საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის (№07-2/244; 11.01.2023) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-2708/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-2708/23 24-02-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მ.წ. 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/244; 11.01.2023) განხილვის ვადის გადაწევის შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-2692/23 24-02-2023 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით სონღულაშვილს ბატონო დავით, გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის პროექტებზე: „ ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№072/244, 11.01.2023), დანიშნული მომხსენებელი, სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, იმყოფება მივლინებაში. გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული კანონპროექტების სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge