საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის, 2023 წლის 20-24 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე და 25-28 თებერვალს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის შეხვედრაზე მივლინების გამო, საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენის თარიღის (24 თებერვალი) გადადების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.02.2023
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-2703/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-22
ბიუროს ნომერი 225

📜 ტექსტი

წერილი
5881-01-2-202302211459 № 01/5881 21/02/2023 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით წარედგინა რამდენიმე წერილობითი შეკითხვა, რაც ინტერპელაციის პროცედურის თანახმად, ასევე გულისხმობს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის ზეპირ მოსმენას მიმდინარე თვის ბოლო სასესიო კვირის პარასკევ დღეს (24 თებერვალი). აღნიშნულთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია რომ მიმდინარე წლის 20-24 თებერვლის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ნიუ-იორკში იმართება გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელსაც ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ი. დარჩიაშვილი. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არაერთ პარალელურ ღონისძიებასა და ორმხრივ შეხვედრებში სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან. მიმდინარე წლის 25-28 თებერვლის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას იღებს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის შეხვედრაში, სადაც ასევე იგეგმება ორმხრივი ოფიციალური შეხვედრები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, განიხილოთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენის თარიღის გადადების საკითხი. პატივისცემით, თეიმურაზ ჯანჯალია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მ.შ.