საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ (№2-2727/23; 24.02.2023): ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/234; 15.12.2022) საქართველოს კანონის პროექტები; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა კერესელიძის, ანა ბუჩუკურის, ბექა ლილუაშვილის და მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/143; 14.12.2021) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (300 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (301 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (222 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (229 KB)
📄 წერილი (67 KB)
📄 დანართი (88 KB)
📄 დანართი (70 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2727/23
24-02-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:
− საქართველოს კანონების პროექტები: „ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/234; 15.12.2022);
− საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (N07-3/143; 14.12.2021).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 60
დღით.
აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-2603/23
23-02-2023
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 29 დეკემბრის №217/1
გადაწყვეტილებით
საქართველოს
პარლამენტში
დაიწყო
საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონების
პროექტები: „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ და
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/234; 15.12.2022).
წამყვან კომიტეტად განისაზღვრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო
სხვა კომიტეტებად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის,
აგრეთვე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი. ამ
უკანასკნელისთვის, განხილვის ვადად განისაზღვრა 2023 წლის 27 თებერვალი.
კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს კანონპროექტის უფრო დეტალურ
შესწავლას, შესაბამისად გთხოვთ უზრუნველყოთ განხილვის ვადის გაგრძელება
60 დღის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
კახა კახიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-2539/23
22-02-2023
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს (N108/3, 20.12.2021) გადაწყვეტილებებით,
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა
კერესელიძის, ანა ბუჩუკურის, ბექა ლილუაშვილისა და მიხეილ დაუშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/143;
14.12.2021).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა
და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, საკომიტეტო
განხილვის ვადები გაგრძელდეს 60 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
კახა კახიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge