საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.02.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-2643/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-22
ბიუროს ნომერი 225

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412302218326 21.02.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება ექსპერტის დასკვნის შეფასების ვალდებულების შესახებ" შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 146–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–5 ნაწილი: "სასამართლო ვალდებულია შეაფასოს ექსპერტის დასკვნა/დასკვნები და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) მიუთითოს, ეთანხმება თუ არა ექსპერტის დასკვნას/დასკვნებს". აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების შემეცნების წყაროს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებზე საერთო სასამართლოები საერთოდ არ აფასებენ საქმეში წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნებს, რაც სერიოზულ საფრთხეში აყენებს თვით მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ექსპერტის დასკვნის შეფასების ვალდებულება საერთო სასამართლოებს უნდა დაეკისროთ საკანონმდებლო აქტით. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება იმ სამართლებრივი ნიჰილიზმის აღმოფხვრა, რასაც იწვევს საერთო სასამართლების მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ("სეებ") და სხვა საექსპერტო ბიუროების მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნების სრული იგნორირება სასამართლოების მიერ. პატივისცემით, სოციალურ ქსელ "პატიმართა ომბუდსმენი"-ს თანადამფუძნებლები, GREVIO-ს ჩრდილოვან მომხსენებლები ადამიანის უფლებების საკითხებში, აშშ-ს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების წევრები შალვა ხაჭაპურიძე ( ) და ზურაბ ვანიშვილი ( პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: