საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია „საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების“ 2023 წლის 3 თებერვლიდან ძალაში შესვლის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-22
ბიუროს ნომერი 225
📜 ტექსტი
წერილი
5921-01-2-202302211616
№ 01/5921
21/02/2023
საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს
გაცნობებთ, რომ 2023 წლის 3 თებერვლიდან ძალაშია “საქართველოს მთავრობასა
და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების
მფლობელთა
ვიზის
მიღების
ვალდებულებისაგან
გათავისუფლების
შესახებ“
ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება.
შეთანხმებების შესაბამისად, ორივე ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელ
მოქალაქეებს უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და
იმყოფებოდნენ
მეორე
მხარის
სახელმწიფოს
ტერიტორიაზე
არაუმეტეს
ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.
შეთანხმების ტექსტები განთავსდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სსიპ “საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
პატივისცემით,
მაია ბართაია
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
საკონსულო დეპარტამენტი