საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 20 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2801/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-02-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 74

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2022?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 3 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 20 თებერვალი 2023 13:00 2023 წლის 20 თებერვალი, 13:00 საათი საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრები მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტის (07-3/281; 14.12.2022) განხილვა; ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები - ნინო წილოსანი, რამინა ბერაძე, ანა ბუჩუკური, ქეთევან დუმბაძე, ნინო იობაშვილი, ეკა სეფაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ანა ნაცვლიშვილი, მაია ბითაძე, თეონა აქუბარდია, ბაია კვიციანი, ხათუნა სამნიძე, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი ზარქუა, გიორგი ცაგარეიშვილი, ლევან იოსელიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, თამარ კორძაია, ლევან მგალობლიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ბექა დავითულიანი, ლევან ქარუმიძე, მიხეილ ყაველაშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ანა წითლიძე, ხატია წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, მარიამ ლაშხი და ირაკლი ბერაია; მომხსენებელი: საქართველო პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნიკოლოზ ვარნაზიშვილი; სავალდებულო კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/232; 14.12.22); ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; 2/17/2023, 3:26 PM https://parliament.ge/print/announcement/2022?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 3 მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ქეთევან მჭედლიშვილი; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/227; 07.12.2022) განხილვა; ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: მაია ესებუა; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“ და „მეზღვაურთა შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (07-2/228; 07.12.2022) განხილვა; ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; მომხსენებელი: ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი (დირექტორის პირველი მოადგილე ივანე აბაშიძე); კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე; სავალდებულო კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტი: „პენიტენციური კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (07-2/229; 07.12.2022) განხილვა; ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - თორნიკე ჭეიშვილი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ირაკლი ციმინტია; სავალდებულო კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 6. საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (1-15221/22; 21.11.2022) ფენიბუტის (Phenibut) 2/17/2023, 3:26 PM https://parliament.ge/print/announcement/2022?local=true საქართველოს პარლამენტი 3 of 3 ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიაში შეტანის შესახებ - განხილვა; ინიციატორი: საქართველოს მოქალაქეები - შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ქეთევან მჭედლიშვილი წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 7. საქართველოს მოქალაქე მარინე ჯონჯუას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მარტოხელა დედების შრომის ანაზღაურების საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით (1-12347/22; 28.09.2022) განხილვა; ინიციატორი: საქართველოს მოქალაქე - მარინე ჯონჯუა; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 8. „შვილად აყვანისა ჯანმრთელობის და დაცვისა მინდობით და აღზრდის სოციალურ შესახებ“ საკითხთა საქართველოს კომიტეტის მიერ კანონზე ჩატარებული აღსრულების კონტროლის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა დაცვისა სოციალურ კომიტეტის თავმჯდომარე - ზაზა ლომინაძე; 9. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და საკითხთა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე. 2/17/2023, 3:26 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა სხდომა - N74 თარიღი - 2023 წლის 20 თებერვალი ადგილი/დარბაზი - ქ. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, დავით სერგეენკო, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზაალ მიქელაძე, შალვა შავგულიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი. სხდომას არ ესწრებოდა - გიორგი გოდაბრელიძე კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით. სხდომის მდივანი: ლელა ასათიანი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა რეგიონული პოლიტიკისა და თვითთმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტი: „თავდაცვის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (07-2/241; 28.12.2022) განხილვა. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის 1 დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის წევრები მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტის (№073/281; 14.12.2022) განხილვა 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/232; 14.12.22) 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/227; 07.12.2022) განხილვა. 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის 1. კონვენცია“ და „მეზღვაურთა შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (07-2/228; 07.12.2022) განხილვა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტი: „პენიტენციური კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (№07-2/229; 07.12.2022) განხილვა. 6. საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (1-15221/22; 21.11.2022) ფენიბუტის (Phenibut) ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიაში შეტანის შესახებ - განხილვა. 7. საქართველოს მოქალაქე მარინე ჯონჯუას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მარტოხელა დედების შრომის ანაზღაურების საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით (N112347/22; 28.09.2022) - განხილვა. 8. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ჩატარებული აღსრულების კონტროლის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა; 9. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. 5. შემდეგ, ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარემ დაადასტურა ქვორუმის არსებობა და სხდომა გახსნილად გამოაცხადა. კახი კახიშვილმა სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგი და სიტყვა გადასცა მომხსენებელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს. 2 მომხსენებლის ინფორმაციით, დოკუმენტი თავდაცვის სფეროს მნიშვნელოვან რეფორმას ეხება და მასში ახლებურად რეგულირდება მთელი რიგი მიმართულებები. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო კანონპროექტის მიღების მიზეზები, კანონპროექტის არსი, მისი მიღების აუცილებლობა და მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს: - თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას; - სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ნორმებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას; - თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის არარსებობას. არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღება აუცილებელია, ვინაიდან: - თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის სამართლებრივი საფუძვლების დაიხვეწება; - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო) მოხდება სამართლებრივი მექანიზმების თავსებადობის ხელშეწყობა; - სჭიროება მოითხოვს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგებას; - თავდაცვის სფეროში არსებული მოქმედი სამართლებრივი აქტები კონსოლიდირდება. კანონპროექტის მიღებით მოსალოდნელი შედეგებია: - სახელმწიფო თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების დახვეწა; - თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლება; - სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის, პრინციპებისა და დოკუმენტების განსაზღვრა; - თავდაცვის ძალების მეთაურის დანიშვნის წესისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრა; - სამხედრო წოდებებს შორის არსებული მინიმალური ვადების მოწესრიგება და თანამედროვე დასავლური სტანდარტების დაწინაურების სისტემის მექანიზმის უზრუნველყოფა; - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო) სამართლებრივი მექანიზმების თავსებადობის ამაღლება; - სამხედრო სამსახურის არსისა და სახეების ახლებურად განსაზღვრა; - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება; - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა; - სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახელის შეცვლა - წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური; - წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 12-თვიანი ვადის შემცირება და რეფორმა; - სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში; - თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის შექმნა. 3 მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა კანონპროექტზე და ყურადღება სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ დაცვაზე, თავდაცვის ორგანიზების ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებზე, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ნატო-სთან თავსებადობის საკითხებზე, სამხედრო სამსახურის სახეების ახლებურად განსაზღვრების მიმართულებებზე და თავდაცვის ძალების რეზერვის საკითხებზე გაამახვილა. გრიგოლ გიორგაძემ ცალკე გამოყო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შემოღება, რომლის თანახმადაც, წვევამდელი სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სისტემაში გაივლის. აღნიშნული ცვლილება 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. მანვე, სასულიერო პირებისთვის დაწესებულ ალტერნატიულ შრომითი სამსახურის გავლის წესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა ნებისმიერი რელიგიური კონფესიის სასულიერო პირისთვის დაწესდება. თავდაცვის კოდექსის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ დოკუმენტის განხილვა კითხვაპასუხის რეჟიმში წარიმართა. წარმოდგენილ დოკუმენტზე შენიშვნები გამოთქვეს პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრებმა, რომლებმაც წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალ წესზე კრიტიკულად ისაუბრეს და მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული პროექტის განხილვა მოითხოვეს. სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დამატებითი განმარტებები გააკეთა. მისი განცხადებით, „თავდაცვის კოდექსი“ მრავალწლიანი მუშაობის შედეგია, რომლის მომზადებაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. მისივე თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი ბალტიისპირეთის ქვეყნების და ფინეთის მოდელებს ეფუძნება და მასში ასახულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც თავდაცვის მიმართულებებს არეგულირებს. გადაწყვეტილება: 4 ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება მხარი დაეჭირათ წარმოდგენილი კანონპროექტისთვის. შემდეგ, კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ სიტყვა გადასცა მომხსენებელს, საქართველოს პარლამენტის წევრს ნინო წილოსანს, რომელმაც განსახილველად წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტი (№07-3/281; 14.12.2022). მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა დადგენილების პროექტის შესახებ და ყურადღება გაამახვილა პრობლემებზე, რომლის გდაჭრასაც მისი მიღება მიზნად ისახავს, კერძოდ, ქალების სიღარიბე, ანუ „სიღარიბის ფემინიზაცია“ ნიშნავს იმას, რომ ქალები ღარიბი მოსახლეობის უმეტესობას წარმოადგენენ მსოფლიოში. აღნიშული ტენდენცია კიდევ უფრო გაიზარდა კოვიდ პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის ხარჯზე. ამასთანავე, მარტოხელა ქალების ოჯახები ღარიბ ოჯახებს შორის ყველაზე ღარიბები არიან და სიღარიბის ციკლი ასევე გადაეცემათ მათ შვილებს. ქალებს უფრო უჭირთ სიღარიბიდან თავის დაღწევა, ვიდრე კაცებს, რადგან ხშირად, გენდერული უთანასწორობის გამო არ არიან იმ პოზიციაში, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ძირეულად შეცვლიდა მათ ცხოვრებას, მაგალითად, დაიწყონ მუშაობა, ან მიიღონ განათლება. ქალების ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. ამ მსჯელობის დამადასტურებელი არაერთი საერთაშორისო ნაშრომი და ემპირიული კვლევა არსებობს. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გენდერული თანასწორობა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და მოაქვს განვითარების უკეთესი შედეგები. ეს მიიღწევა შემოსავლების უთანასწორობის დაძლევით და ეკონომიკური დივერსიფიკაციის ზრდით, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებით, რასაც მოაქვს ეკონომიკური მდგრადობა. არსებული პრობლემების გადასაჭრელად დადგენილების მიღება აუცილებელია, რადგან გასული ათწლეულის მანძილზე, სულ უფრო მეტად ხდებოდა აქცენტირება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, როგორც გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მთავარ მანიშნებელზე. სამუშაოს, რომელიც გასაწევია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, აქვს ცენტრალური როლი უთანასწორობების შემცირებისა და „არავინ დატოვო მიღმა“ (LNOB) მიზნის მისაღწევად. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაკავშირებულიასაქართველოევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგით (2021-2027) განსაზღვრულ პრიორიტეტებთან, რამაც უნდა უზრუნველყონ ქვეყნის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, აგრეთვე კონცეფცია ეხმიანება ევროკავშირის თორმეტ პუნქტიანი რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შესრულებას. კონცეფციის თითოეული მიმართულება განხილულია საქართველოს მიერ ნაციონალიზებულ მდგრადი განვითარების მიზნებთან და შესაბამის ამოცანებთან მიმართებაში, რომელთა შესრულების პასუხისმგებლობა ქვეყანამ აიღო 2030 წლისთვის. საქართველოს მთავრობის 5 ნებაყოფლობითი ანგარიში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მაჩვენებლებთან დაკავშირებით (2020) მიღებული იქნება როგორც ბაზისი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის შემუშავების პროცესში გადაწყვეტილება: კომიტეტი წარმოდგენილ „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს მომზადებულად მიიჩნევს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე ინიციატივის წესით საკითხი წარმოდგენილი - საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო საქართველოს კანონების პროექტის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/232; 14.12.22) და განსახილველად სიტყვა გადასცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეს თამარ გაბუნიას; მომხსენებელმა კანონპროექტზე საურისას განაცხადა რომ პროექტის მიზანია საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. ცვლილებების მიხედვით, ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას ახალი ნივთიერებები ემატება. მისი თქმით, პროექტის მომზადება განპირობებულია კონტროლის შესახებ“ შემდეგი საერთაშორისო ერთიანი და გარემოებით: 2021 წლის ბოლოს გაეროს ნარკოტიკებზე კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციების თანდართულ სიებში შევიდა ცვლილებები. კერძოდ, გაეროს 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი კონვენციის პირველ სიას დაემატა ერთი ნივთიერება, ხოლო გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციის მეორე სიას დაემატა 4 და მეოთხე სიას კი 3 ნივთიერება. არც ერთი ეს ნივთიერება კლინიკურ პრაქტიკაში არ გამოიყენება, მათი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობისათვის. აღნიშნული ნივთიერებების მოხმარება დასჯადი იქნება. 6 მომხსენებლის განცხადებით პროექტის მიზანია საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა და მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: კანონპროექტით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას (I სია), ასევე, №2 დანართით (უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა) გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებების ნუსხას ემატება ზემოხსენებული 8 ახალი ნივთიერება. გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის მოსმენით განსახილველად წარდგენას. პლენარულ სხდომაზე პირველი მეოთხე საკითხის: შემდეგ: სხდომის თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის დღის წესრიგით გათვალისიწინებული მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/227; 07.12.2022) განსახილველად წარმოგდენა სთხოვა კვლავ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეს თამარ გაბუნიას. მომხსენებელმა თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პარამედიკოსის პროფესიის ჩამოყალიბების საკანონმდებლო საფუძველი გახდება ჯანმრთელობის დაცვისა და საექიმო საქმიანობის შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებები, კერძოდ, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა“ კომპონენტით განსაზღვრული სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ცენტრის მიერ, ხორციელდება საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის მზაობის, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის პროგრამული კომპონენტი. 7 დღეის მდგომარეობით, ცენტრი ყოველდღიურად ემსახურება საქართველოს მოსახლეობას 317 სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა (საკურორტო სეზონის პერიოდში ხდება დამატებით რაოდენობის ზრდა) და 19 რეფერალური დახმარების ბრიგადების მეშვეობით. გამოძახებების საშუალო რაოდენობა 24 საათში შეადგენს 3500-ს. მოსახლეობისათვის ზემოთ აღნიშნული მომსახურების ხარისხიანი და ოპერატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად, ცენტრს ესაჭიროება მნიშვნელოვანი საკადრო გამოწვევების გადაჭრა, როგორიცაა პროფესიონალი კადრების გადინება, ქვეყნის მასშტაბით ცენტრში შექმნილი საკადრო დეფიციტი, ზოგიერთ შემთხვევაში, პერსონალის მაღალი ასაკი და შესაბამისად გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო შესაბამისი ფიზიკური უნარების არარსებობა და ა.შ. არსებული ვაკანსიების შევსება ვერ ხდება შესაბამისი კადრების არარსებობის გამო, შედეგად არსებულ პერსონალს უწევს მეტი დატვირთვით მუშაობა, რაც პირდაპირ კავშირშია გამოძახებების დროულ მართვასთან და სამედიცინო მომსახურების ხარისხთან. პარამედიკოსი, საერთაშორისო კვლევების თანახმად, ეფექტურია ექიმთან შედარებით პროტოკოლებით, სტანდარტული ოპერაციული გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისას, რადგან მას აქვს:  შესაბამისი ფიზიკური უნარები.  მოქმედებს დროის მოკლე პერიოდში პროცედურებით და საჭიროებისას ახდენს დროულ ჰოსპიტალიზაციას.  საქართველოს მაგალითზე, ექიმით დაკომპლექტებული სამედიცინო ბრიგადა ახდენს პაციენტთან მეტად ჩაღრმავებულ დიაგნოსტირებას და ისეთი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ადგილზე, რომელიც სცდება პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარების ფარგლებს, ხოლო პარამედიკოსი ექიმისგან განსხვავებით, მოქმედებს მყისიერად და ამცირებს გამოძახების ადგილზე ეკიპაჟის დაყოვნების დროს.  პარამედიკოსის მომზადების პროგრამა სრულად ორიენტირებულია პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე, შესაბამისად მას შეუძლია ექიმზე სწრაფად ამოიცნოს გადაუდებელი მდგომარეობა და სწორად განსაზღვროს დახმარების აღმოჩენის გზები. არსებული გამოცდილებით პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, დღემდე პარამედიკოსი, შესაბამისი პროტოკოლებით პროცედურების განხორციელებით, როგორც და აღწევს მაღალი ხარისხის, ჯანდაცვის პროფესიონალი, სტანდარტული ეფექტურ ოპერაციული პრეჰოსპიტალური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებას ჰოსპიტალში, რაც საწინდარია სიცოცხლის გადარჩენისა და საბოლოო გამოჯანმრთელების თვალსაზრისით. პარამედიკოსების ფართოდ დანერგვა მოგვცემს საშუალებას, დროთა 8 განმავლობაში, მოხდეს საკადრო დეფიციტის შევსება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ოპერირებად სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებში. ზემოთ აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის კუთხით, მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, შესაძლებლობას მიეცეს პარამედიკოსის ქვეყანას ჰყავდეს სპეციალობით კვალიფიციური სამომავლო კადრებით პერსპექტივაში დაკომპლექტებული ეფექტური სასწრაფო სამედიცინო სამსახური. შედეგად, მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იქნება ხარისხიანი და ოპერატიული მომსახურება. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში. პროექტი მოიაზრებს 3000 პარამედიკოსის მომზადებას, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ დღეის მდგომარეობით საკადრო დეფიციტის რაოდენობა არის 3000. ყოველწლიურად იგეგმება 100-110 პარამედიკოსის გადამზადება, რაც წარმოადგენს ყოველწლიური საკადრო გადინების და არსებული ვაკანსიების შევსების მინიმალურ საჭიროებას და ამ რაოდენობის კონტინგენტის გადამზადება მოიცავს მრავალწლიან პერიოდს. კანონპროექტი ეხმიანება და შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მაისის №230 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიასთან“, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს სასწრაფო დახმარების მომსახურების ეფექტიანობის გაზრდა, სასწრაფო დახმარების მომსახურებაში ჩართული პარამედიკოსების გაძლიერებული როლის, კომპეტენციებისა და რაოდენობის შედეგად. გადაწყვეტილება: კომიტეტმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა. შემდეგ: კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“ და „მეზღვაურთა შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (07-2/228; 07.12.2022) განხილვისათვის წარმოდგენა სთხოვა 9 მომხსენებელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველ მოადგილეს ივანე აბაშიძეს. მომხსენებლის ინფორმაციით, ახალი კონვენცია თავს უყრის საზღვაო სექტორში შრომის შესახებ არსებულ თითქმის ყველა ნორმატიულ დოკუმენტს და ყოვლისმომცველად განსაზღვრავს მეზღვაურთა უფლებებს ღირსეული სამუშაო პირობებისადმი. იგი მოიცავს თითქმის ყველა ასპექტს მათი მუშაობისა და ცხოვრების შესახებ, მათ შორის: მინიმალურ ასაკს, მეზღვაურთა შერჩევასა და შრომით მოწყობას, მეზღვაურთა შრომის ხელშეკრულებებს, ხელფასებს, სამუშაო დროისა და დასვენების დროის ხანგრძლივობას, შვებულებით სარგებლობის უფლებას, ხელფასის გადახდის წესს, ჯანმრთელობის დაცვას, სამედიცინო მომსახურებას, სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას და სოციალური უსაფრთხოების დაცვას. აღნიშნული კონვენცია მსოფლიოს 1,5 მილიონზე მეტ მეზღვაურს უზრუნველყოფს ფართო უფლებებითა და სამუშაო ადგილზე დაცვის გარანტიებით. კონვენციის რატიფიცირება, ამავე დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად, საქართველოს საშუალებას აძლევს უზრუნველყოს მისი დროშის ქვეშ მცურავ ყოველ გემზე საზღვაო შრომით ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობა წარადგინოს. საქართველო ასევე ვალდებული იქნება კონტროლი განახორციელოს მეზღვაურთა შერჩევასა და შრომით მოწყობაზე. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კონვენციის რატიფიცირებით, საქართველო კისრულობს ვალდებულებას, რომ სისრულეში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა კონვენციით დადგენილი პირობების თანახმად. სწორედ ამის გათვალისწინებით მომზადდა კანონპროექტი მეზღვაურთა შრომის შესახებ და მისი თანმდევი კანონპროექტები. აქედან გამომდინარე, ცვლილებები შევა საქართველოს საზღვაო კოდექსში, მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების, სააღსრულებო წარმოების, შრომის ინსპექციის და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონებში. გადაწყვეტილება: კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტის და კანონპროექტებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა. შემდეგ, მომხსენებელმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ - თორნიკე ჭეიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა დღის წესრიგით გათვალისიწინებული VI საკითხი: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო 10 ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტი: „პენიტენციური კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/229; 07.12.2022). მომხსენებელმა კანონპროექტის განხილვის შესავალ ნაწილში ისაუბრა კანონპროექტის მიღების მიზეზებზე და იმ პრობლემებზე რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ზოგადად, პატიმრობისა და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებათა ფარგლებისა და მათი დაცვის გარანტიების მხრივ არსებული გამოწვევების, აგრეთვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებასა და მოსამსახურის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობის კრიტიკული ანალიზი ცხადყოფს ახალი, ერთიანი საკანონმდებლო აქტის მიღების საჭიროებას რომლითაც, ერთი მხრივ, გაფართოვდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების შინაარსი და გამყარდება ამ უფლებათა დაცვის გარანტიები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს პენიტენციური სისტემისა და დაწესებულების უსაფრთხოებას, ხოლო, მეორე მხრივ, განხორციელდება საკუთრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებასა და საქმიანობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის, ამავე სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოების თვალსაზრისით, რაც ასევე ხელს შეუწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ასებე თორნიკე ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ პენიტენციური კოდექსის პროექტი არაერთ სიახლეს ითვალისწინებს როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ორგანიზების, ისე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების პროცესის ცალკეული საკითხების მოწესრიგების, აგრეთვე, აღსრულების პროცესში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებათა გაფართოების თვალსაზრისით. აღნიშნული კოდექსიდან გამომდინარე ცვლილებები 21 მოქმედ საკანონმდებლო აქტში შედის, მათ შორის არის ერტ-ერთი - „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი, რომელშიც შედის ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება პენიტენციური კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება მათ შორის ითვალისწინებს კანონში არსებული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას, რითაც კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალს დაემატება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური სამსახურის მოსამსახურე. გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივის სხდომაზე განხილვას ერთხმად დაუჭირა მხარი. პარლამენტის პლენარულ შემდეგ, 11 სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინა დღის წესრიგით გათვალისიწნებული N8 საკითხი - საქართველოს მოქალაქის მარინე ჯონჯუას საკანონმდებლო წინადადება - მარტოხელა დედების შრომის ანაზღაურების საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით (N1-12347/22; 28.09.2022). აღნიშნული წინადადებით მოქალაქე მარინე ჯონჯუა ითხოვდა მარტოხელა მშობლისთვის 3000 ლარამდე წლიური დაუბეგრავი შემოსავლის გაზრდას 6000 ლარამდე. კომიტეტის თავმდჯომარემ განმარტა რომ 1 - წინადადებით არაა წარმოდგენილი ფინანსური გათვლა იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენა ექნება კანონპროექტის მიღებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: „კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონი – მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში“. მთავრობის თანხმობის მისაღებად, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ფინანსური გაანგარიშების არსებობა და 2 - გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო მუშაობს მარტოხელა მშობლებისთვის შეღავათების დაწესების/გაზრდის საკითხზე, ამ პროცესის ფარგლებში შეფასდება მარტოხელა მშობლებისთვის საგადასახადო შეღავათის ზრდის შესაძლებლობაც. მხოლოდ ამ თემაზე მუშაობის დასრულების შემდეგაა მიზანშეწონილი კონკრეტული საკანონმდებლო ინციატივის შემუშავება, რადგან საჭიროა სისტემური მიდგომა სოციალური დაცვის საკითხებთან, მათ შორის მოცემულ თემასთან დაკავშირებით; კანონპროექტის ინიცირებამდე, სასურველია შესწავლილ იქნეს თუ რა სახის შეღავათების დაწესება იქნება შედარებით მეტი სარგებლის მომტანი მარტოხელა მშობლებისა და მათი შვილებისთვის და განხორციელებადი, არსებული საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით. გადაწყვეტილება: კომიტეტის მიერ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა. შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ კომიტეტის სხდომის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგით გათვალისიწინებული N9 საკითხი, რომელიც ეხება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონზე ჯანმრთელობის 12 დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ჩატარებული აღსრულების კონტროლის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების განხილვას; თავდაპირველად თავმჯდომარემ გაწეული შრომისთვის და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და გაეროს განვითარების ფონდს. თავმჯდომარემ აღნიშნა რომ ნააკის ფარგლებში შემუშავდა 14 რეკომენდაცია, რომელიც გააცნო სხდომის მონაწილეებს. გადაწყვეტილება: რეკომენდაციების თაობაზე კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ გააჩნიათ და შემდგომი აღსრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაიგზავნა შესაბამის უწყებებში - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში. შემდეგ, სხდომის თავმდჯომარემ კომიტეტის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: დასამტკიცებლად წარუდგინა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა. გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გაეგზავნა პარლამენტის ბიუროს. ზაზა ლომინაძე კომიტეტის თავმჯდომარე ლელა ასათიანი სხდომის მდივანი 13