დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ნომერი
#2-2468/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-22
ბიუროს ნომერი 225

📜 ტექსტი

წერილი
2-2468/23 21-02-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად გიგზავნით სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ანგარიშს. დანართი: 3 ფურცელი. პატივისცემით, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსი თამარ ყოლბაია
ანგარიში
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში პერიოდი: 2022 წლის იანვარი - 2023 წლის იანვარი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სუამის საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ვირტუალურ ფორმატში 4 კომიტეტის გამართულ შეხვედრებში, ასევე ვირტუალურ ფორმატში გამართულ ყოველწლიურ სესიაში და ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ბალტიის საბჭოს შეხვედრასა და ასამბლეის სესიაში. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2022 წლის 24 აპრილი ვაჭრობის და ეკონომიკურ საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომები ვირტუალურ ფორმატი დელეგაციის შემადგენლობა: გიორგი ხელაშვილი, ირაკლი ზარქუა კომიტეტებზე პარლამენტარებმა განიხილეს უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და განაწილების ხელშემწყობი სამართლებრივი მექანიზმები, აგრეთვე საკანონმდებლო ინიციატივები საომარი მდგომარეობის დროს მოსახლეობის, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის შესახებ. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს უკრაინელი ხალხის უპირობო მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში და კომიტეტების წევრებს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გაწეული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. ხაზი გაესვა უკრაინიდან ლტოლვილების მხარდასაჭერად მიღებულ ზომებს. ყველა დელეგაციამ აღნიშნა, რომ სუამ-ის წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენისათვის აუცილებელი პირობაა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2022 წლის 24 ოქტომბერი პოლიტიკურ საკითხთა და რეგიონული უსაფრთხოების კომიტეტის და მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და სპორტის კომიტეტების სხდომები ვირტუალური ფორმატი დელეგაციის შემადგენლობა: გიორგი ხელაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი ზარქუა გიორგი ხელაშვილმა, რომელიც ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და რეგიონული უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, საკუთარ გამოსვლებში ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის შესახებ და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ეს ომი დიდი ხანია გასცდა რეგიონულ მასშტაბს და ის მთელი დასავლური სამყაროსათვის წარმოადგენს გამოწვევას. მან, ასევე, ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერის შესახებ ორმხრივ თუ 2023 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი მრავალმხრივ ფორმატებში. გიორგი ხელაშვილმა კოლეგებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ისევე როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოშიც და მოლდოვაშიც, ტერიტორიული კონფლიქტების მთავარ მიზეზს რუსეთი წარმოადგენს. ირაკლი ზარქუამ მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და სპორტის კომიტეტზე სიტყვებით გამოსვლის დროს ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ გადადგა უკრაინიდან ლტოლვილი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში სრულად ინტეგრაციის პროცესში. დავით მათიკაშვილმა კოლეგებს გააცნო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები. საკუთარ გამოსვლაში მან ისაუბრა დასრულებული, მიმდინარე და მომავალში დაგეგმილ პროექტების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2022 წლის 27-28 ოქტომბერი ბალტიის ასამბლეის მე-41 სესია და ბალტიის საბჭოს 28-ე შეხვედრა დელეგაციის შემადგენლობა: გიორგი ხელაშვილი, ირაკლი ზარქუა რიგა, ლატვიის რესპუბლიკა ბალტიის ასამბლეისა და საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, მონტენეგროს, პოლონეთისა და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეებმა და უკრაინის რადას ვიცე-სპიკერმა. ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებმა ევროპული სტრუქტურებიდან და ბალტიის ქვეყნების მთავრობებიდან. გიორგი ხელაშვილმა სიტყვით მიმართა ასამბლეას და ისაუბრა საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე, რუსეთის აგრესიაზე საქართველოს მიმართ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივ ძალისხმევას, უზრუნველყონ რეგიონში სამართლიანი მშვიდობა და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებებს. დელეგაციის ხელმძღვანელმა ბალტიელ კანონმდებლებს და ქვეყნების მოსახლეობას, საქართველოს მიმართ გამოხატული მყარი მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ხელაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) ვიცე-სპიკერთან და საქართველოსთან საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და უსაფრთხოების საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივას. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. გიორგი ხელაშვილმა, ინტერვიუ მისცა ლატვიის ტელევიზიას, სადაც ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გავლენაზე რეგიონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2023 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი 2022 წლის 28 ნოემბერი სუამის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-15 სესია დელეგაციის შემადგენლობა: გიორგი ხელაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი ზარქუა ვირტუალური ფორმატი წევრი ქვეყნების ეროვნული საპარლამენტო დელეგაციების გარდა, სესიას ესწრებოდნენ ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. სესიაზე განიხილეს უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარება, რომელმაც ენერგომომარაგების მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. მონაწილეებმა იმსჯელეს უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული კრიზისის პირობებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზე. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს, ხაზი გაუსვა საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ისაუბრა უკრაინის და ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში სუამ-ის ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საკუთარ გამოსვლაში, მან დელეგატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სესიის ბოლოს, მიღებულ იქნა შემაჯამებელი დოკუმენტი, კომუნიკე, სადაც საქართველომ დააფიქსირა განსაკუთრებული შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შესახებ. დოკუმენტში აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მიმართულებით გართულებული მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ევროკავშირის მედიაციის შედეგად მიღწეული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მუდმივი დარღვევით. ხაზი გაესვა რუსეთის მხრიდან მუდმივ პროვოკაციებს, მათ შორის ორივე ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის დაჩქარებულ მცდელობებს, გაზრდილ უკანონო მილიტარიზაციას, მავთულხლართების და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, გატაცებასა და ეთნიკური დისკრიმინაციას. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2023 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი