საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/238; 28.12.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2728/23
24-02-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/238;
28.12.2022).
აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30
დღით.
აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-2695/23
24-02-2023
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ანრი ოხანაშვილს
ბატონო ანრი,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 6 თებერვლის
(N218/4)
გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს განსახილველად
გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/238; 28.12.2022).
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა
განისაზღვრა 2023 წლის 27 თებერვლამდე.
ვინაიდან, ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში საკითხის განხილვას
კომიტეტი ვერ ახერხებს, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო
ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge