვესტიციების 12-12 პროცენტი მოდის ენერგეტიკის, საფინანსო და დამამუშავებელი მრეწველობის სფეროებზე. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქარველოში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ცვალებადი დინამიკით ხასიათდება. მიუხედავად იმისა რომ 2017 წელს საქართველოში რეკორდული მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა ( $1 978 მლნ.) 2018-19 წლებში ინვესტიციების შემოდინებები მნიშვნელოვნად, თითქმის 1/3-თ შემცირდა. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კვლავ დაიკლო, რაც დიდწილად, მაგრამ არასრულად, საერთაშორისო კრიზისით და ინვესტორების პესიმისტური განწყობითა და ფრთხილი პოლიტიკით შეიძლება აიხსნას. 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ინვესტიციების შემოდინება 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. პოსტპანდემიური კრიზისის და გაზრდილი გლობალური კონკურენციის ფონზე, ინვესტიციების მოზიდვა, სწორი საინვესტიციო პოლიტიკის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გარეშე საკმაოდ რთული იქნება. შესაბამისად, თემატური მოკვლევის მიზანია, საინვესტიციო გარემოს შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება. თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები 1. დავით სონღულაშვილი - პარლამენტი წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი; 2. გოჩა ენუქიძე - პარლამენტის წევრი; 3. ხატია წილოსანი - პარლამენტის წევრი; 4. ეკა სეფაშვილი - პარლამენტის წევრი; 5. ირაკლი ზარქუა - პარლამენტის წევრი; 6. ლევან ქარუმიძე - პარლამენტის წევრი; 7. ნინო იობაშვილი - პარლამენტის წევრი; 8. ვასილ ჩიგოგიძე - პარლამენტის წევრი; 9. ისკო დასენი - პარლამენტის წევრი; 10. ხათუნა სამნიძე - პარლამენტის წევრი; 11. ფრიდონ ინჯია - პარლამენტის წევრი. 66 კითხვები კომიტეტი იწვევს დაინტერესებულ მხარეებს (იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს), წერილობითი ფორმით დასაბუთებული მოსაზრებების წარსადგენად თემაზე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები დასაბუთებული მოსაზრება უნდა ესადაგებოდეს ტექნიკური დავალების მიზნებს და პასუხობდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ კითხვას: 1. საინვესტიციო გამოწვევები 1.1 თქვენი აზრით, რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით? 1.2 რა ფაქტორები უშლის ხელს დაინტერესებულ ინვესტორს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისას? (გარე და შიდა ფაქტორები, სექტორებისთვის სპეციფიკური პრობლემები); გთხოვთ, დაალაგოთ პრიორიტეტების მიხედვით. 1.3 რამდენად იცვლება ეს ფაქტორები დინამიკაში? გთხოვთ დაგვისახელოთ კონკრეტული მაგალითები. 2. საგადასახადო გარემო 2.1 რა როლს თამაშობს საგადასახადო გარემო საინვესტიციო გარემოს ფორმირებაში საქართველოში? ნეგატიურს თუ პირიქით, პოზიტიურს? 2.2 მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღეს საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კოდექსით დადგენილი რეჟიმის გარდა, შესაძლებელი და მიზანშეწონილია დამატებითი საგადასახადო შეღავათების დაწესება? რა ტიპის შეღავათებს გულისხმობთ? 3. სამართლებრივი რეგულირება 3.1 თვლით თუ არა, რომ გადასახედია/მისაღებია საკანონმდებლო გადაწყვეტილებები (არასაგადასახადო) ინვესტიციების ქვეყანაში მოზიდვის ხელშესაწყობად? რა ტიპის გადაწყვეტილებებს გულისხმობთ? 3.2 რამდენად არის საკანონმდებლო დონეზე დაცული ინვესტორი? რა შეიძლება შეიცვალოს პოზიტიური მიმართულებით ამ თვალსაზრისით? 4. არასაკანონმდებლო ბარიერები ინვესტიციებისთვის 4.1 გთხოვთ, ცალკე გამოყოთ ის არასაკანონმდებლო ბარიერები, რომელიც ინვესტიციების შემოდინებას უშლის ხელს ქვეყანაში? (გთხოვთ, დაალაგოთ პრიორიტეტულობის მიხედვით); 4.2 როგორ შეიძლება მოხდეს ამ ბარიერებზე რეაგირება და მათი დაძლევა სახელმწიფოს მხრიდან? 67 5. საერთაშორისო საინვესტიციო გარემო და საქართველოს კონტექსტი 5.1 საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, რა მთავარი ტენდენციები და გამოწვევებია ამჟამად საერთაშორისო საინვესტიციო ბაზარზე? რა შესაძლებლობებია ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის ? 5.2 გთხოვთ, ინვესტიციების მოზიდვის საერთაშორისო პრაქტიკიდან, დაასახელოთ საინტერესო მაგალითები, რომელიც შეიძლება რელევანტური იყოს საქართველოსთვის? (მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან) 6. პერსპექტიული საინვესტიციო დარგები 6.1 საქართველოს შესაძლებლობებისა და საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, რომელი დარგები მიგაჩნიათ საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად საინტერესოდ? 6.2 როგორ შეიძლება ქვეყანამ მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში? 7. ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი მექანიზმები 7.1 უნდა შექმნას თუ არა სახელმწიფომ ხელშემწყობი მექანიზმები ინვესტიციების მოსაზიდად? რა ტიპის? გთხოვთ დაასახელოთ კონკრეტულად, მათ შორის სექტორულ ჭრილში. 8. კოვიდ 19 და ინვესტიციები 8.1 გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, შეიცვალა თუ არა საინვესტიციო პოტენციალის დარგობრივი სტრუქტურა? როგორ? 8.2 ახალი ტენდენციებიდან გამომდინარე, რა ტიპის ხელშემწყობი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს და გადაწყვეტილებები იყოს მიღებული სახელმწიფოს მხრიდან? 9. მოკვლევის თემატიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი დამატებითი საკითხი, რომელსაც არ მოიცავს ზემოთ მოცემული კითხვები და მიგაჩნიათ მნიშვნელოვან გამოწვევად ან/და განვითარების ხელშეწყობის ინსტრუმენტად.     დოკუმენტური მასალის  ჩაბარების პირობები  ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 25MB-ს; ფაილი შეგიძლიათ წარმოადგინოთ Word-ის ფორმატში ან შეავსოთ კითხვარი შემდეგ ბმულზე: ტექსტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას; ტექსტის შრიფტის სახე – Sylfaen, ზომა - 11, სტრიქონებს შორის დაშორების მანძილი - 1,15 ინტერვალი; ყველა ინფორმაცია უნდა იქნეს მოქცეული ერთ ფაილში, მათ შორის: დანართები, დამატებითი ინფორმაცია, ფოტოები, და ა.შ. აუცილებელია ტექსტის დასაწყისში მოკლედ იყოს წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაცია: o იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციული ფორმა, ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის მისამართი, ასევე საკითხზე პოტენციური მომხსენებლის ვინაობა; 68       o ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მისამართი, საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის მისამართი; დასაბუთებული მოსაზრების დასაწყისში პუნქტებად უნდა იყოს გადმოცემული მოკლე რეზიუმე შემდგომი ტექსტის შესახებ; მიუთითეთ კითხვის ნომერი/ები და დასახელება/ები, რომლის თაობაზეც ამზადებთ დასაბუთებულ მოსაზრებას. აბზაცები დანომრილი უნდა იყოს ციფრებით, თანმიმდევრულად; ტექსტში უნდა იყოს მოცემული დეტალური ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც მოკვლევის ჯგუფს მისცემს შესაძლებლობას გააკეთოს სწორი ანალიზი და დასკვნა; ტექსტში, ასევე, შესაძლოა ასახული იყოს გამომგზავნის ცალკეული რეკომენდაციები და შეხედულებები; ასევე ის სუბიექტები, რომლებიც მისი აზრით, საკომიტეტო მოკვლევის პროცესში შეიძლება ჩაერთონ; წერილობით წარმოდგენილი არგუმენტაცია საჯაროა, თუმცა, თუ პოტენციურ აპლიკანტს სურს, რომ მისი არგუმენტაცია იყოს ანონიმური, ამის შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფისთვის წარმოდგენილ დოკუმენტში უნდა მიუთითოს. დოკუმენტური მასალა უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: econcom@parliament.ge შემდეგ ელექტრონულ წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: მოკვლევა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები, გამომგზავნის დასახელება. მოსაზრებების ჩაბარების ბოლო ვადა 2021 წლის 8 ივლისი. 1. მოკვლევის ჯგუფის შექმნა - ჯგუფის ფარგლებში კომიტეტის წევრები გაეცნობიან ყველა დაინტერესებული მხარის მიერ წერილობითი ფორმით მოწოდებულ მოსაზრებას. დამატებითი კომენტარი მოკვლევის ეტაპების შესახებ 2. წერილობითი მოსაზრებების მიღება 2.1. წერილობითი მოსაზრებების მიღება დაიწყება 2021 წლის 23 ივნისს. 2.2. წერილობითი მოსაზრებების მიღება დასრულდება 2021 წლის 8 ივლისს 18:00 საათზე. 3. წერილობითი მოსაზრებების საჯაროობა - მიღებული მოსაზრებები გასაჯაროვდება პარლამენტის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა პირისათვის. 69 WEB: http://www.parliament.ge 4. მიღებული ინფორმაციის შესწავლა - მოსაზრებების მიღების შემდეგ კომიტეტის მოკვლევის ჯგუფი შეისწავლის მიღებულ ინფორმაციებს, გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც შემდგომში მოწვეულნი იქნებიან მოკვლევის ჯგუფში, ზეპირი მოსმენის ეტაპზე და წარმოადგენენ თავიანთ დადასტურებულ მოსაზრებებს მომხსენებლის სტატუსით; 5. მოკვლევის ჯგუფის სხდომა - წერილობითი და ზეპირი მოსაზრებების გაცნობისა და მოკვლეული საკითხების შეჯამების შემდეგ, მოკვლევის ჯგუფის წევრები მოისმენენ განმარტებებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და იმსჯელებენ საკითხის მოგვარების გზებზე. ზეპირი მოსმენა წარიმართება მოკვლევის ჯგუფის წევრებთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში. არგუმენტირებული და რელევანტური მოსაზრებების ავტორები მოწვეულნი იქნებიან ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად. 6. ანგარიშის მომზადება და წარდგენა 6.1. მოკვლევის ჯგუფი მოამზადებს შემაჯამებელ ანგარიშს. 6.2. მოკვლევის შემაჯამებელ ანგარიშში აისახება მოკვლევის ჯგუფის დასკვნები და რეკომენდაციები. 6.3. ანგარიში წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ასევე გამოქვეყნდება საჯაროდ; 7. კომიტეტის სხდომა - მოკვლევის ჯგუფის მომზადებული ანგარიში წარედგინება კომიტეტს და პარლამენტის ბიუროს. ანგარიშში ასახული რეკომენდაციები შესასრულებლად გადაეცემა შესაბამის უწყებებს. თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: საკონტაქტო ინფორმაცია კითხვების ან დამატებითი საკონტაქტო პირი: კომიტეტის აპარატის უფროსი თამილა შაბაშვილი ტელ: 577 134 470 ელ.ფოსტა: econcom@parliament.ge Facebook: https://www.facebook.com/EconomicPolicyCommittee/about 70 დანართი 3 დაინტერსებული მხარეები, რომლებმაც წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრება 1. საქართველოს გაეროს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი 3. 4. სსიპ აწარმოე საქართველოში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი - საგარეო საქმეთა სამინისტრო 5. სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 6. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 7. 8. საქართველოს საბანკო ასოციაცია საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო 9. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 10. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა 11. გიორგი ღაღანიძე, პროფესორი, თსუ 12. იოსებ არჩვაძე, თსუ ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა 13. ავთანდილ ჩუთლაშვილი, თსუ ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა 14. არჩილ ცერცვაძე, თსუ ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა 15. თამარ კბილაძე, თსუ, ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა 16. არა-იდენტიფიცირებული, თსუ 71 დანართი 4 დაინტერსებული მხარეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზეპირ მოსმენაში 1. ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე 2. ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 3. გიორგი ხანიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადილე 4. რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი 5. მიხეილ ხიდურელი, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი 6. ხატია ბუხრაშვილი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი 7. ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი 8. ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი 9. გიორგი კაჭარავა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი 10. ოსმან თურანი, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე 11. ნატალია კვაჭანტირაძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე 12. გივი ადეიშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი 13. გოჩა ქარდავა, საქართველოს პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) ეკონომიკური ანალიტიკოსი 14. დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკონომიკური კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი 15. ბესო ნამჩავიძე, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი 16. იოსებ ხელაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 72