საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „თავდაცვის კოდექსი“ და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/241; 28.12.2022) განხილვის ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-2719/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-2719/23 24-02-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 6 თებერვლის N218/7 გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „თავდაცვის კოდექსი“ და თანმდევ კანონების პროექტებზე (07-2/241; 28.12.2022) წამყვანი კომიტეტის (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის) განხილვის ვადად განისაზღვრა 10.02-13.03, ხოლო სავალდებულო კომიტეტების (ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლებისა და მეცნიერების, იურიდიულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების) განხილვის ვადად 10.0227.02. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მოგვმართა 2-2691/23, 24-02-2023 წერილით, რომლითაც განხილვის ვადის გაგრძელებას ითხოვს 10 დღის. შესაბამისად, გთხოვთ ზემოთაღნიშნული კანონპროექტისთვის განხილვის ვადა როგორც წამყვანი, ისე სავალდებულო კომიტეტებისთვის გააგრძელოთ 10 დღით. დანართი: 01 ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2691/23 24-02-2023 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი ბერაიას ბატონო ირაკლი, თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „თავდაცვის კოდექსი“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-2/241; 28.12.2022). აღნიშნული კანონპროექტების განმხილველ ერთ-ერთ კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო წამყვან კომიტეტად − თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, უზრუნველყოთ მათი საკომიტეტო განხილვის ვადის 10 დღით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge