„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/296/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ მუხლი 1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირი - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება; ბ) უცხოური ძალა ბ.ა) უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტია; ბ.ბ.) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირია და ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი არ არის ფიზიკური პირი, შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თავის საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს; ბ.გ.) იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება, რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელიც თავის ძირითად საქმიანობას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს; გ) უცხოური ძალის აგენტი - უშუალოდ უცხოური ძალის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად ან პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან უმეტესწილად უცხოური ძალის მიერ კონტროლირებადი ან დაფინანსებული პირის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად მოქმედი ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით: გ.ა) უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში; გ.ბ) უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი; გ.გ) უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტებს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას; გ.დ) წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დროს. შენიშვნა: 1. უცხოური ძალის აგენტად ასევე ითვლება ნებისმიერი პირი, ვინც ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს, ასევე ნებისმიერი პირი, ვინც თავს უცხოური ძალის აგენტად წარმოაჩენს. 2. უცხოური ძალის აგენტად არ ითვლება მასობრივი ინფორმაციის საშუალება, თუ ის შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი ქონების არანაკლებ 80%-ის ბენეფიციარი მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა და ის არ იმართება, არ ფინანსდება ან არ კონტროლდება უცხოური ძალის მიერ. 1 დ) პოლიტიკური აქტივობა - ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ორგანოზე, თანამდებობის პირზე ან საზოგადოების რომელიმე ნაწილზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, აგრეთვე უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკასთან ან ინტერესთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა; ე) უცხო ქვეყნის ხელისუფლება - ნებისმიერი პირი, პირთა ჯგუფი ან ორგანო, რომელიც უშუალოდ ახორციელებს დე ფაქტო ან დე იურე პოლიტიკურ იურისდიქციას ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის რომელიმე ნაწილში, აგრეთვე ნებისმიერი პირი, პირთა ჯგუფი ან ორგანო, რომელზეც ასეთი უფლებამოსილების განხორციელება პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დელეგირებული; ვ) უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტია - ისეთ აქტივობებში ჩართული ორგანიზაცია ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი გაერთიანება, რომლის მიზანია ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობა ან ხელისუფლების განხორციელებაზე გავლენის მოხდენა; ზ) საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი - ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართულია უცხოური ძალის ინფორმირებაში ან მისთვის რჩევის მიცემაში, ასევე ნებისმიერი პირი, რომელიც უცხოურ ძალას წარმოადგენს საზოგადოებრივ ურთიერთობებში; თ) პოლიტიკური მრჩეველი - ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია სხვა ნებისმიერი პირის ინფორმირებაში ან მისთვის რჩევის მიცემაში საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკასა და ინტერესებთან დაკავშირებით. მუხლი 2. ამ კანონის მე-3 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ უცხოური ძალის აგენტზე: ა) დიპლომატები და კონსულები, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლები; ბ) უცხო ქვეყნის თანამდებობის პირები; გ) პირი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა; დ) პირი, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა; ე) უცხოური ძალის ადვოკატი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში; ვ) ამ კანონის პირველი მუხლის „ბ.ბ.“ და „ბ.გ.“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტების აგენტი, რომელიც ლობისტურ საქმიანობას ეწევა და ამ სუბიქტების წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დარეგისტრირებულია როგორც ლობისტი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3. 1. პირი, რომელიც ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს აკმაყოფილებს, ვალდებულია უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართოს. 2 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურორს უნდა წარედგინოს ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობის წარმოშობიდან 10 დღის ვადაში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება შემდეგ მონაცემებს უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ინფორმაცია ეროვნებისა და მოქალაქეობის შესახებ; ბ) იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების სახელწოდება, თითოეული დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის შესახებ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ინფორმაცია. განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების წესდება; გ) იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა; დ) ყველა იმ უცხოური ძალის ვინაობა/დასახელება და მისამართი, რომლის სასარგებლოთაც განმცხადებელი მოქმედებს; ე) უცხოური ძალის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს აღწერილობა; ვ) ინფორმაცია უცხოური ძალისგან მიღებული დაფინანსების შესახებ, ასევე უცხოური ძალის მიერ განმცხადებლის მიმართ განხორციელებული მაკონტროლებელი და საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ; ზ) ინფორმაცია უცხოურ ძალასთან გაფორმებული წერილობითი და ზეპირი ხელშეკრულებების შესახებ, ასევე ინფორმაცია ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე განმცხადებლის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ. განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ხელშეკრულებების ასლები; თ) დეტალური ინფორმაცია იმ ფულადი თანხისა და ქონების ხარჯვის შესახებ, რაც განმცხადებელმა უცხოური ძალისგან მიიღო. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში შესატანი სხვა ინფორმაციისა და იმავე განცხადებასთან ერთად წარსადგენი სხვა დოკუმენტების ნუსხა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განისაზღვრება. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უცხოური ძალის აგენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორს იმავე ინფორმაციის უკანასკნელად წარდგენიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინოს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია უცხოური ძალის აგენტს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა უფრო მცირე დროის ინტერვალებით მოსთხოვოს. 5. განმცხადებლის/უცხოური ძალის აგენტის მიერ ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი საჯაროა. ამ ინფორმაციის გაცნობის წესს საქართველოს გენერალური პროკურორი განსაზღვრავს. მუხლი 4. 3 1. უცხოური ძალის აგენტი, რომელიც უცხოური ძალის ინტერესთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას ფოსტის ან სხვა საშუალების გამოყენებით აგზავნის, ვალდებულია ამ ინფორმაციის გაგზავნიდან არაუგვიანეს 48 საათისა იგივე ინფორმაცია საქართველოს გენერალურ პროკურორს წარუდგინოს. 2. საქართველოს გენერალური პროკურორისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საჯაროა. ამ ინფორმაციის წესს საქართველოს გენერალური პროკურორი განსაზღვრავს. 3. დაუშვებელია უცხოური ძალის აგენტმა საქართველოს ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირს უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იმგვარად მიმართოს, რომ წინასწარ არ განაცხადოს მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ. 4. საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის უცხოურ ძალასთან დაკავშირებული ახსნა-განმარტების მიცემამდე, უცხოური ძალის აგენტი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს უახლესი ინფორმაცია მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ. მუხლი 5. 1. უცხოური ძალის აგენტი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა იმ ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა, რომელიც უცხოურ ძალასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ინფორმაცია უცხოური ძალის აგენტმა უნდა შეინახოს უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის ვადით, ასევე რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 წლის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესანახი ინფორმაციის ნუსხა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განისაზღვრება. მუხლი 6. უცხოური ძალის აგენტის მიერ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოური ძალის აგენტი ფიზიკური პირია) ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უცხოური ძალის აგენტის ხელმძღვანელმა პირმა უნდა უზრუნველყოს. მუხლი 7. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს საქართველოს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. მუხლი 8. 1. ამ კანონის პირველი-მე-7 მუხლის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს გენერალურ პროკურორს ამ კანონით დადგენილი წესით განცხადებით მიმართოს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მიიღოს ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში. მუხლი 9. 1. ეს კანონი, გარდა პირველი-მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4 2. ამ კანონის პირველი-მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური ძალის აგენტის ცნებას და შესაბამისი სუბიექტების უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოაწესრიგებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო აქტი მხოლოდ ინფორმირების მიზანს ემსახურებოდეს და მან უცხოური ძალის აგენტად რეგისტრირებულ სუბიექტებს არ შეუზღუდოს ჩვეული საქმიანობის განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი კანონმდებლობა და პრაქტიკა არსებობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის, მაგალითად, აშშ, ავსტრალია, ისრაელი; კერძოდ, აშშ-ში მოქმედებს უცხოური გავლენის აგენტთა რეგისტრაციის შესახებ აქტი (Foreign Agents Registration Act (FARA))1; 2018 წელს ავსტრალიამ აშშ-ის კანონის ნიმუშის მიხედვით მიიღო უცხოური ძალის გამჭვირვალობის სისტემის შესახებ აქტი (Foreign Influence Transparency Scheme Act (FITSA))2; ისრაელის ქნესეთმა 2016 წელს ანალოგიური ცვლილება შეიტანა 2011 წლის კანონში უცხოური პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილ სუბიექტთა გამოვლენის ვალდებულების შესახებ3 . ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტი განმარტავს უცხოური ძალის აგენტის ცნებას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის აგენტის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი წესრიგდება ძირითადად შემდეგი საკითხები: 1 იხ. https://www.justice.gov/nsd-fara/fara-index-and-act იხ. https://www.legislation.gov.au/Details/C2018A00063 3 იხ. https://www.nevo.co.il/law_html/law01/500_452.htm 2 6 - უცხოური ძალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები; - სუბიექტის უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი; - უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის და სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; - უცხოური ძალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საკითხი; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, რადგან, კანონპროექტის ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საჭიროა გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის არსებობა. კანონპროექტის მე-8 და მე-9 მუხლები ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ისინი, მათი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. კანონპროექტის თანახმად, სათანადო სუბიექტი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აკმაყოფილებს კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს, ვალდებულია, კანონპროექტით დადგენილ ვადაში საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართოს და მოითხოვოს უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება, რის შემდეგაც ხორციელდება კანონპროექტით დადგენილი შესაბამისი პროცედურები. ამ ნორმის არსებობა საჭიროა, რადგან მისი არარსებობის შემთხვევაში უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება არ გავრცელდებოდა იმ სუბიექტებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აკმაყოფილებენ კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: 7 კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის განსაზღვრული არსებული ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას ჯარიმის დაკისრების საკითხს. ამ ჯარიმათა ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნულ სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის აღსრულებასთან დაკავშირებული, საქართველოს გენერალური პროკურატურის ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება შესაბამის საქმეთა წარმოების ფაქტების რაოდენობაზე და დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის განსაზღვრული არსებული ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნათა შეუსრულებლობისას ჯარიმის დაკისრების საკითხს. ამ ჯარიმათა ოდენობა დამოკიდებული იქნება ამ დანაშაულთა ჩადენის ფაქტების რაოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: 8 კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნათა შეუსრულებლობისას ჯარიმის დაკისრების საკითხს. ამ ჯარიმათა ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის, რომ მათ ჰქონდეთ პრევენციული ეფექტი შესაბამისი დანაშაულის ჩადენასთან მიმართებით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ მდგომარეობაზე. აქვს მდგომარეობაზე მოსალოდნელი კანონპროექტის ზეგავლენა გენდერული მოსალოდნელი თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. 9 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების მსგავსი სამართლებრივი მოწესრიგება და პრაქტიკა არსებობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის, მაგალითად, აშშ, ავსტრალია, ისრაელი; კერძოდ, აშშ-ში მოქმედებს უცხოური გავლენის აგენტთა რეგისტრაციის შესახებ აქტი (Foreign Agents Registration Act (FARA)); 2018 წელს ავსტრალიამ აშშ-ის კანონის ნიმუშის მიხედვით მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სისტემის შესახებ აქტი (Foreign Influence Transparency Scheme Act (FITSA)); ისრაელის ქნესეთმა 2016 წელს ანალოგიური ცვლილება შეიტანა 2011 წლის კანონში უცხოური პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილ სუბიექტთა გამოვლენის ვალდებულების შესახებ. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე. 10