საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412302437026
23.02.2023
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება "ნასოფლარის" შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის თანახმად,
გთხოვთ,"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
შეიტანოთ დამატება, რომლითაც კანონში შეტანილი იქნება ტერმინი "ნასოფლარი" .
დამატებით, მოგახსენებთ, რომ 2015-2021 წლებში მხოლოდ გორისა და დუშეთის
მუნიციპალიტებში ჯამში 28 (ოცდარვა) სოფელი იქცა ნასოფლარად: დუშეთის
მუნიციპალიტეტში 16 სოფელი: (1) ათნოხი, (2) ანდაქი, (3) არბაჩხანი, (4) ბეტისჩრდილი, (5)
ბურსაჭირი, (6) დავითურნი, (7) კადოეთი, (8) კარწაულთა, (9) ჭაშა, (10)ხირაუშა, (11)
ციხიანი, 12) ოხერხევი, (13) ღული, (14) ნოჯა, (15) ჟოჟონი და (16) სოდევე. ხოლო გორის
მუნიციპალიტეტის ატენის ხეობაში - 12 სოფელი: (1) ოქიანი, (2) ლული, (3) პიტნარა, (4)
ჭანჭახა (5( გულხანდისი, (6) ბორცვანა, (7) დიდთავი, (8) დიდი წერეთი, (9) დიდი ჭვარები,
(10) ზემო ახალსოფელი, (11) პიტნარა და (12) სახორცე. შედარებისთვის (უარყოფითი
დინამიკის დასტურად), იხილეთ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 30/12/2015 წლის დადგენილება. საკომიტეტო მოსმენის
მომზადების მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია გამოითხოვოთ გორის და
დუშეთის მუნიციპალიტეტებიდან, რომლებშიც ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალია
ნასოფლარების წარმოქმნის სტატისტიკა. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი და შალვა
ხაჭაპურიძე, აშშ–ს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების წევრები
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: