საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის დავით სერგეენკოს მიერ წარმოდგენილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-02
ბიუროს ნომერი 228
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე
2-2899/23
28-02-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით
შავი
ზღვის
ეკონომიკური
თანამშრომლობის
საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022
წლის ანგარიშს.
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
დავით სერგეენკო
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში შავი
ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში 2022 წლის
განმავლობაში
•
2022 წელს დელეგაციის საქმიანობა წარიმართა ძირითადად ონლაინ ფორმატში.
აღსანიშნავია, რომ უმეტესწილად ონლაინ ფორმატში მუშაობის მიუხედავად,
დელეგაციამ აქტიურად აწარმოა მუშაობა ასამბლეის მიერ ფიზიკურ ფორმატში
განხორციელებულ ღონისძიებებში. წლის მანძილზე გაიმართა საბიუჯეტო და
აუდიტის კომისიის შეხვედრა, მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა, გენერალური
ასამბლეის სხდომა, საკომიტეტო მოსმენები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია PABSEC-ის ეგიდით
აკვირდებოდა ბულგარეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს. გასულ წელს
ასევე, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი.
ჩატარებული ღონისძიებები:
•
22 თებერვალი, თურქეთის რესპუბლიკა, ქალაქი სტამბოლი, გაიმართა შავი ზღვის
ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საბიუჯეტო და
აუდიტის კომისიის შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
კომისიის წევრებმა მოისმინეს 2021 წლის PABSEC-ის ბიუჯეტის შესრულების
შესახებ ინფორმაცია და მიიღეს აუდიტის ანგარიში. 2022 წლის ბიუჯეტის
შესრულებისა და ასამბლეის საერთაშორისო საქმიანობის გათვალისწინებით,
საბიუჯეტო და აუდიტის კომისიამ ასევე მოამზადა მომდევნო საფინანსო წლის
ბიუჯეტის პროექტი, რომელიც განსახილველად წარედგინა ასამბლეის
მუდმივმოქმედ კომიტეტს და საბოლოოდ 2022 წლის ივნისში ასამბლეის
პლენარულ სესიაზე იქნა მიღებული.
•
27-29 აპრილი, საქართველო, ქალაქი თბილისი - საქართველოს სამუშაო ვიზიტით
ეწვია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის
გენერალური მდივანი - ასაფ ჰაჯიევი. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა
გაიმართა
ასამბლეაში
საქართველოს
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელთან დავით სერგეენკოსთან და დელეგაციის წევრთან რამაზ
ნიკოლაიშვილთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და შავი
ზღვის
ეკონომიკური
თანამშრომლობის
თანამშრომლობის
სამომავლო
საპარლამენტო
პერსპექტივები
აქტივობები.
2023 I საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
და
ასამბლეას
ასამბლეის
შორის
სამომავლო
•
1-3 ოქტომბერი, ბულგარეთის რესპუბლიკა - 2022 წლის 2 ოქტომბერს, ბულგარეთის
რესპუბლიკაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის ფარგლებშიც შავი
ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მიერ გაიგზავნა
სადამკვირვებლო მისია. სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა მიიღო
ასამბლეაში
საქართველოს
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
წევრმა
რამაზ
ნიკოლაიშვილმა.
•
6-9 დეკემბერი, სერბეთის რესპუბლიკა, ქალაქი ბელგრადი - გაიმართა შავი ზღვის
ეკონომიკური
თანამშრომლობის
საპარლამენტო
ასამბლეის
რიგით
მე-60
გენერალური ასამბლეის სხდომა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ
და ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა - რამაზ
ნიკოლაიშვილმა.
გენერალური
ასამბლეის
მთავარ
განსახილველ
თემას
წარმოადგენდა „პარლამენტების როლი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის
საკითხში“. ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა ბიუროს, მუდმივმოქმედი კომიტეტის,
ოთხი სამუშაო კომიტეტის სხდომა და პლენარული სესია.
ბიუროს სხდომაზე განიხილეს 2023 წლის საბიუჯეტო საკითხები. წარდგენილ იქნა
პაბსეკის აქტივობების შესახებ მოხსენება. ბიურომ განიხილა მე-60 გენერალური
ასამბლეის დღის წესრიგი.
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე წარდგენილ იქნა მოხსენება 2022 წელს
ასამბლეის წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო აქტივობებში მონაწილეობის
შესახებ. ასევე მოისმინეს 2022 წლის აუდიტის ანგარიში და განიხილეს 2023 წელს
წევრი სახელმწიფოების მიერ ასამბლეის წლიური გადასახადის საკითხი.
პლენარულ სესიაზე გაიმართა გენერალური დებატები თემაზე: „პარლამენტების
როლი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის საკითხში“.
ასამბლეის ფარგლებში მიღებულ იქნა მოხსენებები და რეკომენდაციები შემდეგ
საკითხებზე:
•
„შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული
მიღწევები და გამოწვევები“;
•
„პარლამენტის როლი საგარეო ინვესტიციების მოზიდვის და წახალისების
მიმართულებით“;
•
„შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში ლტოლვილთა კრიზისის სოციალური გავლენა“.
მოამზადა: საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ნინო ბუჯიაშვილმა.
2023 I საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი